„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.12.2022
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/232/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge; 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. №1 დანართით გათვალისწინებული I სიის ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 2112 გრაფა: „ 2112 3-მეთოქსიფენციკლიდინი 3-Methoxyphencyclidine 1-(1-(3-Methoxyphenyl) cyclohexyl)piperidine ‘‘; ბ) 581 გრაფა: „ 581 დიკლაზეპამი Diclazepam 7-Chloro-5-(2-chlorophenyl)-1-methyl-1,3- dihydro-2Hbenzo[e][1,4]diazepin2-one ‘‘; გ) 621 გრაფა: ,, 621 დიფენიდინი Diphenidine 1-(1,2-Diphenylethyl)piperidine ‘‘; დ) 781 გრაფა: ,, 781 იზოტონიტაზენი Isotonitazene N,N-diethyl-2-(2-(4- isopropoxybenzyl)-5-nitro-1Hbenzo[d]imidazol-1-yl)ethan-1- amine ‘‘; ე) 861 გრაფა: ,, 861 კლონაზოლამი Clonazolam 6-(2-Chlorophenyl)-1-methyl-8-nitro-4Hbenzo[f][1,2,4]triazolo[4,3-a][1,4]diazepine ‘‘; ვ) 883 გრაფა: ,, კუმილ-პეგაკლონი CUMYL-PEGACLONE 883 5-Pentyl-2-(2-phenylpropan-2-yl)-2,5- dihydro-1H-pyrido[4,3b]indol-1-one ‘‘; ზ) 963 გრაფა: „ 96 3 მდმბ-4ენ-პინაკა MDMB-4en-PINACA Methyl3,3-dimethyl-2-(1-(pent-4-en-1-yl)-1H-indazole-3carboxamido)butanoate ‘‘; 2 თ) 162 გრაფა: „ 162 2 ფლუბრომაზოლამი Flubromazolam 8-Bromo-6-(2-fluorophenyl)-1-methyl-4Hbenzo[f][1,2,4]triazolo[4,3-a][1,4]diazepine ‘‘. 2. №2 დანართით გათვალისწინებული ნუსხის დაემატოს შემდეგი შინაარსის 260 – 267 გრაფები: „ 260 იზოტონიტაზენი Isotonitazene 261 კუმილ-პეგაკლონი CUMYL-PEGACLONE 262 მდმბ-4ენ-პინაკა MDMB-4en-PINACA 263 3-მეთოქსიფენციკლიდინი 3-Methoxyphencyclidine 264 დიფენიდინი Diphenidine 265 კლონაზოლამი Clonazolam 266 დიკლაზეპამი Diclazepam 267 ფლუბრომაზოლამი Flubromazolam „ნარკოტიკული საშუალებების“ ცხრილს - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - “. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 2021 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, კერძოდ: ა) გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის 1 სიას დაემატა ერთი ნივთიერება: საერთაშორისო არაპატენტირებული ქიმიური დასახელება შენიშვნა დასახელება იზოტონიტაზენი N,N-diethyl-2-(2-(4- isopropoxybenzyl)- უნდა დაემატოს Isotonitazene 5-nitro-1H-benzo[d]imidazol-1„ნარკოტიკული yl)ethan-1- amine საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების N1 სიას ბ) გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის II სიას დაემატა 4 და IV სიას 3 ნივთიერება. საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება კუმილ-პეგაკლონი CUMYL-PEGACLONE მდმბ-4ენ-პინაკა MDMB-4en-PINACA ქიმიური დასახელება 5-Pentyl-2-(2-phenylpropan-2-yl)-2,5dihydro-1H-pyrido[4,3-b]indol-1-one Methyl 3,3-dimethyl-2-(1-(pent-4-en-1yl)-1H-indazole-3- carboxamido)butanoate შენიშვნა უნდა დაემატოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული 3მეთოქსიფენციკლიდინი 3-Methoxyphencyclidine დიფენიდინი Diphenidine კლონაზოლამი Clonazolam დიკლაზეპამი Diclazepam 1-(1-(3-Methoxyphenyl) cyclohexyl)piperidine ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 1-(1,2-Diphenylethyl)piperidine საქართველოს კანონის 6-(2-Chlorophenyl)-1-methyl-8-nitro-4H- №1 დანართის I სიას benzo[f][1,2,4]triazolo[4,3-a][1,4]diazepine („ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული 7-Chloro-5-(2-chlorophenyl)-1-methyl1,3- dihydro-2H-benzo[e][1,4]diazepin2- ნარკოტიკული საშუალებები“) one ფლუბრომაზოლამი Flubromazolam 8-Bromo-6-(2-fluorophenyl)-1-methyl4H-benzo[f][1,2,4]triazolo[4,3a][1,4]diazepine „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება სავალდებულო წესით უნდა აისახოს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანდართულ სიებში. აღსანიშნავია, რომ, გაეროს 1961 წლისა და 1971 წლის კონვენციების სიებში ახლად შეტანილი, საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები არ გამოიყენება სამედიცინო და ფარმაცევტული მიზნებისათვის, შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სიებში ნივთიერებების შეტანის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი დაემატა „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას (I სია). აღნიშნული ნივთიერებები, ასევე, შეტანილი იქნა კანონის მე-2 დანართის ნუსხაშიც (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა). გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომ კანონპროექტით ვერ განისაზღვრება ამ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები და მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის მე-6 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: გაეროს 1961 წლის, 1971 წლის და 1988 წლის კონვენციების სიებში ახლად შეტანილ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეგულირების დაწესება წარმოადგენს მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში ნარკოვითარების გაუმჯობესების კუთხით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიზანია საერთაშორისო ხელშეკრულებით მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: გათვალისწინებული კანონპროექტით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია), ასევე, №2 დანართით (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებების ნუსხას ემატება ზემოხსენებული 8 ახალი ნივთიერება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან, პროექტის თანახმად, ახალი ნივთიერებები ემატება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (პირველი სია), რომელთა გამოყენება ნებადართულია, მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობისათვის. მიმდინარე ეტაპზე, რეგულაციის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, შესაბამის უფლებამოსილ პირებს დაწყებული აქვთ თავიანთი საქმიანობისათვის საჭირო ახლად დამატებული ნივთიერებ(ებ)ის იმპორტის პროცედურა. შესაბამისად, მათ ეძლევათ 30 დღიანი ვადა იმპორტის დასრულების ან კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება მოცემული ნივთიერების მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების სიებში შეტანა, რაც გულისხმობს მათზე სახელმწიფო მხრიდან კონტროლის განსაკუთრებული ღონისძიების დაწესებას (წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის გზით), თუმცა იგი არ უკავშირდება რაიმე ტიპის გადასახდელის გადახდას, იმპორტიორის მხრიდან, ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII ). პასუხისმგებლობა შეიძლება განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც მოცემული ნივთიერებების ქვეყანაში იმპორტის შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალზედ დაბალია) იგი დაექვემდებარება წინასწარი შეთანხმების პროცედურას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცედურას, რომელიც მარეგულირებელი ორგანოს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ჩვეული ადმინისტრაციული საქმიანობის ფარგლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული ნივთიერებების შესაბამის სიებში დამატების პირობებში, მათზე გავრცელდება ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვისთვის, მათ შორის, სანქციების ნაწილში - პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII), აღნიშნული პასუხისმგებლობის ადმინისტრირების ნაწილი განხორციელდება შესაბამისი უწყების (სამართალდამცავი ორგანოები და სხვ.) მიერ, ხოლო, შესაბამისი დანახარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ფინანსური შედეგები დაკავშირებული იქნება შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომასთან და მასშტაბებთან. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის 1 პატიმრის შენახვის ხარჯი შეადგენს წელიწადში 16,256.4 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემა, იმპორტიორის მხრიდან, არ უკავშირდება რაიმე სახის მოსაკრებლის, საფასურის ან სხვა გადასახდელის გადახდას, თუმცა აღნიშნული პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით (ნარკოტიკული დანაშაული - თავი XXXIII). პასუხისმგებლობა შეიძლება განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: ნარკოტიკული საშუალებების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გაეროს „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ 1961 წლის კონვენციის და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის თანდართულ სიებში განხორციელდა ცვლილება და სიებს დაემატა რამდენიმე ნივთიერება. გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის მე7 პუნქტის შესაბამისად, გაეროს სიებში განხორციელებული ცვლილება უნდა აისახოს საქართველოს კანონში - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ (თანდართულ სიებში). გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,