„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 78 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლის და 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების
შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
კონცეფცია
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია
„სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და
ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების
არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“
-
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11, პუნქტი 3
საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობის 52% ქალია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
ეკონომიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანად გამოყენებისა და ქვეყნის სწრაფი
ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, ეყრდნობა რა საქართველოს
კონსტიტუციით გარანტირებული არსებითი თანასწორობის პრინციპს, მიზნად ისახავს
საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვის ჩამოყალიბებას და ძირითადი
პოლიტიკის განსაზღვრას. კონცეფცია ასაბუთებს ღონისძიებების საჭიროებებს როგორც მაკრო,
ასევე მიკრო დონეზე და მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით
საქართველოში თანასწორობის განმტკიცებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის
კეთილდღეობის და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას.
საქართველომ ქალთა თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობისა და ქალების ეკონომიკური
გაძლიერების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, კვლავ
არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს სისტემური მიდგომების დანერგვასა და
ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. აღნიშნულ გამოწვევებს შორის არის
უთანასწორო წვდომა რესურსებზე, ბარიერები აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის
აღიარების, გადანაწილებისა და შემცირების მიმართულებით, სოციალური პოლიტიკის
შემდგომი დახვეწის საჭიროება, პროფესიებთან დაკავშირებით სტერეოტიპული განწყობები,
გენდერული სახელფასო სხვაობა, მათ შორის, სტრუქტურული დისკრიმინაციის შედეგად, და
ამ სხვაობით გამოწვეული ცალკეული ფინანსური უთანასწორობები, და სხვა სტრუქტურული
ბარიერები. არსებული ბარიერები განსაკუთრებით აისახება ეკონომიკაში ნაკლებად
წარმოდგენილი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. შედეგად, ქალებს არ
აქვთ თანაბარი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი შეიმუშავებს ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას, რომელიც ნათლად გამოხატავს სახელმწიფოს ნებას
განსაზღვროს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები, ასევე გამოიყოს უფრო
მეტი რესურსი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით არსებითი შედეგის
მისაღწევად.
ამასთანავე, წინამდებარე კონცეფციის მიზნებისთვის გენდერული თანასწორობა გულისხმობს
ქალისა
და
კაცის
თანასწორ
უფლება-მოვალეობებს,
პასუხისმგებლობას
და
თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
შესაბამისად, კონცეფციის ყველა დებულებაში გენდერის ნიშნით თანასწორობის/გენდერული
თანასწორობის შინაარსი განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს ქალსა და კაცს შორის
თანასწორობას, ხოლო ტერნმინი გენდერი განიმარტება, იმგვარად, რომ მოიცავს ქალსა და
კაცს.
ამასთანავე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია აანალიზებს
უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობას, პანდემიის შედეგად შექმნილ
სოცალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და კლიმატური გარემოს არსებითი ცვლილებების
შესაძლო გავლენას ქვეყნის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის, ქალთა გაძლიერებისთვის
გაწეულ ძალისხმევაზე. საპასუხოდ, სახელმწიფო კონცეფცია განიხილავს ქალთა რეალურ
ეკონომიკურ გაძლიერებას ქალთა გრძელვადიანი მოწყვლადობის შემცირების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან წინაპირობად.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია გამომდინარეობს საქართველოს
ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოდან და შეესაბამება სახელმწიფო დონეზე განსაზღვრულ
პრიორიტეტებს. ამას გარდა, კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებების და ქალთა
გაძლიერების საყოველთაო პრინციპებს და პასუხობს საქართველოს მიერ ნაკისრ
საერთაშორისო ვალდებულებებს.
1. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ცნება და ეკონომიკური მიზანშეწონილობა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ცნება
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გულისხმობს ქალების მიერ საკუთარი უფლებების
რეალიზებას იმგვარად, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მართონ და მიიღონ სარგებელი
რესურსებიდან, აქტივებიდან, შემოსავლებიდან და საკუთარი დროის განკარგვიდან; ჰქონდეთ
შესაძლებლობა იყვნენ კონკურენტუნარიანები ბაზარზე, დამოუკიდებლად მიიღონ
ეკონომიკური გადაწყვეტილებები, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის,
მართონ რისკები და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეროვნულ და ადგილობრივ დონზე
ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
ეკონომიკური მიზანშეწონილობა
ემპირიული კვლევებით დასტურდება, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა
ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მოაქვს განვითარების
უკეთესი შედეგები. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზაზე აუცილებელია
შემოსავლების უთანასწორობის დაძლევა, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდა და ქვეყნის
კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.
გენდერული უთანასწორობის შემცირება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, როგორც
შესაძლებლობების, ისე შედეგების მიმართულებით, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის
ეკონომიკურ ზრდას და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ,
უზრუნველყოფს შემოსავლების უფრო თანასწორ გადანაწილებას.
ქალების ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის, როგორც
პირდაპირ, მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ) სამუშაო ძალის ეფექტის გათვალისწინებით, ისე
არაპირდაპირ, მისი გავლენით პროდუქტიულობაზე. ამას გარდა, ძლიერია კორელაცია
გენდერულ თანასწორობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. მეტიც, ასევე ძლიერია კავშირი
გენდერულ უთანასწორობასა და შემოსავლების უთანასწორობას შორის. კერძოდ, გენდერული
სახელფასო სხვაობა პირდაპირ დაკავშირებულია შემოსავლების უთანასწორობასთან და
სამუშაო ძალაში არათანაბარ მონაწილეობასთან. შრომითი რესურსების არაოპტიმალური
განაწილება კი ეკონომიკის ნაკლებ ეფექტიანობაში აისახება.
გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირებას ეკონომიკურ პოლიტიკებში, თან
ახლავს არა მხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ მრავალი სოციალური სარგებელი. მათ შორის,
განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა განათლებასა და კეთილდღეობაში მეტი ინვესტიცია
და თაობათა შორის გარდამავალი უთანასწორობის რღვევა.
ამასთანავე, ეკონომიკური განვითარების წახალისებასთან ერთად, ქალთა ეკონომიკური
გაძლიერება ქმედითი ინსტრუმენტია ქვეყნაში სიღარიბის დონის შემცირების გზაზე.
სიღარიბეს განსხვავებული, თუმცა ურთიერდამოკიდებული ოთხი ძირითადი განზომილება
გააჩნია: რესურსებზე, მათ შორის, დროზე, მისაწვდომობა; დამოუკიდებელი არჩევანისა და
თანაბარი შესაძლებლობების არსებობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში შედეგიანი
მონაწილეობა
და
პიროვნული/ფიზიკური
უსაფრთხოება.
თითოეული
მათგანი
მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. შესაბამისად,
სიღარიბის შემცირება, თავის მხრივ, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის განმტკიცებას
და პირიქით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ქალები
მოსახლეობის 52% შეადგენს, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის ქალთა მხოლოდ 40.5% არის
შრომის ბაზარში ჩართული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ქალების განათლების დონე
სათანადოდ არ აისახება მათ ეკონომიკურ აქტივობაში, კერძოდ, უმუშევარი ქალების 57.9%-ს
აქვს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლება. ამას თან ახლავს გამოკვეთილი
გენდერული დაყოფა პროფესიებს შორის და სახელფასო სხვაობა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალების სახით არსებული ეკონომიკური
რესურსის უკეთ გამოყენება, კერძოდ კი შრომის ბაზარზე არსებული გენდერული
უთანასწორობის აღმოფხვრა გამოიწვევდა მშპ-ს 11.3%-იან ზრდას.
აცნობიერებს რა ქალთა გაძლიერების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, საქართველოს
პარლამენტი შეიმუშავებს წინამდებარე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას.
2. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის მიზანი და სტრუქტურა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ეყრდნობა გაეროს მაღალი დონის
რეკომენდაციებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ (გაერო, 2016). გაეროს
რეკომენდაციები აგებულია შვიდი ძირითადი მიმართულების გარშემო. კერძოდ:
1.
2.
3.
4.
ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა;
გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება;
სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
სახელმწიფო შესყიდვებში “ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის”
მონაწილეობის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება;
5. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება აუნაზღაურებელი და
ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის
ფორმალიზების წახალისება;
7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.
თითოეული მიმართულება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას, რომელთა
ერთობლიობა, ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გარდაქმნას და თანაბარი
ეკონომიკური
შესაძლებლობების
შექმნას
ქალთა
სისტემური
ეკონომიკური
გაძლიერებისთვის.
კონცეფციით
განსაზღვრული
პრიორიტეტული
მიმართულებების
აღსრულებას
უზრუნველყოფს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები როგორც
ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების
შესაბამისად.
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
სახელმწიფო
კონცეფციით
განსაზღვრული
მიმართულებებია:
1) ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა - უძრავ ქონებაზე, საფინანსო სერვისებზე,
ძირითად
აქტივებსა და საკომუნიკაციო
სერვისებზე
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესება და მათი ეფექტიანი გამოყენება.
2) გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება - არსებული
საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესება. მათ შორის, სახელფასო
სხვაობის შემცირება; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
შვებულების მარეგულირებელი ნორმის შემდგომი დახვეწა.
3) საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება - საჯარო
შესყიდვებში “ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის” მონაწილეობის
მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება. მათ შორის, “ქალის მფლობელობაში
არსებული ბიზნესის” კრიტერიუმების განსაზღვრა, სერტიფიცირება და შესაბამისი
ბიზნეს რეესტრის წარმოება.
4) კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება - კერძო სექტორში დასაქმებული
ქალების შრომითი უფლებების გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან
დაახლოება.
5) აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის პოლიტიკის შემუშავება; ზრუნვის ტვირთის
აღიარება, შემცირება და გადანაწილება; დამატებითი სტიმულირების პროგრამების
შემუშავება.
6) ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის
ფორმალიზების წახალისება - ქალთა ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპული
განწყობების დაძლევის ხელშეწყობა.
7) წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა - არსებული გენდერული და
სოციალურ-ეკონომიკური ბარიერების აღმოფხვრა და თანაბარი ეკონომიკური
შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
ამას გარდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია წარმოადგენს ხედვას
საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულებისთვის. კონცეფციის
სტრუქტურა ასევე მოიცავს მისი აღსრულების ძირითად პრინციპებს, რომელიც წარმოადგენს
დოკუმენტის ურთიერთდაკავშირებულ ღირებულებებს.
3. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის კავშირი საქართველოს მიერ
ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ითვალისწინებს და ეყრდნობა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ
პრიორიტეტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და
ეკონომიკური ინტეგრაცია. კონცეფცია აგრეთვე ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი
რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას, შესაბამისად სახელმწიფო ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების ხელშეწყობით "გააერთიანებს ძალისხმევას" გენდერული თანასწორობისთვის
და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად.
გამძლე, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება - საქართველოევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით, გამძლე, მდგრადი და ინტეგრირებული
ეკონომიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია ღირსეული შრომის პირობებისა და ეფექტური
დასაქმების პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ეყრდნობა გენდერული თანასწორობისა და
ინკლუზიურობის პრინციპს. გამძლე, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემის
ჩამოყალიბება ასევე ითვალისწინებს შრომის ბაზარზე და ბიზნესში ქალთა მეტი ჩართულობის
წახალისებას.
მდგრადი, სამართლიანი და ჩართული საზოგადოებების ჩამოყალიბება - საქართველოევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით, გენდერული თანასწორობის გაძლიერება,
სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარი მონაწილეობა
განხილულია როგორც პრიორიტეტული სფეროები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი
თავისუფლებების დაცვის პროცესში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (2015-2030)
ერთი მხრივ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის შექმნით,
სახელმწიფო მიზნად ისახავს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების
ხელშეწყობას. მეორე მხრივ, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზებული
ინდიკატორები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევის ეფექტური
საზომია.
გენდერული თანასწორობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ერთ-ერთი
ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტია. შესაბამისად, გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნების ინდიკატორები ასევე კარგი საშუალებაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
სახელმწიფო
კონცეფციის
შვიდი
მიმართულებით
გაწეული
ძალისხმევის
მონიტორინგისთვის.
მდგრადი განვითარების ჩვიდმეტი
რელევანტურია შემდეგი მიზნები:
მიზნიდან
კონცეფციისთვის
განსაკუთრებით
გაეროს
მდგრადი განვითარების პირველი მიზანი (“სიღარიბის ყველა ფორმის
აღმოფხვრა”) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სიღარიბის ყველა ფორმის
აღმოფხვრის გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ
მიმართულებით, განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია: ა) სოციალურად დაუცველი
ოჯახების რაოდენობის შემცირება;
ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომა;
ბ)
ეკონომიკურ
რესურსებსა
და
ძირითად
გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანი (“შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო
უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის
ხელშეწყობა”) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შიმშილის აღმოფხვრის,
სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევისა და მდგრადი სოფლის
მეურნეობის ხელშეწყობის გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის
კუთხით. ამ მიმართულებით გასაკუთრებით საყურადღებო საკითხებია: ა) სურსათის მცირე
მწარმოებელთა საშუალო შემოსავლის ზრდა; ბ) სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო
პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობისა ზრდა; გ) სოფლის მეურნეობის გაყიდვიდან
საშუალო ყოველთვიური შემოსავალის ზრდა.
ინტერვენციები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ
სოფლად მცხოვრები ქალები აქტიურად არიან ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში,
ხშირად ისინი არ აღიქმებიან ფერმერებად და გაწეული შრომა ოჯახური მოვალეობის
ნაწილად განიხილება, რაც აფერხებს სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ
დამოუკიდებლობასა და გაძლიერებას.
გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი (“ინკლუზიური და თანასწორი განათლების
უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის”) აფასებს ქვეყნის
მიერ განხორციელებულ რეფორმებს ინკლუზიური და თანასწორი განათლების
უზრუნველყოფისა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნის გზაზე, მათ შორის,
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ მიმართულებით გასაკუთრებით
საყურადღებო საკითხია ფორმალურ, არაფორმალურ, პროფესიულ და უწყვეტ განათლებაზე
ბავშვების, ზრდასრულების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების თანაბარი მისაწვდომობის
უზრუნველყოფა.
წვდომა თანასწორ, ინკლუზიურ და უწყვეტ განათლებაზე ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ
გაძლიერებას, მათ შორის სახელფასო სხვაობის და მაღალანაზღაურებად პროფესიებში ქალთა
წარმომადგენლობის ზრდით. თავის მხრივ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წაახალისებს
მეტ ინვესტიციებს ბავშვების განათლებაში, რაც ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის.
გაეროს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი (“გენდერული თანასწორობის მიღწევა და
ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება”) აფასებს ქვეყნის მიერ
განხორციელებულ რეფორმებს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ყველა
ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესების გზაზე. ამ მიმართულებით
განსაკუთრებულად საყურადღებო საკითხებია: ა) წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან
ბრძოლა ბ) დისკრიმინაციის აღმოფხვრა; გ) ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და
სოციალური გაძლიერება.
გაეროს მდგრადი განვითარების მერვე მიზანი (“სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული
სამუშაო ყველასათვის”) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სტაბილური,
ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზაზე, მათ შორის,
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ მიმართულებით გასაკუთრებით
საყურადღებო საკითხებია: ა) ღირსეული შრომის პირობებისა და ეფექტური დასაქმების
პოლიტიკის უზრუნველყოფა; ბ) შრომის ბაზარზე თანაბარი მონაწილეობ; გ) ღირსეული
ანაზღაურების უზრუნველყოფა.
გაეროს მდგრადი განვითარების მეათე მიზანი (“უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და
ქვეყნებს შორის”) აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უთანასწორობის
შემცირების გზაზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ
მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია: ა) გენდერულად მგრძნობიარე
სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება; ბ) შრომის ბაზრის რეგულირებისა და შრომითი
უფლებების პოლიტიკის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოება.
4. კონცეფციის აღსრულების ძირითადი პრინციპები
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულება განხორციელდება
საკანონმდებლო,
აღმასრულებელი
და
სასამართლო
ხელისუფლების
შტოების
თანამშრომლობით საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოზე
დაყრდნობით, ასევე, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და
საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის
შესაბამისი კონვენციების შესაბამისად. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო
კონცეფციის აღსრულების ძირითადი პრინციპებია:
-
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები - კონცეფციით განსაზღვრული
ღონისძიებების განხორციელება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების და
ინსტრუმენტების
გამოყენებით.
რესურსების
და
აღსრულების
პროცესის
რაციონალიზების მიზნით, ასევე განხორციელდება თითოეული ღონისძიების
ეკონომიკური გავლენის შეფასება.
-
შესაძლებლობების
თანასწორობა,
მრავალფეროვნების
და
ჩართულობის
უზრუნველყოფა - კონცეფციის წარმატებული განხორციელება დიდწილად არის
დამოკიდებული პრინციპის “არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა” (Leave No
One
Behind)
შესრულებაზე.
გათვალისწინებული
აქტივობების
დაგეგმვის,
განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ინტერსექციური მიდგომის გამოყენება
მოიაზრებს, იმას, რომ განხორციელებული აქტივობები აქტუალური იყოს არა მხოლოდ
მეინსტრიმული/ცალკეული ჯგუფებისთვის, არამედ მორგებული იყოს მრავალჯერადი
მოწყვლადობის მქონე ქალების ინტერესებზე და მიმართული იყოს მათი არსებითი
გაძლიერებისკენ.
-
“არაფერი ჩვენზე, ჩვენ გარეშე” (Nothing about us, without us) - კონცეფციის აღსრულებისას,
პრინციპი “არაფერი ჩვენზე, ჩვენ გარეშე” უპირატესი პრინციპი იქნება შესაბამისი
ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესებში. აღნიშნული
გულისხმობს კონცეფციით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებას ისე, რომ
ქალთა მრავალფეროვანი ჯგუფები წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკის შემუშავების და
გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით, როდესაც მიღებული
გადაწყვეტილება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.
-
თანამშრომლობის და მონაწილეობის უზრუნველყოფა - კონცეფციის ეფექტიანი
აღსრულების მიზნით, წარდგენილი აქტივობების განხორციელების პროცესში
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება როგორც არასამთავრობო და სათემო
ორგანიზაციებთან,
ასევე
სამოქალაქო
პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.
საზოგადოებასთან
და
საერთაშორისო
ამასთანავე, კონცეფციით შემოთავაზებული ღონისძიებების აღსრულება ცენტრალურ და
ადგილობრივ ხელისუფლებას შორის აქტიური კოორდინაციით განხორციელდება.
5. სტრატეგიული პრიორიტეტები - გარდაქმნის ძირითადი მიმართულებები
5.1. ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა
ქალთა გაძლიერების, სოციალური, სტრუქტურული თუ ეკონომიკური ბარიერების
აღმოფხვრის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რესურსებზე, მათ შორის, მიწაზე, შრომასა და
კაპიტალზე,
თანაბარი
მისაწვდომობის
უზრუნველყოფაა.
ამ
მიმართულებით,
პრიორიტეტული ღონისძიებებია უძრავ ქონებაზე, ფინანსურ რესურსებზე, საბაზისო
ინფრასტრუქტურასა და საკომუნიკაციო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.
ა) უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება
არსებული დისკრიმინაციული სამემკვიდრეო პრაქტიკების, გენდერულად სტერეოტიპული
მიდგომებისა და ქალების შეზღუდული ეკონომიკური აქტიურობის გამო, ჯეროვნად ვერ
ხდება თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სამემკვიდრეო კანონმდებლობის
აღსრულება.
უთანასწორო პრაქტიკების შედეგად, ქალებს შეზღუდული აქვთ თანაცხოვრების დროს
შეძენილი ქონების ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება. ეს, თავის მხრივ, ზღუდავს
მათ წვდომას საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე. არსებული დისკრიმინაციული
პრაქტიკების აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მნიშვნელოვანია
განხორციელდეს ღონისძიებები სამი ძირითადი მიმართულებით.
შესაძლო ღონისძიებები:
თანასწორობაზე დაფუძნებული სამემკვიდრეო პრაქტიკების წახალისება: აღნიშნული
ღონისძიება მოიცვას არსებული კანონმდებლობისა და თანასწორობის პრინციპებზე
დაფუძნებული სამემკვიდრეო პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას,
მათ შორის, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ფართო
მასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით.
თანასაკუთრების რეგისტრაციის წახალისება: იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა თანაბრად
ისარგებლონ
უძრავ
ქონებასთან
დაკავშირებული
სიკეთეებით,
მნიშვნელოვანია
თანასაკუთრების რეგისტრაციის წახალისება, მათ შორის, აღნიშნული შესაძლებლობის
შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.
უძრავ ქონებაზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე რეგისტრაციის
მისაწვდომობისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ხელმისაწვდომობის
გაზრდა /გაუმჯობესება: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს უძრავი ქონების რეგისტრაციისა და
სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაზრდასა და
შემდგომ გაუმჯობესებას, აგრეთვე, ადგილობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე
მორგებას. აღნიშნული ძირითადად მოიცავს შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების
შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გასაკუთრებით ეკონომიკურად მოწყვლად და შრომის
ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილ ქალებს შორის.
ბ) ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაუმჯობესება
ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი წვდომა, რაც ძირითადად დაკავშირებულია უძრავი
ქონების ფლობის უთანასწორო პრაქტიკებთან, ასევე წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით
მწვავეა ეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი
ქალებისთვის.
აცნობიერებს რა, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა ჩართულობის არსებით
მნიშვნელობას, სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს გაზარდოს პროგრამების შესახებ
ქალთა ინფორმირებულობა, მათ შორის, იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც უკვე
ითვალისწინებს ქალების წახალისების კომპონენტს; ასევე, ხელი შეუწყოს ქალთა აქტიური
ჩართულობის წახალისებას.
შესაძლო ღონისძიებები:
ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში ქალთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა:
ღონისძიება მოიცავს სახელმწიფოს მიერ, როგორც ცენტალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე
განხორციელებული ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების გენდერული მგრძნობელობის
გაუმჯობესებას. აღნიშნული გულისხმობს არსებული სახელმწიფო პროგრამების
მოდიფიცირებას, მათ შორის, ისე, რომ ხელი შეეწყოს იმ ქალების ჩართულობას, რომელთა
მოცვაც ამ ეტაპზე არსებული პროგრამებით ვერ ხდება. მნიშვნელოვანია მოხდეს ეკონომიკური
პროგრამების სისტემატური გენდერული ანალიზი, აღნიშულ პროგრამებში ქალთა
ჩართულობის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მექანიზმების
შემუშავება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ პირთა
(აპლიკანტების) და ბენეფიციართა შესახებ სქესის ნიშნით მონაცემების შეგროვება და
ანალიზი, ისევე როგორც, აღნიშნული პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანი
სისტემის დანერგვა.
ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ქალთა ინფორმირებულობის ზრდა:
აღნიშული ღონისძიება მოიცავს სახელმწიფოს მიერ, როგორც ცენტრალურ, ასევე
ადგილობრივ დონეზე განხორციელებული ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სტრატეგიების გადახედვას, ძირითადი გამოწვევების
იდენტიფიცირებას და მათ აღმოფხვრას, მათ შორის, ისეთი საინფორმაციო არხების
დამატებისა და მექანიზმების დანერგვის გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების,
განსაკუთრებით ეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი
ქალების, ეფექტიან დაფარვას.
გ) ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ქალთა
მონაწილეობის გაუმჯობესება
ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით
ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციები
საგზაო-სატრანსპორტო და ენერგო ინფრასტრუქტურაში, ინტერნეტიზაციაში, სარწყავისაირიგაციო სისტემების განვითარებაში. ასევე, არსებითია საბაზისო ინფრასტრუქტურაზე,
მათ შორის, სასმელ წყალზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური
პირობების
გაუმჯობესება,
საგანმანათლებლო
და
ჯანმრთელობის
დაცვის
ინფრასტრუქტურის განვითარება.
სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, თემის
საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებულად უწყობს
ხელს ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებას, სოფლის
პროდუქტიულობისა და შემოსავლების ზრდას.
აცნობიერებს რა, რომ ქალები ხშირად რჩებიან ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან
დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრის, პროექტების შემუშავებისა და განხორციელების
პროცესებს მიღმა, სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს პროაქტიურად შეუწყოს ხელი
აღნიშულ პროცესებში ქალების მონაწილეობას.
შესაძლო ღონისძიებები:
გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების უკეთესი ასახვა
ინფრასტრუქტურული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში: არსებული
გენდერული როლებიდან გამომდინარე, რაც აისახება ზრუნვისა და შინშრომის არათანაბარ
გადანაწილებაში, ქალები მეტად საჭიროებენ საბაზისო ინფრასტრუქტურაზე წვდომას
ყოველდღიურ საქმიანობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცენტრალურ და ადგილობრივ
დონეზე დაინერგოს და გაუმჯობესდეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რომლებიც
ხელს შეუწყობს ქალების აქტიურ მონაწილეობას როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განვითარების პროცესებში.
სათემო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში ქალების მონაწილეობის გაუმჯობესება:
სათემო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის ერთ-ერთი აუცილებელი
წინაპირობა მათი შემუშავების, განხორციელებისა და მოვლა-პატრონობის პროცესში
ადგილობრივი თემის მრავალფეროვანი მონაწილეობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
დაინერგოს და გაუმჯობესდეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რომელიც თემის
საჭიროებებზე იქნება მორგებული და ხელს შეუწყობს ქალების აქტიურ მონაწილეობას
აღნიშნულ პროცესებში.
გენდერულად მგრძნობიარესატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება ქალების მობილობის
ხელშეწყობის მიზნით: მობილობა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტია, მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის, პროდუქციის რეალიზების
თვალსაზრისით. შესაბამისად, მიზანშეწონილია გენდერულად მგრძნობიარე სატრანსპორტო
პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული ღონისძიება შესაძლოა მოიცავდეს
ცენტრალური თუ ადგილობრივი სატრანსპორტო პოლიტიკის გენდერული ანალიზის
განხორციელებას. ასევე, სატრანსპორტო პოლიტიკის, მათ შორის, განრიგისა და საგზაო
ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას, ქალების საჭიროებების გათვალისწინებას. ასევე,
სპეციალური ღონისძიებების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტული ჯგუფების,
მათ შორის, ეკონომიკურად მოწყვლადი და შრომის ბაზარზე ნაკლებად წარმოდგენილი
ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.
5.2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება
ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს გენდერული მგრძნობელობის გაუმჯობესება არსებითი
თანასწორობის მიღწევის, მათ შორის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი
წინაპირობაა. ამისათვის მნიშვნელოვანია, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო
სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის გენდერული
მგრძნობელობის გაზრდა და გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების
პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება.
ა) ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და
გენდერული მგრძნობელობის უზრუნველყოფა
გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, საქართველოს გააჩნია დახვეწილი და
საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც, თავის მხრივ,
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუმცა, კანონმდებლობის
გაუმჯობესება განგრძობადი პროცესია. შესაბამისად, მიზანშეწონილია ეროვნული
საკანონმდებლო ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოება,
მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი თემატური კონვენციების
რატიფიცირების შესაძლებლობის აქტიური განხილვის გზით.
ვინაიდან გენდერულად მგრძნობიარე სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, ეკონომიკური
პოლიტიკა, აუცილებელი წინაპირობაა არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად,
მიზანშეწონილია საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკების შემუშავების პროცესში
გენდერული მეინსტრიმინგის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა გენდერული
ზეგავლენის შეფასება და საბიუჯეტო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების
ინტეგრირება.
შესაძლო ღონისძიება:
შრომითი კანონმდებლობის შემდგომი დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან: აღნიშული
ღონისძიება მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი თემატური
კონვენციების რატიფიცირებაზე აქტიური მსჯელობის გაგრძელებას - კონვენცია N183
(დედობის დაცვა), კონვენცია N189 (ოჯახში დასაქმებულთა დაცვა, კონვენცია N156
(დასაქმებულების უფლებები, რომელთაც ოჯახური ვალდებულებები გააჩნიათ) და კონვენცია
N131 (მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით). ამასთანავე, მიზანშეწონილია მოხდეს
რეგულარული ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვა კონვენციების
შესაბამისობის დადგენის და რატიფიცირების მიზნით.
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების
მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა
აღნიშნული ღონისძიება მოიცავს ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის
მოვლის
შვებულების
რეგულირების
მიმართულებით
მიღწეული
პროგრესის
გასაუმჯობესებლად შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რათა
უზრუნველყოფილ იქნას ღირსეული დეკრეტული და ბავშვის მოვლის შვებულება როგორც
საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულთათვის.
სახელმწიფო პოლიტიკის ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის სისტემური დანერგვა და
ამ
მიმართულებით
განსაკუთრებით
გაძლიერება
(გენდერული
მეინსტრიმინგი):
მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო
დონეზე
გენდერული
ზეგავლენის
შეფასების
ინსტრუმენტის დანერგვა, რათა მოხდეს არსებითი გენდერული გავლენის მქონე
კანონპროექტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა.
გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვის ასევე მნიშვნელოვანი მექანიზმია საბიუჯეტო
პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება აღნიშული მექანიზმის
გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსხვავებული
საჭიროებების გათვალისწინების შესაძლებლობას და რესურსების თანასწორ გადანაწილებას,
როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
სახელმწიფო კონცეფცია ასევე ისახავს მიზნად სახელმწიფო პოლიტიკის ყველა სფეროში
არსებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემებში გენდერული თანასწორობის
მიდგომების ინტეგრირება, რაც პოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს.
5.3. საჯარო სექტორში დასაქმებისა და შესყიდვების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესება
გარდა პოლიტიკის შემუშავების და აღსრულებისა, სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს
ასრულებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, როგორც შრომის ბაზარზე
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი. ამასთანავე, საჯარო შესყიდვები გენდერული
თანასწორობის ხელშეწყობის პოლიტიკის ერთ-ერთ ქმედით ინსტრუმენტად განიხილება
(ევროკავშირი, 2020).
ა) საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების მექანიზმების შემდგომი
გაძლიერება
საჯარო სამსახური ერთი-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია საქართველოს შრომის
ბაზარზე. შესაბამისად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის არსებითია
საჯარო სამსახურში უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს
უზრუნველყოფა, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის ზრდის
ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირების
პოლიტიკის დანერგვა.
შესაძლო ღონისძიებები:
საჯარო სამსახურში ქალთა აქტიური მონაწილეობისა და დაწინაურების წახალისება:
აღნიშნული ინტერვენცია მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის დასაქმების პოლიტიკაში
გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის პრინციპების ინტეგრირებას. ასევე,
საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხების ინტეგრირებას.
ამას გარდა, სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურში
თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის ეფექტიან რეალიზებას.
საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენცია და ეფექტიანი რეაგირება:
სექსუალური შევიწროება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ბარიერი ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების გზაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია გაგრძელდეს საჯარო სამსახურში
სექსუალური შევიწროების პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების დანერგვა.
მექანიზმების დანერგვასთან ერთად, მიზანშეწონილია ამ მიმართულებით დასაქმებულთა
ცნობიერების ამაღლება.
ბ) საჯარო შესყიდვების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გაძლიერება
საჯარო შესყიდვების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გაძლიერება და მასში ქალების
მონაწილეობის წახალისება იმ ბარიერების აღმოფხვრას ემსახურება, რომელთა გამოც ხშირად
ქალი მეწარმეები საჯარო შესყიდვების პროცესების მიღმა რჩებიან. ამისათვის,
მიზანშეწონილია, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, საჯარო შესყიდვების
პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის, ქალის მფლობელობაში არსებული
ბიზნესების დეფინიცია და მათი მონაწილეობის წახალისება საჯარო შესყიდვებში.
შესაძლო ღონისძიებები:
ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დეფინიცია და სერტიფიცირება: აღნიშნული
ღონისძიება მოიცავს ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დეფინიციისთვის
კრიტერიუმების შემუშავებას, დეფინიციის შექმნას და მის განსაზღვრებას. ასევე, ქალის
მფლობელობაში არსებული ბიზნესების სერტიფიცირებას და მათი ბიზნეს რეესტრის
წარმოებას.
საჯარო შესყიდვების პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის პრინციპების ასახვა:
ღონისძიება მოიცვას ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის საჯარო შესყიდვებში
მონაწილეობის წამახალისებელი მექანიზმების შექმნას, საერთაშორისო გამოცდილების
შესაბამისად. ამასთანავე, სახელმწიფო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საუკეთესო საერთაშორისო
გამოცდილების გათვალისწინებით, გენდერულად პასუხისმგებლიანი საჯარო შესყიდვების
პრინციპების/სახელმძღვანელო წესების ჩამოყალიბებას.
5.4. კერძო სექტორის სამეწარმეო კულტურისა და პრაქტიკის გაუმჯობესება
ბიზნესის კულტურის, პრაქტიკისა და პოლიტიკის ცვლილება გენდერული თანასწორობისა
და სოციალური ინკლუზიის პრინციპების გათვალისწინებით, არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წინაპირობა ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზებისთვის.
შესაბამისად, სახელმწიფო აცნობიერებს, რომ მიზანშეწონილია კერძო სექტორმა შრომის
უფლებების დაცვისა და პრაქტიკაში განხორციელების მიღმა, დაინახოს საკუთარი
პოზიტიური როლი ქალთა რეალური ეკონომიკური გაძლიერების გზაზე. კერძოდ, შეუწყოს
ხელი ქალებს წარმოების ჯაჭვის ყველა დონეზე - მმართველობის, დასაქმების, მიწოდებადისტრიბუციისა თუ მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით.
ა) კერძო სექტორში თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული დასაქმების პოლიტიკის
ხელშეწყობა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორში დაინერგოს და
განვითარდეს კორპორატიული პასუხისმგებლობის კარგი პრაქტიკები,
მიზანშეწონილია
შემუშავდეს კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის ისეთი პოლიტიკა, რომელიც
წაახალისებს კერძო სექტორის მიერ გაწეულ პასუხისმგებლიან ძალისხმევას არსებითი
თანასწორობის მიღწევის მიზნით.
შესაძლო ღონისძიებები:
სამმხვრივი დიალოგის ფორმატის გააქტიურება და გამოყენება ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების მიზნით: აღნიშული ღონისძიება მოიცავს აქტიური თანამშრომლობის გა
გრძელებას კერძო და საჯარო სექტორს შორის, კერძო სექტორში დასაქმებული ქალების
შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული, მნიშვნელოვანწილად, მოიცავს დასაქმების ადგილზე ოჯახის ხელშემწყობი
პოლიტიკის დანერგვას. ასევე, თანამშრომლების შერჩევის, დაწინაურების, ანაზღაურებისა და
პროფესიული განვითარების პროცესში თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფას და
მმართველობით პოზიციებზე დაწინაურებისათვის თანაბარი პირობების შექმნას. ამას გარდა,
მნიშვნელოვანია კერზო სექტორი აქტიურად უწყობდეს ხელს სქესის ნიშნით ჩაშლილი
მონაცემების შეგროვებას.
ბიზნესის კორპორატიული პასუხისმგებლობის წახალისება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
მიზნით: აღნიშული ღონისძიება მოიცავს ბიზნესის კორპორატიული პასუხისმგებლობის
წახალისებას, მათ შორის, ქალთა შრომითი უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით ბიზნესის პოზიტიური როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საუკეთესო
საერთაშორისო მექანიზმებისა და ოჯახის მხარდამჭერი დასაქმების პოლიტიკის შესახებ
ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
საკითხებზე. ამას გარდა, მიზანშეწონილია კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში
დაგეგმილი ღონისძიებები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდეს შრომით ბაზარზე
ნაკლებად წარმოდგენილი და მოწყვლადი ქალების გაძლიერებაზე.
დამსაქმებლების და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება: ღირსეული დასაქმების
ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია რეგულარულად ხდებოდეს როგორც დამსაქმებელთა,
ასევე დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება
შრომითი უფლებების
მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებისა და პოზიტიური ტენდენციების შესახებ.
აღნიშნული ასევე შესაძლებელია მოიცავდეს სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამების
შეთავაზებას
დასაქმების
ადგილზე
დისკრიმინაციის,
მათ
შორის,
სახელფასო
დისკრიმინაციის, აღმოფხვრის მიზნით.
ბ) გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირება
2021 წლიდან საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციის (EPIC)
წევრია. კოალიციის წევრობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოს აქვს
შესაძლებლობა გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა შრომის ბაზარზე
თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
ამას გარდა, საქართველოს შრომის კოდექსი ითვალისწინებს თანაბარი შრომისთვის თანაბარი
ანაზღაურების პრინციპს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პრინციპის პრაქტიკაში
განხორციელების აქტიური ხელშეწყობა.
შესაძლო ღონისძიებები:
თანაბარი ანაზღაურების პრინციპის აღსრულების და მონიტორინგის უზრუნველყოფა:
აღნიშნული ღონისძიება მოიცავს, შრომის კოდექსით განმტკიცებული თანაბარი შრომისთვის
თანაბარი ანაზღაურების პრინციპის სრულყოფილი რეალიზების,
უზრუნველყოფას,
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამას გარდა, ღონისძიების მიზანია
თანაბარი ანაზღაურების პრინციპის მონიტორინგის გაუმჯობესება, მათ შორის, სსიპ შრომის
ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების გზით.
5.5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება
აუნაზღაურებელ შრომას აქვს მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის
შექმნაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული ტვირთი უმეტესწილად ქალებზე
ნაწილდება. აუნაზღაურებელი შრომა ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ქალთა
ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება ქალების დროით
სიღარიბეს, ნეგატიურად აისახება ქალთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ და შინშრომაზე 3-ჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ,
კაცებთან შედარებით, განურჩევლად მათი დასაქმების სტატუსისა (გაეროს ქალთა
ორგანიზაცია, 2019).
ა) ზრუნვის ეკონომიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება
ქალებისთვის აუნაზღაურებელი და შინშორმის ტვირთის შემსუბუქებაზე მნიშვნელოვან
დადებით გავლენას ახდენს ზრუნვის ეკონომიკის პოლიტიკის არსებობა როგორც
ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალურ და
საგანმანათლებლო სერვისებში ქალთა და კაცთა შორის თანასწორობის პრინციპების შეტანა.
მსგავსი სერვისების არსებობით მნიშვნელოვნად ეწყობა ხელი ქალთა ჩართულობას
ფორმალურ დასაქმებაში, ვინაიდან აუნაზღაურებელი შინშრომის ნაცვლად, ქალებს ეძლევათ
შესაძლებლობა დასაქმდნენ ფორმალურად და მიიღონ მონაწილეობა შრომის ბაზარზე.
შესაძლო ღონისძიებები:
ზრუნვის ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავება: სახელმწიფო მიზნად ისახავს არსებითი
ცვლილებების მომტანი ზრუნვის პოლიტიკის შემუშავებას. აღნიშნული პოლიტიკის მიზანია
უკეთ დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს სოციალური კეთილდღეობა როგორც
ზრუნვის მიმღებთათვის, ასევე ზრუნვის მიმწოდებელთათვის, გააუმჯობესოს სოციალურ
სერვისებზე საყოველთაო წვდომა და ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას.
ქალთა აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის აღიარება: ზრუნვის შრომის აღიარების,
შემცირებისა და გადანაწილებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქალების მიერ გაწეული
აუნაზღაურებელი შრომის მოცულობისა და ღირებულების გაზომვა. შესაბამისად, აღნიშული
ღონისძიება მოიცავს ე.წ. ,,დროის გამოყენების“ კვლევის სისტემატიური განხორციელების
ხელშეწყობას.
ქალთა აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემცირება და გადანაწილება: ქალთა
აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის აღიარების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია დაინერგოს და
განხორციელდეს დამატებითი პროგრამები ქალთა აუნაზღაურებელი შრომის შემცირებისა და
გადანაწილების მიზნით. აღნიშნული პროგრამები, შესაძლოა მოიცავდეს ზრუნვის სერვისების
გაძლიერებას, სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, გენდერულად მგრნობიარე
ინფრასტრუქტურის
მოწყობას,
აუნაზღაურებელ
შრომასთან
დაკავშირებულ
სტერეოტიპებთან ბრძოლას და სხვა.
5.6. ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ქალების ფორმალურ ეკონომიკაში გადმოყვანის ხელშეწყობა
საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჩრდილოვანი ეკონომიკური
საქმიანობის ფორმალიზების წასახალისებლად, რაც მოიცავს ბიზნესის რეგისტრაციის
პროცესის გამარტივებასა და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის დაწესებულ საგადასახადო
შეღავათებს, თუმცა მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი (23%) კვლავ
არაფორმალურ დასაქმებაშია ჩართული (მსოფლიო ბანკი, 2018). ამასთან, მართალია,
ქალებისა და კაცების ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩართულობის ალბათობა თითქმის
თანაბარია, თუმცა, მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი აღნიშნულ სექტორში
ჩართულობის განმაპირობებელი მიზეზები.
განსხვავებით ფორმალურად დასაქმებული ქალებისა, ჩრდილოვან ეკონომიკაში
დასაქმებული ქალები, როგორც წესი, რჩებიან საქართველოს შრომის კოდექსით
გათვალისწინებული დაცვის ინსტრუმენტების მიღმა, რაც ზრდის მათ მოწყვლადობასა და
ექსპლოატაციის რისკს, ზღუდავს სამართლიანი ანაზღაურების მიღებისა და
დაგროვებითი საპენსიო სისტემით სარგებლობის შესაძლებლობას. საქართველოში
ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალები ფორმალურ სექტორში დასაქმებულ
ქალებთან შედარები წელიწადში 42%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ (გაეროს ქალთა
ორგანიზაცია, 2018).
შესაძლო ღონისძიებები:
ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების შემდგომი წასახალისება - ღონისძიება
ასევე მოიცავს არაფორმალური დასაქმების მიზეზებისა და შედეგების სისტემატურ ანალიზს
გენდერულ ჭრილში. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმ მტკიცებულებების შეგროვებას, რაც
არსებითია ქალთა ფორმალურ სექტორში ჩართულობის წამახალისებელი მექანიზმების
შემუშავების პროცესში.
ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ფორმალურ ეკონომიკაში
ჩართვის მიზნით: ღონისძიების მიზანია აამაღლოს ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულთა
ცნობიერება, დაეხმაროს მათ სტერეოტიპული დამოკიდებულებების დაძლევაში და
წაახალისოს მათი მონაწილეობა ფორმალურ ეკონომიკაში.
ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ფორმალურ ეკონომიკაში
ჩართვის მიზნით: ღონისძიების მიზანია აამაღლოს ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულთა
ცნობიერება, დაეხმაროს მათ სტერეოტიპული დამოკიდებულებების დაძლევაში და
წაახალისოს მათი მონაწილეობა ფორმალურ ეკონომიკაში.
ბ) გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გაფართოება
გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების არსებობა მნიშვნელოვანია
მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის.
ვინაიდან სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქალებს განსხვავებული
საჭიროებები გააჩნიათ, მნიშვნელოვანია გააუმჯობესდეს სქესის ნიშნით ჩაშლილი სოციოეკონომიკური მაჩვენებლების შეგროვება, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობაა განსაკუთრებულად მოწყვლადი ქალების
საჭიროებებზე
მორგებული
სოციო-ეკონომიკური
პოლიტიკის
შემუშავებისა
და
დანერგვისთვის.
შესაძლო ღონისძიებები:
სქესის ნიშნით ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების
გაუმჯობესება: აღნიშნული ღონისძიებაა მოიცავს სქესის ნიშნით ჩაშლილი სტატისტიკური
მონაცემების გაფართოებას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვების პროცესში უფრო მეტი
მონაწილის (მათ შორის, კერძო სექტორის) ჩართვას, გენდერული სტატისტიკის წარმოებისა და
გამოყენების მიზნით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ცენტრალურ და
ადგილობრივ დონეზე.
სქესის ნიშნით ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კოორდინაციის
გაუმჯობესება: არსებითია გაძლიერდეს კოორდინაცია ცენტრალურ და ადგილობრივ
დონეებზე სქესის ნიშნით ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების
მიზნით, მათ შორის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და მონაცემების სისტემატური
შეგროვების ხელშეწყობის გზით.
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე საყოველთაო მისაწვდომობის გაუმჯობესება
სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია მნიშვნელოვანი მექანიზმია რელევანტური, სანდო და
დროული გენდერული სტატისტიკის წარმოებისთვის. აღნიშული მექანიზმი ასევე
მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქალებისა და გოგოების სახელმწიფო სერვისებზე წვდომის
გაუმჯობესებისა და შემდგომი ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მიუხედავად ამისა, კვლავ
არსებობენ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე, რჩენიან სისტემისთვის უხილავნი და ვერ სარგებლობენ
იმ სიკეთეებით, რასაც მათ სთავაზობს სახელმწიფო სერვისები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის შემდგომი
გაუმჯობესება.
შესაძლო ღონისძიებები:
სამოქალაქო
აქტებზე
რეგისტრაციის
მისაწვდომობის
გაუმჯობესება
განსაკუთრებით
მოწყვლადი ჯგუფების ხილვადობის გაზრდის მიზნით: მნიშვნელოვანია დაიგეგმოს და
განახორციელდეს სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით
მოწყვლად ჯგუფებს
მიკუთვნებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, სამოქალაქო
აქტებზე რეგისტრაციის წვდომის გაუმჯობესების გზით.
დ) მიგრანტი ქალების რეინტეგრაციის ხელშეწყობა
ემიგრაციაში მყოფ ქალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოჯახებში სიღარიბის დონის
შემცირების პროცესში. სახელმწიფო მხარს უჭერს ემიგრაციაში მყოფი ქალების უსაფრთხო და
ღირსეულ დაბრუნებას სამშობლოში, რეინტეგრაციის სოციალურ-ეკონომიკური პროცესებთან
გამკლავებაში, განათლებასა და შრომის ბაზარზე წვდომაში. ამას გარდა, სახელმწიფო მიზნად
ისახავს დახვეწოს რეინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პოლიტიკა ისე, რომ მან ხელი
შეუწყოს ემიგრაციაში წასული ქალებისა და მათი ოჯახების მდგრად და გრძელვადიან
ეკონომიკურ გაძლიერებას.
შესაძლო ღონისძიებები:
მიგრანტი ქალების საჭიროებების კვლევა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით: სახელმწიფო
მიზნად ისახავს, იკვლიოს მიგრანტი ქალების სოციო-ეკონომიკური საჭიროებები, როგორც
მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიან ჭრილში. აღნიშნული კვლევა მიგრანტი
ქალებისთვის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და საჭიროებებზე მორგებული სოციოეკონომიკური სერვისების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ხოლო, მსგავსი
სერვისების არსებობა მიგრანტი ქალების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ქმედითი
მექანიზმია.
5.7. ბრძოლა დისკრიმინაციულ სოციალურ ნორმებთან
დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და საზიანო პრაქტიკები, შრომის ბაზარზე ქალთა
მონაწილეობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია და ქმნის არსებით ბარიერებს ქალთა
ეკონომიკური გაძლიერებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ ეფექტიანი ღონისძიებების
გატარება, რომლის მიზანია დისკრიმინაციული სოციალური ნორმებისა და პრაქტიკების
აღმოფხვრა.
ა) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
სახელმწიფომ პროაქტიურად იმუშაოს
ძალადობა გამოვლილი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მათ შორის,
განახორციელოს ღონისძიებები ეკონომიკური ძალადობის აღმოსაფხვრელად, გააძლიეროს
ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური კომპენსაციისა და შრომის ბაზარზე აქტიური
მონაწილეობის წამახალისებელი მექანიზმები, გააუმჯობესოს უწყებათაშორისი კოორდინაცია
და აამაღლოს საზოგადოებრივი ცნობიერება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ არსებული მექანიზმების შესახებ.
შესაძლო ღონისძიებები:
ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება: აღნიშული
ღონისძიება
მოიცავს
ქალთა
მიმართ
ეკონომიკური
ძალადობის
პრევენციის,
იდენტიფიცირების და მასზე რეაგირების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით
საყურადღებოა ეკონომიკური ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავი სტრუქტურების
წარმომადგენლების განგრძობადი ცნობიერების გაღრმავება ქალთა მიმართ ეკონომიკური
ძალადობის პრევენციის, შეტყობინებისა და რეაგირების ინსტრუმენტების გაუმჯობესება,
ეკონომიკურ ძალადობა გამოვლილი ქალების ინფორმირებულობისა და მართლმსაჯულებაზე
მისაწვდომობის გაზრდა.
ძალადობა გამოვლილი ქალების, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ეკონომიკური
გაძლიერების ხელშეწყობა: აღნიშული ღონისძიება მოიცავს ძალადობა გამოვლილი ქალების
და ტრეფიკინგის მსხვერპლთა გრძელვადიან მხარდაჭერასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.
რაც, მნიშვნელოვანწილად, მოიცავს თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის შემდგომ
გაფართოებას; თავშესაფარში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვას და
გაუმჯობესებას; თავშესაფრის შემდგომი ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების
შემუშავებასა და რეალიზებას.
ბ) გენდერული სტერეოტიპების და დისკრიმინაციული განწყობების აღმოფხვრის ხელშეწყობა
მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ დამკვიდრებულია
არაერთი გენდერული სტერეოტიპი, რომელიც ქმნის ქალთა, პოლიტიკური, ეკონომიკური და
სოციალური ჩართულობის ბარიერებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აქტიური
ძალისხმევა დისკრიმინაციული განწყობების აღმოფხვრისა და გენდერული სტერეოტიპების
მსხვრევის მიმართულებით.
შესაძლო ღონისძიებები:
გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: აღნიშნული
ღონისძიება მოიცავს სახელმწიფო უწყებების მიერ სისტემატურ საგანმანათლებლო და
ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოებას, მათ შორის, განსაკუთრებულად მოწყვლადი
ჯგუფების გაძლიერების მიზნით. მიზანშეწონილია, აღნიშნულ აქტივობებში საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლების აქტიური
მონაწილეობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
გენდერული სტერეოტიპების და დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრის
პროცესში საგანმანათლებლო ინსტიტუციების როლის ზრდა: აღნიშნული აქტივობა მიზნად
ისახავს, თანასწორი და ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცის არსებობის ხელშეწყობას,
რათა არ მოხდეს უთანასწორო პრაქტიკების კვლავწარმოება. ამ მიმართულებით
გასაკუთრებით საყურადღებოა თანასწორობის პრინციპების სწავლებასთან დაკავშირებით
მასწავლებლებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა
სისტემატური გადამზადება ცნობიერების
ამაღლებადა საგანმანათლებლო პროგრამებიდან ქალების როლთან დაკავშირებული
დისკრიმინაციული სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა.
მეტიც, სახელმძღვანელოების შეფასების (გრიფირების) მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა
საგანში, შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში ქალების როლსა და მათ მიერ
შეტანილ წვლილზე აქცენტირება. მიზანშეწონილია, აღნიშნულ პროცესში აკადემიური
ინსტიტუტების როლის ზრდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის გააქტიურებას აღნიშნული
მიმართულებით.
გ) უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე წვდომის უზრუნველყოფა
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ხარისხიანი
განათლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
განათლების სისტემის გაძლიერებას ისე, რომ
მან უზრუნველყოს ქალებისათვის სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი
შესაძლებლობა. გარდა ამისა, ინკლუზიური და ქალთა საჭიროებებზე მორგებული
საგანმანათლებლო სივრცისა და შესაძლებლობების არსებობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
ქალთა როლთან დაკავშირებული სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების მსხვრევას და
საზოგადოებაში დამკვირდებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებების აღმოფხვრას.
შესაძლო ღონისძიებები:
ხარისხიანი უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა: აღნიშნული ღონისძიება მოიცავს
ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას განათლების ყველა ეტაპზე, მათ შორის,
პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. მნიშვნელოვანია,
განათლების სისტემამ შექმნას სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი
შესაძლებლობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ
განათლებაზე ხელმისაწვდომობიდან დაწყებული, ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის
საჭირო კომპეტენციებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობების შექმნის
უზრუნველყოფით, მათ შორის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების
მიმართულებით. განსაკუთრებული საყურადღებოა ეკონომიკურად მოწყვლადი გოგოებისა
და ქალებისთვის უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება და დასაქმებისათვის
აუცილებელი უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვა.
სწავლის/ტრენინგის და დასაქმების სისტემის მიღმა დარჩენილი (NEET) ქალების და გოგოების
გაძლიერება: სახელმწიფო მიზნად ისახავს უზრუნველყოს თანაბარი წვდომა გადამზადებისა
და დასაქმების სისტემის მიღმა დარჩენილი (NEET) ქალებისა და გოგოებისთვის ეკონომიკური
გაძლიერების შესაძლებლობებზე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის
წამახალისებელი შესაძლებლობებისა და ხელშემწყობი სერვისების შეთავაზება.
პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების
აღმოფხვრა: პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული
სტერეოტიპები აისახება შრომის ბაზრის გენდერულ სეგრეგაციაში, რაც, თავის მხრივ, ქმნის
არსებით ბარიერებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
პროფესიული განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა,
პროფესიული განათლების საფეხურზე გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისათვის,
გენდერული პოლიტიკის
შემუშავება/დანერგვა და პროფესიებთან დაკავშირებული
სტერეოტიპული დამოკიდებულებების ცვლილება.
განათლების, გადამზადების, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში გენდერული
მიკერძოებების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობს პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში
გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას: ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის
(STEM) სფეროში ქალთა პოტენციალის სრულფასოვანი ჩართვა და გამოყენება. აღნიშნული
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო მიზნად ისახავს აქტიურად ითანამშრომლოს კერძო
სექტორთან და აწარმოოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები. მთავრობა
წაახალისებს ინკლუზიურ სამეცნიერო განათლებას გენდერული, სოციალურ-ეკონომიკური,
რეგიონული და სხვა უთანასწორობის შესამცირებლად. ძალისხმევის ნაწილი მიმართული
იქნება პედაგოგიკაზე და პროგრამებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მეცნიერული აზროვნებისა
და კვლევის მიდგომების ინტეგრირებას ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და სხვა
სფეროებში
STEM-თან
დაკავშირებული
პროფესიული
შესაძლებლობებისა
და
სტარტაპებისადმი ინტერესის გასაზრდელად, განსაკუთრებით კი გოგოებსა და ქალებში,
რომელთა პოტენციალიც ჯერ კიდევ აუთვისებელია აღნიშნული მიმართულებით.
6. შეჯამება
სახელმწიფო კონცეფცია ეყრდნობა გაეროს მაღალი დონის რეკომენდაციებს (გაერო, 2016) და
განსაზღვრავს ქვეყნის ხედვასა და ძირითად პოლიტიკას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულების მონიტორინგი
განხორციელდება ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური თანამშრომლობით. მათ შორის,
საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერების, გენდერულად მგრძნობიარე ეკონომიკური პოლიტიკის
შემუშავებისა და კონცეფციით შემოთავაზებული ღონისძიებების აღსრულების გზით.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის აღსრულების მონიტორინგს
განახორციელებს საქართველოს პარლამენტი, მინიჭებული საზედამხედველო საქმიანობის
ფარგლებში.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
ქალების სიღარიბე, ანუ „სიღარიბის ფემინიზაცია“ ნიშნავს იმას, რომ ქალები ღარიბი
მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ მსოფლიოში. აღნიშული ტენდენცია კიდევ უფრო
გაიზარდა კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის ხარჯზე. ამასთანავე,
მარტოხელა ქალების ოჯახები ღარიბ ოჯახებს შორის ყველაზე ღარიბები არიან და
სიღარიბის ციკლი ასევე გადაეცემათ მათ შვილებს. ქალებს უფრო უჭირთ სიღარიბიდან
თავის დაღწევა, ვიდრე კაცებს, რადგან ხშირად, გენდერული უთანასწორობის გამო არ არიან
იმ პოზიციაში, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ძირეულად შეცვლიდა მათ
ცხოვრებას, მაგალითად, დაიწყონ მუშაობა, ან მიიღონ განათლება.
ქალების ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ამ
მსჯელობის დამადასტურებელი არაერთი საერთაშორისო ნაშრომი და ემპირიული კვლევა
არსებობს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გენდერული
თანასწორობა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მოაქვს განვითარების უკეთესი
შედეგები. ეს მიიღწევა შემოსავლების უთანასწორობის დაძლევით და ეკონომიკური
დივერსიფიკაციის ზრდით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით, რასაც
მოაქვს ეკონომიკური მდგრადობა.
ემპირიულად დადასტურებულია, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია ეკონომიკურ
განვითარებასა და ქალების უფლებებს შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკუთრების
უფლება, აქტივების ფლობა, ფინანსებზე წვდომა, ქალთა მიმართ ძალადობა და სხვა.
ამასთანავე, იმისათვის, რომ მივიღოთ ქალთა რეალური ეკონომიკური გაძლიერება, რაც
ქალთა სიღარიბის დაძლევის მთავარი წინაპირობაა, აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ
განათლების სრულყოფილად მიღებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება;
ჰქონდეთ საკმარისი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღების
პროცესზე, ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და ძალადობისგან თავისუფალი გარემო.
შესაბამისად, ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პროგრესის მიღწევა მოითხოვს
მუშაობას მრავალი მიმართულებით - ძირეულ ტრანსფორმაციას ინდივიდუალურ და
საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე.
კონცეფცია მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით საქართველოში
თანასწორობის უფლების განმტკიცებისაკენ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის
კეთილდღეობისა და ეკონომიკური დოვლათის გაზრდას.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველოევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ
პრიორიტეტებთან, რამაც უნდა უზრუნველყონ ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და
ეკონომიკური ინტეგრაცია, აგრეთვე კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი
რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას, შესაბამისად სახელმწიფო ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობით ,,გააერთიანებს ძალისხმევას" გენდერული
თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
გასული ათწლეულის მანძილზე, სულ უფრო მეტად ხდებოდა აქცენტირება ქალთა
ეკონომიკურ გაძლიერებაზე, როგორც გენდერული თანასწორობისა და მდგრადი
განვითარების მიზნების მიღწევის მთავარ მანიშნებელზე. სამუშაოს, რომელიც გასაწევია
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
მიმართულებით,
აქვს
ცენტრალური
როლი
უთანასწორობების შემცირებისა და „არავინ დატოვო მიღმა“ (LNOB) მიზნის მისაღწევად.
ბოლო
წლებში,
გენდერული
უთანასწორობის
შემცირების
კუთხით
საქართველომ
მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მიუხედავად ამისა, არაერთი საერთაშორისო კვლევა
აჩვენებს რომ გენდერული დისკრიმინაციის შემცირებისა და ქალების სრულფასოვანი და
თანაბარი ეკონომიკური და სოციალური მონაწილეობისთვის კვლავ მთელი რიგი
კომპლექსური ნაბიჯები არის გადასადგმელი. ქვეყანაში არსებული სოციალური და
კულტურული ბარიერები, შრომის გენდერული განაწილება, აუნაზღაურებელი შინ შრომა
და ზრუნვის შრომა, ისევე როგორც სუსტი წამახალისებელი ეკონომიკური პოლიტიკის
არსებობა ხელს უშლის ქალებს დააგროვონ კაპიტალი და სრულფასოვნად ჩაერთონ
ეკონომიკურ საქმიანობაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ანგარიში ქვეყნის გენდერული
თანასწორობის პროფილთან დაკავშირებით (2021) ნათელს ხდის, რომ არაერთი ფაქტორი,
როგორიცაა ინვესტიციების ნაკლებობა სოციალური დაცვის მიმართულებით, შრომის ისეთი
რეგულაციების არსებობა, რომელიც ხელს უშლის აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის,
ასევე დედობის შეთავსებას ანაზღაურებად სამუშაოსთან, ისევე, როგორც გენდერული
ბიუჯეტირების არ არსებობა და გენდერული მეინსტრიმინგის ნაკლებობა ეკონომიკური
პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, ხელს უშლის ქალთა თანაბარ ეკონომიკურ მონაწილეობას
და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ქვეყანაში.
შედეგად,
1990-იანი
წლების
შემდეგ
არსებული
პროგრესის
მიუხედავად,
ქალთა
ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
რეგიონში არსებული კონფლიქტები ასევე წარმოადგენს დამატებით ბარიერს ქალთა
თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობისთვის.
ქალთა მიღწევები განათლების სფეროში არ აისახება ეკონომიკურ გაძლიერებაში.
საქართველოში სამუშაო ასაკის მქონე ქალების დაახლოებით მხოლოდ 40% მონაწილეობს
შრომის ბაზარზე (საქსტატის 2020 წლის მონაცემებით). მსოფლიო ბანკის შეფასების
მიხედვით კი, აღნიშნულის ეკონომიკური ხარჯი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის
11%-ია.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ერთი მხრივ, კონცეფცია წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ვრცელ
განმარტებას. მეორე მხრივ, კი, კონცეფციაში წარმოდგენილია სახელმწიფოს ხედვა ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების უზრუნველყოფის.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
კონცეფციის ამოსავალი წერტილია ტრანსფორმაცია ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ,
ინსტიტუციურ და პოლიტიკის დონეზე.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია სრულად გამომდინარეობს საქართველოს
გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციიდან, რომელისთვისაც ქალთა
ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნული დოკუმენტი
მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა, ერთის მხრივ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს
ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და კვლევებს და მეორეს მხრივ, „გენდერული
თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“ განახლებულ გამოცემაში
არსებულ რეკომენდაციებს.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში
არსებული სპეციფიური გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით,
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს
ღონისძიებებს როგორც ინდივიდუალურ, საზოგადოებრივ, კერძო პრაქტიკისა და
სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე.
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
სახელმწიფო
კონცეფციით
განსაზღვრული
მიმართულებებია:
1. ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა - უძრავ ქონებაზე, საფინანსო
სერვისებზე, ძირითად აქტივებსა და საკომუნიკაციო სერვისებზე წვდომისს
გაუმჯობესება და მათი ეფექტიანი გამოყენება.
2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება - არსებული
საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესება. მათ შორის, სახელფასო
სხვაობის შემცირება; ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
შვებულების მარეგულირებელი ნორმის შემდგომი დახვეწა.
3. საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება სახელმწიფო შესყიდვებში “ქალის მფლობელობაში არსებული ბიზნესის”
მონაწილეობის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება. მათ შორის, “ქალის
მფლობელობაში
არსებული
ბიზნესის”
კრიტერიუმების
განსაზღვრა,
სერტიფიცირება და შესაბამისი ბიზნეს რეესტრის წარმოება.
4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება - კერძო სექტორში
დასაქმებული
ქალების
შრომითი
უფლებების
გაუმჯობესება
და
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.
5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება -
სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის პოლიტიკის შემუშავება; ზრუნვის ტვირთის
აღიარება,
შემცირება
და
გადანაწილება;
დამატებითი
სტიმულირების
პროგრამების შემუშავება.
6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის
ფორმალიზების წახალისება - ქალთა ცნობიერების ამაღლებისა და
სტერეოტიპული განწყობების დაძლევის ხელშეწყობა.
7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა - არსებული გენდერული და
სოციალურ-ეკონომიკური ბარირების აღმოფხვრა და თანაბარი ეკონომიკური
შესაძლებლობების
უზრუნველყოფა
ყველასათვის,
შეზღუდული
შესაძლებლობის, ასაკის, სქესის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების,
რელიიგიის ან რწმენის, სოციალური მიკუთვნებულობის ან სხვა ნიშნის
მიუხედავად. საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრა და ბრძოლა ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულიასაქართველოევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ
პრიორიტეტებთან, რამაც უნდა უზრუნველყონ ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და
ეკონომიკური ინტეგრაცია, აგრეთვე კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი
რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას.
კონცეფციის
თითოეული
მიმართულება
განხილულია
საქართველოს
მიერ
ნაციონალიზებულ მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამის ამოცანებთან
მიმართებაში, რომელთა შესრულების პასუხისმგებლობა ქვეყანამ აიღო 2030 წლისთვის.
საქართველოს მთავრობის ნებაყოფლობითი ანგარიში მდგრადი განვითარების მიზნების
მიღწევის მაჩვენებლებთან დაკავშირებით (2020) მიღებული იქნება როგორც ბაზისი ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის შემუშავების პროცესში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი დადგენილების პროექტთან
მიმართებით, დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე,
რათა დროულად მოხდეს სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცება, ამასთანავე
გათვალისწინებული არ არის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
დადგენილების
პროექტის
მიღებასთან
დაკავშრებული
აუცილებელი
ხარჯის
დაფინანსების წყარო:
ვინაიდან
„ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
სახელმწიფო
კონცეფციით“
გათვალისწინებული აქტივობები მოსალოდნელია გათვალისწინებულ იქნეს გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს მთავრობის
სამოქმედო გეგმებში, ამ ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ზემოაღნიშნულ
გეგმებში მითითებული წყაროებიდან, კერძოდ, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების,
ასევე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებებიდან, აგრეთვე,
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.
ბ.ბ)
დადგენილების
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება ზემოთხსენებული
სამოქმედო გეგმ(ებ)ით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე.
ბ.გ)
დადგენილების
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ვინაიდან
„ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების
სახელმწიფო
კონცეფციით“
გათვალისწინებული აქტივობები მოსალოდნელია გათვალისწინებულ იქნეს გენდერული
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს მთავრობის
სამოქმედო გეგმებში, ამ ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ზემოაღნიშნულ
გეგმებში მითითებული წყაროებიდან, კერძოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
ბიუჯეტების
ასიგნებებიდან,
რესპუბლიკური
ან/და
ადგილობრივი
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.
აგრეთვე,
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პირებზე ფინანსური გავლენა დამოკიდებულია შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ით
განსაზღვრულ აქტივობებზე.
ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის(ფულადი
შენატანის)
ოდენობა
შესაბამის
ბიუჯეტში
რაოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილებით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების ზეგავლენის შეფასება
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია ითვალისწინებს ქალთა და
გოგონათა სიღარიბის დაძლევას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შესაბამისად, ბავშვთა უფლებრივი მდგომარების კუთხით კონცეფცია მოიცავს ორ ძირითად
გავლენას:
ა) პირდაპირი გავლენა, რომელიც დაკავშირებულია გოგოების უფლებრივი მდგომარების
გაუმჯობესებასთან: ვინაიდან არსებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების
აღმოფხვრა წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან
წინაპირობას, კონცეფცია ხელს შეუწყობს გოგონათა საჭიროებებზე მორგებული და
დისკრიმინაციული
მიდგომებისგან
დაცლილი
საგანმანათლებლო
სივრცისა
და
პროგრამების არსებობას. -,
ბ) არაპირდაპირი გავლენა, რომელიც დაკავშირებულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
სოციალურ სარგებელთან: ვინაიდან მრავალი საერთაშორისო კვლევა ცხადყოფს, რომ ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერება
დადებით
გავლენას
ახდენს
ბავშვთა
განათლებასა
და
კეთილდღეობაში ინვესტიციების ზრდასა და თაობათა შორის გარდამავალი უთანასწორობის
რღვევაზე, კონცეფციით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულება ხელს შეუწყობს
სახელმწიფოს ზრუნვის, სოციალური და ჯანმრთელობის სერვისების ხარისხისა და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ამასთანავე, კონცეფცია შეესაბამება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ საქართველოს ბავშვის
უფლებათა კოდექსით და ბავშვის უფლებათა კონვენციით აღიარებულ ბავშვთა დაცვისა და
კეთილდღეობის ძირითად პრინციპებს.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. დადგენილების აღსრულება
ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული
შემდეგი დოკუმენტების შესრულებას:
●
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027;
●
ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტი (,,გააერთიანებს
ძალისხმევას" გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ
ძალადობასთან საბრძოლველად);
●
პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა;
●
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და 2030 წლის დღის წესრიგი;
●
●
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და თანმდევი რეზოლუციები;
მოსახლეობის და განვითარების კაიროს საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო
პროგრამა, და მისი განხორციელების 20 წლისთავზე მიღებული რეგიონული და
გლობალური დოკუმენტები;
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, მისი
შესაბამისი მუხლიან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, დადგენილების პროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორემხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს
სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის პროექტის შემუშავება მოხდა
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით..
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
გაეროს
განვითარების
პროგრამის
(UNDP)
მხარდაჭერით,
ქალთა
ეკონომიკური
გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის პროექტი შეაფასა საერთაშორისო ექსპერტმა Assumption University–ის ეკონომიკის პროფესორმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების
მიმართულებით დამოუკიდებელმა მკვლევარმა სმრიტი რაომ (Dr. Smriti Rao). აღნიშნული
შეფასებით, ქალთა ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო კონცეფცია სრულად
შეესაბამება ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი დადგენილების პროექტის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
კონცეფცია ეყრდნობა
რეკომენდაციებს.
გაეროს
გენერალური
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები:
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
ნინო წილოსანი
მიხეილ სარჯველაძე
მაია ბითაძე
გიორგი ხელაშვილი
ხატია წილოსანი
ირაკლი ზარქუა
რატი იონათამიშვილი
მარიამ ლაშხი
რამინა ბერაძე
მდივნის
მაღალი
დონის
პანელის
10. ნინო იობაშვილი
11. ირმა ზავრადაშვილი
12. ბაია კვიციანი
13. მაკა ბოჭორიშვილი
14. ლევან მგალობლიშვილი
15. მიხეილ ყაველაშვილი
16. ირაკლი მეზურნიშვილი
17. დავით მათიკაშვილი
18. ალექსანდრე დალაქიშვილი
19. ეკა სეფაშვილი
20. თამარ კორძაია
21. ლევან ქარუმიძე
22. ბექა დავითულიანი
23. თეონა აქუბარდია
24. ხათუნა სამნიძე
25. ქეთევან დუმბაძე
26. ანა ნაცვლიშვილი
27. ანა წითლიძე
28. გიორგი ცაგარეიშვილი
29. ანა ბუჩუკური
30. ლევან იოსელიანი
31. ირაკლი ბერაია
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები:
1. ნინო წილოსანი
2. მიხეილ სარჯველაძე
3. მაია ბითაძე
4. გიორგი ხელაშვილი
5. ხატია წილოსანი
6. ირაკლი ზარქუა
7. რატი იონათამიშვილი
8. მარიამ ლაშხი
9. რამინა ბერაძე
10. ნინო იობაშვილი
11. ირმა ზავრადაშვილი
12. ბაია კვიციანი
13. მაკა ბოჭორიშვილი
14. ლევან მგალობლიშვილი
15. მიხეილ ყაველაშვილი
16. ირაკლი მეზურნიშვილი
17. დავით მათიკაშვილი
18. ალექსანდრე დალაქიშვილი
19. ეკა სეფაშვილი
20. თამარ კორძაია
21. ლევან ქარუმიძე
22. ბექა დავითულიანი
23. თეონა აქუბარდია
24. ხათუნა სამნიძე
25. ქეთევან დუმბაძე
26. ანა ნაცვლიშვილი
27. ანა წითლიძე
28. გიორგი ცაგარეიშვილი
29. ანა ბუჩუკური
30. ლევან იოსელიანი
31. ირაკლი ბერაია