საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-12039/22; 21.09.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-20224/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-16
ბიუროს ნომერი 213

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
კულტურის კომიტეტი 2-20224/22 15-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№112039/22; 21.09.2022). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, მიმდინარე წლის 12 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „კულტურული მემკვიდორების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ნიკოლოზ ნიკოლაძე ითხოვს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში“ შემდეგი ცვლილებების შეტანას: 1. კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში უფლებამოსილ ორგანოთა შორის უნდა განისაზღვროს საგარეო საქმეთა სამინისტრო; 2. მეექვსე მუხლის შემდგომ დაემატოს პრიმა მუხლი, სადაც განისაზღვრება ის ღონისძიებები, რომლებ იც პრაქტიკაში ხორციელდება ან/და გამოწვევა. ასე მაგალითად: „6’პრიმა მუხლი საგარეო საქმეთა უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით ან/და დამოუკიდებლად, საქართველოს და ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს შემდეგი სახის ღონისძიებებს: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ა) ახდენს საზღვარგარეთ მნიშვნელობის მქონე არსებული ძეგლების / ქართული ობიექტების კულტურულ/ისტორიული და სხვა ღირებულებათა იდენტიფიცირებას, შემდგომში მათი ამ კანონით გათვალისწინებული აღრიცხვის, კლასიფიკაციის, სტატუსის მინიჭების თუ სხვა სახის პროცედურების მხარდაჭერის მიზნით. ბ) ავლენს და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს აცნობებს დაზიანების, განადგურების, ან/და დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურულ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლების/ობიექტების და სხვა ღირებულებათა შესახებ ინფორმაციას გ) ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურულ - ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლისთვის/ობიექტისთვის და სხვა ღირებულებისათვის მინიჭების შემთხვევაში, ახდენს მათი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პერიოდულ წარმოდგენას. დ) ახორციელებს ამ კანონით და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანების და ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. საკანონმდებლო წინადადების ავტორი განსაზღვრავს „საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მიზანსაც: * „საკანონმდებლო წინადადების მიზანია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურულ/ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლების/ობიექტების და სხვა ღირებულებათა იდენტიფიცირებას/მოძიებას, მათ დაცვას და საქართველოსთვის გადმოცემას. *საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლით უფლებამოსილ ორგანოთა შორის განისაზღვრება საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო 6’ დამატებულ მუხლით კი მოცემული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ განსახორციელებელი ღონისძიებები.“ საკანონმდებლო წინადადების შესწავლის პროცესში კომიტეტმა იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, დებულებებითა და კანონქვემდებარე აქტებით, უსაფრთხოების კონცეფციით, საერთაშორისო კონვენციებით, საქართველოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით - ყველა იმ ნორმატიული აქტით, რომლითაც საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმებია განსაზღვრული. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა განიხილა მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის საკანონმდებლო წინადადება და დაადგინა შემდეგი: 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია საზღვარგარეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის გაძლიერება ქართული კულტურის ძეგლების (უძრავი, მოძრავი) დაცვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ძეგლების შესახებ დიპლომატიური მისიების დროული ინფორმირებულება ხელს უწყობს საზღვარგარეთ დავანებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. 2. ქართული კულტურის ძეგლებს, სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული „კონკორდატის“ შესაბამისად, იცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც. ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ძეგლების საკუთარი არხებით, საზღვარგარეთ მოვლა-პატრონობასა და ძეგლების არსებული უძრავი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს დროულად ინფორმირებაში. 3. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ვერ იქნება უფლებამოსილი დაიცვას საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა იმ ფორმით, როგორც რადგან ამას სახელმწიფო გვთავაზობს საკანონმდებლო წინადადების ავტორი, ვერ შექმნის პარალელური ფუნქციების მქონე სტრუქტურას საზღვარგარეთ არსებული კულტურის ძეგლების/ობიექტების იდენტიფიცირების, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, სტატუსის მინიჭებისა თუ სხვა სახის პროცედურების ჩასატარებლად. სამინისტროს დებულებით არ არის და ვერც იქნება ამგვარი ფუნქცია გათვალისწინებული. საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორჯერ ჰქონდა მცდელობა, რაც საქართველოს დეპარტამენტისა და ცენტრის შექმნის წარუმატებლად დასრულდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობა, იმავდროულად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია და, შესაბამისად, იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობას წარმოადგენს, სადაც ეს ძეგლებია განთავსებული. შესაბამისად, მათი მოვლა-პატრონობა რეგულირდება საერთაშორისო კონვენციებითა და იმ ქვეყნების კანონმდებლობით, სადაც მოძრავი თუ უძრავი ძეგლია დავანებული. აღნიშნულის გათვალისწინების გარეშე, ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევა, დავიცვათ საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლები, იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობად აღიქმება, რომელ ქვეყნებშიც ესა თუ ის ძეგლია განთავსებული. 4. საზღვარგარეთ ქართული კულტურის ცენტრების დაარსება კარგი საშუალებაა ძეგლების დაცვის მიმართულებით საშუალება ეძლევათ საქმიანობის გასააქტიურებლად. ცენტრებს ოპერატიულად აცნობონ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე საქართველოს მთავრობას ძეგლის მდგომარეობის შესახებ, ამა თუ იმ ძეგლის შესაძლო დაზიანებისა თუ განადგურების საშიშროების ფაქტებზე, რაც ხელს უწყობს მოლაპარაკებების დიპლომატიური გზით, არხების სახელმწიფოების მიერ მუშაობის გააქტიურებას შესაბამისი და ღონისძიებების დასახვასა და გატარებას ძეგლის გადასარჩენად. მხოლოდ დიპლომატიური არხების მეშვეობით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გზით ხდება ქართველი სპეციალისტებს ძეგლზე დაშვება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება. 5. გამორიცხული არ არის, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრების ჩვენი მოქალაქეების, კერძო პირებს აქტიურობაც. მათ, ისევე როგორც საზოგადოებრივ გაერთიანებებს, საშუალება აქვთ საქმის კურსში ჩააყენონ არხების მეშვეობით, ადგილობრივი ხელისუფლება, ან დიპლომატიური ინფორმაცია მიაწოდონ სტრუქტურებს ძეგლის მდგომარეობის სესახებ. საქართველოს სახელმწიფო 6. რაც შეეხება საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების აღრიცხვას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, რომ ჯერ-ჯერობით სააგენტოს არა აქვს საზღვარგარეთ არსებული კულტურის ძეგლების სათანადო რეესტრი და რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პარლამნტი, როგორც საკანონმდებლო მაკონტროლებელი ფუნქციაც, ხელმძღვანელის მოხსენება ორგანო, რომელსაც განსასაზღვრული აქვს უფლებამოსილია მოისმინოს შესაბამისი უწყების ძეგლთა აღრიცხვის მდგომარეობის შესახებ და დაავალოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გააძლიეროს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა დროულად განხორციელდეს დოკუმენტით - „კულტურის სტრატეგია 2025“ - დასახული მიზნები და ამოცანები. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისას ყურადღება უნდა მიექცეს, აგრეთვე, ამ მიზნით გამოყოფილი თანხების ოდენობასა და ხარჯვის მიზნობრიობას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კულტურის კომიტეტმა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვის შედეგად უარყოფილად ცნო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე (№1-12039/22; 21.09.2022)