საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
წერილი
1154-01-07-2-202211301737
N 01-07/1154
30/11/2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი
პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ თვითმმართველი თემის – სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნების
ანგარიშს.
დანართი: 29 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის თავმჯდომარე
.
ანგარიში
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2022 წლის 1 ოქტომბრის
შუალედური არჩევნების ანგარიში
(12 აგვისტო-3 ოქტომბერი)
2022 წელი, ნოემბერი
სარჩევი
შესავალი
2
მოკლე აღწერა
3
II. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
10
IV. საარჩევნო რეგისტრაციები
17
I. საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა
III. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება
V. ამომრჩეველთა ერთიანი სია
7
14
19
VI. საინფორმაციო კამპანია
20
VIII. 2022 წლის 1 ოქტომბერი – კენჭისყრის დღე
22
VII. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა
21
IX. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების
შედეგების შეჯამება
24
XI. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფა
25
X. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები
დანართები
24
26
1
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით გამართული თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნების (სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები)
ანგარიშს.
2022 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად ამომრჩევლებმა
აირჩიეს თვითმმართველი თემის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი
№64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ,
ტრადიციულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართა ყველა
საარჩევნო პროცესი კანონმდებლობისა და შესაბამისი ვადების სრული დაცვით. ცესკომ
საქმიანობის დაგეგმვის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინა საერთაშორისო და
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის
მიმართ გაცემული რეკომენდაციები.
2021-2022 წლებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების წარმატებული
გამოცდილებისა და განხორციელებული საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით,
საარჩევნო ადმინისტრაციამ გააგრძელა მუშაობა საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეების
დანერგვის კუთხით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის შუალედური არჩევნები
ტექნოლოგიური საშუალებების პილოტირების კარგი შესაძლებლობა იყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ
განახორციელა კომპლექსური საპილოტე პროექტი. ცესკოს გადაწყვეტილებით, სამივე
საარჩევნო უბანზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის
სინქრონიზებული აპარატების, ასევე ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების
გამოყენებით ჩატარდა. საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად შესაძლებელი
გახდა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგების შემცირება, ასევე კენჭისყრის პირველადი
წინასწარი შედეგების უმოკლეს ვადაში გამოცხადება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების
ელექტრონული და ხელით დათვლის შედეგები დაემთხვა ერთმანეთს, რაც მიუთითებს იმას,
რომ ამომრჩევლისთვის გასაგები და მარტივად შესასრულებელი იყო ხმის მიცემის
პროცედურა.
2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში. კენჭისყრის
პროცესის დროს არ გამოვლენილა ტექნიკური ან სხვა სახის ხარვეზი.
2
მოკლე აღწერა
2022 წლის 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, თვითმმართველი თემის – სენაკის
მუნიციპალიტეტის №64.04 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვახტანგ წურწუმიას ვადამდე
უფლებამოსილების შეწყვეტის1 გამო, ცესკომ დანიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შუალედური არჩევნები2.არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2022
წლის 1 ოქტომბერი. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე სენაკის მუნიციპალიტეტში შუალედური
არჩევნების დანიშვნის განკარგულებას მხარი დაუჭირა სხდომაზე მყოფმა კომისიის
ყველა, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა.
2022 წლის 14 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია“ (საია) თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა ცესკოს
2022 წლის 12 აგვისტოს №153/2022 განკარგულება სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04
მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ და ითხოვდა ცესკოს
განკარგულების ბათილობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ „საია“-ს სარჩელი არ
დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
„საია“-მ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატაში, ამ შემთხვევაშიც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაც ადასტურებს
იმას, რომ ცესკომ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური
არჩევნების დანიშვნისას იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით.
2022 წლის 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, ცესკომ მიიღო შუალედური არჩევნების
ორგანიზებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტები. არჩევნების დანიშვნის შემდეგ
საარჩევნო
ადმინისტრაციამ
პროცესი
წარმართა
დამტკიცებული
საარჩევნო
ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად3.
კენჭისყრის დღეს, ცესკოს გადაწყვეტილებით, პირველად, სამივე საარჩევნო უბანზე
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცედურა ჩატარდა სინქრონიზებული აპარატების
გამოყენებით. ვერიფიკაციის აპარატის სინქრონიზებამ ამომრჩეველს მისცა ნებისმიერ
თავისუფალ რეგისტრატორთან რეგისტრაციის პროცედურის გავლის შესაძლებლობა,
რამაც თავის მხრივ შეამცირა ამომრჩეველთა რიგები საარჩევნო უბნებზე. ხოლო ხმის
მიცემისა და დათვლის პროცედურების სპეციალური აპარატებით განხორციელებამ
საარჩევნო ადმინისტრაციას მისცა არჩევნების პირველადი მონაცემების კენჭისყრის
დასრულებიდან უმოკლეს დროში წარდგენის საშუალება. წარმატებული პრაქტიკის
გათვალისწინებით ასევე ჩატარდა ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოგადაღება.
საანგარიშო პერიოდში, ცესკოში გაიმართა 11 სხდომა. ცესკომ მიიღო 10 დადგენილება და
50 განკარგულება. ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა
პირდაპირ ეთერში, რამაც ხელი შეუწყო ცესკოს საქმიანობის გამჭვირვალობას.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შექმნილ საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 16-ს, აქედან ცესკოს მიერ არჩეული
იყო რვა წევრი და უფლებამოსილი ცხრა პარტიიდან რვამ დანიშნა რვა დროებითი წევრი4.
1
ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022
წლის 01 ივნისის №41-41221524 წერილის თანახმად და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის
შესაბამისად.
2
ცესკოს 2022 წლის 12 აგვისტოს №153/2022 განკარგულებები იხილეთ დანართში (1).
3
ცესკოს 2022 წლის 12 აგვისტოს №156/2022 განკარგულება.
4
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიებში არ დანიშნა წევრები.
3
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის №64.04
ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი იყო სამი საარჩევნო უბანი.
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ცესკომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა საარჩევნო
უბნების ნომრები, მისამართები და სხვა რეკვიზიტები.
სამივე საარჩევნო უბანზე კომისიების წევრთა რაოდენობა შეადგენდა 43-ს, აქედან
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეული 24
წევრი, ხოლო უფლებამოსილი ცხრა პარტიიდან რვამ დანიშნა 19 დროებითი წევრი. 2022
წლის 31 აგვისტოს, ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, სადაც
კომისიების თავმჯდომარეები, თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიის მდივნები
აირჩიეს.
2022 წლის 6 სექტემბერს, ცენტრალური, №64 სენაკის საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
მოხელეთა ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ
იმოქმედებდნენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავდნენ პოლიტიკურ
ნეიტრალიტეტს,
საკუთარი
ფუნქციების
შესრულებისას
იქნებოდნენ
კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები, იმოქმედებდნენ ღიად და
გამჭვირვალედ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და კენჭისყრის
დღის პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის, სსიპ საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) ჩაატარა
პროფილური, პროცედურული, ოთხ-ეტაპიანი ტრენინგი. საარჩევნო კომისიების წევრებმა
ინტენსიური გადამზადება გაიარეს როგორც ძირითად საარჩევნო პროცედურებთან
დაკავშირებით, ისე კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების
საკითხებზე. საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შემუშავდა შესაბამისი სასწავლო და
საინფორმაციო ხასიათის მასალა.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაში გატარდა ორი
საარჩევნო სუბიექტი, ხოლო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა/რეგისტრაცია გაუუქმდა ორ
საარჩევნო სუბიექტს.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის №64.04 ადგილობრივ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილმა ორმა კანდიდატმა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში დარეგისტრირდა ორი საარჩევნო სუბიექტის 10
წარმომადგენელი.
საარჩევნო
პროცესზე
დაკვირვების
მიზნით,
საარჩევნო
ადმინისტრაციაში რეგისტრირებული იყო ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი
ორგანიზაცია, რომელმაც დაარეგისტრირა ოთხი დამკვირვებელი, ასევე სამი
ადგილობრივი
დამკვირვებელი
ორგანიზაცია,
რომელმაც
დაარეგისტრირა
22
დამკვირვებელი. აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 12
საშუალებების 143-მა წარმომადგენელმა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სამ საარჩევნო
უბანზე ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 2 307-ს, აქედან
1 211 (52.49%) იყო ქალი და 1 096 (47.51%) – კაცი.
შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ უზრუნველყო ამომრჩეველთა და ჩართული
მხარეების ინფორმირება კენჭისყრის დღეს განხორციელებული საპილოტე პროექტისა და
შეთავაზებული სერვისების შესახებ.
4
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა 2 350
საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრის დღეს ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო
საჭირო ინვენტარით.
2022 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ
შეაჯამა სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული
შუალედური არჩევნების შედეგები. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საკრებულოს წევრად
არჩეულია ზაზა ყურაშვილი, №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით
პერიოდში ცესკოში არ შემოსულა არც ერთი განცხადება/საჩივარი. შესაბამისი
უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დამტკიცებულმა
ბიუჯეტმა შეადგინა 374 000 ლარი, ხოლო გაწეულმა ხარჯმა – 258 342 ლარი.
6
I. საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა
სენაკის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შუალედურ
არჩევნებზე
საარჩევნო
ადმინისტრაციამ განახორციელა კომპლექსური საპილოტე პროექტი. სამივე საარჩევნო
უბანზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
ჩატარდა. ნოვაციის სახითპირველად იქნა გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის
აპარატების სინქრონიზება. ვერიფიკაციის აპარატის სინქრონიზებამ ამომრჩეველს მისცა
რეგისტრაციის პროცედურის ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან გავლის
შესაძლებლობა, რამაც თავის მხრივ შეამცირა ამომრჩეველთა რიგები საარჩევნო
უბნებზე. ასევე, მსგავსად უკანასკნელი პილოტირებებისა, გამოყენებულ იქნა
გამოყენებული ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატები.
2022 წლის 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება5
კომპანიისგან Smartmatic International Holding B.V. (SMMT) სასაქონლო გრანტის ფორმით
საარჩევნო ყუთის (თავსახურით) მიღების თაობაზე. 15 სექტემბერს კი, კომპანიის
წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია ვერიფიკაციის აპარატების სინქრონიზების
პროცესის შესახებ.
ცესკომ მიიღო 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დროს ამომრჩეველთა
ვერიფიკაციის სინქრონიზებული, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის აპარატების
გამოყენების გადაწყვეტილება. საპილოტე პროექტის განხორციელების არეალად
განისაზღვრა სამივე საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 2 307 ამომრჩეველი.
17 სექტემბერს, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა ვერიფიკაციის
სინქრონიზებული აპარატის, ასევე ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით.
კენჭისყრის იმიტირებული პროცესი წარმატებით ჩატარდა, საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრებმა და ამომრჩევლის სტატუსით მონაწილე პირებმა ელექტრონული
ტექნოლოგიები მარტივად გამოიყენეს. კენჭისყრის იმიტირებული პროცესის შესწავლის
შედეგად დაიხვეწა ზოგიერთი პროცედურა გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით.
ამომრჩეველთა ვერიფიკაციისთვის გამოყენებული იყო VIU Desktop – Offline რეჟიმში,
ჯამში – რვა აპარატი. VIU Desktop-ი უზრუნველყოფდა ელექტრონული ID ბარათის
ავტომატურ ძებნას, ხოლო ამომრჩეველს რომელსაც ჰქონდა პასპორტი ან
ლამინირებული პირადობის მოწმობა აპარატში მონაცემების ძებნა ხორციელდებოდა
საძიებო ველის საშუალებით.
ხმის ელექტრონული დათვლისთვის გამოყენებული იყო საარჩევნო უბნის ოპტიკური
სკანერი SAES-1800 plus – Offline რეჟიმში, თითოეულ საარჩევნო უბანზე – ორი, ხოლო ჯამში
– ექვსი აპარატი.
რაც შეეხება საპილოტე რეჟიმში გამოყენებულ საარჩევნო ბიულეტენს, მაქსიმალურად
დაცული იყო ციფრული უსაფრთხოება შტრიხ კოდისა და ინდივიდუალური QR კოდის
საშუალებით. ის დაიბეჭდა 190 გრამიან ოფსეტურ ქაღალდზე, ზომით 21.6*28 სმ.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დათვლილ მონაცემებს ჰქონდა
საინფორმაციო ხასიათი, ხოლო არჩევნების შედეგების დათვლა საარჩევნო უბნებზე
განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად,
რომლებიც შემდგომში აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში.
ცესკოს გადაწყვეტილებით, ბიულეტენების ხელით გადათვლისთვის გამოყენებული იყო
5
ცესკოს 2022 წლის 13 სექტემბრის №180/2022 განკარგულება.
7
საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც ხმის მიცემად
ითვლებოდა ნებისმიერი მონიშვნა, რომლითაც შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ნების
დადგენა. აპარატის მკაცრად განსაზღვრული და ხელით დათვლის წესის მიუხედავად,
არჩევნების ელექტრონული და ხელით დათვლის შედეგები 99.11 პროცენტით დაემთხვა
ერთმანეთს და დაფიქსირდა მხოლოდ 0.89 პროცენტიანი სხვაობა, რაც არის იმის
მაჩვენებელი, რომ ამომრჩეველმა გაიგო და ზუსტად შეასრულა ხმის მიცემის პროცედურა.
რაც შეეხება ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობას, ელექტრონული დათვლით
ის შეადგენდა 25-ს, ხოლო ხელით გადათვლისას კომისიამ რვა ბიულეტენი გადაანაწილა
ნამდვილ ხმებში.
გამოვლინდა საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის ძირითადი მიზეზი – საარჩევნო
ბიულეტენში წრის არასწორი მოონიშვნა, გარედან შემოხაზვა ან ნების სხვაგავრად
გამოხატვა. ვინაიდან ელექტრონული დათვლა არის კატეგორიული, აპარატი ხმად
აღიქვამდა მხოლოდ წრის გაფერადებას.
ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ცესკომ მოამზადა ვიდეორგოლი არჩევნებში
ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობის პროცედურების შესახებ. კენჭისყრის დღეს
აღნიშნული ვიდეორგოლი ყველა საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში
გადიოდა სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე. გარდა ამისა, საარჩევნო
ადმინისტრაციამ მოამზადა და გაავრცელა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
ხმის მიცემის პროცედურის ამსახველი ფლაერი. საერთო ჯამში, ყველა ამ აქტივობამ
უზრუნველყო მოქალაქეების ინფორმირება და ამომრჩეველს გაუმარტივა სიახლესთან
ადაპტირება. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესის დროს არ გამოვლენილა
ტექნიკური ან სხვა სახის ხარვეზი.
გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა
კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობა, რამაც არსებითად
გააუმჯობესა ამომრჩეველთა მომსახურების ხარისხი. გამოირიცხება ადამიანური
ფაქტორები კენჭისყრის დღის ისეთ მნიშვნელოვან პროცედურებთან დაკავშირებით,
როგორიცაა ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა ვერიფიკაცია და ხმების დათვლა.
გარდა ამისა, გაჩნდა შესაძლებლობა, უტყუარად დადასტურდეს ამომრჩევლის
არჩევნებში მონაწილეობა, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის მიერ სხვის ნაცვლად
არჩევნებში მონაწილეობის სრულ პრევენციას.
განხორციელებული საპილოტე პროექტი შეფასდა, როგორც წარმატებული და ამას
განაპირობებდა მიღწეული ძირითადი შედეგები. ელექტრონული ვერიფიკაციის
ძირითადი დადებითი ასპექტებია:
•
•
•
•
•
ამომრჩეველთა რიგების მაქსიმალურად შემცირება;
არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის უტყუარი დადასტურება;
ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სწრაფი, ზუსტი ძებნა;
ამომრჩევლის განმეორებით ვერიფიკაციის/ხმის მიცემის გამორიცხვა;
ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.
8
ასევე, გამოვლინდა ხმის ელექტრონული დათვლის შემდეგი დადებითი ასპექტები:
•
•
•
•
•
•
არჩევნების წინასწარი შედეგების დაუყოვნებლივ მიღება;
არჩევნების შედეგების სიზუსტე;
საარჩევნო პროცედურების გამარტივება;
ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა;
პროცედურული დარღვევებისა და შესაბამისი საჩივრების რაოდენობის შემცირება;
საარჩევნო უბანზე სტრესის, უნდობლობისა და დაპირისპირების შემცირება.
პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა შეიმუშავა სამომავლოდ გასათვალისწინებელი
შემდეგი რეკომენდაციები:
• ტექნოლოგიების დანერგვის გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის
შემუშავება;
• კიდევ უფრო მასშტაბური პილოტის ორგანიზება;
• ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
• საარჩევნო პროცედურების ადაპტირება ტექნოლოგიური არჩევნებისთვის;
• შედეგების ელექტრონული გადაცემა და კონსოლიდაცია.
ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოგადაღება
2022 წლის 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, ცესკომ განსაზღვრა სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესის
ვიდეოფიქსაციის წესი6. სამივე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ადმინისტრაციამ
შეუფერხებლად განახორციელა ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოგადაღება.
№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრებიდან (გარდა მმართველი პარტიის მიერ დანიშნული
წევრებისა), წილისყრით შეარჩია საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი
სამი პარტიის სამი წევრი.
ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოგადაღების ჩანაწერები მოკლე ვადებში აიტვირთა
Google Drive-ის პლატფორმაზე და განთავსებული იყო ცესკოს ვებგვერდზე 2022 წლის 31
ოქტომბრის ჩათვლით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო მისი ნახვა და
ჩამოტვირთვა.
6
ცესკოს 2022 წლის 12 აგვისტოს №34/2022 დადგენილება იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5542811?publication=0
9
II. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო
ორგანოებისგან, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო ან/და
კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი
ორგანოა ცესკო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან
გამოყენებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ადმინისტრირება
უზრუნველყო ცესკომ, ცესკოს აპარატმა, სენაკის საოლქო და სამმა საუბნო საარჩევნო
კომისიამ.
ცესკოს შემადგენლობა
,
,
, / „
“
,
, / „
“
, / „
“
, / „
“
, / „
“
, / „
“
, / „
“
, / „
“
, / „
“
,
,
,
,
,
2022 წლის 12 აგვისტო-3 ოქტომბრის პერიოდში ცესკოში გაიმართა 11 სხდომა. ცესკომ
მიიღო 10 დადგენილება და 50 განკარგულება.
ცესკოს სხდომებზე გამოიყენებოდა კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
ქვემდგომი კომისიის წევრთა არჩევების ელექტრონული (ხმის მიცემის) პროგრამა.
ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.
10
ცესკოს აპარატი და სწავლების ცენტრი
• იურიდიული დეპარტამენტი
• სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
• საფინანსო დეპარტამენტი
• საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
• კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი
• ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი
• საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი
• ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი)
• ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
• პრეს-სპიკერი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
საოლქო საარჩევნო კომისია
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის №64 სენაკის
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 16-ს, აქედან, ცესკოს მიერ
ხუთი წლის ვადით, არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე
არჩეული ხუთი მუდმივმოქმედი წევრი, საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით არჩეული სამი
დროებითი წევრი, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, უფლებამოსილი ცხრა პარტიიდან რვამ7
დანიშნა რვა დროებითი წევრი. კომისიების წევრთა შემადგენლობა გენდერულ ჭრილში
იხილეთ ცხრილში (1).
ცხრილი 1
სულ
ქალი
%
კაცი
%
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი
16
7
44
9
56
5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი
5
2
40
3
60
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი
3
0
0
3
100
უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი
8
5
63
3
37
დასახელება
კონკურსანტებთან ჩატარდა გასაუბრება, რომელიც ცესკოს Facebook გვერდზე ლაივ რეჟიმში
გადაიცემოდა. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის დროს გათვალისწინებული
იყო დამატებითი კრიტერიუმები, კერძოდ, პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება,
საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება,
საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.
საუბნო საარჩევნო კომისიები
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი სამი საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა შეადგენდა 43-ს, მათ შორის შესაბამისმა საოლქო
საარჩევნო კომისიამ, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი
კენჭისყრის საფუძველზე აირჩია 24 წევრი,ხოლო უფლებამოსილი ცხრა პარტიიდან რვამ
7
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრები დანიშნა უფლებამოსილმა რვა პარტიამ: ქართული
ოცნება – დემოკრატიული საქართველო, ლელო საქართველოსთვის, ევროპელი სოციალისტები, ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი, ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები,
საქართველოს ევროპელი დემოკრატები, გირჩი, ევროპული საქართველო.
11
დანიშნა 19 წევრი8. კომისიის წევრთა შემადგენლობა გენდერულ ჭრილში იხილეთ
ცხრილში (2).
ცხრილი 2
სულ
ქალი
%
კაცი
%
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
43
38
88
5
12
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრი
24
22
92
2
8
უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ
დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
19
16
84
3
16
დასახელება
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის №64 სენაკის
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სამ საუბნო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ 24
ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 26 განაცხადი. 2022 წლის 22 აგვისტოს, საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ ცხრა ხმით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის 20 წევრი, ხოლო 24
აგვისტოს, ხელახალი კონკურსის შედეგად აირჩა ერთი წევრი. არჩეულ პირთა შორის
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და 2012
წლიდან, ბოლო რვა საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 21 პირს,
რაც საერთო რაოდენობის 87.5 პროცენტია.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის 14 წევრი იყო
„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“, ხოლო ერთი – „საარჩევნო განვითარების
სკოლის“ კურსდამთავრებული.
საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში,
საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას არცერთს დაკისრებია დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა.
№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ შესარჩევი კონკურსი ჩაატარა
კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა გაითვალისწინა
ცესკოს მიერ შემუშავებული დამატებითი კრიტერიუმები: პროფესიული და საარჩევნო
გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად
მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში
მონაწილეობა.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის,
რომელთაც ჰქონდათ საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის, საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრების არჩევის პროცესზე დასწრების, ასევე მის შემდგომ საქმიანობაზე
დაკვირვების შესაძლებლობა.
2022 წლის 31 აგვისტოს, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების
პირველი სხდომები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრებმა აირჩიეს კომისიების თავმჯდომარეები, თავმჯდომარის
მოადგილეები და მდივნები. არჩეული კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის
მოადგილე/კომისიის მდივნიდან, ყველას ჰქონდა ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე
ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება.
8
უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სტატისტიკა:
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი (3), გირჩი (1), ევროპელი სოციალისტები (3), ევროპული
საქართველო (3), ლელო საქართველოსთვის (3), საქართველოს ევროპელი დემოკრატები (3), ქართული
ოცნება – დემოკრატიული საქართველო (3).
12
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი
2022 წლის 6 სექტემბერს, ცენტრალური, №64 სენაკის საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა
ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ იმოქმედებდნენ საარჩევნო
კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, საკუთარი ფუნქციების
შესრულებისას იქნებოდნენ კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და
ობიექტურები, იმოქმედებდნენ ღიად და გამჭვირვალედ.
ცესკოს თავმჯდომარემ სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა რეკომენდაციით
და მოუწოდა ემოქმედათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის
კოდექსის პრინციპების დაცვით. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, თავის მხრივ,
ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიების
წევრებს.
13
III. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება
№64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საპილოტე პროექტის ფარგლებში
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
განსახორციელებლად, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციისა და
სასწავლო პროგრამის შესაბამისად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა
სპეციალური ტრენინგები გაიარეს.
2022 წლის 16 სექტემბერს, ცესკოს სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო
ხასიათის შეხვედრა გამართა №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან,
სადაც განიხილეს კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები,
კენჭისყრის დღეს გამოსაყენებელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების
წესი.
2022 წლის 31 აგვისტოდან-26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, №64 სენაკის საოლქო
საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სამი საუბნო საარჩევნო
კომისიის
წევრებისთვის
ტრენინგები
ჩაატარა
სწავლების
ცენტრის
მიერ
გადამზადებულმა ტრენერმა. სპეციალური სასწავლო პროგრამა განხორციელდა ოთხ
ეტაპად, აქედან საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას ორი
ეტაპი დაეთმო.
ტრენინგის I ეტაპი (31 აგვისტო) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული
შემადგენლობის სწავლებას (17 წევრი). ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
დემოკრატიული
არჩევნების
ჩატარების
ძირითადი
პრინციპები
და
მათ
უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი
ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში; საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო
რეჟიმი, რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები და დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები; საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო
საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის,
საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა
კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის
ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ადაპტირებული საარჩევნო უბნის
სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი).
ტრენინგის I ეტაპზე დასასწრები სამი საუბნო საარჩევნო კომისიის 43 წევრიდან,
ტრენინგს დაესწრო 34 (79%) წევრი, მათ შორის 31 (91%) ქალი და სამი (9%) კაცი.
ტრენინგის II ეტაპი (19 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების
ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და
კომისიის მდივანი) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კენჭისყრის
დღისთვის მისაღები საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი, კენჭისყრის ოთახის მოწყობა;
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო/საზედამხედველო
ფუნქციები: საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში, კენჭისყრის პროცესში, საარჩევნო უბნის
დახურვის პროცესში, დათვლა-შეჯამების პროცესში (მოიცავდა საარჩევნო უბნის გახსნის,
კენჭისყრის
მიმდინარეობის
და
საარჩევნო
უბნის
დახურვის
პროცესში
გათვალისწინებული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკაზე მუშაობას); საარჩევნო
უბანზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა და საჯაროობა;
ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა; კენჭისყრის შენობაში მოქმედი
ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები.
ტრენინგის II ეტაპზე დასასწრები სამი საუბნო საარჩევნო კომისიის ცხრა ხელმძღვანელი
პირიდან, ტრენინგს დაესწრო რვა (89%) პირი, მათ შორის ექვსი (75%) ქალი და ორი (25%)
კაცი.
14
ტრენინგის III ეტაპი (23-24 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული
შემადგენლობის (16 წევრი, გარდა კომისიის მდივნისა) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს
შემდეგი საკითხები: კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
ხმის მიცემის პროცესში წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულება (მათ შორის
ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების
დაცვა); საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების
ხმების დათვლის პროცესში, მათ შორის, აუდიოვიდეოფიქსაციასთან დაკავშირებული
ვალდებულებები; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქცია შემაჯამებელი ოქმის
შედგენის პროცესში.
პრაქტიკული სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საარჩევნო ყუთის დალუქვა, ხმების
ელექტრონული მთვლელი აპარატისა და ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის
ჩართვა, მზადება კენჭისყრის პროცესის დაწყებისთვის; ხმის მიცემის ეპიზოდური
ინსცენირება; რეგისტრატორების მიერ მონაცემთა დათვლა და სისწორის კონტროლის
მექანიზმი; ვერიფიკაციის აპარატში ვერიფიკაციის პროცესის დასრულება, საბოლოო
ანგარიშის ბეჭდვა; ხმების ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი
წინასწარი მონაცემების საფუძველზე აპარატიდან წინასწარი შედეგების შესახებ
ამონაწერის ამობეჭდვა, აპარატის ფუნქციონირების დასრულება; საარჩევნო ბიულეტენის
დახარისხება/დათვლა და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის ტექნიკის
სწავლება.
ტრენინგის III ეტაპზე დასასწრები სამი საუბნო საარჩევნო კომისიის 43 წევრიდან,
ტრენინგს დაესწრო 33 (77%) წევრი, მათ შორის 29 (88%) ქალი და ოთხი (12%) კაცი.
ტრენინგის IV ეტაპი (26 სექტემბერი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,
თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს
შემდეგი საკითხები: კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა;
კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები; მედიარეგულაციები, მათ შორის, მედიასთან
ურთიერთობის სტანდარტები; არჩევნების უსაფრთხოება. პრაქტიკული სწავლება
მოიცავდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი
აპარატებთან მუშაობის სწავლებას.
ტრენინგის IV ეტაპზე დასასწრები სამი საუბნო საარჩევნო კომისიის ცხრა ხელმძღვანელი
პირიდან, ტრენინგს დაესწრო ცხრავე (100%), მათ შორის შვიდი (78%) ქალი და ორი (22%)
კაცი.
15
საინფორმაციო/სასწავლო მასალები
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის
ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო მასალა.
სასწავლო და საინფორმაციო მასალის ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში (3).
ცხრილი 3
№
დასახელება
1
სასწავლო მასალა
1
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
2
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
საინფორმაციო მასალა
3
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია
4
ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია
5
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია
6
საარჩევნო ყუთისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის სამახსოვრო
ინსტრუქცია
7
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია
8
საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი
9
საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღების ამსახველი პოსტერი
10
ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი
16
IV. საარჩევნო რეგისტრაციები
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის
მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა სამმა პარტიამ, რეგისტრაციაში გატარდა
სამივე საარჩევნო სუბიექტი. აქედან, ერთმა საარჩევნო სუბიექტმა არ წარმოადგინა
კანდიდატი და მას გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი, რომელმაც ვერ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რადგან გაუუქმდა საარჩევნო
რეგისტრაცია მაჟორიტარი კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების გამო.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ მონაწილეობა
მიიღო ორმა საარჩევნო სუბიექტმა. ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედურ არჩევნებში რეგისტრირებული და რეგისტრაცია გაუქმებული საარჩევნო
სუბიექტები იხილეთ ცხრილში (4).
ცხრილი 4
საარჩევნო
სუბიექტის
რიგითი №
სახელწოდება, რომლითაც
მონაწილეობს არჩევნებში
ხელმძღვანელი პირი
წარმომადგენელ
სტატუსი
1
გიორგი ვაშაძე –
სტრატეგია აღმაშენებელი
თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე
ანა ბექაური
რეგისტრაციის გაუქმება
კანდიდატის წარმოუდგენლობის
გამო
29
მამუკა ტუსკაძე –
სოციალური
სამართლიანობისათვის
თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე
ლელა კოპალიანი
რეგისტრირებული
41
ქართული ოცნება –
დემოკრატიული
საქართველო
მამუკა მდინარაძე
რეგისტრირებული
42
საინიციატივო ჯგუფი –
თეონა გარუჩავა, გურანდა
ოდიშარია, ნათია ალანია,
ირაკლი კუპრეიშვილი, ანა
გარუჩავა
თეონა გარუჩავა
რეგისტრაციის გაუქმება
მაჟორიტარი კანდიდატის აპოლონ
გარუჩავასთვის საარჩევნო
რეგისტრაციის გაუქმების გამო
სასწავლო მასალა
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
გენერალური მდივანი
კახა კალაძე
---
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ცესკოში რეგისტრირებული იყო ორი
საარჩევნო სუბიექტის სამი წარმომადგენელი. ცესკოს მდივნის განკარგულების საფუძველზე,
საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული იყო საარჩევნო სუბიექტის ერთი
წარმომადგენელი. ხოლო, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების
საფუძველზე, ერთმა საარჩევნო სუბიექტებმა სამივე საარჩევნო უბანზე დანიშნა ექვსი
წარმომადგენელი.
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა
2022 წლის 1 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, არჩევნებისთვის რეგისტრირებული
საარჩევნო სუბიექტებისთვის, ცესკომ განსაზღვრა შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – სტრატეგია აღმაშენებელი;
№29 – მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის;
№41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.
17
კანდიდატების რეგისტრაცია
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის
მისაღებად №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული
იყო სამი კანდიდატი. ერთ კანდიდატს გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია. არჩევნებში
მონაწილეობა მიიღო წარდგენილმა ორმა კანდიდატმა. ინფორმაცია კანდიდატების
შესახებ იხილეთ ცხრილში (5).
ცხრილი 5
კანდიდატები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში
№
ოლქის
დასახელება
მაჟორიტარული
ოლქი
კანდიდატის
ნომერი
წარმდგენი
სახელი
გვარი
64
სენაკი
4
29
მამუკა ტუსკაძე –
სოციალური
სამართლიანობისათვის
მამუკა
ტუსკაძე
64
სენაკი
4
41
ქართული ოცნება –
დემოკრატიული
საქართველო
ზაზა
ყურაშვილი
აპოლონი
გარუჩავა
კანდიდატი, რომელსაც გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია
64
სენაკი
4
42
საინიციატივო ჯგუფი –
თეონა გარუჩავა, გურანდა
ოდიშარია, ნათია ალანია,
ირაკლი კუპრეიშვილი,
ანა გარუჩავა
დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლების რეგისტრაცია. პრესისა და
მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია
საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო სამი
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომლებმაც დაარეგისტრირეს 22
დამკვირვებელი.
ცესკოში რეგისტრირებული იყო ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია,
რომელმაც დაარეგისტრირა ოთხი დამკვირვებელი.
ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 11 საშუალებების
141-მა წარმომადგენელმა, ხოლო შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი
მედიასაშუალების ორმა წარმომადგენელმა.
საარჩევნო სუბიექტებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა
ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციების უმეტესობამ ისარგებლა ელექტრონული
რეგისტრაციის პროგრამით.
9
ცესკოს 2022 წლის 1 სექტემბრის №169/2022 განკარგულება.
18
V. ამომრჩეველთა ერთიანი სია
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად, ცესკომ დაამუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და
სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გადმოცემული მონაცემები.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა
ერთიან სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 2 307-ს, მათ შორის 1 211 (52.49%)
ქალი და 1 096 (47.51%) კაცი. №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის
დღისთვის საარჩევნო ასაკი შეუსრულდა 24 ამომრჩეველს.
ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია
ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების, საინიციატივო
ჯგუფების,
საარჩევნო
კანონმდებლობით
განსაზღვრული
დამკვირვებელი
ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. სამმა პარტიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია
მოითხოვა მთელი საქართველოს მასშტაბით და ინფორმაცია გადაეცათ 15 ივლისის
მდგომარეობით.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო
უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამომრჩევლებმა
გადაამოწმეს 607 814-ჯერ, აქედან: 598 140-მა – ცესკოს ვებგვერდის voters.cec.gov.ge
საშუალებით, 9 674 -მა – Android და iOS ოპერაციული სისტემის გამოყენებით.
19
VI. საინფორმაციო კამპანია
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ
განსაზღვრული საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო – მოქალაქეებისა და ჩართული
მხარეების ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ასევე საარჩევნო
პერიოდში და უშუალოდ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული
სერვისების შესახებ. ვინაიდან, შუალედური არჩევნები ტარდებოდა ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით, საინფორმაციო კამპანიის განხორციელებისას ძირითადი
აქცენტი გაკეთდა მოქალაქეებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების
ინფორმირებაზე არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ცესკომ
მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლი შუალედური არჩევნების დროს ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელიც განთავსდა რეგიონულ ტელევიზიაში.
გარდა ამისა, მომზადდა და გავრცელდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
ხმის მიცემის პროცედურის ამსახველი ფლაერი.
ცესკოს ვებგვერდზე შეიქმნა ბანერი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ენახათ
საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი. საარჩევნო
პროცესების შესახებ ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ლაივ რეჟიმში
გადაიცემოდა
ცესკოში
გამართული
საინფორმაციო
ბრიფინგები,
რომლებიც
უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით.
ცესკოსა და ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში
ქვეყნდებოდა ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების
შესახებ. ინფორმაცია ასევე ქვეყნდებოდა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის Facebook
გვერდზე.
ამომრჩევლის ინფორმირებისა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის
გავრცელების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა
მედიასაშუალების გადაცემებში.
ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, სენაკის საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრებმა გამართეს შეხვედრები №64.04 ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან და
მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნების შესახებ, ასევე შესთავაზეს ამომრჩეველთა სიაში
პირადი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება.
საარჩევნო
პერიოდში,
ოპერატიულად
ვლინდებოდა
საარჩევნო
პროცესის
დამაზიანებელი და დისკრედიტაციის ნიშნების მქონე ახალი ამბები. მათზე რეაგირების
შედეგად ამომრჩეველი და ჩართული მხარეები იღებდნენ გადამოწმებულ ინფორმაციას
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული
სხვა საკითხების, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებული
დისკრედიტაციული ინფორმაციის შესახებ.
ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (032 2 2510051) უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა და
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებისთვის
ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო ვიდეოზარის მეშვეობით ჟესტურ ენაზე.
კონტაქტ-ჰაბში შემოსული კითხვები ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება, ცესკოს/ოლქის/უბნის
საკონტაქტო ინფორმაცია, კენჭისყრის დღის პროცედურები.
20
VII. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა 2 350
ბიულეტენი.
საარჩევნო ბიულეტენები და შემაჯამებელი ოქმები დაიბეჭდა სტამბაში შპს „ფავორიტი”
(მისამართი: ქ. თბილისი, ჩუბინაშვილის №50). დაბეჭდვის პროცესს დააკვირდა ცესკოს
ორი წევრი10.
ცესკომ, კანონით განსაზღვრულ ვადებში, გადასცა საარჩევნო ბიულეტენები სენაკის
საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც იმართებოდა შუალედური არჩევნები. საოლქო
საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12:00 საათისა უზრუნველყო
ბიულეტენების მიწოდება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.
ცესკოს 2022 წლის 22 სექტემბრის №194/2022 განკარგულება.
21
VIII. 2022 წლის 1 ოქტომბერი – კენჭისყრის დღე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა 2022 წლის 1
ოქტომბერს.
საარჩევნო უბნები გაიხსნა 06:45 საათზე და ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი
პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. საარჩევნო
უბნებზე იყო განთავსებული ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან იყო ამოჭრილი
ისე, რომ უზრუნველყოფილი იყო ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. კენჭისყრის კაბინაში
აკრძალული იყო ფოტო და ვიდეოგადაღება.
კენჭისყრის პროცესი გაიმართა 08:00 საათიდან 20:00 საათის ჩათვლით პერიოდში. სამივე
საარჩევნო უბანზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის
მიცემისა და დათვლის პროცესები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა მიიღეს ერთი ბიულეტენი. კენჭისყრის დღეს საარჩევნო
უბნებიდან ცესკოს მიეწოდა და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა მონაცემები საარჩევნო
უბნის გახსნისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ინფორმაცია ამომრჩეველთა
აქტივობის წინასწარი პირველადი მონაცემების მიხედვით იხილეთ ცხრილში (6).
ცხრილი 6
ამომრჩეველთა აქტივობა
10:00 საათი
12:00 საათი
15:00 საათი
17:00 საათი
20:00 საათი
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
რაოდენობა
%
221
9.6
486
21.1
736
31.9
849
36.8
1021
44.3
კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები დაიხურა 20:00 საათზე და საუბნო
საარჩევნო კომისიებში ჩატარდა ხმის დათვლის პროცედურები. ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით დათვლილ მონაცემებს ჰქონდა საინფორმაციო ხასიათი,
ხოლო არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა
ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შემდგომ
აისახა საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში.
სამივე საარჩევნო უბანზე განხორციელდა აუდიოვიდეოგადაღება. ვიდეომასალა აიტვირთა
Google Drive-ის პლატფორმაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა ცესკოს
ვებგვერდზე მისი ნახვისა და ჩამოტვირთვის საშუალება.
შედგა
კენჭისყრის
შედეგების
შემაჯამებელი
ოქმები
და
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო
კომისიების შემაჯამებელი ოქმები გადაეცა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც
შემდგომ, ცესკომ, მიღებისთანავე გამოაქვეყნა სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.
კენჭისყრის დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი და მედიაცენტრი,
სადაც მედიის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ჰქონდათ
საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საშუალება.
კენჭისყრის დღეს გაიმართა ოთხი საინფორმაციო ბრიფინგი. პრეს-სპიკერი საზოგადოებას
აწვდიდა ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის
შესახებ.
22
კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან 30 წუთში ცესკომ წარადგინა სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი პირველადი მონაცემები
სამივე საარჩევნო უბნის მიხედვით11. წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.
11
სენაკის სამივე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები იხილეთ ბმულზე:
https://cesko.ge/ge/pilotis-shedegad-datvlili-winaswari-monacemebi-senakshi .
23
IX სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება
2022 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ
უმოკლეს ვადაში შეაჯამა 64.04 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის12 შესაბამისად
დადგინდა:
1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში – 2 307.
2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა – 2 350.
3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში – 1 021.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა იხილეთ ცხრილში (7).
ცხრილი 7
№
სახელი, გვარი
წარმდგენი
მიღებული ხმების რაოდენობა
სასწავლო მასალა
29
მამუკა ტუსკაძე
მამუკა ტუსკაძე –
სოციალური სამართლიანობისათვის
33
41
ზაზა ყურაშვილი
ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველო
971
4. ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა – 1 004.
5. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა – 17
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 ზაზა ყურაშვილი.
X. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები
საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გასაუმჯობესებლად ცესკომ და სწავლების
ცენტრმა ჩაატარეს ინტენსიური ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი
პირებისთვის.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნების დანიშვნის დღიდან
შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით პერიოდში, ცესკოში არ შემოსულა
განცხადება/საჩივარი. ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევათა გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა.
12
შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (4).
24
XI. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
2022 წლის 15 აგვისტოს ცესკომ დაამტკიცა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და
გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა)13. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან
გამოიყო 374 000 ლარი14.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის გაწეულმა ხარჯმა
შეადგინა 258 342 ლარი15.
საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება
ცესკოს 2022 წლის 15 აგვისტოს №37/2022 დადგენილებით განისაზღვრა საოლქო საარჩევნო
კომისიის
დაფინანსება
სენაკის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შუალედური
არჩევნებისთვის. აღნიშნული დადგენილებით საოლქო საარჩევნო კომისიას გამოეყოთ 15 200
ლარი არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი 5 179 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა
შეადგინა 10 021 ლარი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
2022 წლის 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობა16. საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების
დასაფინანსებლად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის
მიიმართა 10 941 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფისთვის,
ამომრჩეველთა
რაოდენობისა
და
არსებული
მარაგების
გათვალისწინებით, განისაზღვრა და შეძენილ იქნა არჩევნების ჩასატარებლად საჭირო
საქონლის/მომსახურების რაოდენობა/მოცულობა. ცენტრალიზებულად განხორციელდა
არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის განაწილება საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო პერიოდში სარეზერვო ფონდის ფარგლებში სულ გაფორმდა 18 ხელშეკრულება.
13
ცესკოს 2022 წლის 15 აგვისტოს №36/2022 დადგენილება.
14
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) იხილეთ
დანართში (3).
15
ინფორმაცია გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ დანართში (4).
16
ცესკოს 2022 წლის 25 აგვისტოს №167/2022 დადგენილება.
25
დანართი 1
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
განკარგულება №153/2022
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის 2
ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი
თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური
არჩევნების დანიშვნის შესახებ
ქ. თბილისი
2022 წლის 12 აგვისტო
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 ივნისის №41-41221524 წერილის
თანახმად,
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი” 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის
პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და
მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის
2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თვითმმართველი თემის სენაკის
მუნიციპალიტეტის
№64.04
ადგილობრივ
მაჟორიტარულ
საარჩევნო
ოლქში
თვითმმართველი თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები
გაიმართოს 2022 წლის 1 ოქტომბერს.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის
ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანი
გიორგი ჯავახიშვილი
26
დანართი 2
27
დანართი 32
პროგრამული
კოდი
სულ
ხარჯთაღრიცხვა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
374 000
ხარჯები
374 000
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
სხვა ხარჯები
06 04 01
არჩევნების ჩატარების ღონისძიებები
ხარჯები
153 100
200 700
20 200
364 700
364 700
შრომის ანაზღაურება
145 000
სხვა ხარჯები
20 200
საქონელი და მომსახურება
06 04 02
თანხა (ლარი)
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება
ხარჯები
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
199 500
9 300
9 300
8 100
1 200
28
დანართი 4
№
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
ხარჯის დასახელება/განმარტება
ხარჯი
საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება
60 784
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება
შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
48 131
ცესკოს მიერ საარჩევნო პერიოდში დამატებით დაქირავებულ თანამშრომელთა
შრომის ანაზღაურება
მივლინება
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მივლინების, სადამკვირვებლო მისიებში
მონაწილეობის ხარჯები
3 389
საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის ხარჯები (საოფისე, სატრანსპორტო,
კავშირგაბმულობის, დამხმარე პერსონალის და სხვა)
10 021
სარეკლამო კონცეფციის შექმნის, სარეკლამო პროდუქციის დამზადება-განთავსების,
მედიამონიტორინგის ხარჯები
3 614
საარჩევნო ოლქებში არჩევნების ორგანიზება
სარეკლამო კამპანია
ბეჭდვითი მომსახურება
7 326
საარჩევნო ბიულეტენების, სადემონსტრაციო/შემაჯამებელი ოქმების, ნორმატიული
აქტებისა და სხვა საარჩევნო მასალის ბეჭდვის ხარჯები
საბეჭდი მოწყობილობები/სახარჯი მასალა
1 320
საბეჭდი მოწყობილობების შეძენა-შეკეთების, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი
მასალის ხარჯები
საარჩევნო ინვენტარი
საარჩევნო უბნების აღჭურვის ხარჯები (საარჩევნო კაბინები, საარჩევნო ყუთები, მარკირების
სითხე, დეტექტორები, საუბნო კომისიის წევრთა უნიფორმები, საუბნო და რეგისტრატორთა
ბეჭდები, სიის სახაზავი, ბიულეტენის კონვერტები და სხვა საარჩევნო ინვენტარი)
კომპიუტერული ტექნიკა/პროგრამული უზრუნველყოფა
0
972
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ტექნიკისა და
პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/განახლების ხარჯები
სატელეკომუნიკაციო მომსახურება
0
საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტის, სატელეფონო მომსახურების ხარჯები
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა
არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა-ნაგებობების მოწესრიგების
(მიმდინარე/კაპიტალური რემონტი) და სხვა საარჩევნო ინფრასტრუქტურული პროექტების
(ავეჯი, მოწყობილობა-დანადგარები, კეთილმოწყობა) ხარჯები
წარმომადგენლობითი ხარჯები
არჩევნებზე მოწვეული სტუმრების/დამკვირვებლების მიღების, ცესკოს სახელით გამართული
სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების, თარჯიმნის და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები
სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების, საარჩევნო ინვენტარის გადაზიდვადისტრიბუციის (მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე), საწვავის ხარჯები
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება
სხვა საარჩევნო შესყიდვები/ხარჯები, რომლებიც ვერ კლასიფიცირდება სხვა კატეგორიაში
(აქტივების იჯარა, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაცვა, ადმინისტრაციის
კომუნალური მომსახურება, ჰიგიენურ-სანიტარული საგნები და ა.შ.)
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგი
80 682
1 434
0
40 669
0
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების ორგანიზების
(ტრენერთა შრომის ანაზღაურება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა) ხარჯები
სულ
258 342
29