„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/230/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 213-ე მუხლის: ა) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2026 წლის 1 იანვრამდე იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო გათანაბრებული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების წარმომადგენლობებისა სამსახურებრივი და მათთან სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. 7. ოქროს სიაში შეყვანით პირს 2026 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.“; ბ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა. 10. 2026 წლის 1 იანვრამდე საბაჟო ორგანოსთვის ამ კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება.“. 2. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. ამ კოდექსის X წიგნის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. მისი მომზადება განპირობებულია საქართველოს საბაჟო კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, აგრეთვე მიზნად ისახავს საქართველოს საბაჟო კოდექსში არსებული გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ამოქმედების გადავადებას, რაც შესაძლებლობას მისცემს საბაჟო ფორმალობებში ჩართულ პირებს უკეთ მოახდინონ ადაპტირება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა საქართველოს საბაჟო კოდექსის მოქმედი დებულებები შესაბამისობაში მოვიდეს კანონპროქტთან „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანმდევ კანონპროექტსაც იგი წარმოადგენს. ასევე კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის სხვა გარდამავალი და დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლების გადავადება/მოქმედების შეჩერება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება შეუსაბამობა საქართველოს საბაჟო კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ დებულებებს შორის, ასევე განხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსში გარდამავალი და დასკვნითი დებულებების მარეგულირებელი მუხლებით გათვალისწინებული ვადების გადავადება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: 1. საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნი, რომლის ამოქმედება შეჩერებულია 2023 წლის 1 იანვრამდე, ითვალისწინებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების დებულებებს. აღნიშნული წიგნი შედგება 32 მუხლისაგან და ითვალისწინებს ისეთი სახის შეღავათებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქონელს ენიჭება მისი საქართველოში შემოტანის მიზნიდან გამომდინარე. საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი საქონელი, რომელიც საქართველოში შემოტანილ იქნა გადასახადისაგან (მათ შორის არა მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან) გათავისუფლებით, მისი შემოტანის მიზნიდან გამომდინარე, ექცევა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და გრძელვადიან პერიოდში საბაჟო ორგანომ უნდა აკონტროლოს ამ საქონლის მიზნობრივად გამოყენების სისწორე. იმისათვის, რომ საბაჟო ორგანომ სრულყოფილად განახორციელოს ახალი შეღავათების გამოყენების ადმინისტრირება, აუცილებელია გათავისუფლების ახალ სისტემაზე გადასვლამდე სრულად იქნეს გამართული მისი ყველა კომპონენტი, კერძოდ, შესაბამის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საქონლის გაშვების შემდგომ მისი მიზნობრივად გამოყენების ადმინისტრირება და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების დებულებების ამოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე. 2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობა, როგორც წესი, ხორციელდება ქვეყნის სასაზღვრო ზოლში და იქ რეალიზებული საქონელი თავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არაპირდაპირი გადასახადებისგან. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სასაზღვრო ზოლის გარეთ საქმიანობის შესაძლებლობას. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 1 სექტემბერს, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტმა, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო ზოლში, საქმიანობა შესაძლებელია განახორციელოს 2023 წლის 1 იანვრამდე. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში, 2026 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდება შესაძლებლობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რითაც ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მიეცემათ მეტი დრო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად. 3. 213-ე მუხლის მე-7 ნაწილის ახალი რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი, „ოქროს სიის“ მარეგულირებელ ნორმის მოქმედების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს აღნიშნული სისტემის სრულყოფილი ამოქმედება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებით ათეული წელია იცნობს „ოქროს სიის“ დეფინიციას, რომლის მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მსგავსად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით და სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც ინტენსიურად ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ (მათ შორის, თანამშრომლების მომზადება გადამზადება, ევროპული პრაქტიკის გაზიარება, კერძო სექტორთან, ძირითადად „ოქროს სიის“ მონაწილეებთან კომუნიკაცია და მათი მომზადება ახალ სისტემაში ადაპტირებისათვის და ა.შ). მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არ იმოქმედებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სრულყოფილი სისტემა, „ოქროს სიის“ მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით. 4. 213-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების ახალი რედაქცია ითვალისწინებს საქონლის საქართველოში შემოტანასთან ან საქონლის საქართველოდან გატანასთან დაკავშირებით ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას 2026 წლის 1 იანვრამდე. საქონლის შემოტანისას/გატანისას ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა დადგენილ იქნა 2019 წლის სექტემბრიდან ამოქმედებული საქართველოს საბაჟო კოდექსით, თუმცა აღნიშნული დებულებებია აქამდე არ ამოქმედებულა. გარდა პროგრამული უზრუნველყოფისა აუცილებელია გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების სწავლება და შესაბამისად, ტექნიკური მომზადება, რათა მათ შეძლონ საბაჟო ორგანოს ელექტრონულ სისტემაში ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენა. ვინაიდან, აღნიშული აქტივობები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად და არ არის დამოკიდებული ახალ სისტემაზე გადასასვლელად მხოლოდ საბაჟო ორგანოს მხრიდან მზაობაზე, მიზანშეწონილია აღნიშნული დებულებების ამოქმედება გადავადდეს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან, კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტს, შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ მიზანშეწონილია ამოქმედების თარიღი განისაზღვროს ამ უკანასკნელის მსგავსად - 2023 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და დაკავშირებულია აღნიშნული კანონპროექტის მიღებასთან, რომლის განხილვისთვისაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების ამოქმედების შეჩერების ნაწილში კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან შენარჩუნდება იმპორტის გადასახადისაგან განთავისუფლების საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედი შეღავათები და 2026 წლის 1 იანვრისთვის გადაიწევს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შინაარსობრივად ახალი და უფრო ფართო შეღავათები, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი პირი ისარგებლებს გათვალისწინებული შეღავათებით. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტთან დაკავშირებული ცვლილების ნაწილში კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ხდება იმ რეგულაციის გადავადება, რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის და ნაცვლად არსებული 2023 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით შესაძლებელი იქნება რეალიზებულ იქნეს უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. შესაბამისად საქონლის რეალიზაციისგან მიღებული თანხებიდან შესაბამისი გადასახადი (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ) არ გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებიდან თბილისსა და ბათუმში, 2021 წელს რეალიზებულ იქნა 7,361,851.72 ლარის ღირებულის საქონელი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის შესაბამისად, ხდება საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების შეჩერება, ვინაიდან საბაჟო ორგანოს მხრიდან ახალი შეღავათების გამოყენების ადმინისტრირების სრულყოფილად განსახორციელებლად, აუცილებელია გათავისუფლების ახალ სისტემაზე გადასვლამდე სრულად იქნეს გამართული მისი ყველა კომპონენტი, კერძოდ, შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საქონლის გაშვების შემდგომ მისი მიზნობრივად გამოყენების ადმინისტრირება და სხვა, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან და დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან, შესაბამისად აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს აღნიშნული სისტემის სრულყოფილი ამოქმედება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებით ათეული წელია იცნობს „ოქროს სიის“ დეფინიციას, რომლის მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მსგავსად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და სხვადასხვა პროცედურული ბენეფიტებით. სწორედ არსებული „ოქროს სიის“ მონაწილეები მოიაზრებიან პირებად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად აუცილებელ მოთხოვნებს. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ამოქმედებისათვის, გარდა საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც ინტენსიურად ხორციელდება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ (მათ შორის, თანამშრომლების მომზადება გადამზადება, ევროპული პრაქტიკის გაზიარება, კერძო ბიზნესთან, ძირითადად „ოქროს სიის“ მონაწილეებთან კომუნიკაცია და მათი მომზადება ახალ სისტემაში ადაპტირებისათვის და ა.შ), აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და დაფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან. . ერთ-ერთი სიახლე, რომლის ამოქმედების გადავადებასაც ითვალისწინებს პროექტი არის საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის და საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარდგენის შესაძლებლობა. არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია საქონლის საქართველოში შემოტანამდე/გატანამდე ზოგადი დეკლარირების წინასწარ განხორციელება. საქონლის საზღვარზე წარდგენისას გადამზიდავის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მებაჟე თავად ახორციელებს შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის (აღრიცხვის მოწმობა) შევსებას, რაც ითვლება ზოგად დეკლარირებად. აღნიშნული იწვევს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში გარკვეული დროით ტვირთის შეყოვნებას. ახალი წესებით საქონლის შემოტანისას/გატანისას ზოგადი დეკლარირება წინასწარ, საქონლის წარდგენამდე, უნდა განახორციელოს საქონლის გადამზიდავმა. აღნიშნულის განსახორციელებლად, გარდა პროგრამული უზრუნველყოფისა აუცილებელია გადამზიდავი კომპანიების დატრენინგება და შესაბამისად მომზადება რათა მათ შეძლონ საბაჟო ორგანოს ელექტრონულ სისტემაში ზოგადი დეკლარაციის წინასწარ წარმოდგენა. აღნიშნული დამატებით გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ღონისძიებები უკვე ხორციელდება და ფინანსდება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილი შეღავათების შეჩერების ნაწილში კანონპროექტის მიღება უარყოფით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებისთვისაც საბაჟო კოდექსი ითვალისწინებდა ახალი შეღავათების ამოქმედებას 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ახალი შეღავათები უფრო ფართო და მრავალფეროვანია.. კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე, რომლებიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, ვინაიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად დღეს არსებული 2023 წლის 1 იანვრისა, გადაიწევს ვადა, რა ვადაშიც შესაძლებლობა აქვთ უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის მათზე საცალო წესით გაყიდონ უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე ან/და საქართველოს საქონელი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში მდებარე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებიდან რეალიზებულ იქნა 7,361,851.72 ლარის ღირებულის საქონელი. კანონპროექტი ასევე დადებითად იმოქმედებს „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირებზე, ვინაიდან, მათ 2026 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდებათ უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით. შესაბამისად, აღნიშნული პირები დაზოგავენ დროს და მატერიალურ რესურსს. კანონპროექტის შესაბამისად, ასევე ფულად და დროით რესურსს (ადმინისტრაციული ტვირთი) დაზოგავენ ის პირები, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანენ ან გაიტანენ საქონელს, ვინაიდან პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია იმ ვადის გადაწევა 2026 წლის 1 იანვრამდე, რომელიც გულისხმობს, რომ პირებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა ჩაეთვლებათ ზოგადი დეკლარაციის წარდგენად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.