საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-14345/22; 03.11.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-19530/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-19530/22 07-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქ. ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს პარლამენტში შემოსული მოქ. ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან (№1-14345/22; 03.11.2022) დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით იზღუდება ერთ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა. კანონპროექტის მიხედვით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის შეცვლა დასაშვებია, მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოში პროექტის დამტკიცების შემთხვევაში. ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საკოორდინაციო საბჭოს დებულებას კანონპროექტში მოცემულია სხვადასხვა დოკუმენტის, შესასრულებელი სამუშაოებისა და ვადების ჩამონათვალი, რაც უნდა იყოს წარდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი ცვლილების დროს. კომიტეტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი პრობლემები აღნიშნული კანონპროექტით ვერ დარეგულირდება. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პირიქით, ამ ცვლილებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მიწების დანაწევრება 1ჰა-ზე ნაკლებ ნაკვეთებად. კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული, რომელი ორგანოს წარმომადგენლებისგან შედგება საკოორდინაციო საბჭო. უმჯობესი იქნება საბჭოს ნაცვლად დარგობრივი სამინისტროს მიერ, კერძოდ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნეს შესწავლილი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის მიზანშეწონილობა. ამჟამად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის სრულყოფაზე, სადაც უფრო დეტალურად იქნება განსაზღვრული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების პირობები და წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოქ. ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. ავტორებს მიეცათ წინადადება მონაწილეობა მიიღონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტის განხილვაში. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული