საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურების ვადების დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20788/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-22
ბიუროს ნომერი 216 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-20788/22 22-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურების შეუფერხებლად განხორციელების ხელშესაწყობად მოგმართავთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება ამ პროცედურებთან დაკავშირებული, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებითა და 208-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge