საქართველოს პარლამენტის წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 9-12 დეკემბერს ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) სამუშაო ვიზიტით მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-20336/22
16-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ მ/წ 9-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ.
პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა). ვიზიტი მიზნად ისახავდა 9 დეკემბერს
ჩემს, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და
საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელის
შეხვედრას
საფრანგეთის
სენატის
თავმჯდომარის
დიპლომატიურ მრჩეველთან ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი
გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და ამ ეტაპისთვის მიღწეული შედეგების
შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით. ვიზიტი, აგრეთვე
ითვალსწინებდა 12 დეკემბერს ჩემს, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის მონაწილეობას
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის
უფლებათა კომიტეტის 2022 წლის დასკვნით სხდომაში.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
188-ე
მუხლის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
დანართი: ანგარიში 1ფ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მე-3
პუნქტის
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის
პირველი მოადგილის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ
დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის
ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) მივლინების ანგარიში
მოგახსენებთ, რომ მ/წ 9-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში
(საფრანგეთის რესპუბლიკა). ვიზიტი მიზნად ისახავდა 9 დეკემბერს ჩემს, როგორც
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და საარჩევნო
კანონმდებლობის რევიზიის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის
შეხვედრას საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის დიპლომატიურ მრჩეველთან
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების
მიმდინარეობისა და ამ ეტაპისთვის მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური
ინფორმაციის გაზიარების მიზნით. ვიზიტი, აგრეთვე ითვალსწინებდა 12 დეკემბერს
ჩემს, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
წევრის
მონაწილეობას
ევროპის
საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა
კომიტეტის 2022 წლის დასკვნით სხდომაში.
შეხვედრა სენატის თავმჯდომარის დიპლომატიურ მრჩეველთან, უბერ კანსონთან,
შეთანხმებული იყო ჩემი პარიზში ჩასვლის დღეს, 9 დეკემბრის საღამოს. ჩასვლისას,
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში,
გოჩა ჯავახიშვილმა, მაცნობა, რომ სენატის თავმჯდომარის დიპლომატიურ
მრჩეველს 9 დეკემბერს დაუდგინდა კორონა ვისრუსი, რის გამოც დაგეგმილი
შეხვედრა ვეღარ შედგებოდა და შეუძლებელი იყო ასეთ მოკლე პერიოდში მისი
ადგილმონაცვლის იდენტიფიცირება, ვისთანაც სანაცვლო შეხვედრა შედგებოდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, ელჩს გადავეცი დეტალური წერილობითი ინფორმაცია 9
დეკემბრის მდგომარეობით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის
შესრულების არსებული მდგომარეობის თაობაზე, რისი კომუნიკაციაც მისი მხრიდან
სენატის თავმჯდომარის მრჩეველთან განხორციელდება ამ უკანასკნელის
გამოჯანმრთელების შემდეგ.
12 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნით სხდომაში.
სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენებები შემდეგ თემებზე: 1) უკრაინის წინააღმდეგ
რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა
ასპექტები; და 2) პეგასუსის და მსგავსი ჯაშუშური სისტემები და სახელმწიფოს
მხრიდან საიდუმლო თვალთვალი (პოლონეთის, საბერძნეთის და ესპანეთის
მაგალითებზე). მონაწილეობა მივიღე მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაში.
პატივისცემით,
გივი მიქანაძე