საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-13146/22; 12.10.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19458/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-12-05
კომიტეტის სხდომის ნომერი 67

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1861?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 3 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 05 დეკემბერი 2022 15:30 2022 წლის 5 დეკემბერი, 15:30 საათი საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტების (07-2/141; 20.04.2022) III მოსმენით განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: ელენე ჟორჟოლაძე და მაია ესებუა; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ტარიელ ნაკაიძის, ხათუნა სამნიძის, პაატა მანჯგალაძის, არმაზ ახვლედიანის, თეონა აქუბარდიას და გიორგი ვაშაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/194; 13.04.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის I მოსმენით განხილვა; ინიციატორი: პარლამენტის წევრები - ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა სამნიძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, თეონა აქუბარდია და გიორგი ვაშაძე; მომხსენებელი: პარლამენტის წევრი - თეონა აქუბარდია; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე; 1/11/2023, 2:30 PM https://parliament.ge/print/announcement/1861?local=true საქართველოს პარლამენტი 2 of 3 წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს ტერიტორიული დაღუპულ, ცვლილების მთლიანობისათვის, უგზო-უკვლოდ გარდაცვლილთა ცვლილების კანონში ოჯახების შეტანის თავისუფლებისა დაკარგულ, სოციალური თაობაზე“ და შეტანის თაობაზე“, და მიღებული დაცვის შესახებ“ „სახელმწიფო „საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ჭრილობების შედეგად საქართველოს კომპენსაციისა და კანონში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/202; 27.04.2022) განხილვა; ინიციატორი: პარლამენტის წევრები - ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია; მომხსენებელი: პარლამენტის წევრი - ანა წითლიძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/204; 02.05.2022) განხილვა; ინიციატორი: პარლამენტის წევრები - ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, დევი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ჯანაშია, ნონა მამულაშვილი და ლევან ხაბეიშვილი; მომხსენებელი: პარლამენტის წევრი - ანა წითლიძე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; სავალდებულო კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; 5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირების განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ვლადიმერ კახაძე; 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) 1/11/2023, 2:30 PM https://parliament.ge/print/announcement/1861?local=true საქართველოს პარლამენტი 3 of 3 (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)“ (07-2/221; 29.11.22) განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; კომიტეტიდან პასუხისმგებელი პირი - ნანა მეგრელიშვილი; 7. საქართველოს წარმოდგენილი მოქალაქეების საკანონმდებლო ზურაბ ვანიშვილის წინადადების და შალვა „საექიმო ხაჭაპურიძის საქმიანობის მიერ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13146/22; 12.10.2022) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე. 1/11/2023, 2:30 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N67 2022 წლის 5 დეკემბერი, 15:30 საათი საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული) სხდომის თავმჯდომარე: ზაზა ლომინაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ზაალ მიქელაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტების (N07-2/141; 20.04.2022) III - მოსმენით განხილვა. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ტარიელ ნაკაიძის, ხათუნა სამნიძის, პაატა მანჯგალაძის, არმაზ ახვლედიანის, თეონა აქუბარდიას და გიორგი ვაშაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/194; 13.04.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის I-მოსმენით განხილვა. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/202; 27.04.2022) განხილვა. 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/204; 02.05.2022) განხილვა. 5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ინიცირების განხილვა. 6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)“ (N07-2/221; 29.11.22) განხილვა. 7. საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N113146/22; 12.10.2022) განხილვა. სხდომის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მიერ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სხდომის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა რუსეთ-უკრაინის ომში ბოლო პერიოდში დაღუპული ქართველი მეომრების დაღუპვის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცია „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის და თანმდევი კანონპროექტების შესახებ. თამარ გაბუნიამ კომიტეტს მესამე მოსმენით განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა და აღნიშნა, რომ კანონპროექტებში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ რედაქციული ცვლილებები არ განხორციელებულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხის განხილვამდე კომიტეტის წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საბრძოლო მოქმედებების დროს ბოლო პერიოდში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას. შემდეგ, მოისმინეს: პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2022 წლის 24 თებერვლიდან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მეომრების ან ამ დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის, ოჯახის მარჩენალი წევრის გარდაცვალებით გამოწვეული ეკონომიკურფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით როგორც განსაზღვრას ისე უზრუნველყოფას. ყოველთვიური მომხსენებელმა კომპენსაციით კანონპროექტებზე და საუბრისას ერთჯერადი ფულადი სხვა სოციალური განაცხადა, რომ დახმარების შეღავათებით მნიშვნელოვანია შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის მიხედვითაც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ იგივე სოციალური პაკეტით რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრები, ეს გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 000 ლარის ოდენობით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის სათანადო ჯანმრთელობის დაზღვევას და ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სოციალური შეღავათების დაწესებას. ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შესაძლებელია მსჯელობა გაიმართოს მათ შორის 2014 წლიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრებისთვის ანალოგიური სოციალური გარანტიების დაწესების კუთხითაც. მოხსენების დასრულების შემდეგ, სხდომა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს მომხსენებელს და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის მოხსენება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთ-უკრაინის ომში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ჩართული იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში მიენიჭებათ ვეტერანის სტატუსი. მომხსენებლის განცხადებით, მებრძოლები რომლებიც მონაწილეობენ რუსეთ - უკრაინის ომში მიიღებენ ვეტერანის სტატუსს, რაც მათ საშუალებას მისცემს ისარგებლონ ამ კატეგორიის პირებისთვის განკუთვნილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სოციალური გარანტიით. მომხსენებელმა ვახტანგ მეგრელიშვილის და ვლადიმერ კახაძის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტს დამატებითი არგუმენტები წარუდგინა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. ცვლილებით, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, უქმე დღეთა ჩამონათვალში „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“ ნაცვლად 9 მაისისა მიეთითება 8 მაისი. თეონა აქუბარდიას განაცხადებით, ცვლილების მიღება იქნებოდა პოლიტიკური გზავნილი, რომ საქართველო ამ დღეს აღნიშნავს ცივილიზებულ დასავლეთის ქვეყნებთან და არა რუსეთთან ერთად, მიუხედევად იმისა, რომ არსებობენ გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ 9 მაისს აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ვლადიმერ კახაძის, ზაზა ლომინაძის და დიმიტრი ხუნდაძის შეფასებებით მნიშვნელოვანია საკითხის გადაწყვეტისას მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების აზრის გათვალისწინება და ამ საკითხთან მიმართებაში მათი დამოკიდებულების შესწავლა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის მომზადებულად ცნობას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაცია საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების თაობაზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ოქტომბრის N2005 განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის N224 ბრძანების საფუძველზე 2020 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ (პირველი ქვეპროგრამის) განსახორციელებლად, რომელიც რატიფიცირდა საქართველოს პარლამენტის მიერ. სასესხო შეთანხმების ფარგლებში კი გამოყოფილ იქნა ფინანსური რესურსი 170 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით. მისივე განმარტებით, ბანკი მზადაა „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2“-ის სასესხო შეთანხმების ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოს ფინანსური რესურსი 100 მილიონი ევროს ოდენობით, სესხის ხანგრძლივობა კი იქნება 15 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 3 წელი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ კახაძის ინფორმაცია, რომელმაც კომიტეტს ინიცირებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი წარუდგინა. პროექტით დგინდება მთავრობის ვალდებულება განსაზღვროს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების მაქსიმალური ჯამური ოდენობა. აღინიშნა, რომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცესში მთავრობა დათანხმდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წინადადებას აღნიშნულ შვებულებებზე გასაცემი დახმარების ოდენობის გაზრდის თაობაზე და 2023 წლის 1 იანვრიდან მისი ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 2000 ლარით. იმის გამო, რომ აღნიშნული დახმარების ოდენობა განისაზღვრება შრომის კოდექსით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს ამ დახმარების ოდენობის გაზრდა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ცვლილების ინიცირებას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეშვიდე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ შესაბამის განმარტებებს ("კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია" და "კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაცია") კანონი აღარ განიხილავს არც ერთ ასპექტში და საჭიროდ მიიჩნევენ აღნიშნული ტერმინების გამოყენების ასახვას კანონში. აღინიშნა, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, მოცემული ტერმინების გამოყენება ხდება სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში, მათ შორის კანონქვემდებარე დონეზე, შესაბამისად, ამ მიმართულებით, საკითხის დამატებითი რეგლამენტაციის საჭიროება არ დგას. გადაწყვიტეს: კომიტეტმა უარყოფილად მიიჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ციმინტია სხდომის მდივანი