საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 18-21 ნოემბერს, ქ. მადრიდში (ესპანეთის სამეფო) ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია) ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-29
ბიუროს ნომერი 217
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-21256/22
28-12-2022
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძე
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით,
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობის ანგარიშს,
რომელიც გაიმართა ქ. მადრიდში (ესპანეთის სამეფო) მიმდინარე წლის 18-21 ნოემბერს.
გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს
ბიუროს შეხვედრის დღის
წესრიგში.
დანართი: 3 ფურცლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 68-ე წლიური სესია
მადრიდი, ესპანეთის სამეფო
18-21 ნოემბერი, 2022
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში
WWW.PARLIAMENT.GE
15 დეკემბერი 2022
ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის მდივანმა, საერთაშორისო დეპარატმენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის
განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ღუჭაშვილმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა
ძირითადი შემადგენლობა
ირაკლი ბერაია (დელეგაციის ხელმძღვანელი)
დემოკრატიული საქართველო“;
ვლადიმერ ჩაჩიბაია
საქართველო“;
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
გიორგი ხელაშვილი
საქართველო“;
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
თინათინ ბოკუჩავა
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია;
ფრაქცია „ქართული ოცნება-
სათადარიგო შემადგენლობა
ნინო იობაშვილი
საქართველო“;
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
დავით ბაქრაძე
უფრაქციო;
თეონა აქუბარდია
უფრაქციო;
ბექა ოდიშარია
საქართველო“.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
ანგარიში
1. მიმდინარე წლის 18-21 ნოემბერს, ქ. მადრიდში (ესპანეთის სამეფო) ჩატარდა ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია, რომელშიც მონაწილეობდა ნატოსაპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეცა
შემდეგი შემადგენლობით: ირაკლი ბერაია (დელეგაციის ხელმღვანელი), გიორგი
ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.
2. სესიის ფარგლებში მიღებული იქნა ანგარიშები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ალიანსის სტრატეგიული კონცეფციის
იმპლემენტაცია, ნატო-ს კიბერგამოწვევები და სხვა. საქართველოს მოხსენებულია
არაერთ ანგარიში და საუბარია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაზე. ასამბლეის მიერ იქნება
მიღებული რეზოლუციები, სადაც დაგმობილია რუსეთის აგრესია, ხაზგასმულია
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის, ნატო-ს ღია
კარის პოლიტიკის, სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერების მხარდაჭერა. უნდა
აღინიშნოს, რომ საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა გაიზიარეს და მხარი
დაუჭრეს ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილ ცვლილებებს, რომელმაც კიდევ
უფრო გააძლიერა როგორც ანგარიშებში, ასევე რეზოლუციებში საქართველოს
მხარდამჭერი ჩანაწერები.
3. ასევე, სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ორმხრივი
შეხვედრები გამართა ესპანეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის,
რუმინეთის და თურქეთის დელეგაციის წევრებთან. შეხვედრებზე განხილული იყო
საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაცია და
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი
გავლენა რეგიონზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ
პროცესში მიღწეული პროგრესი, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების
მნიშვნელობა და საჭიროება, ისევე როგორც საქართველოს თავდაცვითი
შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერების მიზნით მხარდაჭერის გაზრდის
აუცილებლობა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ საპარლამენტო ფორმატში
თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
4. დელეგაციის წევრები, ასევე შეხვდნენ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
ნატო-ს გენერალი მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას.
შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონალური უსაფრთხოების გარემო, საქართველოს
წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური
და ჰიბრიდული საფრთხეები, საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული
ინტეგრაციის პროცესი, ასევე სვა მნიშვნელოვანი საკითხები.