საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2017 წლის 14 ივნისის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ №1 წერილ-შეთანხმების (№07-2/209; 14.11.2022) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-19487/22
06-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (N2-19407/22
05.12.2022), რომ ესაჭიროება ვადის გაგრძელება საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2017 წლის 14 ივნისის „საქართველოსა და
ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს
სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“-ზე (07-2/209;
14.11.2022).
გთხოვთ, სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი
თვით.
დანართი: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წერილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-19407/22
05-12-2022
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N199/3, 15.11.2022), გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 14 ივნისის
„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების
(საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ №1 წერილ-შეთანხმება“ (№07-2/209;
14.11.2022).
გთხოვთ, უზრუნველყოთ მისი განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge