საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.12.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-15944/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412212332525 04.12.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების შესახებ შინაარსი: გთხოვთ, განიხილოთ შემდეგი საკანონმდებლო წინადადება: გარკვეული თარიღიდან, მაგალითად, 2024 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ, მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) პირს მინიმუმ ერთი საოფისე ფართი (არანაკლებ 20 კვ.მ.) აქვს აღებული იჯარით მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებაში, ბ) პირს აღნიშნულ ოფისში დასაქმებული ჰყავს მინიმუმ 2 ადგილობრივი ფიზიკური პირი და ყოველთვიურად უხდის მათ არანაკლებ 1000 ლარის ოდენობის ხელფასს; ამგვარი საკანონმდებლო რეგულირება არსებობს აშშ-ში და ბრწყინვალე შედეგის მომტანია ქვეყნისთვის, ვინაიდან: (1) მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებებს გაუჩნდებათ დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები; (2) საშემოსავლო გადასახადების ანარიცხები ასევე მიმართული იქნება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებების შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში; (3) ხელი შეეწყობა დედაქალაქის განტვირთვას; (4) მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის პოზიტიური ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე; 5) გაიზრდება მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური აქტივობის დონე, გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საკანონმდებლო რეგულირება არ მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს მიერ 1999 წელს მარაკეშის ხელშეკრულებაზე მიერთებით აღებულ ვალდებულებებთან. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: