„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/230/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-10 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 ნაწილი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსახორციელებელი ცვლილებით და ცვლილებასთან მიზნად ისახავს აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს N5092-IIს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) შესაბამისობაში მოყვანას. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს #5092-IIს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) პირველი მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამოღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 109-ე მუხლი. აღნიშნული ცვლილება, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მომზადებულ იქნა ახალი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სსკ-ის 109-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას (ეს ცვლილებაც ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან), საჭიროა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს #5092-IIს კანონიდან (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) ამოღებულ იქნეს ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სსკ-ის 109 მუხლის ამოღებას. აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო აქტების ურთიერთშესაბამისობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს #5092-IIს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს N5092-IIს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) შესაბამისობაში მოვა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს #5092-IIს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123), რომლის თანახმად: 1. ამოღებულ იქნება პირველი მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სსკ-იდან 109 მუხლის ამოღებას; 2. მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-18 ნაწილების 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებას, ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და ამ ნორმიდან ამოღებულ იქნება მითითება პირველი მუხლის მე-10 ნაწილზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ამასთან ცვლილება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, ვინაიდან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს N5092-IIს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვრიდან და მნიშვნელოვანია აღნიშნულ კანონში ცვლილება განხორციელდეს მის ამოქმედებამდე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცედურები წარიმართოს ასევე დაჩქარებული წესით, რადგან იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დაფინანსებასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი დასაბეგრი მოგება (ნაშთების სხვაობის ეფექტი გადასახადებზე (ერთჯერადი)) 2022 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით დაახლოებით იზრდება 1 152 444 475 (ერთი მილიარდ 152 მილიონით), შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში 15 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის შემთხევაში 2024 წლის 1 აპრილისთვის ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადი იზრდება 172 866 671 ლარით. ამასთან, ორგანიზაციის, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, სხვაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და IFRS-ის მიხედვით გამოანგარიშებულ რეზერვებს შორის საშუალოდ წლიურად შეადგენს 167 649 352 ლარს, შესაბამისად, 2024 წლის 1 აპრილისთვის შესაბამისი დადებითი სხვაობა მოგების გადასახადის ნაწილში შეადგენს 33 529 870 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი აღნიშნული პირების დასაბეგრი მოგება (ნაშთების სხვაობის ეფექტი გადასახადებზე (ერთჯერადი)) 2022 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით დაახლოებით იზრდება 1 152 444 475 (ერთი მილიარდ 152 მილიონით), შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში 15 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის შემთხევაში 2024 წლის 1 აპრილისთვის მათი დანახარჯები მოგების გადასახადის სახით იზრდება 172 866 671 ლარით. ამასთან, ორგანიზაციის, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, სხვაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და IFRS-ის მიხედვით გამოანგარიშებულ რეზერვებს შორის სხვაობა საშუალოდ წლიურად შეადგენს 167 649 352 ლარს, შესაბამისად, 2024 წლის 1 აპრილისთვის აღნიშნული პირების დანახარჯი მოგების გადასახადის ნაწილში გაიზრდება 33 529 870 ლარით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ან ბიუჯეტში სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო და მრავალმხრივ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.