საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/197; 20.04.2022) საქართველოს კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ალექსანდრე მოწერელიას, ბექა ლილუაშვილის, მიხეილ დაუშვილის და შალვა კერესელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/50; 19.05.2021) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19081/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-01
ბიუროს ნომერი 206 (11:30)

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-19081/22 30-11-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები: − საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/197; 20.04.2022); − საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/50; 19.05.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge