„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.12.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/235/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-29
ბიუროს ნომერი 217

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე მუხლი 1. (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ლ“- ,,ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (ცწადპ), მათ შორის ცწადპ-ის ჯანმრთელობის წესების შესაბამისად გადამუშავებული პროდუქტი, გარდა იმ პროდუქტისა, რომელიც განკუთვნილია ინსინერაციისთვის ან ნაგავსაყრელზე განთავსებისთვის, ან რომლებიც გამოიყენება ბიოგაზის ან კომპოსტირების საწარმოებში; მ) მკვდარი ცხოველები (არ მოიაზრება დაკლული ცხოველების ტანხორცი), მათ შორის, რომლებიც დახოცილი იქნა ეპიზოოტიური დაავადებების აღმოსაფხვრელად და რომლებიც განიკარგება ცწადპ-ის ჯანმრთელობის წესების შესაბამისად; ნ) სუბსტანცია/ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია გამოყენებული იქნეს, როგორც ცხოველის საკვების მასალა და რომელიც არ შეიცავს ან არ შედგება ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისაგან.“ 2. 33-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. ფეკალური მასებით, კანალიზაციის ან შლამისებრი ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება“; ბ) მე-2 - მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 3. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“ 3. 34-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“ გ) დაემატოს მე-3 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „3. სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“ 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „მუხლი 351. ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა 1. ნარჩენების მფლობელი მეწარმის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით არასახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა – გამოიწვევს არასახიფათო ნარჩენების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. ნარჩენების მფლობელი მეწარმის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით სახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა – გამოიწვევს სახიფათო ნარჩენების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“ 5. 36-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება/ჩაყრა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიამებას 10 000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს: 6. მე-40 მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „5. „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ მუხლის 1 – 41 ნაწილებისა და ამ კოდექსის 402 მუხლისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“ ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნას. 7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 და 402 მუხლები: „მუხლი 401. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა 1. შეგროვებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; 2. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის და ოპერირების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; 3. აზბესტის ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; 4. მდგრადი ორგანული დამბინძურებელი (მოდ) ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; 5. ნარჩენი ზეთის მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; 6. ტრანსპორტირების დაწყებამდე, სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 7. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველისა და მიმღების მიერ ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. მუხლი 402. მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიების განუხორციელებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“ 8. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადის, პირობებისა და დახურვის მოთხოვნების დარღვევა არსებული ნაგავსაყრელის ოპერირება ამ კოდექსით დადგენილი ვადის ან/და პირობების დარღვევით ან ნაგავსაყრელის დახურვისა და შემდგომი მოვლის მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.“ 9. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარუდგენლობა (მათ შორის კანონით დადგენილ შემთხვევებში განახლების მიზნით) ან/და უქონლობა, ასევე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; 10. 44-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი: „მუხლი 441. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლის საქმიანობა კოლექტიურ მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანების ან ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის შექმნის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლის საქმიანობა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ან რეგისტრაციის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ავტორიზაციის გარეშე მგვ ორგანიზაციის საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. მგვ ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით. 5. მგვ ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენისა და რეციკლირების/რეგენერაციის წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 20 000 ლარის ოდენობით. 6. მგვ ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული აღრიცხვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. მგვ ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა ან/და უქონლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. მგვ ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.“; 9. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქციის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტირებული მგვ რეესტრში ან არ არის მგვ ორგანიზაციის წევრი (ან არ აქვს შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 11. 47-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 31-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ნარჩენების მართვის გაფართოებული კოდექსის“ ვალდებულების მე-9 (მგვ) მუხლით სისტემის გათვალისწინებულია დანერგვა (სპეციფიკური მწარმოებლის ნარჩენების წარმომქმნელი პროდუქტების მწარმოებლების ვალდებულება). ამ სისტემის ჩამოსაყალიბებლად, 25/05/2020 წ. საქართველოს მთავრობამ მიიღო ოთხი დადგენილება: N324 - „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; N325 - „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”; N326 - ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; N327 - ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“. ამ ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულია მგვ-სთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები და ვალდებულებები. ასევე, თითოეული სპეციფიკური ნარჩენისთვის დადგენილია მგვ ორგანიზაციების მიერ 2023-3032 წწ. ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიღწევის მიზნობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, მგვ-სთან დაკავშირებით ნორმატიული აქტებით დადგენილი უზრუნველსაყოფად, მოთხოვნებისა საჭიროა და ვალდებულებების ამ შესრულების მოთხოვნების/ვალდულებების დარღვევის/შეუსრულებლობისთვის შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა. ზემოაღნიშნულთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, საჭიროა „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ცალკეული მუხლების ტექნიკური/ტერმინოლიგიური დახვეწა და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ასევე, საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ნარჩენების მართვის სფეროში ისეთი ღონისძიებების განხორციელებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების ეფექტურ მართვას და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოთხოვნების ეფექტიანად აღსრულებას. ასევე, ცხოველური ნარჩენები - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (ცწადპ) რეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისადაც. გამომდინარე იქიდან, რომ ცწადპ-ის წარმოქმნაგენერირება ძირითადად ხორციელდება სურსათის პირველად წარმოებაში (ფერმები) და წარმოება/გადამამუშავება/დისტრიბუციის ეტაპებზე და მათი გადამუშავება ან/და განკარგვა უნდა განხორციელდეს საქართელოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილებით განსაზღვრული ჯანმრთელობის წესების შესაბამისად, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და შესაბამისად კანონით მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრულია სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემის დანერგვისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჭიროა, რომ ზემოაღნიშნული საქართველოს მთავრობის 25/05/2020 წ. N324, N325, N326 და N327 დადგენილებებით მოთხოვნების/ვალდებულებების დამტკიცებული შეუსრულებლობისთვის ტექნიკური დადგინდეს რეგლამენტების ადმინისტრაციულ- სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვის საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს „ნარჩენების მართვის კოდექსში“. ასევე, „ნარჩენების მართვის კოდექსის ცალკეულ მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და ნარჩენების მართვის სფეროში დადგენილი სხვადასხვა მოთხოვნების დარღვევისთვის/ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებისთვის საჭიროა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს მგვ-ს სისტემის ეფექტიან დანერგვას. ასევე, ნარჩენების მართვის დარღვევისთვის/ვალდებულებების სფეროში მოქმედი შეუსრულებლობისთვის კონკრეტული დაწესდება მოთხოვნების შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსის რეგულირების სფეროდან გამოვა ის ცხოველური ნარჩენები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები (ცწადპ,) რომლებიც რეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისადაც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. ცვლილებები შედის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-2, 33-ე, 34-ე, 36-ე, 40-ე, 41-ე, 43-ე და 47-ე მუხლებში. ცვლილება შედის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-2 მუხლში და მე-2 პუნქტს ემატება ,,ლ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად ცწადპ, გარდა ინსენერაციისათვის, ნაგავსაყრელზე განთავსებისათვის ან ბიოგაზის ან კომპოსტირების საწარმოსათვის განკუთვილისა, აღარ იქნება ამ კოდექსის რეგულირების სფერო. ასევე არ იქნება რეგულირების სფერო მკვდარი ცხოველი (არ მოიაზრება დაკლული ცხოველების ტანხორცი), მათ შორის ისეთი ცხოველი, რომელიც დახოცილ იქნა ეპიზოოტიური დაავადებების აღმოსაფხვრელად და რომლებიც განიკარგება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის N605 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად და სუბსტანცია/ნივთიერება, რომელიც განკუთვნილია გამოყენებული იქნეს, როგორც ცხოველის საკვების მასალა და რომელიც არ შეიცავს ან არ შედგება ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისაგან. 2. ცვლილება შედის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ X თავში (ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება). კერძოდ, კოდექსს ემატება 441 მუხლი - „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) მოთხოვნების შეუსრულებლობა.“ ეს მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენას მგვ-იდან გამომდინარე სხვადასხვა დარღვევისთვის. 3. ახალი რედაქციებით ყალიბდება/ზუსტდება კოდექსის 33-ე, 34-ე, 36-ე, მე-40, 41-ე, 43-ე, 47-ე მუხლების ცალკეული ნაწილები. კერძოდ: - 33-ე მუხლის სათაური ყალიბდება ახალი რედაქციით, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სათაურში ნახსენებია შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით-ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება, რომელიც იწვევს გარკვეული სახის სანქციებს თუმცა მუხლში და არც მთლიანად კოდექსში სიტყვები „შლამისებრი ნარჩენი“ არ არის ნახსენები შესაბამისად მიზანშეწონიალია სათაური გასწორდეს და ასევე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ან კანალიზაციის ნარჩენთან ერთად მოხსენიებულ იქნას შლამისებრი ნარჩენი; - 34-ე მუხლის სათაური სწორდება რედაქციული თვალსაზრისით რათა უფრო წაკითხვადი იყოს. 34-ე მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით გამომდინარე იქიდან, რომ ამავე მუხლს საჭიროა დაემატოს მე-3 ნაწილი, რაც იწვევს პირველ ნაწილის იმგავრად ჩამოყალიბებას, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ამავე მუხლის მე-3 ნაწილთან. ამ მუხლს ემატება მე-3 ნაწილი რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე, რაზეც გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები არ არის განმარტებული ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურების შედეგად თუ რა სანქციები შეიძლება დაწესდეს. აღნიშნული ქმედების გამოყოფა დამოუკიდებელ ნორმად აუცილებელია, რადგანაც ცხოველის სისხლი არ გაიზომება კილოგრამებში (როგორც ეს მოცემულია ამ მუხლის პირველ ნაწილში) და ასევე მოცულობით ერთეულებში მისი გაზომვა პრობლემატურია, რადგან მყარ ზედაპირზე შეიძლება თხელ ფენად გაიშალოს ხოლო გრუნტიან ზედაპირზე ჩაიჟონოს მიწაში, გამომდინარე აქიდან მისი მოცულობის მიხედვით განსაზღვრას აზრი არ აქვს. ამგვარად, კოდექსის 34-ე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ცხოველის სისხლით გარემოს დაბინძურებაზე. ამ ნაწილის საჯარიმო სანქცია იდენტურია ამავე მუხლის პირველი ნაწილისა; - 36-ე მუხლის პირველ ნაწილში ემატება სიტყვა „ჩაყრა“, რაც უფრო მეტად წაკითხვადს გახდის აღნიშნულ ნორმას და სამართალდარღვევად ჩაითვლება სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება/ჩაყრა. ამასთან, 36-ე მუხლიდან ამოღება ხდება მე-5 ნაწილის რომელიც აისახება ამ პროექტით წარმოდგენილ კოდექსის 351 მუხლში; -ცვლილება შედის კოდექსის მე-40 მუხლის მე-5 ნაწილშიც. კერძოდ, ნორმის დისპოზიციაში მიეთითება საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე დათქმა, რომ ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამავე მუხლის 1 - 41 ნაწილებზე და კოდექსის 402 მუხლზე. ამასთან, კოდექსის მე-40 მუხლიდან ამოღება ხდება მე-6 და მე-7 ნაწილების რაც თავის მხრივ აისახება ამ პროექტის 402 მუხლში; - კოდექსს ემატება 351 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით არასახიფათო ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევისათვის დღეის მდგომარეობით საჯარიმო სანქცია არ არსებობს. - კოდექსს ემატება 401 მუხლი, რომლითაც დგინდება პასუხისმგებლობა სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევებისთვის; - კოდექსს ემატება 402 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობა მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. - 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარუდგენლობა (მათ შორის, კანონით დადგენილ შემთხვევებში განახლების მიზნით) ან/და უქონლობა, ასევე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი დიზპოზიციით დარეგულირდება წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის შეცვლის და დამუშავების პროცესში ცვლილებების შემთხვევაში გეგმაში შესაბამისი ცვლილების განუხორციელებლობასთან დაკავშირებული საკითხი; - 47-ე მუხლის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება) მე-3 ნაწილში შედის ცვლილება. კერძოდ, დაცული ტერიტორიების სტატუსის და აქედან გამომდინარე, ამ ტერიტორიების უპირატესი დაცვის ინტერესის გათვალისწინებით, დგინდება, რომ კოდექსის 351 და 36-ე მუხლებით განსაზღვრული დარღვევის (არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) დაცულ ტერიტორიებზე ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას, ხოლო ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას (ისევე, როგორც ეს დადგენილია ამ ამ კოდექსის 31-ე-35-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს რომ გაეცნონ ამ პროექტით დაწესებულ მოთხოვნებს. ამასთან, კანონპროექტი კანონისთვის უკუძალის მინიჭებას არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორცილდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე სსიპ - ბირთვული, რადიაციული, ქიმიური უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის შემოსავლებიდან. სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: „ნარჩენების მართვის კოდექსს“ ემატება 441 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მგვ-სთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, რისთვისაც, სანქციის (ჯარიმა) სახით (დარღვევების შინაარსისა და სიმძიმის მიხედვით), განსაზღვრულია 5000-დან 20000 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ზრდის მიმართულებით. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ასევე, კოდექსს ემატება 351, 401 და 402 მუხლები, რომლებითაც დგინდება პასუხისმგებლობა ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემისთვის (ჯარიმა: 1000-2000 ლარი), სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევისთვის (1000-3000 ლარი), მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის (ჯარიმა: 30005000 ლარი). გამომდინარე, სამართალდარღვევებისთვის იქედან, რომ პასუხისმგებლობის ამ სახით მუხლებით გათვალისწინებული გათვალისწინებულია ჯარიმა. შესაბამისად, ამ მუხლების კოდექსში შეტანამ ასევე შესაძლებელია გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე. თუმცა აქაც, ამ გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და სამართალდამრღვევების მიერ გადახდილ ჯარიმებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „ნარჩენების მართვის კოდექსისთვის“ დამატებული ახალი მუხლების (მუხლი 351, მუხლი 401, მუხლი 402, მუხლი 441) ადმინისტრირება დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს. იგი განხორციელდება სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, მოქმედი კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას მოახდენს მგვ-ს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დამრღვევ პირებზე (მუხლი 441), ვინაიდან მათ დაეკისრებათ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ჯარიმის სახით (5000-დან 20000 ლარამდე). ასევე, ახალი, 351, 401 და 402 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩამდენ პირებზე (პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში მათაც მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი პასუხისმგებლობები მგვ-სთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის (მუხლი 441) რისთვისაც, სანქციის (ჯარიმა) სახით (დარღვევების შინაარსისა და სიმძიმის მიხედვით), განსაზღვრულია 5000-დან 20000 ლარამდე. ასევე, კოდექსს ემატება 351, 401 და 402 მუხლები, რომლებითაც დგინდება პასუხისმგებლობა ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემისთვის (ჯარიმა: 1000-2000 ლარი), სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევისთვის (1000-3000 ლარი), მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის (ჯარიმა: 30005000 ლარი). ახალი/გაზრდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების − ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა შესაბამისი ქმედებების სიმძიმის, სანქციის პრევეციული ეფექტის და მსგავსი დარღვევებისთვის ამავე კოდექსით გათვალისწინებული სანქციების გათვალისწინებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.