საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2022 წლის 20 ივლისს, ქ. აშხაბადში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში შესვლისა და ზემოხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ქ. აშხაბადში, 1993 წლის 17 აგვისტოს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 215
📜 ტექსტი
წერილი
39140-01-2-202212211448
№ 01/39140
21/12/2022
საქართველოს პარლამენტის აპარატი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის
25-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2022 წლის 20 ივლისს, ქ. აშხაბადში,
ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 2022 წლის 31 დეკემბრიდან.
ამასთან, ზემოხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედებას შეწყვეტს
ქ. აშხაბადში, 1993 წლის 17 აგვისტოს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება.
პატივისცემით,
ირინე ბართაია
დეპარტამენტის დირექტორი
საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი