„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით
მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“;
ბ ) უ2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ2) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში
საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;“;
გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური
პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ
აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“.
2. 97-ე მუხლის მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:
„12. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა
და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით
გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“.
3. 98-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 - მე-4
ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და
სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით.“.
4. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო
კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე
საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;“;
ბ)„მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ2) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე
საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ
აღიარებულ
ორგანიზებულ
ბაზარზე
სავაჭროდ
დაშვებული
სასესხო
ფასიანი
ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება
საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;“.
5. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა
(მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან
დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“.
6. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა
1. 2024 წლის 1 იანვრამდე, იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ
სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან
გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე
საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლისა
რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.
2. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი და
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,
ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას
ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.“.
7. 130-ე მუხლის:
ა) 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ
კოოპერატივისგან
მიღებული
დივიდენდები
(გარდა
იმ
დივიდენდებისა,
რომლებიც
მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის
წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ
ჩაირთვება.“;
ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ, 2023 წლის და შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგებიდან
გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის
მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.
8. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 2026 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“.
9. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ1) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში
არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე
საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“.
10. 309-ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15.
2026
წლის
1
იანვრამდე
საკონტროლო-სალარო
აპარატის
გამოყენების
ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული
პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე
განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა
ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც
დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის
შესაბამისად.“;
ბ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. 2026 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს
„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით
გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში
იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის
რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12
კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა
100 000 ლარს არ აღემატება.“;
გ) 42-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)
არაუგვიანეს
2026
წლის
1
იანვრისა
სრულად
უზრუნველყოს
ბაზრობის
ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო
აპარატებით;“;
დ) 94-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„94. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და
სესხის გამცემი სუბიექტი მოგების გადასახადით 2023 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 97-ე
მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან.“;
ე) 94-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 941 ნაწილი:
„941. სადაზღვევო ორგანიზაცია მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრება 2024 წლის
1 იანვრიდან.“;
ვ) 95-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 951 ნაწილი:
„951. 2024 წლის 1 იანვრამდე
სადაზღვევო ორგანიზაციის
მოგების გადასახადით
დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ
შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.“;
ზ) 99-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„99. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის:
ა) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე
ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება მოგების
განაწილებად არ ითვლება;
ბ) 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 94-ე
ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად
ითვლება.“;
თ) 99-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 991 ნაწილი:
„991. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის:
ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ
მუხლის 941 ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება
მოგების განაწილებად არ განიხილება;
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან
ამ მუხლის 941 ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება, აგრეთვე 2017
წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან ამ მუხლის 941
ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის 2024 წლის 1 იანვრამდე განაწილება მოგების
განაწილებად განიხილება.“;
ი) 111-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„111. ამ კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის და 2902 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026
წლის 1 იანვრამდე.“;
კ) 131-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„131. ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“
ქვეპუნქტი გამოიყენება 2026 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას.
ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა
(საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე,
საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა.“;
ლ) 132-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„132. 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ
კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის
შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის
იმპორტისა.“;
მ) 133-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 134-ე ნაწილი:
„134. ამ კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო
კავშირის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან სესხების
შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის 2023 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესის
გაუქმების შედეგად, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი რეზერვის ნაშთების
სხვაობის შედეგად მიღებული დასაბეგრი მოგება, იბეგრება 15 პროცენტით.“.
11. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის
მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით (შემდგომ -სსკ)
გათვალისწინებული ზოგიერთი დებულების ამოქმედების გადავადებას, რაც შესაძლებლობას
მისცემს შესაბამის პირებს უკეთ მოახდინონ ადაპტირება კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
კანონპროექტის მიზანია ასევე ცალკეული ფინანსური ინსტიტუტისთვის
(საბანკო
დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი
სუბიექტი) მოგების გადასახადის დაბეგვრის არსებული რეჟიმის შენარჩუნება, გაცემულ
დივიდენდზე გადასახადის გაუქმება და
მოგების გადასახადის განაკვეთის ოპტიმიზაცია,
აგრეთვე
სესხების
ერთობლივი
შემოსავლიდან
შესაძლო
დანაკარგების
რეზერვების
გამოქვითვის პრინციპის შეცვლა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მომზადება გამოწვეულია ცალკეული საგადასახადო შეღავათების,
აგრეთვე
გადასახადის
ეფექტური
ადმინისტრირებისთვის
გამიზნული
ცალკეული
საკანონმდებლო ნორმის ვადის გაგრძელების აუცილებლობით.
კანონპროექტის მომზადება ასევე გამოწვეულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის
(კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი
სუბიექტი) ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების
გამოქვითვის პრინციპის შეცვლის, მოგების გადასახადის დაბეგვრის არსებული პრინციპის
შენარჩუნების,
გაცემულ დივიდენდზე გადასახადის გაუქმების და მოგების გადასახადის
განაკვეთის ოპტიმიზაციის აუცილებლობით.
მოქმედი
კანონმდებლობით,
ბანკები
და
საკრედიტო
კავშირები,
აქტივების
კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, ახორციელებენ ამავე წესით
განსაზღვრული
სესხების
შესაძლო
დანაკარგების
რეზერვების
გამოქვითვას.
ასევე,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას
ახორციელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო
დანაკარგების რეზერვების ფორმირების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესით.
2023 წლიდან აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების
შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი
უქმდება, რის გამოც აუცილებელია საბანკო დაწესებულებისთვის, საკრედიტო კავშირისა და
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, განისაზღვროს ერთობლივი შემოსავლიდან სესხების
შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესი. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული
სუბიექტები ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების
გამოქვითვას განახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS)
მიხედვით.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით შენარჩუნდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო
კავშირის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა
და
სესხის
გამცემი
სუბიექტის
მოგების
გადასახადით დაბეგვრის არსებული (მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური
მოდელი“) რეჟიმი. კანონპროექტის მიხედვით აღარ დაიბეგრება საბანკო დაწესებულების,
საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023
წლის და შემდგომ პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი, რაც დღეს
მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით, ამავე დროს აღნიშნული სუბიექტების
დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა, რაც აუცილებელია
ბიუჯეტის გამოწვევების საპასუხოდ, ასევე სამართლიანი დაბეგვრის და ადმინისტრირების
გამარტივების უზრუნველსაყოფად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით განხორცილდება სსკ-ით გათვალისწინებული ზოგიერთი
დებულების ამოქმედების გადავადება.
შენარჩუნდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადის დაბეგვრის არსებული
რეჟიმი, აღარ დაიბეგრება მათ მიერ გაცემულ დივიდენდი, შეიცვლება მოგების გადასახადის
განაკვეთი და ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების
გამოქვითვის პრინციპი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონპროექტის მიხედვით დამატებით 3 წლის ვადით
2026 წლის 1 იანვრამდე
გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში
დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის
- მოგების და ქონების გადასახადში.
ამ მიზნით ცვლილებები ხორციელდება სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ და
„ც“ ქვეპუნქტებში, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში, მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის
„ზ“ ქვეპუნქტში, 130-ე მუხლის 41 ნაწილში, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ1“ ქვეპუნქტში;
2. კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე
გაგრძელდება ფიზიკური პირის/არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო/მოგების
გადასახადისგან
სასესხო
ფასიანი
ქაღალდიდან
პროცენტის
სახით
მიღებულ
შემოსავალზე, თუ ფასიანი ქაღალდი გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ
საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე.
3. თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც მოიხმარს
უცხოური წარმოშობის თამბაქოს ნედლეულს, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება თამბაქოს
ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა.
4. პროექტის შესაბამისად 2026 წლის
არასტაციონარული
სავაჭრო
ადგილის
1 იანვრამდე
გამოყენებით
გადავადდება
ვაჭრობის
ბაზრობაზე
განმახორციელებელი
ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება,
ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე არსებული ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება
აღნიშნულ
ვადამდე (2026
წლის 1
იანვრამდე)
სრულად
უზრუნველყოს ბაზრობის
ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო
აპარატებით. ზემოაღნიშნული მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის 309-ე
მუხლის მე-15 და 42-ე ნაწილებში.
ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე გრძელდება სსკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილისა და 2902
მუხლების
მოქმედების
ორგანიზატორის
შეჩერება.
ვალდებულებას,
აღნიშნული
მუხლები
უზრუნველყოს
ითვალისწინებს
ტერიტორიაზე
ბაზრობის
განლაგებული
არასტაციონარული
სავაჭრო
ადგილები
საკონტროლო-სალარო
აპარატებით
და
პასუხისმგებლობის ზომას, ისეთი სავაჭრო ადგილის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ
არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით.
5. ეფექტური ადმინისტრირების შენარჩუნების მიზნით სსკ-ის 309-ე მუხლის 24-ე
ნაწილის წარმოდგენილი რედაქციით 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ფიზიკური პირის
მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული
შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა.
6. სსკ-ის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამავე ნაწილით
გათვალისწინებული დებულებების მოქმედების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე.
კონკრეტულად კი აღნიშნულ ვადამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით
დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას
დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება
საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.
7. სსკ-ის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამავე ნაწილით
გათვალისწინებული დებულებების მოქმედების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული ცვლილებით სსკ-ის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილი შესაბამისობაში მოვა
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან,
რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1 იანვრამდე ჩერდება საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის
მოქმედება.
8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მე-4 ნაწილის კანონპროექტით
შემოთავაზებული რედაქცია მიზნად ისახავს კოდექსის 173-ე მუხლი „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე
მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული
ცვლილებით
სსკ-ის
310-ე
მუხლის
მე-4
ნაწილი
შესაბამისობაში
მოვა
„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან,
რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1 იანვრამდე ჩერდება საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის
მოქმედება.
9. იცვლება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯის გამოქვითვის პრინციპი.
მოქმედი კანონმდებლობით, სსკ-ის 109-ე მუხლის თანახმად, ბანკები და საკრედიტო
კავშირები, აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და
გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, ახორციელებენ
ამავე წესით განსაზღვრული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას. ასევე,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას
ახორციელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო
დანაკარგების რეზერვების ფორმირების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესით.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საბანკო დაწესებულება, საკრედიტო
კავშირი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო
დანაკარგების
რეზერვების
გამოქვითვას
განახორციელებენ
ფინანსური
ანგარიშგების
საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, რაც შეამცირებს სხვაობას ფინანსურ და
საგადასახადო აღრიცხვას შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 109-ე მუხლი
ყალიბდება ახალი რედაქციით.
ამასთანავე,
სესხების
შესაძლო
დანაკარგების
რეზერვების
გამოქვითვის
წესის
ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი
დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 15 პროცენტით.
10. სსკ-ის 309-ე მუხლის 94-ე ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადით საწარმოთა
დაბეგვრის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი 2023 წლის 1 იანვრამდე არ ეხება სადაზღვევო
ორგანიზაციებს. აღნიშნული ვადა გრძელდება 2024 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, 2024
წლამდე სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი კვლავ
2023 წელს კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ
შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
11. მოქმედი კანონმდებლობით 2023 წლამდე საბანკო დაწესებულების, საკრედიტო
კავშირის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა
და
სესხის
გამცემი
სუბიექტის
მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ
ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული სუბიექტების მოგების გადასახადით დაბეგვრის
რეჟიმი 2023 წლიდან აღარ შეიცვლება, რის გამოც შესაბამისი ცვლილებები ხორციელდება სსკის 97-ე და 309-ე მუხლებში.
კანონპროექტის მიხედვით აღარ დაიბეგრება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო
კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ 2023 წლის და
შემდგომ პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი, რაც დღეს მოქმედი
კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით, ამავე დროს აღნიშნული სუბიექტების დასაბეგრი
მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან დებულებები, რომლის
ამოქმედების გადავადებაც ხორციელდება, მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე,
ფინანსური ინსტიტუტების მოგების გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიხედვით ხორციელდება სსკ-ის ცალკეული ნორმების გადავადება,
რომელთა ამოქმედების ვადა მოქმედი კანონმდებლობით არის 2023 წლის 1 იანვარი. ასევე,
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცალკეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოგების
გადასახადის
დაბეგვრის
გადასახადის გაუქმება,
არსებული
რეჟიმის
შენარჩუნება,
გაცემულ
დივიდენდზე
მოგების გადასახადის განაკვეთის ოპტიმიზაცია და ერთობლივი
შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის პრინციპის შეცვლა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა, რათა შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს სსკ-ით გათვალისწინებული ზოგიერთი დებულების
ამოქმედების გადავადებას და შენარჩუნდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადის
დაბეგვრის არსებული რეჟიმი, რაც შესაბამის გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს 2023 წლის 1 იანვრამდე გათვალისწინებული
შეღავათი,
რომლის
თანახმად
საშემოსავლო/მოგების
გადასახადით
დაბეგვრისაგან
თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით
მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2026 წლის 1
იანვრამდე გადავადდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისათვის
ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი. ყოველივე აღნიშნული
უარყოფით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გავლენის
ოდენობა კი დამოკიდებული იქნება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის
პროდუქციის ოდენობაზე და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ პირთა
რაოდენობასა და ხელფასების ოდენობაზე.
2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის
დადგენილი
საშემოსავლო
გადასახადისაგან
განთავისუფლების
შეღავათი.
კერძოდ,
თავისუფლდება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების
გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ
ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული
შემოსავალი. რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე აღნიშნული
შემოსავლებიდან ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობით.
პროექტის შესაბამისად 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება იმპორტის გადასახადში
არსებული შეღავათი, რომელიც შეეხება თამბაქოს ნედლეულის იმპორტს; საქართველოში
თამბაქოს
ნედლეულის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
გათავისუფლების
საშემოსავლო
გადავადებას
ნაწილზე.
უარყოფითი
აღნიშნული
გავლენა
საქონლის
ექნება
იმპორტთან
დაკავშირებით ბოლო 2 წლის მონაცემების მიხედვით სახელმწიფო ვერ მიიღებს საშუალოდ 1
391 450 ლარის ოდენობის შემოსავალს წლიურად.
ასევე, პროექტის შესაბამისად 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება 2023 წლის 1
იანვრამდე მოქმედი წესი, რომლის თანახმად ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის
საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო
ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით,
თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის
ნაწილში
ნებისმიერი
უწყვეტი
12
კალენდარული
თვის
განმავლობაში
მის
მიერ
განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება. ფიზიკური
პირისთვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება
მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
განაკვეთი
განისაზღვრება
დაბეგვრის
ობიექტის
(ოთახის)
მიხედვით
და
ხოლო
შეადგენს
კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. აღნიშნულ ცვლილებას დადებითი
გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე, ვინაიდან ფიქსირებული გადასახადის გამოთვლის
სიმარტივისა და ეფექტური ადმინისტრირების გამო გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობები.
2024
წლის
1
იანვრამდე
გადავადდება
სადაზღვევო
ორგანიზაციის
მოგების
გადასახადით დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადასვლის დებულებები და მისთვის მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
გამოქვითვების თანხებს შორის. აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტზე, ესტონური მოდელის ძირითადი პრინციპის გამო (თუ არ ანაწილებს მოგებას არ
იხდის დივიდენდზე გადასახადს).
ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილება, მათ მიერ
გაცემულ დივიდენდზე
გადასახადის გაუქმება,
აგრეთვე ერთობლივი შემოსავლიდან
ცალკეული ხარჯების გამოქვითვის პრინციპის ცვლილება გავლენას არ იქონიებს 2023 წლის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რადგან 2023 წლის ბიუჯეტში გადახდილი მოგება
მიიმართება 2022 წელს გენერირებული მოგების მიხედვით, მოგების გადასახადის დაბეგვრის
არსებული მოდელის გათვალისწინებით.
2023
წლის
1
იანვრიდან
ფინანსური
ინსტიტუტების
(გარდა
სადაზღვეო
ორგანიზაციებისა) დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში, ბიუჯეტის
დანაკარგი დაახლოებით შეადგენდა 127 მლნ ლარს (138 მლნ ლარი-16 მლნ ლარი). კერძოდ,
დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნული სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელების მიერ
2017-2021 წლებში არსებული დაბეგვრის სისტემით საშუალოდ წელიწადში დეკლარირებული
მოგების გადასახადი (138.5 მლნ ლარი) შეუდარდა საშუალოდ წლიურ მოგების გადასახადს,
რომელიც დადეკლარირდებოდა იმავე პერიოდში ესტონური მოდელის არსებობის შემთხვევაში
(11.6 მლნ ლარი). შეფასება მომზადებულია გარკვეული დაშვებების საფუძველზე. კერძოდ,
ივარაუდება, რომ 2017-2021 წლებთან შედარებით არსებითად არ შეიცვლება ზემოაღნიშნული
გადასახადის გადამხდელების ბიზნესის გარემო და დივიდენდების განაწილების პოლიტიკა.
რაც შეეხება ფინანსური ინსტიტუტებისთვის (გათვლებში გამოყენებულია 14 ბანკის, 182
სესხის გამცემი სუბიექტის, 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 1 საკრედიტო კავშირის
მონაცემები) მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილებას და მათ
მიერ გაცემულ
დივიდენდზე გადასახადის გაუქმების გავლენას 2024 წლის საბიუჯეტო შემოსავლებზე. 2021
წელს ფინანსურ
ინსტიტუტების მიერ გენერირებული დასაბეგრი მოგება შეადგენდა
დაახლოებით 1,732 მლრდ ლარს. არსებული საგადასახადო სისტემით საფინანსო სექტორს
მოგების გადასახადში უნდა მიემართა 260 (1.732*0.15) მლნ ლარი და დივიდენდის სახით კი 74
(1.732*0.85*0.05) მლნ ლარი. ახალი განაკვეთის პირობებში ბიუჯეტში გენერირებული იქნებოდა
346 მლნ ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური ინსტიტუტები წინა წლების
განმავლობაში თითქმის არ ანაწილებდნენ მიღებულ მოგებას, საბიუჯეტო შემოსავლები
გაიზრდება დაახლოებით 86 (346-260) მლნ. ლარით, ხოლო იმ დაშვებით, რომ ფინანსური
ინსტიტუტები წინა წლებში ანაწილებდნენ კუთვნილ მოგებას აღნიშნული ცვლილების
დადებითი ეფექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქნება 12(346-260-74). მლნ. ლარი.
სსკ-ის
109-ე
მუხლის
ახალი
რედაქციის
დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და
ამოქმედების
შესაბამისად,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის,
საბანკო
ერთობლივი
შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების
შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი დასაბეგრი მოგება
(ნაშთების სხვაობის ეფექტი გადასახადებზე (ერთჯერადი)) 2022 წლის საპროგნოზო
მონაცემების მიხედვით დაახლოებით იზრდება 1 152 444 475 (ერთი მილიარდ 152 მილიონით),
შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში 15 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის შემთხევაში 2024
წლის 1 აპრილისთვის ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადი იზრდება 172 866 671
ლარით.
ამასთან,
ორგანიზაციის,
საბანკო
დაწესებულების,
საკრედიტო
კავშირის
და
მიკროსაფინანსო
ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების
გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წლის საპროგნოზო
მონაცემების მიხედვით, სხვაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და IFRS-ის
მიხედვით გამოანგარიშებულ რეზერვებს შორის საშუალოდ წლიურად შეადგენს 167 649 352
ლარს, შესაბამისად, 2024 წლის 1 აპრილისთვის შესაბამისი დადებითი სხვაობა მოგების
გადასახადის ნაწილში შეადგენს 33 529 870 ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
შედეგები
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
კანონპროექტით
მოსალოდნელი
იმ
პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს სსკ-ით გათვალისწინებული 2023წლის 1 ინავრმადე
მოქმედი ზოგიერთი შეღავათის გაგრძელება 2026 წლის 1 იანვრამდე. რაც დადებითად აისახბა
პირებზე, რომლებზეც იგი ვრცელდება.
კერძოდ, გადაიწევს შეღავათი, რომლის თანახმად საშემოსავლო/მოგების გადასახადით
დაბეგვრისაგან
თავისუფლდება
სასოფლო-სამეურნეო
წარმოებაში
დასაქმებული
პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის
განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ
აღემატება . ამასთან, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში
გაცემული ხელფასებისათვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.
ყოველივე აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში
დასაქმებულ პირებზე, რადგან მათ არ მოუწევთ გადასახადების გადახდა.
2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის
დადგენილი
საშემოსავლო
გადასახადისაგან
განთავისუფლების
შეღავათი.
კერძოდ,
თავისუფლდება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების
გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ
ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული
შემოსავალი. რაც დადებით გავლენას მოახდენს აღნიშნულ პირებზე, რადგან მათ არ მოუწევთ
საშემოსავლო გადასახადის გადახდა.
პროექტის შესაბამისად 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება იმპორტის გადასახადში
არსებული შეღავათი, რომელიც შეეხება თამბაქოს ნედლეულის იმპორტს; საქართველოში
თამბაქოს ნედლეულის გათავისუფლების გადავადებას დადებითი ფინანსური გავლენა ექნება
იმ პირებზე რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული საქონლის იმპორტს. აღნიშნული საქონლის
იმპორტთან დაკავშირებით ბოლო 2 წლის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ პირებს
(ჯამურად) არ მოუწევთ საშუალოდ 1 391 450 ლარის ოდენობის იმპორტის გადასახადის
გადახდა წლიურად.
ასევე, პროექტის შესაბამისად 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება 2023 წლის 1
იანვრამდე მოქმედი წესი, რომლის თანახმად ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის
საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო
ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით,
თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის
ნაწილში
ნებისმიერი
უწყვეტი
12
კალენდარული
თვის
განმავლობაში
მის
მიერ
განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება . ფიზიკური
პირისთვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება
მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
განაკვეთი
განისაზღვრება
დაბეგვრის
ობიექტის
(ოთახის)
მიხედვით
და
ხოლო
შეადგენს
კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. ცვლილება დადებით გავლენას იქონიებს
ასეთ პირებზე, ვინაიდან მათ არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა ზოგადი წესის
მიხედვით, რომელიც შეადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალის 20 პროცენტს.
2024
წლის
1
იანვრამდე
გადავადდება
სადაზღვევო
ორგანიზაციის
მოგების
გადასახადით დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადასვლის დებულებები და მისთვის მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
გამოქვითვების თანხებს შორის. აღნიშნული უარყოფით ფინანსურ გავლენას იქონიებს
სადაზღვევო ორგანიზაციებზე.
ასევე კანონპროექტით გათვალისწინებულია 2026 წლის 1 იანვრამდე საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან იმ ფიზიკური პირთა გათავისუფლება,
რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ
საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო
ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს
მცირე
ბიზნესის
სტატუსი
ან
რომელიც
დარეგისტრირებულია
ან
ვალდებულია
დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ასევე 2018 წლის 1
იანვრამდე ბაზრობის ორგანიზების განმახორციელებელი პირი ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა
ვალდებული იქნება 2026 წლის 1 იანვრამდე სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე
განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით.
აღნიშნული დადებითად იმოქმედებს აღნიშნულ პირებზე, ვინაიდან მათ არ მოუწევთ
საკონტროლო-სალარო აპარატების შეძენა და მათი საშუალებით შემოსავლების აღრიცხვა.
კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა
მოგების დაბეგვრასთან დაკავშირებული ცვლილება იმოქმედებს აღნიშნულ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე. კერძოდ:
ფინანსური
ინსტიტუტებისთვის
(გარდა
სადაზღვეო
ორგანიზაციისა)
მოგების
გადასახადის განაკვეთის ცვლილება, მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე გადასახადის გაუქმება,
აგრეთვე ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯების გამოქვითვის პრინციპის ცვლილება
გავლენას არ იქონიებს აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტებზე 2023 წლის განმავლობაში, რადგან
2023 წლის მოგების გადასახადი ბიუჯეტში მიემარტება 2022 წლის გენერირებული მოგების
მიხედვით, მოგების გადასახადის არსებული მოდელის გათვალისწინებით.
რაც შეეხება, ფინანსური ინსტიტუტებისთვის (გარდა სადაზღვეო ორგანიზაციებისა)
მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილებას და მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე
გადასახადის გაუქმების გავლენას მათზე 2024 წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით,
რომ აღნიშნული პირები წინა წლების განმავლობაში არ ანაწილებდნენ მიღებულ მოგებას, მათი
დანახარჯები მოგების გადასახადის სახით გაიზრდება დაახლოებით 86 მლნ. ლარით, ხოლო იმ
დაშვებით, რომ ეს პირები წინა წლებში ანაწილებდნენ კუთვნილ მოგებას, აღნიშნული
ცვლილებით მათი დანახარჯები მოგების გადასახადის სახით გაიზრდება 12 მლნ. ლარით.
გარდა ამისა, სსკ-ის 109-ე მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედების შესაბამისად, საბანკო
დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის,
ერთობლივი
შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების
შედეგებიდან გამომდინარე,
2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი აღნიშნული
პირების დასაბეგრი მოგება (ნაშთების სხვაობის ეფექტი გადასახადებზე (ერთჯერადი)) 2022
წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით დაახლოებით იზრდება 1 152 444 475 (ერთი
მილიარდ 152 მილიონით), შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში 15 პროცენტიანი განაკვეთით
დაბეგვრის შემთხევაში 2024 წლის 1 აპრილისთვის მათი დანახარჯები მოგების გადასახადის
სახით იზრდება 172 866 671 ლარით.
ამასთან,
ორგანიზაციის,
საბანკო
დაწესებულების,
საკრედიტო
კავშირის
და
მიკროსაფინანსო
ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების
გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წლის საპროგნოზო
მონაცემების მიხედვით, სხვაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და IFRS-ის
მიხედვით გამოანგარიშებულ რეზერვებს შორის სხვაობა საშუალოდ წლიურად შეადგენს
167 649 352 ლარს, შესაბამისად, 2024 წლის 1 აპრილისთვის აღნიშნული პირების დანახარჯი
მოგების გადასახადის ნაწილში გაიზრდება 33 529 870 ლარით.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის
ან
ბიუჯეტში
სხვა
სახის
და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
მოქმედი კანონმდებლობით 2023 წლამდე საბანკო დაწესებულების, საკრედიტო
კავშირის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა
და
სესხის
გამცემი
სუბიექტის
მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ
ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული სუბიექტების მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი
2023 წლიდან აღარ შეიცვლება.
კანონპროექტის შესაბამისად იცვლება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მოგების გადასახადის
განაკვეთი. კანონპროექტის მიხედვით საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება დაიბეგრება
20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა. ამავე დროს აღნიშნული სუბიექტების მიერ 2023 წლის
და შემდგომ პერიოდების კუთვნილი მოგებიდან გაცემული დივიდენდი აღარ დაიბეგრება, რაც
დღეს მოქმედი კანონმდებლობით იბეგრება 5 პროცენტით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას არ მოახდენს ბავშვის
უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული რომელიმე ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.