საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების (№07-3/261; 26.10.2022) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-19332/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-19332/22 05-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ რომ ამა წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/261; 26.10.2022). წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს და ასევე მუნიციპალიტეტში მომდევნო წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. კანონპროექტის განხილვის პროცესში, კომიტეტმა გამართა დამატებითი შეხვედრები და კონსულტაციები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად ვერ მოხერხდა კანონის პროექტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში განხილვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ 1 თვით გაგვიგრძელოთ კანონპროექტის განხილვის ვადა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge