საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების (№07-2/207; 14.11.2022) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-19262/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-19262/22 02-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N199/1; 15.11.2022) გადაწყვეტილებით კულტურის კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/207; 14.11.2022). მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თხოვნით მომართა კულტურის კომიტეტს ზემოხსენებული შეთანხმების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნული შეთანხმების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელება. დანართი: „1“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უზრუნველყოთ
დანართი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-19239/22 02-12-2022 კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს ქალბატონო ელისო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს (N199/1; 15.11.2022) გადაწყვეტილებით განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს სავალდებულო წესით განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/207; 14.11.2022). აღნიშნული შეთანხმებების განხილვის ვადა ჩვენი კომიტეტისათვის განსაზღვრულია 2022 წლის 6 დეკემბრამდე. ობიექტური მიზეზების გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის მითითებულ ვადაში განხილვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, უზრუნველყოთ შეთანხმების განხილვის ვადის გაგრძელება ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge