„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის:
ა) მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების
დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის
მოპოვება ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია
რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.“.
ბ) მე-9 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამ პუნქტის „ბ“ და ,,ბ1“ ქვეპუნქტების შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება/
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე
ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება
დროებითი წესის შესაბამისად. ამასთან ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია 2024 წლის
1 იანვრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს იურიდიული პირი ამ კანონის
მე-13 მუხლის შესაბამისად.
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის
შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1
ოქტომბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მტკიცდება
ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული და ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.“.
გ) მე- 11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ და ,,ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ითვლება შესაბამისი დაწესებულების/ადრეული
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის
მიერ ადრეული
აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით
საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძვლად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის გავლის განრიგის გათვალისწინებით
აღნიშნული დაწესებულების მიმართ ავტორიზაციის გავლის საკითხზე შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებამდე.
12. დაწესებულებას/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ინდივიდუალურ
მეწარმეს, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ
წარადგენს თვითშეფასებას, ასევე ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ
პირს ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის
განაცხადს, უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.“.
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებიდან 2023 წელის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დადგენილებით დაამტკიცოს
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის
განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის
წარმოების წესში შესაბამისი ცვლილება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2022 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ ,,ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით
დაიწყო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს რეფორმის ძირითადი ეტაპი,
რომლის მიზანია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიერ დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაციის გზით.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, არსებული
სიტუაციის შესწავლის, ანალიზის, გამართული კონსულტაციებისა და მსჯელობების
საფუძველზე გადაწყვიტა, რომ უმნიშვნელოვანესია დროში გაწერილი გეგმის შემუშავება.
შესაბამისად, დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები, პირველი რიგის აქტივობად, კი,
განისაზღვრა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისთვის საჭირო პროცედურებისა და ვადების
შემუშავება, იმისათვის, რომ რეფორმირების პროცესი წარიმართოს ეფექტიანად და უწყვეტად,
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ხარისხიანი სკოლამდელი
განათლება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ კომპონენტად განსაზღვრა. მდგრადი
განვითარების 4.2 მიზნის თანახმად 2030 წლისთვის „ყველა გოგოსა და ბიჭს ხელი უნდა
მიუწვდებოდეს ხარისხიან ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე
ისე, რომ ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისთვის“.
საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ცდილობს
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ
განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და უზრუნველყოს ხარისხიან
ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა მთელი
ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პროცესში, კი, როგორც უკვე აღინიშნა, უმნიშვნელოვანესია
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 თებერვლის
კანონით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ავტორიზაციის პროცესი შეეხება, როგორც
საქართველოში არსებულ 1668 საჯარო ბაღს, რომელიც 148 658 ბავშვს უწევს მომსახურებას,
ასევე იმ კერძო ბაგა-ბაღებს, რომელთაც ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი არ გააჩნიათ და
დარჩენილი არიან საგანმანათლებლო რეგულირების მიღმა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა
დაეხმარება კერძო დაწესებულებებს ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად
ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფაში, რომელიც აღსაზრდელთა საჭიროებებსა და
ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზეა ორიენტირებული.
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე
მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1
ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების
ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან
2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ
სისტემაში”.
,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე13 მუხლის მიხედვით, დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს მხოლოდ კერძო სამართლის
იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ამასთან რეგისტრაციის ელექტრონული მართვის
სისტემა დაწესებულების შესახებ ინფორმაციას იღებს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს ბაზებიდან. შესაბამისად, რეგისტრაციისთვის აუცილებელია დაწესებულებამ
მიუთითოს იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი.
დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ ბაღების ნაწილი
ფუნქციონირებს როგორც ფიზიკური პირის საწარმო (ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების მომსახურების მიწოდებას ახორციელებენ ინდივიდუალური მეწარმეები).
შესაბამისად, აღნიშნული ბაღები ვერ გადიან რეგისტრაციას რეგისტრაციის ელექტრონულ
სისტემაში, რადგან მათ არ აქვთ იურიდიული პირის სტატუსი და საიდენტიფიკაციო ნომერი
(მიბმული არიან პირად ნომერზე).
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის მიხედვით კერძო სამართლის იურიდიულ პირად
რეგისტრაციისათვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება
(იურიდიული პირი) შესაბამის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს 2022 წლის 1 ივლისამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე ზემოხსენებული ბაღები ვერ იცვლიან ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმას.
სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, მათ ბაზაში მოქმედი 138
კერძო ბაღიდან 44 ბაღი (32%) დაფუძნებულია ფიზიკური პირის საწარმოს ფორმით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ
ცენტრში გაიზარდა მიმართვა ინდივიდუალური მეწარმეებისგან, რომლებიც ფლობენ კერძო
ბაღებს. ისინი გამოთქვამენ სურვილს და მზაობას დააფუძნონ იურიდიული პირი კანონის
შესაბამისად და დარეგისტრირდნენ პირველადი რეგისტრაციის სისტემაში, რათა მოექცნენ
სამართლებრივი რეგულირების სფეროში, თუმცა მათ ამის საშუალება არ ეძლევათ ზემოთ
აღნიშნული მიზეზის გამო.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რომ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელმა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა
2023 წლის 1 იანვრის შემდეგ კანონიერად გააგრძელონ საქმიანობა უნდა გაიარონ პირველადი
რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და დააფუძნონ იურიდიული პირი
მათ მიმართ ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ პრობლემის
გადასაჭრელად საჭიროა ცვლილების შეტანა სქართველოს კანონში ,,ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ
ადრეული აღზრდისა და
განათლების მომსახურებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას
უფლება ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია
რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რათა კანონიერად გააგრძელონ საქმიანობა მათ
მიმართ ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
ამასთანავე,
ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული
პირი კანონის შესაბამისად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს საქმიანობას
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების მიზნით ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების მიზნით და რომელსაც
სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის
ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრირებული დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი
ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა
წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად. ამასთან ინდივიდუალური
მეწარმე ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით
დააფუძნოს იურიდიული პირი.
კანონის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ
მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მტკიცდება კანონის
შესაბამისად რეგისტრირებული და დაფუძნებული იურიდიული პირების
მიერ
ავტორიზაციის გავლის განრიგი.
კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია
ითვლება შესაბამისი დაწესებულების/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი
ინდივიდუალური მეწარმის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლების
საფუძვლად
კანონით
გათვალისწინებული
ავტორიზაციის
გავლის
განრიგის
გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ავტორიზაციის გავლის საკითხზე
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
დაწესებულებას/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ინდივიდუალურ
მეწარმეს, რომელიც კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ასევე
ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ პირს ან დადგენილ ვადაში არ
წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების
უფლება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან:
კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან
იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დღეს არსებული მდგომარეობით ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიწოდებას ვერ რეგისტრირდებიან პირველადი რეგისტრაციის
ელექტრონულ სისტემაში 2023 წლის პირველ იანვრამდე, ვინაიდან ინდივიდუალური
მეწარმე არ არის იურიდიული პირი და რეგისტრაციისას ვერ მიუთითებს სათანადო
ინფორმაციას (მათ შორის იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერს). გარდა ამისა,
მოქმედ კანონში არსებული ჩანაწერის გამო ინდივიდუალური მეწარმე ვერ იცვლის
ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. იმისათვის, რომ ინდივიდუალურმა მეწარმეებმა
2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის
ელექტრონულ სისტემაში, 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნონ იურიდიული პირი
კანონმდებლობით დადგენილი წესით და
გააგრძელონ საქმიანობა მათ მიმართ
ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფარგლებში დამატებითი ხარჯების
გაწევას. კანონპროექტთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა
საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულია 44 კერძო ბაღის დაფუძნება კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამეწარმეო
საზოგადოების რეგისტრაციისას მიიღებს დამატებით ფინანსურ სახსრებს. რეგისტრაციის
საფასური ჩაირიცხება საჯარო რეესტრის სააგენტოს ანგარიშზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი
დაწესებულებების
თვითშეფასებისათვის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით ამზადებს სპეციალურ
პორტალს, ასევე ამზადებს დამხმარე სპეციალისტებს და სახელმძღვანელოებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ფინანსურ შედეგი ექნება იმ პირთათვის რომელებზეც ის ვრცელდება.
კერძოდ, ინდივიდუალურ მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების
დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების
სტატუსის მოპოვება ვალდებული იქნება პირველადი რეგისტრაციის შემდეგ დააფუძნოს
კერძო სამართლის იურიდიული პირი. დღეის მდგომარეობით ასეთი პრობლემა აქვს 44
კერძო ბაღს. სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის საფასური ერთი სამუშაო დღის
ვადაში რეგიტრაციისათვის შეადგენს 200 ლარის, ხოლო განცხადების შეტანის დღეს - 400
ლარს. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ გაივლის პირველად რეგისტრაციას
რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ან კანონით დადგენილ ვადაში არ დააფუძნებს
იურიდიულ პირს ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და ავტორიზაციის გავლას.
აღნიშნულს ექნება ფინანსური შედეგი ინდივიდუალური მეწარმეებისათვის. ისინი
დაკარგავენ შესაბამის შემოსავალს.
რაც შეეხება ავტორიზაციას, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა ავტორიზაცია უფასოა. შესაბამისად უფასოა
ავტორიზაციის პროცესში განხორციელებული ყველა პროცედურა (ელექტრონულ სისტემაში
რეგისტრაცია, თვითშეფასება და ა. შ).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
1
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივი მდგომარეობაზე გაუმჯობესებაზე.
კერძოდ, კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში
პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ინდივიდუალურ მეწარმეს უფლება ექნება
გააგრძელოს საქმიანობა
და იურიდიული პირის დაფუძნების შემდეგ გაიაროს
ავტორიზაცია, რაც ხარისხიანი და ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სერვისის
მიღებას უზრუნველყოფს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი
ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაციებს/დაწესებულებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ვლადიმერ კახაძე, გენრიეტა
წიწავა, მაია მენაღარიშვილი, ბაია კვიციანი, ბექა დავითულიანი.