საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ მომართვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადის გასვლამდე მათი კანდიდატურების პოლიტიკურ ჯგუფის მიერ განხილვის გარეშე კენჭისყრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“
ნომერი
#2-20742/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 215

📜 ტექსტი

წერილი
პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ 2-20742/22 22-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა. აღნიშნული პროცედურის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ, მათი პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ საპარლამენტო ფრაქციები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები. გაცნობებთ, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ არ გეგმავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა აღნიშნული კანდიდატურების განხილვას და თანახმაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული 2-კვირიანი ვადის გასვლამდე უყაროს მათ საკითხს კენჭი. პატივისცემით, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge