საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-16254/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412212499842 07.12.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: "სახელმწიფო ქონების შესახებ" ცვლილების შეტანა შინაარსი: საკანონმდებლო წინადადება: პარკ "მზიური"-ს და სხვა პარკების გადასარჩენად, გთხოვთ, საქართველოს კანონს "სახელმწიფო ქონების შესახებ" დაემატოს, 4.1.ქვე-პუნქტი: "პარკი", რის შედეგადაც პრივატიზებას ასევე არ დაექვემდებარებიან პარკებიც, როგორც სახელმწიფო ქონება. დასაბუთება: 1940-იან წლებში, ქ. თბილისს გააჩნდა საკმაოდ მოზრდილი ზოოპარკის ტერიტორია (იხ. დანართი). 1982 წელს, ზოოპარკის ტერიტორიის შემცირების ხარჯზე (ტერიტორია დაიყო ორ ნაწილად: (1) ზოოპარკად და (2) ბავშვთა ქალაქად), დაფუძნდა ბავშვთა ქალაქი "მზიური", გამოჩენილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ინიციატივით. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით. 2015 წლის შემდეგ ბავშვთა ქალაქი "მზიური" კვლავ დაიყო ორ ნაწილად: (1) მომცრო ზომის პარკ "მზიურ"-ად და (2) საცხოვრებელ მიკრორაიონად. დღეს ბავშვთა ქალაქი "მზიური"-ს აწ ყოფილ ტერიტორიაზე ახლა უკვე განლაგებულია მრავალი ახალი საცხოვრებელი შენობა, ზოოპარკის/ბავშვთა ქალაქის/პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაიქცა დედაქალაქის ახალ მიკრო-რაიონად, სადაც განლაგებულია მრავალი ახალაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ანუ ქ. თბილისის მერიის მიერ ბოლო 80 წლის განმავლობაში განხორციელებული არასწორი და არათანამამდევრული ურბანული პოლიტიკის წყალობით პარკი "მზიური" დღეს გადაშენების ზღვარზეა. გთხოვთ, მიღებული იქნას გადამჭრელი ზომები მის გადასარჩენად. ამ მიზნით, გთავაზობთ, რომ შემუშავდეს და მიღებული იქნას საქართველოს კანონი "პარკ მზიურის სტატუსის შესახებ", რომელიც, პარკის დაცვის მიზნით, დაეფუძნება შემდეგ პოსტულატებს/პრინციპებს: (1) პარკი "მზიური" ცხადდება საქართველოს პარლამენტის პარკად; (2) პარკ "მზიურ"-ში იკრძალება ახალი გზების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა; (3) პარკ "მზიურ"-ში იკრძალება ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. "შაგრენის ტყავის" მიდგომა თბილისის ცემტრალური უბნის გამწვანებული ზონის მიმართ, ანუ - მისი ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება (დიდი ზომის ზოოპარკი მომცრო ზომის ბავშვთა - მცირე ზომის პარკი) უნდა შეჩერდეს. ამის მიღწევა, მაღალი ალბათობით, მხოლოდ ამ დარჩენილი რეკრეაციული ტერიტორიების და მის მსგავსად ყველა პარკის პრივატიზაციის აკრძალვა გვესახება მიზანშეწონილად. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი ( ) პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე პ. #: მობილური: + ელფოსტა: