„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი
ნომერი
#07-3/275/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ რეგლამენტის 1 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეიცვალა სააგენტოს სტურუქტურული მოწყობის ფორმა. კერძოდ - 2023 წლის პირველი იანვრიდან სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდება პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამეტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. კანონის შესაბამისად, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, ამავე კანონისმიერი დათქმის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის პირველ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საქართველოს წინაშე არსებული რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, ცვლილება შედის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში და საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2025 წლის პირველი იანვარი (ნაცვლად 2023 წლის პირველი იანვრისა). ამდენად, მიზანშეწონილია, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტში შევიდეს ცვლილება და საბჭოს წევრთა არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღად მიეთითოს 2025 წლის პირველი იანვარი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თავდაპირველ თარიღად 2023 წლის პირველი იანვრის განსაზღვრის გამო, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის ამოქმედების თარიღი იყო ასევე 2023 წლის პირველი იანვარი. ამდენად, ძირითად კანონში საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ცვლილების გამო, აუცილებელია მოხდეს რეგლამენტის სპეციალურ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს საქართველოს რეგლამენტში რეგლამენტის 186 ეროვნული პარლამენტის 1 რეგლამენტში განხორციელებული ცვლილების შეტანის ცვლილებების შესახებ“ შესაბამისად, და 204-ე მუხლებით განისაზღვრა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საბჭოს წევრების არჩევის და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ასევე, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს დაევალა 2023 წლის პირველ თებერვლამდე უზრუნველყოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. ამდენად, რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და ეთითება, რომ საქართველოს პარლამენტმა საბჭო უნდა დააკომპლექტოს 2025 წლის პირველ თებერვლამდე (ნაცვლად 2023 წლის თებერვლისა). ასევე, ცვლილება შედის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ეთითება, რომ საბჭოს წევრთა არჩევის და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება უნდა მოხდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებით; ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება რეგლამენტის პროექტი ძალაში ძალაში შესვლა არ უკავშირდება სპეციალურ პრინციპს. კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას). არ არის მოთხოვნილი. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით რეგლამენტის პროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა არ წარმოშობს ფინანსურ ვალდებულებებს ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება; რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან რეგლამენტის პროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ანტონ ობოლაშვილი