„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი
ნომერი
#07-3/274/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლის 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და/ან ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერსა ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის, ამ კანონის მე-10 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებასა და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ სარგებლობის ლიცენზიაში.“ 2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტი: „31. ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებები, რომელზეც არც ერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება, შეიძლება, სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ხელმოწერის ბონუსის გადახდის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებითა და წესით, ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და/ან ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის მიზნით, ტენდერისა და/ან აუქციონის გარეშე, გადაეცეს ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, თუ: ა) ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და გადადის თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე, და/ან ბ) ფართობზე დაგეგმილი კონკრეტული ნავთობისა და გაზის ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისათვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე, და/ან გ) თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების ინვესტორისთვის გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. 3 2. ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებების ამ მუხლის 31 პუნქტით მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა იმ ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადების წარმოსადგენად. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით (შემდგომში - „ასოცირების შეთანხმება“) საქართველომ იკისრა „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ“ 1994 წლის 30 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 94/22/EC დირექტივის (შემდგომში - დირექტივა) დებულებების შესრულების ვალდებულება (ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 300, დანართი XXV, ნახშირწყალბადის რესურსების ძიება და მოპოვება). აღსანიშნავია, რომ ნახშირწყალბადების რესურსების ძებნა-ძიება და მოპოვება უმთავრესად რეგულირდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესებით“. ეს აქტები შესაბამისობაშია დირექტივის დებულებებთან. კერძოდ, კანონით გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გაცემა ტენდერის ან აუქციონის გზით, ხოლო წესებში მოცემულია ტენდერის და აუქციონის ჩატარების დეტალური პროცედურები. ამასთან, დირექტივის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს შეუძლია არ გამოიყენოს დირექტივის ზემოხსენებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, თუ გეოლოგიური და მოპოვების მოსაზრებებიდან გამომდინარე გამართლებულია ნებართვის მინიჭება მოსაზღვრე ფართობზე ანალოგიური ნებართვის მქონე პირისთვის. იმ პირობით, რომ ყველა მომიჯნავე ფართობზე საქმიანობის ნებართვის მფლობელს, დაინტერესების შემთხვევაში, აქვს განაცხადის წარმოდგენის საშუალება. სწორად აღნიშნული შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა წარმოდგენილი ცვლილების პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, დღეის მდგომარეობით „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭების საკითხი მხოლოდ ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გზით, რაც რთული, ხანგრძლივი და დროში გაწერილი პროცედურაა, წინამდებარე კანონპროექტით დადგინდება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გამართლებულია ტენდერის/აუქციონის გარეშე ლიცენზიის გაცემა მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრება წინაპირობები, რომლთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული ცვლილებების პროექტით დგინდება ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებები, რომელზეც არც ერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება. სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ხელმოწერის ბონუსის გადახდის საფუძველზე და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებითა და წესით, ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და/ან ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის მიზნით, ტენდერისა და/ან აუქციონის გარეშე, გადაეცეს ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, თუ: ა) ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და გადადის თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე, და/ან ბ) ფართობზე დაგეგმილი კონკრეტული ნავთობისა და გაზის ოპერაციის განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისათვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე, და/ან გ) თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების ინვესტორისთვის გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამასთან, ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა იმ ინვესტორს, რომლის ფართობი უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადების წარმოსადგენად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან მოქმედი კანონმდებლობაც ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბონუსის გადახდას, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბონუსის ოდენობა როგორც ამჟამად, ასევე ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ განისაზღვრება ინდივიდუალურად, ინვესტორის მიერ დაკავებულ ფართობზე ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის/რეზერვების შეფასების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინების შედეგად. კანონპროექტის მიღების შედეგად სააგენტოს მოაკლდება ტენდერში მონაწილე ინვესტორების მიერ ტენდერში მონაწილეობის საფასურის სახით გადახდილი თანხები იმ პირებისგან, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების ქვეშ. ეს საფასური შეადგენს თითოეული მონაწილისთვის 10 000 ლარს და მიიმართება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ან/და კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხარჯების დაზოგვის კუთხით, რადგან აღარ იქნება საჭირო კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტენდერის ან/და აუქციონის ჩატარება. სააგენტო ღია საერთაშორისო ტენდერებს აცხადებდა დაახლოვებით წელიწადში ორჯერ და ტენდერთან დაკავშირებულ ინფორმაციას აქვეყნებს საერთაშორისოდ აღიარებულ საინფორმაციო წყაროებში. ასეთ შემთხვევებში კი, სააგენტოს აღარ მოუწევს ტენდერის/აუქციონის საერთაშორისოდ აღიარებულ საინფორმაციო წყაროებზე გამოქვეყნება, რომლის საფასურიც შესაძლოა მერყეობდეს 3000 ლარის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ლიცენზიის მაძიებელს მოქმედი კანონმდებლობითაც ეკისრება ვალდებულება წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული ბონუსის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდასთან დაკავშირებით, რაც ამ კანონის მიღების შემდეგაც გაგრძელდება. ბონუსის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ინვესტორის მიერ დაკავებულ ფართობზე ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის/რეზერვების შეფასების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინების შედეგად. მომიჯნავე ფართობის მფლობელ ლიცენზიის მაძიებლებს დაეზოგებათ ტენდერში მონაწილეობის საფასური, რომელიც თითოეული მათგანისთვის შეადგენს 10 000 ლარს. ის ფაქტი, რომ ლიცენზიის მაძიებლის არჩევა აღარ მოხდება ტენდერის/აუქციონის გზით, არ ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ ლიცენზიის მაძიებლებს არ ეყოლებათ კონკურენტები, რადგან შესაძლოა ერთსა და იმავე ფართობს ჰყავდეს მომიჯნავე ტერიტორიების რამდენიმე მფლობელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ეხება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი შეესაბამება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1994 წლის 30 მაისის 94/22/EC დირექტივას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან (მე-300 მუხლის მიხედვით, საქართველო ვალდებულია, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების XXV დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან). გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს 1994 წლის 30 მაისის 94/22/EC დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც მომზადდა წინამდებარე კანონპროექტი. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი.