საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/211; 18.05.2022) საქართველოს კანონის პროექტების მეორე მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-19313/22
05-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/211; 18.05.2022) (მეორე
მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 დეკემბერი).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge