საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“, კომიტეტის დასკვნა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-19940/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“, კომიტეტის დასკვნა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-13
ბიუროს ნომერი 210

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-19940/22 12-12-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გეგზავნებათ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში განხილვისათვის შესატანად, საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021). ასევე, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021) საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/134; 08.12.2021), მომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, მესამე მოსმენიდან დაბრუნდეს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, .....
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-19882/22 12-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/134; 08.12.2021). საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოიკვეთა საჭიროება დაზუსტდეს წარმოდგენილი რეგულაციის გავრცელების საკითხი ინდივიდუალური სახლების მშენებლობებზე, კერძოდ, ექსპერტის დასკვნის წარდგენის ვალდებულება მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, ინდივიდუალური სახლების მშენებლობისას არ მოითხოვებოდეს ინფორმაციის წარდგენა სავარაუდო გამწვანების შესახებ, ხოლო, რაც შეეხება უკვე არსებულ გამწვანებას, უნდა მომზადდეს ექსპერტის დასკვნა. შესაბამისად, აუცილებელია გამოსწორდეს ხარვეზი და ჩასწორდეს კანონპროექტის ტექსტი. ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს რედაქციულ ჩასწორებას, მომხსენებელმა დააყენა კანონპროექტის წინა მოსმენაზე დაბრუნების საკითხი. კომიტეტმა გაიზიარე მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩინა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვისათვის დაბრუნება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი