საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი - ფაზა III)“ (№07-2/117; 20.01.2022) გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.12.2022
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-15938/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

წერილი
*GOV32200038840* GOV 3 22 00038840 02/12/2022 საქართველოს პარლამენტს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარმოედგინა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი - ფაზა III)“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღი: 18.01.2022; №1460). ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში - EBRD) „თბილისის ავტობუსების პროექტი - ფაზა III“-ის (შემდგომში - პროექტი) ფარგლებში საქართველოსთვის უნდა გამოეყო სესხი 83 მლნ. ევროს ოდენობით. სესხის თანხით გათვალისწინებული იყო ქალაქ თბილისის ავტობუსების პარკის განახლება (18-მეტრიანი ახალი, დაბალძირიანი, შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შეძენა) და ავტობუსების დეპოს მშენებლობა. პროექტის განმახორციელებელი უნდა ყოფილიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - თბილისის მერია) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება სასესხო შეთანხმების პირობებისა და EBRD-ის რეგულაციების შესაბამისად, არსებითად, თითქმის 4 წლამდე, ზრდის პროექტის განხორციელების ვადებს, რაც დედაქალაქის მიმდინარე სატრანსპორტო საჭიროებების გათვალისწინებით მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. გამომდინარე აქედან, თბილისის მერიამ ითხოვა პროექტით გათვალისწინებული სესხის გაუქმების მიზნით EBRD-თან კონსულტაციების გამართვა და განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, პროექტს თავად განახორციელებს. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 6 ოქტომბრის №22.1566.1694 განკარგულებით მიზანშეწონილად ჩაითვალა 2021 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი - ფაზა III)“ გაუქმება და ეთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის პირველი დეკემბრის №2205 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიდან გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (თბილისის ავტობუსების პროექტი - ფაზა III)“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღი: 18.01.2022; №1460). დანართი: 9 გვ. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი