საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ბერდია ბუსქანძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-13407/22; 18.10.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-19885/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-13
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-19885/22 12-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ბერდია ბუსქანძის საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№113407/22; 18.10.1022). საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022 წლის 12 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ბერდია ბუსქანძის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (№1-13407/22; 18.10.1022). შინაარსი: კანონპროექტის მიხედვით, ორგანულ კანონის 26-ე მუხლს ემატება მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ობიექტური გარემოებების არსებობისას, საჯაროობის პრინციპების დაცვით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, საკრებულოს სხდომები, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე სხდომა დისტანციურად არ ტარდება. გაცნობებთ, რომ კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და უარყოფილად იქნა მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 1. შინაარსობრივ–სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის ტექსტში ობიექტური გარემოებების არსებობა კი წერია, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი ცნება და ყველაფერს შეიძლება მოერგოს და ძალიან სუბიექტურად იქნას გამოყენებული. გაურკვეველია ასევე ვინ იღებს გადაწყვეტილებას სხდომის დისტანციურად ჩატარებაზე: საკრებულოს თავმჯდომარე თუ ბიურო ან სხვა ორგანო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად საჭიროებს დასაბუთებას და ესეც აუცილებლად თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უნდა ასახულ იქნეს ტექსტში. ასევე მსგავსი რეგულაციის ამოქმედებით შეიძლება შეიზღუდოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და კომისიის სხდომებში მოქალაქეთა კანონით გარანტირებული მონაწილეობის უფლება. 2. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში არ მოიპოვება თვითმართველობის ორგანოების სხდომების დისტანციურად გამართვის მსგავსი პრეცედენტი. 3. გაუგებარია წარმოდგენილი მოთხოვნა საკრებულოს სხდომების დისტანციურად გამართვის თაობაზე, რადგან საკრებულოს წევრები არიან პირდაპირი წესით არჩეული და მათი მოვალეობაა სხდომებში მონაწილეობა/დასწრება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი