„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს:
ა) „დ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ2“ ქვეპუნქტი:
,,დ2) პარამედიკოსი - შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც
შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს
გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ფარგლებში და რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;‘‘;
ბ) „ც1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და სხვა პირები,
რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან,
მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზასთან, ასევე პარამედიკოსი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
სპეციალისტები, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;“.
2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს ,,ე‘‘ ქვეპუნქტის შემდგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ“
ქვეპუნქტი:
„ვ) პარამედიკოსის კომპეტენციას.“.
3. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტს „გ‘‘ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“
ქვეპუნქტი:
„დ) შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ იმუშაოს პარამედიკოსად.“.
4. 104-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციით 1041 მუხლი:
,,მუხლი 1041.
პარამედიკოსის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო ზედამხედველობას „საექიმო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით საექიმო საქმიანობაზე განსაზღვრული სახელმწიფო
ზედამხედველობის მექანიზმებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თავისებურებათა
გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.‘‘.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
(შემდგომში - ცენტრი), ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების „პირველადი და
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ კომპონენტით განსაზღვრული
სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა). ასევე, ცენტრის მიერ, ხორციელდება საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური
ოპერაციების დროს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის მზაობის,
შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების უზრუნველყოფის პროგრამული კომპონენტი.
დღეის მდგომარეობით, ცენტრი ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს მოსახლეობას
317 სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა (საკურორტო სეზონის პერიოდში ხდება დამატებით
რაოდენობის ზრდა) და 19 რეფერალური დახმარების ბრიგადების მეშვეობით. გამოძახებების
საშუალო რაოდენობა 24 საათში შეადგენს 3500-ს.
მოსახლეობისათვის ზემოთ აღნიშნული მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული
მიწოდების უზრუნველსაყოფად, ცენტრს ესაჭიროება მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების
გადაჭრა, როგორიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით ცენტრში შექმნილი
საკადრო დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში, პერსონალის მაღალი ასაკი და შესაბამისად
გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო შესაბამისი ფიზიკური უნარების არარსებობა და ა.შ.
არსებული ვაკანსიების შევსება ვერ ხდება შესაბამისი კადრების არარსებობის გამო, შედეგად
არსებულ პერსონალს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც პირდაპირ კავშირშია გამოძახებების
დროულ მართვასთან და სამედიცინო მომსახურების ხარისხთან. ცენტრში დასაქმებული ბრიგადის
წევრების საშუალო ასაკი არის 65 წელი. ყოველწლიურად მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო
ავტომობილების განახლება თანამედროვე აპარატურით, აღნიშნულთან თანხვედრაში, გამოცდილი
კადრების პარალელურად, საჭიროა ბრიგადის წევრების დაკომპლექტება ახალგაზრდა კადრებით.
ცენტრის ფუნქციების და ვალდებულებების მაღალი სტანდარტით შესრულება მოითხოვს
თანამშრომლების გარკვეულ ფიზიკურ უნარებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც
საჭიროა კლიმატური თუ გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე გარკვეული მანძილის ფეხით
დაფარვა, მრავალ სართულიან კორპუსებში ფეხით გადაადგილება სრული აღჭურვილობით. ასევე
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სწორი და დროული ტრიაჟის ჩატარება.
მსგავს შემთხვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება არის წინა პირობა პაციენტების
ჯანმრთელობის საიმედო გამოსავლის და მეტი სიცოცხლის გადარჩენის.
არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესწავლილი და გაანალიზებული 50-ზე მეტი
ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. აღნიშნული სპეციალობა
კლასიფიცირდება პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორში, ISCO-08
გამოცემის მიხედვით, ქვეჯგუფში „ჯანდაცვის პროფესიონალები“.
პარამედიკოსი, საერთაშორისო კვლევების თანახმად, ეფექტურია ექიმთან შედარებით
გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, რადგან მას აქვს:
შესაბამისი ფიზიკური უნარები.
მოქმედებს დროის მოკლე პერიოდში პროტოკოლებით, სტანდარტული ოპერაციული
პროცედურებით და საჭიროებისას ახდენს დროულ ჰოსპიტალიზაციას.
საქართველოს მაგალითზე, ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო ბრიგადა ახდენს
პაციენტთან მეტად ჩაღრმავებულ დიაგნოსტირებას და ისეთი სამედიცინო დახმარების
აღმოჩენას ადგილზე, რომელიც სცდება პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების
ფარგლებს, ხოლო პარამედიკოსი ექიმისგან განსხვავებით, მოქმედებს მყისიერად და
ამცირებს გამოძახების ადგილზე ეკიპაჟის დაყოვნების დროს.
პარამედიკოსის მომზადების პროგრამა სრულად ორიენტირებულია პრეჰოსპიტალურ
ეტაპზე გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე, შესაბამისად მას შეუძლია ექიმზე
სწრაფად ამოიცნოს გადაუდებელი მდგომარეობა და სწორად განსაზღვროს დახმარების
აღმოჩენის გზები.
არსებული გამოცდილებით დღემდე პარამედიკოსი, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალი,
პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, შესაბამისი პროტოკოლებით და სტანდარტული ოპერაციული
პროცედურების განხორციელებით, აღწევს მაღალი ხარისხის, ეფექტურ პრეჰოსპიტალური
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას
ჰოსპიტალში, რაც საწინდარია სიცოცხლის გადარჩენისა და საბოლოო გამოჯანმრთელების
თვალსაზრისით.
პარამედიკოსების ფართოდ დანერგვა მოგვცემს საშუალებას, დროთა განმავლობაში, მოხდეს
საკადრო დეფიციტის შევსება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ოპერირებად სასწრაფო
სამედიცინო ბრიგადებში.
ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის კუთხით, მნიშვნელოვანია შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, პარამედიკოსის სპეციალობით სამომავლო
პერსპექტივაში
შესაძლებლობა
მიეცეს
ქვეყანას
ჰყავდეს
კვალიფიციური
კადრებით
დაკომპლექტებული ეფექტური სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
არსებული ხედვით, ცენტრში ოპერირებადი ბრიგადების სრული კომპლექტაციის მიზნით,
მოსამზადებელი პარამედიკოსების რაოდენობა 3000-მდე პირს შეადგენს. შესაბამისად აღნიშნული
რაოდენობის სპეციალისტის მომზადება დროის გარკვეულ პერიოდს საჭიროებს.
ცნობისათვის, ანალოგიური პრაქტიკა გვხვდება აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპის, აზიის,
ავსტრალია, სკანდინავიის ქვეყნებში.
მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით პირველადი და გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მოიცავს „გადაუდებელი მდგომარეობების დროს
გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის შემცირებას, მოსახლეობის უფასო სასწრაფო
სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის გზით“, აღნიშნული კომპონენტის ეფექტურად და
უწყვეტად განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს
,,პარამედიკოსის“ სპეციალობის განმარტება და მისი სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო.
კანონპროექტის მიღების მიზეზი, სწორედ გამომდინარეობს პაციენტის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის ზრუნვის ფაქტორიდან, ვინაიდან საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ მე-3 მუხლის „ტ1“ პუნქტი განმარტავს ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარება –
სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
შესაბამისად, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა თავის
არსში გულისხმობს, რომ პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს და
ხელმისაწვდომი იყოს დროული და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარების სერვისი.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიმსჯელოთ მესამე პირთა უფლებების შესახებაც.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, პაციენტთან სამედიცინო მომსახურება
ოპტიმალურ დროში, გამოიწვევს, რომ რეაგირების დრო სხვა გამოძახებების შემთხვევაში,
შემცირდება, ვინაიდან პარამედიკოსით დაკომპლექტებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადა, დროის მოკლე მონაკვეთში უზრუნველყოფს პირველად გადაუდებელ დახმარებას,
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ტრანსპორტირებას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ
მომსახურების დასრულებისთანავე, ბრიგადა მზადყოფნაში იქნება, ახალი გამოძახების შემთხვევაში,
სწრაფად გამოცხადდეს ადგილზე და გაუწიოს სხვა პაციენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ,,პარამედიკოსის“ სპეციალობის
განმარტება და მისი სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო, რამდენადაც, დღესდღეობით
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი არცერთი საკანონმდებლო აქტი საკანონმდებლო დონეზე
არ საზღვრავს პარამედიკოსის სპეციალობას და მისი დაუფლების მექანიზმებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, მოხდება პარამედიკოსის
სპეციალობის განვითარება, რაც, თავის მხრივ, დაუკავშირდება პაციენტისთვის გადაუდებელი
სამედიცინო მომსახურების ოპტიმალურ დროში მიწოდებას, კერძოდ, რეაგირების დრო სხვა
გამოძახებების შემთხვევაში, შემცირდება, ვინაიდან პარამედიკოსით დაკომპლექტებული სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადა, დროის მოკლე მონაკვეთში უზრუნველყოფს პირველად
გადაუდებელ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ტრანსპორტირებას, რაც
თავისთავად გულისხმობს, რომ მომსახურების დასრულებისთანავე, ბრიგადა მზადყოფნაში იქნება,
ახალი გამოძახების შემთხვევაში, სწრაფად გამოცხადდეს ადგილზე და გაუწიოს სხვა პაციენტს
სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
შედეგად, მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების ხარისხიანი და
ოპერატიული მიწოდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, საქართველოს კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ გამოყენებულ
ცნებებს, ემატება პარამედიკოსი - შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი,
რომელიც შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს
გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ფარგლებში და რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ამასთანავე, ამავე კანონში, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ჩამონათვალს ემატება
პარამედიკოსის სპეციალობა; კანონის 32-ე მუხლს ემატება პუნქტი, სადაც განსაზღვრულია, რომ
პარამედიკოსის კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო
აკრედიტაციის
მქონე
უმაღლესი
სამედიცინო
სასწავლებლის
დიპლომირებულ
კურსდამთავრებულის უფლებებს ემატება შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ,
პარამედიკოსის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.
კანონს ემატება 1041 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პარამედიკოსის პროფესიულ
პასუხისმგებლობას, კერძოდ, პარამედიკოსის საქმიანობა დაექვემდებარება სახელმწიფო
ზედამხედველობას „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით საექიმო საქმიანობაზე
განსაზღვრული სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმებისა და პასუხისმგებლობის ფორმების
თავისებურებათა გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესისა და პირობების
შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი ეხმიანება და შესაბამისობაშია, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის
№230 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის
ეროვნულ სტრატეგიასთან“, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სასწრაფო დახმარების
მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, სასწრაფო დახმარების მომსახურებაში ჩართული
პარამედიკოსების გაძლიერებული როლის, კომპეტენციებისა და რაოდენობის შედეგად.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილის არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის/სსიპ - საგანგებო სიტუაციების
კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ - საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და
ფინანსური რესურსების ფარგლებში, დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე, კერძოდ:
პროექტი მოიაზრებს 3000 პარამედიკოსის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს,
რომ დღეის მდგომარეობით საკადრო დეფიციტის რაოდენობა არის 3000. ყოველწლიურად იგეგმება
100-110 პარამედიკოსის გადამზადება, რაც წარმოადგენს ყოველწლიური საკადრო გადინების და
არსებული ვაკანსიების შევსების მინიმალურ საჭიროებას და ამ რაოდენობის კონტიგენტის
გადამზადება მოიცავს მრავალწლიან პერიოდს. მხოლოდ საკადრო გადინება ცენტრს აქვს 2020 წელს
- 108, 2021 წელს - 87, ხოლო 2022 წელს - 69, ამას ემატება არსებული ვაკანსიების შევსება. თითოეული
პირის მომზადების ხარჯი შეადგენს 1600 ლარს. გადამზადების ხარჯი იქნება 160 000-176 000 ლარი
ყოველწლიურად. სამიზნე რაოდენობის მიღებამდე ყოველწლიური ხარჯი იქნება ზემოთ
აღნიშნული ოდენობა. მომზადებისთვის საჭირო დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ.
სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
სასწავლო სატრენინგო ცენტრის ბაზაზე მომზადების შემდგომ პარამედიკოსი დასაქმდება ცენტრში,
არსებული რიცხოვნობის ფარგლებში, რაც თავისთავად არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების
მობილიზებას, ვინაიდან, მიმდინარე პერიოდში, საკადრო დეფიციტიდან გამომდინარე,
მორიგეობების შესრულება უწევს მოქმედ პერსონალს დამატებითი მორიგეობების ხარჯზე.
არსებული საკადრო დეფიციტიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული პერსონალი ასრულებს,
როგორც გრაფიკით გათვალისწინებულ ნორმირებულ მორიგეობებს, ასევე დამატებით მორიგეობებს,
აღნიშნული იწვევს პერსონალის გადაღლას და შესაბამისად მომსახურების ხარისხი და
მომსახურების დრო ჩამოუვარდება მხოლოდ ნორმირებულ გრაფიკზე მუშაობის შემთხვევაში
მომუშავე პერსონალის მომსახურების ხარისხს და დროს. პარამედიკოსი მოქმედებს სტანდარტული
ოპერაციული პროცედურებით და პროტოკოლებით, რაც პაციენტთან მის მომსახურებას ხდის მეტად
ხარისხიანს და ოპერატიულს. შედეგად, მორიგეობის გრაფიკი გადანაწილდება მოქმედი შრომის
კოდექსის ნორმების დაცვით, რაც ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი სტანდარტის დაცვას და
სამედიცინო მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფას.
დამატებითი აღჭურვილობა არ არის საჭირო პარამედიკოსებისთვის, ვინაიდან სამედიცინო
ეკიპაჟები დაკომპლექტებულია შესაბამისი აღჭურვილობით და აღნიშნული აღჭურვილობის
გამოყენებით, ცვლიანობის გრაფიკით, განახორციელებენ საქმიანობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება, ფინანსური თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს იმ პირებზე,
რომლებიც სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის
სასწავლო სატრენინგო ცენტრის ბაზაზე მომზადების შემდგომ დასაქმდებიან სსიპ - საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში. 24 საათიანი მორიგეობა
ანაზღაურდება 226 ლარიანი განაკვეთით და თვის განმავლობაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკის
შემთხვევაში შეადგენს 1695 ლარს.
ის პირები ვინც ახლა ითავსებენ ვაკანტური პოზიციების ფუნქციებს, ასრულებენ პირველ
რიგში ძირითადი პოზიციის შესაბამის ნორმირებული გრაფიკით გათვალისწინებულ მორიგეობებს
და იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. აღნიშნული პირები სამსახურებრივი ინტერესებიდან
გამომდინარე დამატებით მორიგეობენ საკადრო დეფიციტის გამო. ვაკანტური პოზიციების შევსების
შემდგომ, შესაბამისად მიიღებენ ნორმირებული გრაფიკით მუშაობის შესაბამის ანაზღაურებას, რაც
წარმოადგენს
დასაქმებულის
შრომითი
ურთიერთობის
შესახებ
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ აუცილებელ მორიგეობებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, №14
კომენტარით, ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა ელემენტების კოორდინირებულ მუშაობას მიიჩნევს
აუცილებლად და ამავდროულად, ამ პროცესში, ხაზს უსვამს გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო
დახმარების მნიშვნელობას. დოკუმენტი აყალიბებს იმ ექვს ძირითად და ოთხ დამატებით
კრიტერიუმს, რასაც მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, აუცილებლად უნდა
აკმაყოფილებდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და მის კონტროლის ქვეშ არსებული სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სისტემა.
აღნიშნული ოთხი დამატებითი კრიტერიუმი, უშუალოდ მიმართულია სასწრაფო დახმარების
მომსახურებისკენ, ეს კრიტერიუმებია:
1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა:
აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით გამართული სასწრაფო სამედიცინო მომსახურება
გულისხმობს სათანადოდ გადამზადებულ/მომზადებულ პერსონალს, მომსახურების მიმწოდებელი
ერთეულების და მედიკამენტების იმ რაოდენობას რაც სასწრაფოს შეუფერხებელი მუშაობისა და
ყველა ადამიანისათვის საკუთარი ჯანმრთელობის უფლების დაცვის თანაბარი შესაძლებლობის
მიცემას გულისხმობს.
2. მისაღებობა:
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი საკუთარი პროფესიული საქმიანობის
განხორციელების დროს უნდა იცავდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკისა და ზნეობის
წესებს.
3. შესაბამისი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა:
აღნიშნული გულისხმობს პაციენტის შესაძლებლობას, მოხვდეს შესაბამის სამედიცინო
დაწესებულებებში და მიიღოს იმ სახის სამედიცინო დახმარება, რომელიც ზუსტად იქნება
მორგებული მის საჭიროებებზე.
4. ხარისხიანი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება;
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო მოდელები:
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, შესაძლოა განიმარტოს, როგორც სისტემა,
რომელიც უზრუნველყოფს უეცარი ავადმყოფობის ან დაზიანების მსხვერპლთათვის მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მზად მყოფი პერსონალის, სათანადო
საშუალებებისა და აღჭურვილობის დროულ, ეფექტურ და კოორდინირებულ მიწოდებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზანია, მიაწოდოს დროული სამედიცინო დახმარება
უეცარი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანების მქონე პაციენტებს მათი სიკვდილის თუ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაჩერებლად.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფუნქციებიდან შესაძლოა გამოიყოს შემდგომი ძირითადი
ფუნქციები, ესენია:
1. პაციენტისთვის
უზრუნველყოფა.
ხარისხიანი
და ეფექტური
გადაუდებელი დახმარების
მიღების
2. პაციენტზე ზრუნვა ტრანსპორტირებისას, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე.
დღევანდელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სისტემები იმდენად განვითარდა, რომ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მას ეფექტური ჯანდაცვის სისტემის განუყოფელ ნაწილად
მიიჩნევს, ვინაიდან სასწრაფო სამედიცინო მომსახურება ადამიანების დიდი ნაწილისთვის არის
პირველი ეტაპი, და ერთგვარი კარიბჭე, მეორეული და მესამეული სამედიცინო მომსახურების
მისაღებად, რაშიც საავადმყოფოში მოხვედრის შემდგომი მკურნალობა იგულისხმება.
1970 წლებიდან დღემდე მსოფლიოში ჩამოყალიბდა ორი ტიპის სასწრაფო სამედიცინო
დახმარების მოდელი, კონკრეტულად ანგლო-ამერიკული და ფრანკო-გერმანული.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ფრანკო-გერმანული მოდელი მოქმედებს ე.წ ,,ადგილზე
დაყოვნების და სტაბილიზაციის‘‘ პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს
პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების ადგილზე უზრუნველყოფას. ჩვეულებრივ, მსგავსი
ტიპის სამედიცინო მომსახურებას უძღვებიან როგორც ექიმები, ასევე პარამედიკოსები.
ფრანკო-გერმანული
მოდელისგან
განსხვავებით,
ანგლო-ამერიკული
მოდელი
დაფუძნებულია "scoop and run" ფილოსოფიაზე. ამ მოდელის მიზანია პაციენტების სწრაფად მიყვანა
საავადმყოფოში, ნაკლები პრეჰოსპიტალური ჩარევით და საჭირო მანიპულაციების განხორციელება
ტრანსპორტირებისას. ამ მოდელის მიმდევარ ქვეყნებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გუნდი
დაკომპლექტებულია მხოლოდ პარამედიკოსებით, რაც ზოგადად აღიარებულია, როგორც
ცალკეული სამედიცინო სპეციალობა.
პარამედიკოსის ისტორია
1967 წელს ნიუ იორკის სენტ ვინსენტის ჰოსპიტალმა შეიმუშავა ექიმ უილიამ გრეისის
ხელმძღვანელობით, პირველი პროგრამა პარამედიკოსთან მიმართებაში და იმავე წელს აშშ-ში
პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში „Freedom House“-ის სასწრაფო დახმარების სამსახური იყო
პირველი სამოქალაქო
სასწრაფო
სამედიცინო
სამსახური, რომელიც
დაკომპლექტდა
პარამედიკოსებით. დღეის მდგომარეობით პარამედიკოსებით დაკომპლექტებულია აშშ-ს, კანადის,
ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ევროკავშირის და მასთან ასოცირებული ქვეყნების,
სკანდინავიის, ისრაელის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის და სხვა მრავალი
ქვეყნების სასწრაფო დახმარების სამსახურები.
1967 წლიდან დღემდე პარამედიკოსი, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალი, პრეჰოსპიტალურ
ეტაპზე, შესაბამისი პროტოკოლებით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების
განხორციელებით, აღწევს მაღალი ხარისხის, ეფექტურ პრეჰოსპიტალური გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, რაც საწინდარია სიცოცხლის გადარჩენასა და საბოლოო
გამოჯანმრთელების თვალსაზრისით.
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებული იქნა ხსენებული ქვეყნების/მოდელების
გამოცდილებისა და საქართველოში არსებული რეალობის მხედველობაში მიღებით.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.