საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების მდგომარეობა, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივები“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-20006/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-14
ბიუროს ნომერი 211

📜 ტექსტი

წერილი
კულტურის კომიტეტი 2-20006/22 13-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დაასრულა მუშაობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის 8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ თემატური მოკვლევის დასკვნას. დანართი: „42“ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი კულტურის კომიტეტი თემატური მოკვლევის ანგარიში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების მდგომარეობა, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივები 1 ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელი არის კულტურის კომიტეტი და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. 2 სარჩევი 1. შესავალი ................................................................................................................................................. 4 2. თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია............................................................................................ 7 3. არსებული მდგომარეობა ..................................................................................................................... 9 3.1 მარეგულირებელი გარემო ............................................................................................................ 9 3.2 წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები ..................................................................... 11 3.3 ზეპირი მოსმენები ......................................................................................................................... 17 4. SWOT ანალიზი ................................................................................................................................... 18 5. ძირითადი მიგნებები ......................................................................................................................... 21 6. რეკომენდაციები.................................................................................................................................. 25 7. დანართები ........................................................................................................................................... 36 დანართი 1. თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები ......................................................... 36 დანართი 2. ორგანიზაციები რომლებმაც წარმოადგინეს დასაბუთებული მოსაზრებები.... 39 დანართი 3. საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენციები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით .................................................................................................... 41 3 1. შესავალი საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშია, რომლებიც უხვი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევიან. მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლები, კულტურული ლანდშაფტი, ისტორიული დასახლებები, საკულტო დანიშნულების ადგილები თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები ქვეყნის ისტორიას ქმნის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კაცობრიობის სულიერი საგანძურის ფორმირებაში. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნივერსალურ ღირებულებაზე მეტყველებს სხვადასხვა ტიპის ძეგლები, რომელთა შორის დიდი წილი საფორტიფიკაციო ნაგებობებზე მოდის. საქართველოს მთა და ბარი მოფენილია საფორტიფიკაციო ნაგებობებით. ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს ქვეყანა, რომელსაც, ტერიტორიის გათვალისწინებით, ამდენი საფორტიფიკაციო ნაგებობა აქვს, რაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობაზე მეტყველებს. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში აგებული, საფორტიფიკაციო დანიშნულების ციხე-კოშკები დღეს ქვეყნის ბუნებრივი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია, რაც, საუკუნეების მანძილზე ქვეყნისა თუ ცალკეული რეგიონების პოლიტიკურეკონომიკურ ვითარებას წარმოაჩენდა. საჭიროებიდან გამომდინარე, ციხეები შენდებოდა, ინგრეოდა და აღდგებოდა. ამიტომ უმეტესობაში რამდენიმე ქრონოლოგიური ფენა დასტურდება. საფორტიფიკაციო ნაგებობები რამდენიმე ტიპის ჯგუფს მოიცავს. მათ შორის არის ციხე-გალავნები, ციხე-დარბაზები, ციხესახლები, სასიგნალო ციხე-კოშკურები და სხვა. თითოეულს ინდივიდუალური ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული და ორგანულად იყო ჩართული ქვეყნის ამა-თუ იმ რეგიონის, კუთხის, სოფლისა თუ კონკრეტული დასახლების დაცვის სისტემაში. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ციხეების უმეტესობა ნანგრევებად არის ქცეული. თუმცა ისინი უდიდეს ისტორიულ მეხსიერებასა და ღირებულებას ინახავს. ხშირად კი ისინი ქალაქების ურბანულ კონტექსტში არიან ჩართული და მათ მრავალკომპონენტურობას განსაზღვრავს. აღნიშნული, განსაკუთრებით, დასახლებულ პუნქტებში დასტურდება. 4 ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 1000-მდე საფორტიფიკაციო ობიექტია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მათგანის მდგომარეობა, სამწუხაროდ, ძალზე მძიმეა. კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დიდი რაოდენობის, მათი კომპლექსურობის, მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, ცხადია, ვერ ხერხდება ყველა მათგანის სათანადო დაცვა. ბუნებრივია, პრიორიტეტულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის, ანუ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები, რომელიც მრავლად მოიპოვება. საფორტიფიკაციო ნაგებობების ერთგვარი „სირთულე“ მათი მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა, თავდაპირველ და ამჟამინდელ ფუნქციათა ერთმანეთისგან გათიშვაა. ფუნქცია დაკარგულმა საფორტიფიკაციო ნაგებობებმა, ძირითადად, ნანგრევების სახით მოაღწია და რომანტიკულად განაწყობს მნახველს - უცხოელ ტურისტს ან ადგილობრივ სტუმარს, რომელიც, ძირითადად, საკულტო დანიშნულების გამო მიდის, როგორც მომლოცველი, ან გზად მიმავალი, მცირე ხნით შეივლის. საუკუნეების მანძილზე არაერთგზის დაზიანებული ციხეები, დღეს კიდევ უფრო ინგრევა. საუკეთესო შემთხვევაში ხდება მათი რესტავრაცია, მაგრამ თითქმის ვერ ხერხდება მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, რაც ისტორიას თვალსა და ხელს შუა აქრობს. ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოება, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს თითოეული მათგანის დაცვას, მათთვის არა მხოლოდ მართვის გეგმის შემუშავებას, ხშირ შემთხვევაში, ელემენტარულ ფიზიკურ გადარჩენასაც კი. შესაბამისად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის (ბიზნესის) ჩართვა, რაც დაეხმარება სახელმწიფოს საფორტიფიკაციო ძეგლების აღდგენაში. ამავდროულად, შეძლებს მის მართვას და ეკონომიკურად გააქტიურებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზომიერ კომერციალიზაციას. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე, ნებისმიერი ტიპის ქმედება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონისა“, და ძეგლთა დაცვითი მიდგომებით უნდა განხორციელდეს. „ციხესიმაგრეებისთვის ახალი შინაარსის მინიჭებით, უპირველეს ყოვლისა ფიზიკურად გადავარჩენთ სიმაგრეებს, ახალ სიცოცხლეს მივცემთ მათ1“ 1 ალეკო ელისაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. მთავარი მომხსენებელი 5 საქართველოში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობის მხოლოდ ორი პრაქტიკა გვაქვს - წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული და სახლ-მუზეუმი და „შატო მუხრანი“, რომლებმაც შეძლეს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა, მათთვის აუთენტური სახის შენარჩუნება და ფაქიზი რევიტალიზაცია - ძეგლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ამავდროულად, ორივე ობიექტი კომერციულად მომგებიანია, რაც იმის ვარაუდის საშუალებს იძლევა, რომ სწორი, დეტალური დაგეგმვის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობა, მისი აღდგენა წარმატებულ კომერციად იქცეს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებულმა ორივე მაგალითმა, წარმატებამდე, საკმაოდ რთული გზა განვლო. მოსახლეობის მხრიდან უნდობლობა, უიმედობა, შიში, არასწორ მოლოდინებს აჩენდა. წინანდლის მაგალითზე, 49 წლიანი იჯარის გადაცემის წინააღმდეგი იყო არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილიც. თუმცა სახელმწიფომ სწორი სამოქმედო გეგმის, საკმაოდ დეტალური ხელშეკრულების მომზადება შეძლო, შესაბამისად ინვესტორმა ბოლომდე გაიაზრა ის ვალდებულებები რაც სახელმწიფოსა და ძეგლის წინაშე ჰქონდა. სწორმა მეთოდოლოგიურმა ჩარევამ, ძეგლთა დაცვითი ინსტიტუციების სრულმა ჩართულობამ, საერთაშორისო სწორი გამოცდილების გააზრებამ, ობიექტი წარმატებულ მაგალითად აქცია, რომლის წვლილი არამხოლოდ ინვესტორს, არამედ სახელმწიფოს, ადგილობრივ მმართველობას და ზოგადად საზოგადოებას მიუძღვის. ამ მხრივ მეტი გამოცდილებაა ევროპაში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვა, მათი აუთენტურობის შენარჩუნების მიზნით, მემკვიდრეობის დაცვის ორგანული ნაწილია. ევროპული გამოცდილება წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სისტემას ექვემდებარება, სადაც მთავარია კომპლექსურობა, საკითხის უმთავრესი ძეგლთა დაცვითი მიმართულების მაქსიმალური გააზრება და მისი ტრანსფორმირება ეკონომიკური მომგებიანობის კუთხით. კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიერ კანონმდებლობით დადგენილ რეჟიმებს ექვემდებარება. აღნიშნულ სქემაში უდიდესი როლი ისტორიული ძეგლის მფლობელსა თუ პოტენციურ ინვესტორს ენიჭება, რომელიც სრულად ითავისებს და იაზრებს მემკვიდრეობის ფასეულობას, როგორც ისტორიული ასევე მატერიალური კუთხით. მემკვიდრეობის დაცვა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ქარტიების მხრიდან მკაცრად რეგულირდება, რომლის სწორი ადაპტაციისთვისაც, სახელმწიფო გრძელ თუ მოკლევადიან სესხებსა თუ სუბსიდირებას გასცემს. შესაბამისად ევროპული საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ინტერპრეტაციის საუკეთესო და სწორ გამოცდილებას გვთავაზობს. 6 კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, პერსპექტივის განჭვრეტას, გონივრულ დაგეგმვას, „ძირითადი მოთამაშეებისთვის“ დეტალური სამოქმედო გეგმის შეთავაზებას და მთავარ პრინციპებზე შეთანხმებას. 2. თემატური მოკვლევის მეთოდოლოგია საქართველოს პარლამენტის საფუძველზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტში (შემდგომში - კომიტეტი) 2022 წლის 13 ივნისს დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე: „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლა.“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ, 2022 წლის 13 ივნისს გამართულ სხდომაზე, ჩამოყალიბდა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით:        ელისო ბოლქვაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; ალექსანდრე ელისაშვილი - კულტურის კომიტეტის წევრი, მთავარი მომხსენებელი; ირაკლი მეზურნიშვილი - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ქეთევან დუმბაძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; როსტომ ჩხეიძე - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბაია კვიციანი - კულტურის კომიტეტის წევრი; დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ:      დავით დემეტრაძე - კომიტეტის აპარატის უფროსი; ლალი ლორია - კომიტეტის აპარატი თანამშრომელი; მიხეილ ჯანგველაძე - კომიტეტის აპარატი თანამშრომელი; ანა მეყანწიშვილი - კომიტეტის აპარატი თანამშრომელი; თათია ღვინერია - მოწვეული ექსპერტი 7 თემატური მოკვლევის მიზნები:      საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, საფორტიფიკაციო ნაგებობების დაცვა, კონსერვაცია/რესტავრაცია, პოპულარიზაცია, პრობლემისადმი სახელმწიფოს, მოსახლეობისა და კერძო ბიზნესის ინტერესის გაღვივება; საქართველოს მთავრობის, ძეგლთა დაცვისა და მომიჯნავე ორგანიზაციების საქმიანობაში არსებული ძირითადი პრობლემების წარმოჩენა და გამოწვევების შეფასება; კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, მათ შორის, საფორტიფიკაციო ნაგებობების ფიზიკური და ფუნქციური გადარჩენისა და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის განსაზღვრა; კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, მათ შორის, საფორტიფიკაციო ნაგებობების თანამედროვე მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მართვის გეგმის შემუშავების საჭიროების დასაბუთება; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. თემატური მოკვლევის პროცესი: თემატური მოკვლევის ჯგუფი, 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, რომლის დროსაც მოეწყო არაერთი სამუშაო, საჯარო შეხვედრა თუ პრეზენტაცია:         2022 წლის 13-20 ივნისი - სამუშაო შეხვედრები თემატური მოკვლევის ჯგუფთან, ტექნიკური პირობების შემუშავება და გამოქვეყნება. 2022 წლის 6 ივლისი - თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებული პრეზენტაცია ასპინძის მუნიციპალიტეტი, ხერთვისის ციხე; 2022 წლის 8 ივლისი - წერილობითი მოსაზრებების მიღება; 2022 წლის ივლისი-აგვისტო - მიღებული მოსაზრებების შესწავლა-ანალიზი; 2022 წლის 3 ოქტომბერი - ზეპირი მოსმენის ჩატარება; 2022 წლის 18 ოქტომბერი - ზეპირი მოსმენის ჩატარება; 2022 წლის 19 ოქტომბერი - თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებული გამოფენა და პრეზენტაცია; 2022 წლის დეკემბერი - ანგარიშისა და რეკომენდაციების გამოქვეყნება. 8 3. არსებული მდგომარეობა დღევანდელი კანონმდებლობით, საქართველოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სივრცული დაგეგმარების საკითხებს არეგულირებს საქართველოს მთავრობა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები, ისევე როგორც საჯარო და კერძო სამართლის სხვა ორგანიზაციები, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე, ზემოთხსენებულ საკითხებს არეგულირებენ შესაბამისი სამინისტროები და სამსახურები. კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა ხორციელდება ეროვნული სამართლებრივი სისტემისა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების საფუძველზე (იხ დანართი 2). საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უზენაეს კანონს, ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით (მუხლი 20). აღნიშნულ სფეროში ძირითადი ნორმატიული აქტია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. დასაბუთებულ მოსაზრებებში, ასევე ზეპირი მოსმენების დროს, მომხსენებლები, სწორედ სამართლებრივი გარემოზე, მის აღსრულებასა თუ ხარვეზებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მაგალითად, ყველა დასაბუთებული მოსაზრება, იაზრებდა კანონის უზენაესობას ძეგლთან და მის აუთენტური გარემოს შენარჩუნებასთან მიმართებაში, თუმცა ასევე აღინიშნებოდა საკანონმდებლო ხარვეზები, რომლის დროსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის გამოყენება, არასწორი გზით ხდებოდა, რაც მისი მდგომარეობის გაუარესებას და გრძელ ვადაში, მისი გამოყენების პერსპექტივას უშლიდა ხელს. 3.1 მარეგულირებელი გარემო წარმოგიდგენთ კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობასთან, აგრეთვე სივრცულ დაგეგმარებასთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან კანონებსა და რეგულაციებს: რეგულირების სფერო კანონის სახელწოდება კულტურული მემკვიდრეობა 1. საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, 2007 (უკანასკნელი ცვლილებები შეტანილი იქნა 2013 წელს); 2.საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის 9 შესახებ“, 2001 (უკანასკნელი ცვლილებები შეტანილი იქნა 2021 წელს); 3. საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“, 2001 (უკანასკნელი ცვლილებები შეტანილი იქნა 2021 წელს); 4.საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“, 1997 (უკანასკნელი ცვლილებები შეტანილი იქნა 2020 წელს); სახელმწიფო და ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისათვის გათვალისწინებული ჯარიმების შესახებ კანონმდებლობა კულტურული მემკვიდრეობის ფინანსური პოლიტიკა პრივატიზაცია და მიწის მართვა ლიცენზირება და ნებართვები თვითმმართველობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმება; 1.საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, 1984 (კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ცვლილება, შეტანილი 2007 წელს, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა საჯარიმო პოლიტიკა, მონუმენტების დაცვის რეჟიმებისა და რეგულაციების დარღვევაზე, დაცული ზონების ფარგლებში, უკანასკნელი ცვლილება შევიდა 2022 წელს); 2.საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, 1999 (კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ცვლილება, შეტანილი 2007 წელს, რომლის მიხედვითაც, კოდექსს დაემატა ახალი თავი, კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, შესაბამისი დებულებებით. კანონში უკანასკნელი ცვლილება შეტანილ იქნა 2022 წელს); 1.საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ; 2.საქართველოს კანონი „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, 2009 (უკანასკნელი ცვლილება შევიდა 2021 წელს); 1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“; 2. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“; 1. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005 (კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ცვლილება,2007. უკანასკნელი ცვლილება 2022 წელს); 2. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“; 1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, 1996; უკანასკნელი ცვლილება შეტანილ იქნა 2022 წელს; 2. საქართველოს კანონი „ნიადაგის დაცვის შესახებ“, 1994 (უკანასკნელი ცვლილება შეტანილი იქნა 2021 წელს); 10 3.საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ, 1996 (უკანასკნელი ცვლილება შეტანილი იქნა 2021 წელს); 4.საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“, 2007 (უკანასკნელი ცვლილება შეტანილი იქნა 2021 წელს); საქართველოს კანონი „ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. 3.2 წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები თემატური მოკვლევის ფარგლებში დასაბუთებული პოზიციები წარმოადგინა 51-მა მუნიციპალურმა თუ სახელმწიფო ორგანიზაციამ. მათი დეტალური ჩამონათვალი წარმოდგენილია ანგარიშის მე-2 დანართში, ხოლო უშუალოდ დოკუმენტები ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე2. ქვემოთ, შეჯამებული სახით წარმოდგენილია ის მოსაზრებები, მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა მიიღო ტექნიკურ პირობებში მითითებულ თითოეულ კითხვასთან დაკავშირებით: 1. რამდენად დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები, კერძოდ საფორტიფიკაციო ნაგებობები და კომპლექსები? აღნიშნულ კითხვას დასაბუთებული მოსაზრებების ავტორთა უმეტესობა უარყოფითად აფასებს. ისინი თვლიან, რომ დღემდე, შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება, მათ შორის საფორტიფიკაციო ნაგებობები, დაზიანებების გამო არ იძლევა მათი კონსერვაციის, ნაწილობრივი ან სრული აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებების სრულ განხორციელებას, აგრეთვე ინსტრუმენტული და ციფრული აღდგენისთვის. მათი ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. იგივე ეხება საფორტიფიკაციო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ ამ ისტორიული ობიექტების პოტენციურ შინაარსის ადაპტაციაზე ახალ ფუნქციაზე მათი სტრუქტურული მთლიანობისა და ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული ანსამბლის გარეგნობის დაუზიანებლად, შემდგომი ეფექტიანი მოქმედების მიზნით, როგორც კულტურული და სოციალური სფეროს ან კერძო ობიექტების. 2 https://parliament.ge/supervision/thematic‐inquiry 11 2. რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების ტურისტულ ღირშესანიშნაობად გადაქცევის თვალსაზრისით ? აღნიშნულ კითხვაზე გამოთქმული მოსაზრებები არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ძეგლების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა, ძეგლების გარშემო ინფრასტრუქტურის არარსებობა. სარესტავრაციო და შესაბამისად სარეაბილიტაციო პროექტების არარსებობა, სამოქმედო გეგმის არარსებობა და სხვა ფაქტორები. მოსაზრებების დონეზე გამოკვეთილია შემდეგი:        სამთავრობო პროგრამების არარსებობა. სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი მწირი ბიუჯეტი, რომელიც ვერ წვდება არამხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებს, არამედ სწორ რესტავრაციის პროექტის მომზადებასაც; კერძო ინვესტიციების არასაკმარისი ჩართულობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური; საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მათ შორის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროექტების მოწყობა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და მისი აქტიური პოპულარიზაცია; ძალზედ მწირი პრაქტიკა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერძო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით; მოქნილი საიჯარო პაკეტი, გონივრული პირობები როგორც ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით ასევე საინვესტიციო მიმართულებით; მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ძეგლებზე სამოქმედო გეგმის არარსებობა; ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების არასაკმარისობა, როგორიცაა პირველადი მრავალ დისციპლინარული კვლევები, მათ შორის არქეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო, გეოლოგიური, კონსტრუქციული, არქიტექტურული, სეისმური და სხვა; 3. როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროების, ადგილობრივ თვითმმართველობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების შესაძლო აღდგენის, მათი ფუნქციური გაჯანსაღების პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით? ერთმნიშვნელოვნად ყველა ავტორი აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა მოვლა-პატრონობა, მათ შორის აღდგენის პროცესი, 12 ერთმნიშვნელოვნად უნდა იმართებოდეს სახელმწიფოს და შესაბამისი ძეგლთა დაცვითი ორგანიზაციების მიერ. საფორტიფიკაციო ნაგებობების შესაძლო აღდგენის, მათი ფუნქციური გაჯანსაღების პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი და ძირითადი ორგანიზაციული და ფინანსური დატვირთვა, საქართველოს მთავრობას და შესაბამის სამინისტროებს ეკისრებათ, რადგან, მასშტაბურობისა და სპეციფიკურობის გამო ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის, მწირი ბიუჯეტის და პროფესიონალი კადრების სიმცირის პირობებში, ძნელია სამუშაოთა ორგანიზება. ავტორები ფიქრობენ, რომ დარგის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებული მუშაობა, კერძოდ, ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნების კუთხით (რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ტურიზმის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა), არსებულ ძეგლთა რესტავრაცია/კონსერვაცია, ერთიანი ხედვის და საინფორმაციო სისტემის შემუშავება, არსებული და შესაძლო ტურების პოპულარიზაცია. 4. როგორ შეაფასებდით, საფორტიფიკაციო ნაგებობების პერსპექტივას მათი ფუნქციური რევიტალიზაციის კუთხით? ყველა ავტორი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მათ რეგიონში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უფრო მეტად კი საფორტიფიკაციო ნაგებობებს, აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა და პერსპექტივა ფუნქციური რევიტალიზაციის კუთხით. თუმცა ისინი აქვე კვლავაც საუბრობენ იმ პრობლემებზე რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, მათ შორის საინტერესო მოსაზრება აქვს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, რომელიც თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე 50ზე მეტი საფორტიფიკაციო ძეგლია, თუმცა ვერც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ვერც სახელმწიფოსა თუ მოსახლეობისთვის მათ მიმართ ინტერესის გაღვივება ამ დრომდე ვერ ხერხდება და არამხოლოდ რევიტალიზაციაზე ფიქრი, არამედ ტურისტული მარშრუტის მიღმაც კი რჩება. ავტორთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფუნქციური რევიტალიზაცია, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ტურისტული მიზიდულობის გააქტიურებას. საერთაშორისო სამრეწველო პალატის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში, უძველესი და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების ფუნქციური რეაბილიტაციის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. სხვათა შორის გვთავაზობს კონკრეტულ ძეგლებსაც, რომელიც მისი აზრით კარგად შესწავლილი, მიმზიდველი, ღირსშესანიშნავია: 13          ანანურის ციხე 1200-1249 (არაგვის მდ.) აწყურის ციხე 900-999 (მდ. მტკვარზე) გონიოს ციხე 1 საუკუნე (აჭარის რაიონი) გორის ციხე 1200-1299 გორში გრემის ციხე 1600-1699 (კახეთის მხარე) ხერთვისის ციხე 10-11 საუკუნეები (მესხეთი) ნარიყალას ციხე 300-399 თბილისი სიღნაღის ციხე XVIII საუკუნის სიღნაღში უჯარმის ციხე 3-4 საუკუნე (თბილისი-თელავის გზა) ამავდროულად, ავტორი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ობიექტი შეტანილია იუნესკოს საცდელ სიაში, კერძოდ, ანანურის კომპლექსი, გრემის კომპლექსი და ნარიყალა თბილისის ისტორიული უბნის შემადგენლობაში. აშკარაა, რომ ასეთი მონუმენტური არქიტექტურული ანსამბლები იპყრობს თვალს და მოქმედებს ქვეყნის სავიზიტო ბარათად, შესაბამისად, აგროვებს უზარმაზარ შესაძლებლობებს მათი აღორძინებისა და რეაბილიტაციისთვის კულტურული, სოციალური, ტურისტული და საქმიანი მიზნებისთვის. ავტორთა უმეტესობა იზიარებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მოახდინოს ყველა საფორტიფიკაციო ნაგებობის კონსერვაცია/რესტავრაცია და მათი რევიტალიზაცია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო ინვესტორების ჩართულობა ამ უნიკალური ძეგლების გადასარჩენად. 5. როგორ შეაფასებდით სამოქმედო მენეჯმენტ გეგმის შემუშავების აუცილებლობას საფორტიფიკაციო ნაგებობების რევიტალიზაციის პროცესში? ყველა წარმოდგენილი ავტორი ერთხმად აღნიშნავს, რომ სათანადო „სამოქმედო გეგმის“ შემუშავება, რომელიც ეხება ყველა ძეგლის რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტს, აუცილებელია. ეს გეგმა საშუალებას მისცემს პროექტის განხორციელებას დადგენილი თანმიმდევრობით, ადვილად კონტროლირებადი და კოორდინირებული პროექტის სხვადასხვა მხარეებს შორის. ეს გეგმა უნდა შეიცავდეს სამოქმედო ჩამონათვალს, რომელიც საჭიროა პროექტის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ რამდენიმე ავტორი ხედავს სამოქმედო გეგმასთან ერთად ძეგლების სარესტავრაციო პროექტის აუცილებლობისა, რომელიც კომპლექსურად იქნება განხილული სახელწმიფოს მხრიდან და გააზრებული ერთიანად. 14 6. რა დადებითი ან ნეგატიური ფაქტორები არსებობს კერძო სექტორის/ბიზნესის სათანადო ჩართულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების აღდგენაში მონაწილეობის თავლსაზრისით? კერძო სექტორის/ბიზნესის სათანადო ჩართულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების აღდგენაში მონაწილეობის თვალსაზრისით, დადებითი მხარე, ავტორთა მოსაზრებით არის საბიუჯეტო თანხების დაზოგვა, ხოლო ნეგატიური ფაქტორია ისტორიული ღირებულებების, მათ შორის, ძეგლის ავთენტურობის მახასიათებლებზე კომერციული ან სხვა ინტერესის დომინირების რისკი. 7. რა ძირითადი მიდგომები უნდა არსებობდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, კერძოდ საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაციასა და ფუნქციური რევიტალიზაციის ხელშესაწყობად? ავტორების უმეტესობა მიიჩნევს, რომ სათანადო ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მისი მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა სპეციალისტების მიერ. დაიდოს სათანადო დასკვნები ძეგლის კონსერვაცია თუ რესტავრაციის შესახებ, შემუშავდეს სტრატეგიული დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება ხედვა ძეგლის შემდგომი ფუნქციური (რევიტალიზაციის) დატვირთვის, მოვლა-პატრონობისა და შემოსავალზე ორიენტირებულ ობიექტად გადაქცევის შესაძლებლობა. დაგეგმილი სამუშაოების წარმოება უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტების მიერ, კანონმდებლობის გათვალისწინებით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობით. ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გადაუდებელი ადაპტაცია იმ პირობებთან, როდესაც შესაძლებელია ძეგლების კონსერვაციის/რესტავრაციისა და ფუნქციური რეაბილიტაციისთვის კერძო ინვესტიციების უზარმაზარი წყაროების (უცხოური თუ ადგილობრივი) ჩართვა. ეს ადაპტაცია უზრუნველყოფს კერძო ინვესტორების მაქსიმალურ უპირატეს მოპყრობას, რომელთა პოტენციური ინსტრუმენტებია ნაკვეთის/ქონების იჯარის გონივრული ღირებულება, მიწის/ქონების იჯარის გრძელვადიანი პერიოდი, ინვესტორის საქმიანობის რაციონალური კონტროლი და ზედამხედველობა პროფესიული სპეციალიზებული კომპანიების მიერ. ძეგლთა დაცვის სფეროში კომპეტენტური. დაკავშირებულ სამთავრობო ორგანოსთან (მინისტრთან) ასოცირებულმა კომპანიებმა უნდა აიღონ ასეთი კონტროლი ასეთი კომპანიის შესაბამისი ლიცენზირებით. შესაბამისი კანონი ადგენს ლიცენზირების პროცედურას. 15 8. რა ინფორმაციას ფლობთ საერთაშორისო გამოცდილების ან/და ისეთი ინოვაციური მიდგომების შესახებ, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების პოპულარიზაციის გაზრდას? ავტორთა უმეტესობამ აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აღნიშნავს, რომ მათთვის საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფუნქციურ რევიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელმისაწვდომია საქართველოს კულტურის განვითარების სტრატეგია ,,კულტურა 2025“, ადგილობრივ დონეზე კი ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 მაისის #56 განკარგულება ,,კულტურის განვითარების სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ. მეტად საინტერესო გამოცდილებას გვთავაზობს, საერთაშორისო სამრეწველო პალატის ექსპერტი OV Engineering-ის სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილებისა და დასწავლილი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს შემდეგი ინოვაციური ინსტრუმენტები და გარღვევის ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენებასაც ჩვენ გირჩევთ უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სუპერ ეფექტური ფიზიკური აღდგენის/რემონტისთვის და ფუნქციონალური აღორძინებისთვის და, როგორც თანმიმდევრობით, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის: 1. 3D ლაზერული სკანირებული მოდელი, რომელიც წარმოდგენილია ე.წ. ქლოუდის ფენით. ეს არის შრომატევადი გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ ის მისცემს შესაძლებლობას, ოფისიდან გაუსვლელად იმუშაონ ძეგლებზე. დეტალური 3D ლაზერული სკანირებული მოდელი აჩვენებს ძეგლის ყველა უმცირეს დეტალს და საშუალებას აძლევს არქიტექტორებს, არქეოლოგებს და 3D მოდელირების IT სპეციალისტებს „აღადგინონ“ იგი, როგორც ობიექტის სრული 3D მოდელი, რომელიც აგებულია ორიგინალური სახით. აღნიშნული მოდელის საფუძველზე, მაღალი ხარისხის ვიზუალი და 3D რენდერები შეიძლება წარმოიქმნას, როგორც საილუსტრაციო მასალა, რათა გამოავლინოს ისტორიული ძეგლის აუთენტური ფორმა, როგორც არქიტექტორმა თავდაპირველად დააპროექტა. გარდა მათი სამეცნიერო მნიშვნელობისა, მედია გამოიყენებს ამ საილუსტრაციო მასალებს სარეკლამო მასალების დასამზადებლად, რომლებიც მოიზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. 2. მეორე მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გაზრდას, არის ფოტოგრამეტრიული 3D სკანირების მეთოდოლოგია. ეს არის მასიური, მძლავრი, ყოვლისმომცველი და ფასდაუდებელი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა 3D 16 სკანირებით შექმნას უზარმაზარი უძველესი არქიტექტურული ანსამბლების მოდელი, დიდ ტერიტორიაზე, ძნელად მისადგომ რელიეფზე ან თუნდაც მიწის ქვეშ დაფარულ ადგილას. ჩვეულებრივი 3D ლაზერული სკანირებისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია იყენებს თვითმფრინავზე დამაგრებულ მძლავრ სახმელეთო რადარს (ლიდარს), რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო სკანირებას რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ მეტრამდე სიმაღლეზე, რომელიც მოიცავს მიწის ფართობს შემდგომ ჰექტარ-ჰექტარ სიღრმემდე. შედეგად, არქიტექტურული ანსამბლის დეტალური 3D მაღალი გარჩევადობის მოდელი ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში. საუკეთესო წარმატებული მაგალითებია გიზას კომპლექსი ეგვიპტეში პირამიდების ფოტოგრამეტრია 3D სკანირება) და ლუქსორის ტაძარი. კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია ჯუნგლებში დამალული მაიას ცივილიზაციის ახალი ძეგლების გამოკვლევა და აღმოჩენა. 9. რა კვლევებია ხელმისაწვდომი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფუნქციურ რევიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე? გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ გვაქვს ბევრი მაგალითი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფუნქციური ადაპტაციისა, ავტორთა უმეტესობას მოჰყავს წინანდლის მამულის მაგალითი, როდესაც კერძო ინვესტიციამ შეძლო ისტორიული შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. 3.3 ზეპირი მოსმენები დასაბუთებული მოსაზრებების წერილობითი ფორმით მიღების შემდეგ კომიტეტმა/მოკვლევის ჯგუფმა გამართა ზეპირი მოსმენები წარმოდგენილი პოზიციების დაზუსტების და დამატებითი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ზეპირ მოსმენებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოხდა საკითხის ფართო ასპექტით განხილვა და დამატებითი კითხვების დასმა. შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება, მათ შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტოსი. წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საკითხის მნიშვნელოვნებას, რომლის შესახებაც სააგენტო რამდენიმე წლის წინ უკვე მუშაობდა. შეხვედრაზე საკვანძო საკითხების გაზიარება მოხდა. 17 4. SWOT ანალიზი გამოთქმულ ზეპირ და წერილობით მოსაზრებებზე დაყრდნობით მომზადდა SWOT ანალიზი. ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი ასახავს მოსაზრებების შედეგებს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციაში კერძო ინვესტორების ჩართულობის უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების ანალიზს3: ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები პირადი ბიუჯეტის წყარო ძეგლთა დაცვის კანონმდებლობის სხვადასხვა შესაძლო დარღვევა, თუ არ გაკონტროლდება ინვესტორის მიერ ტექნიკური პირობების შესაბამისად სათანადოდ შემუშავებული სამოქმედო მენეჯმენტის გეგმა შესაბამისი სამთავრობო ორგანოს მიერ ძეგლის მიერ მისი ისტორიული, კულტურული, მემორიალური, მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ფასეულობების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვით არასათანადო სარესტავრაციო სამუშაოები ინვესტორის მიერ სათანადოდ ძეგლის ნაწილობრივი ან სრული შემუშავებული ტექნიკურ-ეკონომიკური დაზიანება ინვესტორის კვლევა, პროექტის დაწყებამდე არაკომპეტენტური ქმედების გამო ქონების საუკეთესო გამოყენების უზრუნველყოფა ინვესტორის მხრიდან ძეგლის დაცვასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო პირობების დარღვევა სამუშაოს მოცულობის ზუსტი არასაკმარისმა მოსამზადებელმა განსაზღვრა და სისტემური ანგარიშგება სამუშაოებმა გამოიწვია ძეგლის სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ დაზიანება ან/და ბიუჯეტის დანაკარგი ქონების შემდგომი მოვლა ინვესტორის ოპერატიული ჯგუფის მიერ ისტორიულ ძეგლებთან მუშაობის გამოცდილების ნაკლებობა დამატებითი სამუშაო ადგილები რეგიონის მოსახლეობისთვის პროექტის განხორციელების დროის შეზღუდვა პროექტის მომგებიანობა 3 SWOT ანალიზი მომზადებულია დასაბუთებული მოსაზრებების მიხედვით და შესაძლებელია არ ასახავდეს ჯგუფის მიერ საკითხის შემუშავების შედეგების ანალიზს 18 გადასახადის გადამხდელი შესაძლებლობები საფრთხეები ტურიზმის განვითარების სტრატეგიების შემუშავება სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება. ტურისტული პოტენციალის ობიექტების (საფორტიფიკაციო ნაგებობების) მიზნობრივი კვლევა და შესწავლა არასაკმარისი ინვესტიციები ტურ ობიექტების აღსადგენად. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გზების მოწესრიგება არასაკმარისი ფინანსები. ახალი ტურისტული მიმართულების(საფორტიფიკაციო ნაგებობების) ობიექტების დამატება ტურისტულ მარშრუტებში საკითხის გადაწყვეტის პროცედურების არცოდნა. ინვესტიციების მოზიდვა ტურისტული ობიექტების აღდგენა-განახლებისათვის მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ადგილობრივ დონეზე არაპრიორიტეტულობა (კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება და ჩართულობა ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პასიური დამოკიდებულება და ნაკლები ინტერესი. კერძოსექტორის/ბიზნესისსათანადოჩარ თულობისუზრუნველყოფაკულტურულ იმემკვიდრეობის/საფორტიფიკაციონაგე ბობისაღდგენაშიმონაწილეობისთვალსა ზრისით დაბალი ინტერესი (ერთგვარი შიში) კულტურის საკითხებში ფინანსების დაბანდების მიმართულებით, საკანონმდებლო დონეზე პოტენციური ინვესტორების წახალისება, გარკვეული შეღავათების განსაზღვრა. 19 ენების მცოდნე პროფესიული კადრების სიმცირე, გიდის პროფესიის მოთხოვნილების არქონა. ცხრილი 1: SWOT ანალიზი აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთმოყვანილი SWOT ანალიზი აჩვენებს რამდენად უმწიფარია საკითხი კერძო სექტორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და ფუნქციური ადაპტაციის მიმართულებით. მაგალითად კითხვა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულ ძეგლზე სამოქმედო გეგმის მომზადება, თითქმის ყველა ავტორი დადებითად აფასებს მას, თუმცა საფრთხეებში მიუთითებს, რომ შესაძლებელია სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება იყო, ან ენების მცოდნე პროფესიული კადრები, გიდის პროფესიის მოთხოვნილების არქონამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს პროექტზე. თუმცა სამოქმედო გეგმა, სწორედ ასეთ შესაძლებლობებს გამორიცხავს და თავიდანვე პროექტის განხორციელების ზუსტ მიმართულებას ასახავს. 20 5. ძირითადი მიგნებები წერილობითი თუ ზეპირი მოსმენების, ასევე სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოთქმული მოსაზრებები, ძალზედ საინტერესო, მრავალფეროვან სურათს ასახავს. მათ შორის ერთგვაროვანია მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ზეპირი თუ წერილობითი მოსაზრებები. სადაც ნათლად ჩანს მუნიციპალიტეტებში არსებული საკითხების აქტუალობა და პრობლემების სახეობები. ამ მხრივ მეტად ფართო ხედვა აქვთ სახელწმიფო უწყებებს, მეტად ძეგლთა დაცვით ორგანიზაციას (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო), თუმცა საკითხის თანმდევი პრობლემები მათთვის კომპლექსურია, რომელიც მხოლოდ ერთი ინსტიტუციის დონეზე ვერ იქნება მოგვარებული ასევე კომპლექსურობაზე, რთულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო . მათი მოსაზრებით, საკითხის აქტუალიზება უნდა მოხდეს მრავალმხრივი თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი თვითმართველობის უშუალო ჩართულობით. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების მცირე ნაწილი სრულიად ვერ იაზრებს საკითხს და ისინი მხოლოდ მათ მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების მშრალ ჩამონათვალს გვთავაზობენ; - - რამდენიმე მუნიციპალიტეტი საუბრობს იმის შესახებ, რომ მათ რეგიონში არსებული ციხეები ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნასა და კრიტერიუმებს. მიღებული დასაბუთებული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად გამოიკვეთა, რომ ავტორთა უმრავლესობა ძირითადად საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რაც ძეგლებსა და მის მიმდებარე გარემო აქვს. აღნიშნული საკითხები შეიძლება რამდენიმე ძირითად მიმართულებად დავყოთ: - - ძეგლების გარეშემო არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. (მიუდგომელი და გაუვალი გზა, ძეგლამდე მისასვლელი ბილიკების არარსებობა, უსაფრთხოების ზომების არქონა, როგორიც არის კიბე, პანდუსი, გადასახედი, მოაჯირი, საფეხმავლო ხიდი, შიდა ბილიკები და სხვა.) თავად ძეგლების ფიზიკური მდგომარეობა (ხშირ შემთხვევაში ძეგლები იშლება და მათთან მიახლოვება და გადაადგილება საფრთხის შემცველია) ძეგლების შესწავლის არარსებობა და მისი აუცილებლობა (საფორტიფიკაციო ნაგებობების უმრავლესობა უდიდესი მატერიალური თუ არამატერიალური ისტორიული მეხსიერების მატარებელია. ხშირ შემთხვევაში ისინი სრულიად ან ნაწილობრივ შეუსწავლელია, რაც ცხადია ართულებს საერთო სურათის წარმოდგენასა და უმთავრესი ისტორიული წარსულის რეაბილიტაციას) 21 - ძეგლების რესტავრაციის არქონა და მისი გადაუდებელი აუცილებლობა (ძეგლებზე ჩასატარებელია გადაუდებელი საკონსერვაციო, რესტავრაციის სამუშაოები, რომელიც მრავალ დისციპლინარულ კვლევასა და შესაბამის სარესტავრაციო პროექტს უნდა ეფუძნებოდეს) დასაბუთებულ მოსაზრებებში იკვეთება პრობლემური საკითხები, რომელიც მიწების პრივატიზებასა და უკანონო მიტაცებას ეხება. ამ თვალსაზრისით იკვეთება ორი ძირითადი მიმართულება: - - ძეგლების გარშემო არსებული მიწის პრივატიზების საკითხი, რაც ხშირ შემთხვევაში ძეგლთან მისასვლელ გზას ფარავს და პრობლემას ქმნის როგორც მოკლე ვადაში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაშიც; საფორტიფიკაციო ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიწის უკანონო გამოყენება. თითქმის ყველა ზეპირ თუ წერილობით მოსაზრებაში, ავტორები საუბრობენ იმ სირთულეებზე, რაც ხელს უშლის შესაძლებლობას საფორტიფიკაციო ნაგებობის არამხოლოდ ფუნქციურ რევიტალიზაციას, არამედ მის მარტივ რესტავრაციის პროცესსაც კი. ამ მიმართულებით იკვეთება შემდეგი: - - - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არასაკმარისი ფინანსები, რომელიც სათანადოდ გასწვდება რეგიონისა თუ ქვეყნის მდიდარ მემკვიდრეობას; ბიუროკრატიული პროცედურების სირთულეები, რაც ერთგვარად განაპირობებს ბიზნეს სექტორის მხრიდან ინვესტიციების ნაკლებობასა და ინციატივის არარსებობას; საფორტიფიკაციო ძეგლებისა და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის, ერთიანი მდგრადი განვითარების კონცეფციების არ არსებობა; ადგილზე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. რამდენიმე ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა რესტავრაციისას, უპირატესობა ენიჭება საკულტო ნაგებობებსა და მასთან არსებულ კომპლექსურ ძეგლებს, საფორტიფიკაციო ნაგებობები კი გამიმდინარე იქიდან, ხშირ შემთხვევაში რთულ რელიეფზე თავსდება, ნათი ნაწილი ძლიერ არის დაზიანებული რთულდება მათი რესტავრაციის არამხოლოდ დაფინანსება, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან და ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მათი აღდგენის გადაწყვეტილების მიღებაც კი; უნდა აღინიშნოს, ძეგლთა ჩამონათვალში ავტორები ხშირ შემთხვევაში საუბრობენ არამხოლოდ საკუთრივ საფორტიფიკაციო ნაგებობებზე, არამედ საერო შენობებზეც, რომელიც საკუთრივ დასახლებებში მდებარეობს. ისინი მეტად ხედავენ მათი 22 ფუნქციური ადაპტაციის შესაძლებლობებს. მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტი გვაძლევს მაგალითს აბანოს შენობის შესაძლებლობისა და ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტი მეფეთა პალატების, სასახლეების შესახებ საუბრობს, რაც დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს; ერთგვარი მიღწევა და გამონაკლისია მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, როდესაც ავტორები დადებითად აფასებენ ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობათა მდგომარეობას. ამ მხრივ გამონაკლის წარმოადგენს რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელსაც სხვა რეგიონებთან შედარებით აქვს ხედვა არამხოლოდ საფორტიფიკაციო ნაგებობების, არამედ ზოგადად ისტორიული მეხსიერებით დატვირთული ობიექტების რევიტალიზაციის მიმართულებით. თუმცა ეს მხოლოდ გეგმაა და დღეის მდგომარეობთ რეალური სამუშაოები არ არის განხორციელებული; რამდენიმე ავტორი თუ მომხსენებელი, ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს ტურისტული თვალსაზრისით რეგიონის არაპოპულარობას. შესაბამისად, არამხოლოდ საფორტიფიკაციო ძეგლები, არამედ ზოგადად რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა დაუფასებელი და მიტოვებულია; მოსაზრებებში მხოლოდ ერთი ავტორი საუბრობს შენობებისთვის, მათ შორის საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას (თრუსოს ხეობა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები), რაც ერთგვარ პრევენციად გვევლინება ძეგლებისა და მისი მიმდებარე გარემოს აუთენტური დაცვის თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული მუნიციპალიტეტი საუბრობს არასახარბიელო მშენებლობებზე ისტორიული სოფლებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მიმდებარე (სოფ. ძველი ფანშეტი და სოფ. ჯიმარა) მოსაზრებებიდან სულ ორი ავტორი ამახვილებს ყურადღებას საზღვრისპირა რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობის საკითხებზე, რაც თავისთავად ქმნის ურთულეს პრობლემას, ერთის მხრივ საზღვრის უკანონო გადმოწევის გამო ძეგლებამდე მისასვლელი გზის არარსებობისა და მეორე შემთხვევაში ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების მიერ რეგიონის მატერიალური მემკვიდრეობის არცოდნის გამო, რაც ენობრივი ბარიერითაც არის განპირობებული. ამდენად, ზეპირი თუ წერილობითი მოსაზრებების, უწყებათშორისო სამუშაო შეხვედრებიდან გამოიკვეთა საკითხის ძირითადი მიგნებები რომელიც კომპლექსურია და მრავალდისციპლინარული მიმართულებით ვითარდება, მათ შორის: 23  მოსახლეობაში საკითხის არასაკმარისი პოპულარობა;  კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით საგანმანათლებლო სისტემის არარსებობა;  ხშირ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლებისა და რეგიონული თვითმართველობის გათიშულობა ან დავალების მექანიკურად შესრულება;  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მეტად საფორტიფიკაციო ნაგებობების რესტავრაციის ნაკლები დაფინანსება;  ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მეტად საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაკლები შესწავლა; მდგომარეობა,  საფორტიფიკაციო ნაგებობების მძიმე ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და სხვა;  ძეგლებზე და მიმდებარე მიწის რეგისტრაციის საკითხების სირთულე;  სახელმწიფოს მხრიდან ძეგლების ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობის ნაკლები ინტერესი;  სახელმწიფოს მხრიდან, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სუბსიდირებული პაკეტების არარსებობა;  კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის არარსებობა;  აღნიშნული მიმართულებით უწყებათშორისი კომუნიკაციის სიმწირე. 24 6. რეკომენდაციები ჩატარებულმა თემატურმა მოკვლევამ, არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოკვეთა, დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვითი საკითხებით, მისი სამომავლო ფიზიკური თუ ფუნქციური ადაპტაციის შესაძლებლობებით დამთავრებული. წინა თავში იდენტიფიცირებული მიგნებების საფუძველზე, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს (რეკომენდაციების დეტალური ჩამონათვალი, შესაბამისი განხორციელების ვადებითა და პასუხისმგებელი ორგანიზაციებით წარმოდგენილია მე-3 ცხრილში): კვლევა ძეგლის სარესტავრაციო პროექტი სტრატეგია ძეგლი განსაზღვრა ძეგლის მართვის გეგმა/კონსერვაციის პროექტი ანალიზი 1. ერთმნიშვნელოვნად ცხადი ხდება შემდეგი, რომ შენობათა უმეტესობა მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. ამავდროულად ნათლად იკვეთება ის გარემოებაც, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი, კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, მათ შორის საფორტიფიკაციო ძეგლების კვლევა/რესტავრაცია/ადაპტაციას სახელმწიფო ერთდროულად ვერ განახორციელებს. შესაბამისად მოსაძებნია ალტერნატიული გზები, როდესაც სწორი ჩარევის საფუძველზე, კერძო ინვესტიცია შეძლებს ერთის მხრივ 25 მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ამავდროულად ეკონომიკური დოვლათის შექმნას. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ უმთავრესად უნდა შემუშავდეს ძირითადი კრიტერიუმები, საფორტიფიკაციო ნაგებობების შესაძლო გამოყენებადი მაგალითების მიხედვით. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ყველა საფორტიფიკაციო ძეგლის პირველადი შეფასება. გთავაზობთ კრიტერიუმების შემუშავების მოდელს: ძეგლის სახეობა ფიზიკუ რი მდგომა რეობა მდებარე ობა/ მისაწვდე მობა ძეგლზე ჩარევა მიმდებარე გარემო/დასა ხლება, სოფელი, ქალაქი/ მართვის ფორმა/შე საძლებლ ობა ეკონომიკურ იგამოყენები სშესაძლებლ ობა მფლობე ლობა ციხექალაქი ძალიან ცუდი რთული კონსერვაც ია არაქვს სახელმწ იფო დაბალი ციხესიმ აგრე ცუდი რთული კონსერვაც ია არაქვს შერეულ ი დაბალი ციხედარბაზ ი ციხეგავალან ი კოშკი საშუალ ო საშუალო რესტავრა ცია აქვს კერძო მაღალი საპატრია რქო/სახე ლმწიფო საპატრია რქო/სახე ლმწიფო სახელმწ იფო საშუალ ო საშუალო რესტავტა ცია აქვს შერეულ ი საშუალო სახელწმ იფო კარგი საშუალო რესტავრა ცია/რეკონ სტრუქცია აქვს კერძო მაღალი კერძო ციხესახლი საშუალ ო კარგი რესტავრა ცია/რეკონ სტრუქცია აქვს კერძო მაღალი კერძო ცხრილი 2: კრიტერიუმების შემუშავების მოდელი - - კრიტერიუმები უნდა გაიწეროს საფორტიფიკაციო ძეგლის სახეობის შესაბამისად, რომელიც მოიცავს შემდეგს: ციხე-ქალაქი, ციხესიმაგრე, ციხედარბაზი, ციხე-გალავანი, კოშკი, ციხე-სახლი; უნდა შეფასდეს თითოეული სახეობის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო, კარგი, ძალიან კარგი -კრიტერიუმების მიხედვით; უნდა განისაზღვროს შენობათა მდებარეობა, უფრო ზუსტად კი მასთან მისაწვდომობა: რთული, საშუალო და კარგი მისაწვდომობის მიხედვით; 26 - - უნდა მოხდეს პირველადი შეფასება რეკომენდაციის სახით, ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოს მიხედვით: კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია; უნდა შეფასდეს ძეგლის მიმდებარე გარემო, დასახლებულ პუნქტთან თუ განაშენიანებასთან სიახლოვე; უნდა შეფასდეს მართვის ფორმის შესაძლებლობა: სახელმწიფო, შერეული (სახელმწიფო და კერძო) და კერძო; უნდა განისაზღვროს ეკონომიკური გამოყენების შესაძლებლობა დაბალი, საშუალო და მაღალის მიხედვით. გააზრებულ უნდა იქნას ძეგლის ამჟამინდელი მეპატრონე და მათი როლი. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საპატრიარქო, სახელმწიფო და კერძო მფლობელობა. 3. ზემოთაღნიშნული მარტივი ცხრილიც ნათელს ჰფენს იმ გარემოებას, რომ საფორტიფიკაციო ნაგებობათა ფუნქციური ადაპტაცია, შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული ტიპის ძეგლებზე, ძირითადად იმ ნაგებობებზე, რომელთა ფიზიკური მდგომარეობა მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია ან ექვემდებარებიან რესტავრაციას, მათზე მისაწვდომობა მეტნაკლებად ადვილია და აქვს მიმდებარე ისტორიული დასახლება. აღნიშნული კრიტერიუმების არსებობა აადვილებენ მათი სამომავლო და ეკონომიკური გამოყენების შესაძლებლობას; 4. კრიტერიუმის შემუშავებისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ საკითხს წარმოადგენს, საფორტიფიკაციო ძეგლის მიმდებარე დასახლების არსებობა. ისტორიული ქალაქი, სოფელი თუ ცალკეული უბანი კუმულაციური ეფექტით მუშაობს საკუთრივ ძეგლზე და დასახლებაზე. შესაბამისად ეკონომიკური მოგების უნარიანობა ორივე მათგანს თანაბარი აქვს. საფორტიფიკაციო ნაგებობაზე მისული სტუმარი, არ ყიდულობს მხოლოდ შესასვლელ ერთჯერად ბილეთს არამედ ის აქტიურად ხარჯავს დროსაც და ფინანსებსაც თავად დასახლებაში. ისტორიული დასახლება ერთ-ერთი დამატებითი ატრაქციაა მისთვის; 5. კულტურული მემკვიდრეობის, საფორტიფიკაციო ნაგებობების ფუნქციური ადაპტაციის შესაძლებლობის შეფასება უნდა მოხდეს კომპლექსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად თითოეული ძეგლისთვის; - პირველადი სელექციის შემდგომ ჩასატარებელია კომპლექსური კვლევები ინდივიდუალურად თითოეულ ძეგლზე, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისად. კვლევითი სამუშაოები გამოავლენს პროფესიულ დონეზე თითოეული ძეგლის პირველად საჭიროებასა და სამომავლო ფიზიკური სამუშაოების სახეობას; 27 - - მოსამზადებელია კვლევების შედეგად დადგენილი და ძეგლის საჭიროებით გათვალისწინებული პროექტი. პროქტი ერთმნიშვნელოვნად უნდა მომზადდეს კვალიფიციური არქიტექტორ რესტავრატორის მიერ, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად დაიცავს კანონითა და საერთაშორისო ძეგლთა დაცვითი ქარტიებით გათვალისწინებულ სარესტავრაციო მეთოდოლოგიას /იხ. შესაბაისი ცხრილი 2/; ეროვნული ან მსოფლიო მემკვიდრეობის კატეგორიის, განსაკუთრებული მხატვრული და არქიტექტურული ღირებულების ძეგლსა თუ კომპლექსზე, უნდა მომზადდეს კომპლექსური ძეგლის კონსერვაციის გეგმა 6. სარესტავრაციო პროექტის დამთავრებისთანავე ან მის პარალელურად უნდა მომზადდეს ძეგლის მართვის გეგმა; - - - მართვის გეგმა უნდა მომზადდეს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და დეტალურად პასუხობდეს ძეგლის სამომავლო ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებსა და ძირითად ამოცანებს; მართვის გეგმა უნდა ასახავდეს გრძელვადიან და მოკლევადიან შედეგებს, რისკებსა და შესაძლებლობებს; მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს და ასახავდეს ძეგლთან, მის ფუნქციურ თუ ფიზიკურ ადაპტაციასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას განსახორციელებელი ფაზების მიხედვით; რა? სად? როგორ? როდის? ვინ? მაგ: ციხის შესაბამისი წელიწადშ შ.პ.ს. ციციშვილების ციხეში ტერიტორია ბიზნეს გეგმის ი ერთხელ თანამედროვე მუსიკის საფუძველზე „ფესტივალი“. ფესტივალის ორგანიზება 7. თითოეული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის განხილვა და გააზრება უნდა მოხდეს უნივერსალური, კომპლექსური კრიტერიუმების შესაბამისად, სადაც თანაბარზომიერია თავად ძეგლი, მისი ისტორიული მეხსიერება გარემო თუ ლანდშაფტი, შესაბამისად ძეგლის დაცვა უმთავრეს კრიტერიუმად უნდა იქნას აღიარებული. ეს უნივერსალური მოცემულობები გააზრებულ უნდა იქნას, როგორც სახელმწიფოებრივ დონეზე, ასევე კერძო საინვესტიციო პაკეტის შედგენისას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საიჯარო ხელშეკრულების შედგენისას, მასში ასახული უნდა იყოს ყველა ღირებულებით ასპექტი და ელემენტი, ვალდებულებაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, როგორც პირველადი გადაუდებელი დახმარება, ასევე სამომავლო, დროში გაწერილი ინვესტიციები. მხარეებს გააზრებული უნდა 28 ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ისტორიულ მეხსიერების დაცვასა და შენახვას ეხება; 8. ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგის პროგრამის დანერგვა, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ინვესტორის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას; 9. კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის საფორტიფიკაციო ნაგებობების ფუნქციური ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე და მისი ეფექტიანი აღსრულება. აღნიშნულში იგულისხმება ფორმალური სტრატეგიისა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტის (გზამკლევი, ინსტრუქცია, რეკომენდაციები) არსებობა, სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობა და კოორდინაცია პოლიტიკის მართვისას, ასევე, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების გამართული სისტემების ფუნქციონირება. 10. ჩამოყალიბდეს მაღალი დონის მულტისექტორული ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი (საბჭო), რომელიც უზრუნველყოფს საკითხის ადვოკატირებას, ასევე, ზედამხედველობას გაუწევს პრობლემისადმი სტრატეგიული მიდგომასა და განხორციელებულ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, ამ მექანიზმში წარმოდგენილნი იყვნენ შესაბამისი სამინისტროებისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების მაღალი თანამდებობის პირები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელი. ამასთან, საბჭოს საქმიანობის ხელშესაწყობად, უნდა ჩამოყალიბდეს თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც გააერთიანებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ასევე, სამოქალაქო, ბიზნესის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 11. დამხმარე ამოცანად გვეჩვენება, კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის შემუშავება რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის დარგში არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ყველა შესაბამისი თემის (მატერიალური, არამატერიალური, ბუნებრივი მემკვიდრეობა)ადეკვატურად ასახვის მიზნით; კანონის აღსრულების გაძლიერება, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებადა სხვადასხვა მექანიზმის შემუშავება(მაგ. ძეგლის მცველის სტატუსის განსაზღვრა და სხვ.); 12. ძალზედ მნივშენლოვანია კულტურული მემკვიდრეობის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის სისტემის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის განსაზღვრებების (მაგ. კულტურული ლანდშაფტი, კულტურული სივრცე, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, ურბანული მემკვიდრეობა, ისტორიული მემკვიდრეობა) 29 რომელთა შორისაც საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და მისი მიმდებარე გარემოლანდშაფტის ხელახალი გადახედვა მოხდება; 13. საფორტიფიკაციო ნაგებობების ფუნქციური რევიტალიზაციის საკითხი, ისევე როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები, უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპულ სტრატეგიას 21-ე საუკუნისთვის“. 14. სოციალური მონაწილეობისა და ეფექტური მართვის ხელშეწყობა; - - - - - ამ თვალსაზრისით ძალზედ ღირებულია საზოგადოების ჩართულობა და სოციალური კავშირები. სწორედ სახელმწიფო, რეგიონალური, და კერძო ინვესტირების ერთობლიობით, უნდა მოხდეს სოციალური თვითშეგნების ამაღლება; ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თითოეულ ძეგლზე ცალკეული კვლევების პოპულარიზაცია, ფართო მასებისთვის გაცნობა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტთა დონეზე მოსახლეობის პროცესში ჩართულობის მხრივ არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, გაძლიერდეს თანამშრომლობა ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთონ დაინტერესებული სუბიექტებიც. სოციალური მონაწილეობის თვალსაზრისით, ევროპული მემკვიდრეობისა და საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ხელშესაწყობად, შესაძლებელია მოხდეს საფორტიფიკაციო ნაგებობების კატეგორიის ხელახალი გადახედვა და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატებით წარდგენა; მუნიციპალიტეტთა დონეზე მოსახლეობის ჩართულობის მხრივ არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, გაძლიერდეს თანამშრომლობა ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთონ დაინტერესებული ადგილობრივი პოტენციური ინვესტორებიც. მემკვიდრეობის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა:  შესაბამისმა სახელწმიფო ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყოს ბიზნეს სექტორს/ადგილობრივ მოსახლეობას, შესაბამისი დიდი და მცირე გრანტებით, სუბსიდირებული საშეღავათო სესხებით, მემკვიდრეობის გამოყენებისა და მის ფუნქციური ადაპტაციისათვის;  ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პოტენციური ინვესტორისთვის ქონების იჯარის გონივრული ღირებულება, მიწის/ქონების იჯარის გრძელვადიანი პერიოდი, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური სარგებელი, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, გრძელვადიანია და არ არის გათვლილი მოკლე ვადაზე; 30  - მკაცრად უნდა იქნას გაკონტროლებული, ძეგლის მიმდებარე არსებული მიწის საკითხი და მფლობელობა. ამ თვალსაზრისით უპირატესია ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონები და მათი რეჟიმები. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია განხილულ იქნას მიმდებარე მიწების საშეღავათო პირობებით გადაცემის საკითხი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას ძეგლისა და მისი აუთენტური გარემოს მაქსიმალურად შენარჩუნებას;  ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქგეგმარებასა და შესაბამის ურბანულ გეგმებში ძეგლის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს საფორტიფიკაციო ნაგებობის მიმდებარე გარემოს ინფრასტრუქტურა: ძეგლებამდე მისასვლელი გზა, ბილიკი, პარკინგი და სხვა.  კულტურული ტურიზმის განვითარების მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობა (მაგ. საკანონმდებლო ინიციატივების, საინვესტიციო პაკეტების, პარტნიორობის მოდელების შემუშავება, ქვეყნის ცნობადებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, ბრენდ-პაკეტების შემუშავება, საერთაშორისო დონორთა დახმარების პროგრამების გამოყენება და სხვ.); ცოდნისა და განათლების სტიმულირება:  ახალგაზრდებში სწავლების საშუალებით მაღალ პროფესიულ დონის უზრუნველყოფა;  მემკვიდრეობის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესწავლასა და შენარჩუნება, პროფესიული ადგილობრივი კადრების აღზრდა-ჩამოყალიბება  პოლიტიკის მართვის პროცესში სახელმწიფო უწყებებმა (ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეზე) უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, , მასობრივ მედიასაშუალებებსა და კერძო სექტორთან.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოებისა და მისი მოვლა-პატრონობის შესახებ საზოგადოების, უფრო ზუსტად კი სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება ერთიანი ინსტრუქციების, გზამკვლევების გავრცელების გზით; 31 # რეკომენდაცია 1 საფორტიფიკაციო ნაგებობების პირველადი სელექცია /ინდივიდუალურად ყველა ძეგლზე/ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე პირველადი კვლევა 2 3 კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე შესაბამისი სარესტავრაციო პროექტის მომზადება 4 კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მართვის გეგმის მომზადება ვადა ინდიკატორი პასუხისმგებელი 2023 წლის პირველი საკოორდინაციო საბჭო, კვარტალი სახელმწიფო უწყებებთან, დარგის ექსპერტებთან ერთად აკეთებს პირველად სელექციას საკოორდინაციო საბჭო (სახელმწიფო უწყებები, ძეგლთა დაცვის სააგენტო, მუნიციპალიტეტი, დარგის ექსპერტები) 2023 წლის მეორე კულტურული მემკვიდრეობის კულტურული მემკვიდრეობის კვარტალი დაცვის ეროვნული სააგენტო დაცვის ეროვნული სააგენტო ამზადებს კონკრეტულ ძეგლზე კანონით გათვალისწინებულ პირველად კვლევას 2023 წლის მეორე კულტურული მემკვიდრეობის კულტურული მემკვიდრეობის კვარტალი დაცვის ეროვნული სააგენტო დაცვის ეროვნული სააგენტო ან ან ინვესტორის მიერ ინვესტორი დაქირავებული კვალიფიცირებული რესტავრატორების ჯგუფი, ამზადებს კონკრეტულ ძეგლზე კანონით გათვალისწინებულ პროექტს 2024 პირველი კულტურული მემკვიდრეობის კულტურული მემკვიდრეობის კვარტალი დაცვის ეროვნული სააგენტო დაცვის ეროვნული ან ინვესტორის მიერ სააგენტო/ინვესტორი დაქირავებული კვალიფიცირებული ჯგუფი, ამზადებს კონკრეტულ ძეგლზე სამოქმედო გეგმას 32 5 კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე საკონსერვაციო გეგმის მომზადება 2023/2024 6 საიჯარო ხელშეკრულების მომზადება 2023 7 საინვესტიციო პაკეტის მომზადება 2023 8 ძეგლის საჭიროებიდან გამომდინარე ფიზიკური სამუშაოების წარმოება 2024 კვარტალი 9 ძეგლის ფუნქციური ადაპტაციის შესაძლებლობა 2023-2024 საკონსერვაციო გეგმა ხორციელდება მხოლოდ მაღალი მხატვრულისტორიული ღირებულების /ეროვნული მნიშვნელობის/ ძეგლზე, რომლის მართვაც ხდება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ საიჯარო ხელშეკრულება იდება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის, ძეგლთა დაცვითი რეგულაციების გათვალისწინებით საინვესტიციო პაკეტი მზადდება ინვესტორის მიერ, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება ბიზეს გეგმა მეორე სამუშაოები ხორციელდება, მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, სააგენტოს მუდმივი მეთვალყურეობით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო/ინვესტორი/ადგილობ რივი თვითმმართველობა ინვესტორი ინვესტორი/მონიტორინგიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინვესტორი/მონიტორინგიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 33 10 ზოგადად ძეგლის რეაბილიტაციის და ადაპტაციის გზამკვლევები, ინსტრუქცია, რეკომენდაცია 2024 მეორე კვარტალი 2025 პირველი კვარტალი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო/დარგის ექსპერტები/არასამთავრობო თუ შესაბამისი კვლევითი ორგანიზაციები/ინვესტორი ზოგადი რეკომენდაციები 11 კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი გრძელვადიანი 12 კულტურული მემკვიდრეობის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაცია. მსოფლიო მემკვიდრეობის სიისთვის რეკომენდაცია სოციალური თანამონაწილეობა გრძელვადიანი ძეგლის ეკონომიკური განვითარება საშეღავათო სესხები, გრანტები, სუბსიდირება საშუალოვადიანი 13 14 15 გრძელვადიანი გრძელვადიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო/დარგის ექსპერტები/არასამთავრობო თუ შესაბამისი კვლევითი ორგანიზაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო/ადგილობრივი თვითმმართველობა/დარგის ექსპერტები სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი თვითმართველობა, ადგილობრივი თემი, ინვესტორი ინვესტორი სახელწმიფო უწყებები/ეკონომიკისა და 34 16 ცოდნა, განათლება, პოპულარიზაცია გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო ადგილობრივი თვითმართველობა, ადგილობრივი თემი, ინვესტორი ცხრილი 3: რეკომენდაციების ცხრილი 35 7. დანართები დანართი 1. თემატური მოკვლევის ტექნიკური პირობები კომიტეტი სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს (იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირებს), წერილობითი ფორმით წარმოადგინონ დასაბუთებული მოსაზრებები, საქართველოში საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაციისა და ფუნქციური რევიტალიზაციის საკითხებზე. დასაბუთებული მოსაზრება უნდა პასუხობდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მინიმუმ ერთ კითხვას: - - - - - რამდენად დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები, კერძოდ საფორტიფიკაციო ნაგებობები და კომპლექსები? რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების ტურისტულ ღირშესანიშნაობად გადაქცევის თვალსაზრისით? როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროების, ადგილობრივ თვითმმართველობის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების შესაძლო აღდგენის, მათი ფუნქციური გაჯანსაღების პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით? როგორ შეაფასებდით, საფორტიფიკაციო ნაგებობების პერსპექტივას მათი ფუნქციური რევიტალიზაციის კუთხით? როგორ შეაფასებდით სამოქმედო მენეჯმენტ გეგმის შემუშავების აუცილებლობას საფორტიფიკაციო ნაგებობების რევიტალიზაციის პროცესში? რა დადებითი ან ნეგატიური ფაქტორები არსებობს კერძო სექტორის/ბიზნესის სათანადო ჩართულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების აღდგენაში მონაწილეობის თავლსაზრისით? რა ძირითადი მიდგომები უნდა არსებობდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, კერძოდ საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაციასა და ფუნქციური რევიტალიზაციის ხელშესაწყობად? რა ინფორმაციას ფლობთ საერთაშორისო გამოცდილების ან/და ისეთი ინოვაციური მიდგომების შესახებ, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების პოპულარიზაციის გაზრდას? 36 - რა კვლევებია ხელმისაწვდომი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფუნქციურ რევიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე? მოსაზრებების ჩაბარების ვადები 2022 წლის 8 ივლისი დასაბუთებული მოსაზრების ჩაბარების პირობები: - ფაილი უნდა იყოს მხოლოდ Word-ის ფორმატში ტექსტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen, ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორების მანძილი - 1,15 ინტერვალი. ყველა ინფორმაცია უნდა იქნეს მოქცეული ერთ ფაილში, მათ შორის: დანართები, დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, და ა.შ. აუცილებელია ტექსტის დასაწყისში მოკლედ იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია: - - - - იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი, ასევე საკითხზე პოტენციური მომხსენებლის ვინაობა. ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მისამართი, საქმიანობის სფერო, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი. დასაბუთებული მოსაზრების დასაწყისში პუნქტებად უნდა იყოს გადმოცემული მოკლე რეზიუმე მომდევნო ტექსტის შესახებ. აბზაცები დანომრილი უნდა იყოს ციფრებით, თანმიმდევრულად. ტექსტში ასახული უნდა იყოს დეტალური ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნა ტექსტში, ასევე, შესაძლოა ასახული იყოს გამომგზავნის ცალკეული რეკომენდაციები და შეხედულებები; ასევე ის სუბიექტები, რომლებიც, მისი აზრით, შესაძლოა ჩართულ იქნას საკომიტეტო მოკვლევის პროცესში დოკუმენტური მასალა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: culturecommittee@parliament.ge - წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: მოკვლევა - „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების - საფორტიფიკაციო ნაგებობების 37 - კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაცია“ (სამუშაო სათაური) საკონტაქტო ინფორმაცია: მოკვლევასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - - - - ტელ: 032 2281738 ელ.ფოსტა: culturecommittee@parliament.ge საკომიტეტო მოკვლევის გეგმა საკომიტეტო მოკვლევის პერიოდი: 2022 წლის 13 ივნისი - 2022 წლის 12 დეკემბერი მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს პარლამენტში: 2022 წლის 13 ივნისი წერილობითი მოსაზრებების მიღება: 2022 წლის 8 ივლისი ჩათვლით (მიღებული მოსაზრებები გამოქვეყნდება კომიტეტის ვებგვერდზე მიღებისთანავე) მიღებული მოსაზრებების შესწავლა-ანალიზი: 2022 წლის 18-22 ივლისი ზეპირი მოსმენების ჩატარება: 2022 წლის სექტემბერი (ზეპირ მოსმენებზე მოწვეული იქნებიან კარგად არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებების ავტორები) შემაჯამებელი ანგარიშის (მიგნებები და რეკომენდაციები) პარლამენტისთვის წარდგენა და საჯაროდ გამოქვეყნება; პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებებისთვის გაზიარება და საპარლამენტო მონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. 38 დანართი 2. ორგანიზაციები რომლებმაც წარმოადგინეს დასაბუთებული მოსაზრებები 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 30. 31. 32. 33. 34. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერია გორის მუნიციპალიტეტის მერია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია დმანისის მუნიციპალიტეტის მერია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია თერჯოლას მუნიციპალიტეტის მერია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია კასპის მუნიციპალიტეტის მერია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ლანხჩუთის მუნიციპალიტეტის მერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ონის მუნიციპალიტეტის მერია რუსთავის ისტორიული მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია 39 35. 36. 37. 38. 39. 40. 41. 42. 43. 44. 45. 46. 47. 48. 49. 50. 51. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხონის მუნიციპალიტეტის მერია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ყაზბეგი. მუნიციპალიტეტის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონების სააგენტო საერთაშორისო სამრეწველო პალატა 40 დანართი 3. საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენციები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით რატიფიკაცია/ხელმოწერა კონვენციის სახელწოდება კულტურული მემკვიდრეობა 1993 ჩანაცვლების კონვენცია „მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი შეტყობინება მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია), პარიზი, 1972. 1992 რატიფიკაცია კონვენცია „შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, კულტურული ქონების დაცვის შესახებ“, ჰააგა, 1954 (პირველი პროტოკოლის რატიფიკაცია განხორციელდა 1993 წელს, ხოლო მეორე პროტოკოლი რატიფიცირებული იქნა 2010 წელს). 1993 რატიფიკაცია კონვენცია „კულტურული ქონების უკანონო იმპორტის, ექსპორტისა და გასხვისების აკრძალვისა და პრევენციის შესახებ“, პარიზი, 1970. 2000 რატიფიკაცია ევროპის კულტურული კონვენცია, პარიზი, 1954. 2000 რატიფიკაცია კონვენცია „ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, გრანადა, 1982. 2000 რატიფიკაცია კონვენცია „ევროპის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, ლა ვალეტა, 1992. 2004 რატიფიკაცია ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სტრასბურგი, 1982. 2008 რატიფიკაცია კონვენცია „კულტურული ექსპრესიების მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“, პარიზი, 2005. 2008 რატიფიკაცია კონვენცია „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, პარიზი, 2003. 2010 რატიფიკაცია ლანდშაფტის ევროპული კონვენცია, ფლორენცია, 2000. 2011 რატიფიკაცია ჩარჩო კონვენცია „საზოგადოებისათვის, მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ“, ფარო, 2005. ბუნებრივი მემკვიდრეობა და გარემო 1994 შეერთება კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, რიო დე ჟანეირო, 1992. 1994 შეერთება “გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია“, რიო დე ჟანეირო, 1992. 1996 შეერთება კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის 41 ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“, რამსარი, 1971. 42