საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 13-15 ნოემბერს პრაღაში გამართულ ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-19525/22
07-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს
2022 წლის 13-15 ნოემბერს, პრაღაში გამართული ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების
ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობის
შესახებ.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების
ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სხდომაში
მონაწილეობის შესახებ
პრაღა, ჩეხეთი
13‐15 ნოემბერი, 2022 წელი
13‐15 ნოემბერს, პრაღაში ჩეხეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირის
ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC)
პლენარული სესია, რომელშიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა
ბოჭორიშვილი საპრეზიდენტო ტრიოს (საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი) სპეციალური
მოწვევით მონაწილეობდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე და ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის წევრი, დავით სონღულაშვილი.
COSAC‐ის სხდომებში მონაწილეობენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი
ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტები და ევროკავშირის ინსტიტუტების
წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
COSAC‐თან თანამშრომლობა ნაყოფიერ პლატფორმად ჩამოყალიბდა. კომიტეტი
სარგებლობს კონსტრუქციული საქმიანი ურთიერთობებით წევრი ქვეყნების პარლამენტების
ევროპულ საქმეთა კომიტეტებთან. კომიტეტი რეგულარულად არის წარმოდგენილი COSAC‐
ის სხდომებში, რის შედეგადაც საქართველოს თემატიკა და ევროინტეგრაციული ინტერესები
ყოველთვის დებატებისა და დოკუმენტების ყურადღების ქვეშ ექცევა.
პრაღის პლენარულ სხდომაზე განიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევები,
ევროკავშირის მომავალი, ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია, უკრაინაში მიმდინარე
ომი და დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ პერსპექტივები.
პარლამენტების წინაშე მოხსენებით წარსდგა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ
ლეიენი და ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიკულაშ ბეკი. ორივე მათგანმა აღნიშნა,
რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა აღიარებულია და უფრო ღრმა
თანამშრომლობისთვის კარი ღიაა.
მაკა ბოჭორიშვილი პირველივე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. მან აღნიშნა რომ
ევროპას დღეს ბევრი გამოწვევა აქვს და მათ შორისაა რუსეთის გაუმართლებელი აგრესია
უკრაინაში. საქართველო ამ აგრესიას ათწლეულებია განიცდის. ისაუბრა რა საქართველოს
გამოწვევებზე, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრიორიტეტი ყოველთვის არის
სუვერენიტეტის, ევროპული იდენტობისა და ევროპული მომავალის დაცვა.
მიუთითა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია ევროპული და ტრანს‐ატლანტიკური
უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც დადასტურდა ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში
უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობით, ისევე როგორც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით.
საქართველომ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად გააკეთა ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის განაცხადი და მოწოდებულია შეასრულოს რეკომენდაციები კანდიდატის
სტატუსის მისაღებად.
1
იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსად მალე
დაწინაურდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩეხეთი ევროკავშირის
თავმჯდომარეობის მანდატის დასრულებამდე ხელს შეუწყობს ამ პროცესს.
დებატებისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გუნტერ კრიხბაუმმა
(გერმანიის ბუნდესტაგის წევრი), დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა (ხორვატიის პარლამენტის
ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ჯო მაკჰიუმ (ირლანდიის პარლამენტის
ევროპულ საქთმეა კომიტეტის თავმჯდომარე), შტეფან შენახიმ (ავსტრიის ფედერალური
საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე).
პლენარულ სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე სიტყვით გამოვიდა დავით
სონღულაშვილი. მან საქართველოს სახელით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და
სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა
უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსია. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანებისა და შავი ზღვის რეგიონში ურთიერთკავშირის განვითარების მნიშვნელობას.
მან მიმართვა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვებით დაასრულა და იმედი გამოთქვა, რომ
თავისუფლების მოყვარე ერი გამარჯვებას მალე იზეიმებს.
პლენარული სხდომის ბოლო სესია მიეძღვნა დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივის განხილვას.
მთავარი მომხსენებლები იყვნენ მირეკ ტოპოლანეკი, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ‐მინისტრი
და სალვატორე დე მეო, ევროპარლამენტის კონსტიტუციურ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე. მირეკ ტოპოლანეკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პარადიგმის ცვლილებაა
საჭირო. ახალი ქვეყნების მიღება მეტი მრავალფეროვნების შემომტანია, ამიტომ შანსი უნდა
მიეცეს დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს. სავალტორე დე მეომ
გაიზიარა ჩეხეთის წარმომადგენლის ხედვები და კვლავ დაადასტურა რომ, გაფართოება
საგარეო პოლიტიკის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის
მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღნიშნა. განაცხადა, რომ არსებულ რთულ
გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემა და
ტრიოს ქვეყნებისთვის დიფერენცირებული პასუხი გაურკვევლობას ბადებს და ხელს არ
უწყობს ევროპული ინტეგრაციის მიზნების მიღწევას.
აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ხელშესახები და უდავოა.
საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. მას აქვს
პოტენციალი ევროკავშირისთვის გახსნას ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და
ხელი შეუწყოს ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. იმედი გამოთქვა რომ
ევროკავშირის გაფართოება სათანადო შედეგებს გამოიღებს.
დებატებისას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს
რუმინეთის, ესპანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ხორვატიის, თურქეთის,
ლიეტუვას, შვედეთის პარლამენტის წევრებმა.
სხდომაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია სადაც საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები
აისახა: „COSAC‐ი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასა და
მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოსთვის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მზაობას და სრულად უჭერს მხარს ამ ქვეყნების
პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, ‐ აღნიშნულია დეკლარაციაში.
2
მაკა ბოჭორიშვილმა კოსაკის პლენარულის სესიის ფარგლებში გაიმართა რიგი ორმხრივი
შეხვედრები შვედეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, ირლანდიის
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებთან.
3