საქართველოს პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილის და ირმა ზავრადაშვილის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/261; 26.10.2022) დაჩქარებული წესით 2022 წლის ბოლომდე განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-19852/22
12-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის
წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილისა და ირმა
ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/261; 26.10.2022).
წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს და ასევე
მუნიციპალიტეტში მომდევნო წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
ვინაიდან პროექტი ეხება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს, სასურველია
პროექტი
მიღებულ
იქნას
მიმდინარე
წლის
ბოლომდე.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,
2022 წლის საშემოდგომო სესია სრულდება 16 დეკემბერს. საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადების
გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებების ამ სესიაზე მიღება შეუძლებელი
ხდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება
წარმოდგენილი კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
კახა კახიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის წევრი
ვიქტორ ჯაფარიძე
პარლამენტის წევრი
ანტონ ობოლაშვილი
პარლამენტის წევრი
ირმა ზავრადაშვილი