„2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.11.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-18945/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-12-15

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-18945/22 29-11-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტზე კომიტეტის დასკვნას, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს და თანმხლებ მასალას. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 17 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
N 2-04/2895 30/09/2022 2895-04-2-202209301500 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ ბატონო შალვა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2023-2025 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად. ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. დანართი: 14 (თოთხმეტი) ფურცელი. პატივისცემით, არჩილ მესტვირიშვილი პრეზიდენტი - მ.შ. საქართველოს ეროვნული ბანკი 28/09/2022 N 45 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების (2022 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი 9) შესაბამისად: 1. მოწონებულ იქნეს 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. არჩილ მესტვირიშვილი პრეზიდენტი - მ.შ. საქართველოს ეროვნული ბანკი პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2023-2025 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023-2025 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2023-2025 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ენერგორესურსებზე, ნედლეულსა და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული მდგომარეობის მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრება და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 1 2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას. ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული. მას შემდეგ, რაც ქვეყნები ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადავიდნენ, საშუალოდ, ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. ანალოგიურად, საქართველოშიც, ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. 2009-2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.5 პროცენტია. ამავე პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოდ 4.7 პროცენტი იყო (2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო). შედარებისთვის, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმამდე, 1996-2008 წლებში, ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისათვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, წინასწარ განისაზღვრება. თავის მხრივ, ინფლაციის ოპტიმალური დონის შეფასება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე. ზოგადად, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, რის გამოც ასეთ ქვეყნებს, განვითარებულებთან შედარებით, არავაჭრობად სექტორში ინფლაციის უფრო მაღალი დონე ახასიათებთ. შესაბამისად, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები, როგორც წესი, 1-2 პროცენტის ფარგლებშია, განვითარებად ქვეყნებში ის 2-4 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრება ხოლმე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლიდან საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფლაციის ფონზე შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, საჭიროა თუ არა მიზნობრივი ინფლაციის გაზრდაც. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკისთვის ნომინალურ ღუზას წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მთავარი დანიშნულებაა, განსაზღვროს დროის კონკრეტულ პერიოდში მონეტარული პოლიტიკა გასამკაცრებელია თუ არა. საილუსტრაციოდ, მაგალითად, თუ ფაქტობრივი ინფლაცია 10%-ია და მიზნობრივ ინფლაციასაც 3%-დან 10%-მდე გავზრდიდით, მაშინ ეროვნულ ბანკს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება აღარც მოუწევდა, რაც ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის შემცირების ხელშემწყობი აღარ გამოვიდოდა. ეს კი არაგონივრული იქნებოდა, რადგან მოსახლეობას უშუალოდ აწუხებს არა მაინცდამაინც ინფლაციის მისი მიზნობრივი დონიდან გადახრა, არამედ თავად მაღალი ინფლაცია. ამდენად, სწორედ მაღალი ინფლაციის პერიოდია, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება ინფლაციის დაბალი მიზნობრივი მაჩვენებელი, რადგან ის ეროვნულ ბანკს უბიძგებს, შეინარჩუნოს მკაცრი პოლიტიკა და ამით უზრუნველყოს ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა. ამასთან, მაღალი ინფლაციის დროს მიზნობრივი მაჩვენებლის გაზრდა შეამცირებს ცენტრალური ბანკის სანდოობას. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ არის გამოცხადებული და მონეტარული პოლიტიკა ისე განსაზღვრება, რომ საშუალოვადიანი პერიოდისთვის ყოველთვის იყოს ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების მოლოდინი, მათ შორის, კერძო სექტორის მხრიდან. შესაბამისად, მაშინ როდესაც აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ყოფნას, ამავე დროს, ინფლაციას, ეგზოგენურ შოკებზე საპასუხოდ, მიზნობრივი დონისაგან დროებით გადახრის საშუალებას აძლევს. ეგზოგენურ შოკებში იგულისხმება ცვლილებები გარე, მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელ, ფაქტორებში. უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება და არც უნდა იყოს ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების სრულად განეიტრალება, რადგან ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნებოდა ზედმეტად მაღალი მაკროეკონომიკური მერყეობა, რაც საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის მიღწევას ართულებს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განმარტებულია, რომ „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე“. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მონეტარული 2 პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით მიიღწევა1. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდება. ფულად ბაზარზე მიზნობრივი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ლიკვიდობის მართვის აღნიშნული ინსტრუმენტებიდან მთავარი რეფინანსირების სესხებია. ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებით, შესაბამისი გირაოს სანაცვლოდ, ბაზარს იმდენ ლიკვიდობას აწვდის, რამდენზეც, მოცემული საპროცენტო განაკვეთის პირობებში, არის ფულადი ბაზრის მოთხოვნა. რეფინანსირების სესხების საშუალებით ეროვნული ბანკი ეფექტურად მართავს საფინანსო სექტორის ლიკვიდობას, რაც საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობას უზრუნველყოფს. ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს აღემატება. პანდემიის პერიოდში, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ინფლაციური წნეხი ძლიერი იყო. კერძოდ, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწია და პროდუქტის წარმოების ხარჯები გაზარდა. ამავდროულად, საერთაშორისო გადაზიდვების პორტებში გამოცხადებულმა ლოკდაუნებმა, ლოჯისტიკური ტიპის შეფერხებებმა, სატრანსპორტო არხების გადატვირთვა გამოიწვია, ამან მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამ გაამწვავა. მობილობისა და მოთხოვნის აღდგენასთან ერთად, გლობალურად ცუდი მოსავლის გავლენით, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი წარმოიშვა და ფასები მკვეთრად გაზარდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ძალიან მაღალ ნიშნულზეა, მაშინ ოპტიმალურია პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისთვის სხვა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც საკრედიტო ზრდას შეანელებს. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები სწორედ ამ პრინციპს ითვალისწინებს. 1 3 ინფლაციაზე ზემოთ აღწერილი ფაქტორების გავლენა ქვეყნების სრული უმრავლესობისთვის მოულოდნელად მძლავრი აღმოჩნდა. აღნიშნულს ხაზს უსვამს დიაგრამა 1, რომელიც 2022 წლის ინფლაციის პროგნოზებისა (გაკეთებული 2021 წლის დასაწყისში) და 2022 წლის ფაქტობრივი ინფლაციების შედარებას გვიჩვენებს საქართველოსა და სხვადასხვა განვითარებული თუ ჩვენი რეგიონის ქვეყნების შემთხვევაში. აღნიშნული დიაგრამა ცხადყოფს, რომ პროგნოზების ცდომილება საკმაოდ დიდი და მსგავსია მსოფლიო მასშტაბით (ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე საქართველოში), რაც ხაზს უსვამს როგორც ინფლაციის მოულოდნელი ბუნების გლობალურობას, ასევე მის მასშტაბს. დიაგრამა N1 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და ცენტრალური ბანკების პროგნოზები (გაკეთებული 2021 წლის 1-ლ კვარტალში) და 2022 წლის ივლისის ფაქტობრივი ინფლაცია 2022 წლის ინფლაციის პროგნოზი (გაკეთებული 2021 წლის 1-ლ კვარტალში) 30 2022 წლის ივლისში ფაქტობრივი ინფლაცია 25 % 20 15 10 5 ცა რი ი ნტ ცე ს შვ ეი პი ევ რო ფე დ ერ ალ უ რი რე ზ ერ ვი რა (ა ლ შშ უ ს ) რი ერ სს ო ბა ფ ვ ნკ (მ ნუ სო ი ჩე ფლ ლი ხე ბა ი თ ნკ ო ის ი უ სა ნგ ერ შუ რე ოვ ა ლ თ პო ნუ ო) ის ლ ლ ერ ონ ი ოვ ბა ეთ ბუ ნკ ნუ ის ლ ი ლ გა ერ ი რე ოვ ბა ნკ ნუ რუ თი ი ს ლ მი ერ ი ნე ოვ ბა ეს თ ნკ ნუ ტ ის ი ონ ლ ერ ეთ ი ო ბ ი ან ლ ვნ ს კი იე ცე უ ლ ტ ნტ უ ი რა ვა ბა ს ლ ნკ ლ ცე უ ი ატ რი ნტ ვი რ ბ ის ალ ან კი ცე უ უ რი ნტ კრ რა ბა აი ლ ნკ ნი მო უ ი ს რი ლ ერ დ ოვ ბა ო ნ ნუ რუ ვა კი ს ლ სე ერ ი თ ო ბ ის ან ვნ სო კი ცე უ მხ ლ ნტ ეთ ი რ ბ ის ალ ან ყა ზ კი ცე უ ახ რი ნტ ეთ რ ბ სა ის ალ ან ქა კი უ რთ ცენ რი ტ ვე რ ბა ლ ალ ნკ ოს უ ი რი ერ ოვ ბა ნკ ნუ ი ლ ი ბა ნკ ი 0 წყარო: სსფ, ქვეყნების ცენტრალური ბანკები ზოგადად, ცენტრალური ბანკები მიწოდების დროებით შოკებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით არ პასუხობენ, რადგანაც მონეტარულ პოლიტიკას მხოლოდ მოთხოვნის მხარეზე შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. მიწოდების მხრიდან წარმოქმნილი ზეწოლის მონეტარული პოლიტიკით განეიტრალება კი ეკონომიკის ჭარბ მერყეობას იწვევს. სწორედ ამიტომ, გლობალურად ცენტრალურმა ბანკებმა 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაგან თავი შეიკავეს, რადგანაც პანდემიით გამოწვეული ინფლაციური წნეხი დროებით მიწოდების შოკად იყო მიჩნეული. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის“ რისკები სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე დაინახა და მათ აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა ადრევე გაამკაცრა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული 4 პოლიტიკის განაკვეთის ზრდა 2021 წლის დასაწყისიდან დაიწყო და, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 11.0 პროცენტამდე გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ერთჯერადი შოკების ეტაპობრივად ამოწურვის კვალდაკვალ, ინფლაცია უნდა შემცირებულიყო, რის წინაპირობას ისიც ქმნიდა, რომ ლარის გაცვლითი კურსი ომამდე მყარდებოდა. თუმცა თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სასაქონლო ბაზრებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რადგანაც ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ. მაშინ როდესაც, COVID-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნამიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნამიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. ბოლო პერიოდში გარკვეული სტაბილიზაციის მიუხედავად, ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მაღალი ინფლაციის მთავარი მიზეზია. ამასთან ერთად, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილმა ხანგრძლივვადიანმა ვიზიტებმა ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ჯამურ (0.5 პროცენტული პუნქტი), ასევე საბაზო ინფლაციაზე (0.9 პროცენტული პუნქტი). გლობალური ინფლაციური წნეხი ყველა ქვეყანაზე ზუსტად ერთდროულად არ აისახება, ზოგ ქვეყანაზე უფრო სწრაფად, ზოგზე კი - უფრო ნელა. მაგალითად, დღეს საქართველოში ინფლაციას უკვე შემცირების ტენდენცია აქვს, მაშინ როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში ინფლაცია ჯერ კიდევ მატულობს. აგვისტოში ევროზონის ინფლაცია 9.1 პროცენტი იყო. ეს ევროზონისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ინფლაცია განსაკუთრებულად გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში ესტონეთში - 24.8 პროცენტი, ლიეტუვაში - 22.4 პროცენტი, ხოლო ლატვიაში 21.5 პროცენტი შეადგინა. მაღალინფლაციური გარემოა ჩვენ ძირითადად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც, აგვისტოში თურქეთში ინფლაცია - 80.2, აზერბაიჯანი - 14.2 , სომხეთი - 9.1 პროცენტი იყო. ხოლო საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში ინფლაცია 10.9% იყო. 2021 წელს ეკონომიკამ სწრაფი ტემპით აღდგენა დაიყო და საბოლოოდ რეალური მშპ 2021 წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა. ეს ეკონომიკური ზრდა, ერთი მხრივ, საბაზო ეფექტის ასახვა იყო, თუმცა, გარდა ამისა, 2021 წელს ძლიერ ეკონომიკურ აქტივობას შეზღუდვების გამო თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნის გააქტიურებამ, ფისკალურმა სტიმულმა და ეკონომიკის დაკრედიტებამაც შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მშპ-ს მოცულობამ 2019 წლის დონეს რეალურად 2.9 პროცენტით გადააჭარბა. მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც გრძელდება. წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი დონე მშპ-ს პოტენციურ დონეს აღემატება და ადგილობრივად ინფლაციური გარემოს გახანგრძლივების რისკებს 5 წარმოქმნის. ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებს იმისათვის, რომ აქედან მომდინარე ინფლაციური რისკები გაანეიტრალოს. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 11.8%-ის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. 2022 წელს, მაღალ ინფლაციას, უმეტესწილად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი (ეგზოგენური) ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიწოდების მხარეს წარმოქმნილი შეფერხებები და საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე გაძვირებული ნავთობისა და სურსათის ფასები საქართველოში სამომხმარებლო ფასებზე მნიშვნელოვნად აისახება, ვინაიდან ჩვენ მოცემული პროდუქტების იმპორტიორები ვართ. აღსანიშნავია, რომ ეგზოგენურ ფაქტორებთან ერთად ინფლაციურ წნეხს გააქტიურებული შიდა მოთხოვნაც აძლიერებს. ეს უკანასკნელი კი, ნაწილობრივ, ომის შედეგად გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ასახვაცაა. ამავდროულად, ძალიან მაღალი გაურკვევლობების ფონზე, მაღალ ინფლაციურ გარემოში მოკლევადიანმა ინფლაციურმა მოლოდინებმაც მოიმატა, რაც მოკლევადიან მოსალოდნელ ინფლაციას მაღალ ნიშნულზე ტოვებს (იხ. დიაგრამა N2). დიაგრამა N2 წლიური ინფლაციის პროგნოზი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2022 გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად გაზრდილი მიგრაციული ნაკადები და საგარეო შემოდინებები (ფულადი გზავნილები, ტურისტული შემოსავლები, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები) ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად აისახება. აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2022 წელს რეალური ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა შიდა მოთხოვნა იქნება, რომელსაც ძლიერი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. 6 ამავდროულად, გაზრდილი საგარეო მოთხოვნის შედეგად გაუმჯობესდება წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაც. და ბოლოს, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის პირობებში, 2022 წლის ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციების მოცულობაც პოზიტიურ წვლილს შეიტანს. გლობალურად გაზრდილი ინფლაციისა და რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების ფონზე, მაკროეკონომიკური პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს ფრთხილი და მოზომილი, რათა თავიდან იქნას აცილებული კეთილდღეობის ის ჯამური დანაკარგი, რომელიც ასეთ დროს განაკვეთის მკვეთრ ცვლილებებს მოჰყვება. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ცენტრალური ბანკები დროებით ფაქტორებზე, მაგალითად, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე აშშ დოლარში გამოხატული ფასების ზრდიდან წამოსული ინფლაციური წნეხი, არ რეაგირებენ, ვინაიდან ამ ტიპის შოკების გავლენა დროებითია, ხოლო მათზე რეაგირება დამატებით ეკონომიკურ მერყეობას იწვევს. თუმცა, მიმდინარე სიტუაციაში, იმ ფონზე, როდესაც ინფლაცია სხვადასხვა ტიპის შოკის გამო ხანგრძლივად არის გადახრილი 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელისგან, მიწოდების მძლავრი შოკი ინფლაციურ მოლოდინებს დამატებით ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკებს მნიშვნელოვნად ამწვავებს, რაც ინფლაციის მართვას ართულებს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ძლიერი შიდა მოთხოვნაც ინფლაციურ წნეხს აძლიერებს, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლაშიც აისახება. შესაბამისად, არსებული პროგნოზით, იმისათვის, რომ გაზრდილი ინფლაციური წნეხი განეიტრალდეს, ეროვნული ბანკი, ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მაკროპრუდენციულ ზომებსაც გამოიყენებს (იხ. დიაგრამა N3). მონეტარული პოლიტიკა შერბილებას მხოლოდ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვის კვალდაკვალ დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მის ნეიტრალურ დონეს (6.5%-ს) დაუახლოვდება. დიაგრამა N3 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2022 7 ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ გულისხმობს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. შესაბამისად, თუკი მომავალში ახალი მონაცემები პროგნოზირებულისაგან განსხვავებულ სურათს წარმოაჩენს, რაც ბოლოდროინდელ სწრაფად ცვალებად გარემოში რამდენჯერმე მოხდა და კვლავაც გამორიცხული არ არის, მონეტარული პოლიტიკის პასუხიც განსხვავებული იქნება. მიუხედავად პროგნოზის თანმხლები არსებული გაურკვევლობისა, მომავალი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ტრაექტორია სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები. ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ამასთანავე, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში დოლარიზაციის დონე ჯერ კიდევ მაღალია, ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ ძალიან მოწყვლადი რჩება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის რისკები, რომელთაც შესაძლოა, არსებული პროგნოზისაგან გადახრა განაპირობოს. ასეთი ტიპის რისკები ძირითადად ინფლაციურია და, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკაც მკაცრი პოზიციისკენ მიმართული რჩება. რამდენადაც დღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები დიდი გაურკვევლობით ხასიათდება, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკსცენარების განხილვას. შესაბამისად, საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად ალტერნატიულ სცენარსაც განვიხილავთ. მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიშში, ალტერნატიული საპროგნოზო სცენარი, უმეტესწილად, გლობალურ რეცესიას და მის შედეგებს ეფუძნება. რეცესიას კი, გლობალურად მაღალი ინფლაციური გარემოს ფონზე, განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის უფრო რადიკალური გამკაცრება განაპირობებს, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საბაზო პროგნოზთან შედარებით, საგარეო მოთხოვნა ჩვენს საქონელსა და მომსახურებაზე შემცირდება, რაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსს გააუარესებს. ამასთანავე, გაიზრდება რეგიონისა და ქვეყნის რისკის პრემია, რაც კაპიტალის გადინების რისკებს გაზრდის და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას შეაფერხებს. გლობალურად დაბალი ეკონომიკური აქტივობა ადგილობრივ ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზეც უარყოფითად აისახება. შედეგად, 2022-2023 წლებში, საბაზო სცენართან შედარებით, ეკონომიკური აქტივობა ჯამურად 6 პპ-ით ნაკლები იქნება (იხ. დიაგრამა N4). 8 დიაგრამა N4 რეალური მშპ-ს ზრდა საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2022 მოვლენების ალტერნატიული სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით უფრო მაღალი იქნება. კერძოდ, საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად, გაძლიერდება გაცვლითი კურსის გაუფასურების წნეხი. აღნიშნული კი, დოლარიზაციის მაღალი დონის გათვალისწინებით, შუალედური ხარჯებისა და მოლოდინების არხით, ინფლაციურ წნეხს გააძლიერებს. თავის მხრივ, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, მაღალ ინფლაციური გარემო კიდევ უფრო მეტად გააუარესებს ინფლაციურ მოლოდინებს. ამ ეფექტს მხოლოდ ნაწილობრივ დააკომპენსირებს ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება (რაც გლობალურად სუსტი მოთხოვნის შედეგი იქნება). შესაბამისად, მოცემული ალტერნატიული სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში, 2023 წელს ინფლაცია, საბაზო სცენართან შედარებით, საშუალოდ 1.6 პპ-ით უფრო მაღალი იქნება (იხ. დიაგრამა N5). ამის საპასუხოდ და ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად, მონეტარული პოლიტიკა, საბაზო სცენართან შედარებით, 2022 წლის განმავლობაშივე მნიშვნელოვნად გამკაცრდება და ეს გამკაცრებული პოზიცია შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება. კერძოდ, მოცემული სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია 2022-2023 წლებში, საბაზო სცენართან შედარებით, საშუალოდ 1.3 პპ-ით ზემოთ აიწევს (იხ. დიაგრამა N6). საშუალოვადიან პერიოდში კი, საომარი მოქმედებების დასრულებისა და საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე უარყოფითი წნეხის განეიტრალებასთან ერთად, პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება. 9 დიაგრამა N5 წლიური ინფლაცია საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2022 დიაგრამა N6 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2022 მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე რისკები. მაგალითად, უახლოეს მომავალშიც კი გაურკვევლობის მატარებელია, თუ რა გავლენა 10 ექნება საქართველოში ინფლაციაზე რუსეთიდან საქართველოში მიგრაციის მეორე ტალღას, რომელიც სექტემბერში გააქტიურდა. მიგრაციის პირველი ტალღის დროს (რუსეთ-უკრანის ომის დაწყებიდან მალევე) გამოჩნდა, რომ იმ პერიოდში ბინის ქირამ მკვეთრად მოიმატა, რამაც სამომხმარებლო ფასების ინფლაციაც გაზარდა. ასევე რისკის მატარებელია ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობის ცვლილება და სხვა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რისკები, შესაძლოა, მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე შემცირებისაკენ. საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის არსებობა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, საგარეო შოკის შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს და ამ გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ბოლო პრეს რელიზში აღნიშნავს, „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციის შესამცირებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად. მისია მიესალმება ქვეყნის ხელისუფლების ერთგულებას გაცვლითი კურსის მოქნილობისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შოკების შთანთქმის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა.“ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, გაცვლითი კურსის მაჩვენებელი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად განისაზღვრება. კურსის მოკლევადიანი დინამიკა და მერყეობა ბაზრის კონიუნქტურასა და მოლოდინებზეა დამოკიდებული, ხოლო საშუალო და გრძელვადიან კურსს განსაზღვრავს ისეთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორებიცაა საქონლისა და მომსახურების იმპორტისა და ექსპორტის დინამიკა, ფულადი გზავნილები და სხვა საგარეო ეკონომიკური მაჩვენებლები. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმების პირობებში, ინტერვენციები იშვიათად გამოიყენება და რაც უფრო განვითარებულია საფინანსო სისტემა, მით უფრო ნაკლებად ხდება ჩარევა სავალუტო ბაზარზე. გამოყენებული ინსტრუმენტები შეიძლება იყოს სრულად დისკრეციული ან - წესებზე დაფუძნებული; ღია ან დახურული; სპოტ ბაზარზე ან ფიუჩერსების ბაზარზე; მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით ან წინასწარ გამოცხადებული კალენდარით; ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ან ოფციონის მეშვეობით და სხვა. ინტერვენციების მიზანი, ძირითადად, შეიძლება, იყოს კურსის მაღალი მერყეობების შემცირება, რეზერვების დაგროვება ან/და საგარეო კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. საქართველოს შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს: ა) დისკრეციული აუქციონი, ბ) ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა ან გაყიდვა და გ) წინასწარ გამოცხადებული ოფციონი (რომელიც ამჟამად არ არის აქტიური). 11 ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვა BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შერბილებაა და, სიტუაციის მიხედვით, ის შეიძლება საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასაც ემსახურებოდეს. მართლაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეს რელიზშიც ხაზგასმულია, რომ „სავალუტო ბუფერების შევსება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და, საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოდინებების პირობებში, ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური ბანკებისთვის სტანდარტული მეთოდებით - სავალუტო ინტერვენციებით - სათანადოდ შეავსო რეზერვები.“ ამასთან აღსანიშნავია, რომ BMatch პლატფორმის ოპერაციული მოწყობა სავალუტო აუქციონის ანალოგიურია, კერძოდ: როდესაც ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ყიდულობს, Bmatch-ის პროგრამული ალგორითმის მიხედვით, ავტომატურად კმაყოფილდება ის განაცხადი, სადაც დოლარი ყველაზე იაფია. ანალოგიურად, გაყიდვისას პირველად კმაყოფილდება პლატფორმაზე იმ მომენტში არსებული ის განაცხადი, სადაც დოლარი ყველაზე ძვირია. ამგვარი მექანიზმი შეძლებისდაგვარად ამცირებს გაცვლით კურსის მერყეობას ისე, რომ ბაზარზე არსებულ ტრენდს არ ცვლის და კონტრაჰენტების (გარიგების მონაწილე მხარეების) მიმართ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს სრულად გამორიცხავს. ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას. 12
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-18944/22 29-11-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის 28 ნოემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2023-2025 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023-2025 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2023-2025 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ენერგორესურსებზე, ნედლეულსა და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული მდგომარეობის მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრება და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
კენჭისყრის შედეგები
პლენარული სხდომა 15.12.2022 კენჭისყრის ანგარიში საკითხის დასახელება: „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საკითხის აღწერა: საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ სხდომაზე განსახილველი პროექტი (№2-18945/22/10, 29.11.2022) სხდომის თავმჯდომარე პაპუაშვილი შალვა ინფორმაცია კენჭისყრის შესახებ კენჭისყრის დაწყების დრო კენჭისყრის დამთავრების დრო კვორუმის აღწერა კენჭისყრის რეჟიმი კენჭისყრის შედეგი 15.12.2022 14.10.55 15.12.2022 14.11.12 დამ.უმრ.არა ნაკ სრ1/3 ღია კენჭისყრა საკითხი გადაწყვეტილია მომხრე 83 2 62 წინააღმდეგი კვორუმი კენჭისყრის შედეგი ფრაქციებით ესწრებო და არ ესწრებოდ ა ნაციონ. მოძრაობა- ძალა ერთოობაშია 20 7 პოლიტ. ჯგ. "ევროპელი სოციალისტები" 3 1 პოლიტ. ჯგ."ლელო"-პარტნიორობა საქ-თვის 1 1 1 პოლიტ. ჯგ."რეფორმების ჯგუფი" 4 1 4 პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" 4 პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეები" 2 ფრაქციის გარეშე 17 6 9 8 ქართული ოცნება 72 2 71 1 123 18 83 ფრაქციის დასახელება საბოლოო შედეგი მომხრე წინააღმდეგი არ მონაწილეობდა 1 19 3 1 3 2 2 38 ინდივიდუალური კენჭისყრის შედეგი პარლამენტის წევრის გვარი და სახელი ესწრებოდა მომხრე ამილახვარი გიორგი X X აქუბარდია თეონა X წინააღმდეგი არ მონაწილეობდა X ახვლედიანი არმაზ ბაქრაძე დავით ბენაშვილი გია X ბეჟაშვილი ლევან X ბერაია ირაკლი X X ბერაია ირაკლი (დაჩი) X X ბერაძე რამინა X X ბითაძე მაია X X X X ბოკუჩავა თინათინ დაბეჭდილია: 15.12.2022 14:11:38 გვერდი 1 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 კენჭისყრის ანგარიში წინააღმდეგი არ მონაწილეობდა ესწრებოდა მომხრე ბოლქვაძე ანზორ X X ბოლქვაძე ელისო X X ბოტკოველი გიორგი X ბოჭორიშვილი მაკა X ბუჩუკური ანა X X გოდაბრელიძე გიორგი X X გოცირიძე ელგუჯა X გოცირიძე რომან X დავითულიანი ბექა X X დალაქიშვილი ალექსანდრე X X დარგალი ზაურ X X დასენი ისკო X X პარლამენტის წევრის გვარი და სახელი X X X X დაუშვილი მიხეილ დეკანოიძე ხატია X დუგლაძე ზაალ X X დუმბაძე ქეთევან X X ელისაშვილი ალექსანდრე X ენუქიძე ავთანდილ X X ენუქიძე გოჩა X X X X ვაშაძე გიორგი ვაშაძე გრიგოლ X ვოლსკი გიორგი X X ზავრადაშვილი ირმა X X ზარქუა ირაკლი X X თალაკვაძე არჩილ X X თოლორაია ედიშერ X X ინჯია ფრიდონ X X იობაშვილი ნინო X X იონათამიშვილი რატი X X იოსელიანი ლევან X X ისმაილოვი აბდულა X X კაჭარავა დავით X X კახაძე ვლადიმერ X X კახიანი გიორგი X X კახიშვილი კახა X X კერესელიძე შალვა X კვიჟინაძე პაატა X კვირკელია მანუჩარ X X ზილფიმიანი დავით დაბეჭდილია: 15.12.2022 14:11:39 X X X გვერდი 2 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 პარლამენტის წევრის გვარი და სახელი კვიციანი ბაია კენჭისყრის ანგარიში ესწრებოდა მომხრე X X წინააღმდეგი არ მონაწილეობდა კიკაბიძე ვახტანგ კირკიტაძე დავით X კიურეღიანი სუმბატ X X კობახიძე ირაკლი X X კობიაშვილი ლევან X X კოვზანაძე ირაკლი X X კონცელიძე რესან X X კორძაია თამარ X X ლაშხი მარიამ X X ლილუაშვილი ბექა X X ლომინაძე ზაზა X X მათიკაშვილი დავით X X მანუკიანი სამველ X X მანჯგალაძე პაატა X მაჭარაშვილი გურამ X X მგალობლიშვილი ლევან X X მდინარაძე მამუკა X X მეგრელიშვილი ვახტანგ X მეზურნიშვილი ირაკლი X X მენაღარიშვილი მაია X X მეშველიანი გოგი X X მეძმარიაშვილი ირაკლი X X მინაშვილი აკაკი X მირზოევი სავალან X X მიქაძე გელა X X მიქელაძე ზაალ X X X X მაჭუტაძე ნიკა X X მიქანაძე გივი მოწერელია ალექსანდრე ნაკაიძე ტარიელ X X ნიკოლაიშვილი რამაზ X X ობოლაშვილი ანტონ X X ოდიშარია ბექა X X ოქრიაშვილი კახაბერ X ოხანაშვილი ანრი X X პაპუაშვილი შალვა X X ნაყოფია კობა ნაცვლიშვილი ანა დაბეჭდილია: 15.12.2022 14:11:39 X გვერდი 3 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 პარლამენტის წევრის გვარი და სახელი კენჭისყრის ანგარიში ესწრებოდა მომხრე წინააღმდეგი არ მონაწილეობდა რაქვიაშვილი ალექსანდრე X საბო ჰერმან X X სამნიძე ხათუნა X X სამხარაული გელა X X სამხარაძე დიმიტრი X X სამხარაძე ნიკოლოზ X X სანიკიძე გუბაზ X სანიკიძე ვიქტორ X X სარჯველაძე მიხეილ X X სერგეენკო დავით X X სეფაშვილი ეკა X X სონღულაშვილი დავით X X სუბარი სოზარ X X ტაბატაძე ალექსანდრე X X ტურძელაძე ნოდარ X X უსუფაშვილი დავით X ქადაგიშვილი ირაკლი X ქარდავა ბაჩუკი X ქარუმიძე ლევან X X ღუდუშაური ალუდა X X ყაველაშვილი მიხეილ X X შავგულიძე შალვა X შატაკიშვილი ირაკლი X X ჩანქსელიანი გოდერძი X X ჩარკვიანი თამარ X ჩაჩიბაია ვლადიმერ X X ჩიგოგიძე ვასილ X X X სამადაშვილი სალომე X სიბაშვილი სულხან X X X X X ჩიქოვანი ირაკლი ჩოჩელი ცეზარ X X ჩხეიძე როსტომ X X ცაგარეიშვილი გიორგი X X წაქაძე ბეჟან X X წითლიძე ანა X წილოსანი ნინო X X წილოსანი ხატია X X წიწავა გრეტა X X ჩხეიძე ნატო დაბეჭდილია: 15.12.2022 14:11:39 X გვერდი 4 of 5 პლენარული სხდომა 15.12.2022 კენჭისყრის ანგარიში ესწრებოდა პარლამენტის წევრის გვარი და სახელი მომხრე ჭანკოტაძე დევი X ჭიჭინაძე გივი X X ხაბარელი შოთა X X წინააღმდეგი არ მონაწილეობდა X ხაბეიშვილი ლევან ხაბულიანი დილარ X X ხაჯიშვილი დავით X X ხელაშვილი გიორგი X ხერხეულიძე ეკატერინე X X ხვიჩია იაგო X X X ხოჯევანიშვილი გიორგი ხუნდაძე დიმიტრი X ჯანაშია თეიმურაზ X ჯაფარიძე ვიქტორ X X 123 83 საბოლოო შედეგი დაბეჭდილია: 15.12.2022 14:11:39 X X 2 38 გვერდი 5 of 5