გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში „ქალებისა და გოგოებისათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის ანა ნაცვლიშვილის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ქალებისა და გოგონებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“
- გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრის, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის ანა ნაცვლიშვილის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ქალებისა და გოგონებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ანგარიში
- გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში „ქალებისა და გოგოებისათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-19765/22
09-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს
მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის “ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ
რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ,“ ჯგუფის დასკვნას.
პატივისცემით,
თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს წევრი
ანა ნაცვლიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
Facility for the Implementation of the EU – Georgia Association Agreement – II
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის
ანგარიში
“ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ
რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“
დეკემბერი, 2022
შინაარსი
ანგარიშის შეჯამება
4
მოკვლევის მიზანი და მეთოდოლოგია
8
შესავალი
9
არსებული მდგომარეობა
13
ქალების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში
13
საქართველოს საფინანსო სექტორი
17
ქალების მონაწილეობა სახელმწიფო ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში
18
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
18
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
20
სამართლებრივი, მარეგულირებელი, ინსტიტუციური და საოპერაციო ჩარჩო
24
ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც ბარიერი ქალების ეკონომიკური გაძლიერების
საკითხში
30
ეკონომიკური ძალადობა
31
მოკვლევის ძირითადი შედეგები
33
სტატისტიკა
33
საქართველოს საბანკო სექტორი
34
საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი
36
საქართველოს სალომბარდე სექტორი (მისო‐ების გარდა)
39
მეწარმე ქალების გამოცდილება
40
საერთაშორისო გამოცდილება
51
ძირითადი მიგნებები
65
დასკვნა
70
რეკომენდაციები
71
ბიბლიოგრაფია
76
დანართი 1. რეკომენდაციები
78
დანართი 2. მოკვლევის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებები
84
დანართი 3. მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული საპარლამენტო მოსმენები
85
დანართი 4. მოკვლევის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრები
86
დანართი 5. ადგილობრივი თვითმმართველობების შეფასება ქალი მეწარმეების ფინანსებზე
ხელმისაწვდომობისთვის საჭირო ეკოსისტემის არსებობის მიმართულებით
87
ევროკავშირსა და საქართველოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების
განხორციელების მხარდაჭერა (AA Facility)
Facility for th
დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად
პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის
შეხედულებებს
თემატური მოკვლევა ჩატარდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტთან (AA Facility) თანამშრომლობით
მოკვლევის ჯგუფის საკომუნიკაციო სტრატეგია მომზადდა და განხორციელდა ეროვნულ‐
დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის
დაფინანსებით.
დათქმა: დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ეროვნულ‐
დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას
ან შეხედულებებს
მოკვლევის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები ქვემო ქართლსა და მაღალმთიან
აჭარაში მომზადდა და განხორციელდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის მხარდაჭერით,
ხოლო ვიზიტი იმერეთში განხორციელდა USAID YES‐Georgia‐ს მიწვევით
ანგარიშის შეჯამება
თემატური მოკვლევის „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ მიზანია, ხელი შეუწყოს
საქართველოს პარლამენტს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკის ინსტრუმენტების
შემუშავებაში, რომლებიც მიმართული იქნება ქალების სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე
წვდომის გაუმჯობესებაზე.
ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ‐ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე კი ვერ
განხორციელდება გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და არსებითი თანასწორობის
მიღწევა ქალებსა და მამაკაცებს შორის ‐ რაც, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული
მიზანი და სახელმწიფოს გაცხადებული ვალდებულებაა.
არაერთი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მოაქვს უკეთესი
შედეგები ქვეყნის ეკონომიკისთვის, ის ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას, ვინაიდან
ახალისებს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, განაპირობებს მეტი რესურსების მიმართვას
ბავშვთა ჯანდაცვასა და განათლებაზე, ამცირებს ქალთა მოწყვლადობას ძალადობის რისკების
მიმართ, და სხვ. ყოველივე ეს კი ზრდის ინდივიდების, ოჯახების და შესაბამისად ‐
საზოგადოების მედეგობას კრიზისებისა და მათი ნეგატიური გავლენების მიმართ.
ამასთან, მიმდინარე წელს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ძალადობისგან დაცვა
განისაზღვრა როგორც ერთ‐ერთი წინაპირობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საკითხის
აქტუალობას როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
წინამდებარე მოკვლევის პროცესში ჩართული იყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკო‐
საფინანსო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, რომელთაც დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით თავიანთი
მოსაზრებები წარმოადგინეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი მოსმენების დროს. ასევე,
მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა თემატური შეხვედრები საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში
რამდენიმე ათეულ მეწარმე ქალებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მოკვლევის პროცესში გამოთხოვილ იქნა და შეფასდა სტატისტიკური ინფორმაცია
საქართველოს საბანკო, მიკროსაფინანსო და სალომბარდო სექტორიდან, ასევე სახელმწიფო
ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებიდან.
მოკვლევის ფარგლებში ნათლად გამოვლინდა, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება და
მისი შემადგენელი ნაწილი ‐ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ‐ ვერ იქნება მიღწეული,
თუ ამ საკითხს განვიხილავთ და გამოსავლის გზებს დავსახავთ ფრაგმენტულად და ვიწროდ, და
არა ‐ სისტემურად, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად არაერთი
მიმართულებით ხელშესახები პროგრესისა, განსაკუთრებით კანონმდებლობის დახვეწის
კუთხით, ქალები საქართველოში კვლავაც სისტემურად უთანასწორო გარემოში იმყოფებიან,
მრავალი პრობლემის წინაშე:
‐
მაღალია ძალადობის მაჩვენებელი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და
ეკონომიკური;
‐
ჯერ კიდევ პრობლემაა ადრეული ან/და იძულებითი ქორწინება;
‐
მიუხედავად
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სავალდებულო
და
წამახალისებელი მექანიზმებისა, დაბალია ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის
მაჩვენებელი;
‐
უთანასწორობა მუნიციპალურ ცენტრებსა და მოშორებულ რეგიონებში მცხოვრებ
ადამიანებს შორის ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით
სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით ქალებისთვის;
‐
საგანმანათლებლო დარგები გენდერულად სეგრეგირებულია, საგანმანათლებლო
მასალები ჯერ კიდევ შეიცავს გენდერული სტერეოტიპების ამსახველ შინაარსს;
‐
როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და
მაღალანაზღაურებად სექტორებში მამაკაცები დომინირებენ, მიუხედავად იმისა, რომ
უმაღლესი განათლების მიღებისას ქალების მოსწრება უსწრებს მამაკაცი სტუდენტების
აკადემიურ მოსწრებას;
‐
მაღალია სახელფასო სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის;
‐
ქალების დიდი ნაწილი არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩაბმული, რაც, მათ შრომითი
უფლებებისა და სოციალური გარანტიების გარეშე ტოვებს;
‐
შინშრომის და ბავშვებსა თუ მოხუცებზე ზრუნვის ტვირთი მკვეთრად უთანასწოროდაა
გადანაწილებული ქალებსა და მამაკაცებს შორის;
‐
ტრადიციები ხშირად აქარწყლებს კანონის სამართლიან დანაწესს (მაგ. ჯერ კიდევ
გავრცელებული სამემკვიდრეო პრაქტიკა, რომელიც უძრავ ქონებას უტოვებს მამრობით
სქესის მემკვიდრეს);
‐
ქალებისთვის მნიშნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული მობილობა ‐
ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის პრობლემების გამო;
‐
საზოგადოებაში კვლავ დომინირებს ქალის, როგორც დაქვემდებარებულის აღქმა,
რომელსაც არ აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, განავითაროს საკუთარი
შესაძლებლობები და პიროვნება.
ასეთ პირობებში, საუბარი ქალთა ეკონომიკური და სამეწარმეო პოტენციალის გამოვლენასა და
წარმატებაზე ‐ დიდ მასშტაბში ‐ საკმაოდ რთულია. ცხადია, არსებობენ და მოკვლევის
ფარგლებში შევხვდით არაერთ ქალს, ვინც შეძლო გაერღვია კულტურული, სოციალური თუ სხვა
ტიპის ბარიერები და მიეღწია სამეწარმეო საქმეში წარმატებისთვის, რაშიც სხვადასხვა
სახელმწიფო პროგრამა, კერძო სექტორი თუ დონორი ორგანიზაცია დაეხმარა. თუმცა, შეიძლება
თამამად ითქვას, რომ ისინი გამონაკლისებს წარმოადგენენ; მათი არსებობა საერთო ვითარების
სიმძიმეს კი არ აბათილებს, არამედ კიდევ უფრო ნათლად ცხადყოფს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოკვლევის ფარგლებში არაერთ შეხვედრაზე გამოიკვეთა
განწყობები, რომელთა მიხედვითაც გენდერული საკითხების მეორეხარისხოვან, ან ფუფუნების
საგნად მონიშვნა ხდება; ეს აჩვენებს, რომ გენდერული ნიშნით უთანასწორობას საზოგადოების
თუ სახელმწიფო უწყებების ნაწილი ჯერ კიდევ არ აღიქვამს როგორც არსებითად უსამართლო
მოცემულობას და სოციალური სამართლიანობის მიღწევის განუყოფელ ნაწილს. შესაძლოა, ეს
აღქმა იმითაც იყოს განპირობებული, რომ საზოგადოებაში, სტერეოტიპების სიმძლავრესთან
ერთად, ჯერ კიდევ ნაკლებია ინფორმირებულობა ძალადობის და გენდერული უთანასწორობის
ეკონომიკური შედეგების შესახებ; ნაკლებია გააზრება იმ დანაკარგის თაობაზე, რომელსაც
არამხოლოდ ინდივიდები, არამედ საზოგადოება განიცდის, როცა მოსახლეობის ნახევარი ‐
ქალები ‐ თავიანთ სამუშაო და ეკონომიკურ პოტენციალს სრულად ვერ იყენებენ.
მიგნებებს შორის აღსანიშნავია ზოგადი ხასიათის პრობლემები, რომლებიც ეხება ქალების
მხრიდან მეწარმეობაში ჩართვისთვის ხელსაყრელი გარემოს/ეკოსისტემის და სახელმწიფოს
ერთიანი კოორდინირებული პოლიტიკის სისუსტეს ქალების ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით. ზოგადი გარემო არ არის ქალი მეწარმეების ხელშემწყობი ‐ დაწყებული
კულტურული და ეკონომიკური ფაქტორებით, გაგრძელებული მოვლის სერვისების სისუსტით და
შინშრომის ტვირთის გენდერულად უთანასწორო გადანაწილებით, რაც ჯერ კიდევ ნორმად
აღიქმება და წარმოადგენს ერთ‐ერთ მთავარ ბარიერს ქალთა ეკონომიკური პოტენციალის
გამოსავლენად.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის, პრაქტიკულად არ არსებობს ქალთა ეკონომიკურ
გაძლიერებაზე
მომუშავე
სახელმწიფო
ინსტიტუტები,
რომელთაც
პრობლემების
მოგვარებისთვის სისტემური ხედვა და ინსტრუმენტები ექნებათ, ხოლო არსებული
სტრუქტურები (მაგ: გენდერული საბჭოები მუნიციპალიტეტებში) შემდგომ გაძლიერებას
საჭიროებს. სუსტია ამ მხრივ მუნიციპალიტეტების როლიც; არ არსებობს ქალ მეწარმეებთან
რეგულარული დიალოგის ფორმატი, რაც დაეხმარებოდა თავად ადგილობრივ ხელისუფლებას,
დააახლოვოს არსებული აღქმები და მოლოდინები მეწარმეებთან და მეწარმეების
საჭიროებების მიხედვით შეიმუშავოს პოლიტიკა და განახორციელოს კონკრეტული
ინიციატივები. აღნიშნული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და კოორდინაციის სისუსტის
ფონზე, არ არსებობს თავად ქალების ჯგუფში სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე ქვეჯგუფების
საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა და ინსტრუმენტები.
ასევე, გამოვლინდა სპეციფიური პრობლემები ქალების ბიზნესთან მიმართებით, რომელთა
შორისაა ქალების მხრიდან ეკონომიკური აქტივების შეზღუდული ფლობა, დაბალი
ინფორმირებულობა საფინანსო პროდუქტებზე და შესაბამის სახელმწიფო/დონორულ
ინიციატივებზე, შეზღუდული სამეწარმეო, ტექნოლოგიური და საფინანსო უნარები და სხვა.
ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეზღუდულია, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ქალებს ‐
მამაკაცებისაგან განსხვავებით ‐ იშვიათად აქვთ უძრავი ქონება, რათა
საკრედიტო
პროდუქტების უზრუნველსაყოფად გამოიყენონ; ასევე, ქალებს ნაკლებად აქვთ საკუთარი
დანაზოგი, როგორც
უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის, ასევე ქალების ძირითადად
დაბალხელფასიან სექტორებში კონცენტრაციის გამო. ქალების უდიდესი ნაწილი აღნიშნავს,
რომ ფინანსურ რესურსზე არანაკლები მნიშვნელობის, თუ მეტად მნიშვნელოვანი არა, არის
დროული და თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე ‐ რა პროგრამებია ხელმისაწვდომი, როგორ
დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა და როგორ გაუძღვენ ბიზნესს მისი განვითარების სხვადასხვა
ეტაპზე.
მოკვლევა აჩვენებს, რომ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას სისტემური მიდგომა სჭირდება,
რომლის მიხედვითაც, არამხოლოდ პრობლემის ერთი ასპექტი დამუშავდება და მოგვარდება
სახელმიფოს თუ კერძო სექტორის მხრიდან, არამედ ქალის სოციალური, ეკონომიკური,
პოლიტიკური, კულტურული ცხოვრება ურთიერთდამოკიდებულ და თანამიმართულ
კომპონენტებად იქნება განხილული; მათთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრის
გარეშე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე დახარჯული რესურსი ვერ მოიტანს მდგრად და
მასშტაბურ შედეგებს.
მოკვლევა აჩვენებს, რომ ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე ფერხდება არამხოლოდ
ეკონომიკური პოლიტიკის და კერძოს სექტორის უმეტესწილად გენდერულად ნეიტრალური
(სტერილური) მიდგომებით, არამედ ასევე სიღარიბის მაღალი მაჩვენებლით, ზრუნვის
სერვისების არარსებობით, ქალების პოლიტიკაში ნაკლები წარმომადგენლობით, ქალთა
მიმართ ძალადობით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით და საჯარო ტრანსპორტის ნაკლებობით,
ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე არასაკმარისი და არათანაბარი ხელმისაწვდომობით და სხვა
ისეთი ფაქტორებით, რომლებიც ქალების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას და
დემოტივაციას ახდენს; ამგვარი გარემო ხელს უშლის ქალებს, სრულად ინტეგრირდნენ შრომის
ბაზარზე, დაიწყონ სამეწარმეო საქმე და ა.შ.
საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ქალების მხრიდან ფინანსებზე წვდომის და
ზოგადად, ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
სპეციფიკური ინიციატივების შემუშავება/განხორციელება, არამედ ზოგადად, იმ გარემოს
თვისობრივი გაუმჯობესება, არსებული სოციალურ‐კულტურული დოგმების დაძლევის გზით,
რომლებშიც ქალებს უწევთ ცხოვრება და საქმიანობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებისას არაერთმა აქტორმა აღნიშნა გენდერულად
ნეიტრალური, არადისკრიმინაციული მიდგომების გამოყენება, როგორც პოზიტიური
მოცემულობა; ამგვარი ხედვა პრობლემურია, არამხოლოდ იმიტომ, რომ პრაქტიკა გენდერულად
ნეიტრალური (სტერილური) მიდგომების არაეფექტურობას აჩვენებს, არამედ იმიტომაც, რომ
2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის
ახლებურად ფორმულირების შემდეგ, გენდერულად ნეიტრალური მიდგომა ვეღარ იქნება
მისაღები სტანდარტი ‐ კონსტიტუცია არსებითი თანასწორობის მიღწევას გვავალდებულებს,
მათ შორის ‐ განსაკუთრებული ზომების მიღების გზით.
მიგნებების შესაბამისად, შემუშავებულ იქნა რეკომენდაციების ორი ჯგუფი, კერძოდ, მოკლე და
საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი რეკომენდაციები და გრძელვადიან პერიოდში
განსახორციელებელი რეკომენდაციები. რაც შეეხება რეკომენდაციების ადრესატ უწყებებს, მათ
შორისაა როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე ცენტრალური მთავრობის ორგანოები,
მუნიციპალიტეტები და საქართველოს ეროვნული ბანკი.
რეკომენდაციები შეეხება როგორც ცენტრალიზებული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას,
ისე არსებულ პროგრამებში ცვლილებების განხორციელებას მათი ქალთა საჭიროებებზე
მორგების მიზნით და ა.შ. გარდა ამისა, რეკომენდაციები ეხება საკანონმდებლო ჩარჩოში
გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, ასევე ეროვნული ბანკის მარეგულირებელ ჩარჩოში
სპეციფიკური სიახლეების დანერგვას.
რეკომენდაციების ადრესატთა ფართო წრე და როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი
ხასიათი, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით ხელშესახები შედეგის და სათანადო მასშტაბის მისაღწევად, საკმარისი არ
იქნება ვიწროდ ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამები; ასეთი პროგრემები
აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ხელშესახები შედეგისთვის აუცილებელია, ქვეყანამ
პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიორიტეტად დაისახოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მის
განსახორციელებლად შეიმუშავოს სტრატეგიული ხედვა, რომლის შემუშავებასა და დანერგვაში
კოორდინირებულად იქნება ჩართული სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორი, ასევე
დონორი ორგანიზაციები და რომელიც გაითვალისწინებს როგორც ქალთა საერთო
საჭიროებებს, ასევე ქალთა სხვადასხვა ჯგუფების მოწყვლადობის სპეფიციკას და განსხვავებულ
საჭიროებებს.
მოკვლევის მიზანი და მეთოდოლოგია
საპარლამენტო მოკვლევა „ქალების წვდომა ფინანსურ რესერსებზე” განხორციელდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის
ჯგუფის მიერ, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს პროექტის „EU‐Funded Facility for the
Implementation of the EU‐Georgia Association Agreement – II“, ეროვნულ‐დემოკრატიული
ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid‐ის მხარდაჭერით. მოკვლევის
მიზანია ქალი მეწარმეების მიერ ფინანსებზე წვდომის ბარიერების და მათი განმაპირობებელი
ფაქტორების დადგენა, ასევე შესაბამისი სამართლებრივი, მარეგულირებელი, ინსტიტუციური
და საოპერაციო ჩარჩოს მახასიათებლების გამოვლენა, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს
სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე ქალების წვდომაზე კომერციული ბანკების,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით და
სახელმწიფო ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
თემატური მოკვლევის ჯგუფში შედიან პარლამენტის წევრები:
●
ანა ნაცვლიშვილი ‐ თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი
●
ნინო წილოსანი
●
მარიამ ლაშხი
●
ლევან ქარუმიძე
●
ხათუნა სამნიძე
●
ნინო იობაშვილი
●
ბექა ლილუაშვილი.
მოკვლევის პროცესი მიმდინარეობდა 2022 წლის 31 მაისიდან 9 დეკემბრის ჩათვლით. პირველ
ეტაპზე მოკვლევის საკითხზე წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს დაინტერესებულმა
პირებმა. სულ შემოვიდა 4 განაცხადი. ზეპირ მოსმენაზე დაბარებულ იქნა 24 უწყება და პირი.
ზეპირი მოსმენები მიმდინარეობდა 3 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით. პარალელურად
მოკვლევაზე მომუშავე ჯგუფმა განახორციელა საჯარო შეხვედრები 8 რეგიონში (რაჭა‐ლეჩხუმი
და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, კახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო‐
ზემო სვანეთი) მომუშავე მეწარმე ქალებთან (54 მეწარმე ქალი), ადგილობრივ არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დამატებით შედგა
შეხვედრები საქართველოს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციებთან,
ასევე ცალკეულ კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან (დანართი 3).
საჯარო შეხვედრების და ზეპირი მოსმენების შედეგად მიღებული ინფორმაციის გარდა, კვლევის
პროცესში შესწავლილ იქნა შესაბამისი დოკუმენტური და ანალიტიკური მასალა
(კანონმდებლობა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები). ასევე,
საქართველოს საფინანსო სექტორიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი სტატისტიკური
ინფორმაცია. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვას.
ზემოხსენებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დადგინდა
რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია ანგარიშის ბოლო სექციაში.
შესავალი
ქალების ეკონომიკური გაძლიერება საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია,
რომელიც ასახულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში და ხაზგასმულია საერთაშორისო
ორგანიზაციების და განვითარების პარტნიორების მიერ. მიუხედავად ბოლო წლებში, ქალების
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, დღეის მდგომარეობით, ეს
საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად და ამ მხრივ, არსებობს გაუმჯობესების და პოზიტიური
შედეგების მიღწევის დიდი აუცილებლობაც და შესაძლებლობაც.
სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და ანალიზი აჩვენებს, რომ ქალების ეკონომიკურ
გაძლიერებას მოაქვს უკეთესი ეკონომიკური შედეგები, უფრო სწრაფი და დივერსიფიცირებული
ეკონომიკური ზრდა, მეტი თანასწორობა და ა.შ1. კერძოდ, კვლევების მიხედვით:
●
იმ შემთხვევაში, თუ ქალები ეკონომიკაში ისეთივე ჩართულები იქნებოდნენ, როგორც
კაცები, ეს დამატებით 28 ტრილიონი აშშ დოლარის ნამატს გამოიწვევდა გლობალურ
მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 2025 წლისთვის.
●
სხვადასხვა შეფასებით, ქალები საკუთარი შემოსავლის 90%‐ის ინვესტირებას ახდენენ
ოჯახის ჯანმრთელობის, კვებისა და განათლების ხარჯებში, რაც კაცების შესაბამის
მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.
●
საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ
ქალ ფერმერებს ექნებოდათ ისეთივე წვდომა ეკონომიკურ რესურსებზე, როგორც კაცებს,
ეს გაზრდიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას 20%‐30%‐ით, შესაბამისად
გაიზრდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების მასშტაბები და ა.შ2.
ქალების ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის, როგორც
პირდაპირ, მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) სამუშაო ძალის ეფექტის გათვალისწინებით, ისე
არაპირდაპირ, მისი გავლენით პროდუქტიულობაზე. მეტი უთანასწორობა დაკავშირებულია ერთ
სულ მოსახლეზე უფრო დაბალ მშპ‐სთან და შემოსავლებში უფრო მაღალ უთანასწორობასთან.
ამასთან, მიჩნეულია, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ძალადობის
რისკებისგან მათი დაცვის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, ხოლო ეკონომიკური ავტონომიის
არქონა ქალს მეტად მოწყვლადს ხდის ძალადობის და მისგან გამოწვეული ზიანის მიმართ3.
თუ განვითარებად ქვეყნებში ქალები იმდენ ანაზღაურებას მიიღებდნენ, რამდენსაც მამაკაცები,
ისინი დამატებით 2 ტრილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებდნენ. და თუ ქალები თანაბრად
მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ძალაში, ისევე როგორც მამაკაცები, ქალებს შეეძლებოდათ
დამატებით 6 ტრილიონი აშშ დოლარის გამომუშავება. განვითარებად ქვეყნებში ქალებს რომ
ჰქონდეთ ისეთივე ხელფასები, როგორც მამაკაცებს და იგივე წვდომა ჰქონდეთ სამუშაოებზე,
როგორც მამაკაცებს, ისინი შესაძლოა 9 ტრილიონი აშშ დოლარით უფრო მდიდრები იყვნენ
ვიდრე ახლა არიან.4
‐
1
“ქალები, მსოფლიოს დაბალანაზღაურებადი სამუშაოების 60%‐ში არიან ჩაბმულები, მათ
წვდომა უჭირთ ღირსეულ სამუშაოებზე და ხშირად განიცდიან შრომით ექსპლუატაციას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კვალდაკვალ”, 2018; Elborgh‐
Woytek, K., M. Newiak, K. Kochhar, S. Fabrizio, K. Kpodar, P. Wingender, B. Clements, and G. Schwartz. 2013.
“Women, Work, and the Economy: Macroeconomic Gains from Gender Equity.” Staff Discussion Note 13/10, IMF
2
https://www.bsr.org/reports/BSR_ICRW_Building_Effective_Womens_Economic_Empowerment_Strategies.pdf
3
იხ. მაგ. ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზების და შედეგების საკითხებში გაეროს სპეციალური
მომხსენებელის ანგარიში, A/HRC/17/26, 2011
4
https://www.actionaid.org.uk/sites/default/files/publications/womens_rights_on‐line_version_2.1.pdf
‐
საშუალოდ ქალი, მინიმუმ ორჯერ მეტ დროს უთმობს საშინაო საქმეების გაძღოლას,
ვიდრე კაცი და ოთხჯერ მეტ დროს ‐ ბავშვზე ზრუნვას.
‐
ქალები დისკრიმინაციულ მიდგომებს ხვდებიან ძალაუფლებრივ სივრცეებში, მათ
ხშირად ეზღუდებათ კოლექტიური მობილიზების უფლება.
‐
2021 წლის მონაცემით, მხოლოდ 16 ქალია ფინანსთა მინისტრი და ყოველი ხუთიდან
ერთია ქალი პარლამენტარი.
‐
Ბევრი ქალი ვერ გამოიმუშავებს საარსებო მინიმუმს და მათი შრომითი ანაზღაურება 10%‐
დან 30%‐მდე ჩამორჩება მამაკაცის ანაზღაურებას, თანაბარი შრომის პირობებში.
‐
მსოფლიოს 143 ეკონომიკას შორის, 90%‐ში ერთი კანონი მაინც მოქმედებს ისეთი,
რომელიც წარმოადგენს ბარიერს ქალის ეკონომიკური თანასწორობისთვის.”5
ვინაიდან ქალების ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი
კომპონენტია, განვითარებული ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ
მრავალ ინიციატივას ამ მიმართულებით, რაც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს,
როგორიცაა უკეთესი წვდომა ეკონომიკურ რესურსებზე, საკუთრების უფლებები, ქალების მეტი
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუნაზღაურებელი შრომის აღიარება და
სხვა.
ამ მხრივ, საქართველო, მიუხედავად მრავალი ინიციატივისა და ბოლო წლებში მიღწეული
პროგრესისა, კვლავ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 2022
წლის Global Gender Gap რეიტინგის მიხედვით (GGGR), 146 ქვეყანას შორის6, საქართველოს 55‐ე
ადგილი უკავია მთლიან რეიტინგში, ხოლო ეკონომიკური მონაწილეობის და შესაძლებლობის
კომპონენტში (Economic Participation and Opportunity Component) ‐ 72‐ე ადგილი. ისეთი ქვეყნები,
როგორიცაა მოლდოვა (16), ესტონეთი (52), ლატვია (26), ლიეტუვა (11) საქართველოს უსწრებენ
სხვადასხვა პარამეტრში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით7, საქართველოში ქალების ეკონომიკური პოტენციალის მეტად
გამოყენება, კერძოდ კი შრომის ბაზარზე არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა
გამოიწვევდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ‐ს 11.3%‐იან ზრდას.8
ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტებია ქალების თავისუფალი
წვდომა სხვადასხვა ეკონომიკურ რესურსზე, მათ შორის, სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე. ამ
მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები
გადაიდგა. 2014 წლიდან დაიწყო სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები,
როგორიცაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები,
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები, ასევე ინოვაციურ ბიზნესებზე მიმართული
პროგრამები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოს მიერ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები ზოგადი პროფილისაა და
სპეფიციკურად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას არ ისახავს მიზნად. მართალია, შედეგად,
ქალი მეწარმეებისთვისაც გაჩნდა დამატებითი შესაძლებლობები, თუმცა, კვლევები აჩვენებს,
რომ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის სათანადო/ხელშემწყობი გარემო კვლავ სუსტია.
საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ქალების ეკონომიკური აქტივობის და
სამუშაო ბაზარზე ინტეგრირების ხელისშემშლელი არაპირდაპირი ფაქტორებია ძალადობა და
ქალთა პოლიტიკური უთანასწორობა. ძალადობა მიჩნეულია, ერთის მხრივ, ქალთა
ეკონომიკური უთანასწორობის და სიღარიბის მიზეზად და ასევე, მის გამომწვევ ფაქტორადაც.
5
https://www.actionaid.org.uk/sites/default/files/publications/womens_rights_on‐line_version_2.1.pdf
https://www3.weforum.org/docs/WEF_GGGR_2022.pdf
7
მსოფლიო ბანკი, საქართველოს გენდერული შეფასება, 2016
8
Close the gap! The cost of inequality in women’s work, January 2015
6
მიუხედავად იმისა, რომ ქართული საკანონდებლო ჩარჩო საუკეთესო პრაქტიკებს მცირედით თუ
ჩამორჩება, ქალების ყოველდღიური რეალობა სისტემური უთანასწორობითაა განსაზღვრული
და ისინი, როგორც სამუშაო ძალა, ხშირად არიან უგულვებელყოფილი.
ამასთან, ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი იმთავითვე უთანასწორო მდგომაროებაშია და
არაკონკურენტუნარიან ვითარებაში იმყოფება ეკონომიკური რესურსების თვალსაზრისით; მაგ.
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული უთანასწორობა სასოფლო‐სამეურნეო მიწის
ფლობისას: კვლევის მიხედვით, კაცები 2‐ჯერ უფრო ხშირად არიან უძრავი ქონების
დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები. ქალებთან შედარებით ორჯერ დიდია
კაცების რიცხვი, ვინც უძრავ ქონება მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით იღებს; ქალები ასევე ვერ
სარგებლობენ საკუთარი აქტივების გაყიდვის ან ანდერძით გადაცემის უფლებით, რადგან მათი
გავლენა შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებისას9. უძრავი ქონების შესაძენად ქალების
მხოლოდ 19% აქვს ბანკში სესხი10. უძრავ ქონებაზე არათანაბარი მისაწვდომობა უამრავი
ქალისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარი ფაქტორიც არის.
შინშრომის ტვირთთან დაკავშირებით, საინტერესოა მაგალითად შემდეგი მონაცემები:
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 14.3%‐ს არ აქვს სასმელ წყალზე წვდომა. სასმელი წყლის
მომარაგება (და მასთან დაკავშირებული საკითხები: სადილის მომზადება, სახლის
დასუფთვება, სარეცხის დარეცხვა) უმეტესწილად ქალის მოვალეობად ითვლება. შესაბამისად,
ქალები უდიდეს დროს და ენერგიას ხარჯავენ წყლის მოპოვებაში. მდგომარეობას ისიც ამძიმებს,
რომ ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი პირად ტრანსპორტზე ‐ სახალხო დამცველის მიერ
ჩატარებული კვლევა მობილობასთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ქალების მხოლოდ 10.4%
ფლობს ავტომობილს.11 კაცებთან შედარებით მობილობის მკვეთრად შეზღუდული
შესაძლებლობები ასევე აბრკოლებს ქალების ეკონომიკურ აქტივობებს.
საწარმოების მხოლოდ მეხუთედს ჰყავს ქალი მესაკუთრე და მხოლოდ 16%‐ს ‐ ქალი ტოპ‐
მენეჯერი (Enterprise Survey 2019).
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ ორი პორტფელი აბარია ქალს, 2022 წლის
ნოემბრის მონაცემებით არცერთ მხარეში რწმუნებული არ არის ქალი, საქართველოს
პარლამენტის 150 დეპუტატიდან მხოლოდ 26 ქალია. 5 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ
ერთი მერია ქალი. ეს მაშინ, როდესაც, უმაღლეს განათლებას გაცილებით მეტი ქალი იღებს
ვიდრე მამაკაცი და კვლევის თანახმად, ქალების აკადემიური მოსწრება უმაღლეს
სასწავლებელში სწავლის პერიოდში საშუალოდ 19 ქულით სჯობნის მამაკაცების მოსწრებას. (HCI
2020).
საგულისხმოა ისიც, რომ ქალთა უფლებების საკითხები და ეკონომიკური გაძლიერება
ნაკლებადაა აღქმული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად პარტიათა საარჩევნო
პროგრამებში12.
უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება ძალადობა. 2021 წლის, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მონაცემით, ფიზიკურ ძალადობაზე 2414 შემაკავებელი ორდერი, ფსიქოლოგიურ
ძალადობაზე 8627 და ეკონომიკურ ძალადობაზე 203 ორდერია გამოცემული. 2014‐2022 წლებში
ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით ‐ 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა
მოტივით ‐ 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის
მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით ‐ 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა
მოტივით ‐ 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე
9
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება სპეციალური
აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020
10
Social Institutions and Gender Index SIGI 2019 Global Report
11
„ქალები და მობილობა ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტები“ 2021
12
„წინასაარჩევნო გზამკვლევი ‐ ვინ ავირჩიოთ 2020‐ის არჩევნებზე“, იკითხე პოლიტიკა, ჰაინრიხ ბიოლის
ფონდი, 2020
პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა. ძალადობა პირდაპირ
ახშობს მსხვერპლის პოტენციალს, იზრუნოს სამუშაო უნარ‐ჩვევების ამაღლებაზე თუ ბიზნეს
იდეის განვითარებაზე.
მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ სექსუალური ძალადობის კრიზისის
რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა
განაწილებული მთელ საქართველოში. ფრაგმენტული და თითქმის არარსებულია იძულებითი
ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის
არსებული სერვისები.
ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტებია ქალების თავისუფალი
წვდომა სხვადასხვა ეკონომიკურ რესურსზე, მათ შორის, სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე. ამ
მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში,
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2014 წლიდან დაიწყო სახელმწიფო ფინანსური
მხარდაჭერის პროგრამები, როგორიცაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ
განხორციელებული პროგრამები, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები, ასევე
ინოვაციურ ბიზნესებზე მიმართული პროგრამები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები
ზოგადი პროფილისაა და სპეფიციკურად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას არ ისახავს მიზნად.
მართალია, შედეგად, ქალი მეწარმეებისთვისაც გაჩნდა დამატებითი შესაძლებლობები, თუმცა,
კვლევები აჩვენებს, რომ ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის სათანადო/ხელშემწყობი
გარემო კვლავ სუსტია.
მიუხედევად არაერთი ინიციატივისა და შესაბამისი ღონისძიებებისა, ქალების ეკონომიკური
გაძლიერების საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება. ამ წინაღობის მნიშვნელოვანი
განმაპირობებელი ფაქტორი არის ფინანსებზე წვდომა. სამეწარმეო ფინანსებზე წვდომა არა
მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც წარმოადგენს მეწარმეობისთვის,
განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის, მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხს.
საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი ბიზნესებისთვის სიდიდით მეორე ყველაზე სერიოზული
პრობლემაა (პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ)13.
პრობლემის ზოგადი ხასიათის მიღმა, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი
მეწარმეებისთვის, ვინაიდან, ზოგადად, გლობალური ტენდენციებით, ქალი მეწარმეების
სასტარტო პოზიციები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კაცი მეწარმეების სასტარტო პირობებს,
სხვადასხვა სოციალურ‐კულტურული ნორმის, უთანასწორო და დისკრიმინაციული
სამემკვიდრეო პრაქტიკის, დაბალი ფინანსური განათლების და სხვა ფაქტორების ზეგავლენით.
შესაბამისად, ქალების ფინანსებზე გაუმჯობესებული წვდომა, სხვა სტრუქტურული
ცვლილებების განხორციელებასთან ერთად, რაზეც წინამდებარე კვლევაში ასევე იქნება
საუბარი, გახდება ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი
ფაქტორი.
წინამდებარე მოკვლევის მიზანია ქალების ფინანსებზე წვდომის ბარიერების და მათი
განმაპირობებელი
ფაქტორების
დადგენა,
ასევე,
შესაბამისი
სამართლებრივი,
მარეგულირებელი, ინსტიტუციონალური და საოპერაციო ჩარჩოს მახასიათებლების გამოვლენა,
რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე ქალების წვდომაზე
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სახელმწიფო ეკონომიკური
პროგრამების მეშვეობით და სახელმწიფო ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების
შემუშავება.
13
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა 2019
არსებული მდგომარეობა
ქალების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში
ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია ქალების
მონაწილეობა შრომის ბაზარზე და მათი ეკონომიკური აქტივობა. მრავალი წელია, სიღარიბე და
უმუშევრობა საქართველოს მოსახლეობის უმწვავესი პრობლემაა. არც ერთი და არც მეორე არ
არის პრობლემა მხოლოდ ქალებისათვის, თუმცა უმუშევრობის მიზეზები გარკვეულწილად
განსხვავებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის და უმუშევრობის შედეგებიც განსხვავებულად
აისახება ქალებსა და კაცებზე, რაც კვლევაში დეტალურად იქნება გაანალიზებული.
საქართველოს ეკონომიკაში დიდია არაფორმალური, ე.წ. დაუკვირვებადი ეკონომიკის
ხვედრითი წილი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი სწორედ ამ სექტორშია
ჩართული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის14 მიხედვით,
2015 წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 53.07% იყო. 1991‐2015 წლების საშუალო
მაჩვენებლით, 64.9%‐ით, საქართველოში არაფორმალური ეკონომიკა ყველაზე დიდი იყო 158
ქვეყანას შორის. ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა, რა თქმა უნდა, ზუსტად არ იმეორებს
არაფორმალური დასაქმების წილს, თუმცა, ეს ორი მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია
ერთმანეთთან.
2020 წლისათვის მოსახლეობის 21.3% კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება (NSOG2021),
მოსახლეობაში კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე და იგი 18.5%‐ია, ხოლო მოსახლეობის
ნაწილი, 31.7% (NSOG,2021) არ არის ფორმალურად დასაქმებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს
პოტენციური სამუშაო ძალის მხოლოდ ნახევარი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს.
ცალკე ყურადღებას იმსახურებენ არაფორმალურ სექტორში ჩართული ქალები. სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის შეფასებით, მაგალითად, ვაჭრობის სექტორში დაუკვირვებადი
ეკონომიკის გამოშვების წილი მთლიან გამოშვებაში 14.5%‐ია (2021 წლის მონაცემებით), ხოლო
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობის სექტორში ‐
52.5%. ეს არის სექტორები, სადაც ქალების დასაქმება ერთ‐ერთი ყველაზე მაღალია, მათ შორის
გარე ვაჭრობაში. ეკონომიკურად აქტიური ქალების დიდი ნაწილი სწორედ არაფორმალურ
სექტორებშია ჩართული. დაუკვირვებად სექტორებში დასაქმებული ქალები არ ხვდებიან
ოფიციალურ სტატისტიკურ აღრიცხვაში, ნაკლებად აქვთ შანსი, მიიღონ მონაწილეობა
სახელმწიფო ინიციატივებში. ამ და სხვა საკითხების გამო, ქალების ეს ჯგუფი ერთ‐ერთი
ყველაზე მოწყვლადია. მათ არ აქვთ მინიმალური სოციალური პაკეტი და შრომითი უფლებების
დაცვის მექანიზმები, ვერ სარგებლობენ შვებულებით, არ აქვთ დეკრეტული შვებულება, არ აქვთ
ნორმირებული სამუშაო დრო, მათ, ვინც გადასახადს არ იხდის, არ ექნებათ საპენსიო სისტემაში
ჩართვის საშუალება და ა.შ. ყოველივე აღნიშნული, მათ საერთო მდგომარეობას უკიდურესად
ამძიმებს. რამდენად მოწყვლად მდგომარეობაში უწევთ მათ ცხოვრება და ეკონომიკური
საქმიანობის წარმართვა, ნათლად გამოჩნდა COVID‐19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს.
ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ არსებულ შრომის ბაზარზე შესამჩნევია გენდერული
უთანასწორობა. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი)
მიხედვით, 2021 წელს, ქალების მონაწილეობა სამუშაო ძალაში შეადგენს მხოლოდ 40.5%, მაშინ,
როდესაც კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 62.9%.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 2008‐2020 წწ. მამაკაცების აქტიურობის დონე
ქალებისას საშუალოდ 20%‐ით აღემატებოდა. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამ რეალობას
მამაკაცებთან შედარებით ქალების ხელფასის სიმცირე და მისგან გამოწვეული დემოტივაცია
განაპირობებს. „ქალებს დაბალი ხელფასების გამო მუშაობის ნაკლები მოტივაცია აქვთ. ხშირად,
როდესაც საქმე საოჯახო საქმეებს და ბავშვის მოვლას ეხება, ოჯახი უფრო ხელსაყრელად
თვლის, თუ მამაკაცი, რომლის ხელფასიც უფრო მაღალია, გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ქალი
14
IMF Working Paper „Shadow Economies Around the World: What Did We Learn Over the Last 20 Years?“
მიხედავს საოჯახო საქმეებს. ამის გამო მრავალი ქალი რჩება უმუშევარი და ეთიშება სამუშაო
ძალას. იმ ქალებისთვის, რომლებიც ბავშვს უვლიან, ფაქტიურად შეუძლებელია
ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს პოვნა. სრულ განაკვეთზე მუშაობისას კი, თუ მათ ხშირად უწევთ
სამსახურიდან გათავისუფლება ამ მიზეზით, უხდიან ნაკლებ ხელფასს. საოჯახო საქმეებისა და
ბავშვის მოვლის გამო, ქალები სამუშაო ძალაში ნაკლებ დროს ატარებენ, შესაბამისად ნაკლები
დრო აქვთ სამუშაო უნარის განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად. გამოცდილება კი
სამუშაოს საპოვნელად, მაღალი უმუშევრობის და შესაბამისად მაღალი კონკურენციის
პირობებში, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ნაკლები გამოცდილების ქონის გამო, ქალების
ანაზღაურებაც მამაკაცებისაზე ნაკლებია. ქალების დაბალ აქტიურობაზე გავლენას ახდენს ასევე
ქვეყანაში არსებული სოციალურ‐კულტურული სტერეოტიპები. მოსახლეობის დიდი ნაწილი
თვლის, რომ ოჯახში მამაკაცმა უნდა იმუშაოს, ხოლო ქალი უნდა ეწეოდეს საოჯახო საქმიანობას
და ზრდიდეს შვილებს. ხშირად დამსაქმებელი თვლის, რომ ქალებს, რომელთაც შვილები
ჰყავთ, სურთ ნაკლებად დატვირთული გრაფიკი, რის გამოც, მათი დატვირთვა და ანაზღაურებაც
შედარებით ნაკლებია“. ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, მამაკაცებში უმუშევრობის
დონე ყოველთვის აღემატებოდა უმუშევრობის დონეს ქალებში, რადგან ქალები, როგორც წესი,
თანხმდებიან უფრო დაბალ ანაზღაურებას, მამაკაცებისაგან განსხვავებით.
დიაგრამა 1. ეკონომიკური აქტიურობის დონე (%)
80.0
62.2
64.3
65.7
65.4
65.3
66.3
66.8
63.8
63.0
61.8
62.0
62.9
42.5
43.0
44.5
43.6
43.9
46.2
44.7
46.4
44.2
43.1
40.4
40.5
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
60.0
40.0
20.0
0.0
ქალი
კაცი
წყარო: საქსტატი
მონაწილეობის დაბალი დონიდან გამომდინარე, ასევე დაბალია ქალების დასაქმების და
უმუშევრობის მაჩვენებლები და გენდერული სხვაობა ამ მხრივ წლების მიხედვით
მნიშვნელოვნად არ იცვლება.
დიაგრამა 2.
დასაქმების დონე (%)
ქალი
კაცი
ქალი
წყარო: საქსტატი
გენდერული სახელფასო სხვაობა კვლავ მაღალი რჩება ‐ 32.4% (2020 წელი).
კაცი
2021
2020
2019
2018
2017
2016
2010
0.0
2015
36.9 36.8 37.0 36.4 36.2 33.9 33.3
2014
31.8 32.3 33.0 33.3 35.0
2013
20.0
40.0 28.929.1 27.5 28.6
25.2 23.5 24.9 22.6
20.6 18.9 20.2 22.7
30.0
20.0
25.024.9 25.8 23.6
10.0
20.120.0 17.6 20.4 17.6
16.016.2 17.8
0.0
2012
40.0
უმუშევრობის დონე (%)
2011
60.0
50.8 50.2 49.3 50.0 50.1 49.5 48.6
44.2 45.6 47.7 46.7 48.8
დიაგრამა 3. გენდერული სახელფასო სხვაობა
50
42.6 40.3
39.8
40
36.4 36.9 35.5 34.5 35.7 35.8 36.2
32.4
30
20
10
0
2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020
წყარო: საქსტატი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობები, რომლებშიც ქალი არ
მუშაობს, 26%‐ით უფრო ღარიბია. ამასთან, ქალები, რომლებიც არ მუშაობენ, ამბობენ, რომ მათი
ცხოვრების დონე უფრო დაბალია. ზოგადად, როდესაც შინამეურნეობაში ერთით ნაკლები წევრი
მუშაობს ‐ იმისდა მიუხედავად, ქალია ის თუ კაცი ‐ ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ
შინამეურნეობის შემოსავალი მცირდება. ზოგადად, მონაცემები ამ ვარაუდს ამყარებს. თუმცა,
ამის მიუხედავად, მონაცემები მიუთითებს კიდევ უფრო დაბალ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე
როგორც ქალებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის, იმ შემთხვევებში, როდესაც ქალები არ
მუშაობენ15.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ქალები მეტად არიან დასაქმებულები
ვაჭრობის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების და ტურიზმთან დაკავშირებულ
სფეროებში. აღნიშნულ სფეროებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია.
დიაგრამა 4. დასაქმება ბიზნეს სექტორში, 2020 (%)
35
30
25
20
15
10
5
0
31
26 27
26
19
11
5
6
3
14
14
11
4
2
ქალი
კაცი
წყარო: საქსტატი
რაც შეეხება ბიზნესის დაფუძნებას ან მასში პარტნიორობას, მოქმედი საწარმოების ანალიზი
აჩვენებს, რომ ქალების მიერ დაფუძნებული ბიზნესის 50.2% ვაჭრობის სფეროზე მოდის. ამ
შემთხვევაშიც, უმეტესად, ჭარბობს მცირე ზომის ბიზნესი (100 000 ლარზე ნაკლები წლიური
ბრუნვით).
დიაგრამა 5. რეგისტრირებული აქტიური ბიზნესის სტატისტიკა დამფუძნებელთა და
პარტნიორთა სქესის მიხედვით (%)
15
https://georgia.unwomen.org/sites/default/files/Field%20Office%20Georgia/Attachments/Publications/2018/Wo
mens%20Economic%20Inactivity%20and%20Inf%20Employment%20Georgiageo.pdf
60.0
50.0
40.0
30.0
20.0
10.0
0.0
50.2
35.4
0.7 1.6
6.8 8.9
1.6
31.0 28.7
10.1
2.3
9.1
ქალი
4.9 3.5
2.5 2.7
კაცი
წყარო: საქსტატი
მიუხედავად ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე ბოლო
წლებში მიმართული ინიციატივებისა, არსებული სოციალურ‐კულტურული ფაქტორები, შრომის
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, ძირითად ეკონომიკურ რესურსებზე ქალების
შეზღუდულ წვდომასთან ერთად, იწვევს საქართველოში ქალების შეზღუდულ მონაწილეობას
ეკონომიკასა და მეწარმეობაში. მაგალითისთვის, ბიზნესში კაცები მეტად იკავებენ
ხელმძღვანელ პოზიციებს, ხოლო ქალები მეტად არიან წარმოდგენილები შედარებით
დაბალანაზღაურებად სექტორებში.
სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამების16 ანალიზიც აჩვენებს არსებულ პრობლემებს ქალების
მონაწილეობის კუთხით. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების
პროგრამის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს ქალების წახალისების ელემენტებს, ქალების
მონაწილეობა (კომპანიები, სადაც დამფუძნებელი ან დირექტორი არის ქალი) არის 34%, ხოლო
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული ქალი
ბენეფიციარების წილი 41%‐ს შეადგენს. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეთა გენდერული
ბალანსი არის საკმაოდ არათანაბარი. მაგალითად, ყველაზე მსხვილ, შეღავათიანი
აგროკრედიტის პროექტში ქალების მონაწილეობა მხოლოდ 11%‐ია. აღნიშნული მაჩვენებელი
უფრო მაღალია სხვა პროგრამებში, მაგალითად, პროექტში „დანერგე მომავალი“ – 31%.
მეწარმეობაში ქალების და კაცების არათანაბარი მონაწილეობის ერთ‐ერთი მნიშვნელოვანი
განმაპირობებელი ფაქტორი არის გენდერული უთანასწორობა რესურსებზე წვდომის
საკითხებში. მათ შორისაა გენდერული უთანასწორობა საკუთრების საკითხში და
დისკრიმინაციული სამემკვიდრეო პრაქტიკა. კერძოდ, საქსტატის 2018 წლის კვლევა17, რომელიც
აანალიზებს ინდივიდუალურ დონეზე ქონების საკუთარებაში მიღების გზებს (ჩუქება,
მემკვიდრეობა, სხვა), აჩვენებს მნიშვნელოვან უთანასწორობას კაცებს და ქალებს შორის მიწის
და სხვა აქტივების ფლობის საკითხებში. კვლევის მიხედვით, კაცების 61.5% იღებს მიწას და სხვა
ქონებას საკუთრებაში მემკვიდრეობის ან ჩუქების შედეგად, ხოლო იგივე მაჩვენებელი ქალების
შემთხვევაში მხოლოდ 26.4%‐ია.
აღნიშნული ფაქტორი არის მნიშვნელოვანი ბარიერი ქალების მიერ ფინანსურ რესურსებზე
წვდომის კუთხით, განსაკუთრებით, საქართველოს საფინანსო სექტორის სპეციფიკის
გათვალისწინებით. ეს დაბრკოლება ასევე დასახელდა საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
კერძოდ, როგორც მათ მიერ აღინიშნა, თუ ქალი მიმართავს ფინანსურ ორგანიზაციას სესხის
16
აღნიშნულ პროგრამებში იგულისხმება „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების
სააგენტოს პროგრამები
17
საქსტატი, პილოტური კვლევა გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვებაზე აქტივების
ფლობასა და მეწარმეობაზე (2018), http://gender.geostat.ge/gender/img/publicationspdf/EDGE‐Report‐GEO‐
Final.pdf#view=fit
მისაღებად, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოითხოვება უძრავი ქონების იპოთეკით
დატვირთვა, უმეტეს შემთხვევაში ქალი მსესხებლისათვის ხელმისაწვდომი უზრუნველყოფის
საგანი (უძრავი ქონება) რეგისტრირებულია მისი საოჯახო მეურნეობის წევრი მამაკაცის
სახელზე. ამასთან, „ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება“ მოითხოვს, რომ თუ
მსესხებელი და მესაკუთრე სხვადასხვა პირია, მაშინ სესხის გასაცემად, გადახდისუნარიანობის
ანალიზი, შემოსავლების შესწავლა და დებულების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა
მოხდეს როგორც მსესხებლის, ასევე უზრუნველყოფის მესაკუთრის მიერ, რაც ორი ფიზიკური
პირის მიერ დაკრედიტების დებულების მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობას ქმნის.
ეს მოთხოვნა სესხის გაცემას ართულებს როგორც მსესხებლისთვის, ასევე საფინანსო
ორგანიზაციისთვის.
საქართველოს საფინანსო სექტორი
საქართველოს საფინანსო სექტორი ძირითადად ტრადიციული, სესხებზე დაფუძნებული
დაფინანსებითაა წარმოდგენილი. კერძოდ, არსებული მდგომარეობით, ბაზრის 90%‐ზე მეტი
უკავია კომერციულ ბანკებს. დღეის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებული და მოქმედია 14 კომერციული ბანკი და 32 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
კაპიტალის ბაზრის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მეწარმეებისთვის,
განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (რაც საქართველოს სამეწარმეო
სექტორის 99.6%‐ს შეადგენს18), დაფინანსების ალტერნატიული წყაროების არარსებობის
პირობებში, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები წარმოადგენენ დაფინანსების
ძირითად საშუალებას. დღეის მდგომარეობით, მცირე და საშუალო საწარმოების 38%‐ს აქვს
საბანკო სესხი, ხოლო სესხზე უარის მაჩვენებელი 21%‐ია19. ზოგადად, საბანკო კრედიტზე
წვდომის საკითხში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ძირითად დაბრკოლებას წამოადგენს
უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნები, საკრედიტო ისტორიის არარსებობა, ბიზნესის
შედეგების პროგნოზირების სირთულე და ბიზნესგეგმების დაბალი ხარისხი.
ამავე დროს, საქართველოში პრაქტიკულად განუვითარებელია დაფინანსების ალტერნატიული
მექანიზმები. თუ აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების (მაგ: ლიზინგი, ფაქტორინგი) რაღაც
ელემენტები არსებობს, კაპიტალზე დაფუძნებული დაფინანსება (მაგ: სახალხო დაფინანსება
(„crowdfunding“), ვენჩერული და საინვესტიციო ფონდები და სხვა) პრაქტიკულად არ არსებობს
და ამ მხრივ, წლების მანძილზე მდგომარეობა დიდწილად უცვლელია. 2018 წლის ევროპის
საინვესტიციო ბანკის (EIB) „Bank Landing Survey“‐ის მიხედვით, საქართველოში მცირე და
საშუალო საწარმოების უმრავლესობა ამბობს, რომ კერძო კაპიტალი ან „იშვიათად
ხელმისაწვდომია” ან „საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი“.
განსაკუთრებით პრობლემურია საწყისი კაპიტალის მოძიება, რომელიც მნიშვნელოვანია
ახალგაზრდა მეწარმეებისა და ქალი მეწარმეებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საბანკო
სესხებისთვის საჭირო უზრუნველყოფა და სათანადო საკრედიტო ისტორია.
იმ პირობებში, როდესაც კაპიტალის ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა და მეწარმეთათვის
დაფინანსების ძირითად წყაროს, ისევ საბანკო სესხი წარმოადგენს, აღსანიშნავია ბაზარზე იმ
მცირე ზომის საინვესტიციო ფონდებისა და საპენსიო სააგენტოს როლიც, რომელიც
საინვესტიციო პორტფელების გაფართოვების შედეგად, შეძლებს მეტი წვლილი შეიტანოს
დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაში.
გამოსაყოფია კაპიტალის ბაზარზე მოქმედი რამდენიმე კერძო და სახელმწიფო ფონდი, მათ
შორის:
18
19
საქსტატი
„Access to Finance for SMEs: Alternative Sources of Finance in Georgia“, PMCG Research, Tbilisi, 2021
‐
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი – კერძო ფონდი, რომელიც ფოკუსირებულია
მსხვილ პროექტებზე იმ სექტორებში, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ
საქართველოს ეკონომიკაში.
‐
Gazelle Finance – კერძო ფონდი, რომელიც ბაზარს 2 ძირითად საფინანსო პროდუქტს
აწვდის: 1) სესხი, რომელიც შემოსავალში მონაწილეობას ეფუძნება; და 2) კაპიტალში
მონაწილეობა.
‐
Georgia Capital ‐ კერძო კაპიტალის მსხვილი ფონდი, რომელიც ივაჭრება ლონდონის
ბირჟაზე და წარმოადგენს საქართველოს ბანკის გაყოფის შედეგად შექმნილ სუბიექტს.
ფონდი ახორციელებს მსხვილ ინვესტიციებს ქართულ კომპანიებში და ფონდის
კაპიტალიზაცია შეადგენს 800 მლნ. ევროს.
‐
2020 წელს მიღებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შედეგად
დაფუძნდა 4 კერძო საინვესტიციო ფონდი ‐ ფორსაით კაპიტალი, დივერსიფიცირებული
საკრედიტო პორტფელი, გაზელ ფაინენს ჯორჯია და ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
„რაშმორი“.
‐
საპარტნიორო ფონდი – სახელმწიფო ფონდი, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ
მსხვილ სტრატეგიულ პროექტებზე. ამასთან, ამჟამად დაწყებულია ფონდის
რეფორმირების პროცესი, რომლის ერთ‐ერთი მიზანია ფონდის მმართველობიდან
სახელმწიფოს გასვლა. რეფორმის საბოლოო კონტურები ამ ეტაპზე უცნობია.
აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს როლი
დაფინანსების მიწოდებაში რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციური მეწარმეობის
მხარდაჭერაზე და შესაბამის კომპანიებს უზრუნველყოფს ფინანსური და სხვა ტიპის
დახმარებით.
2022 წლის ოქტომბერში საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა 5 მლნ. აშშ დოლარის
სარისკო კაპიტალის ფონდი Isari Ventures, რეგიონალური და გლობალური პოტენციალის მქონე
ქართულ სტარტაპებში ინვესტირების განსახორციელებლად.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ცალკეული სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივისა,
ალტერნატიული დაფინანსება საქართველოში კვლავ შეზღუდულია და ბაზარი სესხებზე
დაფუძნებული სეგმენტითაა წარმოდგენილი.
ქალების მონაწილეობა სახელმწიფო ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სამინისტრო
ახორციელებს
ეკონომიკური
მხარდაჭერის
პროგრამებს,
რომელთა
ადმინისტრირება
ხორციელდება
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სხვადასხვა
სტრუქტურული ერთეულის საშუალებით. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სახელმწიფო
ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების ანალიზი. აქვე, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს
სისტემაში შემავალი სხვა უწყებებიც ახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივას, თუმცა, კვლევის
ფარგლებში შეირჩა ის უწყებები, რომელთა პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა
არსებითად მნიშვნელოვანია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო მხარდაჭერას
ახორციელებს შემდეგი ძირითადი პროგრამების საშუალებით:
●
2014
წლიდან,
ინდუსტრიული
კომპონენტის
სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება.
ფარგლებში
ხორციელდება
●
2015 წლიდან, ხორციელდება მიკრო და მცირე მეწარმოების მხარდაჭერა, რაც
გულისხმობს მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას.
●
2020 წლიდან, ფუნქციონირებს საკრედიტო‐საგარანტიო
გულისხმობს სესხზე საკრედიტო გარანტიის გაცემას.
●
2021 წლიდან, ხორციელდება პროგრამა „ბიზნეს უნივერსალი“, რომელიც მოიცავს
სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის საკრედიტო გარანტიის გაცემას და
საგრანტო კომპონენტს.
მექანიზმი,
რომელიც
გენდერულად დაყოფილი მონაცემების შეგროვება სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების
პროგრამების ფარგლებში, 2021 წლიდან დაიწყო. სააგენტოს ეს პროგრამები, მიკრო და
მცირემეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს გენდერულ
სპეციფიკას, არ ხორციელდება გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები პროგრამის
განხორციელების არცერთ ეტაპზე. არსებული მონაცემებით, სესხის/ლიზინგის პროცენტის
სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარ საწარმოთა რაოდენობა საანგარიშგებო პერიოდში
(2021‐2022, 10 თვე) შეადგენდა 524 კომპანიას. აქედან ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომლის
დამფუძნებელი ან დირექტორი არის ქალი, შეადგენს 177‐ს, ანუ ბენეფიციართა 33.8%‐ს.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობები, სადაც შეინიშნება ქალი
ბენეფიციარების ჩართულობა, მეტ‐ნაკლებად თანხვედრაშია კომერციული საბანკო სექტორის
ქალ მსესხებელთა პორტფელის ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით განაწილებას
(წარმოდგენილია ქვემოთ). ძირითადი ეკონომიკური საქმიანობებია განთავსების საშუალებები,
ჯანდაცვა, სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება, საკვებით და სასმელებით
მომსახურება, კვების პროდუქტების წარმოება.
რაც შეეხება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას, ამ პროგრამაში ქალი
ბენეფიციარების წილი მაღალი და მზარდია. ეს მნიშვნელოვანწილად იმითაა განაპირობული,
რომ პროგრამის განხორციელების პროცესში სააგენტოს მიერ გამოიყენება გენდერულად
მგრძნობიარე მიდგომები. კერძოდ, განაცხადების შეფასების ეტაპზე, დამატებითი ქულის
მინიჭება ხორციელდება ქალი აპლიკანტებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქალ
ბენეფიციართა პროგრამაში მოხვედრის ალბათობას. აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან
ხორციელდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქალ ბენეფიციართა რაოდენობა წლების
მიხედვით მზარდია და 2022 წლისთვის 50.3%‐ს შეადგენს (დიაგრამა 6).
დიაგრამა 6: ქალი ბენეფიციარების წილი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის
პროგრამაში 2015‐2021 წწ (%)
60.0%
50.0%
40.0%
40.8%
40.3%
2016
2017
45.1%
48.5%
50.3%
2021
2022
32.8%
30.0%
20.0%
10.0%
0.0%
2015
2018
წყარო: სსიპ „აწარმოე საქართველოში“
აღნიშნულ პროგრამაში ქალების მომართვიანობის მაჩვენებელი ასევე მზარდია და ბოლო
წლებში აღემატება კაცების მომართვიანობას. 2022 წლის მონაცემებით,იმ ქალების რაოდენობა,
რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი შეავსეს, მთლიანი
განმცხადებლების 45.8%‐ს შეადგენდა, სატრენინგო ეტაპზე კი ქალ ბენეფიციართა წილმა 51.4%
შეადგინა. რაც შეეხება სექტორულ განაწილებას, მცირე გრანტების პროგრამა სექტორულად
წარმომადგენლობითია და მოიცავს სხვადასხვა საქმიანობის ფართო ჩამონათვალს, რომელშიც
სტატისტიკურად დომინანტი საქმიანობები არ იკვეთება.
სსიპ‐ის „აწარმოე საქართველოში“ გარდა, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
ასევე ახორციელებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს სტარტაპ ეკოსისტემის
განვითარების მიმართულებით. ამ პროგრამებში შედის როგორც თანადაფინანსების, ასევე
საგრანტო დაფინანსების, მცირე საგრანტო დაფინანსების პროგრამები, ასევე საერთაშორისო
პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროგრამები.
სააგენტოს მიერ განხორციელებულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებული პროექტების
აპლიკანტთა საერთო რაოდენობა 687 პირს შეადგენს, მათ შორის, 165 ანუ 24% ქალია. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ საგრანტო პროგრამების გამარჯვებული პროექტებიდან დაახლოებით 30%‐ში
არის ერთი ქალი მაინც კომპანიის დამფუძნებელი. გარდა ამისა, სააგენტო რეგიონულ
წარმომადგენლობებში ახორციელებს სატრენინგო, საკონსულტაციო და საინფორმაციო
შეხვედრებს. აღნიშნული მიმართულებით, საკონსულტაციო სერვისების ბენეფიციარი ქალები
საერთო ქალ ბენეფიციართა 11%‐ს შეადგენენ (საკონსულტაციო მომსახურება გაიცემა
თვითდინებით მისული დაინტერესებული პირებისთვის), ხოლო საინფორმაციო და სატრენინგო
მიმართულებით ქალების მონაწილეობა მთლიანად ქალ ბენეფიციართა შორის 60%‐ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამების და მათი გამოყენების შესახებ ქალების
ინფორმირებულობის ნაკლებობა ერთ‐ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება კვლევის
ფარგლებში გამოკითხული ქალი მეწარმეების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და
თავად პროგრამების ადმინისტრირების განმახორციელებელი სააგენტოების მხრიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი
უწყებები
აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო და ადგილობრივ
პარტნიორებთან გენდერული მიმართულებით. ამავე დროს, სამინისტროს სისტემაში
ხორციელდება გენდერული პოლიტიკის ცალკეული მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტების
შემუშავება, მაგალითისთვის, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს
გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, რომელიც მოიცავს სააგენტოს პროგრამებში გენდერული
მეინსტრიმინგისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ღონისძიებების დაგეგმვასა
და განხორციელებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სახელმწიფო
ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებს სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების
საშუალებით. დღეის მდგომარეობით, სამინისტროს კომპეტენციას დაქვემდებარებული
სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები კონსოლიდირებულია ა(ა)იპ სოფლის განვითარების
სააგენტოს ქვეშ, რომელიც აერთიანებს 15‐მდე (მ.შ. განვითარების პარტნიორებთან ერთად
განხორციელებული პროექტები) მხარდაჭერის პროგრამას.
კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა თითოეული პროგრამის დაწყებიდან დღემდე არსებული
სტატისტიკური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო სტატისტიკის წარმოებისას
ნაკლებად ახორციელებს გენდერულ დაყოფას
„ქალ მეწარმეთა“ საერთაშორისო ან
შიდაუწყებრივი კლასიფიკაციით. შესაბამისად, წარმოდგენილი გენდერული სტატისტიკა
ეფუძნება პროგრამებში მონაწილე ბენეფიციარი ფიზიკური (მ.შ. ინდივიადუალური მეწარმე)
პირების გენდერულ განაწილებას და არ მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ
სხვა ორგანიზაციულ‐სამართლებრივ ფორმებს (იურიდიულ პირებს).
სამინისტროს მიერ განხორციელებულ მხარდაჭერის პროგრამებს შორის მასშტაბურობით
გამოირჩევა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.
პროგრამის საერთო ბენეფიციართა რაოდენობა 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 64,769
პირს შეადგენს, საიდანაც 59,455 ფიზიკური პირია (მ.შ. ინდივიდუალური მეწარმე). აღნიშნული
ბენეფიციარებიდან, ქალ ბენეფიციართა წილი პროგრამის არსებობის მთელი პერიოდის
განმავლობაში მხოლოდ 10.7%‐ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალი ბენეფიციარების მხოლოდ
22% არის ინდივიდუალური მეწარმე. ამასთან, წარმოდგენილი მონაცემები ადასტურებს, რომ
ძირითადად ქალები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორში, ნაკლებად არიან
წარმოდგენილი ინდუსტრიული მიმართულებით. ქალ ბენეფიციართა უდიდესი ნაწილი ‐ 88%
პირველადი წარმოების მიმართულებით საქმიანობს, მათ შორის, ძირითად მიმართულებად
იკვეთება მესაქონლეობა, მარცვლეული კულტურის მოყვანა და მებოსტნეობა.
აღსანიშნავია, ასევე, აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო
მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ან/და მეწარმე პირების მიერ
მოსავალთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის შემცირებაში, რისთვისაც სამინისტრო ახდენს
ბენეფიციარებისთვის სადაზღვევო პოლისების თანადაფინანსებას. ამ პროგრამის არსებობის
დღიდან 2022 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ბენეფიციართა შორის ქალების მონაწილეობა
შეადგენს 23.2%‐ს.
კვლევის ფარგლებში, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ პროგრამებზე,
რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას, სოფლის მეურნეობის სექტორის
ტექნოლოგიურ გადაიარაღებას, მოდერნიზაციას. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო
ახორციელებს ახალგაზრდა მეწარმეთა თანადაფინანსების პროექტს, რომელიც 2018 წლიდან
მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო‐სამეურნეო სექტორში
ახალგაზრდა ფერმერებისადმი აქცენტირებულ მიდგომას, მათი სამეწარმეო საქმიანობის
თანადაფინანსების უზრუნველყოფას. ამ პროგრამის ბენეფიციართა შორის ქალ მეწარმეთა
მონაწილეობამ თითქმის 40% შეადგინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობაში
სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით არსებული გენდერული კონტექსტის შემაფერხებელი
ფაქტორები შედარებით სუსტია, მაღალია პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო ციფრული
უნარ‐ჩვევების დონე ბენეფიციარებში. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი არქიტექტურისა და
მიზნობრიობის მატარებელი სახელმწიფო პროგრამები გაგრძელდეს და მოიხსნას ახალგაზრდა
ქალებისთვის სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებული ბარიერები.
ქვემოთ მოყვანილია სამინისტროს მიერ განხორციელებული მხარდაჭერის პროგრამების
ბენეფიციართა შორის ქალ ბენეფიციართა წილის შესახებ ინფორმაცია.
ცხრილი 1
პროგრამების დასახელება
ბენეფიციარების საერთო
რაოდენობა (გარდა
იურიდიული პირებისა)
ქალ ბენეფიციართა
ხვედრითი წილი
1
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
59,455
11%
2
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის,
ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის
(AMMAR) თანადაფინანსების პროგრამა
659
16%
3
სოფლის განვითარების პროგრამა (UNDP)
37
27%
4
აგროდაზღვევის პროგრამა
146,519
23%
5
აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო
პროგრამა
335
16%
6
დანერგე მომავალი
3,597
31%
7
ახალგაზრდა მეწარმე
244
39%
8
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და
ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
(DIMMA)
299
15%
9
სასოფლო‐სამეურნეო მექანიზაციის
თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
1,932
15%
10
მწვანე საგრანტო პროგრამა
87
22%
11
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული
განვითარების პროგრამა
1
0%
12
სასოფლო‐სამეურნეო ტექნიკის
თანადაფინანსების პროგრამა
249
15%
აღსანიშნავია, რომ სამინისტრო, ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის გარდა, ახორციელებს
ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, ტრენინგების მიწოდების უზრუნველყოფით. სსიპ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა
და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 2019 წლიდან ატარებს ტრენინგებს
აგრარული მიმართულებით ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
2019‐2022 წლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, სოფლის
მეურნეობის 20‐მდე სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული ტრენინგის ანალიზი აჩვენებს,
რომ ტრენინგი გაიარა 2392 ადამიანმა, საიდანაც მხოლოდ 460 (19.2%) იყო ქალი. ამასთან,
აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით ქალების მონაწილეობა მზარდია.
დიაგრამა 7: ქალების მონაწილეობა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 2019‐2022 წწ.
600
45%
40%
500
35%
400
30%
25%
300
20%
200
15%
10%
100
5%
0
0%
2019
ბენეფიციარების ოდენობა
2020
2021
ქალი ბენეფიციარების ოდენობა
2022
ქალთა %-ული წილი
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია წლების მიხედვით ტრენინგებში ქალების მონაწილეობის
შესახებ, კერძოდ:
●
2019 წელს სასოფლო‐სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა შესაძლებლობების
გაძლიერების მიზნით ტრენინგი გაიარა 250‐მა მონაწილემ (ქალი ‐ 36; კაცი ‐ 214). მათ შორის:
●
●
●
‐
სასოფლო‐სამეურნეო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულირება
შიდასაწარმოო ურთიერთობები (134 მონაწილე: ქალი ‐ 27, კაცი ‐ 107);
და
‐
საძოვრების მდგრადი მართვა (65 მონაწილე: ქალი ‐ 6, კაცი ‐ 59);
‐
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება (51 მონაწილე: ქალი ‐
3, კაცი ‐ 48).
2020 წელს აგრარული მიმართულებით ტრენინგები გაიარა 519‐მა მონაწილემ (ქალი ‐ 35;
კაცი ‐ 484), მათ შორის:
‐
ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის თანამედროვე ტექნოლოგიები
(123 მონაწილე: ქალი ‐ 5, კაცი ‐ 118);
‐
თხილის კულტურის მოვლა‐მოყვანის ტექნოლოგიები (286 მონაწილე: ქალი ‐ 19, კაცი
‐ 267);
‐
თაფლის წარმოება და ფუტკრის ოჯახის მოვლა (110 მონაწილე: ქალი ‐ 11, კაცი ‐ 99).
2021 წელს ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგი გაიარა 324‐მა
მონაწილემ (ქალი ‐ 138; კაცი ‐ 186), მათ შორის:
‐
მეცხოველეობა (31 მონაწილე: ქალი ‐1, კაცი ‐ 30);
‐
მეხილეობა (32 მონაწილე: ქალი ‐ 5, კაცი ‐ 27);
‐
ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის თანამედროვე ტექნოლოგიები
(53 მონაწილე: ქალი ‐ 28, კაცი ‐ 25);
‐
თაფლის წარმოება და ფუტკრის ოჯახის მოვლა (46 მონაწილე: ქალი ‐ 24, კაცი ‐ 22);
‐
კარტოფილის მოვლა‐მოყვანის ტექნოლოგიები (41 მონაწილე: ქალი ‐ 20, კაცი ‐ 21);
‐
საძოვრების მდგრადი მართვა (31 მონაწილე: ქალი ‐ 13, კაცი ‐ 18);
‐
მეცხოველეობა (38 მონაწილე: ქალი ‐ 19, კაცი ‐ 19);
‐
თხილის კულტურის მოვლა‐მოყვანის ტექნოლოგიები (52 მონაწილე: ქალი ‐ 28, კაცი
‐ 24).
2022 წლის იანვრიდან დღემდე აგრარული მიმართულებით ტრენინგები გაიარა 1299‐მა
მონაწილემ (ქალი ‐ 251; კაცი ‐ 1048), მათ შორის:
‐
ნუშის წარმოების აგროტექნოლოგია (47 მონაწილე: ქალი ‐ 18, კაცი ‐ 29);
‐
სიმინდის მოვლა‐მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები (44 მონაწილე: ქალი ‐ 15,
კაცი ‐ 29);
‐
ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია (56 მონაწილე: ქალი ‐ 19, კაცი ‐ 37);
‐
თანამედროვე სასათბურე მეურნეობის მოწყობა (47 მონაწილე: ქალი ‐ 10, კაცი ‐ 37);
‐
ქარსაფარი ზოლების მოვლა‐გაშენება (41 მონაწილე: ქალი ‐ 10, კაცი ‐ 31);
‐
მეფრინველეობა ‐ ქათმის მოშენება, ჯიშები, კვება, დაავადებები და პრევენცია (49
მონაწილე: ქალი ‐ 15, კაცი ‐ 34);
‐
ცხოველთა ჯანმრთელობა და კვება (14 მონაწილე: ქალი ‐ 5, კაცი ‐ 9);
‐
მეფუტკრეობა ‐ ტრენერთა ტრენინგი (17 მონაწილე: ქალი ‐ 4, კაცი ‐ 13) ‐ ფუტკრის
დაავადებების იდენტიფიკაცია, დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა‐
დანერგვა, საფუტკრეებში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების დაგეგმვა‐
ჩატარება, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები (984 მონაწილე: ქალი
155, კაცი ‐ 829).
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში ქალების მონაწილეობა
საგანმანათლებლო
ტრენინგებში
იზრდება,
ამავდროულად
მნიშვნელოვნად
დივერსიფიცირებული ხდება სატრენინგო მიმართულებები, რომლებშიც კონცენტრირებულია
სოფლის მეურნეობის მაღალი დამატებული ღირებულებების მქონე საქმიანობები, რაც
მნიშვნელოვანია ქალ მეწარმეთათვის სწორი საბაზრო ნიშის შერჩევისა და ბაზარზე
პოზიციონირების სწორი სტრატეგიების შემუშავებისათვის.
სამართლებრივი, მარეგულირებელი, ინსტიტუციური და საოპერაციო ჩარჩო
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გენდერული დისკრიმინაცია დაუშვებელია.
ზოგადად, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკანონმდბელო ბაზა დიდწილად
შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას20. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, „ყველა
ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის,
სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. უფრო მეტიც, კონსტიტუციის თანახმად,
„სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და
ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების
არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
მნიშვნელოვანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და
იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით
თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის,
მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური
კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,
შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და
გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად“.
ასევე, აღსანიშნავია, საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის
მიხედვით „სახელმწიფო ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორ
უფლებებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში“.
გენდერული თანასწორობის კუთხით, მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს შრომის
კოდექსი, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები 2020 წელს შევიდა. კერძოდ, კოდექსის მიხედვით,
„დამსაქმებელი ვალდებულია ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს
შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა.“
ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს საქართველო მიუერთდა თანაბარი ანაზღაურების
საერთაშორისო კოალიციას (EPIC).
საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, ფორმალურად დაცულია გენდერული თანასწორობა
სამემკვიდრეო საკითხებში. კერძოდ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, შვილები,
განურჩევლად სქესისა, თანაბარი რიგის მემკვიდრეები არიან, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა,
პრაქტიკაში მაინც არსებობს მნიშვნელოვანი გენდერული დისკრიმინაცია, რაც გამოწვეულია
სხვადასხვა სოციალურ‐კულტურული ფაქტორით.
ფორმალურად, გენდერული დისკრიმინაცია დაუშვებელია საფინანსო სერვისებზე წვდომის
პროცესშიც. სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამებიც შემუშავებულია გენდერული
20
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში ‐ არსებული პოლიტიკის და ინიციატივების
ანალიზი“, კავშირი საფარი, გაეროს განვითარების პროგრამა, შვედეთის მთავრობა, თბილისი, 2017
ნეიტრალობის პრინციპით. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს საბანკო და მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების სესხების შემთხვევაშიც.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დახვეწას საჭიროებს, მაგალითად, შრომის კანონმდებლობა, რათა
აღმოიფხვრას სახელფასო სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის, ასევე, კანონმდებლობამ უნდა
გაითვალისწინოს ოჯახური ვალდებულებებისა და სამსახურეობრივი მოვალეობების
ურთიერთშეთავსების აუცილებლობა და შექმნას შესაბამისი მექანიზმები. საყურადღებოა, რომ
ამ მიმართულებით აუცილებელია დროულად იქნას გათვალისწინებული და დანერგილი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები21.
პოლიტიკის დონეზე, ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხი აქტიურად გამოიკვეთა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძოდ, აღნიშნული საკითხი აისახა მთავრობის მიერ
შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობის
განვითარების სტრატეგია 2021‐2025, სადაც „ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“
ერთ‐ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ქალების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ქალების პროფესიულ განათლებაში ინკლუზია
როგორც პრიორიტეტი, ასახულია პროფესიული განათლების 2023‐2027 წლების სტრატეგიაში.
გარდა ამისა, პროფესიული უნარების სააგენტო აზიის განვითარების ბანკის მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს აქტივობებს, რომელთა მიზანიც ქალთა
სამეწარმეო აქტივობის გაზრდაა. ამ ეტაპზე შემუშავებულია Gender Action Plan, რომლის მიზანიც
ქალთა ინტერესების დაცვა და გენდერული მეინსტრიმინგია პროფესიული განათლების
პოლიტიკის განხორციელებისას.
აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია და უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში
იგეგმება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება, რომელიც მომზადებულია
კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით. კონცეფციის მიღება და მისი ეფექტიანი
განხორციელება პოზიტიური ფაქტორი იქნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის
შემუშავებისა და მისი პრაქტიკული განხორციელების, ასევე, ამ მხრივ სხვადასხვა უწყების
ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
გენდერული თანასწორობის მიღწევის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხში
მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ადგილობრივ ხელისუფლებებს, რადგან არსებული
გამოწვევების, საჭიროებებისა თუ შესაძლებლობების შესახებ ისინი უფრო მეტად ფლობენ
ინფორმაციას და საზოგადოებასთან ყოველდღიური კონტაქტი სახელმწიფოს სახელითაც
სწორედ მათ აქვთ.
სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ბოლო წლებში ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისკენ
მიმართული არაერთი აქტივობის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის გენდერულ
პოლიტიკაში რეგიონების განსხვავებული საჭიროებების ასახვა და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების მიერ სისტემატიზებული და საჭიროებების კვლევაზე
დაფუძნებული სამოქმედო გეგმების და პროგრამების შემუშავება. ამასთან, ადგილობრივი
თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში ნაკლებად პრიორიტეტულია გენდერული
თანასწორობის მიღწევისკენ მიმართული ღონისძიების გატარება“22.
ზემოაღნიშნული კვლევის მიხედვით, წინა მოწვევის საკრებულოების მიერ ეკონომიკური
გაძლიერების აქტივობები ფორმალურად დაგეგმილი იყო, თუმცა, მუნიციპალიტეტების 70%‐ს
21
იხ. Application of International Labour Standards 2019, Report of the Committee of Experts on the Application
of Conventions and Recommendations, 2019
22
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება, სპეციალური
აქცენტით
ქალთა
ეკონომიკურ
გაძლიერებაზე,2020,
ხელმისაწვდომია
ბმულზე
http://ombudsman.ge/res/docs/2020061711084253805.pdf
დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში არ განუხორციელებია. „ხოლო დანარჩენი
მუნიციპალიტეტის
საქმიანობა/აქტივობა
ადმინისტრაციულ
ერთეულში
მცხოვრები
ქალებისთვის პროექტის წერის უნარ‐ჩვევებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში
ტრენინგების ჩატარებით, თვითმმართველი ერთეულის მხრიდან საინფორმაციო შეხვედრების
უზრუნველყოფითა
და
მოწყვლადი
ქალებისთვის
ერთჯერადი
დახმარებით
შემოიფარგლებოდა“23. ამგვარად, სახალხო დამცველის შეფასებით, 2019 წლის მდგომარეობით
„მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით,
მინიმალური იყო“24.
კვლევის თანახმად, „დაბალია თავად გენდერული საბჭოების წევრების ხედვა და ზოგადი
ცნობიერება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად განსახორციელებელი
აქტივობების შესამუშავებლად. მიიჩნევენ, რომ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უფრო
ბიზნესის პრეროგატივაა, ხოლო მათი წვლილი ამ საკითხებში მინიმალური უნდა იყოს“25.
წინამდებარე თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრებმაც აჩვენა, რომ
აღნიშნული გამოწვევა, დიდწილად, დღესაც შენარჩუნებულია.
მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს
მუნიციპალიტეტებიდან, აღნიშნული მუნიციპალიტეტების მიერ დამოუკიდებლად, ან
საერთაშორისო/ადგილობრივი
პარტნიორი
ორგანიზაციების
ჩართულობით
ქალთა
ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებების ჩატარების, ეკონომიკური
განვითარების სტრატეგიული ან/და პოლიტიკის დოკუმენტის არსებობის და ამ დოკუმენტში
ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო პრინციპების თუ ინიციატივების
გათვალისწინების და საბიუჯეტო პროცესში გენდერული ბიუჯეტირების პრინციპებისა და
ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე. მოკვლევის ფარგლებში, ინფორმაცია წარმოადგინა 40‐
მა მუნიციპალიტეტმა (დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართი 4‐ში).
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, რესპოდენტი
მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტი (24 მუნიციპალიტეტი) ახორციელებს სპეციალურ
პროექტებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. თუმცა, აღნიშნული
პროექტები ძირითადად დონორების მხარდაჭერით მიმდინარეობს. აქვე, აღსანიშნავია, რომ
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობა, მათ შორის, შესაბამის
საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვადასხვა საშუალების
გამოყენებით,
წარმოადგენს
ერთ‐ერთ
მნიშვნელოვან
მახასიათებელს
იმ
მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ხორციელდება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე
მიმართული პროექტები.
საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული საბჭოების და „ქალთა
ოთახების“ დაგროვილი გამოცდილება ჯერ ისევ მწირია. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ იმ
შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული მექანიზმები ფუნქციონირებს, გამოკვეთილია გენდერული
ასპექტები როგორც ბიუჯეტირების პროცესში, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიმართულებით.
გარდა ამისა, რესპოდენტი მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს (25 მუნიციპალიტეტი) აქვს
ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი ან სტრატეგია, თუმცა, აქედან მხოლოდ 13
მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს ეს დოკუმენტი გენდერულ საკითხებს.
რაც შეეხება გენდერული ბიუჯეტირების საკითხებს, მუნიციპალიტეტების მიერ გენდერული
ბიუჯეტირების ინსტრუმენტების, მათი ნაწილობრივი დაგეგმვის მიმართულებით არსებულ
მდგომარეობას თუ განზრახულობებს, ამ მხრივ არსებული მდგომარეობა საკმაოდ
პრობლემურია. მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ნახევარზე
23
იქვე (ინფორმაცია გამოთხოვილია 2019 წლის მაისის მდგომარეობით)
იქვე
25
იქვე
24
მეტში არ ხორციელდება გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით ბიუჯეტირების
პროცესი, ხოლო 7 მუნიციპალიტეტი იყენებს გენდერული ბიუჯეტირების გარკვეულ
კომპონენტებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც გეგმავენ გენდერული
ბიუჯეტირების დანერგვას. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად,
მუნიციპალიტეტების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოციალურ პროგრამებზე,
მათი შეფასებით, განსაკუთრებული აქცენტები ხორციელდება სოციალური პროგრამების
ანალიზზე გენდერულ ჭრილში.
რაც შეეხება ინსტიტუციურ გარემოს, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე დამოუკიდებლად
მომუშავე სახელმწიფო უწყებები ფაქტობრივად არ არსებობს. საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილია კერძო სექტორის განვითარების
ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორის
წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კონსტრუქციული დიალოგის
წარმართვა, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეობის, მათ შორის, ქალთა მეწარმეობის
განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება. ამ უკანასკნელის უზრუნველყოფისთვის,
აღნიშნული საბჭოს ფარგლებში, ქალთა მეწარმეობის განვითარების და საჭიროებათა
იდენტიფიცირების მიზნით, შექმნილია ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭო, რომლის
ცალსახად გამოკვეთილი მიმართულება სწორედ ქალების ეკონომიკური პოტენციალის და
სამეწარმეო უნარის მაქსიმალური ათვისების გზით მათი ეკონომიკური გაძლიერებაა. საბჭოს
წევრებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლები და ქალი მეწარმეები. საბჭოს მიზანია ქალ მეწარმეებთან დიალოგი, მათი
სამეწარმეო საქმიანობისთვის შემაფერხებელი გარემოებების/ფაქტორების იდენტიფიცირება
და რეკომენდაციების შემუშავება მათი გადაწყვეტის მიზნით. აღსანიშნავია, რომ
აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე აღნიშნული ქვესაბჭო არის ერთადერთი
ინსტიტუციონალიზებული პლატფორმა, რომელიც ქალი მეწარმეების საკითხებზე მუშაობს.
ზემოაღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტის დონეზე შექმნილია სერვისი „ქალთა ოთახი“,
რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილ ღია სივრცეს, საინფორმაციო‐
საკონსულტაციო რესურსცენტრს, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას,
განსაკუთრებით ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს მათი
მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების
პროცესში. ამჟამად, საქართველოს 8 რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე‐ჯავახეთი, აჭარა, კახეთი,
იმერეთი, გურია, სამეგრელო‐ზემო სვანეთი, რაჭა‐ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ფუნქციონირებს
32 მუნიციპალური „ქალთა ოთახი“. ისინი სრულად არის დაკომპლექტებული და
დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. დღეის მონაცემებით,
მუნიციპალური „ქალთა ოთახები“ 22,690 უნიკალურ ვიზიტორს მოემსახურა, რომელთა 69%
ქალი იყო. გარდა ამისა, „ქალთა ოთახების“ მეშვეობით, 5,380‐მა სოფლად მაცხოვრებელმა
ქალმა გაიარა ტრენინგები და გაიუმჯობესა ენების ცოდნა, ისწავლა კომპიუტერის გამოყენება,
ბიზნესგეგმის წერა და ბიზნესის მენეჯმენტი; 2,432‐მა ქალმა მიიღო ბიზნესკონსულტაცია; 2016‐
2021 წლებში, „ქალთა ოთახის“ დახმარებით, 434‐მა ქალმა შეიტანა განაცხადი „აწარმოე
საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში და აქედან 101‐მა
მიიღო დაფინანსება26.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სამეწარმეო განათლების საკითხი, როგორც ქალი
მეწარმეებისთვის პრიორიტეტული თემა. აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების
საფეხურზე სამეწარმეო უნარების სწავლება, სხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარების
პარალელურად, განსაკუთრებულ როლს თამაშობს. 2015 წლიდან, ყველა პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირდა სამეწარმეო კომპეტენციების განმავითარებელი
მოდული და ამჟამად, ის პროგრამის სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია,
რომ ბოლო წლების განმავლობაში სამეწარმეო განათლების გაუმჯობესებისთვის, არაერთი
26
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი თეორია შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით. საყურადღებოა ევროპის სამეწარმეო
კომპეტენციების სწავლების ჩარჩო (EntreComp), რომელიც შესაბამისი პოლიტიკის და პრაქტიკის
ჩამოყალიბებისთვის, საინტერესო მიდგომებს სთავაზობს ქვეყნებს. საქართველომ, 2018
წლიდან დაიწყო აღნიშნული ჩარჩოს მიხედვით, სწავლების მიდგომების მოდიფიკაცია და
შეიმუშავა “განათლების სისტემის ყველა დონეზე უწყვეტი სამეწარმეო სწავლების დანერგვის
2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის აქტივობებიც ერთიანდება ორი ძირითადი
მიზნის გარშემო: მეწარმეობის ეკოსისტემის შექმნა განათლების სისტემაში და სამეწარმეო
სწავლების გაუმჯობესება. აღნიშნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაიწყო მეწარმეობის
სწავლების ხარისხის გაუმჯობესება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
რაც შეეხება საოპერაციო გარემოს, პრაქტიკაში, ქალ მეწარმეებზე მორგებული მხარდაჭერის
ინსტრუმენტები არის მეტად შეზღუდული. რეალურად, სისტემატიზებული ფორმით, ქალი
მეწარმეების მხარდაჭერისთვის არსებობს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე
მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც არ არის უშუალოდ ქალებზე მორგებული,
თუმცა, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს ქალებს და ამით ახალისებს მათ მონაწილეობას. ასევე,
აღსანიშნავია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამა,
რომელიც ქალების მიერ სათბურების შექმნის ხელშეწყობას ემსახურება. ყველა სხვა პროექტი
თუ ინიციატივა, არის ძირითადად, დონორების დაფინანსებული, დროებითი და ფრაგმენტული.
ზემოაღნიშნულის ფარგლებში, მაგალითისათვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ ხორციელდება რამდენიმე პროექტი დონორების დაფინანსებით, მათ
შორის:
●
ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების
ხელშეწყობის გზით, საქართველოს ფერმერთა საველე სკოლების მიდგომის მეშვეობით,
რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს
(SDC) მხარდაჭერით;
●
ქალთა სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროგრამა, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების დაფინანსებით ხორციელდება და
რომლის
ფარგლებშიც
ა(ა)იპ
სოფლის
განვითარების
სააგენტო
გასცემს
თანადაფინანსებას პოტენციურ ქალ ბენეფიციარებზე, სასათბურე მეურნეობის მოწყობის
მიზნით.
ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ ხორციელდება სპეციალური პროგრამა დევნილებისთვის,
რომელიც ითვალისწინებს მათი თვითდასაქმებისთვის სპეციალური დახმარების გაწევას, მათ
შორის, საწარმოო საშუალებების შეძენის გზით.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო
პროგრამების და ინიციატივების აუდიტის პროცესში არ ახორციელებს ე.წ. გენდერულ აუდიტს.
გარდა ამისა, არსებობს დონორული პროგრამები, რომლებიც კერძო სექტორის მიერ
ხორციელდება და მიმართულია ქალი მეწარმეების გაძლიერებასა და ფინანსებზე წვდომის
გაუმჯობესებაზე. მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ
საქართველოს საბანკო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდა პროგრამა „ქალები
ბიზნესში“, რომელიც გულისხმობდა ხელშეწყობას უზრუნველყოფის (გირაოს) კუთხით სესხის
ვადის ბოლომდე ქალი მეწარმეებისთვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი
ბანკები ახორციელებდნენ შესაბამის მარკეტინგულ აქტივობებს პროგრამის პოპულარიზაციისა
და ცნობადობის გაზრდისთვის, მათ შორის, მონაწილეობას სატელევიზიო გადაცემებში.
პროგრამა ასევე მოიცავდა ტექნიკურ კომპონენტს, რაც გულისხმობს ტრენინგებს მეწარმე
ქალებისთვის. პროგრამას ჰქონდა რამდენიმე თავისებურება, კერძოდ, არ იყო შეზღუდული
საქმიანობის სფერო და სესხის მინიმალური ოდენობა, ასევე დაფინანსების მიღება შეეძლო
როგორც სტარატაპს, ისე არსებულ ბიზნესს.
ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ბანკი ახორციელებს
პროექტს „ქალ მეწარმეთა სკოლა“, რომლის ფარგლებშიც ხდება ქალი მეწარმეების
გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მარაგების მართვის ტექნიკა და სხვა.
მსგავსი პროგრამები ხორციელდება სხვა დონორების მიერაც, რომელთა მიზანია ქალების
ეკონომიკური გაძლიერება, მათთვის შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა
(მაგ. USAID, UN Women და სხვა).
ზემოაღნიშნულის გარდა, კომერციულ საბანკო და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს აქვთ
პროგრამები, ძირითადად, ტექნიკური მხარდაჭერის ფორმით, რომელთა მიზანია მეწარმე
ქალების ტრენინგები, შესაძლებლობების გაძლიერება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
სამართლებრივი, მარეგულირებელი, ინსტიტუციური და საოპერაციო გარემოს ანალიზი
აჩვენებს, რომ ფორმალურად, საქართველოში გენდერული დისკრიმინაციის დონე არის დაბალი
და არსებული ინსტიტუციური, საკანონმდებლო და საოპერაციო გარემო ოპერირებს
არადისკრიმინაციული პრინციპით, თუმცა, პრაქტიკაში, ქალების შემთხვევაში უფრო სუსტი ე.წ.
„სასტარტო“ პირობები, ხელს უშლის ქალებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად
რეალიზებაში კაცებთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში და ანგარიშებშიც
აღნიშნულია, რომ საქართველოში ფორმალური გენდერული დისკრიმინაციის დონე არის
დაბალი. თუმცა, იგივე ანგარიშების მონაცემების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ
მიუხედავად საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების არსებობისა, პრაქტიკაში
ქალების ეკონომიკური მონაწილეობის შესაძლებლობები არის შეზღუდული ძირითად
ეკონომიკურ და ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული წვდომის გამო. მაგალითად, ეკონომიკური
თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2019 წლის Social Institutions and
Gender Index‐ის (SIGI) მიხედვით, საქართველოში გენდერული დისკრიმინაციის დონე არის
„დაბალი“. თუმცა, აღნიშნული ინდექსის ანალიტიკურ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ
მიუხედავად ქალების მიერ ფინანსებზე წვდომის საკითხებში ფორმალური დისკრიმინაციის
არარსებობისა, ქალებს მაინც უჭირთ რესურსებზე წვდომა, მაგალითად, სესხის აღება, რომელიც
მაღალ გირაოს მოითხოვს (როგორიცაა უძრავი ქონება), მაშინ, როდესაც კაცები არიან ქონების
ძირითადი მფლობელები27.
მსოფლიო ბანკის კვლევა28 აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად კაცებს და
ქალებს თანაბარი წვდომა აქვთ ფინანსურ რესურსებზე, ქალები საფინანსო სისტემას იყენებენ
უფრო იშვიათად. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის დასკვნით, ქალების მეტად ჩართვა საფინანსო
სისტემაში შედეგად მოიტანს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ზოგადად, უკეთეს
ეკონომიკურ შედეგებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალების უკეთესი წვდომა სამეწარმეო ფინანსურ
რესურსებზე გააძლიერებს ქალების მონაწილეობას ეკონომიკურ აქტივობაში.
ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც ბარიერი ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხში
აღიარებულია, რომ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუ
რამდენად არის ის მოწყვლადი ძალადობის მიმართ. კვლევები აჩვენებს, რომ სიღარიბეში
27
28
https://www.genderindex.org/wp‐content/uploads/files/datasheets/2019/GE.pdf
World Bank, Georgia Country Gender Assessment report 2016
ცხოვრება პოტენციურად ზრდის ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს29. მატერიალური
მდგომარეობა, რომელშიც ქალი ცხოვრობს ‐ განათლება, საცხოვრისი და საცხოვრებელი
პირობები, წვდომა მიწაზე, წყალზე, სამსახურზე, საკვებზე ‐ განაპირობებს მის ეკონომიკურ და
სოციალურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა სახით და ხარისხით შეიძლება
განიცადოს ძალადობა30.
თუმცა, სიღარიბე ქალთა მიმართ ძალადობის მხოლოდ მიზეზი არ არის, ის ასევე არის
ძალადობის შედეგი31.
გარდა იმისა, რომ ძალადობა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების
წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება და ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში სისხლის სამართლის
დანაშაულია, იგი სხვა მხრივაც წარმოადგენს გამოწვევას გადაწყვეტილების მიმღები და
პოლიტიკის შემქნელი პირებისათვის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქალთა მიმართ
ძალადობა აღიარა, როგორც გლობალური პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში32.
ასევე მიჩნეულია, რომ ძალადობას აქვს უმძიმესი ფასი ეკონომიკისა და საზოგადოებრივი
კეთილდღეობისათვის. დადასტურებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა იწვევს უდიდეს
დანაკარგებს მთლიანად საზოგადობისა და ეკონომიკისთვის, როგორც პირდაპირს, ისე
არაპირდაპირს, როგორც მატერიალურს, ასევე არამატერიალურს33. თუმცა, ძალადობის შედეგად
მიღებული დანაკარგის ჯამური მაჩვენებელი დადგენილი არ არის34.
გლობალურად აღიარებულია, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა ქალთა მიმართ, იქნება ეს
ფიზიკური, ეკონომიკური თუ სხვ., წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს, რაც ქალებს ართმევს
უფლებებს და უზღუდავს და/ან ართმევს შესაძლებლობას, გამოიყენოს თავისი ნიჭი და უნარი35.
ასევე აღიარებულია, რომ ძალადობა ქალთა მიმართ სტრუქტურული ხასიათისაა და
მნიშვნელოვნადაა განპირობებული საზოგადოებაში არსებული ინსტიტუციონალიზებული
უთანასწორობებითა და სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური იერარქიებით. მაგალითად,
ქალთა უთანასწორობა ხშირად განპირობებულია რესურსებზე არათანაბარი წვდომით, რასაც
ინსტიტუციური ფაქტორები განაპირობებს და ახანგრძლივებს კიდეც, როგორიცაა, მაგ.
გენდერულად განსხვავებული სამემკვიდრეო პრაქტიკა, მიწისა და უძრავი ქონების ფლობის
განსხვავებული პრაქტიკები36. საქართველოს რეალობა აჩვენებს, რომ მამაკაცების 60% უძრავ
ქონებას იღებს საკუთრებაში მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით, მაშინ, როდესაც ქალების
შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 30%‐ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი აღიარებს
ქალისა და მამაკაცის თანასწორ წვდომას სამემკვიდრეო ქონებაზე, პრაქტიკაში ჯერ კიდევ
ხშირია ოჯახების მხრიდან უპირატესობის მინიჭება კაცი მემკვიდრისთვის37. აქვე აღინიშნა, რომ
ქალები, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მათ ამის უფლებას ფორმალურად ანიჭებს,
იშვიათად იწყებენ სამართლებრივ დავას თავიანთი სამემკვიდრეო უფლებების დასაცავად.
29
პარ. 75, A/HRC/17/26
30
A/HRC/17/26, პარ 73
31
პარ. 75, A/HRC/17/26
32
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs239/en/index.html
33
A/HRC/17/26, პარ 48
34
A/HRC/17/26, პარ 48
35
Resolution adopted by the General Assembly on 21 December 2010 [on the report of the Third Committee
(A/65/449)] 65/187. Intensification of efforts to eliminate all forms of violence against women
36
37
პარ 29, A/HRC/17/26,
აღნიშნულ პრაქტიკაზე ისაუბრეს თითქმის ყველა შეხვედრაზე რეგიონებში
„ოჯახს უჩივლო სასამართლოში, სირცხვილად ითვლება, ამას არავინ გააკეთებს“ (შეხვედრა
აჭარაში)
„ხშირად, ქალებმა არც იციან საკუთარი მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ, თუმცა, კიდეც
რომ იცოდნენ, ალბათ არ გამოიყენებდნენ კულტურული ნორმებიდან გამომდინარე“
(შეხვედრა კახეთში)
ამ მხრივ, საინტერესო იყო კოვიდ‐კრიზისის დროს მიღებული გამოცდილება.
„როდესაც პანდემია დაიწყო, ადამიანებმა მიაშურეს სოფელს, რამდენიმე ქალი ჩვენს
სოფელშიც დაბრუნდა და პროტესტი გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მშობლების სახლში
მას არაფერი ეკუთვნოდა“38 (შეხვედრა რაჭაში)
ასევე, შეხვედრების დროს აღინიშნა განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსების
უთანასწორო განაწილებისა და უპირატესობის კაცისთვის ‐ როგორც ოჯახის მომავალი
მარჩენალისთვის ‐ მინიჭების პრაქტიკის შესახებ39. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს
არამხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალურ გამოწვევას. დადგენილია, რომ ქალებისა და
გოგონებისთვის
გაცილებით
შეზღუდულია
ადეკვატური
განათლების
მიღების
შესაძლებლობები, ვიდრე კაცებისა და ბიჭებისათვის. არასათანადო განათლების ფლობა
შემდგომში ქალებისთვის ართულებს დასაქმების და ფინანსური უსაფრთხოების მოპოვებას40.
ამგვარად,
ადამიანის
უფლებათა
თანამედროვე
სტანდარტებით,
ქალებს
აქვთ
თვითგამორკვევის უფლება, რაც გულისხმობს მათ უფლებას და შესაძლებლობას, თავად
გადაწყვიტონ და განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიკური, სოციალური თუ
კულტურული განვითარების გზა. ამ უფლების შელახვა წარმოადგენს სტრუქტურული
ძალადობის გახანგრძლივებას41.
ეკონომიკური ძალადობა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში,
გვერდს ვერ ავუვლით ისეთ მოვლენას, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის სპეციფიკური
ფორმა ‐ ეკონომიკური ძალადობა. ეკონომიკური ძალადობა მოიცავს ისეთ ქმედებებს,
როგორებიცაა: მუშაობაში ხელის შეშლა შემავიწროებელი ქცევით, ხშირად დარეკვა და
მოულოდნელი ვიზიტები სამსახურში და სხვა; მსხვერპლისთვის ფულის არმიცემა და ფულის
მოპოვებაში ხელის შეშლა იმ დონეზე, რომ მსხვერპლი სრულიად დამოკიდებული ხდება
მოძალადეზე საკვებით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით; მსხვერპლისთვის მუშაობის ან
სწავლის აკრძალვა, ან მისი ისეთ აქტივობაში ჩართვა, რაც შეუძლებელს ხდის მუშაობას ან
სწავლას; მსხვერპლისთვის ფულის მოპარვა, მისი ფულის, აქტივების ან ფინანსური სახსრების
თაღლითურად, პირადი მოგების მისაღებად გამოყენება ან/და ექსპლუატაცია; მსხვერპლის
მიერ ფულის ხარჯვის გამამართლებელი მიზეზების მოკითხვა და მისი დასჯა ფიზიკური,
სექსუალური ან ემოციური ძალადობის გზით; მსხვერპლის პირადი საკუთრების მოპარვა ან
განადგურება; მსხვერპლისათვის პირადი საბანკო ანგარიშის ფლობის აკრძალვა; სასამართლოს
მიერ განსაზღვრული ალიმენტის არგადახდა; მსხვერპლის იძულება, აიღოს კრედიტი, შემდეგ კი
მისი საკრედიტო ისტორიის გაფუჭება და მომავალში კრედიტის აღების შესაძლებლობის
მოსპობა.
38
შეხვედრა რაჭაში
იქვე
40
პარ. 74, A/HRC/17/26
41
პარ. 97, A/HRC/17/26
39
საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ეკონომიკური ძალადობის ცნებას, რომელიც მეტ‐
ნაკლებად მოიცავს ზემოაღწერილ მოქმედებებს. კერძოდ, საქართველოს კანონი „ოჯახში
ძალადობის შესახებ“ ეკონომიკურ ძალადობას განმარტავს, როგორც ქმედებას, რომელიც
„იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით
უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე
თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის
უფლების შეზღუდვას“.
თუმცა, ძალადობის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა არ
ახდენს ეკონომიკური ძალადობის კრიმინალიზებას. ეკონომიკური ძალადობის გამოვლენის
შემთხვევაში, კანონი მხოლოდ დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის უფლებას
ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს.
საქართველოს რეალობაში, ქალზე ეკონომიკური ძალადობა, მისი მასშტაბი, ფორმები და სხვ.
არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული თემა, განსხვავებით, მაგალითად,
ფიზიკური ძალადობისგან, რაც გაცილებით დეტალურად შესწავლილი საკითხია.
გამონაკლისია, გაეროს 2017 წლის კვლევა, სადაც კითხვარში გვხვდება ეკონომიკურ
ძალადობასთან დაკავშირებული შეკითხვები, კერძოდ: პარტნიორს ოდესმე თუ დაუშლია
მათთვის მუშაობა ან ფულის შოვნა? პარტნიორს ოდესმე თუ წაურთმევია მათთვის საკუთარი
შემოსავალი? პარტნიორს ოდესმე თუ უთქვამს მათთვის უარი შინამეურნეობების ხარჯების
დასაფარად ფულის მიცემაზე, სხვა საგნების შესაძენად ფულის ქონის შემთხვევაშიც კი?
აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების მიხედვით ირკვევა, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში
მყოფი ქალების 10%‐ს ეკონომიკური ძალადობის, სულ ცოტა, ერთი ფორმა მაინც გამოუცდია42.
საყურადღებოა, ასევე, 2020 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც
ქალის ეკონომიკური ხელშეუხებლობის უფლების თემაზე განწყობებს აჩვენებს, კერძოდ:
საქართველოში ჯერ კიდევ ყოველი მესამე ადამიანი თვლის, რომ მემკვიდრეობა სრულად ან
უმეტესად უნდა დარჩეს კაცს; 4‐დან 3 ადამიანი მიიჩნევს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის
უმჯობესია, დედა არ მუშაობდეს; ამასთან, ოჯახში ფუნქციების გადანაწილებაზე კაცების 80%
ფიქრობს, რომ ოჯახის მატერიალური რჩენა კაცის მოვალეობაა, ხოლო კაცების 75% მიიჩნევს,
რომ ქალი ოჯახით უფრო ფასდება, ვიდრე კარიერით; კაცების 68% მიიჩევს, რომ ოჯახში
საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის43.
სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ძალადობის ფარული ხასიათის და ქალთა ეკონომიკური
ხელშეუხლებლობის მიმართ დაბალი მგრძნობელობის გამო, ასევე შეზღუდული
საკანონმდებლო ინსტრუმენტების გათვალისწინებით, სახელმწიფო ნაკლებად ეფექტიანად
ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და მასზე რეაგირებას. მაგალითისთვის, ოფიციალური
მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკური ძალადობის გამო გამოცემულია 214 შემაკავებელი
ორდერი,
მაშინ, როცა ფიზიკური ძალადობის გამო გამოიცა 2500‐ზე მეტი, ხოლო
ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ‐ 9500‐ზე მეტი44.
მოკვლევის ფარგლებში ჩვენთვის ცნობილი გახდა ზოგადი ტენდენციების შესახებ, რაც
შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში და კონტექსტში, იდენტიფიცირდებოდეს, როგორც
42
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, UNWOMEN, 2017, გვ. 49.
იხილეთ
http://gender.geostat.ge/gender/img/publicationspdf/National%20VAW%20Study%20Report%20Geo.pdf
43
კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და
დამოკიდებულება, UNFPA, UNDP, 2020, გვ. 17. იხილეთ https://georgia.unfpa.org/sites/default/files/pub‐
pdf/unfpa‐research‐geo.pdf
44
ოჯახში ძალადობის სახეები შემაკავებელი ორდერების მიხედვით, შსს, 2020. იხილეთ
https://info.police.ge/uploads/6037669b135d6.pdf
ეკონომიკური ძალადობის ინტერნალიზებული პრაქტიკა და საჭიროებდეს სახელმწიფოს
მხრიდან აქტიურ ინტერვენციას.
მნიშვენლოვანია, სახელმწიფომ სრულყოფილად შეაფასოს ეკონომიკური ძალადობის საკითხი
ქართულ რეალობაში და დაგეგმოს სათანადო ინტერვენციები საკანონმდებლო და პრაქტიკის
დონეზე, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების კამპანიები როგორც ქალების, ასევე
კაცებისათვის, სახელმწიფო უწყებებისთვის და ა.შ.
მოკვლევის ძირითადი შედეგები
სტატისტიკა
ქალები, მათ ფლობაში ან მართვაში არსებული ბიზნესის დაწყების ან გაფართოებისთვის,
გამოიყენებენ დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმს. გლობალური ფინანსური ინდექსის
მაჩვენებლების (The global findex database) მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს
შორის (გარდა მაღალი შემოსავლის ქვეყნებისა45) ქალ რესპოდენტთა 42% იღებს სესხს,
საიდანაც საშუალოდ მხოლოდ 3%‐მა დაადასტურა ფინანსური რესურსების სესხება ბიზნესის
დაწყების, ოპერირების ან გაზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშის
მიხედვით, ქალების მიერ სესხის აღების წყაროებს შორის რესპოდენტების 25% ფორმალურ
საფინანსო დაწესებულებას ან მობილურ ფინანსურ ანგარიშს (მობაილ ბანკი) ასახელებს, 29%
წყაროდ ოჯახს და მეგობრებს უთითებს, ხოლო სხვა წყაროებიდან სესხის ამღებთა ოდენობა 1%‐
ს არ აღემატება.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოში ქალების სესხების მობილიზების ძირითად
წყაროს სწორედ ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, ქალების 39%‐მა გამოიყენა რაიმე
ტიპის სესხი, ხოლო მათგან 23% იყო სწორედ ფინანსური ინსტიტუტიდან მობილიზებული.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა ფლობს საბანკო ანგარიშს (71%),
საკრედიტო ან სადებეტო საბანკო ბარათს (47%).
საქართველოში, ქალების მიერ სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის კუთხით არსებული
მდგომარეობის დეტალურად შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში განხორციელდა ქალ
მსესხებელთა მაჩვენებლების ანალიზი ფორმალური ფინანსური ინსტიტუტების სხვადასხვა
სეგმენტში, მათ შორის საბანკო, მიკროსაფინანსო და სესხის გამცემ სუბიექტთა (სალომბარდე)
მიმართულებით.
საქართველოს საბანკო სექტორი
კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს კომერციულ საბანკო სექტორში ქალების
ფინანსურ რესურსებზე წვდომის არსებული მდგომარეობის ანალიზი. კომერციული საბანკო
სექტორის მიზნობრივი ანალიზისთვის, მოკვლეულ იქნა ე.წ. მიკრო, მცირე და საშუალო (MSME)
საბანკო პორტფელი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება განხორციელდა სხვადასხვა
კომერციული ბანკიდან, ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს
განზოგადებულ მონაცემებს მთლიანად კომერციული საბანკო სექტორისთვის.
45
შესწავლილია შემდეგი ქევყნები: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია და
ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონტენეგრო,
ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი,
უკრაინა, უზბეკეთი
2022 წლის ივნისის მდგომარეობით, საბანკო სექტორში46 მსესხებელთა შორის ქალების
მონაწილეობის47 მაჩვენებელი შეადგენს 17%‐ს (დიაგრამა 8), ხოლო სესხების საერთო
რაოდენობაში48 ქალ მსესხებლებზე გაცემული სესხების რაოდენობა 20%‐ზე ნაკლებია. რაც
შეეხება სესხების ნომინალურ პორტფელს, ქალ მსესხებლებზე გაცემული სესხის მოცულობა49
მცირედით აღემატება 16%‐ს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ქალ მსესხებელთა მიერ
აღებული სესხის საშუალო მოცულობა ნაკლებია კაც მსესხებელთა მიერ აღებული სესხის
მოცულობაზე, რაც დასტურდება კიდეც სტატისტიკური მონაცემებით, რომელთა შესაბამისად,
ქალების მიერ აღებული სესხის საშუალო მოცულობა 13%‐ით ჩამორჩება კაც მსესხებელთა მიერ
აღებული სესხის საშუალო მოცულობას.
რაც შეეხება მიმართვიანობას50, მიღებული მონაცემების შესაბამისად, ქალ მსესხებელთა მიერ
მიმართვიანობა შეადგენს 19%‐ს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცების მიმართვიანობას
(81%). ამავდროულად, როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ განიმარტა, ქალ და
კაც მსესხებელთა განაცხადებზე უარის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ერთ‐
ერთი ბანკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წლის 6 თვეში, უარის
მაჩვენებელი ქალ მსესხებლებში 2.4%‐ს შეადგენდა, ხოლო კაც მსესხებლებში ‐ 3.3%‐ს (დიაგრამა
9).
დიაგრამა 8: ქალების მონაწილეობა
საბანკო სექტორში გაცემული სესხების
რაოდენობაში, (2022 წლის 30 ივნისის
მდგომარეობით)
46
დიაგრამა 9: სასესხო განაცხადზე უარის
მაჩვენებელი სქესის მიხედვით, (2022 წლის 6
თვე)
წარმოდგენილია SME (მცირე და საშუალო ბიზნესის) პორტფელის მაჩვენებლები
მთლიან მსესხებელ პირთა რაოდენობაში ქალ მსესხებელთა პროცენტული წილი
48
გაცემული სესხების რაოდენობაში ქალებზე გაცემული სესხების პროცენტული წილი
49
მთლიან სასესხო პორტფელში, ქალ მსესხებლებზე გაცემული სესხების მოცულობის პროცენტული
წილი
50
სესხის აღებაზე განაცხადის შემვსებ პირთა შორის ქალების პროცენტული წილი
47
17.15%
82.85%
ქალი
კაცი
წყარო: საქართველოს საბანკო სექტორი
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემული უარის მაჩვენებელი იანგარიშება უკვე შევსებული
განაცხადების საფუძველზე. როგორც წესი, განაცხადის შევსებას წინ უსწრებს საკრედიტო
ოფიცერთან ზეპირი კონსულტაცია, რომლის დროსაც ხდება პოტენციური აპლიკანტების
წინასწარი გაფილტვრა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული უარის მაჩვენებელი შესაძლოა არ
ასახავდეს რეალობას, ვინაიდან უცნობია, რამდენი აპლიკანტი იღებს უარს გასაუბრების ეტაპზე
და როგორია ამ უარების გენდერული სტატისტიკა.
საერთაშორისო სტატისტიკის შესაბამისად, ქალ მეწარმეთა უმრავლესობა (75‐85%)
წარმოდგენილია მომსახურების სექტორში. აღნიშნული მონაცემები მეტ‐ნაკლებად
შესაბამისობაშია საქართველოს კონტექსტთანაც, კერძოდ, საბანკო სექტორში ქალ მეწარმეებზე
გაცემული სასესხო პორტფელის ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით განხორციელებული
შეფასების შესაბამისად, ქალ მეწარმეთა ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა შემდეგ 5
სექტორშია თავმოყრილი:
1. ჯანდაცვა;
2. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება და ვაჭრობა;
3. საკვების დისტრიბუცია, საკვებით საცალო ვაჭრობა;
4. სასტუმროები და ტურიზმი;
5. უძრავი ქონების რენტა, რეალიზაცია.
ყველაზე ნაკლებად, ქალ მეწარმეთა წარმომადგენლობა შემდეგ სექტორებში გვხვდება:
1. ენერგეტიკა, ელ. ენერგიის დისტრიბუცია;
2. მშენებლობა და დეველოპმენტი;
3. საწვავის იმპორტი;
4. მსუბუქი მრეწველობა;
5. ავტომობილების იმპორტი/რეალიზაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური დისციპლინის მიხედვით, საბანკო სექტორის
წარმომადგენელთა შეფასებების შესაბამისად, ქალი მეწარმეები გამოირჩევიან, თუმცა,
საანგარიშგებო პერიოდში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ქალ და კაც მსესხებელთა
კუთხით ფინანსური დისციპლინის შეფასებისთვის არსებულ მონაცემებს შორის (30 დღიანი
ვადაგადაცილება, რეზერვის სხვადასხვა განაკვეთში მყოფი სესხები) არსებითი განსხვავება არ
შეინიშნება, მონაცემები შესაბამისობაშია საერთო სასესხო პორტფელში გენდერულ წილთან.
რაც შეეხება უზრუნველყოფილ სესხებს, აღსანიშნავია, რომ ქალების მიერ აღებული სესხების
უზრუნველყოფასთან შეფარდების მაჩვენებელი (LTV51) 10 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება
კაცების იმავე მაჩვენებელს, რაც ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ქალები შედარებით
ნაკლები მოცულობის სესხებს იღებენ. ამასთან, იმ სექტორებში, სადაც ყველაზე მაღალია
ქალების მონაწილეობა, LTV კოეფიციენტის მაჩვენებელი 0.8‐საც აღწევს. ამ კოეფიციენტში
გენდერული სხვაობის სექტორული შეფასებისას გამოვლინდა, რომ იმ სექტორებში, სადაც
ძირითადად ქალები არიან წარმოდგენილი, LTV კოეფიციენტი მაღალია, აღემატება კაცი
მეწარმეების მაჩვენებლებს, ხოლო იმ სექტორებში, სადაც ქალები ნაკლებად არიან
წარმოდგენილი, LTV კოეფიციენტი დაბალია, ჩამორჩება კაცი მეწარმეების მაჩვენებელს. ეს
ერთი მხრივ, იმეორებს სასესხო პორტფელის გენდერულ განაწილებას, თუმცა, ამვდროულად
აჩვენებს, რომ სექტორული სპეციალიზაციის პირობებში უზრუნველყოფის დატვირთულობა
მზარდია, ქალ მსესხებელთა უმეტესობისთვის რისკის მიმართ ტოლერანტობა უკავშირდება
დაგროვილ გამოცდილებას მათი საქმიანობის მიმართულებით52.
საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი
თემატური მოკვლევის ფარგლებში ასევე განხორციელდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
(მისო) სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი ქალების დაკრედიტების მიმართულებით.
საქართველოში 2022 წლის მე‐2 კვარტლის მონაცემების შესაბამისად, 32 მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა კონსოლიდირებული ანგარიშგების მონაცემების
მიხედვით, მთლიანი სესხების მოცულობა შეადგენს 1,488 მლნ. ლარს. მონაცემების მიხედვით,
არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებს შორის, მიკროსაფინანსო სექტორი 1‐ელ ადგილზეა.
ამ სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 98% შეადგენს ფიზიკურ პირებზე გაცემულ
სესხებს, რომელთა საერთო რაოდენობა 785 ათასზე მეტია.
სამომხარებლო სესხების მთლიანი პორტფელი ძირითადად შედგება სალომბარდე (52%) და
სამომხმარებლო დანიშნულების სესხებისგან (24%), ხოლო შედარებით მცირე ნაწილი (21%)
განაწილებულია ვაჭრობისა და მომსახურების, სოფლის მეურნეობის და სხვა სექტორების
სესხებზე. რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებს, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების შესაბამისად, მსგავსი სესხების მოცულობა
29 მლნ. ლარია, რაც მთლიანი სასესხო პორტფელის მხოლოდ 2%‐ს შეადგენს53.
ამ მონაცემების შესაბამისად, მიკროსაფინანსო სექტორი საკრედიტო პორტფელის სიდიდის
მიხედვით, წარმოადგენს რიგით მე‐2 სექტორს ფინანსური დაკრედიტების ბაზარზე.
რაც შეეხება გენდერულ ასპექტებს, მათ შორის, ქალთა სამეწარმეო ფინანსებზე წვდომის
მიმართულებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო
პორტფელის შესწავლა განხორციელდა ერთ‐ერთი ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის საკრედიტო პორტფელის ანალიზის შესაბამისად.
აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საკრედიტო პორტფელის შესწავლისას,
განხორციელდა პორტფელში არსებული სესხის ამღები სუბიექტების დაყოფა ფიზიკურ და
51
LTV – Loan to Value კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს სესხის მოცულობის შეფარდებას სესხის
უზრუნველყოფის ღირებულებასთან
52
აღსანიშნავია, რომ ქალ მსესხებელთა კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილია
არსებული მონაცემები, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ქალ მეწარმეთა საერთაშორისოდ აღიარებულ
კლასიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ საბანკო პორტფელში ქალ მეწარმეთა წარმოდგენილი წილი, შესაძლოა
იყოს ოპტიმისტური. კლასიფიკაციის დაზუსტების შემთხვევაში, საბანკო სექტორის წარმომადგენელთა
განცხადების შესაბამისად, ეს მაჩვენებლები შესაძლოა შემცირდეს.
53
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; 2022 წლის მე‐2 კვარტლის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემები.
იურიდიულ პირებად, მათ შორის, ფიზიკურ პირებში მოხდა გენდერული დაყოფა, ქალი და კაცი
მსესხებლების მიხედვით54.
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მთლიანი
მოცულობის გენდერული გაშლის შესაბამისად, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების
საკრედიტო პორტფელის 49.2% ქალებზე, ხოლო 50.8% კაცებზე მოდის.
დიაგრამა 10: ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების გენდერული სტატისტიკა
49.2%
50.8%
კაცი
ქალი
წყარო: მიკროსაფინანსო სექტორი
რაც შეეხება მსესხებელთა რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ ქალ მსესხებელთა რაოდენობა
მნიშვნელოვნად, 51%‐ით აღემატება კაც მსესხებელთა რაოდენობას, რაც ორგანიზაციის
წარმომადგენელთა შეფასებით, მიანიშნებს იმაზე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის
ქალთა მიმართვიანობის მაჩვენებელი შედარებით მაღალია, რაც შემდგომ აისახება კიდეც
მსესხებელთა გენდერულ განაწილებაში. აღნიშნული შეფასების სტატისტიკური ვერიფიკაცია
ვერ ხერხდება, ვინაიდან არ ხორციელდება მიმართვიანობისა და დაკმაყოფილება/უარის
სტატისტიკური აღრიცხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალ და კაც მსესხებელთა განაწილება საკრედიტო პორტფელის
მოცულობის მიხედვით თითქმის თანაბარია, მსესხებლების გენდერის მიხედვით
მნიშვნელოვანი განსხვავება ადასტურებს, რომ ქალი მსესხებლების მიერ აღებული სესხების
საშუალო მოცულობა და შესაბამისად, მათი მხრიდან საკრედიტო რისკის მიმართ ღიაობა კაც
მსესხებლებთან შედარებით ნაკლებია. ეს დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც.
საკრედიტო პორტფელის განაწილება ვალუტის მიხედვით, როგორც ქალ, ასევე კაც
მსესხებლებში მნიშვნელოვნად ასიმეტრიულია, კერძოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების
მხოლოდ 0.1% არის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, რაც განპირობებულია იმით, რომ
მიკროსაფინანსო სექტორში კონცენტრირებულია მიკრო და მცირე სესხები, რომლის გაცემის
შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი შეზღუდვა,
რომლის მიხედვითაც ერთი გამსესხებლის მიერ, მსესხებელზე 200 ათასზე ნაკლები მოცულობის
სესხის გაცემის შემთხვევაში, დაკრედიტება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო პორტფელის მოცულობაში, ქალებსა და კაცებზე გაცემული
სესხების მოცულობა თითქმის თანაბარია, მნიშვნელოვანი განსხვავება გვხვდება სესხის ტიპებს
54
იურიდიულ პირებში, მსგავსი სეგრეგაციის განხორციელება სტატისტიკურად შეუძლებელია, ამასთან,
იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, იგი შეადგენს მთლიანი
პორტფელის მოცულობის მხოლოდ 0.6%‐ს
შორის. კერძოდ, მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) სესხებში, აგროსესხებსა და
მიკრობიზნესის სესხებში, ქალთა მიერ აღებული სესხების საერთო მოცულობები
მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცების მიერ აღებული სესხების მოცულობას. ამასთან,
სალომბარდე სესხებსა და განვადებასთან დაკავშირებულ საკრედიტო პორტფელში ქალების
წვლილი მნიშვნელოვნად მაღალია.
ცხრილი 2: საკრედიტო პორტფელის განაწილება სესხების ტიპებისა და სქესის მიხედვით
(08.2022)
სესხის ტიპები
იურიდიული პირი
კაცი
მთლიანი
მოცულობ
ა
ქალი
SME სესხი
3.1%
64%
33%
100%
აგროსესხი
0.2%
59%
41%
100%
განვადება
0.0%
36%
64%
100%
მიკრობიზნეს
სესხი
0.4%
56%
44%
100%
30%
70%
100%
45%
54%
100%
52%
48%
100%
51%
49%
100%
სალომბარდე
სამომხმარებლო
0.7%
იპოთეკა (housing)
მთლიანი
მოცულობა
0.6%
წყარო: მიკროსაფინანსო სექტორი
ქალების მიერ აღებული არასამომხმარებლო სესხების ძირითადი საქმიანობებია (სესხების
მოცულობის კლების მიხედვით):
●
მეცხოველეობა;
●
განათლება;
●
ტანსაცმლითა და ტექსტილით ვაჭრობა;
●
კვების პროდუქტებითა და სასმელებით ვაჭრობა;
●
მრავალწლიანი კულტურების მოყვანა.
ხოლო, სესხების ჯგუფში ყველაზე ნაკლებად გავრცელებული საქმიანობის სახეებია (სესხების
მოცულობის ზრდის მიხედვით):
●
ენერგომატარებლების წარმოება;
●
ყინულის წარმოება;
●
აზარტული თამაშები;
●
სასმელების წარმოება;
●
ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია.
აღსანიშნავია, რომ LTV კოეფიციენტის მიხედვით, ქალ და კაც მეწარმეებს შორის უმნიშვნელო
განსხვავებაა, მეწარმეთა პორტფელის ანალიზის შესაბამისად, ქალ მეწარმეთა სესხებზე
საშუალო LTV მაჩვენებელი შეადგენს 32.2%‐ს, ხოლო კაც მეწარმეთა სესხებზე ‐ 31.9%‐ს. საშუალო
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი ქალთა სესხების შემთხვევაში დაბალია. აღსანიშნავია,
რომ როგორც უზრუნველყოფის, ასევე საპროცენტო განაკვეთის თანაბარი განაწილება ქალებსა
და კაცებს შორის, ასევე განპირობებულია სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამით, რომელიც
ხორციელდება ორგანიზაციების მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფარგლებში და
ითვალისწინებს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან, ქალთა მიმართ
პრეფერენციული მხარდაჭერის მექანიზმების გამოყენებას სექტორში დაკრედიტების დროს.
საქართველოს სალომბარდე სექტორი (მისო‐ების გარდა)55
კვლევის ფარგლებში ასევე განხორციელდა სალომბარდე საქმიანობის სტატისტიკური
მონაცემების ანალიზი თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ
საბანკო სექტორისგან განსხვავებით, სალომბარდე სექტორში ქალ მსესხებელთა წილი
არსებითად მაღალია. კერძოდ, სექტორისთვის განზოგადებული მონაცემების შესაბამისად,
გაცემული სესხების 47%‐ის მსესხებლებს ქალები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ
სალომბარდე სესხის ტიპების შესაბამისად, ქალების ყველაზე მაღალი მონაწილეობა ოქროთი
უზრუნველყოფილ სესხებზე მოდის და იგი 63%‐ს შეადგენს, ხოლო ყველაზე ნაკლებად ქალები
ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებს იღებენ (22%), რაც შესაბამისობაშია ავტომობილების
ფლობის სტატისტიკურ მაჩვენებლებთან (თბილისში 26.6%).
დიაგრამა 11: ქალთა მონაწილეობა სალომბარდე სესხებში
47.6%
52.4%
კაცი
ქალი
დიაგრამა 12: სალომბარდე სესხების განაწილება ქალ მსესხებლებზე უზრუნველყოფის
მიხედვით (ქალ მსესხებელთა წილი სესხის კატეგორიებში)
70%
60%
50%
40%
30%
20%
10%
0%
63%
49%
35%
22%
29%
აქვე მნიშვნელოვანია, რომ ქალების მიერ არაუზრუნველყოფილი სესხის აღების მაჩვენებელი
მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცებისას და იგი 35%‐ს შეადგენს. სალომბარდე სექტორის
წარმომადგენლების განცხადებით, ქალები სალომბარდე სექტორს ძირითადად მაშინ
55
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ცალკე ლიცენზიას სალომბარდე
საქმიანობაზე და ის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიცენზიის ფარგლებში ხორციელდება
მიმართავენ, როდესაც სამეწარმეო საქმიანობის დასაფინანსებლად მათ ესაჭიროებათ
დამატებითი ფინანსური რესურსები, რომელიც საფინანსო ინსტიტუტების მიერ არ გაიცემა
ძირითადად ორი მიზეზით: არასაკმარისი უზრუნველყოფა ან არადამაკმაყოფილებელი
ფინანსური მაჩვენებლები. ანალიზში ვერ მოხვდა სალომბარდე სესხებში ქალების ფინანსური
დისციპლინირებულობის მაჩვენებლები, თუმცა, სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან
დასტურდება, რომ ქალები მეტად პასუხისმგებლიანად ეკიდებიან სესხის მომსახურებას,
მიუხედავად უზრუნველყოფის არსებობის ან მისი სახეობისა.
რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, აღსანიშნავია, რომ ქალების მონაწილეობა სალომბარდე
სესხების მთლიან განაწილებაში რეგიონებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მთლიანად
ქვეყნის მასშტაბით და 66%‐ს შეადგენს. ცხადია, რომ ქალზე გაცემული სესხების მთლიან
რაოდენობაში, აბსოლუტური უმრავლესობა ოქროთი უზრუნველყოფილი სესხებია ‐ 99%, რაც
მიუთითებს, რომ სხვა აქტივების ფლობა ქალების მხრიდან შეზღუდულია. ასევე, სალომბარდე
სესხებში ქალების მაღალი წილი მიუთითებს დაფინანსების სხვა მექანიზმებზე შეზღუდულ
წვდომაზე, ვინაიდან სალომბარე სესხი უფრო ძვირადღირებული პროდუქტია და მას, როგორც
წესი, მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების სხვა საშუალებები არ არის
ხელმისაწვდომი.
მეწარმე ქალების გამოცდილება
მოკვლევის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა გამართა შეხვედრები საქართველოს რეგიონებში,
რათა ადგილზე შესწავლილიყო რეგიონებში მომუშავე მეწარმე ქალების პრობლემები და
გამოწვევები. რეგიონული ვიზიტების ფარგლებში შეხვედრები ასევე განხორციელდა ადგილზე
მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლებთან.
მოკვლევის მიზნებისთვის, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, თავდაპირველად შეირჩა 3
რეგიონი. კერძოდ:
●
რაჭა‐ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ‐ 9‐10 აგვისტო, 2022
წელი) ‐ აღნიშნული რეგიონი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მაღალი წილით
გამოირჩევა, საიდანაც სამუშაო ძალის აქტიური მიგრაცია მიმდინარეობს.
●
შიდა ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი ‐ 12 აგვისტო, 2022 წელი) ‐ რეგიონი შეირჩა
საოკუპაციო ხაზთან სიახლოვისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების არსებობის
გამო.
●
კახეთი (თელავის მუნიციპალიტეტი ‐ 31 აგვისტო, 2022 წელი) ‐ რეგიონი შეირჩა მაღალი
ეკონომიკური აქტიურობის გამო.
მოგვიანებით, აღნიშნულ რეგიონებს დაემატა კიდევ 5 რეგიონი ‐ აჭარა (28‐29 სექტემბერი, 2022
წელი), გურია (30 სექტემბერი, 2022 წელი), სამეგრელო‐ზემო სვანეთი (11‐12 ოქტომბერი, 2022
წელი), ქვემო ქართლი (7 ოქტომბერი, 2022 წელი) და იმერეთი (13 ოქტომბერი, 2022 წელი),
სადაც გაიმართა შეხვედრები მეწარმე ქალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
რეგიონული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადად არსებული გარემო არ არის
სამეწარმეო სულისკვეთების წამახალისებელი და ინიციატივების ხელშემწყობი. ამიტომ,
წარმატებას ძირითადად აღწევენ ის ქალები, რომელთაც 2 თვისება აქვთ საერთო: 1) აქვთ
ძლიერი მხარდაჭერა ოჯახის მხრიდან; 2) გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ თბილისში ან
საზღვარგარეთ და გამოიმუშავეს შესაბამისი უნარი.
„ყველას ვისაც წარმატებული ბიზნესი აქვს, დანაზოგი ჰქონდა და ჩადეს ოჯახის დანაზოგი,
ოჯახი ენდობოდა და მხარს უჭერდა იდეას“ ‐ მეწარმე ქალი ამბროლაურიდან
„ყველაფერი, რასაც ახლა ხედავთ, შეიძლებოდა მქონოდა 10 წლის წინაც! 10 წელი დამჭირდა,
რომ ოჯახი დამერწმუნებინა და მათი მხარდაჭერა მომეპოვებინა, ეს დრო დავკარგე, ახლა სად
ვიქნებოდით მე და ჩემი ბიზნესი“ ‐ მეწარმე ქალი რეგიონიდან
ქალების მხრიდან საკუთრებაზე შეზღუდული წვდომა წარმოადგენს ერთ‐ერთ ძირითად
დაბრკოლებას. უთანასწორო სამემკვიდრეო პრაქტიკა კვლავ გავრცელებულ პრობლემას
წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში თავად ქალები ვერც იაზრებენ არსებული საკითხის
პრობლემურობას და ის აბსოლუტურად „ნორმალურად“ მიაჩნიათ.
გარდა ამისა, აუნაზღაურებელი შრომა და საოჯახო ვალდებულებები არის ქალებისათვის
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემაფერხებელი ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში,
ქალებს არ რჩებათ დრო, რომ განივითარონ სამეწარმეო უნარი, დაესწრონ ტრენინგებს,
დაკავდნენ სამეწარმეო საქმიანობით, ამიტომ ურჩევნიათ, სტაბილური დღიური შრომით
დასაქმდნენ. ამას ემატება მეწარმეობასთან დაკავშირებული რისკის გაწევის შიში, ვინაიდან
ქალების მხრიდან წარუმატებლობის მიმართ ოჯახი და საზოგადოება ნაკლებად
ტოლერანტულია. ამიტომ, ქალების მხრიდან მეწარმეობის დაწყება ხშირად დაკავშირებულია
გარკვეულ ფაქტორებთან თუ გარემოებებთან, რამაც ქალი აიძულა ჩართულიყო
ბიზნესსაქმიანობაში.
„სოფლად მცხოვრები ქალები არიან სრულიად დემოტივირებულები, არ უნდათ არაფერში
ჩართვა, თვლიან, რომ ვერაფერს შეცვლიან. არ სურთ დამოუკიდებლად ბიზნესის დაწყება,
არიან დაქირავებულები ვენახებში მძიმე შრომაზე, მაგრამ ეს ურჩევნიათ, რადგან
სტაბილურია“ ‐ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კახეთიდან
„ბიზნესში ყოფნა მოითხოვს საკუთარ თავზე მუშაობას და ეს დრო ბევრ ქალს უბრალოდ
ფიზიკურად არ აქვს“ ‐ მეწარმე ქალი სამეგრელო‐ზემო სვანეთიდან
„ვფიქრობ, კარგი იქნება სკოლიდანვე დაიწყოს საბაზისო ფინანსური განათლების მიცემა. ჩემი
ბიზნესის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა იმან, რომ ფინანსისტი ვარ და მრავალი წელი
ვიმუშავე ამ სექტორში“ ‐ მეწარმე ქალი ქუთაისიდან
„ჩემს მეუღლეს შეემთხვა უბედური შემთხვევა და გახდა შშმ პირი, ფაქტიურად დავკარგეთ
ოჯახის მარჩენალი. მე ამ დროს ვმუშაობდი ჩვეულებრივ სამსახურში. ეს რომ მოხდა, ყველამ მე
შემომხედა, რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომ ოჯახი შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყო,
დავიწყე მეღვინეობა, დარგი, რომელშიც არაფერი ვიცოდი“ ‐ მეწარმე ქალი რეგიონიდან
„დავიწყე მზა კერძების დამზადება და გაყიდვა, შვილებისთვის სწავლის ფული უნდა
შემეგროვებინა და ამიტომ. ახლა ჩემი შვილები ნასწავლები არიან და ბიზნესის წარმართვაში
მეხმარებიან“ ‐ მეწარმე ქალი რეგიონიდან
ზემოაღნიშნულის გარდა, ცალკეულ რეგიონებში საბაზისო ინფრასტრუქტურის არარსებობა ან
დაბალი ხარისხი, მათ შორის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის არარსებობა, ხელს უშლის ქალებს
დაკავდნენ სხვა საქმიანობით, საოჯახო საქმეების გარდა.
„როდესაც ცხადდება გრანტების კონკურსი, პროცესი არის საკმაოდ დროში გაწელილი, უნდა
შეიტანო განაცხადი, შემდეგ არის ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვა. ეს
ყველაფერი მოითხოვს ბევრ დროს, რაც ქალებს ფიზიკურად არ აქვთ“ ‐ მეწარმე ქალი
გორიდან
რეგიონებში ქალებისთვის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს ან პირადი და ოჯახის
დანაზოგი, ან დონორული საგრანტო და სახელმწიფო საგრანტო პროექტები. ბანკებიდან ან სხვა
კომერციული საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების მოზიდვა შეზღუდულია მაღალი
საპროცენტო განაკვეთის, დაბალი უზრუნველყოფისა და არასათანადო ფინანსური
მდგომარეობის გამო.
„ბანკი არ გაძლევს სასტარტო კაპიტალს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს...ბანკები იმ
რისკებზე არ მოდიან, რაშიც გვჭირდება მათი დახმარება“ (შეხვედრა აჭარაში)
„მცირებრუნვიანი ბიზნესები დიდი ბანკებისთვის უინტერესოა“ (მეწარმე ქალი ქუთაისიდან)
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობას, ამასთან დაკავშირებით მიღებული
უკუკავშირი არის შერეული. ქალების ნაწილი მეტად კმაყოფილია პროგრამებში მონაწილეობით,
ნაწილი კი ყურადღებას ისეთ პრობლემებზე ამახვილებს, როგორიცაა საბაზისო ინფორმაციის
მიღების სირთულე, უარის დაუსაბუთებლობა, აპლიკაციის შევსების სირთულე და სხვა.
აღნიშნული შერეული უკუკავშირი შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული: 1)
რეგიონებში საბაზისო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის და
შესაბამისი უნარების ხელმისაწვდომობის პრობლემა; 2) იმ ორგანიზაციების მუშაობის ხარისხი,
რომლებიც ადგილზე მიკროგრანტების პროგრამის განმახორციელებლები არიან.
„თუ თვითონ ქალებმა არ მოინდომეს ძალიან და ინფორმაცია არ მოიპოვეს, ვერანაირ
ინფორმაციას ისე ვერ მიიღებენ“ ‐ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი
ამბროლაურიდან
„სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია მაინც შეზღუდულია, თუ რაიმე ჯგუფში არ ხარ
გაერთიანებული, ისე ინფორმაციის მიღება რთულია“ ‐ არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენელი ამბროლაურიდან
„კაცებში უკეთაა განვითარებული არაფორმალური ურთიერთობის ქსელები, ქალებში ‐
ნაკლებად, რაც ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ინფორმაციის გავრცელებას და
ხელმისაწვდომობას უშლის ხელს“ (შეხვედრა კახეთში)
„რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა მიკროგრანტების პროგრამაში, თუმცა, უარი მომივიდა
ყოველგვარი განმარტების გარეშე. თუ არ მეცოდინება, რა გავაკეთე არასწორად, როგორ უნდა
გამოვასწორო?“ ‐ მეწარმე ქალი გორიდან
„აპლიკაციის შევსებას ცალკე ცოდნა სჭირდება, რაც რთულად ხელმისაწვდომია რიგ
შემთხვევებში“ ‐ მეწარმე ქალი გორიდან
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, სადაც
ხელმისაწვდომი იქნება განახლებული ინფორმაცია დაფინანსების და სწავლების პროგრამებზე,
რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორულ დაფინანსებას.
„ინტერნეტში ვეძებ რაღაც კოდური სიტყვებით ინფორმაციას სხვადასხვა საგრანტო
პროექტზე, ხშირად რასაც მივაგნებ, უკვე დასრულებული პროექტია. არსად არ დევს ერთიანი
ინფორმაცია“ ‐ მეწარმე ქალი თელავიდან
„ქალმა მეწარმეებმა ხშირად თავად არ იციან საკუთარი პოტენციალის შესახებ, ინფორმაცია
არ აქვთ ვის მიმართონ, სად მივიდნენ და რა გააკეთონ საკუთარი მეწარმეობის
განვითარებისთვის” (შეხვედრა აჭარაში)
ინფორმაციაზე წვდომა კიდევ უფრო დიდ სირთულეს და დაბრკოლებას წარმოადგენს ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ
ქალებთან შეხვედრისას ასევე გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო პროგრამები ძალიან ნაკლებად
არის ორიენტირებული ეთნიკური კულტურის მახასიათებელი სამეწარმეო დარგების
განვითარებაზე, რომლებსაც ისინი დღევანდელი მოცემულობით ფრაგმენტულად და მხოლოდ
ინდივიდუალური ძალისხმევით იყენებენ შემოსავლის წყაროდ.
ზემოაღნიშნულის გარდა, პრობლემას წარმოადგენს ნაწარმის გასაღების ქსელები, რაც
ქალებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია. ეს ასევე ართულებს რისკის გაწევის საკითხს და
საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულის მოზიდვას, ვინაიდან ქალებს აქვთ შიში, რომ პროდუქციას
ვერ გაასაღებენ და ვალდებულებების დაფარვა ოჯახს მოუწევს.
პრობლემად დასახელდა რიგი სახელმწიფო პროგრამების მიერ რეგიონის სპეციფიკის
გაუთვალისწინებლობა, მაგალითად, მცირემიწიანობა, ან საკუთრებაში არსებული მიწის
ნაკვეთების ფრაგმენტაცია, როდესაც ცალკე აღებული ნაკვეთები ვერ აკმაყოფილებს
პროგრამით დადგენილი ფართობის მინიმალურ მოთხოვნებს და შესაბამისად ‐ ქალი ვეღარ
მონაწილეობს კონკურსში.
არსებული სახელმწიფო ინსტიტუტები ან ჩანასახოვან ეტაპზეა (მაგ: გენდერული
თანასწორობის საბჭოები მუნიციპალიტეტებში) ან არ არსებობს. ადგილობრივ
თვითმმართველობებში ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხი პრიორიტეტს ნაკლებად
წარმოადგენს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს არ აქვთ გააზრებული საკითხის
მნიშვნელობა და პრობლემურობა. შესაბამისად, საკითხი არ ფიგურირებს ეკონომიკური
განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტებში. რამდენიმე შეხვედრაზე პრობლემად დასახელდა
ასევე, მუნიციპალიტეტების დახურულობა მეწარმეების მიმართ, გადაწყვეტილებების
გაჭიანურება და კრიტიკული აზრის მიუღებლობა მუნიციპალურ საჭიროებებზე.
ასევე პრობლემად დასახელდა რამდენიმე რეგიონში თვითმმართველობის მხრიდან წინასწარი
კონსულტაციების არარსებობა მეწარმეებთან საგამოფენო სივრცეების, ღონისძიებების
გამართვის დროისა და სხვა დეტალების გადაწყვეტისას, რის გამოც მეწარმეებისთვის ასეთ
ღონისძიებებში მონაწილეობა მომგებიანი ნაკლებად არის და ისინი კარგავენ ინტერესს.
ასევე პრობლემად დასახელდა გენდერული სტერეოტიპები.
„მეწარმეებთან მიმართებაში ყველაზე დიდი პრობლემა არის სტერეოტიპები. მაგალითად,
გონიოში ქალი მეწარმე აშენებდა სასტუმროს, მშენებლობის პროცესში მუშები ხშირად
თხოვდნენ „მამაკაცთან გასაუბრებას” (შეხვედრა ბათუმში)
„ქალ მეწარმეებს ხშირად არ აღგვიქვამენ სერიოზულად, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები
ვართ“ (შეხვედრები რეგიონებში)
არაერთი ქალი ამბობს უარს კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებაზე, რადგან არ არის ის
სამუშაო პირობები, რომ ადამიანმა შეძლოს საოჯახო ვალდებულებები შეუთავსოს მუშაობას,
მაგ. მოქნილი სამუშაო საათები, ჰიბრიდული რეჟიმი და ა.შ.
შეხვედრების დროს წამოიწია სოციალური მეწარმეობის და ქველმოქმედების თემამ. არაერთმა
ქალმა შეხვედრების დროს დაასახელა სოციალური საწარმოს სტატუსის საკანონმდებლო
დონეზე არარსებობის პრობლემა, როგორც გამოწვევა მათი საქმიანობისთვის; ასევე აღინიშნა,
რომ ქალი მეწარმეები მიდრეკილი არიან ქველმოქმედებისკენ და ამ საკითხზე ნათელი
საკანონმდებლო რეგულაციები ხელს შეუწყობდა მათ საქმიანობას ამ მიმართულებით.
არაერთ რეგიონში დასახელდა მოტივაციის ნაკლებობა, როგორც პრობლემა.
„უამრავი და დაუსრულებელი რეფორმა ტარდება, მაგრამ საძირკველია გასასწორებელი, ჩვენ
კი ზემოდან ვიწყებთ. საერთო გარემო ადამიანებს აპათიაში აგდებს, რწმენას უკარგავს, რომ
რაიმეს გაკეთება შესაძლებელია“ (შეხვედრა თელავში)
„სოფლად მცხოვრებ ქალებს უწევთ ძალიან ბევრი შრომა საკუთარ ოჯახში და ოჯახის რჩენის
მიზნით, პერიოდულად ბევრი მათგანი ერთვება დღიურ (დაქირავებულ) შრომაში. ასეთი
ყოველდღიურობა მათ ისე ფიტავს, რომ რაიმე საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრიც კი
უჭირთ“ (შეხვედრა თელავში)
„სანამ დავიწყებთ ქალებთან მუშაობას და მათი სამეწარმეო უნარის აღმოჩენა‐გაძლიერებას,
მათ სჭირდებათ ფსიქო‐სოციალური გაძლიერება... მეწარმეობას სჭირდება ენერგია, ქალები
კი გამოფიტულები არიან (ბევრი სხვადასხვა ფაქტორის და არსებული რეალობის გამო), მათი
შინაგანი ძალების მობილიზებით უნდა დავიწყოთ, მეწარმეობამდე ბევრისთვის ჯერ შორი
გზაა გასავლელი“ (შეხვედრა თელავში)
„დონორები ხშირად მუშაობენ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე, არ აძლიერებენ ინდივიდებს, ეს
არასწორია... ყველაზე ქვედა დონიდან უნდა დაიწყოს გაძლიერება, ინდივიდებთან მუშაობა
ძალიან მნიშვნელოვანია“ (შეხვედრა თელავში)
„მუდმივად ტარდება შეხვედრები, მაგრამ ამ შეხვედრების შედეგები ნაკლებად ჩანს
ჩვენთვის“ (მეწარმე ქალი კახეთიდან)
„გამოსავალია მცირე გრანტების გაცემა ქალებზე, მათი თანამონაწილეობის მოთხოვნის
გარეშე. შესაძლოა რისკიანია, მაგრამ უნდა გავრისკოთ, სხვანაირად უამრავი ქალი, უბრალოდ
ვერასდროს ვერცერთი პროგრამით ვერ ისარგებლებს“ (მეწარმე კახეთიდან)
არაერთ რეგიონში ქალმა მეწარმეებმა, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლების და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მწვავე პრობლემად დაასახელეს მუშა‐ხელის
სიმწირე, რაც სხვადასხვა ფაქტორებით ახსნეს, მათ შორის მოსახლეობის გადინების მაღალი
მაჩვენებლით; ამ კონტექსტში ასევე გაიჟღერა სოციალური შემწეობების არსებული პოლიტიკის
კრიტიკამ: მათი შეფასებით, არსებული სისტემა ნაკლებად ახალისებს ბენეფიციარებს და არ
აძლიერებს მათ უნარს, სტაბილურად ჩაებან შრომით ბაზარზე და ეკონომიკურ პროცესებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, საგულისხმოა 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც
რეგიონებში შეხვედრების პროცესში გამოიკვეთა:
1. შეხვედრის მონაწილე ქალების უმეტესობა არ/ვერ აიდენტიფიცირებს მის წინაშე
არსებულ გამოწვევებს, როგორც სპეციფიკურად გენდერული ფაქტორებით
განპირობებულ/გამწვავებულ პრობლემებს. თუმცა, ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადო
პრობლემებთან ერთად, ქალ მეწარმეებს აქვთ სპეციფიკურად გენდერული ხასიათის
გამოწვევები და/ან საზოგადო პრობლემა უფრო მძიმე ტვირთად ქალ მეწარმეს აწვება.
2. არაერთი შეხვედრის დასაწყისში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან
ისმოდა ფრაზა ‐ „გენდერზე საუბარი ჩვენთვის ფუფუნებაა, ჯერ სხვა მძიმე პრობლემები
გვაქვს“. აღნიშნული დამიკიდებულება აჩვენებს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი
ნაწილი, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების უმეტესობა,
ვერ აღიქვამს გენდერულ თანასწორობას როგორც სოციალური და ეკონომიკური
სამართლიანობის განუყოფელ კომპონენტს, რომელიც საბაზისო საკითხია და სხვა
პარამეტრებთან ერთად, განსაზღვრავს მოქალაქის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის
მდგომარეობას.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, შერჩეულ რეგიონებში, განხორციელდა იმ ქალების
გამოკითხვა, რომლებიც ეწევიან ბიზნესსაქმიანობას, წარსულში იყვნენ მეწარმეები ან/და
აქტიურად გეგმავენ დაკავდნენ სამეწარმეო საქმიანობით. გამოკითხვის მთავარ მიზანს
წარმოადგენდა ამ კატეგორიის ქალების დამოკიდებულებისა და მათი გამოცდილების
შესწავლა, სამეწარმეო ფინანსებსა და ეკონომიკური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებზე
ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და რეკომენდაციების შეფასების
მიზნით.
გამოკითხვა განხორციელდა რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ჩატარდა
საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის56 ტერიტორიაზე. გამოკითხვის პროცესი ითვალისწინებდა
გამოსაკითხი პირების წინასწარ შერჩევას და მათ გამოკითხვას აღნიშნული მიზნებისთვის
სპეციალურად შედგენილი კითხვარის საშუალებით. კითხვარი შეიცავდა ღია და დახურულ
შეკითხვებს, როგორც ქალთა მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათი შემოსავლების და
ოჯახური მდგომარეობის, ასევე საფინანსო სექტორთან მათი თანამშრომლობის, მათი
სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების წყაროების, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის
შესახებ.
აღნიშნული პროცესის ფარგლებში, გამოიკითხა 54 მეწარმე ქალი, ყველა ასაკობრივი
კატეგორიიდან. აღსანიშნავია, რომ მოკვლევის ფარგლებში მიღებული გამოკითხვის შედეგების
განზოგადება არ ხორციელდება, ვინაიდან შერჩევის ზომა და
სხვა სტატისტიკური
მახასიათებლები არ აკმაყოფილებს განზოგადებისთვის საჭირო წინაპირობებს. თუმცა,
აღნიშნული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის,
რეგიონებისთვის დამახასიათებელი გამოწვევებისა და იმ რეკომენდაციების გასააზრებლად,
რომლებიც წარმოდგენილ იქნა გამოკითხვაში მონაწილე პირების მიერ.
გამოკითხულთა უმრავლესობა წარმოადგენს 30‐41 ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ ქალებს (21
ქალი), რომლებიც დაკავებული არიან ბიზნესსაქმიანობით. რესპოდენტთა უმრავლესობა (85%)
გამოკითხვის მომენტისთვის უკვე ახორციელებდა სხვადასხვა კომერციულ საქმიანობას და აქ
გვხვდებიან ქალები ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან.
დიაგრამა 13: რესპოდენტი ქალების ასაკობრივი განაწილება (ქალი)
30
21
20
10
15
12
6
0
15‐29
30‐41
42‐51
51 და ზევით
ამასთან, რესპოდენტთა ნაწილი, გამოკითხვის მომენტში, აქტიურად გეგმავდა კომერციული
საქმიანობის დაწყებას და ამ თვალსაზრისით მათი მოლოდინის შეფასება მნიშვნელოვანია
თემატური მოკვლევის მიზნებისთვის.
გამოკითხულთა უმრავლესობა (78%) ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის წლიური
შემოსავალი 50 ათას ლარზე ნაკლებია. აღნიშნული კატეგორია თემატური მოკვლევის
მიზნებისთვის მიჩნეულია მიკრობიზნესის კატეგორიად. ასეთ საქმიანობებს მიეკუთვნება
მეფუტკრეობა, სილამაზის სალონების და ესთეტიკური მედიცინის მომსახურება, რელიგიურ და
სადღესასწაულო მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელნაკეთი ნივთების
დამზადება, ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობა, ჩირებისა და ცუკატების
წარმოება, ვაჭრობა და მომსახურების სფეროს სხვა საქმიანობა და სხვ. ქვემოთ მოყვანილია
დიაგრამა, რომელიც აჩვენებს ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით განაწილებას, რომლითაც
დაკავებული იყვნენ ან გეგმავდნენ ამ საქმიანობით დაკავებას რესპოდენტი ქალები.
56
ბათუმი, ხულო, ამბროლაური, თელავი, გორი, წალენჯიხა, ოზურგეთი, წყალტუბო, ქუთაისი
დიაგრამა 14: რესპოდენტთა განაწილება ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით
(ქალი)
საცალო ან საბითუმო ვაჭრობა;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა;
11
7
განთავსების საშუალებები
სახელოვნებო, გართობასა და დასვენებასთან
დაკავშირებული საქმინობები;
ინფორმაციასა და კომუნიკაციასთან
დაკავშირებული საქმიანობები;
საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული
საქმიანობა;
სხვა საქმიანობა
13
13
2 4
8
შენიშვნა: მიღებული შედეგების ჯამური მაჩვენებლის განსხვავება რესპოდენტთა ჯამური მაჩვენებლისგან
განპირობებულია იმით, რომ 6 რესპოდენტი ახორციელებდა 2 ან მეტ ეკონომიკურ საქმიანობას.
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ძირითადად გამოკითხული ქალები საქონლის წარმოებასთან,
სოფლის მეურნეობასთან, განთავსების საშუალებებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ
საქმიანობას ახორციელებდნენ.
გამოკითხვის დროს, პირველი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია მოკვლევის მიზნებისთვის,
შეეხებოდა სამეწარმეო/ბიზნესსაქმიანობის დაწყებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების
წარმომავლობას. ამ ნაწილში გამოიკვეთა, რომ რესპოდენტების გამოცდილება შეესაბამება
საერთაშორისო პრაქტიკას საწყისი კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით, რომლის
მიხედვითაც, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ფორმალური
დაფინანსების (მაგ: საფინანსო სექტორის სესხი) მაჩვენებელი ქალებში საკმაოდ დაბალია და
საწყისი კაპიტალის ძირითად წყაროს ოჯახის წევრები, პირადი დანაზოგი ან/და მეგობრები
წარმოადგენენ.
დიაგრამა 15: რესპოდენტთა მიერ ბიზნესის დაწყებისთვის გამოყენებული კაპიტალის წყარო
სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება;
5% 4%
3%
22%
12%
14%
22%
17%
ოჯახის წევრების ან მეგობრების მიერ მოწოდებული ფინანსური
მხარდაჭერა;
საერთშორისო ან ადგილობრივი არასახელმწიფო საგრანტო
დაფინანსება;
საბანკო/მისო საკრედიტო პროდუქტი სახელმწიფო
თანამონაწილეობის გარეშე;
პირადი დანაზოგი;
ბიზნეს პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა;
სხვა საკრედიტო დაწესებულების (ლომბარდი, კერძო პირის
სესხი) პროდუქტი;
საბანკო/მისო საკრედიტო პროდუქტი სახელმწიფო
თანამონაწილეობით;
კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ გაცემული პასუხების საერთო რაოდენობის 39%‐ში
საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად, ქალებმა ოჯახის წევრების ან მეგობრების
ფინანსური მხარდაჭერა, პირადი დანაზოგი ან პარტნიორის წილობრივი მონაწილეობა
გამოიყენეს. ხოლო ფორმალური ფინანსური სექტორიდან თანამონაწილეობა საწყისი
კაპიტალის მობილიზების პროცესში, მათ შორის სახელმწიფო მხარდაჭერის გამოყენებით,
პასუხების მხოლოდ 21%‐ში დაიფიქსირდა.
როგორც ამ მონაცემებიდან
ჩანს, საქართველოს რეგიონებში,
ქალების მიერ
მიკრობიზნესსაქმიანობის დაწყების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ
სახელმწიფო და არასახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მექანიზმები, რაც ბიზნესის
დაწყებისთვის კაპიტალის წყაროსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების 39%‐ს შეადგენდა.
როგორც გამოკითხვის შედეგად ირკვევა, ხშირ შემთხვევაში ამ გრანტების გამოყენება
ხორციელდება ურთიერთშევსების (სახელმწიფო და საერთაშორისო გრანტის ერთობლივად
გამოყენებით) პრინციპის საფუძველზე.
როგორც
ჩანს,
ქალებისთვის,
რომლებიც
ძირითადად
დაკავებულნი
არიან
მიკრობიზნესსაქმიანობით, ბიზნესის დასაწყებად ფორმალური საკრედიტო პროდუქტების
დაფინანსების წყაროებად გამოყენება გამოწვევად რჩება და მათზე წვდომა საწყისი კაპიტალის
მობილიზებისთვის რთულია. გამოკითხული ქალების მიერ, საბანკო და მიკროსაფინანსო
სესხების აღების სირთულის მიზეზად არასათანადო უზრუნველყოფა, არასაკმარისად
გამართული ბიზნესგეგმა და მაღალი საპროცენტო განაკვეთი სახელდება.
შეფასების შემდეგ, მნიშვნელოვან საკითხს კომერციული საქმიანობის უწყვეტობა და
საჭიროების შემთხვევაში, ამ უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ქალი მეწარმეების მიერ
ფინანსური რესურსების წყაროები წარმოადგენდა. როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს,
ძირითადად ქალების უმრავლესობა საკუთარი ბიზნესსაქმიანობის საჭიროების მხარდასაჭერ
მექანიზმად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას ან/და საერთაშორისო ან ადგილობრივი
ორგანიზაციის საგრანტო დაფინანსებას ხედავს, რასაც ქალები ხსნიან კვლავაც მოზიდული
ფინანსური რესურსების სიიაფით ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით.
რაც შეეხება ფორმალურ სასესხო პროდუქტებთან დაკავშირებით მოზიდულ ფინანსურ
რესურსებს, გამოკვეთილი უპირატესობა კომერციულ ბანკებს ენიჭება.
დიაგრამა 16: რესპოდენტთა პრეფერენციები დაფინანსების წყაროების მიხედვით (ქალი)
კომერციული ბანკი;
15
მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია;
ლომბარდი;
25
6
დაკრედიტების სხვა
ინსტრუმენტები;
8
აღნიშნული უპირატესობის საფუძველს წარმოადგენს საბანკო სექტორის მიმართ შედარებით
მაღალი ნდობა, გამჭვირვალობა, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე
არსებულ სხვა ალეტერნატივებთან მიმართებით. თუმცა, ქალ მეწარმეთა მნიშვნელოვანი
ნაწილი (65%) ამ პრეფერენციის მიუხედავად, თავს იკავებს როგორც საბანკო პროდუქტების,
ასევე ფორმალური დაფინანსების სხვა გზების გამოყენებაზე განაცხადის გაკეთებისგან, რაც
მათ მიერ სხვადასხვა მიზეზით აიხსნება.
დიაგრამა 17: ფორმალურ დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთებისგან თავშეკავების მიზეზები
(რამდენიმე არჩევანი)
განაცხადის შევსების მომენტისთვის არასათანადო
ინფორმაცია/ცოდნა (პროდუქტები; რისკები)
17%
საკრედიტო პროდუქტისთვის საჭირო
არასაკმარისი უზრუნველყოფა
32%
არასათანადო მოლოდინები ბიზნესის შემდგომი
განვითარების მიმართულებით
41%
არასათანადო მხარდაჭერა ბიზნეს პარტნიორების
მხრიდან
9%
არასათანადო მხარდაჭერა ოჯახის წევრების
მხრიდან
6%
სხვა
12%
0%
5%
10% 15% 20% 25% 30% 35% 40% 45%
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიერ საკრედიტო დაფინანსების მოთხოვნაზე თავშეკავების მიზეზად
კომერციული საქმიანობის წარმატებულად განვითარების მოლოდინებთან ერთად, საკრედიტო
პროდუქტების უზრუნველყოფის არქონა, საკრედიტო/არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ
არასათანადო ცოდნა და კვალიფიკაციაც წარმოადგენს. ეს შედეგები შესაბამისობაშია საბანკო
სექტორის მიერ მოწოდებულ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც, საშუალოდ, ქალი
მსესხებლები მეტად კონსერვატიულები არიან და ნაკლებად იღებენ საკრედიტო რისკებს.
საინტერესოა ის შემთხვევები, როდესაც ქალებმა მიმართეს სესხის გამცემ სუბიექტებს, თუმცა
მიმართვის მიუხედავად, მათ უარი ეთქვათ საკრედიტო პროდუქტის მიწოდებაზე. ამ
მიმართულებით, საინტერესოა ის ფორმალური მიზეზები, რაც გახდა უარის საფუძველი და რაც
განუცხადეს სესხის გამცემმა სუბიექტებმა უარის დასაბუთებისთვის.
დიაგრამა 18: საკრედიტო განაცხადზე უარის მიზეზები
ფინანსური მდგომარეობა;
უზრუნველყოფის მოცულობა;
17%
22%
მოთხოვნილი დაფინანსების მაღალი
მოცულობა;
სესხის მიღების მიზნობრიობა;
არასათანადოდ მომზადებული ბიზნეს
გეგმა/დოკუმენტაცია;
სხვა;
26%
22%
9%
4%
უზრუნველყოფის
შემდგომ,
არასათანადოდ
მომზადებული
ბიზნესგეგმა/პროექტი
წარმოადგენს უარის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რაც ასევე მიუთითებს ქალი მეწარმეების
საჭიროებაზე კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული უნარის
გაძლიერებისათვის.
ასევე საინტერესოა, რესპოდენტთა თვითშეფასებით, რა განაპირობებს მათთვის შეზღუდულ
წვდომას სამეწარმეო ფინანსებზე და მათი აზრით, რა შეიძლება განხორციელდეს
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან, რომ მეტად ხელმისაწვდომი გახდეს აღნიშნული
დაფინანსების მიღება. ამ მხრივ ქალების დაფიქსირებულ ძირითად მიზეზებს შორის ტოპ‐3
მიზეზს წარმოადგენს შემდეგი:
●
ქალების ნაკლები ინფორმირებულობა და ცოდნის დონე საკრედიტო პროდუქტებთან და
მათ სარგებლიანობასთან დაკავშირებით (30%);
●
ქალების მფლობელობაში/განკარგვაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სიმცირე
კაცებთან შედარებით, რაც ამცირებს ქალების შესაძლებლობებს ქონების
უზრუნველყოფად გამოყენების მიმართულებით (23%);
●
ქალების მხრიდან ისეთი ბიზნესსაქმიანობის განხორციელება, რომლის დაფინანსების
გამოცდილება არ არის დაგროვილი საკრედიტო ინსტიტუტებში (15%).
ამ მიზეზებიდან განსაკუთრებით საინტერესოა მე‐3 მიზეზი, რაც ასევე ეხმიანება ტრადიციული
დაფინანსებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეფასების დამკვიდრებულ პრაქტიკას
საკრედიტო დაწესებულებებში. გამოკითხვაში მონაწილე ქალი მეწარმეების მიერ, ხშირ
შემთხვევაში ხორციელდება ისეთი საქმიანობა, რომლის შესაბამისი ბიზნესმოდელები სესხის
გამცემი სუბიექტის მიერ არ არის სათანადოდ დამუშავებული, შესაბამისად, შესაძლოა, სწორედ
ეს იყოს უარის მიზეზიც. ამის საპირწონედ, საჭიროა ე.წ. „მოდელზე დაფუძნებული“ შეფასების
სისტემის დანერგვა (განმარტებულია რეკომენდაციებში) საფინანსო სექტორში, რაც
უზრუნველყოფს შედარებით გაზრდილ წვდომას მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი
მეწარმე ქალებისთვის.
საკრედიტო პროდუქტებთან ერთად, გამოკითხვის ფარგლებში გათვალისწინებული იყო
ქალების მხრიდან არასასესხო პროდუქტების გამოყენების მიმართ ცოდნისა და
დამოკიდებულების შეფასება.
დიაგრამა 19: არასასესხო საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ფლობის
მაჩვენებელი (%)
70%
60%
50%
40%
30%
20%
10%
0%
58%
42%
დიახ;
არა;
შედეგებმა აჩვენა, რომ ქალების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას არასასესხო საფინანსო
პროდუქტების შესახებ, ხოლო იმ პირებს შორის, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას,
ძირითადად წარმოდგენილი არიან ქალები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას 50
ათას ლარიანი შემოსავლების ზღვრის ზემოთ და შესაბამისად, არ მიეკუთვნებიან
მიკრობიზნესის კატეგორიას, ასევე ეს პირები უკვე სარგებლობენ საბანკო დაფინანსებით.
თუმცა, ზოგიერთი არასაკრედიტო პროდუქტი (მაგ: ლიზინგი), შესაძლოა საინტერესო იყოს
მიკრობიზნესის სეგმენტისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მეწარმე ქალების
სეგმენტის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან შემზღუდველ გარემოებას უზრუნველყოფა წარმოადგენს.
გამოკითხვის ფარგლებში ცალკე განხორციელდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების
შეფასება ქალი მეწარმეების მხრიდან.
მონაცემების მიხედვით, რესპოდენტთა დიდი ნაწილი (47%) წარმოადგენს სახელმწიფო
მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმის ბენეფიციარს. შესაბამისად, დასახელდა ბენეფიციარი
ქალების მიერ იდენტიფიცირებული ძირითადი გამოწვევები:
დიაგრამა 20: ქალების მიერ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გამოწვევების
შეფასება
პროგრამის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
19%
24%
დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის საჭირო
დოკუმენტაციის მომზადება (მ.შ. ბიზნეს გეგმის
მომზადება);
პროგრამაში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტების (თუკი 5%
პროგრამა ითვალისწინებდა აღნიშნულს) დარწმუნება;
5%
პროგრამის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დაკმაყოფილება;
სხვა;
14%
33%
ქალების 33%‐მა აღნიშნა, რომ გაუჭირდათ დამოუკიდებლად პროგრამაში მონაწილეობასთან
დაკავშირებული დოკუმენტაციის შევსება/წარდგენა, ხოლო 24%‐მა დააფიქსირა პროგრამების
შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა. რაც შეეხება
საკონსულტაციო
მომსახურების საჭიროებას, ის გამოკითხულთა 14%‐მა დაასახელა.
რესპოდენტი ქალები ადასტურებენ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამატებითი
შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის, მათთვის გათანაბრებული ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მსგავს შესაძლებლობებს შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფო
მხარდაჭერის პროგრამები:
●
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ შეღავათებს (35%);
●
სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებზე ქალების მონაწილეობის გაფართოებულ
კვოტებს (22%);
●
სპეციალურ საკონსულტაციო და სხვა ტიპის მომსახურებას ქალი მეწარმეებისთვის (24%);
●
საკვალიფიკაციო/მინიმალური მოთხოვნების გამარტივებას (37%).
საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა ასევე ქეა კავკასიის მიერ თემატური მოკვლევის
მიზნებისთვის ჩატარებული ონლაინგამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 154 ქალმა.
გამოკითხული ქალების უმრავლესობა თვლის, რომ სახელმწიფო ეკონომიკური პროგრამები
ეფექტიანია (გამოკითხული ქალების 63.7%), თუმცა, ამ პროგრამებს ქალები ნაკლებად
(გამოკითხულთა მხოლოდ 0.7%) აღიქვამენ ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობად.
სახელმწიფო საგრანტო პროგრამების ყველაზე დადებით მხარეებად გამოკითხული ქალები
მიიჩნევენ:
●
სწავლის, განვითარებისა და ბიზნესკონსულტაციების შესაძლებლობას (46.8%);
●
ბიზნესიდეების თემატურ მრავალფეროვნებას (31.2%);
●
შედარებით მაღალი საგრანტო თანხის მიღების შესაძლებლობას (28.6%).
რაც შეეხება პროგრამებში მონაწილეობის დაბრკოლებებს, მათ შორისაა:
●
სახელმწიფო გრანტებზე/პროგრამებზე ინფორმაციის დეფიციტი (35.8%);
●
ქონების/თანამონაწილობის უზრუნველყოფის მოთხოვნა (32.5%);
●
რთული სააპლიკაციო პროცედურები (30.5%).
სახელმწიფო პროგრამების მიღმა, გამოკითხვა ასევე შეეხო ბაზარზე არსებულ ფინანსურ
პროდუქტებს და მათზე წვდომის ასპექტებს. გამოკითხული ქალების 62.3% დაფინანსების
ყველაზე ხშირ საშუალებად ასახელებს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებს.
გამოკითხულთა უმრავლესობას (67%) ბოლო 5 წელიწადში სესხის ასაღებად მიუმართავს
ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.
სესხის აღების 3 ძირითადი მიზეზია:
●
საოჯახო ვალდებულებები და ხარჯები (45.8 %);
●
ბიზნესის დაწყება (20.6%);
●
ბიზნესის გაფართოება (16.8%).
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქალების უმრავლესობა (თითქმის 60%) დაბალი სესხის
ოდენობით (1000‐5000 ლარამდე და 1000 ლარზე ნაკლებით) და მაღალი საპროცენტო
განაკვეთით (საშუალოდ 24%) სარგებლობს.
ქალებისთვის საბანკო/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხის მიღების საკითხებში
ყველაზე დიდ დაბრკოლებებს შორისაა:
●
მაღალი საპროცენტო განაკვეთი (92.2%);
●
ქონების, თანამონაწილეობის უზრუნველყოფის მოთხოვნა (14.9%);
●
პროცედურების სირთულე (9.1%);
●
ოპტიმალური სესხის აღების პირობებზე ინფორმაციის არქონა (5.2%).
ამავდროულად, მაღალია (53.3%) იმ ქალების რაოდენობა, რომელთაც სესხის აღებამდე არ
გაუვლიათ კონსულტაცია სესხის პირობების, ვალდებულებების, ან/და მოსალოდნელი რისკების
შესახებ. შესაბამისად, სახეზეა ქალების დაბალი ინფორმირებულობა ოპტიმალური ფინანსური
რესურსების მიღებისა და მართვის შესახებ. ამავდროულად, შედარებით მაღალია იმ ქალების
რაოდენობა (22.4%), რომლებსაც სესხის აღება, ოჯახის კაცი წევრის სახელზე მოუწიათ. დიდი
ალბათობით, ამის გამომწვევი მიზეზი ქალების ქონებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ფლობა
და სარგებლობაა.
საერთაშორისო გამოცდილება
გლობალურად, კაცებთან შედარებით, უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქალები იყვნენ
ღარიბები, ჰქონდეთ არაფორმალური სამსახური და მეტად იყვნენ ჩართულები არაფორმალურ
ეკონომიკურ საქმიანობაში. გენდერული უთანასწორობა ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის,
ეკონომიკური გაძლიერების და მათ შორის, ფორმალურ ფინანსურ სერვისებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (UNSD) სტატისტიკის
შესაბამისად57, 2020 წლის მონაცემებით, გლობალურად, 50%‐ზე ნაკლებია შრომისუნარიანი
ასაკის ქალების მონაწილეობა შრომის ბაზარზე, მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი
კაცების შემთხვევაში 75%‐ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 30 წლის მანძილზე, შედარებით უცვლელი
რჩება გენდერული სხვაობა სამუშაო ძალაში (25‐54 წლის) მყოფ პირთა მონაწილეობაში შრომის
ბაზარზე, რაც ძირითადად განპირობებულია შინამეურნეობაში ქალების აუნაზღაურებელი
შრომის ზემოქმედებით მათ შესაძლებლობაზე, ფორმალურად დასაქმდნენ. აღსანიშნავია, რომ
საოჯახო მეურნეობის სტრუქტურა წარმოადგენს აღნიშნული გენდერული სხვაობის ერთ‐ერთ
მნიშვნელოვან წყაროს. UNSD‐ის შესაბამისად, მარტო მცხოვრებ სამუშაო ასაკში მყოფი ქალების
82% ჩართულია შრომის ბაზარზე, მაშინ, როდესაც პარტნიორთან ერთად მცხოვრები ქალების
57
„The World’s Women 2020, trends and statistics ‐ Department of Economic and Social Affairs, UN
მხოლოდ 64%, ხოლო პარტნიორთან და შვილთან ერთად მცხოვრები ქალების მხოლოდ 48%
არის ჩართული შრომის ბაზარზე.
რაც შეეხება ქალების მიერ ბიზნესსაქმიანობის განხორციელების მაჩვენებლებს, ეკონომიკური
თანამშრომლობის
და
განვითარების
ორგანიზაციის
(OECD)
მონაცემებით,
58
თვითდასაქმებულთა
საერთაშორისო სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ქალი
თვითდასაქმებულების მაჩვენებელი ორჯერ ჩამორჩება კაცი თვითდასაქმებულების (17%)
მაჩვენებელს, თუმცა, ეს ჩამორჩენა (გენდერული სხვაობა) 2006‐2016 წლებში შემცირებულია
თითქმის ყველა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში,
ძირითადად ხვდებიან მომსახურების სექტორში თვითდასაქმებული ქალები (70%), მათგან
უმრავლესობა საკუთარ ბიზნესში მხოლოდ თავად არის დასაქმებული (არ არის დამსაქმებელი),
მაშინ, როდესაც კაცების შემთხვევაში, თვითდასაქმების ძირითადი სექტორი არის
ინდუსტრიული სექტორი და 2.5‐ჯერ მეტია ისეთი თვითდასაქმება, სადაც კაცი თავად
წარმოადგენს დამსაქმებელს.
დიაგრამა 21:
თვითდასაქმებულთა წილი კატეგორიისა და სქესის მიხედვით
დასაქმებაში წილი, 2016 წლის ან უახლესი მონაცემები
35
30
25
20
15
10
5
0
ქალები
კაცები
დამსაქმებლები
ქალები
კაცები
14
12
10
8
6
4
2
0
58
ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი
ბიზნესი, რომელშიც დასაქმებულია თავად, ან აქვს ბიზნესი, რომელშიც დასაქმებული ყავს სხვები და
გამოკითხვის დროს კლასიფიცირდება, როგორც „თვითდასაქმებული“.
დასაქმებული საკუთარ ბიზნესში
ქალები
კაცები
35
30
25
20
15
10
5
0
წყარო: OECD
რაც შეეხება ზემოაღნიშნული მდგომარეობის ძირითად მიზეზებს, OECD‐ის შეფასებით, მსგავსი
გენდერული სხვაობა უკავშირდება ქალების სამეწარმეო გამოცდილების დაბალ მაჩვენებელს,
მათ მონაწილეობას მაღალი კონკურენციის და ნელა მზარდ სექტორებში (მომსახურება), ასევე
გენდერულად სუბიექტური საკრედიტო სქორინგის სისტემას, გენდერულად სტერეოტიპულ
დამოკიდებულებას საინვესტიციო საქმიანობის განმახორციელებლების მიხედვით და
აქტივების ფლობას და ამ მხრივ არსებულ არათანაბარ გადანაწილებას. ამავე წყაროზე
დაყრდნობით, აქტივების ფლობის ჭრილში არსებული გენდერული სხვაობა არსებითად დიდია,
რაც განაპირობებს ქალების მხრიდან შეზღუდულ წვდომას ფორმალურ ფინანსურ რესურსებზე.
2017 წლის მონაცემების შესაბამისად, საშუალოდ, ქალების წვდომა ფორმალურ ფინანსურ
რესურსებზე 65%‐ს, ხოლო კაცების წვდომა 72%‐ს შეადგენდა.
დიაგრამა 22: მოსახლების წილი, რომელიც აცხადებს, რომ ისესხა ფული ბიზნესის
დასაწყებად (2017)
70.0
60.0
50.0
40.0
30.0
20.0
10.0
0.0
12.0
10.0
8.0
6.0
4.0
2.0
0.0
‐2.0
‐4.0
კაცი
ქალი
სხვაობა
წყარო: OECD
OECD‐ის წევრი და არაწევრი ქვეყნების ზემოთ მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს, რომ
სამეწარმეო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გენდერულად ასიმეტრიულია. ამასთან, როგორც
მონაცემებიდან ჩანს, ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილი თვითდასაქმებისკენ, ხოლო
ასეთი მეწარმე ქალები ძირითადად დამოკიდებულნი არიან თვითდაფინანსების საშუალებებზე.
საერთაშორისო გამოცდილებით, ფინანსურ სერვისებზე წვდომის საკითხებში თითქმის ყველა
ქვეყანაში არსებობს გენდერული დისბალანსი, თუმცა, ამის ალბათობა უფრო მაღალია
განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
მაგალითისთვის, საბანკო ანგარიშის ფლობის კუთხით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ
კატალიზატორს სხვა ფინანსური სერვისების მიღების საკითხში, გლობალურად, გენდერული
სხვაობა შეადგენს 4 პროცენტულ პუნქტს ‐ საშუალოდ კაცების 78% და ქალების 74% ფლობს
საბანკო ანგარიშს59. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში ეს სხვაობა უფრო დიდია და აღწევს 6
პროცენტულ პუნქტს, კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში საბანკო
ანგარიში ჰქონდა კაცების 74%‐ს და ქალების 68%‐ს. ამ მხრივ, ციფრული საბანკო მომსახურების
განვითარებამ შექმნა ახალი შესაძლებლობები ქალებისთვის, რომლებიც სხვა მხრივ
ტრადიციულად ვერ სარგებლობდნენ საბანკო სერვისებით.
რაც შეეხება კრედიტის ხელმისაწვდომობას, ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა ზოგადად
ქვეყნის განვითარების დონის მიხედვით. კერძოდ, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში
ფორმალური კრედიტი დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს, ხოლო განვითარებად
ქვეყნებში მსესხებელთა მხოლოდ 46%‐ს აქვს ფორმალური სესხი. ამ ქვეყნებში დაფინანსების
ძირითად წყაროს ოჯახი და მეგობრები წარმოადგენენ.
კაცებთან შედარებით, ქალები გაცილებით მეტ პრობლემას და დაბრკოლებას აწყდებიან
სამეწარმეო ფინანსებზე წვდომის პროცესში. აღნიშნულზე გავლენას ახდენს როგორც
ფინანსური, ისე არაფინანსური ფაქტორები. კერძოდ, ფინანსური ხასიათის ფაქტორები მოიცავს
‐ უზრუნველყოფის ნაკლებობას, დაფინანსების მაღალ ღირებულებას (მაღალი საპროცენტო
განაკვეთი) და ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც არ არის მორგებული ქალების
საჭიროებებზე. რაც შეეხება არაფინანსური ხასიათის ფაქტორებს, მათ შორისაა,
დისკრიმინაციული სოციალურ‐კულტურული ნორმები, ასევე ზოგადი ტენდენციები, რომლის
პირობებში ქალების ბიზნესი უფრო მცირეა და ასევე ქალებს ნაკლები წვდომა აქვთ სამეწარმეო
განათლებასა და სამეწარმეო ქსელებზე.
დიაგრამა 23
წყარო:Ernst&Young Analysis, IFC
59
Global Findex Database 2021, World Bank
უფრო კონკრეტულად, ფინანსური ხასიათის ფაქტორებია:
●
უზრუნველყოფის ნაკლებობა ‐ საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა მოითხოვს მაღალ
უზრუნველყოფას სესხისთვის, რაც ქალებისთვის პრობლემური საკითხია, იქიდან
გამომდინარე, რომ ქალების შემთხვევაში საკუთრების (უძრავი ქონების) ფორმალური
ფლობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალები
ფორმალურად ფლობენ ქონებას, მაინც თავს იკავებენ მისი სესხის უზრუნველყოფის მიზნით
გამოყენებისგან, ვინაიდან ქონების დაკარგვა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქალზე,
როგორც ინდივიდზე, არამედ მის ოჯახზე და ამ ქალის პოზიციებზე ოჯახში.
●
არასათანადო ფინანსური ინფრასტრუქტურა ‐ გამართულ ინფრასტრუქტურას,
როგორიცაა უძრავ‐მოძრავი ქონების რეესტრები და საკრედიტო ინფორმაციის
ცენტრალიზებული სისტემა (საკრედიტო ბიურო), შეუძლია მნიშვნელოვნად გაუმარტივოს
ქალებს ფინანსებზე წვდომის პროცესი.
●
რისკის არასათანადო შეფასება ‐ საფინანსო ინსტიტუტები ხშირად ქალს აღიქვამენ უფრო
მაღალი რისკის მატარებელ მსესხებლად, განსაკუთრებით ქალების ბიზნესის მაღალი
მოწყვლადობის გამო (ზომა, სექტორი და სხვა), რაც უარყოფითად მოქმედებს ქალების მიერ
საფინანსო რესურსებზე წვდომაზე.
●
გენდერულად სენსიტიური საკრედიტო პოლიტიკის არარსებობა ‐ კომერციული ბანკების
და სხვა საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა ქალებს არ აღიქვამს როგორც ცალკე,
სპეციფიკურ სეგმენტს. შესაბამისად, ბანკის მიერ შეთავაზებული სერვისები უმრავლესად
არის გენდერულად ნეიტრალური (ან დისკრიმინაციული). ასევე საფინანსო ინსტიტუტების
უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალის ბიზნესი არის უმეტესად მცირე ბიზნესი და მას
რეალურად სჭირდება მცირე სესხები. აღნიშნული მიდგომა ამცირებს ქალის ბიზნესის
გაფართოების შესაძლებლობას და მის წვდომას უფრო მსხვილ სესხებზე. ასევე
პრობლემადაა მიჩნეული ის გარემოება, რომ სესხის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი
კომპონენტი ‐ უწყვეტი საბანკო ისტორია ‐ არ ითვალისწინებს მაგ. დეკრეტული შვებულების
დროს წყვეტის სპეციფიკას.
●
დაფინანსების მაღალი ღირებულება ‐ მაღალი საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვანი
შემზღუდველი ფაქტორია, განსაკუთრებით ქალების ფლობაში არსებული მიკრო და მცირე
ბიზნესის შემთხვევაში.
რაც შეეხება არაფინანსური ხასიათის ბარიერებს, მათ შორისაა:
●
საინვესტიციო კლიმატი ‐ არსებული სამეწარმეო და საინვესტიციო კლიმატი შეიძლება არ
იყოს ხელსაყრელი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, განსაკუთრებით ქალების
მფლობელობაში არსებული ბიზნესებისთვის. არახელსაყრელ ფაქტორებს შორისაა
ფორმალური ბარიერები ქონების ფლობაზე, ასევე ქალი მეწარმის ფორმალიზაციის
სირთულე და სხვა.
●
შეზღუდული სამეწარმეო უნარები ‐ ქალების შემთხვევაში, სამეწარმეო უნარების და
განათლების სიმცირე პრობლემაა და ხელს უშლის მათი კომპანიების ზრდას. ქალების
ბიზნესს ხშირად უჭირს ისეთი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, როგორიცაა ბაზარზე
არსებული ტენდენციები, ინოვაციები, ზრდის პროგნოზი და სხვა.
●
შეზღუდული სამეწარმეო ქსელები ‐ კაცი მეწარმეებისგან განსხვავებით, ქალების
შემთხვევაში მეწარმეთა ქსელები უფრო სუსტია, ხოლო სამეწარმეო კავშირები ‐
შეზღუდული, განსაკუთრებით ბიზნესის დაწყების ეტაპზე.
●
სოციალური და კულტურული ფაქტორების ზემოქმედება ‐ დისკრიმინაციულ სოციალურ‐
კულტურულ ფაქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მოხდენა
ქალების ბიზნესზე.
ზემოაღნიშნულის გარდა, საერთაშორისო შეფასებებით, ქალების ფინანსებზე წვდომის კუთხით
არსებული ძირითადი ბარიერები შეიძლება დაჯგუფდეს 3 ნაწილად: ბარიერები მოთხოვნის
მხრიდან, ბარიერები მიწოდების მხრიდან, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბარიერები
(ცხრილი 3).
ცხრილი 3. ბარიერები ქალების ფინანსებზე წვდომის მიმართულებით
ბარიერები
მხრიდან
მოთხოვნის
ბარიერები
მხრიდან
მიწოდების
●
ქალის
შეზღუდული
ძალაუფლება
ოჯახში,
მ.შ.
გადაწყვეტილების
მიღების პროცესში
●
ფინანსური
პროდუქტების
არასათანადო
შეთავაზება
●
ჩართულობა
დაბალანაზღაუდებად
ეკონომიკურ
საქმიანობაში
●
შესაბამისი პროდუქტის
ან სერვისის
შემუშავებისას,
გენდერულად
მგრძნობიარე
მიდგომების
გაუთვალისწინებლობა
●
დროის
ძირითადი
ნაწილის
გამოყენება
აუნაზღაურებელ
შრომაზე
●
ქონების
ფლობის
დაბალი მაჩვენებელი
●
ფორმალურ ეკონომიკურ
საქმიანობაში
დაბალი
ჩართულობა
●
შეზღუდული
მობილურობა დროითი
შეზღუდვების
ან
დისკრიმინაციული
სოციალური
ნორმების
გამო
●
ქალების მიერ მობილური
ტელეფონის
ფლობის
დაბალი
მაჩვენებელი,
რაც ამცირებს ქალების
წვდომას
ონლაინ
ფინანსურ სერვისებზე
●
მიწოდების არასათანადო
არხების გამოყენება
საკანონმდებლო
მარეგულირებელი
ბარიერები
და
●
საფინანსო სერვისების
მიღების
კუთხით
არსებული
ისეთი
მოთხოვნები, რომლებიც
დისკრიმინაციულია
ქალების მიმართ
●
ფორმალური
ეკონომიკური აქტივობის
დამადასტურებელი
დოკუმენტების მიღების
სირთულე
●
სამართლებრივი და სხვა
ბარიერები
ქონების
ფლობაზე
ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ზემოთ დასახელებული ბარიერების დიდი ნაწილი
მოქმედებს. შესაბამისად, ქალების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით
გრძელვადიანი შედეგის მიღებისთვის, პასუხი უნდა გაეცეს ყველა ზემოაღნიშნულ პრობლემას.
ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხვა სპეციალური პროგრამის თუ
ინიციატივის ემპირიული ანალიზი აჩვენებს, რომ დისკრიმინაციული სოციალურ‐კულტურული
ნორმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და
ფინანსებზე უკეთეს წვდომაზე მიმართული სპეციალური პროგრამები არ ითვალისწინებს
გარკვეულ სპეციფიკას, მათი შედეგი შეიძლება იყოს მინიმალური ან საერთოდ არ დადგეს
სასურველი შედეგი. კერძოდ, გლობალურად, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში,
მთავრობების და დონორების მიერ ხორციელდება არაერთი ინიციატივა, რომელიც უშუალოდ
მიმართულია ქალების მხრიდან ფინანსებზე წვდომის გაძლიერებისკენ. ასეთ პროგრამებს
შორისაა მიკროსესხები, გრანტები და სხვა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს პროგრამები ვერ აღწევს
სასურველ შედეგს საზოგადოებასა და ოჯახში გაბატონებული დისკრიმინაციული მიდგომების
გამო, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ქალის როლს, როგორც საოჯახო მეურნეობის
წარმმართველის. მაგალითად, პაკისტანში განხორციელებულ პროგრამას, რომელიც
ითვალისწინებდა ქალების სტარტაპებისთვის სესხების და სამეწარმეო ტრენინგების
მიწოდებას, არ ჰქონდა სასურველი შედეგი არსებული სოციალური ნორმების გამო, რომლის
მიხედვით, ქალების სამუშაო ძირითადად სახლს და საოჯახო მეურნეობას ეხება. ასევე,
ინდოეთში, განასა და შრი‐ლანკაში, მეწარმე ქალები, რომლებიც ცხოვრობდნენ ერთ საოჯახო
მეურნეობაში მეწარმე კაცებთან ერთად, ნაკლები წარმატებით სარგებლობდნენ
მიკროკრედიტის ან გრანტის პროგრამით, განსხვავებით იმ ქალებისგან, რომლებიც ოჯახში
ბიზნესის ერთადერთი მფლობელები იყვნენ60. მიზეზი არის ის, რომ ქალები მიღებულ
ფინანსურ რესურსებს ძირითადად წარმართავდნენ კაცი მეწარმეების ბიზნესის
გასაძლიერებლად, იმ სოციალური ნორმის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით კაცი ოჯახში
უნდა იღებდეს ქალზე მეტ შემოსავალს.
ზემოაღნიშნული მეტყველებს, რომ სოციალურ‐კულტურული ნორმები არის ის ფაქტორი,
რომელიც გავლენას ახდენს ინტერვენციების ეფექტიანობაზე. საერთაშორისო გამოცდილებით,
მხოლოდ რესურსების მიწოდება სპეციფიკური გენდერული ბარიერების გათვალისწინების
გარეშე არის პრობლემური და წარუმატებელი. მრავალი ჩარევა აგებულია იმ ლოგიკაზე, რომ
ქალებისთვის მეტი ფინანსური რესურსის მიწოდება ავტომატურად გამოიწვევს მის ეკონომიკურ
გაძლიერებას და წარმატებას მეწარმეობაში. თუმცა, სხვადასხვა ემპირიული კვლევა რეალურად
საპირისპიროს ამტკიცებს61. აღნიშნული კვლევები მიუთითებს საზოგადოებაში და საკუთრივ
ოჯახში არსებული ვითარების მნიშვნელოვან გავლენაზე ქალების ეკონომიკური
გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების წარმატებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ
ნორმების და ფაქტორების მხედველობაში მიღება ინტერვენციების და პროგრამების
შემუშავებისას და იმის უზრუნველყოფა, რომ გამოყოფილი რესურსები იყოს უშუალოდ ქალი
მეწარმეების მფლობელობაში.
ზემოაღნიშნული მთელი რიგი ბარიერები ხელს უშლის ქალების ბიზნესის ზრდას და
გაფართოებას. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) შეფასებით, რომელიც მისი
ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუტების პორტფელს აფასებს, ქალების ბიზნესი უფრო ხშირად
არის ინდივიდუალური მეწარმის ფორმით ჩამოყალიბებული, ასევე ქალების ბიზნესის 85%‐ში
ქალს უკავია მმართველი პოზიცია, მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი კაცების ბიზნესში არის
მხოლოდ 10%.
ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, ქვეყნების მიხედვით შეინიშნება მნიშვნელოვანი უთანასწორობა
ქალების მიერ ფინანსებზე წვდომის კუთხით. მაგალითად, საინტერესოა ერთ‐ერთი კვლევის62
შედეგები, რომელიც ეყრდნობა BEEPS (Business Environment and Enterprise Performance Survey)63
მონაცემებს ევროპისთვის. BEEPS‐ის გამოყენებული კვლევა მოიცავს 34 ქვეყანას, მათ შორის,
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ასევე
60
“Household Matters: Revisiting the Returns to Capital among Female Micro‐Entrepreneurs”, Bernhardt et al., 2019
Banerjee, Duflo, Glennerster, et al. 2015; Attanasio et al. 2015; Baro et al. 2013; Ksoll et al. 2016; Karlan et al.
2017; E. P. Green et al. 2015; Angelucci, Karlan, and Zinman 2015; Bernhardt et al. 2019; Fiala 2018b
62
Muravyev, A., D. Schafer and O. Talavera. 2007. “Entrepreneurs’ Gender and Financial Constraints: Evidence from
International Data.” Discussion Paper, DIW Berlin, German Institute of Economic Research.
63
კვლევა წარმოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მსოფლიო ბანკის მიერ
1999 წლიდან
61
დასავლეთ ევროპის და აზიის ზოგიერთ ქვეყანას. კვლევა მოიცავს კომპანიებს განვითარების
სხვადასხვა ეტაპზე. კვლევის საფუძველზე მოპოვებული მონაცემები შეიცავს ინფორმაციას
კომპანიების საკუთრების, საქმიანობის შედეგების შესახებ და სხვა პარამეტრებს. კვლევა
აჩვენებს, რომ ქალების ბიზნესს აქვს 5.4%‐ით ნაკლები ალბათობა, მიიღოს საბანკო სესხი,
ვიდრე კაცების ბიზნესს. ასევე, საპროცენტო განაკვეთების კუთხით, გლობალურად, ქალის
ბიზნესისთვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი 0.6%‐ით მაღალია კაცების ბიზნესისთვის
დაწესებულ საპროცენტო განაკვეთზე. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ საფინანსო ინსტიტუტების
მიერ ქალის ბიზნესი მიჩნეულია უფრო რისკიანად და შესაბამისად, ქალის ბიზნესისთვის
საბანკო საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია.
არადა, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ქალები არიან უფრო პასუხისმგებლიანი
გადამხდელები და მათი მხრიდან სესხის გადაუხდელობის ალბათობა უფრო დაბალია.
მაგალითად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საკუთარი ბენეფიციარი
საფინანსო ინსტიტუტების 2015‐2018 წლების პორტფელების ანალიზი აჩვენებს, რომ ქალების
მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების უმოქმედო სესხების (NPLs64) წილი
(3%) არის უფრო დაბალი მთლიან პორტფელთან შედარებით (4.9%). მიუხედავად ამისა, 2021
წლის მონაცემებით, IFC‐ის სესხების მხოლოდ 14%‐19% მიემართებოდა ქალების საკუთარებაში
არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებზე65.
ქალების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზად მთელს მსოფლიოში მიჩნეულია
მიკროფინანსები. ამ შემთხვევაში, ძირითადად არ მოითხოვება უზრუნველყოფა, ხოლო
სესხების ზომა შესაძლოა იყოს მინიმალური, რაც საწყის კაპიტალად გამოიყენება. თუმცა,
მიკროდაფინანსება მაინც ვერ იქნება გამოყენებული, როგორც აბსოლუტური გამოსავალი,
ვინაიდან ამგვარი მიკროდაფინანსება მიმართულია მიკრობიზნესის დაფინანსებაზე და არ
იძლევა ბიზნესის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მიკროფინანსები ვერ გადაწყვეტს მოთხოვნის მხრივ არსებულ პრობლემებს. შესაბამისად, ამ
გზით ვერ მიიღწევა გრძელვადიანი გარდამტეხი შედეგები, თუ არ მოხდა დისკრიმინაციულ
სოციალურ ნორმებთან გამკლავება.
ევროკავშირში ქალების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის პოლიტიკის მთავარი
ინსტრუმენტი არის მცირე და საშუალო გრანტები, რომლებიც მიმართულია ან ბიზნესის
დასაწყებად, ან მისი გაფართოებისთვის.
მეორე ინსტრუმენტი არის მიკროკრედიტი, რომლის მიზანია ქალების ჩართვა საფინანსო
ბაზარში, არსებული ბარიერების დაძლევის გზით. მიკროკრედიტის საშუალო მოცულობა
შეადგენს 25 000 ევროს და როგორც წესი, მისი მიღების პარალელურად ხდება ქალების
ფინანსური განათლების გაუმჯობესება და ბიზნესის საკონსულტაციო სერვისის მიწოდება.
გრანტისგან განსხვავებით, მიკროკრედიტი არის სესხი, შესაბამისად, ის მეტ სტიმულს აძლევს
ქალ მეწარმეებს, რომ შექმნან მდგრადი ბიზნესი და დაფარონ ვალდებულებები.
მესამე ინსტრუმენტი, რომელიც ეტაპობრივად იძენს პოპულარობას, არის ვენჩერული
კაპიტალი, რომელიც ბიზნესის საწყისი განვითარების ეტაპზე დაფინანსების მნიშვნელოვან
ინსტრუმენტს წარმოადგენს. თუმცა, ქალების მონაწილეობა ვენჩერულ ფონდებში ჯერ ისევ
დაბალია. მისი გაზრდისთვის, განვითარებული ქვეყნები ქმნიან სპეციალურ ფონდებს,
რომლებიც აერთიანებს ქალ მეწარმეებს.
ტრადიციულ საფინანსო პროდუქტებთან ერთად, ქვეყნები იყენებენ სპეციალურ ფონდებს
ქალების ბიზნესის დაფინანსებისთვის და სამეწარმეო ტრენინგების უზრუნველყოფისთვის.
მაგალითად, აშშ‐ს ვენჩერული ფონდი „Springboard Enterprises“, გერმანიის ქალი სტარტაპერების
მხარდამჭერი ეროვნული სააგენტო “National Guarantee Fund”, სისტემა საფრანგეთში, რომლის
64
65
Non‐Performing Loans
UN Women, “Empowering Women Through Public Procurement & Enabling Inclusive Growth”, 2021
მიზანია ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და ტრენინგი და სხვა. აღნიშნული ფონდები
მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეების დაფინანსებისთვის, რომელთაც უფრო დიდი ბარიერები
აქვთ საწყისი კაპიტალის მოზიდვის და ბიზნესის გაფართოების პროცესში.
ცხრილი 4. ქალების მხარდამჭერი სპეციალური ფონდები და ინიციატივები
სახელი
საქმიანობა
ქვეყანა
Springboard
Enterprises
ქალი მეწარმეების მხარდამჭერი ვენჩერული ფონდი, რომელიც
უზრუნველყოფს მეწარმეების წვდომას კაპიტალზე.
აშშ
ფონდის ძირითადი ამოცანებია:
• კერძო კაპიტალის ბაზარზე ქალების მონაწილეობის წახალისება;
• ქალების ცნობიერების ამაღლება ბიზნესის გაფართოებისთვის
აუცილებელი რესურსების ხელმისაწვდომობაზე;
• საკუთარი ბენეფიციარების წარმატების პოპულარიზაცია.
https://sb.co/about‐us/
National
Agency for
Women Start‐
ups Activities
and Services
(bga)
გერმანიის მთავრობამ შექმნა სპეციალური სააგენტო ქალი
სტარტაპერებისა და მეწარმეებისთვის. სააგენტო უზრუნველყოფს
ქალ მეწარმეებს სათანადო ინფორმაციითა და სერვისებით
ბიზნესის დაფუძნებისა და ოპერირების ყველა ეტაპზე. სააგენტოს,
ასევე, გააჩნია ევროპის მასშტაბით ქალი მეწარმეების საქმიანობის
კარგი პრაქტიკის შესახებ მონაცემთა ბაზა.
გერმანია
https://www.existenzgruenderinnen.de/EN/Home/home_node.html
Going
Growth
for
აღნიშნული ინიციატივა შექმნილი და დაფინანსებულია Enterprise
Ireland და KPMG‐ის მიერ. მისი მიზანია ქალი მეწარმეების ბიზნესის
ზრდა და პროფესიული კონტაქტების ქსელის გაფართოება. მეწარმე
ქალებს ჰყავთ მენტორები, რომლებიც თავად არიან მეწარმეები და
ქალებს ეხმარებიან საკუთარი ბიზნესის გაფართოების დაგეგმვაში
და სხვა.
ირლანდია
https://goingforgrowth.com/about‐us/what‐is‐going‐for‐growth/
State
Development
Banks
განვითარების ბანკები, როგორც წესი, შექმნილია ქვეყნის
სტრატეგიული ამოცანების შესრულების მიზნებისთვის, რათა
მოხდეს ფინანსებზე წვდომის პრობლემის დაძლევა, მათ შორის,
სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის.
მაგ: გერმანია,
კანადა
აშშ
გასული საუკუნის 70‐იანი წლებიდან, აშშ სამეწარმეო ფინანსებზე ქალების წვდომის
გაძლიერების მიმართულებით აქტიურ პოლიტიკას ატარებს. კონცეპტუალური ცვლილებები
სამართლებრივი, გენდერულად მგრძნობიარე საკითხების, გენდერული მეინსტრიმინგის
მიმართულებით ასახულია რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკის
დოკუმენტში და გატარებულ პოლიტიკაში. კერძოდ, აღსანიშნავია ქალების ბიზნესის ფლობის
ოფისის (OWBO) დაარსება აშშ მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის (SBA) სტრუქტურულ ერთეულად
1979 წელს, ქალების ბიზნესის დაფინანსებისთვის სპეციალური სახელმწიფო სასესხო
ინსტრუმენტების საპილოტედ გამოყენება, სახელმწიფო შესყიდვებში ქალების ბიზნესის
მონაწილეობის ხელშეწყობა სერტიფიცირების სპეციალური პროგრამების გამოყენებით,
ქალების ბიზნესსაზოგადოების გაძლიერება, მათ შორის, შესაბამისი კონფერენციების და სხვა
მსგავსი ღონისძიებების გამოყენებით, 1988 წელს დამტკიცებული „ქალების ბიზნესის ფლობის
აქტის“ (Women’s Business Ownership Act) საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით ქალების
ბიზნესცენტრების ქსელის ფორმირება. გარდა ამისა, ქალების ბიზნესის ფლობის აქტის
საფუძველზე შეიქმნა ქალების ეროვნული ბიზნესსაბჭო, რომელიც ახორციელებს ქალი
მეწარმეების ინტერესების ლობირებას საჯარო პოლიტიკის მიმართულებით პრეზიდენტის,
კონგრესის და აშშ მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის დონეზე.
დღეის მდგომარეობით, ფედერალური ხელისუფლების მიერ, ქალების ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული საქმიანობა შესაძლოა დაიყოს 2 ძირითად
მიმართულებად:
●
ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება ‐ მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, ქალ
ბიზნესმენთა ცენტრებში ორგანიზებული შესაბამისი პროგრამების საშუალებით,
ახორციელებს ქალ მეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლებას ბიზნესის ფინანსური მართვისა
და ანგარიშგების, ფინანსური აუდიტირების და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით,
რაც ეხმარება ქალ მეწარმეებს, მოახდინონ საკუთარი ბიზნესის მომზადება ფინანსურ
რესურსებზე (სასესხო ინსტრუმენტები, კაპიტალი და სხვა) წვდომის გაზრდისთვის.
უზრუნველყოფილია ონლაინრესურსები, ქალ მეწარმეთათვის სპეციალურად შექმნილია
ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების (შედის სახელმწიფო, არასამათავრობო და კერძო
სექტორის მიერ ორგანიზებული რესურსები) შესახებ დეტალური საგზაო რუკა, რომლის
განხორციელებაშიც ასევე დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან ქალ ბიზნესმენთა ოფისებსა
და მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ცენტრებში.
●
ფინანსური რესურსების მიწოდება ან/და ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფა ‐ აღნიშნული
მიმართულებით მხარდაჭერის ზოგადი ფორმა, რომელიც გამოიყენება; არის მცირე
ბიზნესის ადმინისტრაციის, ანუ ფედერალური ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი
(გარანტირებული) სესხები ქალებისთვის. ამ მიმართულებით შექმნილია კონკრეტული
სასესხო პროდუქტები სხვადასხვა კონფიგურაციით, კერძოდ66:
●
სესხები, რომელიც განკუთვნილია მოკლევადიანი და გრძელვადიანი საოპერაციო
კაპიტალის დასაფინანსებლად, არსებული ბიზნესსესხის რეფინანსირებისთვის და
ძირითადი საშუალებების შესაძენად (შემცირებადი, დაბალი საპროცენტო განაკვეთით,
ძირითადად გირაოს გარეშე ‐ სახელმწიფო გარანტიით);
●
სესხები, რომლებიც განკუთვნილია ფიქსირებული აქტივების შეძენისთვის და გაიცემა
მხოლოდ აღნიშნული მიზნობრიობით, ითვალისწინებს გამონაკლისებს სესხის
მოცულობაში ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით. არის გრძელვადიანი, დაბალი
საპროცენტო განაკვეთით (ინდექსირებული);
●
მიკროსესხები, რომელთა მაქსიმალური მოცულობა 50 ათას დოლარს შეადგენს.
აღნიშნული მიკროსესხების გაცემის არხად გამოიყენება ადგილობრივი არაკომერციული
ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ მსგავსი გამოცდილება. ამ სესხის მიზანია
ადგილობრივი ბიზნესსაზოგადოების გაძლიერება, მათ შორის, ქალთა ჩართულობის
უზრუნველყოფის გზით. სესხის გაცემის კონკრეტულ პირობებს ათანხმებს
არაკომერციული ორგანიზაცია მცირე ბიზნესის ადმინისტრაციასთან.
აშშ გამოცდილების შეჯამების შედეგად ირკვევა, რომ ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაბამისი ფორმალური ინსტრუმენტების
უზრუნველყოფა
სახელმწიფოს
მხრიდან,
არამედ
ქალთა
გაძლიერების,
მათი
ბიზნესსაზოგადოების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებებისა და თანმიმდევრული
სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, რომელიც ასევე ითვალისწინებს სტრატეგიული
კომუნიკაციის ამ მიმართულებით წარმართვას.
66
Small Business Administration – www.sba.gov
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ გამოცდილების ერთ‐ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს
წარმოადგენდა შესაბამისი საკვლევი და სტატისტიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა. სანდო და დროული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ქალების ბიზნესის,
მისი მახასიათებლების და ამასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებისა თუ არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფორმირების ერთ‐ერთ
მნიშვნელოვან წინაპირობას67.
კანადა
კანადაში ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გასული
საუკუნის 90‐იანი წლებიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც 10‐მდე სხვადასხვა
ცენტრალური და ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანო ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ აშშ‐ს
მსგავსად, კანადაშიც სახელმწიფოსთან ერთად, კერძო და არასამთავრობო სექტორის
ჩართულობა ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით გავრცელებულ და ეფექტიან
პრაქტიკას წარმოადგენს. კანადის ხელისუფლებისა და უმსხვილესი საფინანსო კორპორაციების,
მათ შორის, საბანკო სექტორის მიერ შეიქმნა პოლიტიკის კოორდინაციის რამდენიმე
მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პლატფორმა, რომელთა ფარგლებშიც გამოვლინდა ქალ
მეწარმეთა გაძლიერების შემაფერხებელი ფაქტორები ‐ მათ შორის დასახელდა ქალ მეწარმეთა
შეზღუდული წვდომა კაპიტალზე. თითოეული გამოწვევის საპასუხოდ, პოლიტიკის
მიმართულებით დაიგეგმა პროგრამული ხედვა და მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერის
პროექტები. ამასთან, თითოეული გამოწვევის გადაჭრის გეგმა ითვალისწინებდა 2 საერთო
მიდგომას:
●
კვლევა და ანალიტიკური შეფასებები;
●
ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
უკანასკნელი ითვალისწინებს ქალ მეწარმეთა პოპულარიზაციას საზოგადოების ყველა დონეზე
სხვადასხვა საკომუნიკაციო მექანიზმის გამოყენებით. პოპულარიზაცია ხორციელდებოდა
კამპანიურად 2000 წლიდან 10 წლის განმავლობაში. დღემდე კანადის ხელისუფლება,
პარტნიორებთან ერთად ახორციელებს მსგავს კამპანიურ ღონისძიებებს.
რაც შეეხება არსებულ ინსტიტუციურ და საოპერაციო გარემოს, კანადაში ქალ მეწარმეთა
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ძირითად ჩართულ მხარებად მოიაზრებიან
კანადის ბიზნესის განვითარების ბანკი, კანადის საფინანსო სექტორი, არასამთავრობო სექტორი
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. მონაწილეების კოორდინაცია
ხორციელდება კანადის ქალ მეწარმეთა სტრატეგიის ფარგლებში68 (WES). აღნიშნული
სტრატეგიისთვის ხელისუფლების მიერ გამოყოფილ იქნა თითქმის 5 მილიარდი დოლარის
ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს, გაზარდოს ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესის
ხელმისაწვდომობა ფინანსებზე, უზრუნველყოს მათი უნარის განვითარება, სამეწარმეო
ქსელებისა და კავშირების გაფართოება, ბიზნესის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისების
ხელშეწყობა.
რაც შეეხება აღნიშნული სტრატეგიის ეკოსისტემას, რომელიც 2018 წელს დამტკიცდა კანადის
მთავრობის მიერ, მისი ძირითადი მიმართულებებია:
●
67
68
ქალ მეწარმეთა ბიზნესის განვითარება ‐ ინვესტიციების მეშვეობით, რომელიც
მიმართულია მენტორობაზე, უნარის განვითარებაზე და სამეწარმეო ქსელის
Access to finance and ICT for women enterpreneurs in the UNECE region, UN, 2004.
Women Entrepreneurship Loan Fund ‐ Government of Canada, ised‐isde.canada.ca
გაძლიერებაზე. ამასთან, კანადის მთავრობა დაეხმარება ამ ბიზნესებს გაზარდონ
მონაწილეობა ფედერალურ შესყიდვებსა და ექსპორტში.
●
კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ‐ პარტნიორებთან ერთად, კანადის მთავრობა
უზრუნველყოფს დამატებით კაპიტალს, რათა დაეხმაროს კომპანიებს ზრდაში და ახალ
ბაზრებზე წვდომაში.
●
ფედერალური ბიზნესინოვაციური პროგრამირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ‐
ფედერალურ ბიზნესინოვაციური პროგრამირების რეფორმები ფოკუსირებული იქნება
მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, მეწარმე ქალების მონაწილეობის გაუმჯობესებაზე.
●
მონაცემების და ცოდნის გაძლიერება ‐ კანადის მთავრობა დააფინანსებს მეწარმეობის
ცოდნის ცენტრების შექმნას, რათა შეაგროვოს და გაუზიაროს ინფორმაცია, მონაცემები
და საუკეთესო პრაქტიკა ქალ მეწარმეებს.
ფინანსებზე წვდომის დამატებით უზრუნველყოფას ახორციელებს კანადის ბიზნესის
განვითარების ბანკი და ქალ მეწარმეთა სასესხო ფონდი (Women Entrepreneurship Loan Fund). ეს
უკანასკნელი ორიენტირებულია მცირე დაფინანსების უზრუნველყოფაზე, 20 ათას დოლარამდე
სესხებზე, რომელთა გაცემა ხორციელდება შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაციების
ჩართულობით. ფონდის შევსებას ახორციელებს სახელმწიფო, სესხი გაიცემა დაბალ
საპროცენტო განაკვეთში, სესხების მაქსიმალური ვადა არის 24 თვე.
რაც შეეხება კანადის ბიზნესის განვითარების ბანკს, ბანკის მიერ ხორციელდება სასესხო
პროდუქტების მიწოდება ქალი მეწარმეებისთვის, ამასთან, ბანკი აერთიანებს არამხოლოდ
ფინანსური რესურსების მიწოდებას, არამედ ხელს უწყობს სამეწარმეო ქსელის გაფართოებას
(შუამავლის როლში) და სწავლების სპეციალური მოდულების მიწოდებას დაინტერესებული
ქალებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ სასესხო პროდუქტებს, მათ შორისაა:
●
სესხები უზრუნველყოფის გარეშე ‐ ბიზნესსესხები ქალ მეწარმეთათვის, რომლებიც
ოპერირებენ 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში ‐ ხელმისაწვდომია 5 წლამდე
სასესხო პერიოდის საკრედიტო პროდუქტი, 60 ათას დოლარამდე, რომელიც არის
უზრუნველყოფის გარეშე. აღნიშნული სესხის აღების შემდგომ, ბენეფიციარი 1 წელი
სარგებლობს საშეღავათო პირობებით (იხდის მხოლოდ საპროცენტო ხარჯს).
პროდუქტის გამოყენება ითვალისწინებს მენტორის ჩართულობას მაქსიმუმ 2 წლის
განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს სურს ამ პროდუქტით სარგებლობა,
წინაპირობაა რომ მზად უნდა იყოს მენტორის ჩართულობისთვის 2 წლის განმავლობაში.
●
სტარტაპ დაფინანსება ‐ აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომია იმ მეწარმე
ქალებისთვის, რომელთა ბიზნესი ოპერირებს 12 თვეზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს 24
თვემდე პერიოდში. ძირითადი მიზანია ფრანჩიზის შეძენა, მარკეტინგული ხარჯების
დაფინანსება ან კაპიტალის შევსება. აღსანიშნავია, რომ ამ სესხის უზრუნველყოფისთვის
არ მოითხოვება პერსონალური აქტივების წარდგენა, ბანკი ითვალისწინებს ბიზნესის
აქტივებს. სესხი არის 12‐თვიანი, 250 ათას დოლარამდე, დასაწყისში შესაძლებელია
ძირი თანხის გადახდაზე საშეღავათო პერიოდის დაწესება.
●
დივერსიფიცირებული სესხები ‐ საკრედიტო პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს
ბიზნესის ოპერირების მინიმუმ 24‐თვიან გამოცდილებას და ალტერნატიული
დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმს. აღნიშნული სესხების მოცულობა ცვლადია და
დამოკიდებულია მიზნობრიობაზე. სესხები ითვალისწინებს შეღავათიანი პირობების
დაწესებას, მათ შორის, საშეღავათო პერიოდის დაწესების გზით.
აღსანიშნავია, რომ კანადის ბიზნესის განვითარების ბანკის მიდგომა ითვალისწინებს ქალ
მეწარმეთა საჭიროებებს ბიზნესციკლის ყველა ეტაპზე, ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევს მცირე სესხების ეფექტიანად გამოყენებას, მათ შორის, მენტორინგის სავალდებულო
კომპონენტის შეთავაზებით.
აშშ და კანადის გამოცდილება აჩვენებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
პირდაპირი ინსტრუმენტების (სოციალური ფონდების, სახელმწიფო გარანტიების, სასესხო
პროდუქტებზე სუბსიდირების) გარდა, სახელმწიფოები იყენებენ ფინანსური კვალიფიკაციის,
ტრენინგისა და მენტორინგის, ასევე ქალ მეწარმეთა საქმიანობის გაძლიერების სხვადასხვა
ინიციატივას, იმისთვის, რომ უზრუნველყონ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება. შესაბამისად,
შემუშავებული და განხორციელებული პოლიტიკა ფინანსებზე წვდომას და ამ გამოწვევას უფრო
მეტად მოიაზრებს, როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ‐ერთ შედეგს და არა მათი
გაძლიერების საშუალებას. ამავდროულად, ყველა განხილული პირდაპირი ინსტრუმენტი,
რომელიც ქალი მეწარმეების დაფინანსებისთვის გამოიყენება, მოიაზრებს პრე ან
პოსტტრენინგს, მენტორინგს ან/და ნეთვორქინგის და ბაზარზე წვდომის გაზრდის
მიმართულებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების სამეწარმეო საქმიანობის მდგრადობა
და მოხდეს ზრდის პოტენციალის ათვისება შემდგომი სახელმწიფო სპეციფიკური მხარდაჭერის
გარეშე.
ესტონეთი
კვლევის ფარგლებში შეფასდა ესტონეთში არსებული მდგომარეობა სამეწარმეო, მათ შორის,
ქალ მეწარმეთა, როგორც მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერად არსებული
პოლიტიკის მიმართულებით. სამეწარმეო პოლიტიკის შემუშავება ეროვნულ დონეზე
ეკონომიკის და კომუნიკაციების სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან,
მოწყვლადი მიზნობრივი ჯგუფების და ინკლუზიური სამეწარმეო გარემოს შენარჩუნება,
სოციალური საკითხების სამინისტროს კომპეტენციაში შედის. აღსანიშნავია, რომ მოქმედი
სამეწარმეო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტები არ ითვალისწინებს სპეციფიკურ
მიდგომას მიზნობრივი ჯგუფებისთვის, ის არ არის გენდერულად სენსიტიური. თუმცა, ქვეყანაში
წარმოდგენილია მრავალფეროვანი ინსტიტუციური და სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც
ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ქალი მეწარმეების ინტერესებს. ქვემოთ
წარმოდგენილია რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქალ მეწარმეთა
მხარდაჭერისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, პოლიტიკის შემუშავების,
განხორციელებისა და ზედამხედველობის მიმართულებით69:
69
●
გენდერული თანასწორობის კომისარი (Gender equality & Equal treatment commissioner) ‐
წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლის ძირითადი მანდატია
უზრუნველყოს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესრულება ქალთა უფლებების
დაცვით, გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების
საერთო ზედამხედველობა, შესაბამისი სამსახურების (სტრატეგიის შემსრულებლების)
კოორდინაცია და სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება ქალთა უფლებების
უზრუნველყოფის კუთხით.
●
კეთილდღეობის განვითარების სამოქმედო გეგმა70 (2016‐2023) ‐ ითვალისწინებს ქალ
მეწარმეთა მხარდაჭერის ‐ მათ შორის, კამპანიურ და საკომუნიკაციო ღონისძიებებს ქალ
მეწარმეთა წასახალისებლად. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ასევე
წარმოდგენილია
საკონსულტაციო
ღონისძიებები,
რომელიც
ხორციელდება
რეგიონალური განვითარების ცენტრების ქსელის საშუალებით.
●
რეგიონალური განვითარების ცენტრების ქსელი71 ‐ 2003 წელს შექმნილი
ორგანიზაციების ქსელი, რომელიც ოპერირებს ესტონეთის ყველა რეგიონში,
ექვემდებარება ცენტრალურ ხელისუფლებას და ახორციელებს სახელმწიფო სამეწარმეო
Inclusive Entrepreneurship Policies, Country Assessment Notes Estonia (OECD)
Twenty‐fifth anniversary of the Fourth World Conference on Women and adoption of the Beijing Declaration
and Platform for Action (1995) Comprehensive national‐level review Estonia
71
https://www.arenduskeskused.ee/en/
70
პოლიტიკის აღსრულებას, საკონსულტაციო, საგრანტო და სხვა ტიპის მხარდაჭერას
მეწარმეებისთვის, მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის.
●
ესტონეთის ბიზნესის და ინოვაციების სააგენტო ‐ წარმოადგენს „აწარმოე ესტონეთში“
და კრედექს ესტონეთის (სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი) ერთობლივ
ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელთა გაერთიანება დაიწყო 2020 წელს და 2022 წლის
ბოლოს ჩამოყალიბდება საერთო ორგანიზაციად. აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის
მიზანია ესტონეთის სამეწარმეო პოლიტიკის ძირითადი ნაწილის, ასევე ინოვაციური და
ინკლუზიური სამეწარმეო პოლიტიკის განხორციელება, სახელმწიფო უზრუნველყოფისა
და სახელმწიფო გარანტიის სესხების გაცემა, ვენჩერულ კაპიტალში სახელმწიფო
ინვესტიციების, სტარტაპ გრანტებისა და მხარდაჭერის სხვა მექანიზმების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ქალ მეწარმეთა გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვან
როლს ასრულებს არასამთავრობო და კერძო სექტორი. მათი საქმიანობა ამ მიმართულებით
მოიცავს ქალთა საჭიროებებზე მორგებული მენტორინგის, ტრენინგის და ტექნიკური
მხარდაჭერის სხვა საშუალებებს. თითოეული მსგავსი ორგანიზაციის აქტივობებში სრულად
ერთვება შესაბამისი სახელმწიფო უწყება მოცვის არეალის გაფართოების, სტრატეგიული
კომუნიკაციის გაძლიერებისა და ქალთა მხრიდან დაინტერესების გაძლიერებისთვის. ამ მხრივ,
არსებული გამოცდილებიდან აღსანიშნავია რამდენიმე პროექტი:
●
„ყველაფერი შესაძლებელია“ – ეს არის ბიზნესის განვითარების პროგრამა
ქალებისთვის, რომელიც დაიწყო 2018 წელს ერთ‐ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა
და „კოკა‐კოლას“ პარტნიორობით. ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენდა შესაბამისი
ცოდნის და წახალისების უზრუნველყოფა ქალი მეწარმეებისთვის. თუმცა, პროგრამის
ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა იმ ქალ მეწარმეებზე, რომლებიც
დაინტერესებულნი იყვნენ საკუთარი ბიზნესის გაფართოებით. ძირითადი აქტივობები,
რომელიც პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა, ითვალისწინებდა ქალთა
ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული საზოგადოების გაძლიერებას, მათთვის
მენტორული და სატრენინგო შესაძლებლობების უზრუნველყოფას და დაინტერესებული
ქალებისთვის მიწოდებას (შუამდგომლობას). ამასთან, ესტონეთის სახელმწიფო
ინსტიტუტების
ჩართულობა
უზრუნველყოფდა
პროგრამის
ფარგლებში
განხორციელებული ღონისძიებების მედიადაფარვას და სტრატეგიულ კომუნიკაციას
როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
●
„მომავალი გმირები“ ‐ აღნიშნული პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ იგი აქცენტს
აკეთებს 13‐17 წლის გოგონებზე, რომლებსაც შესაძლოა გააჩნდეთ სამეწარმეო ინტერესი
და პოტენციალი. აღნიშნული პროგრამა 2017 წელს დაიწყო როგორც კერძო ინიციატივა,
და ითვალისწინებდა 4‐თვიან ინტენსიურ თვითრეალიზებისა და მეწარმეობის
პროგრამას, რომელიც მოიცავდა როლურ მოდელირებას, მენტორინგს და პრაქტიკულ
სავარჯიშოებს. პროგრამის განმავლობაში გოგონები სწავლობდნენ საკუთარი პროექტის
შექმნას, პროექტის მენეჯმენტს, გუნდურ მუშაობას, პროდუქტის განვითარებას,
მედიასთან ურთიერთობებს და სამეწარმეო ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვან სხვა
საკითხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთმა, 2000 წლიდან მოყოლებული, აქტიურად დაიწყო
მოწყვლადი ჯგუფების სამეწარმეო მხარდაჭერის განხორციელება, გამოწვევები ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, ქვეყანაში არსებული
საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებამ და საჯარო სერვისების გაციფრულებამ
მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საჯარო სერვისების, მათ შორის, მხარდაჭერის პროგრამების
ხელმისაწვდომობა, რაც განაპირობებს პოზიტიურ განწყობებს ამ გამოწვევების
თანმიმდევრულად დაძლევის მიმართ.
ძირითადი მიგნებები
მიღებული წერილობითი მოსაზრებების, ჩატარებული შეხვედრების, საერთაშორისო და
ადგილობრივი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ქალების სამეწარმეო ფინანსურ
რესურსებზე წვდომის კუთხით ძირითად პრობლემურ ფაქტორებს შორის გამოიკვეთა შემდეგი:
ზოგადი ხასიათის პრობლემები:
●
ქალების მეწარმეობაში ჩართვისთვის არახელსაყრელი გარემო/ეკოსისტემა ‐
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალის ეკონომიკურ გაძლიერებას დიდწილად
განაპირობებს არამხოლოდ ამ მიმართულებით განხორციელებული ცალკეული ინიციატივა
ან ფინანსური რესურსების მიწოდება, არამედ ის გარემო, რომელშიც ქალი ცხოვრობს და
საქმიანობს და ამ გარემოს განმაპირობებელი სხვადასხვა სოციალურ‐ეკონომიკური და
კულტურული ფაქტორი, მათ შორის:
‐
ოჯახის როლი ქალების წარმატებაში ‐ არსებული მდგომარეობის შეფასება აჩვენებს,
რომ წარმატებას მეწარმეობის კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში, ძირითადად
აღწევენ ის ქალები, რომელთაც აქვთ ძლიერი მხარდაჭერა ოჯახიდან, რაც მიუთითებს
ოჯახზე ქალების ძლიერ ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ ოჯახი ხელს არ უწყობს ქალს მეწარმეობის წამოწყებაში, ქალების
მხრიდან ბიზნესის დაწყების და წარმართვის შანსები დაბალია.
‐
კომუნის გავლენა ქალების არჩევანზე ‐ ოჯახის გარდა, ხშირია იმ საზოგადოების
გავლენა ქალების არჩევანზე და მათ მიერ საქმიანობის წარმართავზე, სადაც ეს ქალები
ცხოვრობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე სასოფლო კომუნებში
გავრცელებული სტერეოტიპები ქალების როლზე ოჯახში და საზოგადოებაში.
შესაბამისად, საკითხის შესწავლამ აჩვენა, რომ წარმატებას მეწარმეობაში ხშირად ის
ქალები აღწევენ, ვინც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს ან დედაქალაქში ან
საზღვარგარეთ, ანუ თავისი კომუნის გარეთ და ასე იძენს დამატებით უნარ‐ჩვევებს,
ხედავს და სწავლობს სხვა ქალების წარმატების მაგალითებს და ა.შ.
‐
ქალების მოტივაცია და რწმენა ‐ განსაკუთრებული პრობლემაა (რეგიონებში), რომ
ქალები არიან არა მხოლოდ დემოტივირებულები რამე აკეთონ, არამედ ხშირად არ აქვთ
ამის დრო და საშუალება. ურჩევნიათ ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი, მაგალითად,
დღიური შრომიდან და დანარჩენი დრო დაუთმონ ოჯახს, რაც მათი შეფასებით „უფრო
მნიშვნელოვანია“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გავრცელებული სოციალურ‐
კულტურული ნორმების, ასევე სხვა ობიექტური ფაქტორების გავლენით, ქალები
ერიდებიან განსხვავებულ საქმიანობაში ჩაბმას.
„პირველ რიგში ქალებს სჭირდებათ მოტივირება, საკუთარ შესაძლებლობებში
დარწმუნება“ (სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრები რეგიონებში).
„ხშირად ქალებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახლში შრომის გარდა სხვა რამის
კეთების უნარიც აქვთ. ჩვენ გვქონდა პროექტი, რომელშიც ჩავრთეთ ქალები, ვისაც
არასდროს უმუშავია სახლის გარეთ. რამდენიმე საჯარო შეხვედრის შემდეგ
გარესივრცეში, ეს ადამიანები რადიკალურად შეიცვალნენ, გამომეტყველებაც კი
შეეცვალათ“ (სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრები რეგიონებში)
„რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში ხშირად შეინიშნება დაბალი მოტივაცია,
ცვლილებების მიმართ ნაკლები რწმენა, და ა.შ.“ (სამოქალაქო ორგანიზაციებთან
შეხვედრები რეგიონებში)
‐
შინშრომის უთანასწორო განაწილება ოჯახში, გენდერული იერარქიები,
აუნაზღაურებელი შრომა ‐ არსებული შეფასებით72, ქალები კაცებთან შედარებით
სახლის აუნაზღაურებელ შრომაზე ხარჯავან 3‐ჯერ მეტ დროს, მიუხედავად ქალის და
კაცის შრომითი სტატუსისა (უმუშევარია თუ დასაქმებული). კერძოდ, ქალები კვირაში
აუნაზღაურებელ შრომაზე ხარჯავენ საშუალოდ 45 საათს, ხოლო კაცები ‐ საშუალოდ 15
საათს. სახლის საქმეებისა და ბავშვის მოვლის ტვირთი უმეტესად ქალებზე მოდის, რაც
კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ქალისთვის, იყოს დასაქმებული და ჰქონდეს
საკუთარი შემოსავალი. შემოსავლის არქონა ან ჩრდილოვან სექტორში დასაქმება
უარყოფითად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე, ჰქონდეთ წვდომა ფორმალურ
ფინანსებზე. ამასთან, გამოწვევაა გენდერული სტერეოტიპები, რაც ქალის ავტონომიას
უარყოფს.
„შეიძლება შენ გინდა მეწარმეობა, თუმცა, გარემო და ოჯახი არ გაძლევს საშუალებას.
ბევრ
ოჯახში,
ქმარი
მოიაზრება
ცოლის
„უფროსად“,
ცხოვრებისეულ
გადაწყვეტილებებს მის მაგივრად იღებს“ (შეხვედრა აჭარაში)
‐
ზრუნვის სერვისების სისტემის სისუსტე ‐ სხვადასხვა სერვისზე შეზღუდული
ხელმისაწვდომობა, როგორიცაა მაგალითად, ბავშვის მოვლის ან შინმოვლის სერვისები,
კიდევ უფრო ამცირებს ქალებისთვის თვითგანვითარებისა და სამეწარმეო
ინიციატივივებისთვის შესაძლო დროს. თავის მხრივ, თავისუფალი დროის ნაკლებობა
ზღუდავს ქალების შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში და
საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის აქტივობებში.
‐
გაუმართავი საჯარო ინფრასტრუქტურა და შეზღუდული მობილობა ‐ რეგიონებში
საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის
შეზღუდული ხელმისაწვდომობა აფერხებს ქალების მობილობას საოჯახო მეურნეობის
გარეთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები ასევე შემაფერხებელი ფაქტორია
მოქმედი მეწარმეებისთვის, როგორც მუშახელის გადაადგილების, ასევე პროდუქციის
წარმოების წერტილიდან გასაღების ბაზრამდე დროული გადაზიდვის თვალსაზრისით.
„ქალებს საქართველოში არ აქვთ თანაბარი წვდომა გადაადგილების სხვადასხვა
საშუალებაზე, რაც მათ საშუალებას მისცემდა გადაადგილებულიყვნენ მათთვის
სასურველი მიმართულებით, სასურველ დროს და ხელმისაწვდომ ფასად, რაც
დაკავშირებულია სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის ხარვეზებთან.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლად მცხოვრებ ქალთა უმეტესობისთვის
მიუწვდომელია, რადგან არ აქვს სრული გეოგრაფიული დაფარვა“73.
„გვიან საღამოს ტრანსპორტი აღარ დადის, მცირე ბიზნესისთვის ეს დიდი პრობლემაა,
მუშახელი სახლში ტაქსით თუ წავიდა, ხელფასიდან არაფერი დარჩება“ (შეხვედრა
ქუთაისში)
„პროდუქციას ონლაინ ვყიდი. ხშირად ვატან მანქანიან მეზობელს, თუ იმ დღეს მიდის
ქალაქამდე, ზოგჯერ ‐ მიკროავტობუსს, რომელიც ყოველდღე არ დადის. რამდენ
საათში ჩავა კლიენტამდე ჩემი პროდუქცია, არ ვიცი, არადა, ხარისხის
შესანარჩუნებლად გადამწყვეტი საკითხია, რომ მომხმარებელი კმაყოფილი მყავდეს“
(მეწარმე ქალი ხულოს მუნიციპალიტეტიდან)
72
UN Women Georgia “Country Gender Equality Profile of Georgia”, (2020)
ქალები და მობილობა, ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტები, საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიში, 2021, ხელმისაწვდომია ბმულზე https://ombudsman.ge/res/docs/2021
092012383647680.pdf
73
●
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების სისუსტე ‐ როგორც
ზემოთ აღინიშნა, ქალების ეკონომიკური გაძლიერების და მათ შორის, ფინანსებზე წვდომის
კუთხით სახელმწიფო ინიციატივები ბოლო წლებში გააქტიურდა, თუმცა, ჯერ მაინც სუსტია
ამ მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა და კოორდინაცია. ასევე, პრაქტიკულად არ არსებობს ამ
თემაზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთაც პრობლემების მოგვარებისთვის
სისტემური ხედვა და ინსტრუმენტები ექნებათ. არსებული სტრუქტურები (მაგ: გენდერული
საბჭოები მუნიციპალიტეტებში) შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს. სუსტია ამ მხრივ
მუნიციპალიტეტების როლიც, რომელთაც, სუსტი ფისკალური დეცენტრალიზაციის
პირობებში, არ გააჩნიათ შესაბამისი ბერკეტები ქალი მეწარმეების მხარდაჭერისთვის, ასევე,
არ არსებობს ქალ მეწარმეებთან რეგულარული დიალოგის ფორმატი, რაც დაეხმარებოდა
თავად ადგილობრივ ხელისუფლებას, დააახლოვოს არსებული აღქმები და მოლოდინები
მეწარმეებთან და მეწარმეების საჭიროებების მიხედვით შეიმუშავოს პოლიტიკა და
განახორციელოს კონკრეტული ინიციატივები. აღნიშნული ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის და კოორდინაციის სისუსტის ფონზე, არ არსებობს თავად ქალების ჯგუფში
სხვადასხვა მოწყვლადობის მქონე ქვეჯგუფის (შშმ ქალები, ლგბტ პირები, ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, მიგრანტი ქალები, დევნილი ქალები და სხვა)
საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა და ინსტრუმენტები. შედეგად, სახეზეა შემდეგი
გამოწვევები:
‐
ქალების მეწარმეობის ხელშემწყობი ეკოსისტემის სისუსტე ‐ არსებული პრაქტიკა
აჩვენებს, რომ მიუხედავად ცალკეული ინიციატივისა თუ სახელმწიფო პროგრამისა,
რომელიც მიმართულია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, კვლავ
სუსტია ქალების საჭიროებებზე მორგებული მეწარმეობის განვითარების ეკოსისტემა.
‐
ფრაგმენტული ინიციატივები ‐ ზემოაღნიშნული ერთიანი პოლიტიკის არარსებობის
მიღმა, არსებობს ძირითადად დონორების მიერ მხარდაჭერილი ან კერძო ინიციატივები,
რომლებიც, როგორც წესი, მიბმულია კონკრეტულ პროგრამაზე ან კომერციულ
პროდუქტზე და არ აქვს სისტემური ხასიათი, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ქალების მოტივირებაში, მათ დაფინანსებასა და მათი შესაბამისი უნარით/ცოდნით
აღჭურვაში. აღსანიშნავია, რომ თავად დონორების მიერ პრობლემად დასახელდა
სახელმწიფოს
კოორდინირებული
სტრატეგიული
ხედვის
არარსებობა
ამ
მიმართულებით.
სპეციფიკური პრობლემები:
●
ეკონომიკური აქტივების შეზღუდული ფლობა ‐ როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქალების
მიერ სხვადასხვა ტიპის აქტივის ფლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება
კაცების მიერ აქტივის ფლობის მაჩვენებელს. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა რეგიონებში
და სასოფლო‐სამეურნეო მიწასთან მიმართებით, რომელიც ფერმერი ქალისთვის სესხის
უზრუნველყოფის მნიშვნელოვან წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს, იმ პირობებში,
როდესაც საქართველოში დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები არ არსებობს.
ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებით არის გამოწვეული ის ფაქტი,
რომ დღეს ქალების უმრავლესობა ცხოვრობს სახლში, რომელიც მისი მშობლების, ძმის,
ქმრის ან ქმრის მშობლების საკუთრებაა. სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, ქალების 70‐80%
ცხოვრობს სახლში, რომელიც სხვისი საკუთრებაა. ქალები შინამეურნეობის უფროსად
უმეტესად წარმოდგენილები არიან ერთწევრიანი (ქვრივი) შინამეურნეობის შემთხვევაში,
ხოლო ყველაზე ნაკლებად ისეთი ტიპის შინამეურნეობებში, რომლებშიც ცხოვრობენ
მეუღლეებთან ერთად ‐ შვილებით ან შვილების გარეშე. ასეთ შემთხვევებში
შინამეურნეობების მხოლოდ 5‐7%‐ში წარმოდგენილია ქალი, როგორც მეურნეობის უფროსი.
სწორედ აღნიშნული ფაქტორებით არის განაპირობებული, რომ ქალები ვერ ახერხებენ
შემოსავლების დადასტურებას ან უზრუნველყოფის სახით ქონების წარდგენას ფინანსურ
ინსტიტუტებში ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით. გარდა ამისა, ქალებს ნაკლებად
გადაეცემათ მიწა საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით, ამასთან აღინიშნა, რომ მიწის
სისტემური რეგისტრაცია დროში გახანგრძლივებული პროცესია, მოსახლეობის დიდი
ნაწილი იძულებულია დაელოდოს სახელმწიფოს, რადგან არ აქვთ ფულადი რესურსი, რომ
თავად უზრუნველყონ საკუთარ სახელზე რეგისტრაცია.
●
ქალების შეზღუდული მონაწილეობა ეკონომიკურ აქტივობაში ‐ ქალების დაბალი
მონაწილეობა შრომის ბაზარზე, ფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაში, მენეჯერულ
პოზიციებზე, ასევე არსებული გენდერული სახელფასო სხვაობა, წარმოადგენს დამატებით
შემზღუდველ ფაქტორს იმისათვის, რომ ქალებს ქონდეთ თანაბარი წვდომა ფორმალურ
ფინანსურ რესურსებზე.
●
ქალების ბიზნესის ზომა და სფერო ‐ ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესების
უმრავლესობა არის მიკრობიზნესი, ხოლო საქმიანობის ძირითადი სფერო ‐ ვაჭრობა და
მომსახურება. აღნიშნული სფეროები საკმაოდ მოწყვლადია. ამას ემატება მიკრობიზნესის
მოწყვლადობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენს საფინანსო
ინსტიტუტების „განწყობაზე“ და ზღუდავს ქალების წვდომას ფინანსებზე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც არსებობს რაიმე სპეციფიკური, ქალებზე მორგებული
პროგრამა/პროდუქტი.
●
ფინანსური რისკის მიმართ ნაკლები ტოლერანტობა ‐ აღსანიშნავია, რომ ერთ‐ერთი
მიზეზი ქალის ბიზნესის მცირე ზომისა, არის ის, რომ ქალები რისკზე ნაკლებად მიდიან,
რადგან აქვთ შიში „ყველაფრის დაკარგვის“, რაც კაცს მეტად ეპატიება ოჯახში და
საზოგადოებაში, ვიდრე ქალს. ამის გამო, ქალების მხრიდან ფორმალური ფინანსური
სექტორისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ასევე ნაკლებია მცირე
და საშუალო სეგმენტში ქალი მეწარმეების მიერ აღებული საშუალო სესხის მოცულობა.
●
გასაღების ბაზრების პრობლემა ‐ საზოგადოებაში და ოჯახში ქალის მდგომარეობიდან
გამომდინარე, რომლის პირობებში კაცი მეწარმეების სამეწარმეო ქსელები უფრო ფართოა,
ქალების ბიზნესის გასაღების ბაზრები შეზღუდულია და ამ მხრივ, დამატებით მხარდაჭერას
საჭიროებენ.
●
ქალების დაბალი ინფორმირებულობა არსებული პროგრამების და პროდუქტების
შესახებ ‐ მეწარმე ქალების მიერ ერთ‐ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა დაბალი
ინფორმირებულობა არსებულ ინიციატივებზე ‐ როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე
დონორების მიერ საგრანტო კონკურსების თუ ქალზე მორგებული სხვადასხვა საბანკო
პროდუქტის შესახებ. ასევე, პრობლემად დასახელდა ინფორმაციის არათანაბარი
გავრცელების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან. არ არსებობს
ერთიანი მექანიზმი, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია და უკუკავშირის საშუალება,
ქალების სამეწარმეო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობების შესახებ, რაც მოიცავს
სახელმწიფო, დონორულ, კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა
პროექტს.
„ინფორმაცია ამ პროგრამების და გრანტების შესახებ ვერ აღწევს ყველაზე მოწყვლადი
ჯგუფის ქალებთან. ამ ინფორმაციას ისევ ისინი იღებენ, ვინც სოციალური სტატუსით თუ
სხვა ნიშნით მოძლიერებულია საზოგადოებაში, შესაბამისად, გრანტებსაც ისინი იღებენ“
(შეხვედრა აჭარაში)
„საუბარი იმაზე, რომ ინტერნეტიზაციის ხარისხი მაღალია და ყველა ოჯახში არის
სმარტფონი, ზედაპირულია; დიახ, ქალებს აქვთ სოციალური ქსელები და ა.შ., მაგრამ
კონკრეტულად მათთვის საჭირო საგრანტო თუ სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის
ინტერნეტში მოძიების უნარი ადამიანებს (ქალებს), განსაკუთრებით სოფლად, ნაკლებად
აქვთ“ (სამოქალაქო ორგანიზაციების მოსმენა პარლამენტში)
●
ქალების დაბალი ინფორმირებულობა ოპტიმალური ფინანსური პროდუქტების
მიღებისა და მართვის შესახებ ‐ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების პრობლემის გარდა,
ქალებისთვის პრობლემურია ცოდნა ისეთი პროდუქტების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად,
ლიზინგი და ფაქტორინგი.
●
სამეწარმეო, ფინანსური და ტექნოლოგიური უნარის ნაკლებობა ‐ დაბალი ფინანსური,
სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარი ან ერთგვარი შიში შეცდომის დაშვების წინაშე, კვლავ
პრობლემად რჩება ქალების შემთხვევაში. ქალების მხრიდან დასახელებულ პრობლემებს
შორისაა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის აპლიკაციის შევსების და
გამართული ბიზნესგეგმის წარდგენის სირთულე, ასევე საკუთარი ბიზნესის დაგეგმვისა და
პროგნოზირების სირთულე, რაც ქალებისთვის სამეწარმეო და სხვადასხვა უნარის
გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს. თავის მხრივ, ამ კუთხით არსებული ტრენინგები თუ
პროგრამები ხშირ შემთხვევაში არ არის მორგებული ქალის საჭიროებებზე, არ
ითვალისწინებს ისეთ საბაზისო პრობლემებს, როგორიცაა თავისუფალი დროის ნაკლებობა,
ზრუნვის სერვისების მიმწოდებელი ინსტიტუტების მუშაობის განრიგთან აცდენა,
საგანმანათლებლო ინსტიტუტამდე მისვლის პრობლემა (ყველა რეგიონში უკიდურესად
დაბალია ქალების მობილობა განათლების მიღების მიზნით და არ აღემატება 12%‐ს74) და
სხვა.
„სააპლიკაციო ფორმის შევსება რთულია შესაბამისი სპეციალიზებული განათლების
გარეშე“(შეხვედრა ქუთაისში)
„უცხოური მაგალითები აქ არ მუშაობს“ (შეხვედრა გურიაში)
„ბევრ ქალს არ აქვს შესაბამისი განათლება, თუ როგორ უნდა გააკეთოს ხარჯთაღრიცხვა,
აწარმოოს ბუღალტერია, დაწეროს პროექტი და ა.შ. და არც არის მასშტაბური პროგრამა,
რომელიც ამ ინფორმაციას მიაწოდებს ქალებს. საგადასახადო კოდექსის არცოდნა ასევე
დიდ პრობლემას წარმოადგენს“ (შეხვედრა ბათუმში)
●
ქალების დაბალი მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში ‐ პრაქტიკა აჩვენებს, რომ
ქალების
მონაწილეობა
სახელმწიფო
ეკონომიკურ
პროგრამებში
ძირითადად
შემოიფარგლება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის
ხელშეწყობის პროგრამით, მაშინ, როცა სხვა პროგრამებში ქალების მონაწილეობა დაბალია.
აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, კერძოდ, ან ქალების ბიზნესი იმდენად
მცირეა, რომ უფრო დიდ პროგრამებში მონაწილეობას არც ცდილობენ, ან მიკრო და
მცირემეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას მხოლოდ იმ მიზნით ირჩევენ, რომ ამ
პროგრამას ქალების მონაწილეობის წახალისების კომპონენტი გააჩნია.
ამასთან,
მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სახელწიფო პროგრამები ნაკლებად არიან
ორიენტირებულნი გაცემული გრანტების და ბენეფიციარების განვითარებისა და
წარმატების შეფასების მექანიზმის დახვეწაზე, რაც რეალობაში ვერ გვაძლევს მონაცემს
ერთის მხრივ წარმატებულმა პროექტებმა რის ხარჯზე მოახდინეს ზრდა და განვითარება,
ხოლო მეორეს მხრივ რა იყო წარუმატებლობის მთავარი ფაქტორები.
●
ქალების მხრიდან უფრო ძვირადღირებული საფინანსო პროდუქტების გამოყენება ‐
ფინანსებზე ქალების შეზღუდული წვდომის ერთ‐ერთი ინდიკატორი არის ის, რომ
საფინანსო სექტორის არსებული მონაცემებით, ქალები უფრო ხშირად იყენებენ
74
ქალები და მობილობა, ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტები, საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიში, 2021, https://ombudsman.ge/res/docs/2021092012383647680.pdf
ძვირადღირებულ საფინანსო პროდუქტებს, როგორიცაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
სესხები და სალომბარდე სესხები.
დასკვნა
სტატისტიკური ინფორმაცია, ჩატარებული ინტერვიუები, ადგილობრივი და საერთაშორისო
ანგარიშების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსებზე წვდომა ქალებისათვის ბიზნესის წარმოების
და მისი გაფართოების ერთ‐ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. თუმცა, მოკვლევამ
ასევე გამოავლინა, რომ მხოლოდ ფინანსებზე წვდომის გაზრდა ვერ გამოიღებს არსებითად
გაუმჯობესებულ შედეგებს, თუ არ გატარდა რეფორმები და გარემო/ეკოსისტემა არ გახდა
მეწარმეობის ხელშემწყობი ზოგადად და, ქალებისთვის ‐ უფრო კონკრეტულად.
თავის მხრივ, ფინანსებზე ქალების შეზღუდული წვდომის მიზეზებს შორისაა ის ფაქტორები,
რომლებიც ზოგადად ზღუდავენ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ის ფაქტი, რომ ქალები
საშუალოდ საოჯახო, აუნაზღაურებელ შრომას უთმობენ კაცებზე 3‐ჯერ მეტ დროს,
დისკრიმინაციული სამემკვიდრეო პრაქტიკა, რომლის შედეგად, ქალების მხრიდან ქონების
ფლობა მეტად შეზღუდულია, ასევე ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება ქალი
მეწარმეების მიმართ და სხვა სოციალურ‐კულტურული ნორმები ხელს უშლიან ქალებს, მიიღონ
სრულფასოვანი წვდომა ფინანსურ რესურსებზე, ჩაერთონ სახელმწიფო ფინანსური
მხარდაჭერის პროგრამებში, გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და ა.შ.
აღნიშნული პრობლემა არის გლობალური და არ არის დამახასიათებელი მხოლოდ
საქართველოსთვის. შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარება საჭიროებს ღონისძიებების მთელ
სპექტრს, რომელიც შესაძლოა სცდებოდეს უშუალო წინამდებარე საპარლამენტო მოკვლევის
მიზნებსა და შინაარსს.
ფინანსებზე წვდომის გამარტივების პოლიტიკა მიმართულია საბაზრო ჩავარდნების
აღმოფხვრაზე. აუცილებელია ეს პოლიტიკა მოიცავდეს ფინანსური ბაზრის ორივე მხარეს
(მოთხოვნის და მიწოდების მხარეს). კერძოდ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალების
ფინანსებზე წვდომის გაძლიერებისთვის ცალკეული ინიციატივის განხორციელება, არამედ,
პარალელურად აუცილებელია მოხდეს იმ გარემოს გაჯანსაღება, რომლებშიც ქალებს უწევთ
მუშაობა და ცხოვრება.
საერთაშორისო
პრაქტიკის
გათვალისწინებით,
ქალების
ფინანსებზე
გასაძლიერებლად აუცილებელია მრავალკომპონენტიანი მიდგომა, კერძოდ:
წვდომის
●
გენდერულად სენსიტიური სახელმწიფო პოლიტიკის, ინსტიტუტების და პრაქტიკის
შემუშავება და განხორციელება;
●
ხელშემწყობი გარემოს შექმნა – შემზღუდველ სოციალურ, კულტურულ
სამართლებრივ ნორმებთან ბრძოლა, დისკრიმინაციული კანონმდებლობის
პრაქტიკის ცვლილება;
●
სახელმწიფოს მიერ ქალების ფინანსებზე წვდომის პროგრამების შემუშავება და
განხორციელება;
●
დონორების მიერ გამოყოფილი სპეციალური დაფინანსება ქალებისთვის.
და
და
ზემოაღნიშნული მიუთითებს ღონისძიებების ფართო სპექტრის საჭიროებაზე, რომელიც
მოიცავს როგორც მოკლევადიან პერიოდზე გათვლილ ღონისძიებებს, ისე გრძელვადიან
პერიოდში მისაღებ ზომებს, რაც მიმართული უნდა იყოს გენდერული დისკრიმინაციის
საფუძვლებთან ბრძოლისკენ.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათ შორის, ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით
შემუშავებული პროგრამები, საერთო სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს და არა ცალკე
მდგომი ინიციატივები სახელმწიფოსა თუ დონორების მხრიდან. თუ ქალთა ეკონომიკურ
გაძლიერებასთან ერთად სახელმწიფო აქტიურად არ იმუშავებს სოციალური, ეკონომიკური,
კულტურული პარადიგმების ტრანსფორმაციაზე, რაც ქმნის და ახანგრძლივებს გენდერულ
უთანასწორობებს, ისევე როგორც ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც არავის ტოვებს
მიღმა, ცალკეული პროგრამებით მიღწეული შედეგები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის
მცირე გავლენის მქონე და არამდგრადი იქნება.
რეკომენდაციები
მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებული რეკომენდაციები
რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მიმართ
1. შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის,
რომელშიც ჩართული იქნებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
ორგანოები. ბაზისად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
კონცეფცია.
2. პოლიტიკის ხედვის მიხედვით, განისაზღვროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
სპეციალური ინსტიტუციური სისტემა და პრაქტიკული ინსტრუმენტები. ამ მიზნისთვის,
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განისაზღვროს შესაბამისი სტრუქტურა, რომლის
მანდატში გაიწერება ქალების ეკონომიკური გაძლიერების ამოცანა და შემუშავდება
შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი.
3. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე მუშაობისას, სახელმწიფომ სტრატეგიები და
ინტერვენციები უნდა მოარგოს ქალთა საერთო საჭიროებებს, მაგრამ ამავე დროს
გაითვალისწინოს სხვადასხვა ჯგუფის ქალების განსხვავებული საჭიროებები, სასტარტო
პოზიციები და გამოწვევები, რადგან ქალი მეწარმეები და მეწარმეობის მსურველები არ არის
ჰომოგენური ჯგუფი. ამასთან, სახელმწიფო პროგრამებმა და ინტერვენციებმა უნდა
გაითვალისწინოს საკუთრივ სხვადასხვა სოციალურ‐ეკონომიკურ გარემოში მყოფ ქალებს
შორის უთანასწორობა და განსხვავებები, რათა ქალთა გაძლიერების პროგრამებს მიღმა არ
დარჩნენ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ქალები.
4. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით
განახორციელოს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის ე.წ. სახალხო
დაფინანსების, საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება და განვითარება.
რეკომენდაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს რეგიონული
განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ
5. მუნიციპალიტეტებისთვის შეიქმნას საგზაო რუკა, საშუალოვადიან გეგმასთან ერთად,
რომელიც დაადგენს გენდერული ბიუჯეტირების პრინციპებისა და ეტაპების დანერგვის
ვადებს. აღნიშნულ პროცესში მოძიებულ იქნას დონორული მხარდაჭერა.
რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
მიმართ
6. გაგრძელდეს ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროში შექმნილი ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოსა და გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შორის, ერთი მხრივ, ქალი
მეწარმეების პრობლემების, მათ შორის, შესაძლო საკანონმდებლო ხარვეზების
იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური და სამართლებრივი
მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს
ქალების
ეკონომიკური
გაძლიერების
სახელმწიფო
მხარდაჭერის
პროცესის
ინსტიტუციონალიზაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების დონეზე.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შექმნას ერთიანი
ელექტრონული პლატფორმა (ან მოხდეს არსებული პლატფორმის ცვლილება), სადაც
განთავსდება განახლებადი ინფორმაცია ქალების სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე
წვდომის პროგრამების შესახებ. აღნიშნული უნდა მოიცავდეს როგორც მთავრობის, ისე
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროგრამებს, ასევე დონორების
მიერ კომერციული საფინანსო სტრუქტურების საშუალებით (მაგ: ბანკები) განხორციელებულ
პროგრამებს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამებს მეწარმეობის კუთხით.
პლატფორმაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკუკავშირის მექანიზმი და მისი შინაარსი
უნდა მოერგოს ქალი მეწარმეების საჭიროებებს.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამისი
სააგენტოების მეშვეობით, შეიმუშავოს და განახორციელოს უშუალოდ ქალ მეწარმეებზე
მორგებული მხარდაჭერის პროგრამა/პროგრამები ან ცვლილებები განახორციელონ
არსებულ პროგრამებში, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტებით.
ამასთან, ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტი უნდა ფარავდეს როგორც სტარტაპ
დაფინანსებას, ისე ბიზნესის გაფართოებისთვის აუცილებელ ფინანსებს.
9. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელოს საკრედიტო‐საგარანტიო პროგრამის
ბენეფიციარების გენდერულად სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება და საჭიროების
შემთხვევაში, შეიმუშავოს პროგრამაში ქალების მონაწილეობის შემაფერხებელი
გარემოებების აღმოფხვრის ღონისძიებები.
10. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელოს მიკრო და მცირემეწარმეობის
ხელშეწყობის პროგრამის, როგორც ქალი მეწარმეების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადის,
„უარის ანალიზი“ და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების სახელმძღვანელოს
შემუშავება. ასევე, გაძლიერდეს უკუკავშირის მექანიზმები.
11. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების მიერ
მენტორინგის, სასწავლო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებისა და მიწოდების
არხების განსაზღვრისას გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ
12. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამისი
სააგენტოების მეშვეობით, შეიმუშავოს და განახორციელოს უშუალოდ ქალ მეწარმეებზე
მორგებული მხარდაჭერის პროგრამა/პროგრამები ან ცვლილებები განახორციელონ
არსებულ პროგრამებში, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტებით.
ამასთან, ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტი უნდა ფარავდეს როგორც სტარტაპ
დაფინანსებას, ისე ბიზნესის გაფართოებისთვის აუცილებელ ფინანსებს.
13. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტერიტორიული
ორგანოების საინფორმაციო‐საკონსულტაციო სამსახურების საშუალებით შეაფასოს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სექტორში ქალი მეწარმეების
ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები და შეიმუშავოს შესაბამისი ინიციატივები.
რეკომენდაციები საქართველოს აუდიტის სამსახურის მიმართ
14. საქართველოს აუდიტის სამსახურმა განიხილოს და დანერგოს სახელმწიფო პროგრამების
და ინიციატივების აუდიტის პროცესში გენდერული აუდიტი.
რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ
15. გაძლიერდეს სამეწარმეო უნარების განვითარებაზე მიმართული პროფესიული
პროგრამების განხორციელება. სწავლების პროცესში გათვალისწინებული იყოს ქალების
საჭიროებები.
რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის მიმართ
16. შესწავლილ იქნას შესაბამისი საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს კანონში
„მეწარმეთა შესახებ“ ჩამოყალიბდეს ქალის ბიზნესის ცნება.
17. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეიქმნას ქალთა ბიზნესის,
როგორც მოწყვლადი კატეგორიის ხელშეწყობის მექანიზმები.
18. განხილულ იქნას სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი კანონმდებლობის მიღების
შესაძლებლობა.
19. სრულყოფილად იქნას შესწავლილი ეკონომიკური ძალადობის მხრივ არსებული პრაქტიკა,
განხილულ იქნეს ეკონომიკურ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერების
შესაძლებლობები და მიზანშეწონილობა, დაიგეგმოს ეფექტიანი ცნობიერების ამაღლების
კამპანია ქალთა ეკონომიკური უფლებების შესახებ.
20. გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საქართველოს
მთავრობასთან თანამშრომლობით, გააქტიურდეს ფისკალური დეცენტრალიზაციისთვის
განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების შემუშავების გზით
რეკომენდაციები საქართველოს მუნიციპალიტეტების მიმართ
21. მუნიციპალურ დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის და ღონისძიებების
ეფექტიანად განხორციელების მიზნით, გაძლიერდეს თემატური კოორდინაცია ცენტრალურ
ხელისუფლებასთან, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ღონისძიებების
შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და
ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანერგილ ინსტრუმენტებთან და ინიციატივებთან.
22. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს გენდერული თანასწორობის საბჭოების
გაძლიერება, შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავების და ეფექტიანი
განხორციელების გზით.
23. დაინერგოს რეგულარული დიალოგი ქალ მეწარმეებთან და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე
არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
24. განხორციელდეს მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, მათ
შორის, „ქალთა ოთახების“ მუშაობის ეფექტიანობის ზრდის და არასამთავრობო
ორგანიზაციების შესაძლო ჩართულობის გზით.
25. ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების
ეფექტიანად შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, დონორების მხარდაჭერით,
უზრუნველყოფილ იქნას გენდერულ საბჭოებსა და „ქალთა ოთახებში“ დასაქმებულ
პირთათვის შესაბამისი უნარისა და კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის საჭირო
საკომუნიკაციო არხების უზრუნველყოფა და სხვ.
26. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქალების ინფორმირებულობის ზრდა
სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებზე, როგორც ეკონომიკური გაძლიერების
შესაძლებლობაზე. გადაიხედოს ან/და განახლდეს საკომუნიკაციო სტრატეგია ამ
მიმართულებით, განსაკუთრებით საკომუნიკაციო არხები, სახელმწიფო ეკონომიკურ
პროგრამებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და მიწოდების შესახებ.
მოხდეს სოფლის რწმუნებულების ჩართვა აღნიშნულ პროცესში.
27. ადგილობრივმა
ხელისუფლებამ
ბიუჯეტის
დაგეგმვისას
გაითვალისწინოს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ქალი მეწარმეების მიერ წარმოებული
პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის, მუდმივი სივრცის
გამოყოფის და ე.წ. საკვირაო ბაზრობების ორგანიზების გზით. აღნიშნული განხორციელდეს
ქალ მეწარმეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ მიზნით, შეიქმნას რეგულარული
დიალოგის ფორმატი მეწარმეებთან.
რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ
28. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელ
ჩარჩოში ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქალების
წვდომას კომერციულ ფინანსურ რესურსებზე.
29. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების სტრატეგიაში ცალკე გამოყოს
სამეწარმეო ფინანსებზე ქალი მეწარმეების წვდომის საკითხი, შესაბამისად პოლიტიკის
დონეზე, მოხდეს შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა/განხორციელება.
30. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაახლოს საზედამხედველო სუბიექტების გამჟღავნების
სტანდარტები75 გენდერული კომპონენტის ჩართვის მიზნით. დღეის მდგომარეობით,
საფინანსო სექტორის ე.წ. გამჟღავნების სტანდარტებში არ არის გამოყოფილი/დაწესებული
ბანკებისთვის გენდერულ ჭრილში ინფორმაციის გამჟღავნების და ამ ასპექტზე
ანალიტიკური შეფასებების გაკეთების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანია გენდერულ
ჭრილში სიტუაციის ანალიზისთვის.
31. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაახლოს შიდა ანგარიშგების სისტემა და შემოიღოს
წლიურ ანგარიშებში გენდერულ ჭრილში ინფორმაციის ჩანართებად წარდგენის
ვალდებულება.
32. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილოს „მოდელზე დაფუძნებული“76 (model‐based)
დაფინანსების წახალისების შესაძლებლობა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების
შესაბამისად, ნაკლებად ემყარება გენდერულ ჭრილში არსებულ დისკრიმინაციულ
ფაქტორებს.
75
ინფორმაციის გამჟღავნების სტანდარტი არის კომერციული ბანკებისთვის, ეროვნული ბანკის მიერ
ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის საჯარო ან/და საზედამხედველო ან/და საანგარიშგებო
მიზნებისთვის წარმოებისა და გაზიარების (გამოქვეყნების) პრინციპებისა და მოთხოვნების
ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს ბანკების მიერ რაოდენობრივი ინფორმაციის წარდგენასთან
ერთად, შესაბამისი ანალიტიკური შეფასებების, ახსნის წარმოდგენას საანგარიშგებო პერიოდში მომხდარ
მატერიალურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ ბანკებმა
წარადგინონ მარეგულირებელთან ინფორმაცია საკუთარ აქტივებსა და პასივებში გენდერულად
დიფერენცირებული მაჩვენებლების შესახებ, რის შედეგადაც მარეგულირებელს მიეცემა შესაძლებლობა,
აწარმოოს საფინანსო სექტორის ამ სეგმენტში არსებული სტატისტიკა, კონფიდენციალობის დაცვის
პირობით.
76
მოდელზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა გულისხმობს, რომ კომერციული სტრუქტურების მიერ
პოტენციური კლიენტის შეფასება ხდება არა ზოგადად დაწესებული გადახდისუნარიანობის
კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კონკრეტულად მისი საქმიანობის სფეროში არსებული მოდელით
განსაზღვრული საუკეთესო და საშუალო კრიტერიუმების მიხედვით.
გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი რეკომენდაციები
33. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყონ, რომ ქალების
ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკის დოკუმენტი ითვალისწინებდეს გრძელვადიან
კამპანიას. კერძოდ, დონორებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაიგეგმოს და
განხორციელდეს გრძელვადიანი კამპანია გენდერულ თანასწორობაზე, მათ შორის,
თანასწორ სამემკვიდრეო პრაქტიკაზე და ქალების ეკონომიკური გაძლიერების
მნიშვნელობაზე. კამპანიის ნაწილი უნდა იყოს წარმატებული ქალების პოპულარიზაცია,
სკოლებში გოგონების მოტივაცია სამეწარმეო საქმიანობაზე (ესტონეთს მაგალითი) და სხვა.
34. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სოციალური სისტემის რეფორმირება, მათ შორის,
შინმოვლის და ბავშვების მოვლის სერვისების ხელმისაწვდომობის გაძლიერება, ასევე
ქალების მხრიდან ინფრასტრუქტურაზე, სატრანსპორტო და სხვა სერვისებზე გაზრდილი
უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ქალების მხრიდან საოჯახო ტვირთის შემსუბუქებას და
მეწარმეობისთვის საჭირო დროის გამოთავისუფლებას, ასევე ქალების უკეთეს წვდომას
საგანმანათლებლო და სხვა მომსახურებაზე, რაც მნიშვნელოვანია ქალების სამეწარმეო
უნარის განვითარებისთვის.
35. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სკოლებში,
დამამთავრებელ კლასებში ფინანსური განათლების და პროფორიენტაციის კომპონენტების
დანერგვა.
ბიბლიოგრაფია
●
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება
სპეციალური აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, საქართველოს სახალხო
დამცველი, 2020
●
გაეროს ქალთა ორგანიზაცია,
საქართველო“, 2021
●
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის
ანგარიში „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა”, 2019
●
„ქალები და მობილობა ქალთა ყოველდღიური გადაადგილების გენდერული ასპექტები“
2021
●
ქრისტინა მარგველაშვილი, მაკა მეშველიანი, თამარ ხორბალაძე, ირინა გურული,
პროექტის ხელმძღვანელი ‐ ნინო ევგენიძე, EPRC, UK GGF, „ქალები ბიზნესში:
შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“, 2021
●
„წინასაარჩევნო გზამკვლევი ‐ ვინ ავირჩიოთ 2020‐ის არჩევნებზე“, იკითხე პოლიტიკა,
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, 2020
●
Bernhardt et al., “Household Matters: Revisiting the Returns to Capital among Female Micro‐
Entrepreneurs”, 2019
●
Cutura J., OSCE Secretariat, „Women’s Economic Empowerment, Trends & Good Practices on
Women’s Entrepreneurship in the OSCE Region“, 2010
●
Demirguc‐Kunt A., Klapper L., Singer D., “Financial Inclusion and Legal Discrimination Against Women
‐ Evidence from Developing Countries”, Policy Research Working Paper, World Bank, 2013
●
European Bank for Reconstruction and Development (EBRD), “Access to finance – mind the gender
gap”, 2017
●
EU, OECD, „Policy Brief on Women’s Entrepreneurship“, 2016
●
IFC, “Banking on Women”, Business Case Update #2: Lower NPLs for women‐led SMEs
●
IFC, “Women‐Owned SMEs: A Business Opportunity for Financial Institutions (A Market and Credit
Gap Assessment and IFC’s Portfolio Gender Baseline)”, 2014
●
Innovations for Poverty Action, “Women’s Economic Empowerment Through Financial Inclusion: A
Review of Existing Evidence and Remaining Knowledge Gaps”, 2017
●
Muravyev et al., “Entrepreneurs’ Gender and Financial Constraints: Evidence from International
Data”, 2007
●
OECD, Social Institutions & Gender Index (SIGI) Rating, 2019
●
OECD, “Women’s Access to Finance in the Middle East and North Africa (MENA) Region”, 2011
●
UNDP, SAPARI, “Women’s Economic Empowerment in Georgia: Analysis of Existing Policies and
Initiatives”, 2017
●
OECD, 2nd CONFERENCE OF MINISTERS RESPONSIBLE FOR SMALL AND MEDIUM‐SIZED ENTERPRISES
(SMEs) PROMOTING ENTREPRENEURSHIP AND INNOVATIVE SMEs IN A GLOBAL ECONOMY:
TOWARDS A MORE RESPONSIBLE AND INCLUSIVE GLOBALISATION Istanbul, Turkey 3‐5 June 2004
●
Saparito P., Elam A., “Perceptions of Bank‐Firm Relationship: Does Gender Similarity Matter?”, 2009
●
Social Institutions and Gender Index SIGI 2019 Global Report, 2019
„ქვეყნის
გენდერული
თანასწორობის
პროფილი
●
UN Women, “Empowering Women Through Public Procurement & Enabling Inclusive Growth”, 2021
●
UN Women, “Progress of the World’s Women 2015‐2016: Transforming Economies, Realizing
Rights”, 2016
●
USAID, Integra Government Services International LLC, “Supporting Youth and Women
Entrepreneurship (YES‐GEORGIA)”, Mid‐term performance evaluation, 2021
●
USAID Invest, Advancing Women's Economic Empowerment ‐ USAID INVEST Fact Sheet, 2022
●
Wei Chang et al., “What works to enhance women’s agency: Cross‐cutting lessons from experimental
and quasi‐experimental studies”, Working Paper, 2020
●
Women’s World Banking, World Bank Group, “Advancing Women’s Digital Financial Inclusion”, 2020
●
World Bank, Global Findex Database, 2021
დანართი 1. რეკომენდაციები
N
1
2
3
4
5
6
7
რეკომენდაცია
ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების კონცეფციის
საფუძველზე, შემუშავდეს
ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკა ქალების
ეკონომიკური გაძლიერებისთვის,
რომელშიც ჩართული იქნებიან
ცენტრალური და ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოები
პოლიტიკის ხედვის მიხედვით,
განისაზღვროს
ქალთა
ეკონომიკური გაძლიერებისთვის
სპეციალური
ინსტიტუციური
სისტემა
და
პრაქტიკული
ინსტრუმენტები
ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების სახელმწიფო
სტრატეგიებმა და
ინტერვენციებმა
გაითვალისწინოს სხვადასხვა
ჯგუფის ქალების განსხვავებული
საჭიროებები
განხილულ იქნას დაფინანსების
ალტერნატიული მექანიზმების,
მათ შორის ე.წ. სახალხო
დაფინანსების, საკანონმდებლო
ჩარჩოს ჩამოყალიბება და
განვითარება
მუნიციპალიტეტებისთვის
შეიქმნას საგზაო რუკა,
საშუალოვადიან გეგმასთან
ერთად, რომელიც დაადგენს
გენდერული ბიუჯეტირების
პრინციპებისა და ეტაპების
დანერგვის ვადებს
გაგრძელდეს ინტენსიური
თანამშრომლობა ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
სამინისტროში შექმნილ ქალთა
მეწარმეობის ხელშეწყობის
ქვესაბჭოსა და გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო საბჭოს შორის
შეიქმნას ერთიანი
ელექტრონული პლატფორმა (ან
ადრესატი უწყება
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
შესრულების ვადა
2024 წლის
1 იანვრამდე
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
2024 წლის
1 იანვრამდე
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
2024 წლის
1 იანვრამდე
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია/საქართველო
ს ეროვნული ბანკი
2024 წლის 1
ივლისამდე
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
2024 წლის 1
ივლისამდე
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
სამინისტრო/საქართველოს
პარლამენტი
2024 წლის
1 იანვრამდე
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
2024 წლის
1 იანვრამდე
8
9
1
0
1
1
1
2
მოხდეს არსებული პლატფორმის
ცვლილება), სადაც განთავსდება
განახლებადი ინფორმაცია
ქალების სამეწარმეო ფინანსურ
რესურსებზე წვდომის
პროგრამების შესახებ
შემუშავდეს და განხორციელდეს
უშუალოდ ქალ მეწარმეებზე
მორგებული სახელმწიფო
მხარდაჭერის
პროგრამა/პროგრამები ან
ცვლილებები განხორციელდეს
არსებულ პროგრამებში, როგორც
ტექნიკური, ისე ფინანსური
მხარდაჭერის კომპონენტებით
განხორციელდეს საკრედიტო‐
საგარანტიო პროგრამის
ბენეფიციარების გენდერულად
სეგრეგირებული სტატისტიკის
წარმოება და საჭიროების
შემთხვევაში, შემუშავებულ იქნას
პროგრამაში ქალების
მონაწილეობის შემაფერხებელი
გარემოებების აღმოფხვრის
ღონისძიებები
განხორციელდეს მიკრო და
მცირე მეწარმეობის
ხელშეწყობის პროგრამაში
„უარის“ ანალიზი და ყველაზე
ხშირად დაშვებული შეცდომების
სახელმძღვანელოს შემუშავება.
ასევე, გაძლიერდეს უკუკავშირის
მექანიზმები
რეგიონული საკონსულტაციო
ცენტრების მიერ მენტორინგის,
სასწავლო და საკონსულტაციო
სერვისების მიწოდებისა და
მიწოდების არხების
განსაზღვრისას
გაითვალისწინოს გენდერული
ასპექტები
შემუშავდეს და განხორციელდეს
უშუალოდ ქალ მეწარმეებზე
მორგებული სახელმწიფო
მხარდაჭერის
პროგრამა/პროგრამები ან
ცვლილებები განხორციელდეს
არსებულ პროგრამებში, როგორც
ტექნიკური, ისე ფინანსური
მხარდაჭერის კომპონენტებით
სამინისტრო/სსიპ „აწარმოე
საქართველოში“
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
სამინისტრო/სსიპ „აწარმოე
საქართველოში“
2024 წლის
1 იანვრამდე
გარემოს დაცვის და სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო/სოფლის
განვითარების სააგენტო
სსიპ „აწარმოე
საქართველოში“
2024 წლის 1
ივლისამდე
სსიპ „აწარმოე
საქართველოში“
2024 წლის
1 იანვრამდე
სსიპ „აწარმოე
საქართველოში“
2024 წლის
1 იანვრამდე
გარემოს დაცვის და სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო/სოფლის
განვითარების სააგენტო
2024 წლის
1 იანვრამდე
1
3
1
4
1
5
1
6
1
7
1
8
1
9
გარემოს დაცვის და სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ
ტერიტორიული ორგანოების
საინფორმაციო‐საკონსულტაციო
სამსახურების საშუალებით
შეაფასოს მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე სოფლის
მეურნეობის სექტორში ქალი
მეწარმეების ჩართულობის
გაზრდის შესაძლებლობები და
შეიმუშავოს შესაბამისი
ინიციატივები
სახელმწიფო პროგრამების და
ინიციატივების აუდიტის
პროცესში დაინერგოს
გენდერული აუდიტი
გაძლიერდეს სამეწარმეო
უნარების განვითარებაზე
მიმართული პროფესიული
პროგრამების განხორციელება.
სწავლების პროცესში
გათვალისწინებული იყოს
ქალების საჭიროებები
შესწავლილ იქნას შესაბამისი
საერთაშორისო გამოცდილება
და
საქართველოს
კანონში
„მეწარმეთა
შესახებ“
ჩამოყალიბდეს ქალის ბიზნესის
ცნება
„სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში
შეიქმნას ქალთა ბიზნესის,
როგორც მოწყვლადი
კატეგორიის ხელშეწყობის
მექანიზმები
განხილულ იქნას სოციალური
მეწარმეობის კანონმდებლობის
მიღების შესაძლებლობა
სრულყოფილად იქნას
შესწავლილი ეკონომიკური
ძალადობის მხრივ არსებული
პრაქტიკა, განხორციელდეს
ძალადობის ამ ფორმის
კრიმინალიზება სისხლის
სამართლის კოდექსში
შესაბამისი ცვლილებების
უზრუნველყოფით, დაიგეგმოს
ეფექტიანი ცნობიერების
გარემოს დაცვის და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
2024 წლის 1
ივლისამდე
სახელმწიფო აუდიტის
სამსახური
2024 წლის 1
ივლისამდე
განათლების და მეცნიერების
სამინისტრო , ა(ა)იპ
პროფესიული უნარების
სააგენტო
2024 წლის 1
ივლისამდე
საქართველოს პარლამენტი
2024 წლის 1
ივლისამდე
საქართველოს პარლამენტი
2023 წლის
1 ივლისამდე
საქართველოს პარლამენტი
2024 წლის 1
ივლისამდე
საქართველოს პარლამენტი
2024 წლის 1
ივლისამდე
2
0
2
1
2
2
2
3
2
4
ამაღლების კამპანია ქალთა
ეკონომიკური უფლებების
შესახებ
გენდერული მეინსტრიმინგის
ეფექტიანი განხორციელების
მიზნით, საქართველოს
მთავრობასთან
თანამშრომლობით,
გააქტიურდეს ფისკალური
დეცენტრალიზაციისთვის
განსახორციელებელი
ღონისძიებები, მათ შორის,
შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების შემუშავების გზით
მუნიციპალურ დონეზე ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების
პოლიტიკის და ღონისძიებების
ეფექტიანად განხორციელების
მიზნით, გაძლიერდეს თემატური
კოორდინაცია ცენტრალურ
ხელისუფლებასთან, მათ შორის,
მუნიციპალიტეტის მიერ
შემუშავებული ღონისძიებების
შესაბამისობის უზრუნველყოფა
სახელმწიფო პოლიტიკის
პრიორიტეტებთან და
ცენტრალური ხელისუფლების
მიერ დანერგილ
ინსტრუმენტებთან და
ინიციატივებთან
უზრუნველყოფილ იქნას
გენდერული თანასწორობის
საბჭოების გაძლიერება,
შესაბამისი სტრატეგიების და
სამოქმედო გეგმების
შემუშავების და
განხორციელების გზით
დაინერგოს რეგულარული
დიალოგი ქალ მეწარმეებთან და
აღნიშნულ საკითხზე მომუშავე
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან
განხორციელდეს
მუნიციპალიტეტებს შორის
წარმატებული გამოცდილების
გაზიარება, მათ შორის, „ქალთა
ოთახების“ მუშაობის
ეფექტიანობის ზრდის და
არასამთავრობო
საქართველოს პარლამენტი
2024 წლის 1
ივლისამდე
მუნიციპალიტეტები
2024 წლის 1
ივლისამდე
მუნიციპალიტეტები
2024 წლის 1
ივლისამდე
მუნიციპალიტეტები
2024 წლის
1 იანვრამდე
მუნიციპალიტეტები
2024 წლის
1 იანვრამდე
2
5
2
6
2
7
2
8
2
9
ორგანიზაციების შესაძლო
ჩართულობის გზით
უზრუნველყოფილ იქნას
გენდერულ საბჭოებსა და
„ქალთა ოთახებში“ დასაქმებულ
პირთათვის შესაბამისი უნარისა
და კვალიფიკაციის ამაღლება,
მათთვის საჭირო საკომუნიკაციო
არხების უზრუნველყოფა
უზრუნველყოფილ იქნას
ქალების ინფორმირებულობის
ზრდა სახელმწიფო ეკონომიკურ
პროგრამებზე, როგორც
ეკონომიკური გაძლიერების
შესაძლებლობაზე. გადაიხედოს
ან/და განახლდეს
საკომუნიკაციო სტრატეგია ამ
მიმართულებით,
განსაკუთრებით საკომუნიკაციო
არხები, სახელმწიფო
ეკონომიკურ პროგრამებში
მონაწილეობის შესახებ
ინფორმაციის გაზიარებისა და
მიწოდების შესახებ. მოხდეს
სოფლის რწმუნებულების
ჩართვა აღნიშნულ პროცესში
ბიუჯეტის დაგეგმვისას
გათვალისწინებულ იქნას
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მოქმედი ქალი
მეწარმეების მიერ წარმოებული
პროდუქციის რეალიზაციის
ხელშეწყობის ღონისძიებები,
მათ შორის, მუდმივი სივრცის
გამოყოფის და ე.წ. საკვირაო
ბაზრობების ორგანიზების გზით.
ამ მიზნით, შეიქმნას
რეგულარული დიალოგის
ფორმატი მეწარმეებთან
განხილულ იქნას საფინანსო
სექტორის მარეგულირებელ
ჩარჩოში ცვლილებების
განხორციელების
შესაძლებლობა, რაც ხელს
შეუწყობს ქალების წვდომას
კომერციულ ფინანსურ
რესურსებზე
ფინანსური განათლების
სტრატეგიაში ცალკე გამოიყოს
სამეწარმეო ფინანსებზე ქალი
მუნიციპალიტეტები
2024 წლის 1
ივლისამდე
მუნიციპალიტეტები
2024 წლის
1 იანვრამდე
მუნიციპალიტეტები
2024 წლის
1 იანვრამდე
საქართველოს ეროვნული
ბანკი
2024 წლის 1
ივლისამდე
საქართველოს ეროვნული
ბანკი
2024 წლის
1 იანვრამდე
3
0
3
1
3
2
3
3
3
4
3
5
მეწარმეების წვდომის საკითხი,
ხოლო პოლიტიკის დონეზე,
მოხდეს შესაბამისი ნაბიჯების
დაგეგმვა/განხორციელება
განახლდეს საზედამხედველო
სუბიექტების გამჟღავნების
სტანდარტები გენდერული
კომპონენტის ჩართვის მიზნით
განახლდეს შიდა ანგარიშგების
სისტემა და შემოღებულ იქნას
წლიურ ანგარიშებში გენდერულ
ჭრილში ინფორმაციის
ჩანართებად წარდგენის
ვალდებულება
განხილულ იქნას „მოდელზე
დაფუძნებული“ დაფინანსების
წახალისების შესაძლებლობა
უზრუნველყოფილ იქნას, რომ
ქალების ეკონომიკური
გაძლიერების პოლიტიკის
დოკუმენტი ითვალისწინებდეს
გრძელვადიანი კამპანიის
განხორციელებას
უზრუნველყოფილ იქნას
სოციალური სისტემის
რეფორმირება, მათ შორის,
შინმოვლის და ბავშვების
მოვლის სერვისების
ხელმისაწვდომობის
გაძლიერება. ასევე ქალების
მხრიდან ინფრასტრუქტურაზე,
სატრანსპორტო და სხვა
სერვისებზე გაზრდილი
უზრუნველყოფა
უზრუნველყოფილ
იქნას
სკოლებში,
დამამთავრებელ
კლასებში
ფინანსური
განათლების
და
პროფორიენტაციის
კომპონენტების დანერგვა
საქართველოს ეროვნული
ბანკი
2024 წლის
1 იანვრამდე
საქართველოს ეროვნული
ბანკი
2024 წლის
1 იანვრამდე
საქართველოს ეროვნული
ბანკი
2025 წლის 1
იანვრამდე
საქართველოს
მთავრობა/საქართველოს
პარლამენტი
2025 წლის 1
იანვრამდე
საქართველოს მთავრობა
2025 წლის 1
იანვრამდე
საქართველოს განათლების და
მეცნიერების სამინისტრო
2025 წლის 1
იანვრამდე
დანართი 2.
მოსაზრებები
მოკვლევის
ფარგლებში
შემოსული
წერილობითი
მოკვლევის ფარგლებში წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა
და პირებმა:
●
საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start Business Solutions ‐ ლარისა პატარაია,
მმართველი პარტნიორი
●
ქეა კავკასია
●
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია
●
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,
საქართველოში“, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
●
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის განვითარების
სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
●
მორეტა ბობოხიძე, ექსპერტი
●
ესმა გუმბერიძე, შშმ აქტივისტი
სააგენტო
„აწარმოე
დანართი 3. მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული საპარლამენტო
მოსმენები
3 ოქტომბერი
ასოციაცია თანხმობა
ფონდი სოხუმი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
მორეტა ბობოხიძე
ესმა გუმბერიძე
ლარისა პატარაია
სახალხო დამცველის აპარატი
ქეა კავკასია
ფონდი ტასო
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
აშშ საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი
გაეროს განვითარების პროგრამა
10 ოქტომბერი
თიბისი ბანკი
საქართველოს ბანკი
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს ეროვნული ბანკი
24 ოქტომბერი
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“
სოფლის განვითარების სააგენტო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და
სოციალური დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
დანართი 4. მოკვლევის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრები
● საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია (07.07.2022) ‐ ნინო დევდარიანი, ასოციაციის
თავმჯდომარე
● საქართველოს საბანკო ასოციაცია (07.07.2022) ‐ ალექსანდრე ძნელაძე, ასოციაციის
პრეზიდენტი; დავით რუსია, ანალიტიკური მიმართულების დირექტორი
● თიბისი ბანკი (14.07.2022) ‐ მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და
მმართველობის კოორდინატორი
● საქართველოს ბანკი (15.07.2022) ‐ ნინო ხორგუანი, საცალო გაყიდვების და მიკრო
კლიენტების მომსახურების უფროსი; თამარ ბეღელური, საცალო დაკრედიტების ლიდერი;
რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესების დამატებული ღირებულების
სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თამარ ხუნდაძე, მცირე და საშუალო
საწარმოების დეპარტამენტის უფროსი
● მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია „კრისტალი“ (04.08.2022) ‐ არჩილ ბაკურაძე,
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია ქობალია, გარემოსდაცვითი და სოციალური
საკითხების დეპარტამენტის უფროსი
● პროგრამა USAID YES‐Georgia (08.08.2022) ‐ ნინო ლაგვილავა, პროგრამის ხელმძღვანელი
● საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (01.09.2022) ‐ ნათია ნინიკელაშვილი, პროექტის
მენეჯერი
დანართი 5. ადგილობრივი თვითმმართველობების შეფასება ქალი
მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის საჭირო ეკოსისტემის
არსებობის მიმართულებით
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
მიმდინარეობდა
შეხვედრები
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებთან,
ასევე
ხორციელდებოდა
მათი
გამოკითხვა
თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მათ შორის, გენდერული
მეინსტრიმინგის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალების ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის მიმართულებით, გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების დანერგვის,
ასევე თვითმმართველობის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის დოკუმენტისა და ამ
დოკუმენტში
გენდერულად
სენსიტიურ
საკითხებზე
დაფიქსირებული
ასპექტების
მიმართულებით.
თემატური მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ და
წარმომადგენლობით ორგანოებს დაეგზავნათ სადეპუტატო შეკითხვები, რომელიც
გულისხმობდა
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე,
დამოუკიდებლად,
ან
საერთაშორისო/ადგილობრივი
პარტნიორი
ორგანიზაციების
ჩართულობით
ქალთა
ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული ინდივიდუალური, ერთობლივი, ერთჯერადი თუ
განგრძობადი ღონისძიებების ჩატარების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებას, ამ ღონისძიებათა
შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენას. მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი იქნა
ინფორმაცია მათი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ან/და პოლიტიკის დოკუმენტის
არსებობის და ამ დოკუმენტში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო პრინციპების
თუ ინიციატივების არსებობის შესახებ. მუნიციპალიტეტებს ეთხოვათ, წარმოედგინათ
ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში გენდერული
ბიუჯეტირების პრინციპებისა და ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მოკვლევის ფარგლებში, ინფორმაცია წარმოადგინა 40‐მა მუნიციპალიტეტმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შეჯამდა აღნიშნული მუნციპალიტეტების მიერ
მოწოდებული ინფორმაცია. კვლევაში წარმოდგენილი ეს ინფორმაცია არ ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტების
მიერ
წარდგენილ
მონაცემებისა
და
შეფასებების
ცვლილებას/ინტერპრეტაციას.
დიაგრამა 1: კითხვა ‐ ბოლო წლებში, ინდივიდუალურად, საერთაშორისო, ლოკალური ან
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოსთან პარტნიორობით განხორციელებულა თუ არა
პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით?
16
მუნიციპალიტეტი
24
მუნიციპალიტეტი
დიახ
არა
ცხრილი 1: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის დოკუმენტისა და
მასში გენდერული საკითხების არსებობა
აქვს თუ არა დოკუმენტი
არ აქვს დოკუმენტი
აქვს დოკუმენტი
გათვალისწინებულია თუ
არა გენდერული საკითხები
არა
მუნიციპალიტეტების
რაოდენობა
15
გათვალისწინებულია
10
არ არის გათვალისწინებული
12
ნაწილობრივ
გათვალისწინებულია
3
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, მუნიციპალიტეტების 40%‐ს (16 მუნიციპალიტეტი)
ინდივიდუალურად ან/და პარტნიორთან ერთად ბოლო 5 წლის განმავლობაში არ
განუხორციელებია რაიმე ღონისძიება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ან ქალთა
ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების მიმართულებით. ამასთან, იმ მუნიციპალიტეტებში,
რომლებიც ახორციელებდნენ ამ ღონისძიებებს, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ისინი
ხორციელდებოდა ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც ღონისძიების ტექნიკურ ან ფინანსურ
მხარდაჭერას უზრუნველყოფდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, საფინანსო ინსტიტუტი
ან/და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავს
მხარდაჭერას ძირითადად ახორციელებდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის
საერთაშორისო განვითარების ორგანიზაცია (GIZ), შვეიცარიის განვითარების და
თანამშრომლობის ორგანიზაცია (SDC), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაცია (FAO) და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში, ღონისძიება
ითვალისწინებდა ასევე თანამშრომლობას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, მათ შორის, სახელმწიფო ეკონომიკური
მხარდაჭერის პროგრამების განმახორციელებელ უწყებებთან ქალთა ინფორმირებულობის
გაზრდის და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო
დოკუმენტაციის შევსებისთვის საჭირო ტრენინგებით უზრუნველყოფას.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობა, მათ შორის,
შესაბამის საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სხვადასხვა
საშუალების გამოყენებით, წარმოადგენს ერთ‐ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს იმ
მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ხორციელდება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ
მიმართული პროექტები.
აღსანიშნავია, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც ახორციელებენ ქალთა მხარდაჭერის
ღონისძიებებს, ასევე იყენებენ გენდერული პოლიტიკის განხორციელების არსებულ
ეკოსისტემას. მაგალითად, მუნიციპალიტეტში არსებულ „ქალთა ოთახებს“ სხვადასხვა
სატრენინგო მიზნით გამოიყენებენ. ასევე, მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში არსებული
გენდერული საბჭოების ღონისძიებების შემუშავებაში და მათ განხორციელებაში
თანამონაწილეობენ, ხელს უწყობენ სამოქმედო გეგმების ფორმირებისას და სხვ.
ამავდროულად, აღნიშნული საქმიანობების ფინანსური ხარჯების უზრუნველყოფისთვის, ამ
მუნიციპალიტეტებში ძირითადად პროგრამული ბიუჯეტით გამოყოფილია მცირე ფინანსური
რესურსი შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამით, რომლის გამოყენება ხორციელდება ასევე
ხელშეწყობის ინიციატივების დაფინანსებისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული საბჭოების და „ქალთა
ოთახების“ დაგროვილი გამოცდილება მწირია. ხშირ შემთხვევაში, საბჭოებს არ აქვთ
დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მუნიციპალიტეტის
განვითარების პოლიტიკის დოკუმენტთან. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ იმ შემთხვევებში,
როდესაც აღნიშნული მექანიზმები ფუნქციონირებს, გამოკვეთილია გენდერული ასპექტები
როგორც ბიუჯეტირების პროცესში, ასევე მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა
პროექტის განხორციელების მიმართულებით.
რაც შეეხება თავად მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, ისინი
მრავალფეროვანია და ითვალისწინებს, როგორც საინფორმაციო და ტექნიკური დახმარების
კომპონენტებს, ასევე პირდაპირ საგრანტო დახმარებას, ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის,
თვითმმართველობისა და პარტნიორი ორგანიზაციის თანადაფინანსებით. მაგალითად,
დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტში 2018 წლიდან დღემდე 1000‐ზე მეტმა ქალმა მიიღო უფასო
კონსულტაცია სახელმწიფო პროგრამების და საერთაშორისო ორგანიზაციების (FAO, UNDP,
ENPARD 2, ENPARD‐3, GIZ ,,სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება“, ,,სოფლის
ცხოვრების გაუმჯობესება საქართველოში“, ,,აწარმოე საქართველოში“,,,დანერგე მომავალი“,
„ახალგაზრდა მეწარმე“ და სხვა) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე. ასევე,
სახელმწიფო პროგრამებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 20‐ზე მეტმა ადგილობრივმა ქალმა
მეწარმემ. ამასთან, ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა ENPARD‐2‐ის ფარგლებში
დედოფლისწყაროში განხორციელებული HEKS‐EPER‐საქართველოს და ,,ელკანას“ პროექტის
,,სამოქალაქო ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში საჯარო, კერძო და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შექმნილმა ,,დედოფლისწყაროს
ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა‐ლაგმა“(LAG), გამოცხადებული საგრანტო კონკურსების
შედეგად, სტარტაპები და ბიზნესი დაუფინანსა 28 ქალ მეწარმეს და ა.შ.
ასევე საინტერესო მაგალითს წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტი, რომლის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მოქმედებს საბიუჯეტო
პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის"
(ბიუჯეტი 30 ათასი ლარი; UNDP‐ს დონორული დაფინანსება 15 ათასი ლარი). ამ პროგრამის
ფარგლებში დაფინანსდება რამდენიმე ბიზნესსუბიექტი. მუნიციპალიტეტი 2018 წლიდან
ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.
ამ წარმატებული გამოცდილებების პარალელურად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების ან/და ფინანსებზე წვდომის მხარდაჭერისთვის ხორციელდება
მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ქალ
მეწარმეებთან. ეს პრაქტიკა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მსგავსი ღონისძიებებით.
აუცილებელია მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება. ინფორმაციის
ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ხშირია, როდესაც ერთსა და იმავე რეგიონში, მომიჯნავე ან
ახლომდებარე მუნიციპალიტეტებს არსებითად განსხვავებული მიდგომები აქვთ ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. მაგალითად, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს, ქედის
მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ახალქალაქისა და ახალციხის
მუნიციპალიტეტების მიდგომები და მათ მიერ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად
განსხვავებულია. ეს, ერთის მხრივ, განპირობებულია მუნიციპალიტეტების შესაბამისი შერჩევით
დონორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს
მუნიციპალიტეტთა მიერ ინდივიდუალური მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის,
დონორული მხარდაჭერის მობილიზებისა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების
საჭიროებებს.
დიაგრამა 2: გენდერული ბიუჯეტირების გამოყენების პრაქტიკა მუნიციპალიტეტების
მიხედვით
10
მუნიციპალი
ტეტი
7
მუნიციპალიტ…
23
მუნიციპალი
ტეტი
არ არის დანერგილი
დანერგილია (თვითშეფასება)
განხორციელებულია ნაწილობრივ ან გეგმავს განხორციელებას
რაც შეეხება გენდერული ბიუჯეტირების საკითხებს, მუნიციპალიტეტების მიერ გენდერული
ბიუჯეტირების ინსტრუმენტების, მათი ნაწილობრივი დაგეგმვის მიმართულებით არსებულ
მდგომარეობას თუ განზრახულობებს, ამ მხრივ არსებული მდგომარეობა საკმაოდ
პრობლემურია. მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ნახევარზე
მეტში
არ
ხორციელდება
ბიუჯეტირების
პროცესი
გენდერული
საჭიროებების
გათვალისწინებით; 7 მუნიციპალიტეტი გამოიყენებს გენდერული ბიუჯეტირების გარკვეულ
კომპონენტებს. მაგალითად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამებში
გენდერული საჭიროებები გათვალისწინებულია სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის
ზრდის პროგრამასა და ქვეპროგრამებში, ისევე როგორც ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც
ფუნქციონირებს გენდერული საბჭო, რომლის სხდომაზეც სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამების
ანალიზი ხორციელდება გენდერულ ჭრილში. ამ მიმართულებით წარმოდგენილი ინფორმაციის
შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოციალურ
პროგრამებზე. მათი შეფასებით, განსაკუთრებული აქცენტები ხორციელდება სოციალური
პროგრამების ანალიზზე გენდერულ ჭრილში.
აქვე აღსანიშნავია ქედის მუნიციპალიტეტის გამოცდილება, სადაც უზრუნველყოფილია
შესაბამისი
ადმინისტრაციული
შესაძლებლობები,
მათ
შორის,
განაწილებულია
პასუხისმგებლობები სამსახურებს შორის გენდერული ბიუჯეტის დანერგვის მიმართულებით.
ეტაპობრივად ხორციელდება გენდერული ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროცესი. ამავე
მიმართულებით მიმდინარეობს ბიუჯეტის შემუშავება ასპინძისა და ქედის მუნიციპალიტეტებში,
სადაც GIZ‐ის მხარდაჭერით ხორციელდება ტექნიკური მხარდაჭერა, 2023 წლის
თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესში გენდერული ბიუჯეტირების პრინციპების
ეტაპობრივად დანერგვისათვის.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილი გეგმავს, მომდევნო წლებში გაითვალისწინოს
ეს საკითხი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. მაგალითად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
განცხადებით, 2023 წლიდან დაიწყება გენდერული ასპექტების გათვალისწინება ბიუჯეტირების
პროცესში. ასევე ხობის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებულ
„მუნიციპალიტეტის განვითარების სახელმძღვანელოს" შესაბამისად მოქმედებს, რაც, მათ
შორის, გულისხმობს განვითარების დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის, ეკონომიკური
გაძლიერების ასპექტების გათვალისწინებას, რაც ინტეგრირებული იქნება მუნიციპალიტეტის
2024‐2027 წლების განვითარების სტრატეგიაში. ეს მიუთითებს მუნიციპალიტეტების გარკვეულ
მზაობაზე შემდგომ წლებში ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისთვის.