მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის გამოსვლა.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[477d]/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-12-15
შენიშვნები კენჭისყრა ჩატარდა პლენარული სხდომის დახურვის შესახებ-საკითხი არ არის გადაწყვეტილი

📜 ტექსტი

წერილი
N 2041 08/12/2022 2041-1-2-202212081948 საქართველოს პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიმდინარე წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ მინისტრის საათის ფორმატში მოსმენასთან დაკავშირებით, ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 153-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დანართის სახით წარმოგიდგენთ სახელმწიფო მინისტრის მოხსენების ტექსტს. დანართი: 11 (თერთმეტი) ფურცელი პატივისცემით, ნინო ნოზაძე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი
მოხსენება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო მინისტრის მოხსენების მთავარი მიმართულებები სამთავრობო პროგრამის შესრულების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2022 წლის საქმიანობის ძირითადი შედეგების თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი განსაზღვრავს, ახორციელებს და კოორდინაციას უწევს საქმიანობას ორი პრიორიტეტული მიმართულებით: 1) საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის შედეგად ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება და ჩართულობა; 2) საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცება. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული მიზანია, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, შევქმნათ პირობები, ომით და საოკუპაციო ხაზით დროებით დაშორებულ ადამიანებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული, ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად. ამ მიზნით, ძალისხმევა მიმართულია ომით ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ, ასევე, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის შესაქმნელად, მათ შორის, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეებისა და სერვისების გაზიარების გზით. აღნიშნული პოლიტიკა არის ცალსახად მშვიდობიანი, სტატუს-ნეიტრალური და ადამიანზე ორიენტირებული და მისი ამოცანაა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობდეს იმავე შესაძლებლობებით, პროგრამებითა და სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია დანარჩენ საქართველოში მცხოვრები პირებისთვის1. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში განიხილება, მიზნად ისახავს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების თანაბარი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა ორ მდგენელს ეფუძნება: 1. დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; 2. ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა და შერიგება. შესაბამისად, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, დეოკუპაციის განზომილების პარალელურად განხორციელდება და კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას და ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას. 1 1 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შესაძლებლობების განმტკიცებას საზოგადოებრივი სრულფასოვანი მონაწილეობისათვის. ცხოვრების ყველა სფეროში ორივე მიმართულებით აღნიშნული მიზნები, კომპლექსური და მრავალგანზომილებიანია, რაც საჭიროებს დინამიური და მრავალსექტორული პოლიტიკის კონსოლიდირებულ და თანმიმდევრულ წარმართვას. სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენს ძირითად ფუნქციას პოლიტიკის ფორმირების, შემუშავებისა და განვითარების პროცესების, ასევე, შესაბამისი სტრატეგიების განხორციელების კოორდინაცია წარმოადგენს, რომელსაც ინკლუზიური მიდგომით ვახორციელებთ. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, დაწესებული შეზღუდვები და ადგილზე არსებული რთული უფლებრივი მდგომარეობა, ასევე, აღნიშნული რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციის გაღრმავებისკენ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები, მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას. არსებული გამოწვევების მიუხედავად, გასული წლის მანძილზე, აქტიურად მიმდინარეობდა თანმიმდევრული და პრინციპული სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების, ასევე, ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევისა და ჩართულობის სხვადასხვა განზომილების ეფექტიანი განხორციელება. გრძელდებოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყო და მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის განახლებას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ახლებური მიდგომების, ხედვებისა და პრიორიტეტების საფუძველზე. პროცესი მიმდინარეობდა „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის“ წევრ სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ექსპერტების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული - დევნილი და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით. სტრატეგიული გადახედვის პროცესის ორგანიზებულად მართვის მიზნით შექმნილი გეგმის თანახმად, 2022 წლის იანვარში შემუშავებულ იქნა განახლებული სტრატეგიული დოკუმენტების პირველადი პროექტი. შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს სტრატეგიისა და 2 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქმედო გეგმის საზოგადოებრივ განხილვას, რაც საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით წარიმართება. რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი არსებითად უკავშირდება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, თემატურად დაკავშირებული დოკუმენტების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმდინარეობას. შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარე, უფრო ფართო - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესის ნაწილია. გრძელდებოდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელება, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1) ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებას შორის; 2) ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის; 3) ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე წვდომის გაუმჯობესება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში 2020 წელს ამოქმედებული ფინანსური მექანიზმის - „მშვიდობის ფონდის უკეთესი მომავლისთვის“ საქმიანობა, რომელიც ემსახურება გამყოფი ხაზების გასწვრივ კონკრეტული სავაჭრო პროექტებისა და ინიციატივების დაფინანსებას და ამგვარად, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სოციალურეკონომიკურ მხარდაჭერას. 2022 წელს ჩატარებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 26 ახალი ბიზნეს პროექტი. ორი წლის განმავლობაში ჩატარებული 3 საგრანტო კონკურსის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯამში 200ზე მეტი ბიზნეს-პროექტი დარეგისტრირდა (სულ დაფინანსდა 75 პროექტი). სამშვიდობო ინიციატივის მეორე პრიორიტეტული მიმართულების - ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, 2022 წელს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 230 სტუდენტი; ამასთან, 7 ახალგაზრდა ჩაირიცხა ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში, ხოლო 7 - ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა. 2022 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 124-მა ადამიანმა აიღო (2020-21 წელს აღნიშნული რიცხვი ჯამში მოიცავდა 57 პირს). 3 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს მთავრობა განაგრძობდა ჯანდაცვის „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ შეუფერხებელ და ეფექტიან ფუნქციონირებას და მის ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრულფასოვანი, საჭიროებაზე მორგებული უფასო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. 2022 წელს, რეფერალური პროგრამის მომსახურებით სარგებლობის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ (5 დეკემბრის მდგომარეობით) შუამდგომლობა გაეწია ოკუპირებული რეგიონების 1297 მოსახლეს (991 - აფხაზეთის რეგიონიდან და 306 - ცხინვალის რეგიონიდან). მიმდინარეობდა მუშაობა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდასაჭერად, კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო პრეპარატებითა და სხვა საჭიროებებით, ასევე იმუნიზაციის და გრიპის ვაქცინებით, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებით, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგების გზით, რომელთა ღირებულებამ დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 6 მილიონ ლარს აჭარბებს. აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემოდა მცენარეთა და ცხოველთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა ღირებულებამ 600,000 ლარზე მეტი შეადგინა. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ მიზნით, აქტიურად აგრძელებდა მუშაობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, რომელსაც თანათავმჯდომარეობს სახელმწიფო მინისტრი. 2022 წელს გამყოფი ხაზის გასწვრივ სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო მიმართულებებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულებამ 85 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან, გაზიფიცირებულია სოფლების უმეტესობა; გათბობით უზრუნველყოფილი იქნა 14 000-ზე მეტი ოჯახი (14 084); განხორციელებული პროექტების ფარგლებში აშენდა/რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სკოლის შენობას და 10 საბავშვო ბაღს. 2021-22 სასწავლო წელს სახელმწიფომ 2400-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო. არსებული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების და უკეთ ორგანიზების მიზნით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, პარტნიორ უწყებებთან ერთად კომისიამ დაამტკიცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა, რის შედეგადაც შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც სტუდენტებს 2022-23 სასწავლო წლის დაფინანსების მისაღებად პირველად მიეცათ ელექტრონულად რეგისტრაციის საშუალება. 4 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამასთან, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული იმ 28 სახლის რეაბილიტაციის მიზნით, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილ იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ მიზნით, მომზადდა შესაბამისი ექსპერტული დასკვნები, განხორციელდა საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო საქმიანობა, რომლის საფუძველზე გამოიყო 1,8 მილიონი ლარი. უახლოეს მომავალში, უკვე გამოცხადებული სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება 28 სახლის რეაბილიტაციის პროცესი. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდისა და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად, გრძელდებოდა მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც ინდივიდუალურად არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ექსპერტთა საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმების ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაზრდის ხელშეწყობას, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივებსა და პოლიტიკის პრიორიტეტებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული რეგულარული შეხვედრებისა და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში მათი ჩართვის გზით. 2022 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დანერგა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის პირველი გამარჯვებული 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გამოვლინდა და 3000 ლარით დაჯილდოვდა. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაძლიერება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, ერთი მხრივ, სახალხო დიპლომატიის ინიციატივებსა და ნდობის აღდგენის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის, ხოლო მეორე მხრივ - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების გზით. რეგულარულად იმართებოდა სახელმწიფო მინისტრისა და აპარატის წარმომადგენლების ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე გამყოფ ხაზებთან მდებარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ ქალებთან. რეგულარული დიალოგის მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის, ქალთა ორგანიზაციების 5 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელების, ქალთა უფლებების დამცველების, ასევე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისთვის IPRM-ის ფარგლებში განხილული საკითხებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების განხილვა. კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, ამ კუთხით არსებული დაცვის მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2022 წელს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და მათი ოჯახის წევრებთან. გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ჩატარდა სასწავლო ტრენინგები „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“. სასწავლო კურსის მიზანი იყო მეწარმეობის შესახებ ქალების თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) თანამშრომლობით, გრძელდებოდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების პროგრამა, რომელიც ემსახურება გაუჩინარებულთა ხვედრის და ადგილსამყოფელის დადგენას, მოძიებულ პირთა იდენტიფიკაციასა და ოჯახებისათვის დაბრუნებას, მათი ხსოვნისადმი სათანადო პატივის მიგებას; ამავე დროს, აღნიშნული ჰუმანიტარული პროგრამის განხორციელებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესში. პროგრამის მონაწილეთა გაერთიანებული ძალისხმევით, 2022 წელს იდენტიფიცირებულ იქნა აფხაზეთის რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგული დამატებით 11 პირის ნეშტი, რომელთა ოჯახებისთვის გადაცემის და დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი 7-8 დეკემბერს გაიმართა. ასევე, ICRC-ის რეკომენდაციების თანახმად, დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც მიმართულია პროგრამის ეფექტიანობისა და მის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივი გაზრდისკენ. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ეფექტიანი კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერას. ამ მიზნით, უზრუნველყოფილი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების 6 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩართულობის მხარდაჭერა. 2022 წელს საერთაშორისო პარტნიორების მიერ 58 ახალი ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული. საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, როგორც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. საერთაშორისო პარტნიორებთან განხილვის ერთერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები და ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, როგორიცაა ადამიანის უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების, ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის, საკუთრების და სხვა სოციალური და ეკონომიკური უფლებები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების, ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონსა და მთელ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ხელოვნური იზოლაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. 2022 წელს სახელმწიფო მინისტრი ვიზიტით ეწვია ქ. ბრიუსელს, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 სხდომაში, აგრეთვე, გამართა შეხვედრები საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის და ევროკომისიის წარმომადგენლებთან; ასევე, შედგა სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტი ქ. ვაშინგტონში, სადაც ჩატარდა საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის სამმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში ევროკავშირსა და აშშ-სთან შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გზების განხილვის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების რეალიზებისა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთობლივი, კოორდინირებული ქმედებების განსაზღვრის მიზნით, იმართებოდა რეგულარული შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ევროკავშირის, აშშ-ის გაერო-ს, ეუთო-ს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარტნიორი-სახელმწიფოების დელეგაციებთან, ასევე ჟენევის 7 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან. და ევროკავშირის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მეორე - ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. შეხვედრების, მათ შორის, 2022 წელს გამართული რაუნდის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ განიხილებოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებდა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 6 შეხვედრაში; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან თანამშრომლობით, ასევე გრძელდებოდა ძალისხმევა გალის IPRM შეხვედრების აღდგენის მიმართულებით. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელება ინკლუზიური, თანასწორი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების შემდგომი განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა გასულ წელს დამტკიცებული ახალი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 10-წლიანი სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პირველი ციკლის ფარგლებში დასახული ამოცანების განხორციელება ხუთი სტრატეგიული პრიორიტეტის მიხედვით: 1. სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; 2. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; 3. თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; 4. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; 5. კულტურათაშორისი დიალოგი. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ისევე როგორც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გრძელდებოდა ძალისხმევა ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობებისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების მიმართულებით, რაც სტრატეგიის ფარგლებში ინფორმირებულობის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობის, დასაქმების, სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისა და სერვისებზე ეფექტიანი წვდომის უმნიშვნელოვანეს წინაპირობად განიხილება. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით დასახული ამოცანების შესაბამისად, ზემოაღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, კერძოდ: 8 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი        ეტაპობრივად ფართოვდება სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლების შესაძლებლობები - შერჩეულ 15 სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო ბილინგვური მეთოდით სწავლების პილოტირება, რომლის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე დაგეგმილია პროგრამის შესაძლებლობების განვითარება და განხორციელების არეალის შემდგომი გაფართოება. სახელმწიფო ენა ისწავლება 296 არაქართულენოვან სკოლაში/სექტორზე, რომელთაგან 41-ში მიმდინარეობს ბილინგვური პროგრამის პილოტირება. სახელმწიფო ენა, ასევე, ისწავლება პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“). პროფესიულ სასწავლებლებში 2022 წელს ჩაირიცხა ეთნიკური უმცირესობის 263 წარმომადგენელი, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 1386 სტუდენტი, „1+4 საგანმანათლებლო პროგრამით“. სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება სრულად რეალიზებული და დაცულია, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში წარმატებით გაგრძელდა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური, უდიური, ასურული). სკოლების I-IX კლასებში ეტაპობრივად დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. განხორციელდა სკოლების უზრუნველყოფა განახლებული სახელმძღვანელოებით ყველა საგანში, რომლებიც აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი; განახლდა ქართულის, როგორ მეორე ენის, I-X კლასის სახელმძღვანელოები. აღნიშნული პროცესი საშუალო საფეხურზე თანმიმდევრულად გაგრძელდება შემდეგ წლებში. ზრდასრულებისთვის, სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის შესაბამისი პროგრამებით, ქართული ენის შესწავლა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. შესაბამისი პროგრამით, 2022 წელს გადამზადდა 5000-მდე მსმენელი, მათ შორის, გადამზადებულია არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი 2000-მდე მასწავლებელი და ქართულის, როგორც მეორე ენის, 518 მასწავლებელი. „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში 200-მდე საჯარო მოხელე გადამზადდა, რომლებმაც სახელმწიფო ენის კომპეტენციასთან ერთად, განავითარეს თავიანთი პროფესიული უნარებიც. გაგრძელდა „1+4 სტაჟირების პროგრამა“, რომელიც მიზნად ასახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას. დღემდე პროგრამაში 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების პროფესიულ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შერჩეული 30 საჯარო სკოლის ბაზაზე ახალი „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების“ ამოქმედებამ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს პროფესიული განათლების მიღების დამატებითი, უნიკალური შესაძლებლობა შექმნა. 9 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი  სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტების განხორციელება. მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდა სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე. ასევე, სახელმწიფოს დაფინანსებით რეგულარულად გამოიცემოდა სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანი“ (3500 ტირაჟი) და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანი“ (2850 ტირაჟი). სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, რეგულარულად ხორციელდება საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლის, სამცხეჯავახეთისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე იურიდიული დახმარების თემებზე (ჩატარდა 60-ზე მეტი შეხვედრა, 3000-მდე ბენეფიციარის მონაწილეობით). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურად აისახა მრავლობითი ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარეგანათების რეაბილიტაციის, სკვერებისა და სპორტული სივრცეების მოწყობის და სხვა მიმართულებებით. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამივე რეგიონის შესაბამის მუნიციპალიტეტებში 170-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 130 მლნ. ლარამდე ჯამური ღირებულებით. არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლების და სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით, ათობით შეხვედრა, ტრენინგ-სემინარი და საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ადამიანის უფლებების, ქალთა გაძლიერების, სამართლებრივ საკითხებზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, მედია წიგნიერების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისა და სხვა აქტუალურ თემატიკაზე, მათ შორის, ქალების, ახალგაზრდებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის. კანონმდებლობაზე ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აღსანიშნავია, რომ 2020-22 წლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე განთავსდა 16 საკანონმდებლო აქტი, მათ შორის: საქართველოს კონსტიტუცია; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; კანონები სახელმწიფო ენის; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის; ქალთა მიმართ და/ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების; ზოგადი განათლების; საქართველოს მოქალაქეობის შესახებ და სხვა. 10 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიზნობრივი სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიების, სოციალური პაკეტის და სხვა სახელმწიფო გასაცემელების მიღების პირობებთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და უახლოეს დღეებში ამოქმედდება. გაგრძელდა პროგრამების/პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების, ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. სახელმწიფო დაფინანსებით ხელშეწყობილი იყო მუზეუმების (12 657 017 ლარი), თეატრებისა (36 864 219 ლარი) და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების დაფინანსება. პოლიტიკის განხორციელების ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, მიმდინარე წელს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (FCNM) მე-4 ციკლის ფარგლებში მომზადდა და ევროპის საბჭოს წარედგინა სახელმწიფო ანგარიში, რომელშიც კომპლექსურად აისახა ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და შექმნილი შესაძლებლობები. პოლიტიკის მიზნების მისაღწევად შემდგომი ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, სამხარეო ადმინისტრაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან, ექსპერტებთან გამართული შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ასევე სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, მიმდინარეობს მომავალი წლების სამოქმედო გეგმების შემუშავება. 11
კენჭისყრის შედეგები
პლენარული სხდომა 15.12.2022 კენჭისყრის ანგარიში საკითხის დასახელება: გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარული სხდომის დახურვის შესახებ საკითხის აღწერა: გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარული სხდომის დახურვის შესახებ სხდომის თავმჯდომარე ვოლსკი გიორგი ინფორმაცია კენჭისყრის შესახებ კენჭისყრის დაწყების დრო კენჭისყრის დამთავრების დრო კვორუმის აღწერა კენჭისყრის რეჟიმი კენჭისყრის შედეგი 15.12.2022 15.11.03 15.12.2022 15.11.20 დამ.უმრ.არა ნაკ სრ1/3 ღია კენჭისყრა საკითხი არ არის გადაწყვეტილი მომხრე 56 1 60 წინააღმდეგი კვორუმი კენჭისყრის შედეგი ფრაქციებით ესწრებო და არ ესწრებოდ ა ნაციონ. მოძრაობა- ძალა ერთოობაშია 17 10 პოლიტ. ჯგ. "ევროპელი სოციალისტები" 3 1 პოლიტ. ჯგ."ლელო"-პარტნიორობა საქ-თვის 1 1 პოლიტ. ჯგ."რეფორმების ჯგუფი" 4 1 პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" 4 4 პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეები" 2 2 ფრაქციის გარეშე 18 5 6 12 ქართული ოცნება 70 4 47 23 119 22 56 ფრაქციის დასახელება საბოლოო შედეგი მომხრე წინააღმდეგი არ მონაწილეობდა 17 3 1 1 3 1 62 ინდივიდუალური კენჭისყრის შედეგი პარლამენტის წევრის გვარი და სახელი ესწრებოდა მომხრე წინააღმდეგი არ მონაწილეობდა ამილახვარი გიორგი X X აქუბარდია თეონა X X X X ახვლედიანი არმაზ ბაქრაძე დავით ბენაშვილი გია ბეჟაშვილი ლევან ბერაია ირაკლი X X ბერაია ირაკლი (დაჩი) X X ბერაძე რამინა X X ბითაძე მაია X X ბოკუჩავა თინათინ ბოლქვაძე ანზორ დაბეჭდილია: 15.12.2022 15:24:36 X X გვერდი 1 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 კენჭისყრის ანგარიში წინააღმდეგი არ მონაწილეობდა ესწრებოდა მომხრე ბოლქვაძე ელისო X X ბოტკოველი გიორგი X ბოჭორიშვილი მაკა X ბუჩუკური ანა X X გოდაბრელიძე გიორგი X X გოცირიძე ელგუჯა X გოცირიძე რომან X X დავითულიანი ბექა X X დალაქიშვილი ალექსანდრე X X დარგალი ზაურ X X დასენი ისკო X დაუშვილი მიხეილ X X დეკანოიძე ხატია X X დუგლაძე ზაალ X X დუმბაძე ქეთევან X X ელისაშვილი ალექსანდრე X ენუქიძე ავთანდილ X X ენუქიძე გოჩა X X ვაშაძე გიორგი X X ვაშაძე გრიგოლ X X ვოლსკი გიორგი X X ზავრადაშვილი ირმა X ზარქუა ირაკლი X X თალაკვაძე არჩილ X X თოლორაია ედიშერ X X ინჯია ფრიდონ X X იობაშვილი ნინო X X იონათამიშვილი რატი X X იოსელიანი ლევან X პარლამენტის წევრის გვარი და სახელი X X X X X X ზილფიმიანი დავით X ისმაილოვი აბდულა კაჭარავა დავით X X კახაძე ვლადიმერ X X კახიანი გიორგი X კახიშვილი კახა X კერესელიძე შალვა X X კვიჟინაძე პაატა X X კვირკელია მანუჩარ X X კვიციანი ბაია X დაბეჭდილია: 15.12.2022 15:24:36 X X X გვერდი 2 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 პარლამენტის წევრის გვარი და სახელი კენჭისყრის ანგარიში ესწრებოდა მომხრე წინააღმდეგი არ მონაწილეობდა კიკაბიძე ვახტანგ კირკიტაძე დავით X კიურეღიანი სუმბატ X კობახიძე ირაკლი X X კობიაშვილი ლევან X X X X კოვზანაძე ირაკლი კონცელიძე რესან X X ლაშხი მარიამ X X ლილუაშვილი ბექა X ლომინაძე ზაზა X X მათიკაშვილი დავით X X მანუკიანი სამველ X X კორძაია თამარ X მანჯგალაძე პაატა მაჭარაშვილი გურამ X X მაჭუტაძე ნიკა მგალობლიშვილი ლევან X X მდინარაძე მამუკა X X მეგრელიშვილი ვახტანგ X X მეზურნიშვილი ირაკლი X X მენაღარიშვილი მაია X X მეშველიანი გოგი X X მეძმარიაშვილი ირაკლი X X მინაშვილი აკაკი X X მირზოევი სავალან X X მიქანაძე გივი მიქაძე გელა X X მიქელაძე ზაალ X X მოწერელია ალექსანდრე X X ნაკაიძე ტარიელ X X ნაყოფია კობა ნაცვლიშვილი ანა ნიკოლაიშვილი რამაზ ობოლაშვილი ანტონ X X ოდიშარია ბექა X X ოქრიაშვილი კახაბერ X X ოხანაშვილი ანრი X X X X პაპუაშვილი შალვა რაქვიაშვილი ალექსანდრე დაბეჭდილია: 15.12.2022 15:24:36 გვერდი 3 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 პარლამენტის წევრის გვარი და სახელი საბო ჰერმან კენჭისყრის ანგარიში ესწრებოდა მომხრე წინააღმდეგი X არ მონაწილეობდა X სამადაშვილი სალომე სამნიძე ხათუნა X სამხარაული გელა X X სამხარაძე დიმიტრი X X სამხარაძე ნიკოლოზ X X სანიკიძე გუბაზ X X სანიკიძე ვიქტორ X X სარჯველაძე მიხეილ X სერგეენკო დავით X სეფაშვილი ეკა X X X X X სიბაშვილი სულხან სონღულაშვილი დავით X სუბარი სოზარ X X ტაბატაძე ალექსანდრე X X ტურძელაძე ნოდარ X X უსუფაშვილი დავით X X ქადაგიშვილი ირაკლი X X ქარდავა ბაჩუკი X X ქარუმიძე ლევან X X ღუდუშაური ალუდა X X ყაველაშვილი მიხეილ X X შავგულიძე შალვა X შატაკიშვილი ირაკლი X X ჩანქსელიანი გოდერძი X X ჩარკვიანი თამარ X X ჩაჩიბაია ვლადიმერ X X ჩიგოგიძე ვასილ X X X X ჩიქოვანი ირაკლი ჩოჩელი ცეზარ X X ჩხეიძე ნატო X X ჩხეიძე როსტომ X X ცაგარეიშვილი გიორგი X X წაქაძე ბეჟან X X წითლიძე ანა X წილოსანი ნინო X წილოსანი ხატია X X წიწავა გრეტა X X ჭანკოტაძე დევი X X დაბეჭდილია: 15.12.2022 15:24:36 X X გვერდი 4 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 კენჭისყრის ანგარიში ესწრებოდა მომხრე ჭიჭინაძე გივი X X ხაბარელი შოთა X X პარლამენტის წევრის გვარი და სახელი წინააღმდეგი არ მონაწილეობდა ხაბეიშვილი ლევან ხაბულიანი დილარ X X ხაჯიშვილი დავით X X ხელაშვილი გიორგი X X ხერხეულიძე ეკატერინე ხვიჩია იაგო X X ხუნდაძე დიმიტრი X X ჯანაშია თეიმურაზ X X ჯაფარიძე ვიქტორ X X ხოჯევანიშვილი გიორგი საბოლოო შედეგი დაბეჭდილია: 15.12.2022 15:24:36 119 56 1 62 გვერდი 5 of 5