„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი
ნომერი
#07-3/275/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს (www.matsne.gov.ge), კანონში 21.09.2020, (საქართველოს სარეგისტრაციო საკანონმდებლო კოდი: მაცნე 240140000.05.001.020181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17 1 მუხლის პირველი−მე-8 და მე-12 პუნქტებითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი: „3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) (შემდგომში - კანონი) ცვლილებები შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად შეიცვალა სააგენტოს სტურუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ - სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. (მუხლი 2-3). ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2023 წლის 1 თებერვლამდე. თუმცა, საქართველოს წინაშე არსებული რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა გადაიწიოს 2025 წლის პირველ იანვრამდე, რათა საჭირო არ გახდეს ბიუჯეტიდან დამატებითი, მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევა, რათა საბჭოს წევრების სახელფასო ფონდში შესატანი საბიუჯეტო რესურსი და საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის გასაწევი ერთჯერადი ხარჯები მოხმარდეს ქვეყანის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდეგ, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, საბიუჯეტო რესურსი, რომელიც 2023-2024 წელს უნდა მიმართულიყო საბჭოს წევრების თანამდებობრივი სარგოს და საბჭოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი 1 ხარჯების დაფარვისკენ, ამ ეტაპისათვის სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებებში იქნეს გამოყენებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საბჭოს მარეგულირებელი ნორმების, კერძოდ - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-19 პუნქტების ამოქმედების თარიღად ეთითება 2025 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2023 წლის 1 იანვრისა). ხოლო, პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ამოქმედების თარიღი რჩება უცვლელი (2023 წლის პირველი იანვარი). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონის პროექტის ძალაში შესვლა არ უკავშირდება სპეციალურ პრინციპს. კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 2 კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რესპუბლიკის წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ 2023-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება საბჭოს წევრების და მათი მძღოლების მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს წელიწადში დაახლოებით 84 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დღეის მდგომარეობით, სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომლის თანამდებობაც საბჭოს ნორმების ამოქმედების შემდეგ გაუქმდება და სააგენტოს ეყოლება კოლეგიური მმართველობის გათვალისწინებულია ორგანო. აღმასრულებელი ამასთან, დირექტორის საბჭოს პოზიცია გარდა, დამატებით (ადმინისტრაციული ფუნქციებით), რომლის სახელფასო ანაზღაურებაც, დაახლოებით იქნება სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის ანაზღაურების შესაბამისი (6500 ლარამდე). ამდენად, სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის და ახალი აღმასრულებელი დირექტორის სახელფასო ანაზღაურება არ იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული და არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თავის მხრივ, სააგენტოს ახალი მმართველობითი ორგანოს - საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღის გადაწევის შემდეგ დაიზოგება 2023-2024 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოსაყოფი თანხა. კერძოდ, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოხდება დაახლოებით 965 000 ლარის გამოყოფა (გამოიყოფა 2025 წელს): • თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის ხელფასი ჯამურად - 384 000 ლარი (საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6300 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის - 6600 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 6500 ლარს); საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი ჯამურად - 36 000 ლარი); • არაფინანსური აქტივებისთვის - (ავტომობილები) - 300 000 ლარი; • საქონლისა და მომსახურებისთვის - 145 000 ლარი (აქედან ინვენტარი - 60 000 ლარი; საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი); • სხვა ხარჯებისთვის - 30 000 ლარი; • იჯარა (საჭირო გახდება დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) – 70 000 ლარი; ხოლო, 2024 წლისათვის დაიზოგება დაახლოებით 600 000 ლარი (965 000 ლარს გამოაკლდება ავტომობილებისა და ინვენტარის ხარჯი) და მისი გამოყოფა საჭირო იქნება 2026 და მომდევნო წლებში. 3 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს გავლენა ექნება პოტენციურ საბჭოს წევრებზე. კერძოდ, აღნიშნულ პოზიციაზე მათი დასაქმება მოხდება 2025 წელს (ნაცვლად 2023 წლისა). შესაბამისად, 20232024 წლებში არ მოხდება მათზე შესაბამისი ანაზღაურების გაცემა (საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6300 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის - 6600 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 6500 ლარს). ამასთან, ცვლილება შეეხება სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის პოზიციასაც ვინაიდან 2023 წლიდან უნდა მომხდარიყო ამ თანამდებობის გაუქმება, თუმცა ამ კანონპროექტის თანახმად ეს განხორციელდება 2025 წლიდან და მისი უმეტესი ფუნქციები გადავა საბჭოზე. თავმჯდომარის პოზიციის გაუქმების შემდეგ გათვალისწინებულია აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის შექმნა (ადმინისტრაციული ფუნქციებით), რომლის სახელფასო ანაზღაურებაც, დაახლოებით იქნება სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის ანაზღაურების შესაბამისი (6500 ლარი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; 4 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში 5 ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი 6