საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი: ანა აბაშიძის, მარიკა არევაძის, გიორგი ბურჯანაძის, ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიას, ევგენია თავაძის, ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძის, სერგო მახარაძის, მაკა მინდიაშვილის, ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძის, ქეთევან ჩაჩავას, გიორგი ცობეხიას, იაგო ხვიჩიასა და ნაზიბროლა ჯანეზაშვილის კანდიდატურების განხილვის შედეგებზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-20534/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი: ანა აბაშიძის, მარიკა არევაძის, გიორგი ბურჯანაძის, ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიას, ევგენია თავაძის, ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძის, სერგო მახარაძის, მაკა მინდიაშვილის, ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძის, ქეთევან ჩაჩავას, გიორგი ცობეხიას, იაგო ხვიჩიასა და ნაზიბროლა ჯანეზაშვილის კანდიდატურების განხილვის შედეგებზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 215

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-20534/22 20-12-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ანა აბაშიძის, მარიკა არევაძის, გიორგი ბურჯანაძის, ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიას, ევგენია თავაძის, ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძის, სერგო მახარაძის, მაკა მინდიაშვილის, ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძის, ქეთევან ჩაჩავას, გიორგი ცობეხიას, იაგო ხვიჩიასა და ნაზიბროლა ჯანეზაშვილის კანდიდატურების განხილვის შედეგებზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 25 ოქტომბრის, 26 ოქტომბრის, 31 ოქტომბრის, 1 ნოემბრის, 2 ნოემბრის, 3 ნოემბრისა და 4 ნოემბრის სხდომებზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურები. კომიტეტის სხდომებზე კანდიდატურების განხილვამდე კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეისწავლა წარმოდგენილი კანდიდატების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან, რომელთა თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge არჩევა დაუშვებელია“, აგრეთვე, „საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე“. ამ მიზნით, კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოირკვა, რომ კანდიდატებს: თინათინ ერქვანიას, ევგენია თავაძეს, სერგო მახარაძეს, მაკა მინდიაშვილსა და ნიკოლოზ ნიკოლაძეს წარმოდგენილი არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოქალაქეობის დოკუმენტები, შემოწმება, რის რის გამოც გარეშეც ვერ შეუძლებელი დადგინდებოდა იქნებოდა მათი მათი შესაბამისობა კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან. საქართველოს შესაბამისად, პარლამენტის კომიტეტმა რეგლამენტის დასახელებულ 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის კანდიდატებს მიმართა წინადადებით წარმოედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თითოეული კანდიდატის მიერ დაუყოვნებლივ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. გააანალიზა რა თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კომიტეტმა დაადგინა, რომ ყველა კანდიდატი შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის სხდომებზე მოუსმინა თითოეულ კანდიდატს (ვინც გამოცხადდა კომიტეტის სხდომაზე). კომიტეტმა საპარლამენტო ფრაქციებისა წარმომადგენლებთან და კონსულტაციებისა უშუალოდ და უფრაქციო და პოლიტიკური ჯგუფების წევრებთან წინასწარი შეთანხმების შედეგად პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიმუშავა და დაამტკიცა თითოეული კანდიდატურის მოსმენის/განხილვის რეგლამენტი, რომლის მიხედვით თითოეულ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტში მათი წარმომადგენლობის პროპორციულად, დაეთმოთ შესაბამისი დრო, რომლის განმავლობაშიც მათ მიეცათ შესაძლებლობა პირდაპირი ინტერვიუს გზით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებოდნენ კანდიდატს. ასეთივე შესაძლებლობა მიენიჭათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც, ვინც გამოხატავდა სურვილს, რომ დაესვა კითხვები. აგრეთვე, საკუთარი კანდიდატურის პრეზენტაციისა და დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა მიეცა თითოეულ კანდიდატს. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, იაგო ხვიჩია, წარმოადგენს იმავდროულად საქართველოს პარლამენტის წევრს და ჰქონდა შესაძლებლობა სხვა კანდიდატებისთვის ამ სტატუსით დაესვა კითხვები, ამდენად, კომიტეტის მიერ ყველა სხვა კანდიდატს მიეცა წინადადება, დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომას, რომელზეც განიხილებოდა იაგო ხვიჩიას კანდიდატურა და დაესვათ ამ უკანასკნელისთვის შეკითხვები. ამ შესაძლებლობით რამდენიმე კანდიდატმა ისარგებლა. კერძოდ, იაგო ხვიჩიას კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ: გიორგი ცობეხია, ევგენია თავაძე, ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი და გიორგი მარიამიძე. 2022 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე განხილულ იქნა ანა აბაშიძის, მარიკა არევაძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები. ანა აბაშიძე წარმოდგენილია საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების: „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ. ანა აბაშიძის ფრაქციისა და კანდიდატურის პოლიტიკური განხილვას ჯგუფის ესწრებოდა ყველა წარმომადგენლები, საპარლამენტო აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური და გურამ მაჭარაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კანდიდატ ანა აბაშიძესთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლა მხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“. საპარლამენტო ფრაქციებისა და ყველა სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოიყენეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობა. მარიკა არევაძე წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. მარიკა არევაძის კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა „ევროპელი სოციალისტები“. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური და გურამ მაჭარაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, კანდიდატ მარიკა არევაძესთან გასაუბრების შესაძლებლობა არ გამოიყენა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“. ეს შესაძლებლობა გამოყენებულ არ იქნა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. სხვა საპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებმა და უფრაქციო პარლამენტის წევრებმა დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში ისარგებლეს აღნიშნული შესაძლებლობით და გაესაუბრნენ კანდიდატს. გიორგი ბურჯანაძე ნაციონალური მოძრაობა წარმოდგენილია - საპარლამენტო გაერთიანებული ოპოზიცია ფრაქციის „ძალა „ერთიანი ერთობაშია“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების: „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ. გიორგი საპარლამენტო ბურჯანაძის ფრაქციისა კანდიდატურის და პოლიტიკური განხილვას ჯგუფის ესწრებოდნენ ყველა წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა „ევროპელი სოციალისტები“. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა აბაშიძე, მიხეილ დაუშვილი, გურამ მაჭარაშვილი და სალომე სამადაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კანდიდატ გიორგი ბურჯანაძესთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლეს ისევ პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხოლო საპარლამენტო ფრაქციებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა კვლავ გამოხატეს ინტერესი და გამოიყენეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობა. 2022 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე განხილულ იქნა ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძის კანდიდატურები. ლელა გაფრინდაშვილი წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ მიერ. ლელა გაფრინდაშვილის საპარლამენტო ფრაქციისა კანდიდატურის და პოლიტიკური განხილვას ჯგუფის ესწრებოდნენ ყველა წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა „ევროპელი სოციალისტები“. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური და ეკა სეფაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კანდიდატ ლელა გაფრინდაშვილთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლეს პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხოლო საპარლამენტო ფრაქციებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა გამოიყენეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობა. სოფიო დემეტრაშვილი წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. სოფიო დემეტრაშვილის საპარლამენტო ფრაქციისა კანდიდატურის და პოლიტიკური განხილვას ჯგუფის ესწრებოდნენ ყველა წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფებისა „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური და ეკა სეფაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, უფლებამოსილებით კანდიდატ არ სოფიო ისარგებლეს დემეტრაშვილთან პოლიტიკურმა ჯგუფებმა გასაუბრების „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“. ხოლო საპარლამენტო ფრაქციებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოიყენეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობა. თინათინ ერქვანია წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ მიერ. თინათინ ერქვანიას კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა „ევროპელი სოციალისტები“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ეკა სეფაშვილი. კანდიდატ თინათინ ერქვანიასთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“. ეს შესაძლებლობა გამოყენებულ არ იქნა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. სხვა საპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებმა და უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში, ისარგებლეს აღნიშნული შესაძლებლობით და გაესაუბრნენ კანდიდატს. ევგენია თავაძე წარმოდგენილია საპარლამენტო კანდიდატურის განხილვას პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. ევგენია თავაძის ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციების: „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები, შესაბამისად, განხილვას არ ესწრებოდნენ პოლიტიკური ჯგუფების: „ევროპელი სოციალისტები“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, კანდიდატ ევგენია თავაძესთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლეს პოლიტიკური ჯგუფების: „ევროპელი სოციალისტები“ და „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხოლო სხვა საპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებმა, დადგენილი ფარგლებში, გამოიყენეს კანდიდატთან გასაუბრების შესაძლებლობა. რეგლამენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე განხილულ იქნა ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძისა და სერგო მახარაძის კანდიდატურები. ალექსანდრე კობაიძე წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. ალექსანდრე კობაიძის კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციების: „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია ერთობაშია“ „ძალა და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები. შესაბამისად, განხილვას არ ესწრებოდნენ პოლიტიკური ჯგუფების: „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ წარმომადგენლები, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამდენად, კანდიდატ ალექსანდრე კობაიძესთან გასაუბრების შესაძლებლობა არ გამოიყენეს პოლიტიკური ჯგუფებმა: „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენლებმა. წარმომადგენლებმა უფრაქციო აღნიშნული პარლამენტის ხოლო სხვა წევრებმა და სამოქალაქო საპარლამენტო სუბიექტების უფლებამოსილებით ისარგებლეს დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად. ლევან კოკორაშვილი წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. ლევან კოკორაშვილის კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციების: „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, განხილვას არ ესწრებოდნენ პოლიტიკური ჯგუფების: „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ წარმომადგენლები. კანდიდატ ისარგებლეს ლევან კოკორაშვილთან პოლიტიკური ჯგუფებმა: გასაუბრების „ევროპელი უფლებამოსილებით სოციალისტები“, „ლელო“ არ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა. ხოლო სხვა საპარლამენტო სუბიექტების, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი და გაესაუბრნენ კანდიდატს. ნუგზარ კოხრეიძე წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. ნუგზარ კოხრეიძის კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. განხილვას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების: „ევროპელი სოციალისტები“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და უფრაქციო პარლამენტის წევრები. შესაბამისად, კანდიდატ ნუგზარ კოხრეიძესთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლეს საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების: „ევროპელი სოციალისტები“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა. აღნიშნული შესაძლებლობა ასევე არ გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები პირდაპირი ინტერვიუს გზით გაესაუბრნენ წარმოდგენილ კანდიდატს. გიორგი მარიამიძე წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. გიორგი მარიამიძის კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. შესაბამისად, განხილვას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების: „ევროპელი სოციალისტები“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კანდიდატ გიორგი მარიამიძესთან გასაუბრების შესაძლებლობა არ გამოიყენეს საპარლამენტო ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და პოლიტიკური ჯგუფების: „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფი“ წარმომადგენლები, აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. კანდიდატს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრნენ საპარლამენტო ფრაქციის ოცნება“ „ქართული და პოლიტიკური ჯგუფების: „გირჩი“ და „მოქალაქეები“ წარმომადგენლები. სერგო მახარაძე წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის განხილვას ესწრებოდნენ მხოლოდ „მოქალაქეები“ მიერ. სერგო მახარაძის კანდიდატურის საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წარმომადგენლები, რომლებმაც ისრგებლეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს გზით გასაუბრების უფლებამოსილებით. განხილვას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო შესაბამისად, კანდიდატთან გასაუბრების საზოგადოების წარმომადგენლები. განხილვას არ ესწრებოდნენ და შესაძლებლობა არ გამოიყენეს საპარლამენტო ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა: „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“ და უფრაქციო პარლამენტის წევრებმა. აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. 2022 წლის კანდიდატურა. 1 ნოემბრის სხდომაზე განხილულ იქნა მაკა მინდიაშვილის მაკა მინდიაშვილი წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. მაკა მინდიაშვილის კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფებისა „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“. განხილვას ესწრებოდა აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განხილვას არ ესწრებოდნენ. შესაბამისად, კანდიდატ მაკა მინდიაშვილთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. ამ უფლებამოსილებით არ ისარგებლეს ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა. ხოლო საპარლამენტო ფრაქციებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გამოიყენეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობა. 2022 წლის 2 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ჯემალ ნათელაშვილის კანდიდატურის განხილვა. ჯემალ ნათელაშვილი წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. კანდიდატი ჯემალ ნათელაშვილი კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნდა ჯემალ ნათელაშვილის 2022 წლის 1 ნოემბრის N114101/22 განცხადება, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნული განცხადებაში ჯემალ ნათელაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უარს ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე და ითხოვს მისი კანდიდატურის მოხსნას სახალხო დამცველის შესარჩევი ტურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯემალ ნათელაშვილის კანდიდატურის განხილვა არ შედგა. 2022 წლის 3 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ნიკოლოზ ნიკოლაძისა და ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურების განხილვა. ნიკოლოზ ნიკოლაძე წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. კანდიდატი ნიკოლოზ ნიკოლაძე კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ნიკოლაძის 2022 წლის 24 ოქტომბრის N113737/22 განცხადება, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ნიკოლოზ ნიკოლაძემ გარკვეულ გარემოებათა გამო კონკურსიდან მოხსნა თავისი კანდიდატურა და უარი განაცხადა შემდგომი პროცესების გაგრძელებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ნიკოლაძის კანდიდატურის განხილვა არ შედგა. კომიტეტის აღნიშნულ სხდომაზე განხილულ იქნა ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურა. ქეთევან ჩაჩავა წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა „ევროპელი სოციალისტები“. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური და გურამ მაჭარაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, კანდიდატ ქეთევან ჩაჩავასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ გამოიყენა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“. ეს შესაძლებლობა გამოყენებულ არ იქნა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. სხვა საპარლამენტო სუბიექტების წარმომადგენლებმა და უფრაქციო პარლამენტის წევრებმა დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში შესაძლებლობით და გაესაუბრნენ კანდიდატს. ისარგებლეს აღნიშნული 2022 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე დაგეგმილი იყო გიორგი ცობეხიას, იაგო ხვიჩიასა და ნაზიბროლა ჯანეზაშვილის კანდიდატურების განხილვა. გიორგი ცობეხია წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. გიორგი ცობეხიას კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფებისა „ევროპელი სოციალისტები“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“. განხილვას ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამდენად, კანდიდატ გიორგი ცობეხიასთან გასაუბრების უფლებამოსილებით არ ისარგებლეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ევროპელი სოციალისტები“ და „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს შესაძლებლობა გამოყენებულ არ იქნა აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წარმომადგენლებმა, წევრების აგრეთვე მიერ. სამოქალაქო სხვა საპარლამენტო საზოგადოების სუბიექტების წარმომადგენლებმა დადგენილი რეგლამენტის ფარგლებში ისარგებლეს აღნიშნული შესაძლებლობით და გაესაუბრნენ კანდიდატს. კანდიდატ გიორგი ცობეხიასთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, მან ისარგებლა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლებით, რა დროსაც განაცხადა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას. იაგო ხვიჩია წარმოდგენილია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ მიერ. იაგო ხვიჩიას კანდიდატურის განხილვას ესწრებოდნენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, გარდა პოლიტიკური ჯგუფისა „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“. განხილვას არ ესწრებოდნენ აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრები. კანდიდატ იაგო ხვიჩიასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ გამოიყენა პოლიტიკურმა ჯგუფებმა „გირჩი“ და „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს შესაძლებლობა გამოყენებულ არ იქნა აგრეთვე უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ. სხვა საპარლამენტო სუბიექტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი და გამოიყენეს კანდიდატთან პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობა. კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანდიდატ იაგო ხვიჩიას, როგორც იმავდროულად კითხვების დასმისა შემთხვევებში და პარლამენტის მათთან ისარგებლა. წევრს, ჰქონდა გასაუბრების აღნიშნულის სხვა კანდიდატებისთვის შესაძლებლობა, გათვალისწინებით რითაც მან კომიტეტმა რიგ სხვა კანდიდატებსაც მისცა კანდიდატ იაგო ხვიჩიასთვის კითხვების დასმის და მასთან გასაუბრების შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა გამოიყენეს კანდიდატებმა გიორგი ცობეხიამ, ევგენია თავაძემ, ალექსანდრე კობაიძემ, ლევან კოკორაშვილმა და გიორგი მარიამიძემ. ნაზიბროლა ჯანეზაშვილი წარმოდგენილია საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების: „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ. კანდიდატი ნაზიბროლა ჯანეზაშვილი კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა. იმავდროულად მან მედიასაშუალებების გამოყენებით საჯაროდ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაზიბროლა ჯანეზაშვილის კანდიდატურის განხილვა არ შედგა. წარმოდგენილი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გაანალიზების, კომიტეტის სხდომებზე კანდიდატების მოსმენისა და კანდიდატურების განხილვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატურას. კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ანა აბაშიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 7 წევრმა; მარიკა არევაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 9 წევრმა; ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; სოფიო დემეტრაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; თინათინ ერქვანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; ევგენია თავაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; ალექსანდრე კობაიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; ლევან კოკორაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; ნუგზარ კოხრეიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; გიორგი მარიამიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; სერგო მახარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; მაკა მინდიაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; ჯემალ ნათელაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა კომიტეტის არცერთმა წევრმა; ნიკოლოზ ნიკოლაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა კომიტეტის არცერთმა წევრმა; ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; გიორგი ცობეხიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა კომიტეტის არცერთმა წევრმა; იაგო ხვიჩიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 6 წევრმა; ნაზიბროლა ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 2 წევრმა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის იმ წევრების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ კომიტეტში საპარლამენტო ფრაქციას „ქართული ოცნება“, გაკეთდა განცხადება კენჭისყრამდე, რომ ისინი აპირებდნენ განხილვაში მონაწილე ყველა კანდიდატის მხარდაჭერას, რათა ყველა მათგანთან მიმართებაში შენარჩუნებულიყო არჩევის ფორმალური საფუძველი და ამით არ შეზღუდულიყვნენ პოლიტიკური კონსულტაციების პროცესში ჩართული პოლიტიკური სუბიექტები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას კანდიდატურის მიმართ, მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის სიითი შემადგენლობა განსაზღვრულია პარლამენტის 11 წევრით, ამდენად, მისი უმრავლესობა შეადგენს კომიტეტის 6 წევრს. შესაბამისად: კომიტეტი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაციას აძლევს ანა აბაშიძის, მარიკა არევაძის, გიორგი ბურჯანაძის, ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიას, ევგენია თავაძის, ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძის, სერგო მახარაძის, მაკა მინდიაშვილის, ქეთევან ჩაჩავასა და იაგო ხვიჩიას კანდიდატურებს. კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების: ჯემალ ნათელაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლაძის, გიორგი ცობეხიას და ნაზიბროლა ჯანეზაშვილის არჩევა არ მიიჩნია მიზანშეწონილად. ამასთან, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული კანდიდატურის განხილვა ჩატარდა საჯაროდ, გამჭვირვალედ, ყველა კანდიდატს მიეცა საკუთარი ხედვებისა და შესაძლებლობების სრულად წარმოდგენის შესაძლებლობა, პარლამენტის ყველა ფრაქციას, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო პარლამენტის წევრებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა, მათი წარმომადგენლებს დაინტერესების ჰქონდათ შემთხვევაში, სრული და კანდიდატთან თანაბარი უშუალოდ გასაუბრების გზით, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ამასთან, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო კანდიდატებთან დაკავშირებული, მათ მიერვე წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ასევე იძლევა გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარის ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომები და მთლიანად პროცესი ორგანიზაციული და ტექნიკური მიმდინარეობდა მაღალ დონეზე. უზრუნველყოფის კუთხითაც მომზადდა და კომიტეტმა მიიჩნია, კანონმდებლობის რომ მოთხოვნებთან მითითებული კანდიდატების გარემოებები იძლევა შესაბამისობის, როგორც ასევე, მათი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილების, პროფესიული მახასიათებლების, მიუკერძოებლობისა და სხვა პიროვნული თვისებების სრულყოფილად დადგენისა და შეფასების შესაძლებლობას. ასევე, ნათლად გამოიკვეთა თითოეული კანდიდატის ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარებისა და გაძლიერების მექანიზმებზე და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკომიტეტო განხილვების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი (მათ შორის, არა მხოლო კომიტეტის წევრები, არამედ პარლამენტის სხვა წევრებიც), კომიტეტი ვერ ხედავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების ხელმეორედ მოსმენის საჭიროებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის მიზნით კენჭისყრების ჩატარებას ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვის გარეშე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე