„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ~
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 10
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) დაემატოს შემდეგი შინაარსის
1417 მუხლი:
„მუხლი 1417. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების
დროებითი წესი
1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ექსპლუატაციაში
მიიღოს
ქალაქ
ბათუმის
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ
საზღვრებში
მშენებლობადამთავრებული
შენობა-ნაგებობა,
მათ
შორის,
შენობა-ნაგებობების
კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი
(შემდგომ − ობიექტი), რომელზედაც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა და რომლის
მშენებლობა წარმოებულია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით (მათ
შორის, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური
ზონირების დარღვევით) ან შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე. ეს ნაწილი ვრცელდება აგრეთვე იმ
ობიექტზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა მისი
მშენებლობა დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების
დეტალური გეგმის არეალშია წარმოებული, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის
ნაკვეთებზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე (გარდა
კომერციული დანიშნულების ობიექტისა), რომლებიც არ სცდება II კლასის შენობანაგებობის მახასიათებლებს, არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა/შეტყობინება და
წარმოებულია მშენებლობა.
2. ექსპლუატაციაში მიღება ეხება იმ ობიექტს, რომელზედაც გაცემულია ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვა და რომლის
მშენებლობა, 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, დამთავრებულია, აგრეთვე იმ
ობიექტს, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი
დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის
არეალშია განთავსებული და მისი მშენებლობა, 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით,
დამთავრებულია. ექსპლუატაციაში მიღება ეხება ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ
მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს (გარდა
კომერციული დანიშნულების ობიექტებისა), რომლებიც არ სცდება II კლასის შენობა-
ნაგებობის მახასიათებელს, არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და მისი
მშენებლობა 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით დამთავრებულია.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის მშენებლობადამთავრებულ ობიექტად მიიჩნევა ის ობიექტი,
რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო
სამუშაოები,
გარდა
მოსაპირკეთებელი
და
კეთილმოწყობის
სამუშაოებისა,
დამთავრებულია.
4. დაინტერესებულმა პირმა ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიმართოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის
ვადაში.
5. დაინტერესებული პირი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანოს წარუდგენს განცხადებას. ამ განცხადებას უნდა
ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ობიექტის არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შესაბამისი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი,
რომელზედაც ნაჩვენებია საექსპლუატაციო ობიექტი;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და ობიექტის არსებული მდგომარეობის
ამსახველი აზომვითი ნახაზი;
დ) ობიექტის ფოტოსურათები;
ე) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი
კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო
დასკვნა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში − აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული
საექსპერტო დასკვნა პროექტის თაობაზე;
ზ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების
დარღვევით განხორციელების შემთხვევაში − შესაბამის პირთა თანხმობა;
თ) ავტოსადგომების სავალდებულო, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით
გათვალისწინებული
რაოდენობის
(ასეთი
ვალდებულების
შეთანხმებული
არქიტექტურული პროექტით არსებობის შემთხვევაში), ხოლო აღნიშნული პროექტის
არარსებობისას − ამ ობიექტისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ავტოსადგომების რაოდენობის არარსებობის შემთხვევაში − შესაბამის პირთა თანხმობა;
ი) ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტის, ესკალატორის და
სხვა) გამოცდის აქტები.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის შესაბამის პირთა
თანხმობის არსებობის საჭიროებას და ამ პირთა წრეს განსაზღვრავს მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანო.
7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელოს
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 წლის
ვადაში, რაც დამატებით მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. ამ ნაწილით
განსაზღვრული განსახორციელებელი სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებული
არქიტექტურული პროექტის პრინციპებს, ხოლო მშენებლობის ნებართვის არარსებობისას
− დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური
გეგმის არეალში არსებული სხვა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პრინციპებს
(ასეთი პროექტის არსებობის შემთხვევაში).
8. ობიექტის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა) ექსპლუატაციაში მიღების
პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა პირებთან თანასწორობის
ხელშეწყობისა
და
დისკრიმინაციის
აღმოფხვრის
უზრუნველსაყოფად
გათვალისწინებული უნდა იქნეს გონივრული მისადაგების პრინციპი.
9. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაციის მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანოსთვის წარდგენის შემდეგ იგი ადასტურებს დარღვევით
წარმოებულ
მშენებლობას
განხორციელებული
სამშენებლო
სამუშაოების
გათვალისწინებით. იგი ვალდებულია ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად მიიღოს
გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან ობიექტის
ექსპლუატაციაში
მიღებაზე
უარის
თქმის
შესახებ.
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის ორგანო ამ ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს
მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. მის მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ეს ვადა 6 თვით გრძელდება. მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი
ვადის დარღვევა ჩაითვლება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამ
ვადაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა პირს არ უზღუდავს უფლებას,
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს განმეორებით წარუდგინოს
განცხადება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
10. ამ მუხლის შესაბამისად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ ნიშნავს:
ა) მიჯნის ზონის დარღვევით განხორციელებული სამუშაოების კანონიერებას;
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის
დაწესებული თანხის გადახდისგან გათავისუფლებას.
11. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან
კერძო
და
საჯარო
ინტერესებიდან
გამომდინარე,
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს
დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება უშუალოდ
ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. ამ ნაწილის თანახმად
მოთხოვნილი
დოკუმენტაციის
წარუდგენლობა
ან
შესაბამისი
პირობების
შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის
საფუძველი.
12. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ
კოდექსის 130-ე, 131-ე და 132-ე მუხლებითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლებით გათვალისწინებული
სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების
ინტენსივობის
კოეფიციენტის
(კ-2)
მომატებისთვის
დაწესებული
თანხის
გადაუხდელობისა) და რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის
ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი,
თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის
ვალდებულებისგან, ხოლო ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ამ მუხლის
ამოქმედების მომენტისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში ჩადენილი აქვს ამ კოდექსის 130-ე, 131-ე და 132-ე მუხლებითა და პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლებით
გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა (გარდა მიწის ნაკვეთის
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისთვის დაწესებული თანხის
გადაუხდელობისა) და რომლის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება დაწყებული არ არის ან დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის,
თავისუფლდება ამ კოდექსის 130-ე, 131-ე და 132-ე მუხლებითა და პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლებით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან.
13. ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე, ამ
კოდექსის 126-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო სამართალდარღვევის
ჩადენისთვის სამმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და იგი გადახდილი არა აქვს ან
ნაწილობრივ აქვს გადახდილი, აგრეთვე ის სამშენებლო სამართალდამრღვევი, რომელიც
ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული სამმაგი ოდენობის ჯარიმის
დაკისრებას და რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის იგი დაკისრებული არა
აქვს, თავისუფლდება სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის
გადახდის ვალდებულებისგან.
14. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო:
ა) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე
დაეკისრა პასუხისმგებლობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული, სამშენებლო
საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის და რომელსაც ამ
ნაწილის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან
ნაწილობრივ აქვს გადახდილი, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას სამშენებლო
სამართალდამრღვევის
დაჯარიმების
შესახებ
ან/და
სამშენებლო
სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვის შესახებ;
ბ) იმ სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების
მომენტისთვის ჩადენილი აქვს ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული,
სამშენებლო საქმიანობის სფეროში სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართ
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის, არ დაიწყებს
შესაბამისი საქმის წარმოებას, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იღებს დადგენილებას
დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
15. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილები ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც კანონის
დარღვევით განახორციელა სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტზე, რომელიც
ექსპლუატაციაში ამ მუხლის შესაბამისად იქნება მიღებული.
16. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) V კლასის შენობა-ნაგებობაზე;
ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ
ძეგლზე;
გ) იმ სუბიექტზე, რომლის საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად,
ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას;
დ) იმ სუბიექტზე, რომელიც ახორციელებს „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ
საქმიანობას.
17. ამ მუხლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს პირვანდელი
მესაკუთრე/დამკვეთი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, რომლის
კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ისე საერთო/თანაზიარი
უფლების/ინტერესის სახით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება.
აღნიშნულ ფუნქციას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ
სხვადასხვა მეთოდის საშუალებით, რაც ასევე გაწერილია კანონმდებლობაში. თავის
მხრივ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესები გაწერილია, როგორც
საკანონმდებლო დონეზე, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საგულისხმოა,
რომ წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები წარიმართა იმგვარად, რომ რიგ
შემთხვევებში სამშენებლო საქმიანობა განხორციელებულია შესაბამისი წესების დაცვის
გარეშე. კერძოდ, მშენებლობის განმახორციელებელი პირების მიერ განხორციელებულია
მშენებლობები, სადაც გამოვლენილია ისეთი დარღვევები, რომელთა გამოც ამ ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღება დაუშვებელია. განხორციელებულ მშენებლობებში ძირითადად
დარღვეულია:
ა) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები (K1, K2, K3);
ბ) კონსტრუქცია;
გ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერი და ინტერიერი;
დ) მიჯნის ზონები;
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები);
ვ) განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები (სხივი);
ზ) ფუნქციური ზონის პრინციპი;
თ) ავტოსადგომების შესაბამისი რაოდენობის არარსებობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით
ნაწარმოებია, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული
ინდივიდუალური ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომლებიც არ სცდება II
კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს და არ არის გაცემული მშენებლობის
ნებართვა/შეტყობინება, აგრეთვე სხვა შენობა-ნაგებობები, რომლებზეც არ არის გაცემული
მშენებლობის ნებართვა, თუმცა მშენებლობა ნაწარმოებია დამტკიცებული განაშენიანების
რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დარღვევ(ებ)ით ნაწარმოებ მშენებლობებში
საკუთრების მოპოვება არ იზღუდება, არც ასეთი ობიექტების ფუნქციონირება, ანუ,
ნებისმიერ პირს შეუძლია ასეთ ობიექტებში შეიძინოს საკუთრება და გამოიყენოს იგი
საცხოვრებლად თუ სხვა დანიშნულებით. უფრო მეტიც, საკუთრების შემძენ პირებს
არანაირი შეზღუდვა არ აქვთ გახდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი
წყლის მომხმარებლები. კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს არ აქვთ
აკრძალვა, რომ აბონირება გაუკეთონ მომხმარებლებს, მათ შორის ისეთ ობიექტებში,
რომლებიც არ არიან ექსპლუატაციაში მიღებულები. აღნიშნული გარემოებების
გათვალისწინებით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ძალიან
დიდია იმ ობიექტების რაოდენობა,
რომლებიც
მშნებლობადამთავრებულია,
ფუნქციონირებს, თუმცა ზემოაღნიშნულ სამშენებლო დარღვევ(ებ)ის გამო, არ არიან
ექსპლუატაციაში მიღებულები და ვერც მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. ამ
ობიექტების
ექსპლუატაციაში
მიღება
რომ
განხორციელდეს,
მშენებლობის
განმახორციელებლის მიერ უნდა მოხდეს იმ დარღვევების აღმოფხვრა, რაც
განხორციელდა სამშენებლო პროცესში. თუმცა, მთელ რიგ შემთხვევებში, ეს თითქმის
შეუძლებელია, რადგან, ერთი მხრივ, ასეთ ობიექტებში არიან მესაკუთრეები, რომლებიც
კეთილსინდისიერი შემძენები არიან. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში თითქმის
შეუძლებელია (სოციალური თუ სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით) მათ
საკუთრებასთან მიმართებაში რაიმე კუთხით ჩარევა (მაგალითად ამ ფართის
დაკორექტირება, ღიობის ამოშენება ან პირიქით, დემონტაჟი და ა.შ.), ხოლო, მეორე მხრივ,
ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რიგ შემთხვევებში, პრაქტიკულად აღარ
არსებობს მშენებლობის განმახორციელებელი პირი. ეს პირი იურიდიული პირ(ებ)ის
შემთხვევაში შეიძლება იყოს ლიკვიდირებული, უფლებაუუნარო, გაკოტრების რეჟიმში, ან
ფიზიკური პირ(ებ)ის შემთხვევაში - პასუხისგებაში მიცემული, საქართველოდან გასული
და ა.შ.
შესაბამისად, სახელმწიფო დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ სახეზეა დარღვევით ნაწარმოები
ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, თუმცა არ არსებობს
პასუხისმგებელი პირი, ან არსებობს, მაგრამ მისი მხრიდან შეუძლებელია ამ ხარვეზების
აღმოფხვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის აუცილებელია
საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი საკითხების
რეგულირება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით,
მოხდება
მშენებლობადამთავრებული
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ
თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა, როგორც მშენებარე, დაუსრულებელი,
არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ
შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება
კანონმდებლობით
დადგენილი
წესის
შესაბამისად,
მათ
შორის,
შექმნან
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობები
და
გამოიყენონ
ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 1417 მუხლი - სანებართვო
პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი
წესი. აღნიშნული მუხლი ადგენს გარკვეულ პირობებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სანებართვო პირობების
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება.
მოცემული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღების საკითხს
განიხილავს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო. გარდა ამისა, ამ მუხლის
პირველი ნაწილი მიუთითებს იმ დარღვევებზე, რომელთა არსებობის მიუხედავადაც
შესაძლებელი იქნება კონკრეტული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, კერძოდ, ობიექტი
ექსპლუატაციაში მიიღება თუ მშენებლობა ნაწარმოებია:
- შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის
ნებართვა) დარღვევით - მაგალითად, არ არის დაცული პროექტით გათვალისწინებული
მოთხოვნები/პარამეტრები;
- განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით - მაგალითად, დაარღვია K1,
K2 ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;
- ფუნქციური ზონირების დარღვევით - მაგალითად, ობიექტი აშენებულია იმ მიწის
ნაკვეთზე, სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით არ შეიძლებოდა ამ ობიექტის
მშენებლობა;
- შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე - მაგალითად, ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე
(მაგალითად 1000 კვ.მ.), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, მოხდა ამ მიწის ნაკვეთის
ნაწილის გასხვისება, ვთქვათ 400 კვ.მ.-ის. ამ პროცესით კი დარჩენილი ფართი (600 კვ.მ.)
შესაძლებელია აღმოჩნდეს შეუსაბამო მიწის ნაკვეთი ამ უკვე განხორციელებული
მშენებლობისათვის.
პირველი ნაწილი ასევე მიუთითებს, შესაძლებელი იქნება ისეთი ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება, რომლებზეც ნებართვა არ არის გაცემული, ანუ უნებართვოდაა
ნაწარმოები, თუმცა იგი მოქცეული უნდა იყოს დამტკიცებული განაშენიანების
რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში, ასევე აღნიშნული
მუხლი ვრცელდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ
ინდივიდუალური ტიპის საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც არ სცდება II კლასის
შენობა-ნაგებობის
მახასიათებლებს
და
არ
არის
გაცემული
მშენებლობის
ნებართვა/შეტყობინება.
ბ) მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში იმობიექტებს, რომლებიც ექსპლუატაციაში მიიღებიან. აუცილებელი პირობაა
რომ უნდა იყოს გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამასთანავე 2022 წლის 26
სექტემბრის მდგომარეობით ობიექტი უნდა იყოს მშენებლობადამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის დათქმა საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს
აცილებული მიმდინარე პროცესში ხელოვნურად განხორციელებული დარღვევით
ნაწარმოები მშენებლობები, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულია 2022 წლის 26
სექტემბრი. თუ ამ დროისათვის ობიექტი არ იყო მშენებლობადამთავრებული, მასზე არ
გავრცელდება აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული შეღავათები და ვერ მოხდება
მისი ექსპლუატაციაში მიღება.
გარდა ამისა, ეს ნაწილი მიუთითებს, რომ ექსპლუატაციას შეიძლება დაექვემდებაროს
კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული
ინდივიდუალური
ტიპის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ სცდება II კლასის შენობა-ნაგებობის
მახასიათებლებს და არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა/შეტყობინება, აგრეთვე,
ისეთი ობიექტებიც, რომლებზეც არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, თუმცა,
განთავსებულია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების
დეტალური გეგმის არეალში და 2022 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით მშენებლობა
არის დამთავრებული. ანუ, უნებართვო დასრულებულ მშენებლობებს ეს კანონი შეეხება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ობიექტები განთავსებული იქნებიან დამტკიცებული
განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალებში და
ასევე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ ინდივიდუალური
ტიპის საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არ სცდება II კლასის შენობა-ნაგებობის
მახასიათებლებს.
გ) მე-3 ნაწილი განსაზღვრავს მშენებლობადამთავრებული ობიექტის შინაარსს, კერძოდ,
თუ რომელი ობიექტი ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად. ასეთ ობიექტებად
მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის
სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონით
არ იქნება ვალდებულება, რომ მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებიც იყოს
განხორციელებული. ანუ, თუ მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები არ
იქნება ნაწარმოები, ობიექტი მაინც ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად.
დ) მე-4 ნაწილი მიუთითებს იმ ვადაზე, რა ვადაშიც დაინტერესებულ პირს აქვს უფლება
მიმართოს მუნიციპალიტეტს და მოითხოვოს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება
დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიება არის დროებითი
ხასიათის, ცხადია, შეზღუდული უნდა იყოს გარკვეული დროით. შესაბამისად,
გონივრულობის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს ექნება უფლება მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიმართოს ამ რეგულაციის ამოქმედებიდან 2 წლის
განმავლობაში.
ე) მე-5 ნაწილი ეხება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაზე დასართავ
დოკუმენტებს. კერძოდ, აღნიშნული ნაწილი აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა სავალდებულო
დოკუმენტები უნდა დაურთოს დაინტერესებულმა პირმა განცხადების წარდგენის დროს.
ეს დოკუმენტები არის:
ა) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა;
ბ) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა,
ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ობიექტი ან მისი ნაწილი სხვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული
შესაბამისი ხელშეკრულება;
გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი – ობიექტის
აზომვითი ნახაზი;
დ) ფოტოსურათები;
ე) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის და სეისმომედეგობის დამადასტურებელი
საექსპერტო დასკვნა;
ვ)
საჭიროების
შემთხვევაში,
უსაფრთხოების შესახებ დასკვნა;
განხორციელებული
სამშენებლო
სამუშაოების
ზ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების
დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
თ) ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ხოლო პროექტის
არარსებობისას, ამ ობიექტისათვის კანონმდებლობით გათვალსწინებული რაოდენობის არ
არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა;
ი) ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტების, ესკალატორების
და სხვა) გამოცდის აქტები;
ვ) მე-6 ნაწილი ეხება მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის გარკვეული
დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას. კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ
წარსადგენ დოკუმენტაციაში არის: ა) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და
კეთილმოწყობის სამუშაოების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა და ბ)
ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში,
შესაბამის პირთა თანხმობა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დარღვევების არსებობამ
შესაძლებელია არ იქონიოს ან შედარებით ნაკლებად იქონიოს გავლენა ამ ობიექტის სხვა
მესაკუთრეთა ინტერესებზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ დარღვევების
შემთხვევაში ყველა მესაკუთრის თანხმობის მოპოვების ვალდებულება შესაძლებელია
შეუსრულებელიც აღმოჩნდეს, მიზანშეწონილია, რომ შესაბამის პირთა თანხმობის
საჭიროება და ამ პირთა წრე განისაზღვროს თავად მშენებლობის საჯარო
ზედამხედველობის ორგანომ, რომელიც გონივრულობის ფარგლებში მიიღებს
სამართლიან გადაწყვეტილებას.
ზ) მე-7 ნაწილი ეხება შემთხვევას, როდესაც მაგალითად, პირს დამთავრებული აქვს
მშენებლობა, თუმცა, დარჩენილია მხოლოდ ობიექტის შიდა გეგმარების ან
მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ
მშენებლობის განმახორციელებელ პირს აქვს სურვილი, რომ დაასრულოს ეს
სამუშაოებიც/ან მისი ნაწილი, იგი ვერ განახორციელებს ამ ქმედებებს, რადგან,
მშენებლობის ნებართვას გასული აქვს მოქმედების ვადა. შესაბამისად, სურვილის
არსებობის შემთხვევაში, პირს ექნება უფლება, 2 წლის ვადაში განახორციელოს ეს
სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გარეშე. ამასთან, აუცილებელი იქნება იმ პრინციპის
დაცვა, რომ ეს სამუშაოები უნდა იყოს შესაბამისობაში შეთანხმებული არქიტექტურული
პროექტის პრინციპებთან. ეს პროცესი საჭიროა იმისათვის, რომ ასეთი სურვილის
არსებობის შემთხვევაში,
გადახვევა.
არ
მოხდეს შეთანხმებული პროექტიდან
საგრძნობლად
თ) მე-8 ნაწილი ადგენს, ვალდებულებას, რომ ობიექტის (გარდა ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლისა) ექსპლუატაციაში მიღების პროცესში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა პირებთან თანასწორობის ხელშეწყობისა და
დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული უნდა იქნეს
გონივრული მისადაგების პრინციპი.
ი) მე-9 ნაწილი ადგენს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ
მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შეთანხმებული
არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა)
დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების
ცვლილება, ფუნქციური ზონის დარღვევა, მშენებლობის არსებობა შეუსაბამო მიწის
ნაკვეთზე) გათვალისწინებით და 1417 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად იღებს
გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. გარდა ამისა, ეს ნაწილი
მიუთითებს გადაწყვეტილების მიღების ვადებზე. კონკრეტული ვადების არსებობა
საჭიროა, რადგან სავარაუდოა, რომ დაინტერესებული პირების მხრიდან იყოს მაღალი
მიმართვიანობა ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად,
მაღალი
ინტერესიდან
გამომდინარე,
აუცილებელია,
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის ორგანოებს განესაზღვროთ კონკრეტული ვადა გადაწყვეტილებების
მისაღებად, რათა არ მოხდეს საკითხების განხილვის გაჭიანურება. მოსალოდნელი მაღალი
მიმართვიანობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, გადაწყვეტილების მიღების ვადად
განისაზღვროს 6 თვე, რომელიც აითვლება განცხადების წარდგენიდან. ვფიქრობთ, რომ ეს
ვადა (6 თვე) იქნება ის გონივრული დრო, რა დროშიც შესაძლებელი იქნება განცხადებების
განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, თუ ამ ვადაში საჯარო
ზედამხედველობის ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩაითვლება ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმად, რომლის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება
კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების
მიუღებლობა, არ ზღუდავს პირსობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე განმეორებით
წარადგინოს განაცხადი. ამასთანავე, პროექტი აზუსტებს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს
ამ ვადის გასვლის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიუღებლობას. კერძოდ, თუ
განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის
ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩაითვლება, როგორც ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმა და მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კ) მე-10 ნაწილი ეხება მიჯნის ზონების საკითხს. კერძოდ, მშენებლობადამთავრებული
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას,
შესაძლებელია იყოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: შენობა-ნაგებობა აშენებულია უკვე
ისეთ მდგომარეობაში, სადაც დარღვეულია მიჯნის ზონა. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის
საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება, მაინც მიიღოს
გადაწყვეტილება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება,
შესაბამის დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, აწარმოოს დავა (ან თუ
მიმდინარეობს დავა - გააგრძელოს დავა) თავისი უფლების დასაცავად (თუ ის თვლის, რომ
დარღვეულია მისი უფლებები მიჯნის ზონების დაუცველობით).
ლ) მე-11 ნაწილი ეხება მუნიციპალიტეტის დამატებით უფლებამოსილებას, კერძოდ:
ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე,
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის
ორგანო
უფლებამოსილი
იქნება
დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან
გარკვეული პირობების შესრულება. იმ შემთხვევაში კი, თუ პირმა არ წარმოადგინა
მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან არ შეასრულა შესაბამისი პირობები, ეს შეიძლება გახდეს
ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
მ) მე-12 ნაწილი ეხება ჯარიმების/საურავებისაგან გათავისუფლების საკითხს, კერძოდ, ეს
ნაწილი განსაზღვრავს, რომ ქალაქ ბაუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში სამართალდამრღვევი სუბიექტები, რომელთაც „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 130-ე, 131-
ე და 132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის“ 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და
ამ კანონპროექტის ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ
აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი
ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული დანაწესი ვრცელდება ასევე
შემთხვევებზე, როდესაც სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ ასეთ პირთა მიმართ არ
არის დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან საქმის წარმოება
დაწყებულია, თუმცა დადგენილება არ არის გამოტანილი. ეს პირებიც თავისუფლდებიან
კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული დანაწესი არ ვრცელდება მიწის
ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის
დაწესებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევებზე.
ნ) მე-13 ნაწილი ადგენს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც, როდესაც
დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები. კერძოდ, თუ სახეზეა სამართალდამრღვევი
პირისთვის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის“ 126-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სამმაგი
ოდენობის ჯარიმის დაკისრების შემთხვევა და ამ უკანასკნელს იგი არ აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ თავისუფლდება გადაუხდელი ნაწილის გადახდის
ვალდებულებისგან. ანალოგიური მოწესრიგება გავრცელდება იმ სამართალდამრღვევ
სუბიექტზე, რომელიც ექვემდებარებოდა აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სამმაგი
ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის არ აქვს იგი
დაკისრებული.
ო) მე-14-15 ნაწილი აზუსტებს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ
განსახორციელებელ ქმედებას ჯარიმების/საურავების მოხსნის და მიმდინარე
სამართალწარმოების
შეწყვეტის
კუთხით.
კერძოდ,
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობის ორგანო:
- იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომელსაც ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა
პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო
საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ ნაწილის
ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან
გადახდილი აქვს ნაწილობრივ, ძალადაკარგულად აცხადებს დადგენილებას ჯარიმის
ან/და საურავის დაკისრების შესახებ;
- იმ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ, რომლის მიერ ამ მუხლის ამოქმედების
მომენტისათვის ჩადენილია ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული
სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ არ არის დაწყებული სამშენებლო
სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის
წარმოება დაწყებულია, მაგრამ არ არის გამოტანილი დადგენილება, იღებს დადგენილებას
დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მე12−14 ნაწილები ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც კანონის დარღვევით
განახორციელა სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტზე, რომელიც ექსპლუატაციაში
ამ მუხლის შესაბამისად იქნება მიღებული.
პ)
მე-15
ნაწილი
აზუსტებს,
რომ
ჟ) მე-16 ნაწილით დგინდება, რომ ეს ცვლილება არ გავრცელდება მეხუთე კლასის შენობანაგებობაზე და ასევე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე. ამასთანავე, წინამდებარე მუხლი არ ვრცელდება იმ
სუბიექტზე, რომლის საქმიანობაც საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის” თანახმად, ექვემდებარება გარემოსდაცვითი ზეგავლენის შეფასების ჩატარებას,
ასევე ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ
სუბიექტზე.
რ) მე-17 ნაწილი განსაზღვრავს დაინტერესებულ პირთა წრეს, კერძოდ: ამ რეგულაციის
მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია წარმოადგენდეს პირვანდელი
მესაკუთრე/დამკვეთი, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი
ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი
უფლების/ინტერესის სახით.
კანონპროექტის მე-2 მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
2022
წლის
26
სექტემბრამდე
მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი, რისი
დასაბუთებაც წარმოდგენილია წინამდებარე განმარტებითი ბარათის შესაბამის
პუნქტებში. კანონპროექტით ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს, რადგან ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით
შესაძლებელია მუნიციპალიტეტს დასჭირდეს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია ამ
კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის სახდელდადებული
პირების შესაბამისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან.
პროექტის
მიხედვით,
მშენებლობადამთავრებული
ობიექტების
ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ დაინტერესებული პირი ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.
ცხადია, მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში გაიზრდება ამ განაცხადების წარმოდგენა. ეს
კი, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამის ადამიანურ და მატერიალურ რესურსს, რათა
მოხდეს ამ განაცხადებებზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში რეაგირება. ამ
ყველაფერს კი დასჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიხედვით,
ექსპლუატაციაში
მიღება
ასევე
გულისხმობს
დაკისრებული/დასაკისრებელი
ჯარიმებისაგან/საურავებისაგან
გათავისუფლებას.
კერძოდ,
სამართალდამრღვევი
სუბიექტები,
რომელთაც
კონკრეტული
სამართალდარღვევებისთვის დაეკისრათ/უნდა დაეკისროთ ჯარიმა/საურავი, იმ
ობიექტებზე, რომლებიც სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის
ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის მიხედვით, ექსპლუატაციაში იქნება
მიღებული, თავისუფლდებიან აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან (გადაუხდელი
ნაწილის ფარგლებში). ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო და
მერყეობდა 800 ლარიდან 6000 ლარის ჩათვლით. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია
ქმედების ჩადენის დროზე. რაც შეეხება, სუბიექტთა წრეს, ეს დამოკიდებულია ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღებაზე. შესაბამისად, ის თუ რამდენ პირს შეეხება ამნისტია
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში
მიღებას, რაც ცხადია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გავლენას იქონიებს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი გათავისუფლდება ზემოხსენებული
პასუხიმსგებლობისგან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება იქონიოს გავლენა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს
ხარჯების
გამოყოფა
ადგილობრივი
ბიუჯეტიდან.
პროექტის
მიხედვით,
მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ
დაინტერესებული პირი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს კანონის
ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში გაიზრდება ამ
განაცხადებათა რაოდენობა.ეს კი, თავის მხრივ, საჭიროებს შესაბამის ადამიანურ და
მატერიალურ რესურსს, რათა მოხდეს ამ განაცხადებზე კანონმდებლობით დადგენილ
ვადებში რეაგირება. ამ ყველაფერს კი დასჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსის
გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტი ითვალისწინებს
მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას. კერძოდ, იმ
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას, რომელთა მშენებლობაც ნაწარმოებია სხვადასხვა
დარღვევით. ამ დარღვევების გამოსწორება კი მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული
იქნება შესაბამის ფინანსურ რესურსთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდება ასეთი
ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, აღნიშნული ხარჯები გაღებას აღარ საჭიროებს, ეს კი,
რასაკვირველია, ამ ხარჯების გამღებ პირზე ფინანსური თვალსაზრისით დადებითად
აისახება. გარდა ამისა, უკვე ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებში მესაკუთრეებს
მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ, როგორც
არამშენებარე, დაუსრულებელი, არამედ, როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა
ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ
განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,
მათ შორის, შექმნან ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის
გათვალისწინებული უფლებამოვალეობები. რაც, ცხადია, ამ პირებზე დადებით გავლენას
მოახდენს ფინანსური თვალსაზრისით. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიხედვით,
ექსპლუატაციაში
მიღება,
ასევე
გულისხმობს
დაკისრებული/დასაკისრებელი
ჯარიმებისაგან/საურავებისაგან გათავისუფლებას, რაც ცხადია, ასევე დადებით გავლენას
იქონებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება აღნიშნული რეგულაციები. ჯარიმების
ოდენობა სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო და მერყეობდა 800 ლარიდან 6000 ლარის
ჩათვლით. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ როდის მოხდა ქმედების ჩადენა.
სუბიექტთა წრეს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე.
შესაბამისად, თუ რამდენ პირს შეეხება ამნისტია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი
ობიექტი დაექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებას. გარდა ამისა, კანონპროექტის 1417
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით
შესაბამისი განაცხადის წარდგენის დროს, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი
დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის მომზადება დაკავშირებული იქნება შესაბამის
ფინანსურ ხარჯებთან, რომლებსაც გასწევს ზემოაღნიშნული განცხადების წარმდგენი
დაინტერესებული პირი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის
განსაზღვრა,
თუმცა,
კანონპროექტი
მოიცავს
დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმის/საურავისგან გათავისუფლებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტმა შეიძლება გააუმჯობესოს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ,
შეიძლება გაუმჯობესდეს იმ ოჯახში მცხოვრებ ბავშვთა საცხოვრებელი მდგომარეობა,
რომელთა საცხოვრისიც აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით მიღებული იქნება
ექსპლუატაციაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი ქალაქ ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერიასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რესან
კონცელიძე, ზაალ მიქელაძე და ანზორ ბოლქვაძე