საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 60 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” საქართველოს კანონის პროექტი, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/266; 16.11.2022); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/117; 05.11.2021) საქართველოს კანონის პროექტები.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (375 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (338 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (338 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (231 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 დანართი (98 KB)
📄 დანართი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-13
ბიუროს ნომერი 210
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-19932/22
12-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონის პროექტი „ოლიგარქიული მმართველობის
წინააღმდეგ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა
კანონპროექტები (N07-3/266; 16.11.2022);
− საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/117; 05.11.2021).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 60
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა, ხოლო „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ საქართველოს
კანონის პროექტისა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა
კანონპროექტების (N07-3/266; 16.11.2022) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე − აგრეთვე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-19783/22
12-12-2022
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N 201/1; 21.11.2022 გადაწყვეტილებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,ოლიგარქიული მმართველობის
წინააღმდეგ”, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული
კანონების
პროექტებს:
„საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (№07-3/266; 16.11.2022 - განხილვის ვადა 2022 წლის 12 დეკემბრამდე).
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (07-3/254, 05.10.2022), რომელიც
არეგულირებს იგივე საკითხებს, დასკვნისთვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში,
მიზანშეწონილია, რომ ზემოთ მითითებული საკითხის განხილვა მოხდეს ვენეციის
კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ.
აგრეთვე,
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N
92/1;
15.11.2021
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა: საქართველოს პარლამენტის
წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/117; 05.11.2021 - განხილვის ვადა 2022 წლის 14
დეკემბრამდე);
ობიექტურ მიზეზთა გამო კომიტეტი ვერ ახერხებს მითითებული საკითხის
დადგენილ ვადაში განხილვას
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ვადების გაგრძელება 60 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-19760/22
09-12-2022
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N201/1, 21.11.2022 გადაწყვეტილებით, დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად
გადმოეცა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშიას“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: ,,ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”, „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/266; 16.11.2022).
ვინაიდან, საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge