ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადის გასვლამდე მათი კანდიდატურების ფრაქციის მიერ განხილვის გარეშე კენჭისყრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 215
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-20723/22
22-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
208-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა.
აღნიშნული პროცედურის თანახმად (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით), საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საკომიტეტო განხილვის დასრულების
შემდეგ მათი პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ
საპარლამენტო ფრაქციები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები.
გაცნობებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ გეგმავს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა აღნიშნული კანდიდატურების განხილვას და
თანახმაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ორკვირიანი ვადის
გასვლამდე უყაროს მათ საკითხს კენჭი.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge