საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 215
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-20734/22
22-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი თამარ ალფაიძისა და რევაზ
ეგაძის კანდიდატურების შესახებ (N07-1/16; 05.08.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 7 დეკემბრის
კომიტეტის
სხდომაზე
მოუსმინა
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ
კანდიდატებს − თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს და განიხილა მათი კანდიდატურების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/16; 05.08.2022).
I. ზოგადი მიმოხილვა
2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე
მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში
საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ მე-10 და მე-12 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ
ეგაძის კანდიდატურები.
2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
განსაზღვრა აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად.
2022 წლის 7 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განიხილა
საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარეობის
აღნიშნული
კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა
კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-4
პუნქტის თანახმად, „ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი
განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ კანონის
მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტების, ამ პუნქტისა და „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს1 და აქვს არანაკლებ 5
წლის შრომითი გამოცდილება.“
საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზემოხსენებული მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“
ქვეპუნქტების თანახმად, ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
−
პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო
კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში
დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის
განმავლობაში;
−
პირი,
რომელიც
სასამართლომ
საქართველოს
ცნო
საარჩევნო
ადმინისტრაციულ
კანონმდებლობის
სამართალდამრღვევად,
დარღვევის
–
გამო
სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
−
ნასამართლევი პირი;
−
საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი;
−
დამკვირვებელი.
ზემოაღნიშნული
კანონისმიერი
მოთხოვნების
დამადასტურებელი
ძირითადი
დოკუმენტაცია კენჭისყრამდე ორივე კანდიდატის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს
თავმჯდომარეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის
დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ, 2022 წლის 22
დეკემბერს კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს.
კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები:
1 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „პირი
მოხელედ არ მიიღება, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი საჯარო
სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური
გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ
წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების
ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში
შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო,
თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“
ა) თამარ ალფაიძე − 0 ხმა (კანდიდატმა ვერ მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა);
ბ) რევაზ ეგაძე − 0 ხმა (კანდიდატმა ვერ მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის მხარდაჭერა).
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად
კომიტეტის
სხდომაზე
მოუსმინა
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ
კანდიდატებს − თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს, განიხილა მათი კანდიდატურების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-1/16; 05.08.2022) და
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად
რეკომენდაცია ჩატარებული კენჭისყრის შედეგად არ გაეწია არცერთ კანდიდატს. ამასთანავე,
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი კანდიდატებისთვის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე კენჭისყრა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი