საქართველოს პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/224; 13.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე
ნომერი
#2-20097/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-15
ბიუროს ნომერი 212

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-20097/22 14-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 13 ივნისს ჩემს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მოგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 ნოემბერს მიიღო დადგენილება N542, რომელიც შეეხება მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარებით უზრუნველყოფით ღონისძიებებს. ამდენად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინიციატორმა მივიღე გადაწყვეტილება, გამოვითხოვო ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge