საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ლუქსემბურგში, ნიდერლანდების სამეფოში, სლოვენიასა და უელსში ვიზიტების ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-20751/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 216 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-20751/22 22-12-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტების ანგარიშებს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 9 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში (23-24 ნოემბერი 2022) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები მიმდინარე წლის 22-24 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ლუქსემბურგში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი და კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, რამალ ნიკოლაიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. 23 ნოემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან, ფრანსუა ბაუსხთან. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობების განიხილეს დინამიკა, უკრაინაში საქართველო-ლუქსემბურგის არსებული რუსული აგრესია ორმხრივი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ ვიცე-პრემიერს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს როლის მნიშვნელობას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში. ლუქსემბურგულმა ტერიტორიული ინტეგრაციის მხარემ კვლავ გამოხატა მთლიანობის და საქართველოს მიმართ. მან განსაკუთრებული მტკიცე მხარდაჭერა ევროპული ხაზი გაუსვა და საქართველოს ევროატლანტიკურ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს როგორც ნატო-ს წევრობას, ასევე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 24 ნოემბერს, ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის მუშაობაში, რომელიც დაეთმო საქართველოს საკითხს. კომიტეტის სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-ლუქსემბურგის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალში გაააქტიურებენ მუშაობას ამ მიმართულებით, რადგან არსებობს დიდი პოტენციალი, რომ ორმხრივი კავშირები მნიშვნელოვნად განვითარდეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგელ კანონმდებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პარლამენტის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც დადებითად შეაფასეს ლუქსემბურგელმა კოლეგებმა. ლუქსემბურგელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ქვეყნის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით ბოლო ერთ კვირაში ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ გამართა საკომიტეტო მოსმენა საქართველოს შესახებ. მისი თქმით, ეს საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში (21-22 ნოემბერი 2022 ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში. დელაგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. 21 ნოემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა საჯარო ლექცია ლეიდენის უნივერსიტეტში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის გავლენაზე მთლიანად შავი ზღვის რეგიონზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოს როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და საქართველოს ჩართულობაზე სომხეთაზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, სადაც მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ნიდერლანდურმა მხარემ დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მხარდაჭერა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 22 ნოემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების პარლამენტის სენატის და ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა, ევროპის, ნატო-ს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომების მუშაობაში, რომლებიც ეძღვნებოდა საქართველოს საკითხს. ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში მიმოიხილა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ საქართველოს მხარდაჭერისკენ ამ პროცესში. ნიდერლანდელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ინტერვიუ ჩაწერა „Commonspace.eu”-სთან, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე; სომხეთაზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე; უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს ურთიერთობებზე რუსეთთან.
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი სლოვენიაში (5-7 დეკემბერი 2022 ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, 2022 წლის 5-7 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე და გრიგოლ ვაშაძე; საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ სანიკიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. 5 დეკემბერს გაიმართა დელეგაციის შეხვედრა სლოვენიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტანია ფაიონთან, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე. მინისტრმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებისა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ; ასევე, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის გახშირებულ დესტრუქციულ ქმედებებზე. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განცხადა, რომ სლოვენიის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მან იმედი გამოთქვა, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირი 2023 წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლახან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. მან ხაზი გაუსვა, რომ მინისტრის პოსტის დაკავებამდე, როგორც ევროპარლამენტარი, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ და ევრო- ატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ჩართულობით, მხარი დაუჭიროს საქართველოს მედიატორის ევროკავშირის ფუნქციას სომხეთ- აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებასა და სამშვიდობო მოლაპარაკებში პროცესში. იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე ევროკავშირის სხვა დედაქალაქებთანაც გააგრძელებს ნაყოფიერ კონსულტაციებს ამ მიმართებით. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გაერო-ს არამუდმივ წევრთა არჩევნებში სლოვენიის კანდიდატურის მხარდაჭერისათვის, რაც მიმდინარე ეტაპზე სლოვენიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს; მხარეებმა ასევე განიხილეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და რეგიონული გამოწვევები; მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა უმასპინძლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 2023 წლის მარტში (ზუსტი თარიღი ზუსტდება). 6 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ქ-ნ ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩთან, რომელიც ამავე დროს იკავებს მმართველი პარტიის - „Gibanje Svoboda“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. სლოვენიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ცალსახად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, 12 რეკომენდაციის პირობათა გათვალისწინებით. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა თბილისში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას. პოლარიზაციის საკითხზე საუბრისას, ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სლოვენიაშიც არის გარკვეული პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც სხვადასხვა დოზით დამახასიათებელია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის, ამდენად ეს არ უნდა იქცეს საქართველოსთვის შემაფერხებელ ფაქტორად; პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორმხრივ ურთიერთობებში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას; შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქ-ნი ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის საქართველოში ვიზიტი გაიმართება 2023 წელს. 6 დეკემბერს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, პრედრაგ ბაკოვიჩს (რომელიც ამავე დროს სლოვენია- საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელიცაა), ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ლენარტ ჟავბის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარტინ პრემკის და კომიტეტების წევრებს. შეხვედრებისას, მთავარ განსახილველ თემებს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები. ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიელ კანონმდებლებთან ერთად, განიხილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. ისაუბრა ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში საქართველოს როლზე. მხარეებმა საქართველოს და სლოვენიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრებისას დაფიქსირდა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ევროკავშირის სტატუსის მინიჭებისა და ნატო-ში გაწევრიანებისადმი. სლოვენიის „ევროპული პერსპექტივის ცენტრში“ (Center for European Perspective, CEP), რომელიც სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ქოლგის ქვეშ“ მოქმედი ანალიტიკურსამეცნიერო წამყვანი think-tank-ია, გაიმართა მრგვალი მაგიდა: “New International Order: The Georgian Perspective”. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს მნიშვნელობა, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყნის, ასევე, ნატო-ს გაფართოების საკითხი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვენიის საჯარო, სამეცნიერო, არასამთავრობო წრეებისა და ლიუბლიანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებ. ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური საკითხები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ანგარიში
ინფორმაცია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უელსში ვიზიტის შესახებ 2022 წლის 17-19 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გაიმართა ქ. კარდიფში (უელსი, დიდი ბრიტანეთი). დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით კაჭარავა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უელსის სენედის თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ რისთან; უელსის კონსტიტუციის მინისტრთან, მიკ ანტონივთან; სენედის ახალგაზრდობის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯეინ ბრაიანტთან და თემთა პალატის წევრთან, ჯესიკა მორდენთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და უელსის სენედს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა - მათ შორის, განათლების, ახალგაზრდობის, კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებებით. უელსის სენედის თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ რისთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. დევიდ რისი დაინტერესდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით. ნიკოლოზ სამხარაძემ ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრესის შესახებ ისაუბრა. ამასთან ერთად, ქართული მხარე დაინტერესდა უელსში მიმდინარე შიდა პროცესებით, რის პასუხადაც სენედის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უელსში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება არ იგეგმება. მისი თქმით, ამ ეტაპზე საზოგადოებაში დამოუკიდებლობის იდეა აქტიურად არ განიხილება, თუმცა, დასძინა, რომ შოტლანდიაში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უელსის საზოგადოების განწყობაზე. მან ყურადღება გაამახვილა უელსური ენის მნიშვნელობის გაზრდასა და სამთავრობო მიზანზე, რაც 2050 წლისთვის უელსურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვის 100 000 - მდე ზრდას გულისხმობს. ცნობისთვის: უელსის მოსახლეობა 3.1 მილიონს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 29.5% საუბრობს უელსურ ენაზე. უელსური ენის შესწავლა სკოლებში სავალდებულოა. საუბარი ასევე შეეხო ,,ბრექსიტის“ როლს და ხაზგასმით აღინიშნა მისი უარყოფითი გავლენა უელსის ეკონომიკაზე სხვადასხვა - მათ შორის, საცხოვრებელი ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, განსაკუთრებით აისახა უელსის მოსახლეობასა და ბიუჯეტზე. ნიშანდობლივია, რომ უელსი გამოირჩევა ხანდაზმული მოსახლეობის სიმრავლით, რაც ასევე ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე. უელსის კონსტიტუციის მინისტრთან, მიკ ანტონივთან (წარმოშობით უკრაინელი) შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ მიკ ანტონივი ,,ბრექსიტამდე“, როგორც ევროპის რეგიონთა კომიტეტში უელსის წარმომადგენელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ,,ბრექსიტის“ შემდგომ გაჩენილ ინსტიტუციურ ნაკლოვანებებზე, რაც ახალი რეგულაციების შემუშავების საჭიროებას მოითხოვს. ამ საკითხებთან ერთად, საუბარი ასევე შეეხო: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ სტრატეგიულ საკითხებს; საქართველოში უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმების კუთხით არსებულ ვითარებას; აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში საქართველოს მედიატორის როლს; საქართველოს მხრიდან უკრაინასა და უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ დახმარებას (რის პასუხადაც, მიკ ანტონივმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, უელსი 6000 უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს და მათთვის საცხოვრებელს, სამუშაო ადგილებს, ჯანდაცვისა და განათლების უფასო სერვისებს უზრუნველყოფს). მინისტრმა ასევე ხაზიგაუსვა ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ქარისა და ზღვის რესურსების ათვისების მნიშვნელობასა და პროგრესს. ქართულმა მხარემ კი ისაუბრა შავ ზღვაში დაკავშირებადობის (Connectivity) მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის კუთხით საქართველოს სტრატეგიული როლზე. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უელსში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ამასთან ერთად, განიხილეს პროექტები, რომლებიც ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უელსელი კოლეგები სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.