„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 322-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის
მოპოვების გამო დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, 2024 წლის 31
დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის
მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება 2018
წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე
მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“;
2. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის 302 და 311 მუხლები მოქმედებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის
რედაქცია ითვალისწინებს საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის
აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15
აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, - საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას. აღნიშნული უფლებებით სარგებლობის
შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით
განსაზღვრული აქვთ 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლება მაღალი
მოთხოვნით სარგებლობს საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებში, რასაც
ცხადყოფს 2018-2019 წლების სტატისტიკა. 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის
მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
(შემდგომ - სააგენტო) მიმართა 1935-მა, ხოლო 2019 წელს - 2044-მა საქართველოს ყოფილმა
მოქალაქემ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი 2018 წელს
ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ.
შემდგომ წლებში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის
მსურველთა რეალური რაოდენობის თაობაზე ზუსტი სტატისტიკა ვერ იარსებებს, რადგან 2020
წელს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო მსოფლიოში შექმნილმა
ვითარებამ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების დროებითი უფლების რეალიზაციაში, ვინაიდან ამ
უფლებებით სარგებლობით დაინტერესებულ პირთა ნაწილს არ ჰქონდა არც საქართველოს
საკონსულოსთვის მიმართვის და არც სააგენტოსთან ელექტრონული კომუნიკაციის
განხორციელების შესაძლებლობა, რადგან ეს უკანასკნელი სპეციალური ტექნიკური
აღჭურვილობის ფლობას საჭიროებს. შესაბამისად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის
აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ,
ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემცირდა საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნებისა და აღდგენის მსურველთა რაოდენობა.
ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის და
საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო
მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის
მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შენარჩუნდეს დროებითი უფლება მოითხოვონ,
შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 302
მუხლი ადგენს 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის
დადგენის პირობებს. აღნიშნული პირობების საფუძველზე მოქალაქეობის დასადგენად
საჭიროა კანონით განსაზღვრულ პერიოდში საქართველოში პირის ცხოვრების ფაქტის
დადასტურება.
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მექანიზმი საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. იმ
პირებისთვის კი, რომლებმაც ვერ დაიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა ამავე კანონის 302
მუხლის საფუძველზე, კანონის 311 მუხლი ადგენს მოქალაქეობის მოპოვების ხელსაყრელ,
გამარტივებულ პირობებს. კერძოდ, ამ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ საქართველოს
მოქალაქეობა სპეციალური წესით, თუ ისინი დადგენილ ფარგლებში ფლობენ სახელმწიფო
ენას, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებს და მათ მიმართ არ
არსებობს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის
საფუძვლები.
როგორც საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის
სპეციალური წესით მინიჭების შესაძლებლობა კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია
2022 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულმა რეგულაციებმა დადებითი ზეგავლენა მოახდინეს და
ხელი შეუწყვეს მოქალაქეობის არმქონე პირების რაოდენობის შემცირებას საქართველოში.
ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, ცალსახად
დასახელებული ნორმების მოქმედების ვადის გახანგრძლივება.
მიზანშეწონილია
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოქალაქეობის დადგენის არსებული მექანიზმი დიდ
მოწონებას იმსახურებს უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლების
მხრიდანაც და ისინი გამოთქვამენ სურვილს ამ მექანიზმის მოქმედების ვადის გაგრძელების
თაობაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება აუცილებელია, რათა საქართველოს
მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული
გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო
დაკარგვის თაობაზე ან რომელთაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მიღების გამო, შეუნარჩუნდეთ უფლება მოითხოვონ საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნება ან აღდგენა. ცვლილება აუცილებელია იმ მიზნითაც, რომ 1993
წლამდე დაბადებულ პირებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმართონ სააგენტოს
საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად და სპეციალური წესით საქართველოს
მოქალაქეობის მისანიჭებლად, რაც შეამცირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე
პირთა რაოდენობას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე
მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული
გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო
დაკარგვის თაობაზე, მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან
შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. ასევე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს,
რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2024
წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და
მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს
მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად, რაც გააგრძელებს საქართველოში
მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების ტენდენციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებას კანონის 322 მუხლის პირველსა და
მე-6 პუნქტებში, რომლის მიხედვით საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ
მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული
გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო
დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით
მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრიდან
გაუხანგრძლივდებათ 2024 წლის 31 დეკემბრამდე.
კანონპროექტით ასევე 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე
ხანგრძლივდება კანონის 302 და 311 მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენენ 1993
წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედება არ მოითხოვს წინასწარ, მოსამზადებელ ღონისძიებებს,
შესაბამისად, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის სხვა წესების
გამოყენების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კანონის მიღება და მისი ამოქმედება 2022
წლის 31 დეკემბრამდე, რა დროსაც იწურება კანონპროექტში მითითებული ნორმების
მოქმედების ვადა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტის მიღების შედეგად საჭირო ხარჯების დაფინანსების წყაროა სააგენტოს
ასიგნებები საკუთარი შემოსულობების სახით და მუნიციპალიტეტების ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის და ასევე სააგენტოს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განცხადებების საფასურის კუთხით, ვინაიდან შესაბამის
პირებს, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების
მოთხოვნით, მოუწევთ შესაბამისი მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდა.
მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელი იქნება 325 ლარი, ხოლო
მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შემთხვევაში საფასური შეადგენს 65 ლარს.
საფასურის სახით გადახდილი ეს თანხები მიემართება სააგენტოს ბიუჯეტში. ცვლილება
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევიდან მიღებული შემოსავლებიდან გადასახდელი 10%-ის სახით. ხოლო დღგ-ს სახით
გადასახდელი აისახება სახელმწიფო ბიუჯეტისა და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო
ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის რაოდენობაზე.
რაც შეეხება გასული წლების მიმართვიანობის სტატისტიკას, 2018 წელს საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1935-მა, ხოლო 2019 წელს - 2044-მა
საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი
უფლებით კი 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ.
შემდგომ წლებში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის
მსურველთა რეალური რაოდენობის თაობაზე ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან 2020
წელს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო მსოფლიოში შექმნილმა
ვითარებამ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების დროებითი უფლების რეალიზაციაში. 2020 წელს
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა
საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემცირდა
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მსურველთა რაოდენობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
მუნიციპალიტეტები გასცემენ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და
კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას. ამ მომსახურებისთვის გაწეული
ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ასიგნებების ფარგლებში. ხარჯების
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მიმართვიანობის რაოდენობაზე. ასევე, ხარჯები,
რომლებიც საჭირო იქნება სააგენტოს მიერ მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის ან
მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების პროცედურების მომსახურებისთვის,
დაფინანსდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკუთარი
შემოსავლებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით განსაზღვრულ პირებზე,
რომლებიც მიმართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის ან
სპეციალური წესით მინიჭების მოთხოვნით, ვინაიდან მათ მოუწევთ მომსახურების შესაბამისი
საფასურის (500 ლარი, 325 ლარი, 65 ლარი) გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურთან,
საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა
ღუდუშაური, გივი ჭიჭინაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა
ღუდუშაური, გივი ჭიჭინაძე.