საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ მომართვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადის გასვლამდე მათი კანდიდატურების პოლიტიკურ ჯგუფის მიერ განხილვის გარეშე კენჭისყრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 215
📜 ტექსტი
წერილი
პოლიტიკური ჯგუფი
„გირჩი“
2-20724/22
22-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე
მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა. აღნიშნული
პროცედურის თანახმად (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის მე-10
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა
კანდიდატურებს საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ მათი პარლამენტის
ბიუროსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ საპარლამენტო ფრაქციები და
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები.
გაცნობებთ, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ არ გეგმავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა აღნიშნული კანდიდატურების
განხილვას და თანახმაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული 2-კვირიანი ვადის
გასვლამდე უყაროს მათ საკითხს კენჭი.
პატივისცემით,
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე
იაგო ხვიჩია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge