საქართველოს პარლამენტის წევრის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 15-16 დეკემბერს ქ. ვენეციაში (იტალიის რესპუბლიკა) სამუშაო ვიზიტით მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-20429/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-20429/22 19-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 15-16 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ. ვენეციაში (იტალიის რესპუბლიკა). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. დანართი: ანგარიში 1ფ. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის ქ. ვენეციაში (იტალიის რესპუბლიკა) მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ მ/წ 15-16 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ. ვენეციაში (იტალიის რესპუბლიკა). ვიზიტი მიზნად ისახავდა 15 დეკემბერს ჩემს, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრის მონაწილეობას ევროპის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 75-ე სხდომაში, ხოლო 16 დეკემბერს, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მონაწილეობას ვენეციის კომისიის 133-ე პლენარულ სხდომაში. 15 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომაში, სადაც განხილულ იქნა 3 საკითხი: ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნის პროექტი სერბეთში დემოკრატიული ინსტიტუტების მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასებაზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში პირველი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნის პროექტი; და მოლდოვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მომზადებული დასკვნა პოლიტიკური პარტიის ანტიკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საბჭომ მოისმინა შესაბამისი ანგარიშები სამივე საკითხთან მიმართებაში და მიიღო გადაწყვეტილება შემდგომი განხილვისა და დამტკიცების თაობაზე წარედგინა დასკვნების პროექტები ვენეციის კომისიის 133-ე პლენარული სხდომისთვის. 16 დეკემბერს გაიმართა ვენეციის კომისიის 133-ე პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოხდა საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ ერთობლივად მომზადებული დასკვნის განხილვა და დამტკიცება. სხდომაზე სიტყვით გაოსვლისას დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოსა და ინკლუზიორობაზე, კანონმდებლობაში ასახული ცვლილებებზე, აგრეთვე, დასკვნის პროექტით ასახული დამატებითი რეკომენდაციების გათვალისწინებასა და 15 დეკემბერს პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ფართე კონსენსუსით მიღებულ ცვლილებებზე. დასკვნის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღის ბოლოს ვენეციის კომისიამ დაამტკიცა მომზადებული დასკვნა. პატივისცემით, გივი მიქანაძე