საქართველოს პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტაილანდის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის (დიმიტრი ხუნდაძე, გელა სამხარაული, სოზარ სუბარი, ირმა ზავრადაშვილი) 2022 წლის 7-11 ნოემბერს ტაილანდში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე
ნომერი
#2-20382/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-19
ბიუროს ნომერი 214

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-20382/22 16-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ტაილანდის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ტაილანდში 7-11 ნოემბერი, ბანკოკი, ტაილანდი მივლინების ანგარიში 2022 წლის 7-11 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ტაილანდის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ვიზიტით იმყოფებოდა ტაილანდში. ვიზიტს წინ უძღოდა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა ტაილანდის სამეფოს არარეზიდენტ ელჩთან აპირატ სუგონდჰაბირომთან (Apirat Sugondhabhirom), სადაც ელჩმა გამოხატა ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის სურვილი უმასპინძლოს საქართველოს დელეგაციას ბანკოკში. დელეგაცია ტაილანდის სამეფოში იმყოფებოდა შემდეგი შემადგენლობით: 1. 2. 3. 4. 5. დიმიტრი ხუნდაძე - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; გელა სამხარაული - მეგობრობის ჯგუფის წევრი; სოზარ სუბარი - მეგობრობის ჯგუფის წევრი; ირმა ზავრადაშვილი - მეგობრობის ჯგუფის წევრი; მარიამ ყარაშვილი - საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი. ვიზიტის პერიოდში მეგობრობის ჯგუფმა შეხვედრები გამართა ტაილანდის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში: საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან; საგარეო ურთიერთობათა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომიტეტთან; ტურიზმის კომიტეტთან; მიწის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომიტეტთან. ზემოხსენებულ შეხვედრებზე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველოს ელჩი ტაილანდის სამეფოში არჩილ ძულიაშვილი. 2022 წლის 9 ნოემბერი შეხვედრა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან: ტაილანდის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: ჩალერმჩაი ბუნიალიპუნ (Chalermchai Boonyaleepun); გრაინგსაკ ფაისიგამ (Graingsak Fhayseengam); ჯარაისაკ არნუპაბ (Jaraysak Arnupab); კამპოლ ლერტკიატდამრონგ (Kampol Lertkiatdamrong) და კობკულ აბჰაკარა (Kobkul Abhakara). ჩალერმჩაი ბუნიალიპუნი მიესალმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, ხაზი გაუსვა ტაილანდის და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს და არსებული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოხატა. მან მიულოცა ქართულ მხარეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე და აღნიშნა რომ ძალიან მოხარულია აღნიშნული ვიზიტით. დიმიტრი ხუნდაძე თბილად მიესალმა მასპინძელ მხარეს, მადლობა გადაუხადა მის კოლეგას მოწვევისთვის, წარუდგინა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დამსწრე წევრები და მიულოცა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ტაილანდის მხარეს მადლობა გადაუხადა მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე კმაყოფილება გამოხატა გამარტივებული სავიზო პოლიტიკისთვის. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგულარული პირდაპირი ფრენების საკითხს. ორივე მხარემ აღნიშნა მათი არსებობის აუცილებლობა ტურიზმის განვითარების კონტექსტში. ასევე ხაზგასმული იყო ტაილანდური და ქართული დღეების ორგანიზების მნიშვნელობას ორივე ქვეყანაში, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურის პოპულარიზაციას და ხალხთა შორის ურთიერთობებს. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებული საპარლამენტო დიპლომატიის და თანამშრომლობის გაღრმავებით, გამოცდილების გაზიარებით და თანამშრომლობით როგორც მეგობრობის ჯგუფის, ასევე საკომიტეტო დონეზე. ტაილანდურმა მხარემ გამოთქვა სურვილი რეგულარულად მოეწყოს ბიზნეს ფორუმები და ამ მიმართულებითაც მჭიდროდ ითანამშრომლონ ქვეყნებმა საპატიო კონსულების და ელჩების ჩართულობით. დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგას გაუზიარა ინიციატივა დაამეგობრონ ისტორიული ქალაქები მცხეთა და აიუატაია, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის ორივე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძელგებს შორის იკავებს ადგილს. ტაილანდურმა მხარემ დააფიქსირა დაინტერესება განახორციელოს საპასუხო ვიზიტი საქართველოში, რაზეც ქართულმა მხარემ აღნიშნა რომ მოხარულები იქნებიან და მზად არიან უმასპინძლონ დელეგაციას მათთვის მისაღებ დროს. 2022 წლის 10 ნოემბერი შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სარავუტ ფეტფანომპორნი მიესალმა ქართულ მხარეს, გააცნო კომიტეტის წევრები და მიულოცა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. დიმიტრი ხუნდაძემ მადლობა გადაუხადა მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაუსვა საქართველოს დაინტერესებას მიიღოს დამკვირვებლის სტატუსი AIPA-ში და გაააღრმაოს ტაილანდთან ურთიერთობები ტურიზმის, ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში. ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია მასპინძელ მხარეს რეგიონში განვითარებული ვითარების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული ვითარება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ტაილანდის კეთილგანწყობის შესახებ საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ტაილანდში საკმაოდ გაზრდილია საქართველოში მოგზაურობის მიმართ ინტერესი. გამოხატა მზაობა ითანამშრომლონ როგორ ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ხელი შეუწყონ კავშირების გაღრმავებას ყველა მიმართულებით. სავარუტ ფეტმანომპორნმა აღნიშნა, რომ ტაილანდი ეწინააღმდეგება ომს და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. 2022 წლის 10 ნოემბერი შეხვედრა ტურიზმის კომიტეტთან: ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარესთან სურასაკ ფანჩაროენვორაკულთან (Surasak Phancharoenworakul) და ტურიზმის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, რეგულარული პირდაპირი ფრენების არსებობის მნიშვნელობას და მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ. შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ჩართულობა, როგორც საპარლამენტო ისე საზოგადოებრივ დონეზე, რათა განვითარდეს სამომავლო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. 2022 წლის 10 ნოემბერი შეხვედრა მიწის, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომიტეტთან: აპიჩატ სირისონტორნმა (Apichat Sirisoontorn) თბილად მიიღო საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. კომიტეტის წევრებსა და ქართულ მხარეს შორის აქტიური დიალოგი შედგა კითხვა პასუხის რეჟიმში, რომელიც კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე შეეხო სხვადასხვა საკითხს მათ შორის მიწის რეფორმას, ღვინის წარმოებას, გარემოზე ზეგავლენას. ქართულმა მხარემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის შესახებ. ასევე გაუზიარა ისტორიული ცნობები და მიმდინარე ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოწვია მასპინძელ მხარეში. ტაილანდის მხარემ სტუმრებს გაუზიარა გამოცდილება მრეწველობასთან და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მათთან რა საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს მიწის რეგისტრაციის პროცესში. მხარეები შეთანხმდენენ:     2023 წელს განხორციელდეს საპასუხო საპარლამენტო ვიზიტი საქართველოში; იმუშაონ რეგულარული პირდაპირი ფრენების საკითხზე; იმუშაონ ისტორიული ქალაქების დამეგობრებაზე; ხელი შეუწყონ ბიზნეს ფორუმის და კულტური დღეების ორგანიზებას. ანგარიში მოამზადა: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, მარიამ ყარაშვილმა. პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე