„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“
- „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ (07-2/234, 15.12.2022) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-29
ბიუროს ნომერი 217
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
თავი I. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიზანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის,
ფუნქციონირების,
განვითარებისა
ინფრასტრუქტურის
და
ევროკავშირის
სამომავლოდ,
ქვეყნების
ეროვნული
სივრცითი
სივრცითი
მონაცემების
ინფორმაციის
ერთიან
ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციისთვის საჭირო ტექნიკური, ორგანიზაციული და
სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და ამ კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებში
ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრა.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობას, რომლებიც წარმოიშობა ეროვნული
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში მონაცემების, მეტამონაცემებისა და
მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარებისა და გამოყენების პროცესში,
ასევე, განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტებს,
კოორდინაციაზე უფლებამოსილ პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტერიტორიული წყლების,
მიმდებარე ზონის, კონტინენტური შელფის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, თავისუფალი
ინდუსტრიული და ტურისტული ზონების ჩათვლით.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ელექტრონულ (ციფრულ) ფორმატში არსებულ, ამ
კანონის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და მე-7 მუხლით განსაზღვრულ ყველა იმ საბაზისო
ან/და თემატურ სივრცით მონაცემებსა და მათ მეტამონაცემებზე, რომლებიც მიეკუთვნება ამ
მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალს და რომელთა ადმინისტრირებას
ახორციელებს ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის სუბიექტი (შემდგომ − სუბიექტი), ასევე, იმ ქსელურ სერვისებზე, რომლებიც
დაკავშირებულია ამ მონაცემებთან და მათ მეტამონაცემებთან.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
ამ კანონის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა − სივრცითი მონაცემების დამუშავების
ინსტრუმენტთა ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის
ა)
სივრცითი მონაცემების შექმნა, შენახვა, დამუშავება, ანალიზი, მოდელირება, მართვა და
ვიზუალიზაცია;
ბ) დაშვება (ლიცენზია) − ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე,
სუბიექტისთვის ან/და მესამე პირისთვის მინიჭებული სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა
და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების ან/და მათი ნაწილების გამოყენებისა და
გავრცელების უფლება;
გ) ეროვნული გეოპორტალი − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
ოფიციალური ვებპორტალი ან მისი ეკვივალენტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი
მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების გამოქვეყნებასა
და მათზე დისტანციურ წვდომას;
დ) ვებგვერდი − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური
ვებგვერდი;
ე) თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით
განსაზღვრული მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იქმნება საბაზისო სივრცით მონაცემებზე
დაყრდნობით, ცალკე გამოყოფს ან დეტალურად აღწერს მათში არსებული ინფორმაციის
სპეციფიკურ მხარეს ან მოიცავს დამატებით ინფორმაციას და, ამასთან, არ განეკუთვნება ამ კანონის
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
ვ) მეტამონაცემები (ინფორმაცია მონაცემების შესახებ − ISO 19115) − სივრცითი მონაცემების
რესურსის აღწერილობის შემცველი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია მისი მოძიება,
შეფასება და გამოყენება;
ზ) საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრები − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული მონაცემების ერთობლიობა, რომელიც არის სივრცითი მონაცემების წარმოების
საფუძველი, დამოუკიდებლად გამოყოფს ან განაზოგადებს ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტ
ინფორმაციას და რომლის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული
მონაცემების შედარება და მონაცემების გეოგრაფიული კონტექსტის განმარტება;
თ) სივრცითი მონაცემი (გეოგრაფიული მონაცემი − ISO 19100) − ნებისმიერი მონაცემი,
რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას სივრცეში
ან გეოგრაფიულ არეალს;
ი) სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა − საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკური
სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს, მათი მართვის პოლიტიკას,
თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტანდარტებს, ადამიანურ რესურსებსა და მათთან დაკავშირებულ
ქმედებებს, ორიენტირებულია მონაცემების გახსნილ, დეცენტრალიზებულ, კოორდინირებულ
მართვაზე, მრავალფუნქციურ გამოყენებასა და გაზიარებაზე;
კ) სივრცითი მონაცემების მწარმოებელი − საჯარო დაწესებულებები, ასევე ფიზიკური და
იურიდიული
პირები,
რომლებიც
აწარმოებენ
ან
აახლებენ
სივრცით
მონაცემებსა
და
მეტამონაცემებს;
ლ) სივრცითი მონაცემების რესურსი − სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი
მონაცემების ნაკრებების სერია ან სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ქსელური სერვისი;
მ) სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი − საჯარო დაწესებულებები, ასევე ფიზიკური
და იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან/და განკარგავენ სივრცით მონაცემებსა და
მეტამონაცემებს;
ნ) სივრცითი მონაცემების მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი,
რომელიც იყენებს სივრცით მონაცემებსა და მეტამონაცემებს;
ო) სივრცითი მონაცემების ნაკრები − ძირითადი საერთო მახასიათებლის მქონე სივრცით
მონაცემთა იდენტიფიცირებადი ერთობლიობა;
პ) სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია − ერთსა და იმავე სპეციფიკაციის საფუძველზე
შექმნილი სივრცითი მონაცემების ნაკრებების ერთობლიობა;
ჟ) სივრცითი ობიექტი (გეოგრაფიული ობიექტი − ISO 19100) − რეალურ სამყაროში არსებული
მოვლენის
აბსტრაქტული
გამოხატულება,
რომელიც
დაკავშირებულია
კონკრეტულ
ადგილმდებარეობასთან სივრცეში ან გეოგრაფიულ არეალთან, მათ შორის, ავტონომიური
რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, დასახლება
(ქალაქი, დაბა, სოფელი) და მასში არსებული გეოგრაფიული ობიექტები: ზონა, მიკრორაიონი,
კვარტალი, დასახლებაში არსებული სხვა ერთიანი ან რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისგან
შემდგარი განაშენიანებული ტერიტორია, ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), ხეივანი, გზატკეცილი,
შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, მოედანი, სკვერი, ბულვარი, ბაღი, პარკი, ტყეპარკი, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, მიწის ნაკვეთი
ან სხვა გეოგრაფიული ობიექტი;
რ) ფუნქციური თავსებადობა (ინტეროპერაბელობა) − ინფორმაციის საიმედო, ცდომილების
გარეშე გაცვლის უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს სივრცითი მონაცემების ნაკრებების
კომბინირებისა
და
სივრცით
მონაცემებთან
დაკავშირებული
ქსელური
სერვისების
ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობას, პერიოდული მექანიკური ჩარევების გარეშე;
ს) ქსელური სერვისი (გეოვებსერვისი) − სივრცითი მონაცემების ან მეტამონაცემების
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებასთან დაკავშირებული ოპერაცია ან
ოპერაციების ერთობლიობა;
ტ) INSPIRE (Infrastructure for Spatial Information in the European Community) − ევროკავშირის
ქვეყნების ერთიანი სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა (ევროპარლამენტისა და საბჭოს
2007 წლის 14 მარტის №2007/2/EC დირექტივა (INSPIRE));
უ) ISO (International Organization for Standardization) − სტანდარტიზაციის საერთაშორისო
ორგანიზაცია;
ფ) OGC (Open Geospatial Consortium) − სტანდარტიზაციის საერთაშორისო არაკომერციული
ორგანიზაცია „ღია გეოსივრცითი კონსორციუმი“.
მუხლი 4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის არსი და მიზანი
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის ელექტრონული
მმართველობის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ქვეყნის სივრცითი მოწყობის
საფუძველი.
2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის საინფორმაციო ქსელურანალიტიკური
სისტემა
(ვირტუალური
ინფრასტრუქტურა),
რომელიც
მოიცავს
სივრცით
მონაცემებს, მეტამონაცემებს, ქსელურ სერვისებსა და მათთან დაკავშირებულ თანამედროვე
ტექნოლოგიებს, ნორმატიულ აქტებს, უწყებათაშორის შეთანხმებებს მონაცემების წვდომის,
გამოყენებისა და გაზიარების თაობაზე, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და ტექნიკურ
სპეციფიკაციებს, კოორდინირებისა და მონიტორინგის მექანიზმებსა და პროცედურებს, ადამიანურ
რესურსებსა და მათთან დაკავშირებული ქმედებების ერთობლიობას, რომელიც ორიენტირებულია
მონაცემების გახსნილ, დეცენტრალიზებულ, კოორდინირებულ მართვაზე, მრავალფუნქციურ
გამოყენებასა და გაზიარებაზე.
3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზანია სივრცითი
მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების,
გაზიარების, გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტიზებული სისტემის (ქვეყნის
ერთიანი გეოინფორმაციული სივრცის) ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკისა
და
მუნიციპალურ
დონეებზე,
აგრეთვე
მიმართულებებით.
4. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კომპონენტებია:
ა) სივრცითი მონაცემები;
ბ) ქსელური სერვისები;
გ) მეტამონაცემები;
დ) ეროვნული გეოპორტალი და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა;
ე) ტექნიკური სტანდარტები და სამართლებრივი რეგულაციები;
ვ) კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები;
დარგობრივი
ზ) ორგანიზაციული სტრუქტურა.
5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პრინციპებია:
ა) ეფექტურობა − მონაცემები უნდა შეიქმნას/შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ და შენახული
იყოს იქ, სადაც მათი შენახვა ყველაზე ეფექტურად არის შესაძლებელი;
ბ) ხელმისაწვდომობა − ერთ დონეზე შექმნილი/შეგროვებული მონაცემები უნდა იყოს
გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საჯარო მმართველობის ყველა დონეზე;
გ) თავსებადობა − სხვადასხვა სუბიექტების მიერ წარმოებული აქტუალური და უტყუარი
მონაცემების კომბინირებით შესაძლებელი უნდა იყოს კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება
საჯარო მმართველობის ყველა დონეზე;
დ) კოორდინაცია − სისტემის
უზრუნველსაყოფად
პროცესები
მდგრადობისა
უნდა
და
იმართებოდეს
ეფექტური
ფუნქციონირების
დეცენტრალიზებულად
და
კოორდინირებულად.
6. თუ რამდენიმე სუბიექტთან დაცულია ერთი და იგივე სივრცითი მონაცემების ნაკრების
რამდენიმე ვერსია, ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ
წარმოებულ თავდაპირველ (ორიგინალ) ვერსიაზე, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სხვა
ვერსიები/ასლები.
7. სუბიექტების ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. თუ სივრცითი
მონაცემები
ექცევა
სუბიექტის
საქმიანობის
ფარგლებში
და,
ამავდროულად,
მასზე
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები აქვს მესამე პირს, სუბიექტი უფლებამოსილია
განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მხოლოდ მესამე პირის
თანხმობით.
თავი II. გეოგრაფიული მონაცემები
მუხლი 5. სივრცითი მონაცემები
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში სავალდებულოა სივრცითი
მონაცემების ყველა იმ ნაკრების ასახვა, რომელსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს საჯარო
დაწესებულება ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში შესაძლებელია ასევე აისახოს
სივრცითი მონაცემების ის ნაკრებებიც, რომლებსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავს სხვა
ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული მონაცემები იყოფა
საბაზისო და თემატურ სივრცითი მონაცემების ნაკრებებად.
4. საბაზისო სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება:
ა) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საფუძველი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) სახელმწიფო გეგმურ-სიმაღლურ მოდელს, რომელიც წარმოადგენს ყველა მასშტაბის
ტოპოგრაფიული აგეგმვის მთავარ გეოდეზიურ საფუძველს და ქმნის ქვეყნის ტერიტორიაზე
კოორდინატებისა და სიმაღლეების განვრცობის ერთიან სისტემას;
ა.ბ) სახელმწიფო სარეფერენციო კოორდინატთა ათვლის სისტემას, რომლის მეშვეობითაც
განისაზღვრება კარტეზიანული (სამგანზომილებიანი X, Y, Z), გეოდეზიური (გრძედი და განედი)
კოორდინატები და სიმაღლე (h, Ell), და კარტოგრაფიულ პროექციასა და ბადეს, რომელიც
წარმოადგენს სხვადასხვა მასშტაბის რუკების მათემატიკურ საფუძველს კილომეტრული ან
გეოგრაფიული ბადით;
ბ) რელიეფის ციფრული
მოდელი
−
დედამიწის
ზედაპირის
მოდელი,
მიწის
ან
ბათიმეტრიული მონაცემები, რომლებიც გამოსახავს დედამიწის მორფოლოგიას. სიმაღლური
მონაცემები მოიცავს როგორც მიწის, ზღვის ფსკერის (ბათიმეტრია), სანაპირო ზოლის, ასევე
კვაზიგეოიდალურ სიმაღლურ მოდელს, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სიმაღლური
მაჩვენებლები ქვეყანაში მოქმედ სიმაღლურ სისტემაში;
გ) აერო და კოსმოსური გამოსახულებები − დედამიწის ზედაპირის გეორეფერენსირებული
გამოსახულებები (სურათები), რომელიც მიიღება აერო ან/და კოსმოსური სენსორებით;
დ)
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულები
−
სახელმწიფო
გეოდეზიურ-
კარტოგრაფიულ ფონდში დაცული და მუნიციპალიტეტების რეესტრში რეგისტრირებული
მონაცემები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მათი საზღვრებისა და მათში
შემავალი დასახლებების შესახებ;
ე) გეოგრაფიული სახელწოდებები (ტოპონიმები) − მონაცემები ბუნებრივი წარმონაქმნების
ან/და ადამიანის მიერ შექმნილი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების შესახებ, რომლებიც
არის ისტორიულ-კულტურული ან/და საზოგადოებრივი ინტერესის საგანი;
ვ) მიწის კადასტრი − მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის,
მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა
სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული
ზუსტი ინფორმაცია, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული საკადასტრო
მონაცემები (საკადასტრო ზონირება, მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ხაზოვანი ობიექტები და
სხვ.), რომლებიც არის საკადასტრო კარტოგრაფიის ძირითადი მონაცემები და რომლებითაც
დგინდება რეგისტრირებული უძრავი ნივთების საზღვრები და მათი საკადასტრო მახასიათებლები;
ზ) მისამართები − სივრცითი (გეოგრაფიული) ობიექტის, ბინის ან სხვა ობიექტის სივრცეში
ლოკალიზაციის საშუალება, მისი მდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტობრივი ჩანაწერი,
რომელიც
შეიცავს
გეოგრაფიული
ობიექტის
სახელწოდების
ან/და
ნუმერაციის
შესახებ
ინფორმაციას, სამისამართო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები გეოგრაფიული ობიექტის
ნომრის, საფოსტო ინდექსაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ;
თ) სატრანსპორტო ქსელი − მონაცემები საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, წყლის,
საბაგირო ტრანსპორტის ქსელებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, გზების,
ბილიკებისა და საქონლის გადასარეკი გზების შესახებ;
ი) ჰიდროგრაფია − მონაცემები ზედაპირული წყლის ობიექტების (მდინარე, ტბა, წყალსაცავი,
მყინვარი, ჭაობი, ლაგუნა) ან/და სანაპირო წყლების, საზღვაო არეალების, ჰიდროგრაფიულ
აუზების, ქვეაუზებისა და მათი მახასიათებლების შესახებ;
კ) დაცული და მართვადი ტერიტორიები − მონაცემები სპეციალურ დაცვას ან/და
რეგულირებას
დაქვემდებარებული
განსაკუთრებული
მნიშვნელობის
მქონე
აკვატორიის,
სახმელეთო ზონების, რეგიონების ან/და ანგარიშგების ერთეულების (ტერიტორიების) შესახებ
(სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი, აღკვეთილი, სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ადგილები,
ზღვის ან
დიდი შიდა წყლების რეგულირებადი
ფარვატერები, სანაპირო ზონის მართვის პუნქტები, ნაგავსაყრელები, გეოლოგიური კვლევისა და
სასმელი წყლის წყაროების რეგულირებადი არეალები, ასევე სხვა, ტერიტორიული და ურბანული
დაგეგმვის ინსტრუმენტების მეშვეობით განსაზღვრული ზონები), რომლებიც განსაზღვრულია,
რეგულირდება ან გამოიყენება საერთაშორისო აქტების ან/და ეროვნული კანონმდებლობის
შესაბამისად;
ლ) სტატისტიკური მონაცემები − ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც
დაკავშირებულია
ადგილმდებარეობასთან,
რაც
თითოეულ
ერთეულთან
მიმართებით,
სტატისტიკური ინფორმაციის უნიკალური, სტაბილური იდენტიფიკატორების გამოყენებით
წარმოდგენის საშუალებას იძლევა;
მ) დემოგრაფია − მონაცემები მოსახლეობის გეოგრაფიული გადანაწილების შესახებ,
მოსახლეობის მახასიათებლებისა და საქმიანობის სახეების ჩათვლით, რომელიც დაჯგუფებულია
გეოგრაფიული ბადის, რეგიონის, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის,
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის ან/და სხვა რომელიმე მახასიათებლის
მიხედვით;
ნ) შენობა-ნაგებობები − მონაცემები შენობა-ნაგებობების გეოგრაფიული მდებარეობის,
გეომეტრიული ფორმის, ფუნქციისა და დანიშნულების შესახებ;
ო) მიწის საფარი − მონაცემები დედამიწის ზედაპირის ფიზიკური და ბიოლოგიური საფარის,
მათ შორის, ხელოვნური ზედაპირების შესახებ;
პ) მიწათსარგებლობა − მონაცემები გეოგრაფიული არეალების არსებული და სამომავლოდ
დაგეგმილი ფუნქციონალური ან/და სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების შესახებ, რომლებიც
ხასიათდება მათი დაგეგმვითი კლასიფიკაციის, მიწათსარგებლობის ტიპების, დანიშნულებისა და
გამოყენების (საცხოვრებელი, ინდუსტრიული, კომერციული, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო,
სარეკრეაციო და სხვ.) შესაბამისად;
ჟ) ნიადაგები − მონაცემები ნიადაგებისა და ქვენიადაგების, მათი კლასიფიკაციის,
ზონალობის, სიღრმის, ტექსტურის, ნაწილაკების, ორგანული მასალების სტრუქტურის,
შემადგენლობისა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ;
რ) გეოლოგია − მონაცემები დედამიწის ამგები ქანების შედგენილობისა და სტრუქტურის,
აგრეთვე რელიეფის შესახებ, რომლებიც თემატურად მოიცავს სტრატიგრაფიას, ტექტონიკას,
ჰიდროგეოლოგიას (მიწისქვეშა წყლები), გეომორფოლოგიას, გეოლოგიურ
სასარგებლო წიაღისეულს, სეისმოლოგიას, გეოფიზიკას და გეოქიმიას.
საფრთხეებს,
5. თემატურ სივრცითი მონაცემების ნაკრებს მიეკუთვნება:
ა) სახელმწიფო და კომუნალური სერვისები − მონაცემები ადმინისტრაციული, სოციალური,
კომუნალური და სხვა ტიპის დაწესებულებების შესახებ, რომლებიც არის საზოგადოებრივი
ინტერესის საგანი, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურები (პოლიცია,
სხვადასხვა დანიშნულების სამაშველო დანაყოფები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების
სამსახურები) შესაბამისი ინფრასტრუქტურით, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სამოქალაქო
უსაფრთხოების ობიექტები, ასევე, კომუნალური მომსახურების ქსელები (ტელე-საკომუნიკაციო,
წყალმომარაგების (თერმული და სასმელი წყალი), ენერგომომარაგების (ელექტროენერგიის,
თბომომარაგების, ნავთობის, ბუნებრივი აირის გადაცემა, განაწილება და სხვ.), ჩამდინარე წყლების,
მყარი ნარჩენების მართვის, წყალგამწმენდი და სხვა ტიპის საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურათა
(შესაბამისი ობიექტები, ქსელი და აღწერა) ერთობლიობა);
ბ) ჯანმრთელობა და უსაფრთხოება − მონაცემები ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი
დაავადებების, პათოლოგიების ან/და სხვა ფაქტორების (ალერგია, სიმსივნური დაავადებები,
სასუნთქი გზების დაავადებები, ეპიდემიები და სხვ.) გავრცელების გეოგრაფიული არეალების
შესახებ, რაც პირდაპირ (ჰაერის დაბინძურება, ქიმიკატები, ოზონის შრის შემცირება, ხმაური,
მიწისზედა, საბანაო, სარწყავი და სასმელი წყლის ხარისხი, ნიადაგისა და კლდეების გეოქიმია და
სხვ.) ან ირიბად (საკვები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და სხვ.)
დაკავშირებულია გარემოს ხარისხთან;
გ) კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა − მონაცემები კულტურული მემკვიდრეობის
უძრავი ძეგლებისა და ობიექტების (არქიტექტურის, არქეოლოგიური, საინჟინრო, ურბანული და
სხვ.) შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების: ინდივიდუალური და ზოგადი
დამცავი ზონების, ასევე, მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და მათი სამოქმედო არეალების,
გამოფენების, კულტურის სახლების, თეატრების, სახლ-მუზეუმებისა და სხვათა შესახებ;
დ) მრეწველობა − მონაცემები წარმოებისა და სამრეწველო ობიექტების, ასევე გარემოს
დაბინძურების კონტროლისა და პრევენციის საშუალებების (წყლის, სამთო მრეწველობის
ობიექტების, ნარჩენების დამარხვის და სხვ.) და მათი ინფრასტუქტურის შესახებ;
ე) ენერგორესურსები − მონაცემები ენერგეტიკული რესურსების შესახებ, რომლებიც მოიცავს
ნახშირის, ნახშირწყალბადების, ჰიდროენერგეტიკული, ბიოენერგეტიკული, მზის, ქარისა და სხვა
ტიპის რესურსებს, ასევე, წარსულში ექსპლუატაციის გამო გამოფიტულ, მაგრამ აღდგენად
წიაღისეული საწვავის რესურსებს (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირები, ლიგნიტი (მურა
ნახშირი), ტორფი, ურანი), განახლებად ენერგორესურსებს (ჰიდროენერგია), ბიოენერგეტიკულ
რესურსებს (ტყის რესურსები, მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, რომლებიც
შეიძლება გამოყენებული იქნას ენერგეტიკული მიზნებით), ქარის ენერგიას (ქარის სიძლიერის
გაზომვით და ტოპოგრაფიულ ინფორმაციასთან კომპლექსში), გეოთერმულ ბუნებრივ სითბურ
ნაკადებს (ენერგიის აღდგენადი და ეკოლოგიურად სუფთა წყარო) და სხვ.;
ვ) სასარგებლო წიაღისეული − წიაღისეული (მინერალური რესურსები), რომლის მოპოვება და
გადამუშავება შესაძლებელია მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე,
ეკონომიკურად მიზანშეწონილია და ეკოლოგიურად მისაღებია. სასარგებლო წიაღისეული
შეიძლება იყოს ენერგორესურსიც;
ზ) აგრო და აკვაკულტურები − მონაცემები აგრარული მეურნეობების (მცენარეული
კულტურების,
შინაური
ცხოველებისა
და
თევზის
მოშენება,
ასევე,
მემცენარეობის,
მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის და სხვა წარმოების არეალები) და სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურების (სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, სათბურები,
ფერმები, მოსავლის გადამამუშავებელი, სასაწყობო მეურნეობები და სხვა ტიპის ობიექტები)
შესახებ;
თ) ატმოსფერო − მონაცემები ფიზიკური ატმოსფერული პირობებისა და მათი გავრცელების
გეოგრაფიული არეალების შესახებ, რომლებიც მოიცავს საზომ ერთეულებს, მოდელებს ან მათ
კომბინაციებზე დაფუძნებულ მონაცემებსა და საზომი ერთეულების ადგილმდებარეობებს;
ი) მეტეოროლოგია − მონაცემები მეტეოროლოგიურ-გეოგრაფიული მახასიათებლების შესახებ
(მეტეოროლოგიური პირობები და მათი საზომი ერთეულები, ატმოსფერული ნალექები,
ტემპერატურა, ევაპოტრანსპირაცია (ჯამური აორთქლება), ქარის სიჩქარე, მიმართულება და სხვ.);
კ) რისკის ზონები − მონაცემები ბუნებრივი და ანთროპოგენური რისკის ზონების შესახებ,
რომლებიც ხასიათდება სტიქიური კატასტროფებით (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური ან
ატმოსფერული მოვლენა), რომლებსაც მათი ადგილმდებარეობის, მასშტაბურობის, სიხშირის ან/და
ინტენსივობის
გათვალისწინებით
შეუძლია
საზოგადოებაზე
სერიოზული
ზემოქმედება
მოახდინოს (მეწყერი, მიწისძვრა, ვულკანური ამოფრქვევა, წყალდიდობა, ღვარცოფი, ტყის ხანძარი
ან ანთროპოგენური საფრთხეები, როგორებიცაა რადიოლოგიური, ქიმიური და სხვ.);
ლ) გარემოს მონიტორინგის სისტემები − მონაცემები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების,
მონიტორინგის სისტემების, საშუალებების (ადგილმდებარეობა და ფუნქციები) შესახებ, რომელთა
მეშვეობითაც შეისწავლება ან/და განისაზღვრება ატმოსფეროში გამონაბოლქვი, გარემოს
კომპონენტები და ეკოსისტემის სხვა პარამეტრები (ბიომრავალფეროვნება, მცენარეული საფარის
ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვ.);
მ) ბიოგეოგრაფიული რეგიონები − მონაცემები იმ გეოგრაფიული არეალების, ტერიტორიებისა
და ზონების შესახებ, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა შედარებით ერთგვაროვანია და აქვს
საერთო მახასიათებლები, ჰაბიტატები და ბიოტოპები (გეოგრაფიული ტერიტორიები, რომლებიც
ხასიათდება სპეციფიკური ეკოლოგიური პირობებით, პროცესებით, სტრუქტურითა და
სიცოცხლისათვის საჭირო ფუნქციებით). აღნიშნული მოიცავს ხმელეთისა და წყლის ადგილებს,
რომლებიც განსხვავებულია თავისი გეოგრაფიული, აბიოტური და ბიოტური მახასიათებლებით,
მიუხედავად მათი ბუნებრივი თუ ნახევრადბუნებრივი წარმოშობისა;
ნ) სახეობების გავრცელება − მონაცემები ცხოველებისა და მცენარეების სახეობების
გეოგრაფიული გავრცელების არეალების შესახებ, რომლებიც დაჯგუფებულია გეოგრაფიული
ბადის, რეგიონის, ადმინისტრაციული ერთეულის ან სხვა რომელიმე მახასიათებლის მიხედვით;
ო) ზღვა და ზღვის რეგიონები − მონაცემები ზღვის, ზღვის რეგიონების, მლაშე წყლების
ობიექტების ფიზიკური მდგომარეობის (დინება, სიმლაშე, ტალღების სიმაღლე და სხვ.) შესახებ,
რომლებიც დაყოფილია რეგიონებად და ქვერეგიონებად საერთო მახასიათებლების მიხედვით;
პ) სხვა სივრცითი მონაცემების ნაკრებები, რომლებიც არ მიეკუთვნება ზემოთ აღწერილი
თემატური გეოგრაფიული მონაცემების ნაკრებების არცერთ ჯგუფს და წარმოადგენს სახელმწიფო
ან/და საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
6. ამ მუხლით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ნაკრებები არ უნდა შეიცავდეს
სახელმწიფო საიდუმლოების, პერსონალური მონაცემების ან/და სხვა ტიპის ინფორმაციას, რომლის
გასაჯაროება აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.
7. ამ მუხლით განსაზღვრული საბაზისო, თემატური და სხვა ტიპის სივრცითი მონაცემების
ნაკრებების შემადგენლობა, მათი წარმოების, შენახვის, განახლების, ვიზუალიზაციისა და
გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. ამ მუხლით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ნაკრებების სისრულეზე, სიზუსტეზე,
ხარისხზე, ნამდვილობასა და განახლებაზე პასუხისმგებელია სივრცითი მონაცემების ნაკრების
მფლობელი სუბიექტი.
მუხლი 6. ქსელური სერვისები
1. ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ყველა ნაკრები, მათზე
მომხმარებლების დისტანციური წვდომისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად, მხარდაჭერილი
უნდა იყოს შესაბამისი ტიპის ძირითადი ქსელური სერვისებით:
ა) ძიების სერვისი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს (მონაცემების ან/და მეტამონაცემების
შინაარსის საფუძველზე) სივრცითი მონაცემების რესურსების მოძიება და შესაბამისი
მეტამონაცემების ვიზუალიზაცია;
ბ) დათვალიერების სერვისი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების
რესურსების დათვალიერება, ნავიგაცია, მასშტაბირება, ასევე პირობითი ნიშნების (ლეგენდის)
შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი მეტამონაცემების ვიზუალიზაცია;
გ) ჩამოტვირთვის სერვისი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების
რესურსების ან მათი ნაწილის ასლების ჩამოტვირთვა ან/და მათზე პირდაპირი წვდომა;
დ) ტრანსფორმაციის სერვისი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სივრცითი მონაცემების
რესურსების ტრანსფორმაცია, მათი ფუნქციური თავსებადობის მიღწევის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სხვა ტიპის ქსელური სერვისების
ნუსხა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა ტიპის ქსელური სერვისი
უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის ნორმებს.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა ტიპის ქსელური სერვისის
ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, ექსპლუატაციასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია
სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.
მუხლი 7. მეტამონაცემები
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი მონაცემების
ყველა რესურსი (სივრცითი მონაცემების ნაკრები, სივრცითი მონაცემების ნაკრებების სერია და
მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისები) აღწერილი და დოკუმენტირებული უნდა იყოს
მეტამონაცემების ფორმატში, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მეტამონაცემების ეროვნული პროფილის (სტანდარტის) ნორმების შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეტამონაცემების
ეროვნულ პროფილს (სტანდარტს) - მის დეტალურ სტრუქტურას, ელემენტებს, ქვეელემენტებს, მათ
მნიშვნელობებსა და აღწერის კრიტერიუმებს, ასევე მათი შენახვისა და განახლების წესებს
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. მეტამონაცემების ეროვნული პროფილი (სტანდარტი) უნდა შეიცავდეს სივრცითი
მონაცემების რესურსების აღმწერ შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) სივრცითი მონაცემების რესურსის იდენტიფიკაცია − ინფორმაცია, რომელიც მოიცავს
რესურსის სახელწოდებას, მოკლე აღწერილობას, ტიპს, ენას, უნიკალურ იდენტიფიკატორს და
ინტერნეტ-ბმულს;
ბ) სივრცითი
მონაცემების
რესურსის
კლასიფიკატორი
−
სტრუქტურირებული
კლასიფიკატორი, რომელიც განმარტავს სივრცითი მონაცემების რესურსთან დაკავშირებულ
მთავარ თემატურ ასპექტებს;
გ) საკვანძო სიტყვები − სივრცითი მონაცემების რესურსის არსის აღმწერი ლაკონური საკვანძო
სიტყვები გამარტივებული ძიების შესაძლებლობისათვის;
დ) გეოგრაფიული მდებარეობა − ინფორმაცია
სივრცითი
მონაცემების
რესურსის
კოორდინატთა სარეფერენციო სისტემის მახასიათებლებისა და გეოგრაფიული განფენილობის
(არეალის) შესახებ;
ე) თარიღთა სისტემა − სივრცითი მონაცემების რესურსის შექმნასთან, განახლებასთან,
გამოქვეყნებასა და სხვა პროცესებთან დაკავშირებული თარიღები;
ვ) ხარისხი და ნამდვილობა − ინფორმაცია სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხისა და
ნამდვილობის შესახებ;
ზ) წვდომისა და გამოყენების პირობები − ინფორმაცია სივრცითი მონაცემების რესურსზე
წვდომის, გამოყენების პირობებისა და შეზღუდვების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) რესურსზე პასუხისმგებელი მხარე − ინფორმაცია სივრცითი მონაცემების რესურსის
ფლობაზე, მართვაზე, შენახვასა და გავრცელებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის შესახებ;
ი) მეტამონაცემები მეტამონაცემების შესახებ − ინფორმაცია, რომელიც ახასიათებს და
განმარტავს მეტამონაცემებს.
4. მეტამონაცემები უნდა ინახებოდეს ელექტრონულ ფორმატში, მეტამონაცემების საცავში −
მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგში.
5. მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნას უზრუნველყოფს კოორდინატორი.
მეტამონაცემების ეროვნული კატალოგი წარმოადგენს ეროვნული გეოპორტალის განუყოფელ
ნაწილს.
6. მეტამონაცემებში აღწერილი ინფორმაციის სისრულეზე, ხარისხსა და განახლებაზე
პასუხისმგებელია სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.
მუხლი 8. ეროვნული გეოპორტალი
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და მათზე
ფარგლებში, სივრცითი
თავისუფალი წვდომის
უზრუნველსაყოფად, იქმნება ეროვნული გეოპორტალი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით
სივრცითი მონაცემების რესურსების გაცვლის და მათზე თავისუფალი წვდომის უნიკალურ
საკომუნიკაციო საშუალებას.
2. ეროვნული გეოპორტალი არის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
ოფიციალური ვებპორტალი ან მისი ეკვივალენტი.
3.
ეროვნული
გეოპორტალი
უზრუნველყოფს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის ფარგლებში გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსების ძებნის,
ვიზუალიზაციის, შეფასებისა და გამოყენების კომპლექსურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ
შესაძლებლობას.
4. ეროვნული გეოპორტალის შექმნაზე, განვითარებაზე, ადმინისტრირებასა და სტაბილურ
ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
კოორდინაციაზე უფლებამოსილი ორგანო − კოორდინატორი.
5. გეოპორტალზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები
წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III. გეოგრაფიული მონაცემების მართვა
მუხლი 9. სუბიექტი
1. ეროვნული სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
სუბიექტებია
საჯარო
დაწესებულებები და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობა
უკავშირდება სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და ქსელურ სერვისებს, და რომლებიც ამ
კანონის შესაბამისად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირების, განვითარებისა და
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური
პროგრამით განსაზღვრული ამოცანების იმპლემენტაციის პროცესში.
2. სუბიექტს შესაძლებელია ასევე წარმოადგენდეს ფიზიკური ან/და კერძო სამართლის
იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და ეს უფლებამოსილება უკავშირდება სივრცით მონაცემებს,
მეტამონაცემებსა და ქსელურ სერვისებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ
პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ
უფლებამოსილებას და ეს უფლებამოსილება უკავშირდება სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა
და ქსელურ სერვისებს, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სისტემებთან
წვდომის
უფლებას
ანიჭებს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
კოორდინატორი, სუბიექტების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
4. თუ პირი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარმოადგენს სუბიექტს, მას სხვა
სუბიექტების მსგავსად ეკისრება ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
შექმნასთან, ფუნქციონირებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯები.
5. სუბიექტი:
ა) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ნორმების შესაბამისად,
ეროვნულ გეოპორტალზე აქვეყნებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ, მის
საკუთრებაში
ან/და
მფლობელობაში
არსებულ,
ამ
კანონის
მე-5
და
მე-7
მუხლებით
გათვალისწინებულ სივრცითი მონაცემების ნაკრებებსა და მეტამონაცემებს, უზრუნველყოფს მათ
ხელმისაწვდომობას ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ქსელური სერვისით;
ბ) უფლებამოსილია მის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი
მონაცემების ნაკრებებისა და მეტამონაცემების ეროვნულ გეოპორტალზე გამოსაქვეყნებლად და
ქსელური სერვისებით ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი ტექნიკური
ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში, მიმართოს კოორდინატორს;
გ) ვალდებულია ეროვნულ გეოპორტალზე არ გამოაქვეყნოს ან/და შეზღუდოს წვდომა მის
საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების იმ ნაკრებებზე და
მეტამონაცემებზე, რომელთა გასაჯაროება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსთვის დაკისრებული
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ
წესრიგს, მართლმსაჯულების განხორციელებას, ადმინისტრაციულ წარმოებას, ასევე, თუ
მონაცემები
საქართველოს
საიდუმლოებას,
საიდუმლოებას;
დ)
კანონმდებლობის
პერსონალურ
მონაცემებს,
შესაბამისად,
საგადასახადო,
განეკუთვნება
კომერციულ
და
სახელმწიფო
პროფესიულ
ეროვნულ გეოპორტალზე მის მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა
ნაკრებს შეუსაბამებს მონაცემთა მოდელის შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციის ნორმებს და
აღწერს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის
ეროვნული პროფილის (სტანდარტის) შესაბამისად;
ე) ეროვნულ გეოპორტალზე მის მიერ გამოქვეყნებულ მეტამონაცემებს შეუსაბამებს
მეტამონაცემების ეროვნული პროფილის ნორმებს;
ვ) ეროვნულ გეოპორტალზე მის მიერ გამოქვეყნებულ ქსელურ სერვისებს შეუსაბამებს
ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის ნორმებს;
ზ) ეროვნულ გეოპორტალზე მის მიერ გამოქვეყნებულ სივრცითი მონაცემების ყველა
რესურსს შეუსაბამებს ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტის ნორმებს;
თ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე მის მიერ გამოქვეყნებული სივრცითი
მონაცემების
ნაკრებებისა
და
მეტამონაცემების
ხარისხს,
სისრულეს,
ხელმისაწვდომობას,
ფუნქციურ თავსებადობასა (ინტეროპერაბელობასა) და პერიოდულ განახლებას;
ი) დეტალურად აღწერს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემის
ყველა რესურსის არსებული ხარისხის, სისრულისა და აქტუალობის შესახებ ინფორმაციას
მეტამონაცემებში;
კ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე მის მიერ გამოქვეყნებული ამ კანონის მე-6
მუხლით განსაზღვრული ყველა ტიპის ქსელური სერვისის დაცულ, სტაბილურ ფუნქციონირებასა
და ხელმისაწვდომობას;
ლ) გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს ახლად შექმნილი ან/და განახლებული სივრცითი
მონაცემებისა და მეტამონაცემების ხელმისაწვდომობას ეროვნული გეოპორტალის საშუალებით;
მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური
პროგრამით მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით, შეიმუშავებს
და წარუდგენს კოორდინატორს საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საკოორდინაციო
საბჭოს მუშაობაში;
ო) გამოყოფს უფლებამოსილ საკონტაქტო პირს, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინატორთან სტაბილურ კომუნიკაციასა და
შიდაუწყებრივ კოორდინაციას;
პ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა
და
ყოველწლიური
უზრუნველსაყოფად,
პროგრამით
გათვალისწინებული
კოორდინატორისაგან
გამოითხოვოს
ამოცანების
იმპლემენტაციის
საქმიანობისათვის
აუცილებელი
ინფორმაცია;
ჟ) ამზადებს და წარუდგენს კოორდინატორს ეროვნული პროფილის (სტანდარტის)
შესაბამისად მომზადებულ მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშს ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური პროგრამით მის კომპეტენციას
მიკუთვნებული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და შედეგების
შესახებ;
რ) ახორციელებს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
შექმნის,
ფუნქციონირების, განვითარებისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
სტრატეგიითა და ყოველწლიური პროგრამით განსაზღვრული ამოცანების იმპლემენტაციისათვის
საჭირო სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 10. კოორდინატორი
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინაციაზე უფლებამოსილ
ორგანოს − კოორდინატორს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო (შემდგომ − კოორდინატორი).
2. კოორდინატორი:
ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და
მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით;
ბ)
განსაზღვრავს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
შექმნის,
ფუნქციონირებისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ციფრულ
ფორმატში წარმოების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნულ სტანდარტებს;
გ) ქმნის, მართავს და ზედამხედველობს ეროვნულ გეოპორტალსა და მეტამონაცემების
ეროვნულ კატალოგს, პასუხისმგებელია ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების
ეროვნული კატალოგის სტაბილურ, უსაფრთხო ფუნქციონირებასა და განვითარებაზე;
დ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და
ქსელური სერვისების გამოქვეყნებასა და მათზე სტაბილურ წვდომას, ამ კანონით განსაზღვრული
ნორმების შესაბამისად;
ე) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო
სტანდარტების (ISO, INSPIRE და სხვ.) საფუძველზე, შეიმუშავებს (მოთხოვნათა შესაბამისად
პერიოდულად
მეტამონაცემების
აახლებს)
და
ეროვნულ
საქართველოს
პროფილს
მთავრობას
(სტანდარტს),
დასამტკიცებლად
მონაცემთა
მოდელების
წარუდგენს
ტექნიკურ
სპეციფიკაციებს (ამ კანონის მე-5 მუხლში აღწერილი სივრცითი მონაცემების თითოეული
ნაკრებისათვის), მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნულ პროფილს (სტანდარტს),
ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკურ სპეციფიკაციებს (ამ კანონის მე-6 მუხლში
აღწერილი ქსელური სერვისების თითოეული ტიპისათვის), ტექნიკურ ჩარჩო რეგლამენტს,
მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნულ პროფილს (სტანდარტს),
მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნულ პროფილს (სტანდარტს);
ვ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების
რესურსების მონიტორინგს ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტის ნორმებთან შესაბამისობაზე და, ასევე,
მათ ხარისხზე, სისრულეზე, განახლებაზე, ხელმისაწვდომობაზე, დუბლირების აღმოფხვრაზე,
ფუნქციურ თავსებადობასა (ინტეროპერაბელობასა) და სტაბილურ ფუნქციონირებაზე;
ზ) ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტის ნორმებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში,
უფლებამოსილია დროებით (შეუსაბამობის აღმოფხვრამდე) შეზღუდოს მომხმარებელთა წვდომა
შესაბამის სივრცითი მონაცემების რესურსებზე და მოითხოვოს მფლობელი სუბიექტისგან
გონივრულ ვადაში მისი აღმოფხვრა;
თ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი ტექნიკური
და ნორმატიული აქტების პროექტებს;
ი) უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის,
ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სხვადასხვა ტექნიკური და პროგრამული
საშუალებებისა და ინსტრუმენტების შექმნას, ფუნქციონირებასა და განვითარებას;
კ)
ახორციელებს
საკოორდინაციო
საბჭოს
საქმიანობის
საორგანიზაციო,
ტექნიკურ,
ინფორმაციულ, ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და მონიტორინგს;
ლ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას,
დასამტკიცებლად წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების ოთხწლიან
სტრატეგიასა და ყოველწლიურ პროგრამას;
მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური
პროგრამის (სამოქმედო გეგმის) იმპლემენტაციისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად,
შეიმუშავებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
ნ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური
პროგრამის (სამოქმედო გეგმის) იმპლემენტაციის მიზნით, უზრუნველყოფს სუბიექტების
საორგანიზაციო, ტექნიკურ, ინფორმაციულ, ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და კოორდინაციას;
ო) უფლებამოსილია, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიით
და ყოველწლიური პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით, შექმნას
უწყებათაშორისი ან/და ექსპერტული საკონსულტაციო დროებითი ჯგუფ(ებ)ი;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო დაწესებულებებისა
და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის
სტრატეგიითა
და
ყოველწლიური
პროგრამით
(სამოქმედო
გეგმა)
განსაზღვრული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი;
ჟ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა
და ყოველწლიური პროგრამით (სამოქმედო გეგმით) გათვალისწინებული ღონისძიებების
იმპლემენტაციისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებებისა და მათ
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს საქმიანობისათვის აუცილებელი
ინფორმაცია;
რ)
უზრუნველყოფს
სივრცითი
მონაცემების
მწარმოებლებისა
და
მომხმარებლების
მოთხოვნების ანალიზსა და ეფექტურ კოორდინაციას;
ს) საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროკავშირის
ქვეყნების სივრცითი ინფორმაციის ერთიან ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციის მიზნით,
უზრუნველყოფს
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის გაღრმავებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ტ) ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის,
ფუნქციონირების, განვითარებისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
სტრატეგიითა და ყოველწლიური პროგრამით განსაზღვრული ამოცანების იმპლემენტაციისათვის
საჭირო სხვა ღონისძიებებს;
უ) უფლებამოსილია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 11. სივრცითი მონაცემების რესურსებზე წვდომა
1.
ეროვნული
მონაცემების
სივრცითი
რესურსებზე
მონაცემების
მომხმარებელთა
ინფრასტრუქტურის
დისტანციური
ფარგლებში,
წვდომა
სივრცითი
უზრუნველყოფილია
ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.
2. საჯარო დაწესებულებები ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები
ვალდებულნი
არიან,
ეროვნულ
გეოპორტალზე
გამოაქვეყნონ
მათ
საკუთრებაში
ან/და
მფლობელობაში არსებული, ამ კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრული სივრცითი
მონაცემების ნაკრებები და მეტამონაცემები, ასევე უზრუნველყონ მათი ხელმისაწვდომობა ამ
კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ქსელური სერვისებით.
3. ეროვნულ გეოპორტალზე, ასევე, შესაძლებელია გამოქვეყნდეს ნებისმიერი ფიზიკური ან/და
იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული სივრცითი მონაცემების
ნაკრებები და მეტამონაცემები, თუ ისინი აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ ნორმებს.
4. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა
აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ნორმებს.
5. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი უნდა
აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტის ნორმებს.
6. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემის რესურსებზე წვდომა არის
ღია და საჯარო, გარდა ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
შემთხვევებისა.
7. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებზე წვდომა, ამ
კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქსელური
სერვისების მეშვეობით, უფასოა.
8. ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ სივრცითი მონაცემების რესურსებზე ქსელური
სერვისებით დაშვების (ლიცენზიის), წვდომის, გამოყენებისა და გაზიარების პირობები და
საფასურები (ასეთის
დადგენილებით.
არსებობის
შემთხვევაში)
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
9. ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული
იურიდიული
პირების
მიერ
გამოქვეყნებული
სივრცითი
მონაცემების
ყველა
რესურსი
წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემს და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე
ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუქმდება.
10. ეროვნულ გეოპორტალზე საჯარო დაწესებულებების ან/და მათ მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირების მიერ გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსის სისრულის,
ხარისხისა
და
მეტამონაცემებში.
განახლების
შესახებ
ინფორმაცია
დეტალურად
მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე,
უნდა
იყოს
აღწერილი
მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად, პასუხისმგებელია სივრცითი მონაცემების რესურსის მფლობელი სუბიექტი.
მუხლი 12. ფუნქციური თავსებადობა და სტანდარტიზაცია
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
ფარგლებში
ფუნქციური
თავსებადობა გულისხმობს მნიშვნელოვანი მექანიკური ჩარევის გარეშე, სხვადასხვა სუბიექტების
მიერ წარმოებული სივრცითი მონაცემებისა და ქსელური სერვისების, ადამიანური ან/და
კომპიუტერული რესურსების კომბინირებისა და ჰარმონიზაციის შესაძლებლობას.
2. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საბაზისო კომპონენტების
სტანდარტიზაციისა
და
მათი
ეროვნულ
და
საერთაშორისო
დონეზე
თავსებადობის
უზრუნველსაყოფად, უნდა შემუშავდეს და პერიოდულად განახლდეს ეროვნული სტანდარტების,
ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტისა და სპეციფიკაციების პროექტების პაკეტი, მათ შორის:
ა) მეტამონაცემების ეროვნული პროფილი − მეტამონაცემების ელემენტებისა და
ქვეელემენტების, მათი მნიშვნელობებისა და აღწერის კრიტერიუმების, ასევე მათი შენახვისა და
განახლების წესების ერთობლიობა (სტანდარტი);
ბ) მონაცემთა მოდელის ტექნიკური სპეციფიკაცია − სივრცითი მონაცემების თითოეული
ნაკრებისათვის
მონაცემთა
კონცეპტუალური
მოდელების,
კოდიფიკაციისა
და
მათი
მნიშვნელობების, მონაცემთა შექმნის ან/და ტრანსფორმაციისა და სხვა კრიტერიუმების
განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია), რომელსაც
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
გ) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილი − სივრცითი მონაცემების
ნაკრებების
წარმოების,
შეფასება-გამოყენების,
გაყიდვისა
ან/და
სხვა
მიზნების
უზრუნველსაყოფად, მისი, როგორც მონაცემთა პროდუქტის ზუსტი ტექნიკური აღწერილობის
(წარმოების პროცესის მეთოდოლოგია,
მახასიათებლები,
მოდელი, საფუძველი, ხარისხი,
ვიზუალიზაცია, გამოყენების პირობები და სხვა) კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი);
დ) ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაცია − ძიების,
დათვალიერების, ჩამოტვირთვის, ტრანსფორმაციისა და სხვა ტიპის ქსელური სერვისების
გენერაციის ტექნიკური მახასიათებლების, პარამეტრების ნორმებისა და სხვა კრიტერიუმების
განმსაზღვრელი საერთო წესების სახელმძღვანელო (ტექნიკური სპეციფიკაცია), რომელსაც
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
ე) ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტი − მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების
ტექნიკური ნორმების, წესებისა და პროცედურების ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა;
ვ) მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილი −
მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების შეთანხმების სტრუქტურის, სამართლებრივი,
ფინანსური და სხვა კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი), რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა;
ზ) მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილი − ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესის მონიტორინგის,
ასევე სუბიექტების, საკოორდინაციო საბჭოსა და კოორდინატორის მიერ სტრატეგიითა და
ყოველწლიური პროგრამით განსაზღვრული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით გატარებული
ღონისძიებების,
დასახული/მიღწეული
შედეგების
შესახებ
ყოველწლიური
ანგარიშის
სტრუქტურის, ელემენტებისა და ქვეელემენტების, შეფასების წესების, ინდიკატორებისა და სხვა
კრიტერიუმების ერთობლიობა (სტანდარტი), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
თ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროს მარეგულირებელი სხვა
ტექნიკური რეგლამენტები, სპეციფიკაციები და სტანდარტები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული პროფილების (სტანდარტების),
ტექნიკური რეგლამენტების, სპეციფიკაციებისა და ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის სფეროს მარეგულირებელი სხვა ტექნიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური
დოკუმენტების ტიპები, დეტალური სტრუქტურა, კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული პროფილი (სტანდარტი), ტექნიკური
რეგლამენტი, სპეციფიკაცია და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროს
მარეგულირებელი სხვა ტექნიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური დოკუმენტები შემუშავებული
უნდა იყოს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE)
შესაბამისად.
5. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და
განვითარების პროცესში ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და
სპეციფიკაციების შემუშავებამდე, დასაშვებია საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო
სტანდარტების (ISO, OGC, INSPIRE) გამოყენება.
მუხლი 13. საკოორდინაციო საბჭო
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და
განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა
და ყოველწლიური პროგრამით გათვალისწინებული ამოცანების იმპლემენტაციის მიზნით,
საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც შედგება
ამავე დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტების უფლებამოსილი წარმომადგენლებისაგან.
2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის პროცესში შესაძლებელია ასევე მონაწილეობა მიიღონ
როგორც დარგობრივმა, ისე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
3.
საკოორდინაციო
საბჭო
მონაწილეობს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული, ასევე
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური
პროგრამით
გათვალისწინებული
ამოცანების
შემუშავების/იმპლემენტაციის
პროცესში.
საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 14. სტრატეგია და ყოველწლიური პროგრამა
1. საქართველოს მთავრობა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის,
მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ამტკიცებს ოთხწლიან სტრატეგიასა და
ყოველწლიურ პროგრამას (სამოქმედო გეგმას).
2. ყოველწლიური პროგრამით (სამოქმედო გეგმით) უნდა განისაზღვროს ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
სტრატეგიით
გაწერილი
ამოცანების
იმპლემენტაციისათვის აუცილებელი საქმიანობის მიმართულებები, მათი შესრულებისთვის
საჭირო რესურსები და წყაროები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ოთხწლიან სტრატეგიასა და ყოველწლიურ
პროგრამას (სამოქმედო გეგმას) კოორდინატორის შუამდგომლობით, კანონმდებლობით
დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს საკოორდინაციო საბჭო.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სტრატეგიისა და ყოველწლიური
პროგრამის
(სამოქმედო
გეგმის)
იმპლემენტაციის
უზრუნველსაყოფად,
კოორდინატორი
შეიმუშავებს მისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
მუხლი 15. დაფინანსება
1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური პროგრამის, ასევე კოორდინატორის
ყოველწლიური სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები
შესაძლებელია დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. სუბიექტებს დამოუკიდებლად ეკისრებათ ამ კანონის მე-5−მე-7 მუხლებით განსაზღვრული
სივრცითი მონაცემების ნაკრებების, მეტამონაცემებისა და ქსელური სერვისების წარმოების,
შენახვის, სტანდარტიზაციის, განახლებისა და, ასევე, ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული
სივრცითი მონაცემების რესურსებზე წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დანახარჯები.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 16. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს:
ა)
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
შექმნის,
მართვის,
ფუნქციონირებისა და განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიისა და ყოველწლიური პროგრამის
(სამთავრობო გეგმის) დამტკიცება;
ბ) ეროვნულ გეოპორტალზე მონაცემების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი
უფლებამოსილი სუბიექტებისა და მათ მიერ კომპეტენციის ფარგლებში გამოსაქვეყნებელი
მონაცემების განსაზღვრა;
გ) მეტამონაცემების ეროვნული პროფილის (სტანდარტის) დამტკიცება;
დ) საბაზისო სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისათვის მონაცემთა მოდელის
ტექნიკური სპეციფიკაციის დამტკიცება;
ე) მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილის (სტანდარტის) დამტკიცება;
ვ) ქსელური სერვისების ტიპებისთვის იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაციის
დამტკიცება;
ზ) ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებზე ქსელური
სერვისებით დაშვების (ლიცენზიის), წვდომის, გამოყენებისა და გაზიარების პირობებისა და
საფასურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამტკიცება;
თ) ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტის დამტკიცება;
ი) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში, მონაცემთა გაცვლისა
და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილის (სტანდარტის) დამტკიცება;
კ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და
განვითარების შესახებ მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილის
(სტანდარტის) დამტკიცება;
ლ) საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება.
2. კოორდინატორმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული
გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნა.
3. შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, კომპეტენციის
ფარგლებში, უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წარდგენა.
მუხლი 17. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და
მეტამონაცემების, ასევე, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის,
განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი
გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანებისა და პრიორიტეტების
განსაზღვრის აუცილებლობით.
XX საუკუნემდე სივრცითი მონაცემები ასოცირდებოდა სხვადასხვა ტიპის რუკებთან, რაც
არსებულ გამოწვევებს ვეღარ პასუხობდა. სივრცითი აზროვნებისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, ასევე, სხვადასხვა დარგში მოცულობითი ინფორმაციის
დაგროვებამ, დღის წესრიგში დააყენა მონაცემების მოწესრიგებულად, სისტემატიზებულად
შენახვის, მართვისა და გაცვლის საკითხები, რადგან ხშირად მაღალი ხარისხის სივრცითი
ინფორმაცია
მიუწვდომელი
იყო
ფუნქციური
შეუთავსებლობის,
მონაცემთა
შექმნის,
გამოქვეყნებისა და გაზიარების სტანდარტების არარსებობის გამო. მსგავსი ან იდენტური
მონაცემები გროვდებოდა და ინახებოდა რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე სახელმწიფო
ინსტიტუტებში, რაც იწვევდა დამატებით არასაჭირო ხარჯებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს
მთავრობამ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, გადაწყვიტა, შექმნას და განავითაროს
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა.
სახელმწიფოში დაცული საქართველოს გეოსივრცითი ინფორმაციის ხარისხი, სისრულე და
აქტუალობა განსხვავებულია და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ფუნქციური თავსებადობა
(ინტეროპერაბელობა) ამ კუთხით შეზღუდულია. ამის გამო რთულია სივრცითი მონაცემების
დიდი ოდენობით ინტეგრირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისას, როგორიცაა ქვეყნის
ეკონომიკური ზრდა, ეროვნული უსაფრთხოება, მდგრადი სოციალური განვითარება და სხვა.
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის საინფორმაციო, ქსელურ-ანალიტიკური
სისტემა, რომლის ფორმირების მიზანია სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების მიერ
საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი მრავალდარგობრივი ციფრული
გეოგრაფიული მონაცემების, ქსელური სერვისებისა და მეტამონაცემების (ინფორმაცია მონაცემების
შესახებ) მარტივად გაცვლისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ცენტრალურ, რეგიონულ
და ადგილობრივ დონეებზე წვდომის საერთო წერტილის − ეროვნული გეოპორტალის
საშუალებით. გეოპორტალის მთავარი პრინციპია მონაცემების გახსნილი, დეცენტრალიზებული,
მაგრამ კოორდინირებული მართვა, რაც ორიენტირებულია მრავალფუნქციურ მოხმარებასა და
გაზიარებაზე.
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
განვითარება
ხელს
უწყობს
ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირებას, სოფლის მეურნეობის,
თავდაცვის,
ინფრასტრუქტურული
პროექტების,
საგანგებო
სიტუაციების,
საკომუნიკაციო
სისტემების, მიწის, სამთავრობო და კომუნალური სერვისების მართვას, დაგეგმარებასა და
ეფექტიან ფუნქციონირებას, ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური აქტივობის გაზრდას.
ევროპის ქვეყნებში სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურა არის ელექტრონული
მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 14
მარტის №2007/2/EC დირექტივა (INSPIRE), რომელიც არეგულირებს სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურას, ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:
მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ და ინახებოდეს იქ, სადაც მათი შენახვა
ყველაზე ეფექტიანად არის შესაძლებელი;
შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების კომბინაცია და
მათი გაზიარება გამოყენების სხვადასხვა მიზნებით;
შესაძლებელი უნდა იყოს ერთ დონეზე შეგროვებული ინფორმაციის გაზიარება ყველა
დონეზე, ის დეტალიზებული უნდა იყოს კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ხოლო
სტრატეგიული მიზნებისთვის კი – ზოგადი;
კარგი მმართველობისთვის საჭირო ინფორმაცია მმართველობის ყველა დონისათვის უნდა
იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე;
ადვილი დასადგენი უნდა იყოს, თუ რომელი გეოგრაფიული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი
და როგორ/რა პირობებით არის შესაძლებელი მისი გამოყენება.
დირექტივა არეგულირებს ზოგად პრინციპებს, ხოლო ე.წ. საერთო აღმასრულებელი წესებით
(Implementing Rules) ევროპის თანამეგობრობის ტრანსსასაზღვრო კონტექსტში რეგულირდება
შემდეგი კონკრეტული მიმართულებები:
მეტამონაცემები (Metadata);
მონაცემთა სპეციფიკაციები (Data Specifications);
ქსელური სერვისები (Network Services);
მონაცემების და სერვისების გაზიარება (Data and Service Sharing);
სივრცითი მონაცემების სერვისები (Spatial Data Services);
მონიტორინგი და ანგარიშგება (Monitoring and Reporting).
მართალია,
საქართველოს
არ
აქვს
ვალდებულება,
მიუსადაგოს
კანონმდებლობა
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 14 მარტის №2007/2/EC დირექტივას, თუმცა სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის ეროვნული სტანდარტის შესაქმნელად გასათვალისწინებელია
ევროპული მიღწევები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება განპირობებულია საქართველოს ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის
განვითარების აუცილებლობით, რომლის მიზანია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების,
მუნიციპალური უწყებების მიერ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი,
მრავალდარგობრივი
ციფრული
გეოგრაფიული
მონაცემების,
ქსელური
სერვისებისა
და
მეტამონაცემების (ინფორმაცია მონაცემების შესახებ) მარტივად გაცვლისა და ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე ეროვნული გეოპორტალის
საშუალებით. შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდება, ეროვნული სივრცითი
ინფრასტრუქტურის ერთიანი გეოპორტალის შემუშავების გზით, მონაცემების გახსნილი,
დეცენტრალიზებული, მაგრამ კოორდინირებული მართვა, რაც ორიენტირებული იქნება მათ
მრავალფუნქციურ
მოხმარებასა
და
გაზიარებაზე.
აღნიშნული
საკითხები
აუცილებელია
მოწესრიგდეს საკანონმდებლო აქტით, რადგან, ერთი მხრივ, ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ფუძემდებლური პრინციპები და შესაბამის სუბიექტთა
უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კანონით უნდა განისაზღვრებოდეს,
ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
მრავალი საკითხი საჭიროებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით რეგულირებას,
ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი
პუნქტის
თანახმად,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილება
მიიღება
საქართველოს
კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის
მიღების
შედეგად
ჩამოყალიბდება
საქართველოს
სახელმწიფო
ერთიანი
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა − ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა,
რომელიც იმოქმედებს სამთავრობო, დარგობრივ და მუნიციპალურ დონეებზე, ხელს შეუწყობს
ქვეყანაში რესურსების გამოყენების ოპტიმალურ დაგეგმვასა და პროცესების ეფექტიან მართვას,
ასევე საჯარო დაწესებულებებში სტანდარტიზებულ, სისტემატიზებულ, უტყუარ და აქტუალურ
ინფორმაციაზე
დაყრდნობით
გადაწყვეტილებების
მიღების
ხარისხის
ამაღლებასა
განვითარება
ხელს
და
ელექტრონული მმართველობის განვითარებას.
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
უწყობს
ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირებას, სოფლის მეურნეობის,
თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო
სისტემების, მიწის, სამთავრობო და კომუნალური სერვისების მართვას, დაგეგმარებასა და
ეფექტიან ფუნქციონირებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლების ამაღლებას, ეკონომიკური
აქტივობის
გაზრდას.
ამდენად,
ზემოაღნიშნული
სისტემის
ჩამოყალიბება
მნიშვნელოვან
სარგებელს მოუტანს საზოგადოებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიზანია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის,
ფუნქციონირების, განვითარებისა და ევროპულ ინფრასტრუქტურებში მისი ინტეგრირებისათვის
ტექნიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. კანონპროექტი
აწესრიგებს ყველა იმ პროცესსა და ურთიერთობას, რომლებიც წარმოიშობა ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან
დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, გაზიარებისა და გამოყენების პროცესში, ასევე,
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტუქტურის სუბიექტებს, ორგანოებსა და მათ უფლებამოვალეობებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
ფარგლებში სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და მათზე თავისუფალი
წვდომის უზრუნველსაყოფად ეროვნული გეოპორტალის შექმნას, რომელიც არის ეროვნული
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური ვებპორტალი. ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურაში სავალდებულო იქნება ყველა იმ სივრცითი მონაცემების
ნაკრებების ასახვა, რომლებსაც აწარმოებს, ფლობს ან/და განკარგავენ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებები ან მათ
მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირები. გარდა ამისა, ეროვნულ სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში
შეიძლება აისახოს ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ წარმოებული
მონაცემები.
კანონპროექტის II თავი აწესრიგებს ეროვნულ სივრცით ინფრასტრუქტურაში შემავალი
გეოგრაფიული მონაცემების სახეებსა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების ძირითად საფუძვლებს. ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურა, როგორც ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის ერთ-ერთი
მთავარი ინსტრუმენტი და ქვეყნის სივრცითი მოწყობის საფუძველი, მოიცავს საინფორმაციო
ქსელურ-ანალიტიკურ სისტემას (ვირტუალურ ინფრასტრუქტურას), რომელშიც შედის სივრცითი
მონაცემები, მეტამონაცემები, ქსელურ სერვისები და მათთან დაკავშირებული თანამედროვე
ტექნოლოგიები, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ინსტიტუციური
შეთანხმებები მონაცემების გამოყენებისა და გაზიარების თაობაზე, ეროვნული და საერთაშორისო
სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები, კოორდინირებისა და მონიტორინგის მექანიზმები და
პროცედურები, ადამიანური რესურსები და მათთან დაკავშირებული ქმედებების ერთობლიობა,
რომელიც ორიენტირებულია მონაცემების გახსნილ, დეცენტრალიზებულ, კოორდინირებულ
მართვასა და მრავალფუნქციურ გამოყენებაზე.
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
კომპონენტებია:
სივრცითი
მონაცემები, ქსელური სერვისები, მეტამონაცემები, გეოპორტალი და შესაბამისი ტექნიკური
ინფრასტრუქტურა, ტექნიკური სტანდარტები და სამართლებრივი რეგულაციები, კოორდინაციისა
და მონიტორინგის მექანიზმები და ორგანიზაციული სტრუქტურა. თავის მხრივ, კანონპროექტი
ითვალისწინებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურაში ასახული სივრცითი
მონაცემების დაყოფას საბაზისო და თემატური სივრცითი მონაცემების ნაკრებებად და, ამასთან,
განსაზღვრავს ამ ნაკრებების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალს, რომელიც არ არის
ამომწურავი და მას შეიძლება დაემატოს ნებისმიერი სხვა სივრცითი მონაცემების ნაკრებები,
რომლებიც არ მიეკუთვნება კანონპროექტით აღწერილი თემატური გეოგრაფიული მონაცემების
ნაკრებების არცერთ ჯგუფს და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის გეოპორტალზე დისტანციური
წვდომისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია ძირითადი
ქსელური სერვისების ტიპები, რომლებიც გეოპორტალის მომხმარებელს საშუალებას მისცემს
მოიძიოს, დაათვალიეროს და ჩამოტვირთოს სივრცითი მონაცემების ნაკრებები. კანონპროექტის
მიხედვით, ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემის რესურსებზე წვდომა
არის ღია და საჯარო, გარდა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“
საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
კანონპროექტის III თავი აწესრიგებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის
ორგანიზაციულ სტრუქტურასა და სუბიექტებს, ასევე მათ უფლება-მოვალეობებს. ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
ორგანიზაციული
სტრუქტურა
შედგება
კოორდინატორისა და საკოორდინაციო საბჭოსგან, ხოლო სუბიექტებად მოიაზრებიან სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალური ორგანოები, ასევე მათი მმართველობის
სფეროში შემავალი ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები და სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა საქმიანობაც სივრცით მონაცემებს, მეტამონაცემებსა და
ქსელურ სერვისებს უკავშირდება და რომლებიც მონაწილეობენ ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირების, განვითარებისა და ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური პროგრამით განსაზღვრული
ამოცანების იმპლემენტაციის პროცესში. სუბიექტი ასევე შესაძლებელია იყოს ფიზიკური ან/და
კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის სისტემებთან წვდომის უფლებას მას ანიჭებს ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის კოორდინატორი სუბიექტების დასაბუთებული მიმართვის
საფუძველზე.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტუქტურის
კოორდინატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
კანონპროექტით უზრუნველყოფილია ეროვნული სივრცითი მონაცემების სუბიექტების
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა. ამასთან, გეოპორტალზე ინტელექტუალური
საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად. ეროვნულ გეოპორტალზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და
მუნიციპალური ორგანოების, ასევე მათი მმართველობის სფეროში შემავალი ან/და მათ მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ
გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების ყველა რესურსი იქნება ოფიციალური მონაცემი, რომლის
მიმართ იმოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით არ გაუქმდება.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საბაზისო კომპონენტების
სტანდარტიზაციისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თავსებადობის
უზრუნველსაყოფად კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული სტანდარტების, ტექნიკური
რეგლამენტებისა და სპეციფიკაციების პროექტების პაკეტის მომზადებას. ამ პაკეტის შემადგენელი
ნაწილი იქნება, მათ შორის: მეტამონაცემების ეროვნული პროფილი, მონაცემთა მოდელის
ტექნიკური სპეციფიკაცია, მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნული პროფილი,
ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკური სპეციფიკაცია, ტექნიკური ჩარჩო რეგლამენტი,
მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნული პროფილი და
მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნული პროფილი. აღნიშნული ეროვნული
პროფილების (სტანდარტების), ტექნიკური რეგლამენტების, სპეციფიკაციებისა და ეროვნული
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროს მარეგულირებელი სხვა ტექნიკური,
სამართლებრივი, ეკონომიკური დოკუმენტების ტიპები, დეტალური სტრუქტურა, კრიტერიუმები
განისაზღვრება და დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. გარდა ამისა,
კანონპროექტის
მიხედვით,
საქართველოს
მთავრობა
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით ამტკიცებს
ოთხწლიან სტრატეგიასა და ყოველწლიურ პროგრამას (სამოქმედო გეგმას), რომელიც წარმოადგენს
მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილს და უნდა განსაზღვროს ეროვნული სივრცითი მონაცემების
ინფრასტრუქტურის სტრატეგიით გაწერილი ამოცანების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი
საქმიანობის მიმართულებები, მათი შესრულებისთვის საჭირო რესურსები და წყაროები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის თანახმად, კანონი, გარდა მისი პირველი−მე-15 მუხლებისა, ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი−მე-15 მუხლები – 2023 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული
მიდგომა
განპირობებულია
სტანდარტების,
ტექნიკური
კანონპროექტის
მე-16
რეგლამენტებისა
და
მუხლში
მითითებული
სპეციფიკაციების
ეროვნული
პროექტების
პაკეტის
მომზადების,
მოქმედი
კანონპროექტთან
საკანონმდებლო
შესაბამისობაში
და
მოყვანის
კანონქვემდებარე
აუცილებლობით.
ნორმატიული
ამასთან,
აქტების
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება შესაბამისი დონის
(სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტიდან,
რომლის კონკრეტული პარამეტრები იდენტიფიცირებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და
განვითარების მიზნით დამტკიცებული ოთხწლიანი სტრატეგიისა და ყოველწლიური პროგრამის
(სამოქმედო გეგმის) შესაბამისად.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
არ
ახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მე11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ გეოპორტალზე
გამოქვეყნებულ
სივრცითი
მონაცემების
რესურსებზე
ქსელური
სერვისებით
დაშვების
(ლიცენზიის), წვდომის, გამოყენებისა და გაზიარების საფასურები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილების მიღების (საფასურების დადგენის) შემთხვევაში
გაიზრდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსავლები, რომლის
მოცულობა დამოკიდებული იქნება საფასურების ოდენობებზე, აგრეთვე იმ მომსახურებათა
დადგენაზე, რომლის მიღებისთვისაც განისაზღვრება საფასურები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით
ამტკიცებს
ოთხწლიან
სტრატეგიასა
და
ყოველწლიურ
პროგრამას
(სამოქმედო
გეგმას).
ყოველწლიური პროგრამა (სამოქმედო გეგმა) წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სამოქმედო
გეგმის
ნაწილს,
რომელმაც
უნდა
განსაზღვროს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის სტრატეგიით გაწერილი ამოცანების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი
საქმიანობის მიმართულებები, მათი შესრულებისთვის საჭირო რესურსები და წყაროები.
ზემოაღნიშნული დოკუმენტები კანონპროექტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდება კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში. სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე გავლენა დამოკიდებულია ამ დოკუმენტების დამტკიცებაზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა ეროვნული სივრცითი
მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით
ამტკიცებს
ოთხწლიან
სტრატეგიასა
და
ყოველწლიურ
პროგრამას
(სამოქმედო
გეგმას).
ყოველწლიური პროგრამა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილს,
რომელმაც
უნდა
განსაზღვროს
ეროვნული
სივრცითი
მონაცემების
ინფრასტრუქტურის
სტრატეგიით გაწერილი ამოცანების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი, აგრეთვე, სუბიექტების
(პირები, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება) საქმიანობის მიმართულებები, მათი
შესრულებისთვის საჭირო რესურსები და წყაროები.
ამდენად, კანონპროექტის მიღების ფინანსური შედეგების შეფასება იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
დამოკიდებულია
ზემოაღნიშნული
დოკუმენტების დამტკიცებაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას. კანონპროექტის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში,
ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებულ სივრცითი მონაცემების რესურსებზე ქსელური
სერვისებით დაშვების (ლიცენზიის), წვდომის, გამოყენებისა და გაზიარების საფასურები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.