2022 წლის 6-9 დეკემბერს, სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბელგრადში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60 გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (დავით სერგეენკო, რამაზ ნიკოლაიშვილი) მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ნომერი
#2-20213/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-16
ბიუროს ნომერი 213

📜 ტექსტი

წერილი
2-20213/22 15-12-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს მოგახსენებთ, რომ 6-9 დეკემბერს სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბელგრადში გაიმართა შავი ზღვის ასამბლეის რიგით მე-60 ეკონომიკური გენერალური თანამშრომლობის ასამბლეა, საპარლამენტო რომლის მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ. გიგზავნით აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია იაკობიძე მუშაობაშიც
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: მონაწილეობა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით მე-60 გენერალური ასამბლეის სხდომაში დელეგაციის წევრები: ბ-ნი დავით სერგეენკო - დელეგაციის ხელმძღვანელი; ბ-ნი რამაზ ნიკოლაიშვილი - დელეგაციის წევრი; ქ-ნი ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი. მივლინების ადგილი: სერბეთის რესპუბლიკა, ქ. ბელგრადი მივლინების თარიღი: 2022 წლის 6-9 დეკემბერი მიმდინარე წლის 6-9 დეკემბერს, სერბეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბელგრადში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-60 გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობდა ასამბლეის წევრი 13 სახელმწიფოს საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებიდან დელეგაცია, და ასევე წარმომადგენლები დამკვირვებელი ქვეყნების სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციები. გენერალური ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა „პარლამენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საკითხში“. 6 დეკემბერს, გენერალური ასამბლეა გაიხსნა ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებით, რომელთა მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ. ბიუროს სხდომაზე განიხილეს 2023 წლის საბიუჯეტო საკითხები. წარდგენილ იქნა პაბსეკის აქტივობების შესახებ მოხსენება. ბიურომ განიხილა მე-60 გენერალური ასამბლეის დღის წესრიგი. მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ იქნა მოხსენება 2022 წელს ასამბლეის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობის შესახებ. ასევე მოისმინეს 2022 წლის აუდიტის ანგარიში და განიხილეს 2023 წელს წევრი სახელმწიფოების მიერ ასამბლეის წლიური გადასახადის საკითხი. 7 დეკემბერს, პლენარული სესია პაბსეკის პრეზიდენტის, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ვლადიმერ ორლიჩის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სიტყვით გამოსვლაში მან ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. სხდომას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს სერბეთის რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა. გახსნითი ნაწილის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: „პარლამენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საკითხში“, რომელზეც ასამბლეის თითოეული ქვეყნის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელი გამოვიდა სიტყვით. ამავე დღეს გაიმართა ასამბლეაში სხვადასხვა ეროვნული დელეგაციების, მათ შორის რუსეთის დელეგატებისთვის მანდატების მინიჭების საკითხზე კენჭისყრა. თითოეულმა ეროვნულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კენჭისყრაში, რომელიც ასამბლეაში რუსეთის დელეგატებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს ეხებოდა. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დავით სერგეენკომ და რამაზ ნიკოლაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კენჭისყრაში და რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. ასამბლეის წევრების უმრავლესობამ მხარი ასევე არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა დელეგაციამ სხდომა დატოვა, რადგან არ მოხდა მანდატების დამტკიცება, რისთვისაც ასამბლეის 13 წევრიდან მინიმუმ 7 ქვეყნის მხარდაჭერა იყო საჭირო. 8 დეკემბერს, გაიმართა ასამბლეის კომიტეტის სხდომები. თითოეული კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა მოხსენებები და შესაბამისი რეკომენდაციები თემებზე: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები“. „პარლამენტის როლი საგარეო ინვესტიციების მოზიდვის და წახალისების მიმართულებით“. კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, რომელსაც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სერგეენკო თავმჯდომარეობდა მიიღო მოხსენება და რეკომენდაცია თემაზე: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ლტოლვილთა კრიზისის სოციალური გავლენა“. ამავე დღეს გაიმართა ტექნოლოგიურ და გარემოს საკითხთა კომიტეტის სხდომა. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული დელეგაციის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აირჩიეს. პლენარული სესიის დასასრულს, დელეგატებს სიტყვით მიმართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარემ მუსტაფა შენტოპმა, რომელმაც ოფიციალურად გადაიბარა თავმჯდომარეობა. 2023 წლის, მაისში თურქეთის რესპუბლიკა უმასპინძლებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 61-ე სესიას. ანგარიში მოამზადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა ნინო ბუჯიაშვილმა.