„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე; პაატა მანჯგალაძე
ნომერი
#07-3/283/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ) ქვეპუნქტი: „ბ) უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები.“ ბ) 11-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ) ქვეპუნქტი: „ზ) საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად“. გ) 16-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული წესით, მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით“. მუხლი 2. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ამ კანონის განხორციელებისათვის საჭირო ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; მიმდინარე წლის თებერვლის თვეში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს, რომელიც აღნიშნული ქვეყნის ოკუპაციასა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავდა მიზნად. უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაინგრა და განადგურდა დასახლებული პუნქტები და მათი ინფრასტრუქტურა, მილიონობით ადამიანი იქცა ლტოლვილად, ათასობით ადამიანი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ეს მძიმე მოვლენები უკრაინის ტერიტორიაზე კვლავაც გრძელდება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა შეჭრამ უკრაინაში და იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უკრაინასა და იქ მცხოვრებ ადამიანებს, არამედ არსებითი საფრთხე შეუქმნა სხვა მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და მშვიდობას. შესაბამისად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა და უკრაინის მხარდაჭერა მსოფლიოს დემოკრატიული და პროგრესული საზოგადოების მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაწყებისთანავე მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოები დაუყოვნებლივ გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად და მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ მას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. მათ შორის აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდასაჭერად ჩაერთო არაერთი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე გმირულად იბრძვიან უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად და თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს მეგობარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ნიშანდობლივია, რომ ბევრ მათგანს საბრძოლო გამოცდილება ჯერ კიდევ საქართველოში აქვთ მიღებული აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლებში. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, 1 რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად რამდენიმე საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, რაც გამოუსწორებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად და მისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო, საქართველოს მოქალაქეების ღვაწლის სათანადო დაფასება, მათი სოციალური დახმარება და მათზე სისტემური ზრუნვა ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ვალდებულება უნდა იყოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისათვის სამხედრო ვეტერანის სტატუსის მინიჭებას და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შექმნას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურად არიან რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჩართულნი საქართველოს მოქალაქეები, ჯანმრთელობის ფასად იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის აღნიშნული პირები თავიანთ ქვეყანაში უნდა სარგებლობდნენ სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებით. აღნიშნული გარანტიების შექმნისათვის კი, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა არის საჭირო. სწორედ ამ მიზნით იქნა მომზადებული წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს, მიეცემათ აგრესიის წინააღმდეგ შესაძლებლობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე სამხედრო ვეტერანის სტატუსი და აღნიშნული სტატუსთან ისარგებლონ დაკავშირებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის მიხედვით უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანის სტატუსი და შესაბამისად, ისარგებლონ აღნიშნული კატეგორიის ვეტერანებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის მექანიზმებით. 2 ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად, შესაძლებელია მიენიჭოთ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ინვალიდის სტატუსი და ისარგებლონ მსგავსი კატეგორიის ინვალიდისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის მექანიზმებით. კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპვის ან საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. ანალოგიური ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი უკვე არის გათვალისწინებული საქართველოს სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ შემთხვევისათვის, როდესაც საერთაშორისო საქმიანობის ოპერაციებში განხორციელების დროს, მონაწილეობის აგრეთვე ან სხვა სახის საქართველოს სამშვიდობო ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაიღუპება საქართველოს სამხედრო მოსამსახურე ან გარდაიცვლება მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ინიციატივის მიზანი და შინაარსი მოითხოვს მის დროულ ამოქმედებას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნული კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. 3 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტს ასევე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზეც. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებაში. მაგალითად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ასევე, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების მხრიდან მებრძოლთა მიმართ სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზეც. კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანებისათვის, გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. სხვადასხვა უწყებების მხრიდან თითოეულ პირზე გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სხვადასხვა გარემოებებზე. საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, მებრძოლის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით, რაც ასევე გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, თუმცა ჯამური 4 ოდენობა დამოკიდებული იქნება მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობაზე. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლთა რაოდენობა შეადგენს 36 პირს. რაც შეეხება ფიქსირებულ დახმარებას, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით განსაზღვრულია საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და მიმღებ პირთა წრე - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს/ვეტერანებს – ყოველთვიურად ეძლევათ 100 ლარი. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნისა და გაცემის წესი განსაზღვრულია დამატებით და საჭიროებს შესაბამისი საბუთების წარდგენას, შესაბამისად სუბსიდიის მიმღებთა ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #279 დადგენილების მიხედვით, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთათვის (რომელთა კატეგორიასაც კანონპროექტის მიხედვით, უნდა მიეკუთვნოს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები) გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს - 100 ლარს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დღეის მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს დაახლოებით 3 000-მდე საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მათთვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა თვეში იქნება 300 000 ლარი (3 000 X 100 ), ხოლო ყოველწლიურად 3 600 000 ლარი (300 000 X 12). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი გავლენას მოახდენს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთათვის განსაზღვრული პენსიითა და საქართველოს კანონმდებლობით, მსგავსი კატეგორიის ვეტერანთათვის 5 განკუთვნილი სოციალური დაცვის სხვა გარანტიებით, რითაც ხელი შეეწყობა მათი სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; 6 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი; გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი. გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე 7